ეგვიპტური ღმერთები - სრული სია

Admin
ისტორია
0
0

ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერთები და ქალღმერთები ძველი ეგვი...

egyptian gods

ავტორი: ჯოშუა მარკი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

ღმერთები და ქალღმერთები ძველი ეგვიპტის ხალხის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. სულაც არაა გასაკვირი, რომ ეგვიპტურ პანთეონში 2000 მეტი ღვთაება იყო. ზოგიერთი მათგანის სახელი ძალიან ცნობილია; ისიდა, ოსირისი, ჰორუსი, ამონი, რა, ჰათჰორი, ბასტეტი, ანუბისი და პტაჰი მაშინ როცა დანარჩენები არც ისე ცნობილია. უფრო ცნობილი ღმერთები მთელი სახელმწიფორ ღვთაებები გახდნენ, მაშინ, როცა სხვები რომელიმე რეგიონის მფარველებად მოიაზრებოდნენ, ან უბრალოდ უკავშირდებოდნენ ზოგიერთ როლს ან რიტუალს. მაგალითად, ქალღმერთი ქებეტი, ნაკლებად ცნობილი ღვთაება, რომელიც ცივ წყალს სთავაზობდა გარდაცვლილების სულებს სანამ ისინი სამსჯავროზე წარსდგებოდნენ საიქიოში, ასევე ქალღმერთი სეშატი, რომელიც დაწერილი სიტყვისა და საზომი ერთეულების ღვთაება იყო, დაჩრდილა თოტმა ასევე დაწერილი სიტყვისა და საზომი ერთეულების მფარველმა. ძველი ეგვიპტური კულტურა ამოიზარდა ამ ღვთაებათა გაგებიდან და იმ მნიშვნელოვანი როლიდან რომელიც მათ შეასრულეს ყოველი არსების მარადიულ მოგზაურობაში.

ისტორიკოსი მარგარეტ ბურსონი წერს: „ეგვიპტის მრავალრიცხოვანი ღმერთები იყვნენ ეროვნული საკულტო ადათების და პირადი რელიგიური პრაქტიკის წამყვანი ფიგურები. ისინი ასევე მონაწილეობდნენ დაკრძალვის რიტუალებში და ეგვიპტური რწმენის მიხედვით საიქიოს სამუდამო ნეტარებაში.“

ღმერთები ანიმისტიკური რწმენის სისტემიდან განვითარდნენ მეტად ანთროპომორფულ და მაგიით გაჟენთილი სისტემამადე. ჰეკა მაგიისა და მედიცინის ღმერთი იყო, აგრეთვე პირველყოფილი ძალის, რომელიც წინ უსწრებდა ყველა დანარჩენ ღმერთებს, დასაბამი მისცა შეექმნა და შეენარჩუნებინა როგორც მოკვდავთა ისე უკვდავთა ცხოვრება. ეგვიპტური კულტურის ცენტრალური ღვთაება იყო მა’ატი -ჰარმონია და ბალანსი - წარმოდგენილი ამავე სახელის მქონე ქალღმერთით და მისი თეთრი სირაქლემას ბუმბულით, და სწორედ ჰეკამ უბოძა ძალა მაატს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ღვთაებებს. ჰეკა იყო ჰეკას (მაგიის) განსახიერება, რაც მოიაზრებოდა როგორც ბუნების კანონები და რასაც დღეს ზებუნებრივად მოვიაზრებთ, თუმცა ეგვიპტელებისთის ასე აიხსნებოდა დედამიწისა და სამყაროს ფუნქციონირება. ღმერთები ხალხს ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდნენ და ჰეკა აძლევდა მათ ამის საშუალებას.

ყველა ამ ღმერთს ჰქონდა სახელი, ინდივიდუალური და პიროვნული მახასიათებლები, ეცვათ სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი, ხელთ ეპყრათ სხვადასხვა საკრალური ნივთი, უძღვებოდნენ საკუთარი გავლენის სფეროებს და გამოკვეთილად ინდივიდუალურად რეაგირებდნენ მოვლენებზე. ყოველ ღვთაებას ჰქონდა საკუთარი ცოდნის სფერო, რაც ხშირად გადაიკვეთებოდა ადამიანთა ცხოვრების რამდენიმე სფეროსთან. მაგალითად ჰათჰორი მუსიკის, ცეკვისა და სიმთვრალის ქალღმერთი, ასევე მოიაზრებოდა როგორც უძველესი დედა-ქალღმერთი, ასევე უკავშირდებოდა ირმის ნახტომს როგორც მდინარე ნილოსის ღვთაებრივი გამოხატულება, ხოლო თავის უფრო ადრინდელ ინკარნაციაში როგორც სეჰმეტი - გამანადგურებელი. ქალღმერთი ნეითი - თავდაპირველად ომის ქალღმერთი რომელიც შემდგომ დედა ღვთაების განსხეულება გახდა, მზრუნველი ფიგურა რომელსაც ღმერთები თავიანთი უთანხმოებების მოსაგვარებლად მიმართავდნენ. ბევრი ღმერთი და ქალღმერთი, როგორებიცაა სეთი და სერკეტი, იცვლებდნენ დროის განმავლობაში და სხვა და სხვა როლსა და პასუხისმგებლობას ირგებდნენ.

ეს ტრანსფორმაციები ხანდახან ძალიან დრამატული იყო, როგორც მაგალითად სეთის შემთხვევაში, რომელიც გმირი დამცველი ღმერთიდან ბოროტმოქმედად და დედამიწაზე პირველ მკვლელად გარდაიქმნა. სერკეტი, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადრეული დედა-ღვთაება იყო, ხოლო მოგვიანებითი მისი შხამიანი არსებებისგან დამცველის (განსაკუთრებით მორიელებისაგან) და ქალებისა და ბავშვების მფარველის როლი გამომდინარეობდა ადრეული მდგომარეობიდან.

ბუნსონი წერს: „ეგვიპტელებს არანაირ პრობლემას არ უქმნიდათ ღმერთების ასეთი მრავალრიცხოვნება და ისინი იშვიათად ივიწყედნენ ძველ ღვთაებებს ახლების სასარგებლოდ. სხვადასხვა ღმერთების მახასიათებლები და როლები სინკრეტიზირდებოდა განსხვავებული რელიგიური მოსაზრებების, ჩვეულებების და იდეალების შეთანხმების მიზნით. მაგალითად, რელიგიური და პოლიტიკური მოსაზრებით თებეური ღმერთი ამონი რომელიც ახალი სამეფოს ყველაზე ძლევამოსილ ღმერთად მიიჩნეიოდა, გაერთიანდა მზის ღმერთ რა-სთან რომლის კულტი ეგვიპტის დასაწყისით თარიღდება. ეგვიპტელი ღმერთებისადმი თაყვანისცემა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა დიდი კულტებიდან ადგილობრივ და ნაციონალურ მაშტაბებამდე.“

ძველი ეგვიპტის ღმერთებისა და ქალღმერთების ქვემოთ მოყვანილი სია შედგენილია ამ საკითხზე დაწერილი უამრავი ნაშრმის მიხედვით, რომლებიც ბიბლიოგრაფიაშია თანდართული. ყველა ხერხს მივმართეთ, რომ სია რაც შეიძლება სრული ყოფილიყო მაგრამ ზოგიერთი ნაკლებმნიშვნელოვანი რეგიონალური ღმერთის გამოტოვება მაინც მოგვიწია, ისეთის რომლის როლიც უკვე გარკვეული აღარ იყო ან რომელიც უკვე მთავარ ღმერთად ტრანსფორმირდა. აღნიშნულია ყველა მთავარი ღმერთი, რომელიც ნაკლებმნიშვნელოვანი ღვთაებისგან წარმოიშვა.

აგრეთვე დართულია ისეთი კონცეპტები, როგორიცაა „ლერწმების ველი“ და „შროშნების ტბა“ - ესენია ღმერთებთან ასოცირებული საიქიოს ადგილები. ღმერთების მახასიათებლები და მათ მიერ შესრულებული როლები განმარტებების მეტი სიცხადისთვს სინთეზირებულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ღმერთი როდი მიაზრებოდა უცვლელად მთელი ეგვიპტის ისტორიის მანძილზე. მაგალითად, ოსირისი წინარე-დინასტიური პერიოდის ეგვიპტეში ( 6000-3150 ჩვ. წ.აღ.მდე) ნაყოფიერების ღმერთია, მოგვიანებით მოიაზრებოდა როგორც პირველი მეფე ადრეული დინაასტიის პერიოდში (3150-2613 ჩვ.წ.აღ.მდე) და ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ღმერთი იყო ახალი სამეფოს პერიოდამდე (1570-1069 ჩვ.წ.აღ.მდე), ამავე დროს ამონი ითვლებოდა ღმერთების მეფედ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები ზოგჯერ მოიხსენებიან ქვემოთ, ღმერთები მაინც განიხილებიან იმ როლის მიხედვით რომელსაც ასრულებდნენ თავიანთი პოპულარობის პიკზე.

 


 

A

აჰ-ი (A'ah ) - ადრეული მთვარის ღმერთი - განვითარდა იაჰ-ად ( ასევე ცნობილია როგორც ჲ აჰ) საბოლოოდ კი ხონსუ

აკენი (Aken) - ნავის მცველი, რომელსაც სულები შროშნების ტბაზე ლერწმების ველისკენ გადაჰყავდა საიქიოში. მას ეძინა ვიდრე ჰრაფ-ჰეთს - პირქუშ ღვთაებრივ მენავეს დასჭირდებოდა, მისი სახელი მხოლოდ მკვდართა წიგნში ჩანს.

აკერი (Aker)- ღვთაებრივი ჰორიზონტი, საიქიოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰორიზონტის მცველი. მან გადაარჩინა რა-ს მზის ეტლი როდესაც ის ჩავიდა საიქიოში ბინდბუნდსა და გარიჟრაჟზე.

ამ-ჰეთი (Am-Heh) - ქვესკნელის ღმერთი, „მილიონების შთანმთქმელი“ და „მარადიულობის მჭამელი“, რომელიც ცეცხლის ტბაში ცხოვრობს.

ამენეტი (Amenet, Amentet) - ქალღმერთი რომელიც საიქიოში მისულ სულებს სასმელ-საჭმელით ეგებებოდა. ცნობილია როგორც „ქალი დასავლეთიდან“, ამენეტი იყო ღვთაებრივი მენავის მეუღლე. ის ცხოვრბდა ხეზე საიქიოს კარიბჭის ახლოს, ჰათჰორისა და ჰორუსის ქალიშვილი.

ამიტი (Ammit, Ammut) – „სულების შთანმთქმელი“ - ქალღმერთი ნიანგის თავით, ლეოპარდის ტანით და ბეჰემოტის ფეხებით. ის იჯდა სამსჯავროს სასწორის ქვემოთ სამართლის დარბაზში საიქიოში და ყლაპავდა იმ სულების გულებს ვისაც ვერ გაამართლებდა ოსირისი.

amon1

ამონი(ამონ-რა) (Amun, Amun-Ra) - მზისა და ჰაერის ღმერთი. ძველი ეგვიპტის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ძლევამოსილი ღმერთი, ქალაქ თებეს მფარველი, სადაც თაყვანს სცემდნენ როგორც თებეს ტრიადის (ამონი, მუტი და ხონსუ) ნაწილს. გარკვეული პერიოდი ღმერთების უზენაესი მეფე, თუმცა თავდაპირველად ნაყოფიერების ნაკლებმნიშვნელოვანი ღმერთი იყო. ახალი სამეფოს დროს ის ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილ ღმერთად ითვლებოდა ხოლო მისი თაყვანისცემა მონოთეიზმით შემოიფარგლებოდა. სხვა ღმერთები ამ დროს ამონის უბრალო ასპექტებად ითვლებოდნენ, მისი სამღვდელოება ყველაზე ძლიერი იყო ეგვიპტეში და ამონის საღმრთო ცოლის პოზიცია, რომელიც სამეფო ოჯახის წევრს ენიჭებოდა თითქმის ფარაონის ტიტულს უტოლდებოდა. (ფოტოზე: ამონი, მუტი და ხონსუ)

ამენჰოტეპი (Amunhotep, Amenhotep) - ჰაპუს ვაჟი - ჯანმრთელობისა და სიბრძნის ღმერთი. ჰარდედეფსა და იმჰოტეპთან ერთად იმ მცირერიცხოვან ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის რომელიც ეგვიპტელებმა გააღმერთეს. იგი იყო ამენჰოტეპ lll (1386-1353 ძვ.წ) სამეფო არქიტექტორი. იგი ისეთ ბრძენ ადამიანად მიიჩნეოდა, რომ სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს. მას ეკუთნოდა დიდი ტაძარი დასავლეთ თებეში და სამკურნალო ცენტრი დერ ელ-ბაჰრიში.

ამონეტი (Amunet) - ამონის ცოლის ოგდადის წევრი.

ანატი (Anat ) - ნაყოფიერების, სექსუალობის, ომისა და სიყვარულის ქალღმერთი. წარმოშობით იგი სირიიდან ან ქანანიდან იყო. ზოგიერთ ტექსტში მოხსენიებულია, როგორც ღმერთების დედა, მაშინ როცა სხვაგან საუბარია მის ქალწულებაზე, ზოგან კი საოცრად მგრძნობიარე და ეროტიულ, ულამაზეს ქალღმერთად ასახელებენ. ჰორუსისა და სეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ვერსიაში იგი მოცემულია, როგორც სეთის მეუღლე ქალღმერთ ნეითის მიერ შერჩეული. ხშირად ადარებენ ბერძენ აფროდიტეს, ფინიკიელ ასტარტეს, მესოპოტამიელ ინანას და ხეთების საუსკეს.

ანტა (Anta) - დედა- ქალღმერთის მუტის ერთერთი ასპექტი, ეთაყვანებოდნენ ტანისში როგორც ამონის მეუღლეს.

ანჯეტი ( Andjety) - ადრეული ნაყოფიერების ღმერთი, დაკაშირებული ქალაქ ბუსირისთან (ანჯეტი). მისი სახელი ნიშნავს - „კაცი ანჯეტიდან“, ასოცირდება ჯედის სიმბოლოსთან. საბოლოოდ ის ოსირისის კულტმა ჩაყლაპა და მისი სახელი ამ ღვთაებასთან ასოცირდებოდა.

ანხორი (Anhur, Han-her) - ბერძნებთან ასევე ცნობილია როგორც ონურისი. ომის ღმერთი და ეგვიპტის არმიის მფარველი, იხ. ონურისი.

ანუბისი (Anubis) - მიცვალებულთა ღმერთი, ასოცირებული ბალზამირებასთან. ნეფთისისა და ოსირისის ვაჟი, ქებეტის მამა. ანუბისი გამოისახება ძაღლის ან ტურის თავიან ადამიანად და მცირე ამალა ახლავს. ის მიუძღვოდა გარდაცვლილთა სულებს სამართლის დარბაზში და საიქიოში გულის აწონვის რიტუალის ნაწილი იყო. სავარაუდოდ ის იყო თავდაპირველი მიცვალებულთა ღმერთი ვიდრე ეს როლი ოსირისს გადაეცემოდა, ამ დროისთვის ის უკვე ოსირისს შვილი გახდა.

ანუკე (Anuke) - თავდაპირველი ომის ქალღმერთი და ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება, დრო და დრო ანჰორის - ომის ღმერთის მეუღლე. ის ასოცირდებოდა ნეფთისთან და იზიდასთან, ზოგიერთ ტექსტებში მოიხსენიება როგორც მათი უმცროსი და. ადრეულ გამოსახულებებში ის საბრძოლო ტანსაცმლით, მშვილდ-ისრით ხელში წარმოგვიდგება, მოგვიანებით კი დედა-ქალღმერთად და აღმზრდელ ფიგურად გადაიქცა. ბერძნები მას ჰესტიას უკავშირებდნენ.

აპედემაკი (Apedemak) - ომის ღმერთი, გამოისახებოდა ლომის სახით, წარმოსდგება ნუბიიდან.

აპეპი (Apep, Apophis) - აპეპი, ციური გველი რომელიც ყოველდღე თავს ესხმოდა რას მზის ეტლს, გზას მოიკვლევდა ქვესკნელიდან ღამით - გათენებამდე. ღმერთები და გამართლებული მიცვალებულები ეხმარებოდნენ რას გველის მოგერიებაში. რიტუალს ეწოდებოდა აპეპის ჩამოგდება, სრულდებოდა ტაძრებში რათა დახმარებოდნენ ღმერთებს და მიცვალებულთა სულებს დაეცვათ ეტლი და შემდეგი დღის გათენება უზრუნველეყოთ.

აპის (Apis) - ღვთაებრივი ხარი, ეთაყვანებოდნენ მემფისში, როგორც ღმერთ პჰატის რეინკარნაციას. ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება გამოსახულია ნარმერის ფილაზე (3150 ძვ.წ) . აპისის კულტი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყო ეგვიპტის კულტურის ისტორიაში.

არენსნუფისი (Arensnuphis) - ქალღმერთ იზიდას კომპანიონი, თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით პის წმინდა ადგილას ფილეში. ის გამოისახებოდა როგორც ლომი ან ადამიანი ბუმბულებიანი თავსაბურავით. წარმოსდგება ნუბიიდან.

ასკლეპიოსი (Asclepius, Aesculapius) - განკურნების ღმერთი საბერძნეთში. ასევე ეთაყვანებოდნენ ეგვიპტეში, საჰარაში და იდენტიფიცირდებოდა ღვთაება იმჰოტებთან. მისი სიმბოლო, მიღებული ღმერთ ჰეკასგან, რომელსაც ორი გველი ეხვევა - ცნობილია სახელით კადუცე.

აშ (Ash, As) - ლიბიის უდანოს ღმერთი, სათნო ღვთაება, რომელიც მოგზაურებს ოაზის უწყობდა.

ასტარტი (Astarte) - ფინიკიური ნაყოფიერებისა და სექსუალობის ქალღმერთი, ძალიან გავს ბერძნულ აფროდიტეს, მესოპოტამიურ ინანას/იშთარს, ხეთურ საუსკას რომელსაც ცის ღმერთს უწოდებენ. ეგვიპტურ მითოლოგიაში ის მოცემულია როგორც სეთის მეუღლე, ქალღმერთ ანატთან ერთად.

ატონი (Aten) - მზის დისკო, თავდაპირველად მზის ღვთაება რომელიც აამაღლა ფარაონმა ეხნატონმა (ძვ.წ 1353-1336) ერთადერთ - მსოფლიოს შემქმნელ ღმერთამდე.

ატუმი(Atum, Ra) - მზის ღმერთი, ღმერთების მთავარი, ენეადის მთავარი ღმერთი (ცხრა ღმერთის ტრიბუნალი) სამყაროსი და ადამიანების შემქმნელი. ატუმი პირველი ღვთაებაა, რომელიც დგას ბორცვზე პირველყოფილ ქაოსში და ეყრდნობა ჰეკას მაგიურ კვრთხს და ქმნის დანარჩენ ღმერთებს, ადამიანებს და ცხოვრებას დედამიწაზე.

აუფ (Auf, Efu-Ra) - ატუმის ასპექტი.


 

B

ბაალი (Ba'al) - ფინიკიური წარმოშობის ღმერთი. მისი სახელი ნიშნავს „ღმერთს“, ის იყო მთავარი ღვთაება ქანაანში, ეთაყვანებოდნენ ეგვიპტეში ახალი სამეფოს გვიანდელ პერიოდში (ძვ.წ 1570-1069).

ბალატ გებალი (Ba'alat Gebal) - ფინიკიური ქალღმერთი ქალაქ ბიბლოსიდან, მცველი ღვთაება, ეგვიპტურ პანთენოში მოხვდა პაპირუსთან კავშირის გამო, რომელიც ბიბლოსში მზადდებოდა.

ბაბი (Babi, Baba) - ის იყო მამაკაცურობის ღმერთი, გამოსახავდნენ როგორც ბაბუინს და იყო მამაკაცური სექსუალობის სიმბოლო.

ბანებჯედეტი (Banebdjedet) - ნაყოფიერებისა და მამაკაცურობის ღმერთი, გამოსახავდნენ როგორც ვერძს ან ადამიანს ვერძის თავით, უკავშირდებოდა ქალაქ მენდესს, საბოლოოდ ოსირისის კიდევ ერთი სახელი გახდა.

ბა-პეფი (Ba-Pef) - საშინელების, განსაკუთრებით სულების შიშის ღმერთი. მისი სახელი ითარგმნება როგორც „ის სული“, ის ცხოვრობს „ჭმუნვის სახლში“ საიქიოში და ცნობილია როგორც ეგვპტის მეფეთა დარდი. მას არასოდეს ეთაყვანებოდნენ ტაძრებში, მაგრამ ბა-პეფის კულტი არსებობდა რათა დაემშვიდებინათ ღმერთი და დაეცვათ მეფე.

bastet1

ბასტეტი (Bastet, Bast) - (იხ. ფოტოზე) კატების, ქალთა საიდუმლოებების, მშობიარობის და ნაყოფიერების მომხიბლელი ქალღმერთი, აგრეთვე სახლისა და კერიის ბოროტებისა და უიღბლობისგან დამცავი. ის იყო რას ქალიშვილი და ძალიან უახლოვდებოდა ჰათჰორს. ბასტეტი ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ქალღმერთი იყო. ქალები და მამაკაცები ერთნაირად ეთაყვანებოდნენ მას და მისი კულტის თილისმებს ატარებდნენ. ის ისე განსაკუთრებულად უყვარდათ, რომ ძვ.წ 525 სპარსელებმა ბასტეტისადმი ეგვიპტელთა ერთგულება მათდა სასარგებლოდ გამოიყენეს პელისიუმის ბრძოლაში გამარჯვებისას. მათ ფარებზე დაიტანეს ბასტეტის გამოსახულება და არმიას წინ გაუმძღვანეს ბასტეტის წმინდა ცხოველები, სპარსელებმა იცოდნენ, რომ ეგვიპტელები დანებებას არჩევდნენ ქალღმერთის განრისხებას. ის გამოისახება, როგორც კატა, ან ქალი კატის თავით, მისი კულტის ცენტრია ბუბასტისი.

ბათი (Bat) - ადრეული ძროხა - ქალღმერთი დაკავშირებული ნაყოფიერებასა და წარმატებასთან. ესაა ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ქალღმერთი წინარე-დინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000- 3150). ბათი გამოისახებოდა როგორც ძროხა ან ქალი ძროხის ყურებითა და რქებით, სავარაუდოდ ესაა გამოსახული ნორმერის ფილის ზედა ნაწილში (ძვ.წ 3150) , რადგან ის ასოცირდებოდა მეფეთა წარმატებასთან. ის ლოცავდა ადამიანებს თავისი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით - მას შეეძლო დაენახა წარსულიც და მომავალიც. საბოლოოდ ის შთანთქა ჰათჰორმა თავისი მახასიათებლებიანად.

ბენუ (Bennu) - ჩიტი - ღვთაება, ცნობილია როგორც ჩიტი ბენუ, დასაბამის წმინდა ფრინველი. მოგვიანებით ასოცირდებოდა ბერძნულ ფენიქსთან. ჩიტი ბენუ ძალიან უახლოვდებოდა ატუმს, რას და ოსირისს. ის ესწრებოდა დასაბამს, როგორც ატუმის ასპექტი, ის დაფრინავდა პირველყოფილი წყლების თავზე და თავისი ყივილით აღვიძებდა სიცოცხლეს. შემდეგ ის განსაზღვრავდა რა უნდა დამატებოდა ან არ დამატებოდა ქმნილებას. ის უკავშირდებოდა ოსირისს როგორც განახლების სიმბოლო, რადგან ის ასოცირდებოდა მზესთან რომელიც კვდებოდა ყოველ ღამე და ისევ აღდგებოდა დილით.

ბესუ (Bes, Aha or Bisu) - მშობიარობის, ნაყოფიერების, სექსუალობის, იუმორისა და ომის, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯუჯების ღმერთი. ის იყო ყველაზე ცნობილი ღმერთი ძველ ეგვიპტეში , რომელიც იფარავდა ქალებს და ბავშვებს, იგერიებდა ბოროტებას და იბრძოდა უზენაესი სამართლისა და წესრიგისთვის. ხშირად გამოსახავდნენ უფრო მეტად როგორც სულს, („დემონი“ ოღონდა არა ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით) ვიდრე როგორც ღვთაებას, მაგრამ ეთაყვანებოდნენ როგორც ღმერთს და გამოსახავდნენ ყოველდღიურად მოსახმარ ნივთებზე როგორიცაა - ავეჯი, სარკეები, დანის ტარი. მისი მეუღლე იყო ტავერეტი - ქალღმერთი ბეჰემოთი, მშობიარობისა და ნაყოფიერების ღვთაება. ბესუს გამოსახავდნენ როგორც წვერიან ჯუჯას დიდი ყურებით, გამოკვეთილი გენიტალიებით, ფეხმრუდეს და ჩხაკუნით ხელში. ის ყოველთვის ანფასითაა გამოსახული, დამცველის პოზიციაში რომელიც თვალს ადევნებს თავის მოწინააღმდეგეს.

ბესეტი (Beset ) - ბესუს ქალური ასპექტი, იძახებდნენ ცერემონიალურ მაგიაში. გამომდინარე იქიდან , რომ ბესუ დამცველი ღვთაება იყო ის ასევე იცავდა - შავ მაგიას, მოჩვენებეს, სულებს და დემონებს. მისი ქალური ასპექტი კი მოწოდებული იყო ამ ძალებთან საბრძოლველად.

ბუქისი (Buchis) - ღმერთ მონტუს კას (სასიცოცხლო ძალა, ასტრალური მე) ასპექტი ცოცხალი ხარის ფორმაში. გამოისახებოდა როგორც ხარი.


 

C

გამოქვაბულის ღმერთები (Cavern Deities) - უსახელო ღმერთების ჯგუფი, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ საიქიოში, სჯიდნენ უწმინდურებს და ეხმარებოდნენ გამართლებული მიცვალებულების სულებს. ისინი მოიხსენიებიან 168 შელოცვაში ეგვიპტურ მკვდართა წიგნში, გამოისახებოდნენ როგორც გველები ან გველების მსგავსები. შელოცვის სახელია „თორმეტი გამოქვაბულის შელოცვა“, სადაც მოიხსენიება ძღვენი რომელსაც მათ უტოვებდნენ. ეგვიპტელი ხალხი მათთვის შესაწირავის თასებს ტოვებდნენ გაოქვაბულებთან.

ციური მენავე (ჰრაფ-ჰაფი) (Celestial Ferryman (Hraf-haf) - “ის ვინც მის უკან იყურება“, პირქუში მენავე რომელსაც გასამართლებული სულები შროშანების ტბაზე გადაჰყავდა, სამოთხის ნაპირებისკენ, ლერწმების ველზე. ჰრაფ-ჰაფი უსიამოვნო და პირქუში იყო, სულს უნდა მოენდომებინა, თავაზიანი ყოფილიყო, რომ სამოთხის ნაპირებისთვის მიეღწია. ჰრაფ-ჰაფს გამოსახავდენ როგორც ნავში მჯდომ კაცს რომლის თავიც მის უკან იყურება.


 

D

დედუნი (Dedun) - მატერიალური რესურსების დამცველი ღმერთი, ნუბიიდან, თავდაპირველად ნუბიური ღვთაება.

დენვენი (Denwen) - გველისმაგვარი ღვთაება - გამოისახებოდა როგორც დრაკონი ცეცხლის რკალში. ის განაგებდა ცეცხლს და საკმაოდ ძლიერი იყო იმისთვის, რომ ღმერთები დაემარცხებინა. პირამიდების ტექსტებში ის ცდილობს გაანადგუროს ღმერთები ცეცხლოვანი სუნთქვით, მაგრამ სძლია გარდაცვლილი მეფის სულმა და გადაარჩინა ყოველი არსება.

დუამუტეფი (Duamutef) - ერთ-ერთი ჰორუსის ოთხი ვაჟიდან. იცავდა წმინდა კანოპებს შიგნეულით, ის განაგებდა აღმოსავლეთს, გამოსახავდნენ ტურის ფორმით, თვალყურს ადევნებდა ქალღმერთ ნეიტს.


 

E

ენეადი (Ennead) - ცხრა ღმერთი რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ჰელიოპოლისში, ოსირისის მითში ქმნიდნენ ტრიბუნალს: ატუმი, შუ, ტეფნუტი, გები, ნუტი, ოსირისი, იზიდა, ნეფთისი და სეტი. ეს ცხრა ღმერთი წყვეტს, რომელი იქნება წამყვანი „ჰორუსისა და სეთის ბრძოლებში“. ისინი ცნობილია, როგორც დიდი ენეადები. ჰელიოპოლსში ასევე არსებობს მეორეხარისხოვანი ღვთაებების მცირე ენეადები.


F

ფეტკეტი (Fetket) - მზის ღმერთ რას მსახურთუფროსი, ის უსხამდა სასმელებს, ითვლება ბარმენთა მფარველ ღმერთად.

შესაწირის ველი (Field of Offerings) - ადგილი საიქიოში, ეკუთვნოდა ოსირისს, მდებარეობდა დასავლეთში. ზოგიერთ წარწერაში ლერწმების ველის სინონიმია.

ლერწმების ველი (Field of Reeds) - ეგვიპტური სამოთხე საიქიოში სადაც სულები ხვდებოდნენ მას შემდეგ რაც გაივლიდნენ სამსჯავროს და გამართლდებოდნენ ოსირისი მიერ. ეს იყო მიწიერი ცხოდრების ზუსტი ანარეკლი, სადაც ადამიანი აგრძელებდა ყველაფერ იმისგან სიამოვნების მიღებას რაც მანამდეც მოსწონდა მაგრამ ავადმყოფობის, იმედგაცრუებისა და სიკვდილის მოლოდინის გარეშე.

ორმოცდაორი მოსამართლე (Forty-Two Judges) - ორმოცდაორი ღვთაება, რომლებიც ოსირისთან თოტთან და ანუბისთან ერთად თავმჯდომარეობდნენ სამსჯავროს საიქიოში. როგორც კი სული ნეგატიურ აღიარებას ამბობდა (უცოდველობის დეკლარაცია) ორმოცდაორი მოსამართლე ატყობინებდა ოსირისს ღირდა თუ არა ამ აღიარების მხედველლობაში მიღება, მათი სახელები იყო - ფართო ნაბიჯებიანი (Far-Strider) ცეცხლით მოცული (Fire-Embracer) დამანგრეველი (Demolisher), დამრღვევი (Disturber) სახეთა მფლობელი (Owner of Faces) და გველი რომელიც იღებს და აძლევს (Serpent Who Brings and Gives) და სხვები.

ჰორუსის ოთხი ვაჟი (Four Sons of Horus) - ოთხი ღვთაება - დუამუტეფი, ჰაფი, იმსეტი და ქებესენუეფი რომლებიც თვალს ადევნებდნენ შიგნეულს იგივე ოთხ კანოპას სამარხში, თითოეულს თავისი დასაცავი ორგანო ჰქონდა და თვალყურს ადევნებდა თითოეულისთვის განკუთვნილი ქალღმერთი.


 

G

გები (Geb) - მიწისა და მცენარეების ღმერთი.

Gengen Wer - ციური ბატი რომელიც ნიშნავს „დიდ მოყიყინეს“. ის შექმნის განთიადს ესწრებოდა და იცავდა (ან დადო) ციური კვერცხი რომელშიც სასიცოცხლო ძალა იყო. ის იყო მფარველი ღმერთი რომელსაც ეგვიპტის ადრეული პერიოდიდან ეთაყვანებოდნენ. მისი მიმდევრები ატარებდნენ განმასხვავებელ ატრიბუტებს და თილისმებს რაც ახსენებდათ, რომ ისინი პატივს სცემენ სიცოცხლეს და მიწას.


 

H

ჰა (Ha) - მფარველი ღმერთი, დასავლეთის უდაბნოების მფლობელი აგრეთვე ცნობილია როგორც ლიბანელების ღმერთი. ის იყო ეგვიპტის დასავლეთით მდებარე უდაბნოს ღმერთი, ღმერთ იავის შვილი რომელიც ასევე უდაბნოს ღმერთი იყო. ჰა მფარველობდა ლიბანელებს და აჩენდა ოაზისებს მგზავრებისათვის. გამოსახავდნენ ახალგაზრდა ძლიერ მამაკაცად უდაბნოს ნიშნით თავს ზემოთ.

ჰაპი (Hapi) - ნაყოფიერების, ნილოსის შლამის ღმერთი, უკავშირდებოდა წყალდიდობებს, რომელსაც მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა იწვევდა, ეს ამდიდრებდა მიწას სადაც მერე გლეხებს მოსავალი მოჰყავდათ. ჰაპი ძალიან ძველი ღმერთია რომლის სახელიც მომდინარეობდა მდინარიდან და განასახიერებდა მდინარეს წყალდიდობის დროს. მას გამოსახავდნენ როგორც კაცს დიდი მკერდით და მუცლით რაც ნაყოფიერებისა და წარმატების სიმბოლო იყო.

ჰეპი (Hapy)- ასევე ცნობილია როგორც ჰაპი, მფარველი ღმერთი, ჰორუსის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც იცავდა სამსხვერპლო ქილას, სადაც ფილტვები ინახებოდა. ის განაგებდა ჩრდილოეთს ბაბუინის გარეგნობა ჰქონდა და მას თვალყურს ადევნებდა ნეფთისი.

ჰარდედეფი (Hardedef) - მეფე ხუფუს ვაჟი (ასევე ცნობილია როგორც ხეოფსი ძვ.წ 2589-2566) მან დაწერა წიგნი ცნობილი როგორც „სიბრძნის ინსტრუქცია“. ეს იმდენად კარგი ნაშრომი იყო, რომ ღმერთის დაწერილად მიიჩნიეს და სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს კიდევაც.

ჰაროერისი (Haroeris) - ადრეული ჰორუსის ციური ასპექტის ბერძნული სახელწოდება (ასევე ცნობილია როგორც დიდი ჰორუსი, რომელიც გამოჩნდა ადრეულ სამეფოში შევარდნის სახით).

ჰარპოკრატი (Harpocrates) - ბავშვი ჰორუსის - ოსირისის და იზიდას შვილის ბერძნული და რომაული სახელი, გამოსახავდნენ როგორც პატარა, ფრთიან ბიჭუნას ტუჩზე მიდებული თითით. მას აღიარებდნენ საბერძნეთში როგორც საიდუმლოს, დუმილის და ნდობის ღმერთს.

ჰათჰორი (Hathor) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და მნიშვნელოვანი ღვთაება ძველ ეგვიპტეში. ის იყო რას ქალიშვილი და ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით მოზრდილი ჰორუსის ცოლი. უძველესი ქალღმერთი, რომელიც რამ დედამიწაზე წარგზავნა ადამიანების გასანადგურებლად მათი ცოდვების გამო. სხვა ღმერთები ევედრებოდნენ რას შეეწყვიტა ჰათჰორს განადგურება, სანამ ადამიანი აღარ დარჩებოდა, რომ ეს გაკვეთილი გაეთავისებინა. ამ დროს რას ჰქონდა ჭიქა წითლად შეღებილი ლუდი, სისხლის მსგავსად, მოთავსებული დენდერაში, რომელიც ჰათჰორმა თავისი სისხლის წყურვილის გავლენით დალია. მას ჩაეძინა და გაიღვიძა როგორც კეთილმა ქალღმერთმა, რომელიც ყველას მეგობარი იყო. ის იყო მხიარულების, შთაგონების, ზეიმის, სიყვარულის, ქალების, ქალების ჯანმრთელობის, მშობიარობის და სიმთვრალის ქალღმერთი. მისი ერთ-ერთი სახელია“სიმთვრალის ქალბატონი“. მიიჩნეოდა, რომ ის ჭადარზე ცხოვრობდა ამიტომაც „ჭადრების ქალბატონსაც“ ეძახდნენ. საიქიოში ის ეხმარებოდა გარდაცვლილთა სულებს სამოთხემდე მიღწევაში და იყო ერთ-ერთი ღვთაება რას მზის ნავზე რომელიც მას აპეპისგან იცავდა. ბერძნებისთვის ის აფროდიტესთან ასოცირდებოდა. მას გამოსახავდნენ როგორც ძროხას ან ქალს ძროხის თავით და უკავშირდებოდა უფრო ადრინდელ ქალღმერთს - ბატს. მოგვიანებით მისი მახასიათებლები თითქმის მთლიანად მოიცვა ისიდამ.

ჰათჰორ-ნებეტ-ჰეტეფეტი (Hathor-Nebet-Hetepet) - ჰათჰორის დედა-ღვთაების ასპექტი რომელსაც თაყვანსსცემდნენ ჰელიოპოლისში. ის წარმოადგენდა უმაღლესი ღმერთის ატუმის (რას) ხელს.

ჰატმეჰიტი(Hatmehit, Hatmehyt) – ეს იყო თევზი ღმერთი რომელსაც მენდესის დელტაში ეთაყვანებოდნენ. მისი სახელი ნიშნავს - „უპირველეს თევზს“. ის წარმოსდგა ნომის (პროვინციის) ტოტემური სიმბოლოდან მენდესის მიმდებარე რეგიონიდან, რომელიც თევზი გახლდათ.

ჰაურუნი (Haurun) - მფარველი ღმერთი - უკავშირდებოდა გიზას დიდ სფინქსს. თავდაპირველად ის ქანაანელი ღმერთი იყო - უკავშირდებოდა განადგურებას, მან დარგო სიკვდილის ხე. ხოლო როდესაც ქანაანელმა და სირიელმა მუშებმა და ვაჭრებმა ის ეგვიპტეში „ჩამოიტანეს“ - განკურნების ღმერთად გადაიქცა. მისი ასოციაცია გიზას სფინქსთან მომდინარეობს უცხოელი მუშებიგან, რომლებსაც სწამდათ რომ სფინქსი წარმოადგენდა ჰაურუნს და აუგეს მას სამლოცველო ქანდაკების წინ. ის ცნობილი იყო როგორც „გამარჯვებული მწყემსი“ გარცელებულ შელოცვაში სადაც ის სახელ მოიხმობდნენ როგორც შემწეს ვიდრე სანადიროდ წავიდოდნენ.

ჰედეტეტი (Hedetet) - მორიელების ქალღმერთი და მათი შხამისგან დამცველი, სერკეტის ადრეული ვერსია.

ჰეთი და ჰაუჰეტი (Heh and Hauhet) - უსასრულობისა და მარადიულობის ღმერთი და ქალღმერთი, ჰეთი გამოისახებოდა როგორც ბაყაყი ხოლო ჰაუჰეტი როგორც გველი. მატი სახელები ნიშნავს - „უსასრულოს“, ისინი ოგდოადის თავდაპირველ ღმერთებს შორის არიან.

ჰექეტი(Heqet, Heket) - მშობიარობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, გამოისახებოდა როგორც ბაყაყი ან ქალი ბაყაყის თავით.

ჰეტერ-კაუ (Heret-Kau) - მფარველი ქალღმერთი, რომლის სახელიც ნიშნავს „ის ვინც სულებზე აღმატებულია“, მას თაყვანს სცემდნენ ძველი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2613- 2181), როგორც სიცოცხლის მბოძებელს და გარდაცვლილთა სულების მფარველს საიქიოში. მისი აღმზრდელობითი თვისები მოგვიანებით ისიდამ შეითავსა.

ჰეკა (Heka) - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ღმერთი ძველ ეგვიპტეში. ის მაგიისა და მედიცინის მფარველი იყო, ასევე სამყაროს ძალაუფლების პირველადი წყარო. ის ღმერთებზე ადრე არსებობდა და ასევე ესწრებოდა შესაქმის პროცესს, უფრო გვიანდელ მითში ის მოცემულია როგორც მენეტისა და ხნუმის ვაჟი და ლატოპოლისის ტრიადის ნაწილი. გამოისახება როგორც კაცი დანითა და კვერთხით, ხოლო მკურნალები ცნობილნი არიან როგორც ჰეკას ქურუმები. ძველ ეგვიპტეში მედიცინა მაგიის ნაწილსაც მოიცავდა, შესაბამისად ჰეკა ექიმებისთვის მნიშვნელოვან ღვთაებას წარმოადგენდა. მასზე ცნობილია, რომ მან მოკლა ორი გველი და შეამოახვია ისინი კვერთხს როგორც თავისი ძალაუფლების სიმბოლოს, ეს, შუმერებისგან ნასესხები სიმბოლო, გადაეცათ ბერძნებს, რომლებმაც ის თავიანთ მკურნალობის ღმერთს ასკლეპიოსს დაუკავშირეს და კადუცე უწოდეს, დღეს ეს მედიცინის სიმბოლოა.

ჰერიშაფი(Heryshaf) - ნაყოფიერების ღმერთი, გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს ვერძის თავით. ის უძველესი ღმერთია წამოსული ჯერ კიდევ ადრეული დინასტიის პერიოდიდან (ძვ.წ 3150-2613) . მოგვიანებით ის ასოცირდებოდა ატუმთან (რა) და ოსირისთან, ამ უკანასკნელმა მიითვისა კიდევაც მისი თვისებები.

ჰესეტი(Heset) - სასმლისა და საჭმლის ღმერთი, ასოცირდებოდა ლუდთან და გართობასთან. ის ეგვიპტის ადრეული ღვთაება იყო, გამოსახავდნენ როგორც ძროხას საჭმლით სავსე სინით რქებზე და ჯიქნიდან რძე გასდიოდა. ლუდს „ჰესეტის რძეს „ ეძახდნენ. მოგვიანებით ჰათჰორმა შთანთქა. ის იყო ჰელიოპოლისის ტრიადის ნაწილი, მნევისთან და ანუბისთან ერთად.

ჰეტეპეს-სეკუს (Hetepes-Sekhus) - რას თვალის პერსონიფიკაცია, რომელიც ჩნდებოდა როგორც ქალღმერთი-გველი საიქიოდან და ანადგურებდა ოსირისის მტრებს. მას გამოსახავდენენ ნინანგებთან ერთად.

ჰორუს (Horus) - თავდაპირველად ფრინელების ღმერთი, შემდგომში ძველი ეგვიპტის მნიშვნელოვანი ღვთაება გახდა. ასოცირდებოდა მზესთან, ცასთან და ძალაუფლებასთან, ჰორუსი უკავშირდებოდა ეგვიპტის მეფეებს ჯერ კიდევ პირველი დინასტიის ადრეული პერიოდიდან (ძვ.წ 3150- 2890). მიუხედავად იმისა, რომ სახელი „ჰორუსი“ უკავშირდება ფრინველთა ღვთაებას, თავის თავში ის მოიცავს ორ ჰორუსს - „ჰორუსი უფროსი“ ერთ-ერთი იმ ხუთი ღმერთიდან, რომლებიც შესაქმის დასაწყისში შეიქმნენ, და უმცროსი ჰორუსი ისისის და ოსირისის ვაჟი. ოსირისის მითის პოპულარობის ზრდასთან ერთად უმცროსი ჰორუსი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი გახდა. ლეგენდის მიხედვით, როდესაც სეთმა მოკლა ოსირისი ჰორუსს ამ დროს ზრდიდა დედა დელტის ჭაობებში. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწია ის შეებრძოლა თავის ბიძას სამეფოს დასაბრუნებლად და გაიმარჯვა, თავის მიწაზე წესრიგი აღადგინა. ეგვიპტის მეფეები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა საკუთარ თავს სიცოცხლეში ჰორუსს უკავშირებდნენ და სიკვდილის შემდეგ ოსირისს. მეფეები მიიჩნევდნენ რომ ისინი ჰორუსის ცოცხალი ინკარნაციები იყვნენ და ღმერთი მათი საშუალებით მფარველობდა და სწყალობდა თავის ხალხს. როგორც წესი ის გამოისახებოდა როგორც მამაკაცი შევარდენის თავით, თუმცა სხვა ბევრი სახეც ჰქონდა ამის გარდა. მისი სიმბოლოებია ჰორუსის თვალი და შევარდენი.

ჰუ (Hu) - წარმოთქმული სიტყვის ღმერთი, განასახიერებდა შესაქმის გარიჟრაჟზე ატუმის (რა) ნათქვამ სიტყვას, რამაც სიცოცხლე შექმნა. უკავშირდება სიას და ჰეკას. სია განასახიერებს გულს, ჰუ - ენას, ჰეკა კი მათ დამაკავშირებელ ძალას რომელიც ორივეს აამოქმედებდა. ჰუ ყოველთვის გამოიყურებოდა, როგორც ჰეკას და ატუმის ძალის განსახიერება და დასაფლავების ტექსტებში წარმოგვიდგება სულების გზამლვლევად საიქიოში.


 

I

იაჰ Iah (Yah) - მთვარის ღმერთი, რომელიც გამორჩეულია ეგვიპტურ კალენდარში. შესაქმის ისტორიაში ატუმი განრისხდა გების (მიწის) და ნუტის(ცის) ინტიმურ ურთიერთობის გამო და დააშორა ისინი ერთმანეთს და გამოაცხადა, რომ ნუტი ვერ გააჩენდა შვილს წელიწადის ვერც ერთ დღეს. ამ დროს გამოჩნდა ღმერთი თოტი და ითამაშა იაჰთან ხუთი დღის მთვარის შუქზე. მან მოიგო და მთვარის შუქის მოგებული საათები დაყო დღეებად რომლებიც არ შედიოდნენ ატუმის დაწესებულ წელიწადში, და ამ დროს შეეძლო ემშობიარა ნუტს. ასე შვა მან პირველი ხუთი ღმერთი - ოსირისი, ისიდა, სეტი, ნეფთისი და უფროსი ჰორუსი ივლისში. ეგვიპტელები აწსრიგებდნენ თავიანთ კალენდარს ამ ხუთი ჯადოსნური დღით. საბოლოოდ იაჰი შთანთქა ღმერთმა ხონსუმ.

იაბეტ (Iabet) - ნაყოფიერების და ხელახლა დაბადების ქალღმერთი ცნობილია როგორც „ქალი აღმოსავლეთიდან“ ხანდახან ასოცირდება ამენეტთან (ქალი დასავლეთიდან) . იაბეტი განაგებდა აღმოსავლეთის უდაბნოებს და თანდათან მათი განსახიერება გახდა. ასევე ცნობილია როგორც „რას გამბანავი“, ის აბანავებდა მზეს ვიდრე ის დილის ცაზე ამობრწყინდებოდა და განასახიერებდა დილის მზის სისუფთავეს. საბოლოოს ისიც შთანთქა ისისმა.

იჰი (Ihy) - მუსიკის და მხიარულების ღმერთი, განსაკუთრებით სისტრუმის მუსიკის. ჰათჰორისა და უფროსი ჰორუსის ვაჟი. თაყვანს სცემდნენ ჰათჰორთან ერთად დენდერაში და ჩართული ჰყავდათ ფესტივალში. მის დაბადებას პატივს მიაგებდნენ სამშობიარო სახლების კედლის წარწერებში დენდერაში და სჯეროდათ, რომ მისი მუსიკა და მხიარულება ბავშვებს ამქვეყნად მოსვლას გაუადვილებდა. გამოსახავდნენ როგორც ბავშვს ხელში სისტრუმით.

იმჰოტეპი (Imhotep) - მეფე ჯოსერის(ძვ.წ 2670) ვეზირი , რომელმაც დააპროექტა და ააშენა საფეხუროვანი პირამიდა. ის ცხოვრობდა ძვ.წ 2667-2600 და მეცნიერების ბევრ სფეროში ერკვეოდა. მისი სახელი ნიშნავს „მშვიდობით მოსულ კაცს“ , სიკვდილის შემდეგ ის გააღმერთეს და სიბრძნისა და მედიცინის ღვთაებად გამოაცხადეს. ბერძნები მას ასკლეპიოსთან აიგივებდნენ და სამკურნალო შელოცვებში მოიხმოდნენ.მაშინ მიღებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ იმჰოტეპი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა ღმერთების სასჯელი კი არა ბუნებრივი მოვლენა იყო.

იმსეტი (Imsety) - მფარველი ღმერთი , ერთ-ერთი ჰორუსის ოთხი ვაჟიდან, რომელიც დარაჯობდა კანოპას ღვიძლით. ის განაგებდა სამხრეთს, გამოიყურებოდა როგორც მამაკაცი და მას თვალს ადევნებდა ისისი.

იპი (Ipy) - დედა-ქალღმერთი რომელიც ზოგიერთი ტექსტის მიხედვით ოსირისის დედას უკავშირდებოდა. ასევე ცნობილია როგორც ოპეტი ან „დიდი ოპეტი“. მას გამოსახავდნენ როგორც ბეჰემოტს ან ბეჰემოტის, ნიანგის, ლომის და ქალის კომბინაციად, ხშირად ლომის თავით, ბეფემოტის ტანით, ქალის მკლავებით და ლომის ფეხებით. ის ცნობილი იყო როგორც „მაგიური დაცვის ქალბატონი“, პირველად ჩნდება პირამიდების ტექსტებში როგორც მეფეების მფარველი.

იშთარი (Ishtar) - ომის, სექსუალობისა და სიყვარულის მესოპოტამიელი ქალღმერთი. ეს იყო შუმერული და აქადური ინანა, მოგვიანებით გადაიქცა ასირიელების იშთარად და ძლიერი გავლენა იქონია სხვა მსგასი ქალღმერთების წარმოქმნაზე, იგივე ბერძნულ აფროდიტეზე, ფინიკიელების -ასტარტეზე, ეგვიპტელების - ჰათჰორზე, ხეთების - საუსკაზე და ა.შ. სავარაუდოდ მან პირველად შემოაღწია ეგვიპტეში ადრეული დინასტიების პერიოდში (ძვ.წ 3150 -2613) მაგრამ ასირიელების შემოსევების შემდეგ ასურბანიფალის მეთაურობით (ძვ.წ 666) სბოლოოდ გაიმყარა მდგომარეობა.

isis

ისიდა (Isis) - (იგივე ისისი) ყველაზე ძლევამოსილი და ცნობილი ქალღმერთი ეგვიპტის ისტორიაში. ის ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტთან ასოცირდებოდა და დროთა განმავლობაში ღმერთების დედის სტატუსამდე ამაღლდა, რომელიც ზრუნავდა როგორც დანარჩენ ღვთაებებზე ისე ადამიანებზე. ის იყო მეორე პირველი ხუთი ღმერთიდან (ოსირისი, ისისი, სეტი, ნეფთისი და უფროსი ჰორუსი), ოსირისის ცოლი და და, უმცროსი ჰორუსის დედა, ხოლო სიმბოლურად მოიაზრებოდა როგორც ყველა მეფის დედა. მისი ეგვიპტური სახელი ესეტი ნიშნავდა „სამეფო ტახტის ქალღმერთს“, ვინადანაც ასოცირდებოდა მონარქებთან. ის ასევე ცნობილი იყო როგორ ვერეთ-კეკაუ - „დიდი მაგი“, თავისი განუზომელი ძალის გამო. ის ეხმარებოდა ადამიანებს სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ ეცხადებოდა რათა მიეცილებინა სამოთხეში. ძვ.წ 331 ალექსანდრე დიდის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მისი კულტი გავრცელდა ეგვიპტეში და შემდეგ რომშიც. რომის იმპერიის პერიოდში მას ეთაყვანებოდნენ მთელ სამეფოში - დაწყებული ბრიტანეთიდან ევროპის გავლით ანატოლიამდე. იზიდას კულტი სერიოზული წინააღმდეგობა იყო ახალი რელიგიისთვის ქრისტიანობისთვის ახ.წ IV-VI საუკუნეებში. ამიტომაც იკონოგრაფიაც და რწმენის პრინციპებიც შეთვისა ახალმა სარწმუნოებამ, ისისი ახალ რელიგიას შეუერთდა. ქალწული მარიამის ხატი ჩვილი იესოთი ხელში პირდაპირ მომდინარეობს ისისის გამოსახულებიდან რომელსაც ხელში ჩვილი ჰორუსი უპყრია, ხოლო თავად გარდაცვლილი და მკვდრეთით აღდგარი ღმერთის იესოს სახე აღებული ოსირისისგან.

ისის-ეუთერია (Isis-Eutheria) - ისიდას უფრო გვიანდელი ბერძნული ვერსია. ეთაყვანებოდნენ ეგვიპტეში. მისი ცრემლები ოსირისის დატირებისას ნილოსის ადიდების მიზეზად ითვლებოდა.

იუსასეტი (Iusaaset) - ძალიან ადრეული დედა-ქალღმერთი, გავრცელებული როგორც ღმერთების ბებია, დაკავშირებული ატუმთან შესაქმისას. მას გამოსახავდნენ ადრეული დინასტიის პერიოდში (ძვ.წ 3150- 2613) ურეუსით (სამეფო კობრა) და მზის დისკოთი თავზე, ხელში სკიპტრით და ანკჰით. სიცოცხლის სიმბოლოსთან, ასოცირდებოდა აკაციასთან - სიცოცხლის ხესთან, რომელიც ეგვიპტეში უძველეს ხედ ითვლებოდა. ცნობილი იყო როგორც „აკაციის დედოფალი“. ეს ეპითეტი მოგვიანებით მიეწერა ჰათჰორს. საბერძნეთში ცნობილი იყო როგორც საოსისი.

ივი (Iw) - შემოქმედი ქალღმერთი რომელსაც ეთაყვანებოდნენ ჰელიოპოლისში. ასოცირდებოდა ჰათჰორსა და ატუმთან. ითავსებდა ჰათჰორის, ნებეტის და ჰეტეფეტის თვისებებს.


 

J

მოსამართლე ღვთაებები (Judgement Deities) - იხილეთ 42 მოსამართლე.

იუპიტერ-ამონი (Jupiter-Amun) - ზევს-ამონის რომაული ვერსია, ღმერთების მეფე, თაყვანს სცემდნენ სივას ოაზისში ეგვიპტეში.


 

K

კებეხეტი (Kabechet, Kebehwet or Qebhet) - თავდაპირველად ის ზეციური გველის ღვთაება იყო, ვისაც ვიცნობდით როგორც ანუბისისა და დამკრძალავი ღვთაების ასულს. ის ცივ და სუფთა წყალს აწვდიდა სულებს სანამ გასამართლებას ელოდებოდნენ სიმართლის დარბაზში. ის დაკავშირებული იყო ნეფთისთან როგორც გარდაცვლილთა მეგობარი.

კაგემნი (Kagemni) - მეფე სნეფერუს ვეზირი (ძვ.წ 2613- 2589), მან დაწერა „კაგემნის ინსტრუქცია“, წიგნი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა ეს იყო წესები მონარქების შვილებისთვის. სიკვდილის შემდეგ ის გააღმერთეს და ეთაყვანებოდნენ როგორც სიბრძნის ღმერთს.

კეკი და კაუკეტი (Kek and Kauket) - პირვანდელი ქაოსის და ღამის ღმერთები, ჰელიოპოლისის თავდაპირველი ოგდოადის წევრები. კეკი და კაკუკეტი სიბნელის ქალური და მამაკაცური ასპექტები იყვნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოროტი. კეკი განთიადამდე საათების ღმერთი იყო, ცნობილი სახელით - „ სინათლის მომტანი“, რადგან ის წინ მიუძღვოდა რას მზის ეტლს ქვესკნელიდან ამოსვლისას. კაუკეტი - მისი მდედრობითი თანასწორი გამოისახებოდა როგორც ქალი გველის თავით. ცნობილი სახელით „სიბნელის მომტანი“, განაგებდა ბინდის საათებს - როდესაც მზე ეშვებოდა ქვესკნელში. ის მიუძღვოდა რას მზის ეტლს ქვესკნელში.

ხენტეხტაი Khentekhtai (Khente-Khtai) - ის იყო ღმერთი ნიანგი რომელსაც მეოთხე დინასტიის პერიოდში ეთაყვანებოდნენ. (ძვ.წ 2613- 2498) ქალაქ ატრიბში. მისი სახელი და თანმხლები თვისებები მოგვიანებით ჰორუსმა მოიცვა.

ხენტიამენტი (Khentiamenti, Khentiamentiu) - აბიდოსის ნაყოფიერების ღმერთი რომელიც მოგვიანებით დაკრძელვის ღმერთი გახდა. მისი სახელი ნიშნავს - ‘პირველი დასავლეთიდან“ ( ასევე მოცემულია როგორც „მოწინავე დასავლელი“). მისი სახელი როგორც ერთ-ერთი ატრიბუტი მოგვიანებით შთანთქა ოსირისმა.

ხენმუ (ხნუმ) Khenmu (Khnum)- ასევე ცნობილია როგორც „დიდი მეთუნე“. ხენმუ ადრეული ზემო ეგვიპტის ღმერთია სავარაუდოდ ნუბიური წარმოშობის. ადრეულ მითებში ის იყო ღმერთი რომელმაც ადამიანები ნილოსის თიხისგან შექმნა, მერე კი ზემოთ ეჭირა რათა რას შუქი მოჰფენოდა და მათთვის სიცოცხლე შთაებერა. შემდეგ ადამიაებს ათავსებდნენ საშვილოსნოში რომ ისინი მვლენოდნენ დედამიწას. ხენმუ გამოისახებოდა როგორც ვერძისთავიანი მამაკაცი და სიმბოლურად განასახიერებდა მამაკაცურ ძალას და ნაყოფიერებას. ანუკეტთან და საისთან ერთად ის ქმნიდა ელეფანტინის ტრიადას ეგვიპტე-ნუბიის საზღვართან. უკავშირდებოდა ღმერთ ხერთის -ასევე ვერძისთავიან ღვთაებას, თუმცაღა სულ სხვა ბუნების. ის იყო მეთუნეების და კერამიკაზე მომუშავე ხალხის მფარველი.

ხეფრი (Khepri) - ღმერთ რას ასპექტი, განასახიერებდა ხოჭო სკარაბეუსი.

ხერთი (Kherty, Cherti) - ქვესკნელის ვერძისთავიანი ღმერთი, მას გადაჰყავდა სულები თავიანთ უკანასკნელ გზაზე საიქიოში. ძველ სამეფოში (ძვ.წ 2613 – 2181) მიიჩნევდნენ, რომ ის ოსირისთან ერთად მართავდა საიქიოს. ხერთი განაგებდა შესასვლელს და სიმართლის დარბაზში მიმავალ კორიდორებს, ხოლო ოსირისი თავად დარბაზს და ლერწმების ველს. ღვთაებები ესალმებოდნენ საიქიოში ჩასულ მიცვალებულებს, მერე კი ხერთის მიჰყავდა ისინი გასასამართლებლად სიმართლის დარბაზში. ეს მისი ნებაყოფლობიტი როლი იყო, თუმცა ზოგიერთ წარწერაში მოცემულია, რომ ის არსებული წესრიგის მტერია და წინააღმდეგობებს უქმნიდა მეფეებს საიქიოში ჩასვლისას. მაგრამ ასევე გამოისახებოდა როგორც მეფეების დამცველი.

ხონსუ (Khonsu, Kons, Chonsu, Khensu, or Chons) - მთვარის ღმერთი, მისი სახელი ნიშნავს „მოგზაურს“. ის ქმნიდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ტრიადას თებეში თავი მამასთან ამონთან და დედასთან მუტთან ერთად. მას გამოსახავდენ როგორც მუმიას ხელში კავით და ურეუსიანი ხელჯოხით და მთვარის დისკოთი თავზე. ხონსუმ ჩაანცვლა მანამდე არსებული მთვარის ღვთაება მონტუ, როგორც მუტის შვილმა და მიითვისა მისი თვისებები. ახალი სამეფოს (1570 -1069 ძვ.წ) პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ღვთაებეს შორის ამონის შემდეგ. ის ასოცირდებოდა განკურნებასთან და მიაჩნდათ , რომ ხონსუს გამოსახულებას შეეძლო ჯადოსნურად განეკურნა ავადმყოფები.


 

L

აკაციების ქალბატონი (Lady of the Acacia) - ქალღმერთ იუსასეტის „ღმერთების ბებიის“ ერთ-ერთი სახელი,მოგვიანებით შეითვისა ჰათჰორმა.

სიკამორის ქალბატონი (Lady of the Sycamore) - ჰათჰორის ერთ-ერთი სახელი, მიიჩნეოდა რომ ის სიკამორის ხეზე ცხოვრობდა და ეს ხე იყო წმინდა ხე მის კულტში.

ყვავილების ტბა (შროშანების ტბა) Lake of Flowers (Lily Lake) - წყალსატევი საიქიოში რომელსაც გადალახავდნენ გასამართლებული მიცვალებულები და მიაღწევდნენ სამოთხეს ლერწმების ველზე. მკდართა წიგნში ეწერა, რომ გამართლებულ სულებს უფლება ჰქონდათ ებანავათ ამ ტბის ნაპირებთან.

ლატეს თევზი (Lates-Fish) - ნილოსის ქორჭილა რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ ქალღმერთ ნეითს. პატივს მიაგებდნენ, როგორც ღვთაებრივ არსებას - ესნას .


 

M

მაახეს (მახეს , მიხოს ან მიუსის) Maahes (Mahes, Mihos, or Mysis) - ის იყო ძლევამოსილი მზის ღმერთი და იცავდა ჩვილებს, გამოსახავდნენ როგორც ლომისთავიან მამაკაცს ხელში გრძელი დანით ან ლომით. მისი სახელი უკავშირდებოდა ჰარმონიისა და სიმართლის ქალღმერთ მაატს და გულისხმობდა „სიმართლეს მაატამდე“. ეს ინტერპრეტაცია წააგავს მის სხვა სახელებს როგორიცაა „სისხლისღვრის ბატონი“ და „ალისფერი ბატონი“ ის სჯიდა ყველას ვინც არღვევდა ქალღმერთის მიერ დაწესებულ წმინდა წესრიგს. ის ითვლებოდა ბასტეტის ვაჟად მაგრამ ზოგჯერ მოხსენიებულია სეხმეტის შვილად, რადგან ორივე ქალღმერთი დაკავშირებული იყო კატებთან/ლომებთან. შესაძლოა, რომ ის ყოფილიყო ღმერთ ნეფერტუმის ასპექტი, ასევე ბასტეტის ვაჟად, ქმნიდა ტრიადას იმჰოტეპან და ნეფერტუმთან ერთად მემფისში. უკავშირდებოდა ბერძნულ ფურიებს თავისი შურისმაძიებელი ბუნების გამო.

მაატი (Ma'at) - სიმართლის, სამართლიანობისა და ჰარმონიის ქალღმერთი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება ეგვიპტურ პანთეონში. მან მოათავსა ვარსკვლავები ცაზე და დააწესა სეზონები. მაატმა განასახიერა მაატი(ჰარმონია) რაც ძველი ეგვიპტური კულტურის ცენტრალური ღირებულება იყო. მაატი თვალს ადევნებდა ადამიანს მთელი ცხოვრება, წარმოდგენილი იყო როგორც სიმართლის კალამი სიკვდილის შემდგომ განსჯაზე და სულთან ერთად განაგრძობდა ყოფნას ლერწმების ველზე. მას გამოსახავდნენ როგორც ქალს სირაქლემის ბუმბულის გვირგვინით თავზე. სიტყვა ნიშნავს „ის რაც სწორია“, და როგორც ჰარმონიის კონცეპცია გავლენას ახდენდა ეგვიპტელთა ცხოვრების ყველა ასპექტზე. ყველა მოქმედებისთვის არსებობდა დროა და ასპექტი მაატის გათვალისწინებით, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო საჭირო დროს.

მაფდეტი (Mafdet, Mefdet) - ეს იყო სამართლის ადრეული ქალღმერთი, რომელიც აცხადებდა განაჩენს და შემდეგ აღასრულებდა მას. მისი სახელი ნიშნავა „ქალი რომელიც გარბის“, იმ სიჩქარის გამო რომლითაც მას განაჩენი გამოჰქონდა. ის არის ყველაზე ადრეული კატისებრი ღვთაება ეგვიპტეში, ბასტეტის და სეხმეტის წინამორბედი. ის იცავდა ადამიანებს შხამიანი ნაკბენებისგან, განსაკუთრებით მორიელის ნაკბენისგან წინ უსწრებდა სერკეტს, რომელმაც მოგვიანებით ეს როლი შეითავსა. მაფდეტის ყველა თვისება მოგვიანები გაინაწილეს სხვა ქალღმერთებმა, თუმცა მაფდეტი მაინც პოპულარულ ქალღმერთად რჩებოდა ადრეული დინასტიის პერიოდში (ძვ.წ 3150 -2613), ასევე ახალ სამეფოში (ძვ,წ 1570- 1069) როდესაც ის გადაიქც ერთ-ერთ მოსამართლედ საიქიოში. მას გამოსახავდნენ როგორც ქალს კატის, ჩიტას, ლეოპარდის ან ფოცხვერის თავით, ხელში თოკით ან ჯალათის მახვილით.

მანდულისი (მარული ან მერველი) Mandulis (Marul or Merwel) - ნუბიური მზის ღვთაება რომელსაც ეტაყვანებოდნენ ეგვიპტელები ფილესა და კალაბშაში, როგორც შორეულ ზემო ეგვიპტეში ისე ნუბიის საზღვართან. მისი პირველი ტაძარი აიგო კალაბშაში მე-18-ე დინასტიის დროს (ძვ.წ 1550 – 1292). ის გაიგივებული იყო რასთან და ჰორუსთნ და გამოსახავდნენ როგორც შევარდენს რქებიანი თავსაბურავით (ჰემჰემის გვირგვინი) ანდა როგორც ადამიანს იმავე გვირგვინით გველთან ერთად. რასთან ასოციაციისას ის წარმოგვიდგება როგორც ბავშვი, დილის მზის სიმბოლო, და როგორც მოზრდილი - გვიანი შუადღის განსახიერებით.

მაუ (Mau) - ღვთაებრივი კატა, ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ესწრებოდა შესაქმის გარიჟრაჟს, როგორც რას ასპექტი. მაუ იცავდა სიცოცხლის ხეს, რომელიც მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს და ღთაებრივ ცოდნას ინახავდა, ბოროტი გველი აპეპისგან. მაუს და ხის ამბავი გადმოცემულია ეგვიპტური მკვდართა წიგნის მე17-ე შელოცვაში, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ კატა რას განასახიერებს. მე-17-ე შელოცვა ასევე გადმოსცემს კატების გაჩენას დედამიწაზე.

მეჰენი (Mehen) - ღმერთი-გველი, რომელიც რას შემოეხვა მზის ნავში, რათა ის აპეპის თავდასხმისგან დაეცვა. უფრო ადრინდელ მითებში ის გამოყვანილია როგორც რას დამცველი, მაშინ როცა სეტი ებრძვის გველს.

მეჰეტ-ვერეტი (Mehet-Weret) - უძველესი ცის ქალღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვთაება ეგვიპტეში. ის არის წმინდა ციური ძროხა რომელიც წარმოიშვა პირველყოფილი ქაოსის წყლებიდან რათა გაეჩინა მზის ღმერთი რა დროის დასაწყისში. მისი სახელი ნიშნავს „დიდ წყალდიდობას“ და ასოცირდება სიუხვესა და ნაყოფიერებასთან. მას შემდეგ რაც შვა მზე ის თავის რქებს შორის მოათავსა და ყოველ დილას ამოჰყავდა ის ცაზე. მისი თვისებები მოგვიანებით ჰათჰორმა შთანთქა.

მეჰიტი (Mehit, Meyht) - ის იყო ადრეული დინასტიის პერიოდის (ძვ.წ 3150 – 2613) მთვარის ქალღმერთი, გაიგივებული შორეული ქალღმერთის კონცეპციასთან, რომელიც შორდება რას და ბრუნდება რომ მოიტანოს ტრანსფორმაცია. გამოსახავდნენ როგორც მწოლიარე ლომს სამი ჯოხით. ანჰურის მეუღლე.

მეხიტი (Mekhit) - ომის ქალღმერთი, სავაუდოდ ნუბიური წარმოშობის, ასოცირდებოდა მთვარესთან, გამოსახავდნენ როგორც მოღრიალე ლომს. ის რას თვალის შურისმძიებელ სიმბოლოს განასაიერებდა. ერთ მითში რას თვალი გადიოდა ნუბიაში სადაც ის ტრანსფორმირდებოდა ლომად. ღმერთი ონურისი მოინადირებს მას და ისევ რას უბრუნებს, სადაც ის ისევ ხდება (ან იბადება ) მენჰიტი, რომელიც ონურისი მეუღლე ხდება. მას თაყვანს სცემდნენ აბიდოსში მისი და ონურისი კულტის ცენტრში. მენჰიტის, ონურისის და რას თვალის ამბავი შორეული ქალღმერთის მაგალითია სადაც თვალი ტოვებს რას და ბრუნდება ან აბრუნებენ ტრანსფორმირებულს.

მენჰიტი (Menhit, Menhyt) - მზის ღვთაება რომელიც განასახიერებდა მზის ღმერთის რას წარბს, გამოსახავდნენ როგორც მწოლიარე ლომს. მას ეთაყვანებოდნენ დელტის რეგიონში და ასოცირდებოდა ნეიტთან და ვაჯეტთან, როგორც მფარველი ქალღმერთი.

მერეტსეგერი (Meretseger) - კობრის ფორმის მფარველი ქალღმერთი, აღიარებდნენ თებეში. ის იცავდა მეფეთა ველს.

მერიტი (Merit) - მუსიკის ქალღმერთი რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების დახმარებით ამყარებდა კოსმიურ წესრიგს. ეს იყო მეორეხარისხოვანი ღვთაება რომელიც მოგვიანებით მთლიანად დაფარა ჰათჰორმა მუსიკასთა მიმართებაში. ჰათჰორი ასოცირდებოდა სისტრუმთან და ზოგადად მუსიკასთან, მაგრამ უფრო ადრე მერიტი იყო ის ქალღმერთი რომელიც ქმნიდა შესაქმის თანმხლებ წესრიგის ჰარმონიას.

მესჰენეტი (Meskhenet) - მშობიარობის ქალღმერთი, ერთ-ერთი უძველესი ღვთაება ეგვიპტეში. მესჰენეტი ესწრებოდა ადამიანის მშობიარობას, ქმნიდა მის კას (სულის ასპექტი) და შთაბერავდა მას ადამიანს. ასე ის განსაზღვრავდა ადამიანის ბედს მის ხასიათზე დაყრდნობით. ასევე ის ესწრებოდა სულების გასამართლებას საიქიოში და ამშვიდებდა მას, ამგვარად ის ახლდა ადამიანს დაბადებისას, მთელი მისი ცხოვრება და სიკვდილის შემდეგაც. ის გამოისახებოდა როგორც სამშობიარო აგური (აგური რომელთანაც ქალები იხრებოდნენ მშობიარობისას ) ქალის თავით ან მჯდომიარე ქალად სამშობიარო აგურით თავზე. მისი, როგორც ბედისწერის განმსაზღვრელის როლი მოგვიანებით შვიდმა ჰათჰორმა შთანთქა, მაგრამ მის თაყვალისცემას მაინც განაგრძობდნენ ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე.

მესჯეტი (Mestjet) - ლომისთავიანი ქალღმერთი, ეთაყვანებოდნენ აბიდოსში, ერთ-ერთი რას თვალის უამრავი ასპექტიდან. ის უეჭველად წარმოდგენილია შორეული ქალღმერთის მითში, როგორც ღვთაება რომელიც ასოცირდება რას თვალთან მაგრამ ამაზე შორს თხრობა არ მიდის. ის ცნობილია მხოლოდ ერთი სტელით აბიდოსში სადაც გამოსახულია როგორც ქალი ცალ ხელში ანკჰით და მეორეში კვერთხით, რომელსაც მისივე ქალიშვილი სცემს თაყვანს.

მინი (Min) - ნაყოფიერების უზველესი ღმერთი წინარედინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000 -3150). მინი იყო აღმოსავლეთის უდაბნოს ღმერთი და მოგზაურებს ადევნებდა თვალს, ასევე ასოცირდებოდა ეგვიპტის დელტის სამკურნალო, შავ ტალახთან. ის წარმოდგენილი იყო როგორც ისისის ქამრი და ჰორუსის მამა ადრეულ ჩანაწერებში და ამგვარად ასოცირდებოდა ოსირისთან. მინს გამოსახავდნენ როგორ მამაკაცს ცალ დ ხელში თავისი ერეგირებული პენისით და მეორეში კვერთხით.

მნევისი (Mnevis, Mer-Wer or Nem-Wer) - მნევისი ჰელიოპოლისი წმინდა ხარი იყო, განიხილებოდა აგრეთვე როგორც რას თვალის ერთ-ერთი ასპექტი. ის იყო ცოცხალი ხარი, რომელიც ჯოგიდან თავისი სრულიად შავი ბეწვის გამო ამოარჩიეს. მხოლოდ ერთი მნევისის ხარი ცოცხლობდა გარკეული დრო, მეორეს ირჩევდნენ პირველის სიკვდილის შემდეგ. საბოლოოდ ის აპისმა შთანთქა.

მონტუ (Montu) - ღმერთი შევარდენი რომელიც აღმოცენდა მე-11-ე დინასტიისას თებეში (ძვ.წ 2060 – 1991). მისი სახელი დაირქვა დინასტიის სამივე ფრომით - „მენტუჰოტეპი“ (მონტუჰოტეპი) რაც ნიშნავდა „კმაყოფილ მონტუს“. საბოლოოდ ის დაუკავშირდა რას როგორც კომპოზიტური მზის ღმერთი მონტ-რა და ასოცირდებოდა ჰორუსთან როგორც ომის ღმერთთან. ბერძნები ადარებდნენ მას აპოლონს.

მუტი (Mut) - ადრელი დედა-ღვთაება, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა წინარედინასტიურ პერიოდში (ძვ.წ 6000 -3150). შემდეგში გახდა ამუნის ცოლი, ხონსუს დედა და თებეს ტრიადის ნაწილი. მუტი მფარველი ღმერთი იყო და ასოცირდებოდა ბასტეტსა და სეხმეტთან. ის იცავდა ადამიანებს ცხოვრებაში და მკვდართა წიგნის 164 შელოცვაში გამოისახებოდა როგორც სულების დამხმარე და დემონების მახისგან დამცველი საიქიოში. ასევე ის მეფეების ღვთაებრივი მფარველი იყო, რომელიც შეთქმულებს და მოღალატეებს თავისი ცეცხლით წვავდა.


 

N

ნებეთეტპეტი (Nebethetpet) - ქალღმერთი რომელსაც ეთაყვანებოდნენ ჰელიოპოლისში როგორც ატუმის ხელის პერსონიფიკაციას, მის აქტიურ ქალურ საწყისს.

ნეფერტუმი (Nefertum, Nefertem) - ტკბილი არომატებისა და სულების ღმერთი. ნეფერტული ლურჯი ლოტოსის კოკრიდან დაიბადა შესაქმის გარიჟრაჟზე და თავდაპირველად ატუმის ასპექტი იყო. მისი სახელი ნიშნავს „ლამაზ ატუმს“. მოგვიანებით დამოუკიდებელი ღვთაება გახდა და ასოცირდებოდა ტკბილსუნიან ყვავილებს. უკავშირდებოდა ხელახლა დაბადებასა და ტრანსფორმაციას, თავისი კავშირით ყვავილებთან და მზის ღმერთთან. ეგვიპტურ მედიცინაში მას მოუხმობდნენ დაავადებების სამკურნალო ყვავილებით მკურნალობისა და საკმევლის კმევის დროს.

ნეჰებკაუ (Nehebkau, Nehebu-Kau) – „ის ვინც აერთიანებს კას“, მფარველი ღმერთი რომელიც უერთდებდა კას (სულის ასპექტი) სხეულს დაბადებისას და აერთიანებდა კას და ბას (სულის ფრთოსანი ასპექტი) სიკვდილის შემდეგ. მას გამოსახავდნენ როგორც გველს და რომელიც ჰეკას მსგავსად მარადიული იყო. ნეჰებკაუ დაცურავდა პირველყოფლ წყლებში შესაქმის გარიჟრაჟზე, სანამ ატუმი აღმოცენდებოდა ქაოსიდან, რათა წესრიგი დაემყარებინა.

ნეჰმეტავი (Nehmetawy) - მფარველი ქალღმერთი რომლის სახელი ნიშნავს „ის ვინც ეხვევა შეჭირვებულებს“, მას ეთაყვანებოდნენ ჰერმოპოლისში და მიიჩნევდნენ ნეჰებკაუს ცოლად. სხვა რეგიონებში ის სიბრძნისა და წერის ღმერთის თოტის მეუღლედ მიიჩნეოდა.

ნეითი (Neith) - ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მყარი ღვთაება, ეთაყვანებოდნენ წინარე-დინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000 – 3150) პტოლემეუსის დინასტიის (ძვ.წ 323 -30) პერიოდმდე, იქამდე ვიდრე ეგვიპტეს აიღებდა რომი. ნეითი იყო ომის, შემოქმედი და დედა ქალღმერთი, აგრეთვე თავის დროზე დაკრძალვის ქალღმერთიც რომელიც მფარველობდა ქალაქ საისს ნილოსის დელტაში. ის ძალიან მნიშვნელოვანი ღვტაება იყო ადრეული პერიოდის ქემო ეგვიპტეში და ათასწლეულების მანძილზე არ დაუკარგია თავისი მნიშვნელობა. ადერეულ გამოსახულებებში ხელში მშვილდი და ისარი უჭირავს, ხოლო მისი ეპითეტია „მშვილდის დედოფალი“. როგორც შემოქმედი ღმერთი ის გაიგივებული იყო ქაოსის წყლებთან (ნუნი) შესაქმამდე და ამ როლში მას ეძახდნენ „ ღმერთების ბებიას“ ან „ღმერთების დედას“. ითვლებოდა ,რომ მაქ შექმნა დაბადება და მჭიდროს დაკავშირებული იყო ცოცხალ და მოზარდ საგნებთან. როგორც დედა ქალღმერთს მას შუამავალის როლი ჰქონდა ღმერთების უთანხმოებისას, უფრო ცნობილი იყო როგორც ქალღმერთი რომელიც წყვეტდა სეტს უნდა ემართა ეგვიპტე თუ ჰორუსს, თუ ტრიბუნალი ვერ მივიდოდა დასკვნამდე. ასევე არანაკლებ მნიშვნელოანი იყო როგორც დაკრძალვის ქალღმერთი რომელიც თვალს ადევნებდა მიცვალებულებს. მისი ქანდაკება ისისის, ნეფთისის და სეხმეტის გამოსახულებით აღმოჩნდა ტუტანჰამონის აკლდამაში. ის იცავდა ღმერთ დუამუტეფს, ჰორუსის ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთს რომელიც დარაჯობდა კანოპებს აკლდამაში,ასევე გამოსახადნენ როგორც სამართლიან მსაჯულს სიმართლის დარბაზში.

ნეხბეტი (Nekhbet) - სვავის ფორმის მფარველი ქალღმერთი, იცავდა ზემო ეგვიპტეს. ასოცირდებოდა ვადჯეტთან ქვემო ეგვიპტის მცველთან. ამ ორს ეძახდნენ „ორ ქალბატონს“.

ნეხენი (Nekheny) - შევარდნის ფორმის მფარველი ღმერთი, მფარველობდა ქალაქ ნეხენს წინარედინასტიურ პერიოდში (ძვ.წ 6000 -3150). საბოლოოდ მისი ატრიბუტები შთანთქა ჰორუსმა.

ნეპერი (Neper) - მარცვლეულის ღმერთი, მკის ქალღმერთის რენენუნეტის ვაჟი. ის იყო მარცვლეულის პერსონიფიკაცია და ასოცირდებოდა ოსირისთან და შესაძლოა იყო ერთ-ერთი ღმერთი რომელიც წინ უსწრებდა ოსირისის მითს. კუბოს ტექსტში II.95 მას ეპყრობიან როგორც ღმერთს რომელიც ცხოვრობს სიკვდილის შემდეგ. წარწერებში მოცემულია როგორც გარდაცვლილი და აღმდგარი ღმერთი ჯერ კიდევ ოსირისის პოპულარობამდე.

ნეფთისი (Nephthys) - დაკრძალვის ქალღმერთი, სამყაროს შექმნის შემდეგ გებისა და ნუტის მიერ გაჩენილი ხუთ შვილიდან ერთ-ერთი, სეთის ცოლი, ისიდას ტყუპისცალი და და ანუბისის დედა. მისი სახელი ნიშნავს „ტაძრის გალავნის ქალბატონი“, ანდა „სახლის ქალდატონი“, სახლი გულისხმობს ზეციურ სახლს, ტაძარს. მას გამოსახავდნენ როგორც ქალს თავზე სახლით. ნეფთისი ფართოდ და მცდარად მოიაზრებოდა როგორც მეორეხარისხოვანი ღვთაება, როცა სინამდვილეში მას ეთაყვანებოდნენ მთელს ეგვიპტეში ყველაზე ადრეული პერიოდიდან ეგვიპტის მმართველ უკანასკნელ დინასტიამდე. ისისის ნათელის ფონზე ის ბნელ ქალღმერთად ითვლებოდა, მაგრამ ეს ნეგატიურ შინაარსს არ გულისხმობდა არამედ მხოლოდ ბალანსს. ნეფთისი დიდ ადგილს იკავებს ოსირისის მითში, როდესაც ისისის სახეს იღებს და ოსირისს აცდუნებს, შემდეგ როდესაც სეტს ოსირისის ადგილსამყოფელს გაუმხელს და ბოლოს თავის დასთან ერთად ცდილობს აღადგინოს მიცვალებული მეფე. ის ცნობილია როგორც „გარდაცვლილთა დედოფალი“, თავისი ზრუნვის გამო მიცვალებულთა სულბზე საიქიოში, ასევე მფარველობდა პროფესიონალ მგლოვიარეებს დაკრძალვებზე, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ მწუხარებას მათ „ნეფთისის ძერებს ეძახდნენ“ . „ისისისა და ნეფთისის გოდების“ ტექსტში ის ოსირისის სულს მიცვალებულთა სამყაროდან უკან მოუხმობს. ეს ტექსტი რეგულარულად იკითხებოდა ფესტივალებზე, მსახურებეზე და დაკრძალვებზე მთელს ეგვიპტეში.
ნუ და ნაუნეტი Nu (Nun) and Naunet - ნუ პირველყოფილი ქაოსის განსახიერება იყო, საიდანაც სამყარო აღმოცენდა. ნაუნეტი კი მისივე ქალური ასპექტი და ცოლი. ნუ ჩვეულებრივ ითვლებოდა „ღმერთების მამად“, მაშინ როცა ნაუნეტი მხოლოდ ოგდოადთან მიმართებაში მოიხსენიება, რვა პირველყოფილ ღმერთს შორის, აქდან ოთხი მამაკაცია და შესაბამისად ოთხი ქალი რომელნიც ქმნილების ოთხ ძირითად ელემენტს განასახიერებენ. ზოგიერთ გვიანდელ მითში ნუსთან ასოცირდება ქალღმერთი ნეითი.

ნუტი (Nut) - ზეცის პირველყოფილი ქალღმერთი, განასახიერებდა ზეციურ სამოთხეს. გების (მიწა) ცოლი, ოსირისის, ისიდას, ნეფთისის, სეტის და უფროსი ჰორუსის დედა. მას შემდეგ რაც პირველყოფილი მთა ამიზარდა ქაოსის წყლებიდან შესაქმისას, ატუმმა(რა) გაგზავნა თავისი შვილები შუ და ტეფნუტი გარეთ, რომ შეექმნათ სამყარო. როდესაც ისინი დაბრუნდნენ , ის ისეთი ბედნიერი იყო, რომ სიხარულის ცრემლები წამოუვიდა რომლებიც ადამიანებად გადაიქცნენ. ეს ქმნილებები ვერსად იცხოვრებდნენ ამიტომ შუ და ტეფნუტი შეერთდნენ, რომ დაეჩინათ გები (მიწა) და ნუტი (ცა). ისინი ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ატუმი შეწუხდა და ნუტი გებისაგნ ძალიან მაღლა აიტაცა და იქ ჩაკეტა. ასევე გამოაცხადა, რომ ნუტი წელიწადის ვერც ერთ დღეს ვერ იმშობიარებდა. თოტმა, სიბრძნის ღმერთმა ითამაშა იაჰთან, მთვარის ღმერთთან, და მოუგო ხუთი დღის მთვარის შუქი, რომელიც თოტმა დღეებად გარდაქმნა. ამგვარად ნუტმა შეძლო ემშობიარა და გააჩინა ხუთი შვილი ივლისის ხუთ განსაკუთრებულ დღეებში, რომლებიც ატუმის დაწესებულ წელს არ ეკუთვნოდნენ. ამ ამბის ზოგიერთ ვერსიაში თოტმა ხონსუს მოუგო თამაში.


 

O

ოგდოადი (Ogdoad) - რვა ღმერთი, რომლებიც შესაქმის პირველყოფილ ელემენტებს განახასახიერებენ, ნუ და ნაუნეტი (წყალი), ჰეჰ და ჰაუჰეტი (უსასრულობა), ამუნი და ამუნეტი (ფარულობა), კეკი და კაუკეტი (სიბნელე). ეგვიპტური კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი და ის სხვა და სხვა ღმერთებისა თუ სულების ოგდოადებში იყო წარმოდგენილი.

ონურისი (ანჰური) Onuris (Anhur) - ომისა და ნადირობის ღმერთი. მისი სახელი ნიშნავს - „ის ვისაც უკან მოაქვს შორეული“, ეს მინიშნებაა მითზე თუ როგორ დააბრუნა მან რას თვალი ნუბიიდან. ამ მითის მიხედვით რას თვალი დაშორდა მას და ლომად გადაიქცა და შორს წავიდა ეგვიპტიდან. ონურისი წავიდა ლომზე სანადიროდ, დაიჭირა ის და ისევ რას მიჰგვარა სადაც ის ქალღმერთ მეხიტად გადაიქცა და მისი ცოლი გახდა. ესაა ამბავი შორეულ ქალღმერთზე სადაც რას თვალი შორდება მას ტრანსფორმაციას განიცდის და მერე ტრანსფორმირებული უკან ბრუნდება. ონურისი ითვლება რას ვაჟად და ასოცირდება ღმერთ შუსთან. ანჰურის სახე დაიტანებოდა ეგვიპტის ჯარის საომარ დროშებზე, ითვლებოდა , რომ ის ეხმარებოდა მტრის დამარცხებასა და სახლში უვნებლად დაბრუნებაში. ის იყო ეგვიპტის ჯარისა და მონადირეთა ღმერთი.

ოსირისი (Osiris) - მიცვალებულთა ღმერთი და მოსამართლე, ერთ-ერთი იმ პირველი ხუთი ღმერთიდან რომელიც ნუტმა შვა შესაქმის გარიჟრაჟზე და ყველაზე პოპულარული და ძლევამოსილი ღმერთი ეგვიპტეში. მისი სახელიც კი ნიშნავს „ძლიერი“, „ძლევამოსილი“, თავდაპირველად ოსირისი იყო ნაყოფიერების ღმერთი, რომლის პოპულარობა გაიზარდა ოსირისი მითის გამო, სადაც მას საკუთარი ძმა სეტი კლავს, სიცოცხლეს ცოლი - ისისი უბრუნებს, ამის შემდეგ ცის ღმერთის ჰორუსის მამა და ქვესკნელის მოსამართლე ხდება. ეგვიპტურ მკდართა წიგნში ის ხშირად მოიხსენიება როგორც სამართლიანი მოსამართლე სიმართლის დარბაზში რომელიც გარდაცვლილთა სულებს წონის სასწორზე სადაც მეორე პინაზე მაატის თეთრი ბუმბული დევს. მითოლოგიაში ეს იყო ადრეული განსახიერება გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის, რომელსაც მოგვიანებით იესო ქრისტეს ამბავი დაეყრდნო. ეგვიპტის მეფეები საკუთარ თავს მკვდარ ოსირისთან აიგივებდნენ და ჩვეულებრივ მას გამოსახავდნენ როგორც მუმიას (სიკვდილის სიმბოლოს) შავი ან მწვანე კანით (ნილოსის რეგიონის ნაყოფიერების და სიცოცხლის სიმბოლო). ის იმდენად პოპულარული იყო, რომ ეგვიპტელები ფულს იხდიდნენ რათა აბიდოსში, ოსირისის კულტის ცენტრთან ახლოს დაეკრძალათ, ხოლო ვინც ამას ვერ ახერხებდა ცდილობდა თავისი ან თავისი ახლობლების ძეგლი მაინც დაედგა აბიდოსში, რომ ამით სამოთხეში მოსახვედრი გზა გაეადვილებინა სიკვდილის შემდეგ. მისი კულტი ბუნებრივია შეერწყა მისივე ცოლის კულს, ისისის - გადარჩენის, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს, რომელმაც ქალწულმა შვა ღვთაებრივი ჰორუსი რამაც მოგვიანებით ადრეული ქრისტიანობის განვითარებაზე იქონია გავლენა.

ოსირის-აპისი (Osiris-Apis) - აპისის ხარი, ტრადიციულად ასოცირდებოდა ღმერთ პტაჰთან, მოგვიანებით დაუკავშირდა ოსირისს, რადგან ეს უკანასკნელი გაცილებით პოპულარული იყო. საჰარაში ეთაყვანებოდნენ ჰიბრიდულ ღვთაებას - ხარის ფორმის ოსირის-აპისს. რაც შეეხება აპისის ხარს, ეს იყოს ცოცხალი ხარი რომელიც ღმერთის ინკარნაციად ითვლებოდა. როდესაც ეს ხარი კვდებოდა მას ისევე აბალზამებდნენ როგორც მეფეს.


P

პახეტი (Pakhet) - ლომის ფორმის ნადირობის ქალღმერთი, მისი სახელი ნიშნავს „ის ვინც კაწრავს“ ან „ის ვინც ფლეთს“. ის იყო ჰორუსის მეუღლე და სეხმეტის შურისმაძიებელი ასპექტი და ისისის სამართლიანობის. ფოქრობდნენ, რომ ის ნადირობდა ღამით და თავის მტრებს აშინებედა.

პანებტავი (Panebtawy) - ბავშვი ღმერთი, განასახიერებს მეფეს როგორც ღვთაებრივ შვილს - ჰორუსს და ჰორუსს როგორც ბავშვს. გამოსახავდნენ როგორც ჩვილს ტუჩზე მიდებული თითით. წინ უსწრებს ჩვილი ჰორუსის ბერძნული ვერსიის ჰარპოკრატის გამოსახულებას. მისი სახელი ნიშნავს „ორი სამყაროს ღმერთს“, ის იყო ტესენეტნოფტერის, კომ ომბოს ადგილობრივი ქალღმერთის (ჰათჰორის განსახიერება) ვაჟი.

პატაიკოსი (Pataikos) - მცირე ამულეტური ღმთაებები, წარმოადგენდნენ ღმერთ პტაჰის ძლევამოსილებას. გამოისახებოდნენ როგორც ჯუჯა ღმერთები და ატარებდნენ დაცვის მიზნით.

პიკი (Peak) - ცნობილია როგორც „დასავლეთის პიკი“, განასახიერებს იმ კლდეების ყველაზე მაღარლ პიკს რომელიც მეფეთა ველს გადაჰყურებს. ეთაყვანებოდნენ მუშები დერ ელ-მედინაში.

პეტესე და პიჰორი (Peteese and Pihor) - ორი ძმა ცნობილი როგორც „კუპერის ვაჟები“, რომლებიც დენდურთან ახლოს ნილოსში დაიხრჩვნენ. ისინი გააღმერთეს დახრჩობისთვის ოსირისთან ასოციაციის გამო, მიიჩნეოდნენ ადგილობრივ დამცავ ღვთაებებად. კეისარმა ავგუსტუსმა მათ საპატივსაცემოდ ააგო ტაძარი დენდურში, რომელიც ახლა წარმოდგენილია ნიუ-იორკში ხელოვნების მუზეუმში. ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულია ღმერთი ძმები რომელნიც ძღვენს სთავაზობენ ისისის.

პტაჰ-ჰოტეპი (Ptah-hotep) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიბრძნის ტექსტის ავტორი, რომელიც გააღმერთეს სიკვდილის შემდეგ და პატივს მიაგებდნენ მისსავე კულტში.

პტაჰი (Ptah) - - უძველესი ეგვიპტური ღვთაება, რომელიც გვხვდება უკვე პირველი დინასტიის პერიოდიდან (ძვ.წ 3150 -2613), მაგრამ უკეთესია თუ ათვლას წინა-დინესტიური პერიოდიდან დავიწყებთ (ძვ.წ 6000 -3150), პტაჰი იყო მემფისის დიდი ღმერთი, სამყაროს შემქმნელი, სიმართლის მეფე და მემფისის და მისი შემოგარენის მთავარი ღვთაება ძვ.წ 3000 წლიდან. თავიდან თვლიდნენ რომ პტაჰი იყო ღმერთი რომელიც პირველყოფილ ქაოსიდან ამოზრდილ მთაზე იდგა შესაქმისას. შესაძლოა ის ყოფილიყო ნაყოფიერების ღმერთი დაკავშირებული მორინგას ხესთან, რომლის ქვეშაც დასვენება უყვარდა. ის იყო სკულპტორების და ხელოსნების მფარველი ღმერთი რადგან ითვლებოდა, რომ მან გამოაქანდაკა დედამიწა. ხანდახან თავის შემოქმედებით ასპექტში მას მოიხსენიებდნენ როგორც პტაჰ-ნუნს ან პტაჰ-ნაუნეტს და უკავშირებდნენ ოგდოადის პირველყოფილ სუბსტანციას. მას გამოსახავდნენ როგორც მუმიფიცირებულ მამაკაცს თავის ქალის ნიღბით, ხელში სკიპტრით ანკჰითა და ჯედის სიმბოლოთი წვეროზე.

პტაჰ-სოკარ-ოსირისი (Ptah-Sokar-Osiris) - ამ სამი ღმერთის ჰიბრიდი, ასოცირდებოდა შექმნასთან, სიკვდილთან და ხელახლა დაბადებასთან. ეთაყვანებოდნენ შუა სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2040 -1782).


 

Q

ქებჰეთი (Qebhet) - იხილეთ კებეხეტი.

ქებექსენუფი (Qebehsenuef) - მფარველი ღმერთი, ერთ-ერთი ჰორუსის ოთხი ვაჟიდან, იცავდა კანოპას რომელშიც ნაწლავები ინახებოდა. ის განაგებდა დასავლეთს, ჰქონდა ქორის ფორმა და თვალს ადევნებდა სერკეტს.

ქუდშუ (Qudshu, Qadesh) - სირიული სიყვარულის ქალღმერთი ომის ღმერთის რეშეპის მეუღლე, ასიმილირებული ეგვიპტურ პანთეონში ახალი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 1570 – 1069). ის წმინდა ექსტაზისა და სექსუალური სიამოვნების ქალღმერთი იყო, ჰათჰორთან, ანატთან და ასტარტესთან ასოცირებული. მისი სახელი ნიშნავდა „წმინდას“ და ყოველთვის გამოისახებოდა როგორც გამხდარი, შიშველი ქალი ხელში ნაყოფიერებისა და ეროტიულობის სიმბოლოთი, მის მარჯვენა ხელში ლოტოსი ყვაოდა და მარცხენას გველი ან პაპირუსის ლერწამი ეხვეოდა. მისი თაყვანისცემა ფართოდ იყო გავრცელებული ეგვიპტეში. მისამ კულტმა გაიმეორა წმინდა ქორწინება ქუდშუსა და რეშეპს შორის, ეს რიტუალი ასოცირდებოდა მესოპოტამიელი იშთარ/ინანას და ფინიკიელი ასტარტეს კულტებთან.


 

R

რა (Ra, Atum or Re) - ჰელიოპოლისის მზის დიდი ღმერთი, მისი კულტი გავრცელებული იყო მთელ ეგვიპტეში და ყველაზე პოპულარული მეხუთე დინასტიის პერიოდისთვის (ძვ.წ 2498 – 2345) გახდა. გიზას პირამიდა ასოცირდებოდა რა-სთან, როგორც უმაღლეს ღმერთთან რომელმაც შექმან მსოფლიო და განაგებდა როგორც ცოცხლების ქვეყანას ისე მკვდრებისას. ის ყოველდღე თავის მზის ეტლს დაატარებს ცაზე და თავის ერთერთ ასპექტს გვიჩვენებს მზის ყოველი გადაადგილებისას, მერე კი ქვესკნელში ეშვებოდა სადაც პირელყოფილი გველი აპეპი ემუქრებოდა, ხოლო სხვა ღმერთები და მიცვალებულთა სულები იცავდნენ მას. რა ეგვიპტის ყველაზე გავრცელებულ და ძლევამოსილ ღმერთებს შორის იყო. მაშინაც კი , როცა ამონ გახდა პოპულარული რას პოზიცია არ შეცვლილა ის ამონ შეერწყა და ამონ-რა გახდა, უმაღლესი ღმერთი.

რეტავი (Raettawy, Raet or Raet-Tawy) - ის რას მდედრობითი ასპექტი იყო. ის ასოცირდებოდა ჰათჰორთან და გამოისახებოდა ჰათჰორის მსგავსად, ხელში ურეუსით და მზის დისკოთი თავზე, ხანდახან ორი ბუმბულით დისკის გარშემო.

რა ჰარახტე (Ra-Harakhte, Raharakty or Ra-Harakhty) - ღმერთი-შევარდენი, რას და ჰორუსის ამალგამა, ვინც განასახიერებდა მზეს ორ ჰორიზონტზე, აისს და დაისს. „ჰარახტე“ ნიშნავს „ჰორუსი ჰორიზონტზე“, მას გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს შევარდნის თავით, მზის დისკოთი თავზე გვირგვინის მსგავსად.

რენპეტი (Renpet) - ქალღმერთი რომელიც განასახიერებდა წელიწადს. ნაწერებში ის წარმოდგენილია პალმის რტოს ნიშნით, რაც ნიშნავდა წარსულ დროს, იეროგლიფურ ენაზე - წელიწადს. მას არ გააჩნდა ფორმალური კულტი ან ტაძარი , მაგრამ განუყოფელად იყო დაკავშირებული ეგვიპტურ დროის ათვლასთან. როგორც სხვ ყველა ღმერთი მასაც გააჩნდა სახე და სასიხოხცლო ძალები.

რენენუტეტი (Renenutet, Renenet or Ernutet) - ძალიან მნიშვნელოვანი ქალღმერთი, გამოისახებოდა როგორც კობრა ან წამომდგარი კობრა ქალის თავით. მისი სახელი ნიშნავს „გამომკვებავი გველი“, და ის იყო ბავშვებზე ზრუნვისა და მოვლის ქალღმერთი. თავის დროზე ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მასხენეტთან, ბედისწერისა და მშობიარობის ქალღმერთთან, ეს უკანასკნელი იმაშიც კი დაარწმუნა, რომ განესაზღვრა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და გარკვეული მნიშვნელოვაი მოვლენები მის ცხოვრებაში. მესხენეტთან ერთად ის ასევე დაკავშირებული იყო ნეითთან და ზოგჯერ გამოისახებოდა როგორც ოსირისის დედა, ისისთან როგორც ოსირისის ცოლთან და დასთან და ჰორუსის დედასთან ერთად, როგორც ატუმის ცოლი და თანამეცხედრე. საიქიოში ის გვევლინებოდა როგორც „სამართლიანობის ქალღმერთი“, უკავშირდებოდა ღმერთ მაატს. ითვლებოდა რომ ის იცავდა ტანისამოსს, რომელიც მეფეებს ეცვათ საიქიოში და ამის გამო „ტანსაცმლის ქალბატონადაც“ მიიჩნეოდა. ასევე წარმოგვიდგებოდა როგორც ცეცხლსმფრქვეველი გველი , რომელიც მეფის მტრებს უკუაგდებდა. ასევე ის იყო მარცვლელულის ქალღმერთი , ცნობილი როგორც „ნაყოფიერი მინდვრების ქალბატონი“ და „ბეღლების ქალბატონი“, რომელიც მფარველობდა მკას და ნეფრის , მარცვლეულის ღმერთად, დედად ითვლებოდა. როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი ის ფართოდ იყო დაკავშირებული მდინარე ნილოსთან წყალდიდობის დროს და ჰაპისთან ნილოსის ნაყოფიერი ტალახის ღმერთთან.

რერეტი (Reret) - მფარველი ღვთაება, ჰიპოპოტამის ფორმის რპმლის სახელიც ნიშნავს „თესვას“. ის წარმოადგენდა დრაკონის თანავარსკვლავედს და იცავდა მზის ნავს როდესაც ის ქვესკნელში მოგზაურობდა. როგორც თანავარსკვლავედი ზოგჯერ მოიხსენიებოდა სახელით რერეტ-ვერეტი (დიდი მთესველი), მიიჩნეოდა ჰორიზონდის დიასახლისად. ის ასოცირდებოდა კარგად ცნობილი ჰიპოპოტამ-ქალღმერთთან ტავერეტთან, და როგორც ცის ღვთაებასთან და მფარველ ძალასთან - ნუტთან და ჰათჰორთან.

რეშეპი (Reshep) - სირიული ომის ღმერთი ასიმილირებული ეგვიპტურ პანთეონში ახალი სამეოს პერიოდიდან (ძვ.წ 1570 -1069). ის იყო წმინდა ექსტაზისა და სექსუალური სიამოვების ღმერთის ქუდშუს მეუღლე და თაყვანს სცემდნენ მას ტრიადაში სადაც ასევე შედიოდა ნაყოფიერების ღმერთი მინი. ქუდშუს და რეშეპის წმინდა ქორწინება განაახლეს მისმა მიმდევრებმა ინანა/იშტარის - მესოპოტამიელი ქალღმერთის რიტუალის მიხედვით. რეშეპი ასევე უკავშირდებოდა მესოპოტამიურ პანთეობს და გაიგივებული იყო მათ ომის ღმერთთან ნერგალთან. როგორც შავი ჭირის ღმერთი ის ასევე ასოცირდებოდა ქაოსის ღმერთ სეტთან და გვალვის შედეგებთან. რეშეპი გამოისახებოდა როგორც მეომარი მამაკაცი ხელში საბრძოლოდ შემართული შუბით , ტუნიკით შემოსილი და გრძელი წვერით როგორც მესოპოტამიელს შეეფერებოდა.

რუტი (Ruty) - ტყუპი ლომი ღმერთები - გამოსახავდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ჰორიზონტს. სახელი ნიშნავდა „წყვილ ლომს“. თავდაპირველად ასოცირდებოდნენ ცის ღვთაებებთან შუსა და ტეფნუტთან, საბოლოოდ კი დაუკავშიდნენ რას და მის მის მზის ნავს.


 

S

საჰი (Sah) - ასტრალური ღმერთი, თანავარსკვლავედ ორიონის პერსონიფიკაცია, გამოსახავდნენ წყვილში სოთისთან ერთად როგორც ოსირისისა და ისიდას ასტრალური ფორმების პრეზენტაციას. პირამიდების ტექსტებში მას მოიხსენიებდნენ როგორც „ღმერთების მამას“ და დაკრძალვის ცერემონიის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო რადგან ის ეგბებოდა მეფეებს საიქიოში. ასვე ცნობილია როგორც „ორიონის მკვიდრი“, პირამიდების ტექსტების 168 თავში ამ სიტყვებით ესალმება სულს „ორიონის მკვიდრის სახელით, ცის სეზონზე და დედამიწის სეზონზე“, რას შიძლება კიდევ გავიგოთ როგორც „სეზონი ზეცაზე დედამიწის სეზონის შემდეგ“. მას გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს ხელში ანკჰით და სკიპტრით ღამის ცაზე ვარსკვლავებით გარშემორტყმულ ნავში მდგარს.

სატისი (Satis, Satet or Satit) - ეგვიპტისა და ნუბიის სამხრეთ საზღვრის ქალღმერთი, ასოცირდებოდა ელეფანტინთან ასუანის რეგიონში. მისი სახელი პირველად გამოჩნდა ქვის ქოთანზე საჰარაში, რომელიც მოთავსებული იყო ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის ქვედა პალატაში (ძვ.წ 2670) და მიიჩნეოდა , რომ ის იყო უძველესი ქალღმერთი ჯერ კიდევ პრედინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000 -3150). ზოგჯერ ის გამოისახება როგორც ხნუმის მეუღლე, ნილოსის ღმერთის ელეფანტინში საიდანაც ეგვიპტელთა რწმენით იწყებოდა მდინარე, ასევე ასოცირდებოდა რას თვალთან და შორეულ ქალღმერთთან რომელიც ზოგიერთი თქმულების თანახმად დაბრუნდა შორეული მხარიდან ტრანსფორმაციების მოსატანად. ამ თვისებით ის უკავშირდება ნილოსის წყალდიდობას. ასევე ის უკავშირდება სოთისსაც, ვარსკვლავ სირიუსის პერსონიფიკაციას, რომლის ამის ცაზე გამოჩენასაც წყალდიდობა მოსდევდა. მას გამოსახავდნენ როგორც ქალს ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინით და ანტილოპის რქებით თავზე.

სებიუმეკერი (Sebiumeker) - დამცველი ღმერთი, მთავარი ღვთაება ქუშის მეროეში, როგორც შვილოსნობისა და ნაყოფიერების ღმერთი. სებიუმეკერი ასოცირდებოდა ატუმთან როგორც შემოქმედი ღმერთი და შესაძლოა მთავარი ღმერთი ყოფილიყო იმ რეგიონის პანთეონში სადაც დღევანდელი სუდანია. მისი ქანდაკებას, სხვა ღმერთთან სახელად ტაბოსთან ერთად, ხშირად პოულობდნენ შესასვლელებთან ახლოს ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ ის მცველი ღვთაება იყო. შესაძლოა არც იყოს მისი მნიშვნელობა სწორად განსზღვრული და შესაძლოა ეს ეხებოდეს გარკვეულ ტრანსფორმაციას და ამიტომაც ათავსებდნენ მას ტაძრების შესასვლელებში.

სედი (Sed) - უძველესი ტურის ღვთაება, მისი სახელი პირველად გამოცნდა პალერმოს ქვაზე მეხუთე დინასტიიდან (ძვ.წ 2498 -2345) მაგრამ სავარაუდოდ ის უფრო ძველია.ის იყო ზოგადად მეფობისა და თითოეული მეფის დამცველი. ის განაგებდა სედის ფესტივალს (ასევე ცნობილია როგორც ჰებ-სედის ფესტივალი) რომელიც ტარდებოდა ყოველ 30 წელიწადში ერთხელ მეფის გასაახალგაზრდავებლად. საბოლოოდ ის წეპწაწეტმა შთანთქა, (ვისი სახელიც ნიშნავს „გზების გამხსნელი). როგორც ღვთაებრივი მეფის დამცველი სედი ასოცირდებოდა სამართლიანობასთან და ამით უკავშირდებოდა მაატს.

სეხმეტი (Sekhmet) - ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად აღსანიშნავი ღვთაება ანტიკურ ეგვიპტეში. სეხმეტი იყო ლომი ღვთაება და ჩვეულებრივ გამოისახებოდა როგორც ქალი ლომის თავით. მისი სახელი ნიშნავდა „ძლევამოსილს“ და ყოველთვის აღიქმებოდა როგორც „ძლევამოსილი ქალი“. ის იყო ნგრევისა და გამოჯამრთელების ქალღმერთი აგრეთვე უდაბნოს ქარებისა და გრილი ბრიზების. ის იყო რას ქალიშვილი და გამოჩნდა რას თვალის/შორეული ქალღმერთის მოტივში. როდესაც რა ადამიანების ცოდვებით დაიღალა, მან სეხმეტი გამოგზავნა მათ გასანადგურებლად. მან დააცარიელა დედამიწა სანამ სხვა ღმერთები ევედრებოდნენ რას გაეჩერებინა სეხმეტი, ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლებოდა რაღაცის გადარჩენა. რას ჰქონდა კათხა სავსე წითლად შეღებილი ლუდით რაც სეხმეტის სისხლისადმი ვნებას დააცხრობდა და დატოვა ეს კათხა დენდერაში, სეხმეტმა დალია და ღრმა ძილს მიეცა. როდესაც გაიღვიძა უკვე კეთილი ჰათჰორი გამხდარიყო. სეხმეტი განაგრძობდა არსებობას თავის თავდაპირველ ლომის ფორმაში, ხოლო თავისი დამანგრეველი და შურისმაძიებელი ბუნების გამო შეარაღებული ძალბის მფარველად ითვლებოდა. ის იყო ცნობილი როგორც „ნუბიელთა დამრტყმელი“, მაგრამ მას ასევე მოჰქონდა ეპიდემიები, ყვავილი ცნობილი იყო როგორც „სეხმეტის მაცნე“, იმაცე მიზეზით , რომ მას მოჰქონდა უდაბნოს ქარებიც მასვე შეეძლო უკუეგდო კიდევაც ისინი, ასეთივე დამოკიდებულება იყო ჭირთან მიმართებაშიც - ის გვევლინებოდა გამომწვევადაც და მშველელადაც, ასევე ატარებდა სახელს „სიცოცხლის დედოფალი“, (მას ხშირად მიმართავდნენ ჯანმრთელობის შელოცვებში უძველესი ექიმების მიერ). ის ასოცირდებოდა ასევე ლომისსახიან ღვთაებებთან ბასტეტთან და პახეტთან და მიიჩნეობა ქალღმერთ მუტის აგრესიულ, შურისმაძიებელ ასპექტად.

სეპხეტ -აბვი (Sefkhet-Abwy, Safekh-Aubi) - იხილეთ სეშატი.

სეპა (Sepa) - ცხრაფეხას ფორმის მფარველი ღმერთი ვირის თავით ან რქებით, ცნობილი როგორც „ჰორუსის ცხრაფეხა“. მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას რომელიც იცავდა გველის ნაკბენისგან და სეპას გარკვეული ფორმები აღიარებული იყო წინარედინასტიურ პერიოდშიც (ძვ.წ 6000 -3150). მას ჰქონდა საკუთარი ტაძარი ჰელიოპოლისში, სადაც ის ასოცირდებოდა ოსირისთან ბალზამირებული ფორმით რაც საიქიოზე მის მფარველ ძალაუფლებას განასახიერებდა.

სერაპის (Serapis) - ჰიბრიდული ღმერთი შექმნილი ეგვიპტის პირველი სოტერის პტოლემეოსის მიერ (ძვ.წ 323 – 283), პტოლემეოსის დინასტიის პირველი მმართველის მიერ, (ძვ.წ 323 -30). უკანასკნელი დინასტია რომელიც მართავდა ეგვიპტეს ვიდრე მას რომი აიღებდა. სერაპისი იყო ოსირისისა და აპისის ნაზავი, მაგრამ ხასიათი და ატრიბუტები ამ ორი ღმერთის გარდა შერეული ჰქონდა კიდევ ბერძნული ღმერთების - ზევსის, დიონისეს, ჰელიოსის, ჰადეისი და ასკლეპიოსის. ის იყო უმაღლესი ღვთაება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ცნობილ სერაპეუმში აკექსანდრიის ბიბლიოთეკასთან ახლოს. პტოლემეოს პირველი ცდილობდა შეექმნა ისეთი მულტიკულტურული საზოგადოება რომლის შექმნასაც თავის დროზე მისი მეთაური და მიბაძვის მაგალითი ალექსანდრე დიდი ცდილობდა და სერაპისი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. სერაპისი იყო ნაზავი ბერძნული და ეგვიპტური იდეალების, რომლებიც შეესაბამებოდნენ იმ საზოგადებას რომელსაც პტოლემეოს პირველი ქმნიდა.

სერეტი (Seret) - ლომის მსგავსი მფარველი ქალღმერთი სავარაუდოდ ლიბიიდან. ის მოიხსენიება მხოლოდ მეხუთე დინასტიიდან (ძვ.წ 2498 – 2345), როგორც ეგვიპტის იმ რეგიონის ქალღმერთი სადაც ძირითადად ლიბიელები ცხოვრობდნენ, მესამე ნომი ქვემო ეგვიპტეში (პროვინცია). როგორც სხვა ლომის მსგავსი ღვთაებები ის თავისი მომლოცველების მკაცრი დამცველი და შურისმაძიებელი მათ გამო.

სერკეტი (Serket, selket, serqet or Serkis) - ის იყო მფარველი და ძალიან მნიშვნელოვანი დამკრძალავი ქალღმერთი წინარედინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000 -3150), და პირველად მოიხსენიებოდა ეგვიპტის პირველ დინასტიაში (ძვ.წ 3150 -2890). ის ცნობილი გახდა მაშნ როდესაც მისი ოქროს ქანდაკება იპოვნეს ტუტანხამონის აკლდამაში. სერკეტი იყო მორიელი ქალღმერთი და გამოსახავდნენ როგორც ქალს თავზე მორიელით. შესაძლოა ის ყოფილიყო ადრეული დედა ღმერთი, რომელიც შემდეგ ღვთაებად გადაიქცა და იცავდა ხალხს (განსაკუთრებით ბავშვებს ) მორიელების თავდასხმებისგან, მერე კი ის ვინც ნებიმიერი შხამისგან იცავდა. არსებობს თქმულება ისისზე და შვიდ მორიელზე, სადაც ისისი შეურაწჰყო ერთმა მდიდარმა ქალმა, ხოლო სერკეტმა გაუგზავნა მას შვიდი მორიელი ისისის მცველებთან ერთად, და დაავალა ერთ-ერთ მათგანს ქალის შვილისთვის ეკბინა. ბიჭი კვდებოდა შხამისგან, მაგრამ ისისმა განკურნა ის და ქალსაც აპატია. ამის მერე სერკეტი ბაძავდა ისისს განკურნებასა და ბავშვების შხამისგან დაცვაში. მისი ქურუმები ძირითადა ექიმები იყვნენ, რომლებიც განკურნებას მის სახელს მიაწერდნენ. საიქიოში ის გარდაცვლილთა სულებს სამოთხეში მოხვედრაში ეხმარებოდა და იცავდა მათ მოგზაურობის გარკვეულ საშიშ ადგილას. ისისთან, ნეითთან და ნეფთისთან ერთად ის თვალყურს ადევნებდა ჰორუსის ოთხ ვაჟს როცა ისინი დარაჯობდნენ მიცვალებულთა შიგნეულს აკლდამებში.

სეშატი (Seshat) - ეს იყო ნაწერის, წიგნების, შენიშვნების და გაზომვის ქალღმერთი. მისი სახელი ნიშნავდა „მწერალ ქალს“ და თოტის, სიბრძნისა და წერის ღმერთის, მეუღლე იყო (თუმცა ზოგჯერ მოიხსენიედობა როგორც მისი ქალიშვილი). ის იყო ბიბლიოთეკების მფარველი, საჯაროსიც და კერძოსიც, და ცნობილი იყო სახელით „ის ვინც უპირველესია წიგნის სახლში“. ასევე ის გადამწერების მფარველი ქალღმერთიც იყო. როგორც გაზომვების ქალღმერთი ის ეხმარებოდა მეფეებს სწორად გაეზომათ ტაძრების შენობები და მონუმენტები და სწორად განესაზღვრათ ყველა რიტუალი. ის პირველად მოიხსენიება მეორე დინასტიაში (ძვ.წ 2890 – 2670) როდესაც ეხმარებოდა მეფე კასეკენვის. მისი ასოციაცია გაზომვასთან მას აქცევდა მშენებლების, არქიტექტორების, მსხვიფეხა საქონლის და ომის ტყვეების დამთვლელების მფარველად. მიუხედავად ამისა მას არ ჰქონდა საკუთარი ტაძარი, როგორც რ.ჰ ვილკინსონი აღნიშნავს „თავისი როლის გამო გახსნის ცერემონიაზე ის ყველა ტაძრის შენობის ნაწილი ხდებოდა“. მას გამოსახავდნენ როგორც ქალს , რომელიც ლეოპარდის ტყავს ატარებდა კაბის ზემოდან და ხელში ეკავა ჯოხი თავზე ვარსკვლავით. მარჯვენა ხელში საწერი მოწყობილობა ეჭირა და აღნიშვნებიანი პალმის ტოტი მარცხენაში, რაც წელიწადის საზომად გამოიყენებოდა.

სეთი (Set, seth) - ომის , ქაოსის, ქარიშხლისა და შავი ჭირის ღმერთი. მისი სახელი ითარგმნება როგორც „გაუგებრობების გამომწვევი“ ან „დამანგრეველი“. ის გამოსახება როგორც წითელი მხეცი, გახლეჩილი ჩლიქებით და ორკაპი კუდით და გვიანდელ იკონოგრაფიაში ძალიან გავს ქრისტიანულ ეშამკს. თავდაპირველად სეტი იყო გმირი ღმერთი, რომელმაც გველი აპეპი მოაცილა მზის ნავს, შორს წაიყვანა და მოკლა ღამეში. ის იყო უდაბნოს ღმერთი, რომელსაც ცხელი ქარები მოჰქონდა ნილოსის ტენიან ველებზე და ასოცირდებოდა უცხო მიწებთან და ხალხთან. მისი მეუღლეები იყვნენ ანატი და ასტარტე, ორივე უცხოტემელი და ორივე ომის ქალღმერთი, ისევე როგორც ტავერეტი - კეთილი ქალღმერთი ბავშვებისა და ნაყოფიერების მფარველი. სეტს ხშირად ახასიათებდნენ ბოროტად, და მიაწერდნენ ბევრ საშინელ თვისებას, მაგრამ ეგვიპტელები არ განიხილავდნენ მას როგორც ხორცშესხმულ ბოროტებას. ის უფრო მოიაზრებოდა როგორც აუცილებელი ბალანსი ისეთი ღმერთებისთვის როგორიც იყო ჰორუსი და ოსირისი რომლებიც განასახიერებდნენ კეთილშობილებას და სიკეთეს, ნაყოფიერებას, სიცოცხლიუნარიანობას და მარადულობას. სეტი კარგად იყო ცნობილი როგორც სამყაროს პირველი მკვლელი ოსირისის მითში სადაც ის კლავს თავის ძმას რათა მიითვისოს მისი ტახტი. ისისმა კვლავ აღადგინა ოსირისი მაგრამ ის ვეღარ იყო სრულყოფილი და ამიტომაც ისევ ეშვებოდა მკდართა სამყაროში, როგორც მიცვალებულთა ღმერთი. ისისმა გაუჩინა ოსირისს ვაჟი - ჰორუსი, რომელიც გაიზარდა და დაიბრუნა მამის ტახტი. მათი ბრძოლა რვა წელიწადს გაგრძელდა და გადმოცემულია ჰორუსისა და სეტის ბრძოლის ტექსტში, რომელიც გადაწყვიტა ერთი ვერსიით ისისმა და მეორე ვერსიით კი ნეითმა, რომელმაც ჰორუსი კანონიერ მეფედ გამოაცხადა და სეტი უდაბნოში განდევნა.

შაი (Shay, shai) - ბედისწერის პერსონიფიკაცია. შაი განაგებს ადამიანის პირად ბედს და ამგვარად ასოცირდება ქალღმერთებთან მესხენეტთან და რენენუტეტთან. ბერძნული ბედსწერის ქალღმერთების მსგავსად შაის გადაწყვეტილებების შეცვალა და უარყოფაც შეუძლებელი იყო. მეცნიერი ვილკინსონი ციტირებს ტექს სახელად „ამენენოპეტის რჩევები“ სადაც წერია „ვერავინ გაექცევა შაის“. ეს პოსტულატი მეტყველებს შაის მთავარ მახასიათებელზე - გარდაუვალობაზე. ის გამოისახებოდა საიქიოს სასამართლოზე, როგორ ესწრებოდა მიცვალებულის გულის აწონვას ანდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ მშვიდ პოზაში იდგა. პტოლემეოსოს დიანსტიის დროს (ძვ.წ 323 -30) როდესაც ეგვიპტური ღმერთების ელინიზაცია მოხდა ის ცნობილი გახდა სახელით აგათადაიმონი - გველი ქალღმერთი, რომელიც ადამიანებს თავიანთ მომავალს ეუბნებოდა.

შედი (Shed) - მფარველი ღმერთი რომელიც გარეული ცხოველის და პირადი მტრების თავდასხმისგან. მას იძახებდნენ მონადირეები და ჯარისკაცები და ცნობილი იყო სახელით „ის ვინც გადაგვარჩენს“ და „ჯადოქარი“. ის გარეული ცხოველების და იარაღის ღმერთი იყო და ამიტომ აკონტროლებდა ორივეს და იცავდა ადამიანს რომელიც მას მოიხმობდა. ის ასევე იცავდა მაგიური შელოცვებისგან, დემონებისა და მოჩვენებების შეტევებისაგან. მას გამოსახავდნენ როგორც ახალგაზრდა კაცს გადაპარსული თავით, რომელიც განასახიერებდა ახალგაზრდობს და ხელში ისრები კონა ეჭირა. ის ხშირად იჭერდა გველებს და ხოცავდა მათ. საბოლოოდ მისი ატრიბუტები მიითვისა ჰორუსმა, მიუხედავად ამისა მას მაინც პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და ატარებდნენ ამულეტებს მისი გამოსახულებით.

შენტაიეტი (Shentayet) - ბნელი მფარველი ქალღმერთი ვისი სახელიც ნიშნავდა „ქვრივს“, ასოცირდებოდა ისისის იმ ასპექტთან როდესაც მან ქმარი დაკარგა და მერე ისევ გააცოცხლა ის. ეს ასპექტი მოიხსენიებოდა როგორც ისის-შენტაიეტი. საფიქრებელია , რომ იძახებდნენ როგორც ქვრივების მფარველს, მაგრამ იშვიატად ჩნდება და მის ამ როლსაც ისისი ითავსებს.

შეპეტი (Shepet) - მფარველი ქალღმერთი რომელიც ბეჰემოტი ქალღმერთის რერეტის ან ტაუერეტის ასპექტს წარმოადგენდა. თაყვანს სცემდნენ დენდერაში. იკონოგრაფიაში ის გამოისახება როგორც ორი ზემოთხსენებული მხოლოდ ნიანგის თავით.

შესმეტეტი (Shesmetet) - მფარველი ქალღმერთი ლომი, ცნობილი როგორც „ნავების დედოფალი“, მნიშვნელოვანი ღვთაება რომელიც ეგვიპტეში ნავებით ვაჭრობისას შემოიტანეს. ჩვეულებრივ ის განიხილებოდა როგორც ბასტეტის და სეხმეტის ასპექტი, მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ ის გაცილებით ძველი ღვთაება იყო, რომლის ატრიბუტები მოგვიანებით სხვა ლომისსახიანმა ქალღმერთებმა მიითვისეს. მისი სახელი ჯერ კიდევ პირველ დინასტიაში მოიხსენიება (ძვ.წ 3150 – 2890), ის ატარებდა ბისერის ქამარს, რომელსაც შესმეტეტის ქამარს უწოდებდნენ, რომელსაც ასევე მეფეებიც ატარებდნენ. გამოისახებოდა როგორც ქალი ლომის თავით.

შეზმუ (Shezmu) - ღვინის და მოგვიანებით სუნამოების ღმერთი, ის განასახიერებდა სიმთვრალის ორივე - დადებით და უარყოფით მხარეს. შეზმუ გამოსახულია პირამიდების ტექსტებში 403 სადაც ის კლავს ღმერთებს და ამზადებს მათგან საჭმელებს მეფისთვის, ხოლო შუა სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2040 – 1782), გამოსახავდნენ როგორც გარდაცვლილთა სულთა მწამებელს, „ის ლასოთი იჭერდა დაწყევლილებს და მიერეკებოდა მათ სასაკლაოზე, მათ თავებს ყურძენივით ჭყლეტდა და ასე სისხლიანი იმიჯით გამოისახებოდა „ წერს ვილკინსონი. მისი სახე ოდნავ შერბილდა როდესაც ის ღვინის საწნახელის ღვთაებად წარმოგვიდგა, მერე კი უფრო გაკეთილშობილდა როცა სუნამოებთან და ღვინოსთან გახდა ასოცირებული.

შუ (Shu) - ჰაერის პირველყოფილი ღმერთი ვისი სახელიც ნიშნავდა „სიცარიელეს“, ის დაიბადა შესაქმის დასაწყისში და ატუმმა გამოგზავნა ის და მისი და ტეფნუტი (ტენის ქალღმერთი) დედამიწის შესაქმნელად. ეს ორი ისე შორს წავიდა, რომ ატუმი იძულებული გახდა თავისი თვალი გამოეგზავნა მათ მოსაძებნად. როდესაც თვალი მათთან ერთად დაუბრუნდა ატუმს ისე გაეხარდა, რომ ატირდა და მისი ცრემლებისგან ადამიანები გაჩნდა. მერე შუ და ტეფნუტი დაწყვილდნენ და დააჩიენს გები (მიწა ) და ნუტი (ცა), რომლებიც ატუმმა ძალიან დააცილა ერთმანეთს, ადამინებს ცხოვრების საშუალება მისცა. ნისლი იყო მისი ერთ-ერთი ატრიბუტი და „შუს ტბას“ ეძახდნენ, ხოლო ღრუბლები „შუს ძვლები“.ასევე ასოცირდებოდა სინათლესთან და სიბნელესთან. ამით დაუკავშირდა ის თოტსა და ხონსუს, ორივე კი ასოცირდებოდა მთვარესთან.

სია (Sia) - აღქმისა და შემეცნების პერსონიფიკაცია, რომელიც წარმოადგენდა გულს (ემოციის, აზრის და ემოციის ადგლი), სია ქმნიდა დიადას ჰუსთან (წარმოადგენდა ენას) ერთად, სასაუბრო სიტყვების პერსონიფიკაცია. აგრეთვე ქმნიდა ტრიადას ჰუსთან და ჰეკასთან ერთად, მაგიისა და მედიცინის ღმერთთან ს და აგრეთვე პირველყოფილ ძალასთან რომელიც ხელს უწყობდა სიცოცხლეს და აძლიერებდა მაატს. სია განასახიერებდა გონებას, მაშინ როცა ჰუ წარმოადგენდა სიტყვა პტაჰს (ან ატუმს), რომელმაც აზრი რეალობად აქცია და ჰეკა იყო მთავარი ძალა რომელმაც მათ მოქმედების ენერგია მისცა. სია გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს რომელიც პტაჰის (მოგვიანებით ატუმის, რას) მარჯვნივ იდგა და ხელში პაპირუსის გრაგნილი ეჭირა. მეფეთა ველზე ის დახატულია როგორც რას მზის ნავის ეკიპაჟის წევრი.

ციური ხარი (Sky bull) - ღვთაება რომელიც განაგებდა ზეცას და საიქიოში მფარველობდა სულებს, ცნობილი იყო სახელით „დასავლეთის ხარი“ თვისი საიქიოსთან ასოციაციია გამო. ჩვეულებრივ მიიჩნეოდა შვიდი ძროხის ქმრად, რომლებსაც მასთან ერთად გამოსახავდნენ.

სობეკი (Sobek) - მნიშვნელოვანი მფარელი ღვთაება ნიანგის ფორმის, ან მამაკაცი ნიანგის თავით. სობეკი იყო წყლის ღმერთი მაგრამ ასევე ასოცირებოდა მედიცინასთან განსაკუთრებით ქირურგიასთან. მისი სახელი ნიშნავდა „ნიანგს“, ის იყო მმართველი ჭაობების, ჭაობიანი ნიადაგების და სხვა ტენიანი ადგილების ეგვიპტეში. პირამიდების ტექსტებში ის მოიხსენიება როგორც ნეითის ვაჟი, და მისი თაყვანისცემა ფართოდ იყო გავრცელებული ძველი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2613 – 2181). როგორც ჭაობების ღმერთი ის ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან და შვილოსნობასთან, ხოლო როგორც ღმერთი ნიანგი გარდაუვალ სიკვდილთან. ამბობენ, რომ ის თავისი ახირების გამო აშორებდა მეუღლეებს. სობეკი ჰორიზონტზე მისტიურ მთაზე ცხოვრობდა, საიდანაც მართავდა და ამის გამო უკავშირდებოდა მეფი ავტორიტეტს რადგან ესეც ტახტიდან მართავდა. ჰორიზონტზე ცხოვრება რასთანაც აკავშირდება და ხშირად აერთიანებდა კიდეც მასთან და წარმოიქმნებოდა სობეკ-რა. სობეკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღმერთი იყო ძველ ეგვიპტეში. მისი ქურუმებს ცოცხალი ნიანგები ჰყავდათ ტაძრებში, მათ საუკეთესო ხორცით კვებავდნენ და ისე უვლიდნენ როგორც ბევრ ადამიანს არ ღირსებია იმ დროში. როდესაც ეს ნინაგები იხოცებოდნენ, მათ ბალზამირებას უკეთებდნენ და ისეთი პატივით კრძალავდნენ როგორც ადამიანებს. ის ასევე ასოცირდებოდა ნილოსთან და ითვლებოდა რომ სობეკის ოფლი მოედინებოდა.

სოკარი (Sokar, seker) - მემფისის დამცველი ღმერთი შევარდენი. თავდაპირველად სოფლისმეურნეობის ღმერთი იყო, ყველაზე ძველი ეგვიპტეში. მისი ფესტივალები ყველაზე ადრე შეინიშნება და ოსირისის ხოიაკის ფესტივალთან ერთიანდება, რომელიც მთელი ძველი ეგვიპტის ისტორიის მანძილზე აღინიშნებოდა. სოფლისმეურნეობის ღმერთიდან ის მემფისის ნეკროპოლისი მცველებისა და ხელოსნების ღმერთამდე განვითარდა, მას შემდეგ რაც ოსირისი პოპულარული გახდა. სოკარს ხშირად გამოსახავდნენ როგორც საფლავის ბორცვს შევარდნის თავით, როგორც შევარდენს, ან მამაკაცს შევარდნის თავით. ის ასოცირდებდა საიქიოსთან როგორც ქვესკნელის შესასვლელის მცველი, და ღმერთი რომელსაც გარდაცვლილი მეფის სული თავისი ნავით გადაჰყავს სამოთხეში. თავის დროზე ის ასოცირდებოდა პტაჰთან და მერე ოსირისთან, ბოლოს კი შუა სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2040-1782 ) გაერთიანდნენ კიდეც - პტაჰ-სოკარ-ოსირისი, ვინც ჰიბრიდული დამკრძალავი ღვთაება იყო და მართავდა საიქიოს.

ჰორუსის ვაჟები (Sons of horus) - იხილეთ ჰორუსის ოთხი ვაჟი.

სოპდუ (Sopdu, soped or sopedu) - ეგვიპტის აღმოსავლეთი საზღვრის მცეველი ღმერთი, აგრეთვე იცავდა ფორპოსტებს და ჯარისკაცებს საზღვარზე. ის გამოისახებოდა როგორც შევარდენი რგოლით მარჯვენა ფრთის ზემოთ, ან წვერიანი მამაკაცი ორი ბუმბულის გვირგვინით თავზე. სოპდუ ასოცირდებოდა ჰორუსთან და გაღმერთებული მეფის ასტრალურ ფორმასთან. ვილკინსონი წერს : „მისცვალებული მეფე ოსირის-ორიონის როლში აორსულებს ისისს როგორც სოთისის ვარსკვლავს და შობს ჰორუს-სოპდუს.“ ადრეულ სამეფოში ის უზრუნვეყოფდა საჭირო რესურსებს, და ეხმარებოდა მეფეებს გაეკონტროლებინათ მოსახლეობა ამ რეგიონებში.

სოთისი (Sothis) - სირიუსის (ძაღლის) განსახიერება, რომლის ამოსვლაც ნილოსის ყოველწლიური ადიდების მაუწყებელი იყო.მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ქალღმერთ ძროხას წინარედინასტიურ პერიოდში (ძვ.წ 6000 -3150), ასოცირდებოდა სირიუსთან. ის იყო საჰის მეუღლე, საჰი კი ორიონის თანავარსკვლავედს განასახიერებდა და ასოცირდებოდა ოსირისთან და ისიდასთან. ა შემთხვევაში ის გამოდიოდა სოპდუს დედა, ამიტომაც მიაწერდნენ დამცავ გავლენას. ასევე ასოცირდებოდა სათისთან რომელიც ასევე უკავშირდებოდა ნილოსის ადიდებას როგორც ხნუმის მეუღლე. სოთისის ადრეული გამოსახულებები წარმოგვიდგენენ მას როგორც ძროხას მცენარეებით რქებს შორის, მაშინ როცა გვიანდელ გამოსახულებებში ის უკვე ქალია თავზე ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინით, რქებით და ბუმბულებისგან შექმნილი ხუთქიმიანი ვარსკვლავით მის თავს ზემოთ. ის ყველაზე მეტად უახლოვდებოდა ისისს და ბოლოს შთანთქმულიც იქან ამ უკანასკნელის მიერ. ისისი საკუთარ თავს უწოდებს სოთის „ისისისა და ნეფთისის გოდების „ ტექსტში პტოლემეუსების დინასტიიდან (ძვ.წ 323 – 30) და გვიჩვენებს რომ იმდროისთვის ასიმილაცია თითქმის უკვე დასრულებული იყო.

ნეხენისა და პეს სულები (Souls of nekhen and pe) - დამცავი სულები, რომლებიც ზემო ეგვიპტეში მდებარე ქალაქ ნეხენის (ასევე ცნობილია როგორც ჰიერაკონოპოლისი) და ქვემო ეგვიპტეში მდებარე ქალაქ პეს (ასევე ცნობილია როგორც ბუტო) მონათესავეებათ ითვლებოდნენ. ეს სულები სიმბოლურად აერთიანებდნენ ზემო და ქვემო ეგვიპტეს, ემსახურებოდნენ მეფეებს სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც. სანამ მეფე ცოცხალი იყო ის ჰორუსთან ასოცირდებოდა ხოლო გარდაცვლილი ოსირისთან, სულები კი გლოვობდნენ და პატივს მიაგებდნენ მას. პეს სული გამოისახებოდა როგორც შევარდნისთავინი მამაკაცი ხოლო ნეხენი როგორც ტურის თავიანი. ორივე მათგანი ჩანს მეფეთა საფლავებზე დატანილ სურათებზე როგორც მუხლებზე დამდგარი და მეფეთათვის პატივისმცემელი სულები საიქიოში.

ვარსკვლავური ღვთაებები (Star deities) - ღმერთები და ქალღმერთები გაიგივებული ღამის ცასთან. შუა სამეფოს პერიოდისათვის (ძვ.წ 2040 -1782) ეგვიპტელები განსაზღვრავდნენ ხუთ პლანეტას სადაც მათი აზრით „არ იყო მოსვენება“, ისინი ასოცირდებოდნენ ღმერთებთან - მერკური - „სებეგუ“ (ღმერთ სეტის ფორმა), ვენუსი (განთიადის ღმერთი), მარსი (ჰორუსი ჰორიზონტზე ან წითელი ჰორუსი), იუპიტერი (ჰორუსი რომელიც შემოსაზღვრავს ორ მიწას), სატურნი (ჰორუსის ზეციური წმინდა ხარი ). მოგვიანებით ვარსკვლავი სირიუსი დაუკავშიდა სოთისს, და ისისს, მაშინ როცა ორიონს განასახიერედა ღმერთი საჰი - „ღმერთების მამა“.სირიუსის ამოსვლა ნილოსის ადიდებას მოასწავებდა რაც ნაყოფიერებას უწყობდა ხელს და განსაზღვრავდა ბუნების ციკლურობას, ამიტომაც უკავშირდებოდა ოსირისს გარდაცვლილ და ხელახლა აღმდგარ ღმერთს, ასევე ისისს რომელმაც აღადგინა ის.ამის შემდეგ ვარსკვლავებს ეწოდა ოსირისის მომყოლები, რომლებიც იფანტებოდნენ ცაზე ღვთაებრივი მოდელის მიხედვით.საჰი და სოტისი ოსირისის და ისისის ღვთაებრივი განსახიერებები იყვნენ და ღმერთ სოპდუს (სოთისის ვაჟს), ჰორუსის ასტრალურ ფორმას. ამგავარდ ღამის ცა ყველაზე იდუმალ ამბებს ყვებოდა ეგვიპტურ კულტურაზე და არწმუნებდა ადამიანების მარადისობისა და ღმერთების არსებობის შესახებ როცა ისინი ღამის ცას უყურებდნენ.

სუტეხი (Sutekh) - ღმერთ სეტის (სეთი) სემიტური სახელი, რომელიც ადამიანებისთვის ცნობილია როგორც ჰიქსოსი შემოყვანილი მეორე შუალედური პერიოდის დროს (ძვ.წ 1782 – 1570)ჰიქსოსები აიგივებდნენ სეტს თავიანთ ღმერთ ბაალის საომარ ასპექტთან. სეტს უწოდეს სუტეხი რამზეს მეორის მეფობისას (ძვ.წ 1279 – 1213) და მიჰქონდათ როგორც თილისმა ომში.


 

T

ტა-ბიჯეტი (Ta-Bitjet) - შხამისა და შხამიანი ნაკბენებისაგან დამცავი ქალღმერთი. მისი სახელი ხშირად გამიყენებოდა ჯანმრთელობის შელოცვებში და ასოცირდებოდა ქალღმერთ სერკეტთან. საბოლოოდ ისიც ისისს შეერწყა.

ტასენეტნოფრეტი (Tasenetnofret) - კომ ომბოს მფარველი ქალღმერთი, რომლის სახელიც ნიშნავდა „ღმერთის დას“, „ლამაზ დას“. ის ქალღმერთ ჰათჰორის ადგილობრივი განსახიერებსა და პაბეტავის დედა იყო.

ტატენენი (Tatenen) - მიწის ღმერთი რომელიც განასახიერებდა პირველყოფილ ბორცვს შესაქმეში და ეგვიპტის მიწის სიმბოლოს წარმოადგენდა. ეს იყო სწორედ ის ღმერთი რომელიც მოიხსენიებოდა როგორც ხენტი- ტჯენენეტი ძველი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2613-2181). მას ეთაყვანებოდნენ მემფისში შუა სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2040 – 1782) და განაგრძობდნენ მის თაყვანისცემას ამ რეგიონში ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე. ესეც ასოცირდებოდა პირველყოფილ ბორცვთან და ამით უკავშირდებოდა ღმერთ პტაჰს, ხოლო პტაჰიდან ატუმს და რას. ტატენენი ბისექსუალი ღმერთი იყო, რომესაც ერთ-ერთ ტექსტში „ყველა ღმერთის დედს „ ეძახიან.

ტავერეტი (Taweret, Tauret) - ბეჰემოტის ფორმის მფარველი ქალღმერთი, ყველაზე ცნობილი ჰიპოპოტამური ღვთაება ეგვიპტეში. ასოცირდებოდა ისისთანაც და ჰათჰორთანაც. ტავერეტი შვილოსნობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო და პოპულარული მთელი ძველი ეგვიპტის ისტორიის მანძილზე. ძველი ეგვიპტელების დაკვირვებით მდედრი ბეჰემოტი ყველაზე მეტად იყო დაცული მშობიარობისას და ამიტომაც მიიღო ქალღმერთმა ამ ცხოველის ფორმა. მამრი ბეჰემოტი კი თავისი აგრესიულობის გამო ეგვიპტეში ყველაზე საშიშ ცხოველად ითვლებოდა და ამიტომ სეტთან ასოცირდებოდა, შედეგად ტავერეტი სეტის მეუღლედ მოიაზრებოდა მიუხედავად იმისა , რომ ამ ორ ღვთაებას არაფერი არ ჰქონდათ საერთო. ტავერეტი ასოცირდებოდა ჰათჰორთან და „ჰორუსის მიმდევრად“ ითვლებოდა, აქედან ორივე ღვთაება საკმაოდ შორს იყო სეტისგან. მოგვიანებით ის ბესის მეუღლედ მოიხსენიება, ბესი მშობიარობის , სექსუალობის, იუმორისა და ომის ჯუჯა ღმერთი იყო. ბესის მსგავსად ტავერეტსაც გამოსახავდნენ საყოფაცხოვრებო საგნებზე - ავეჯზე, კოსმეტიკის კოლოფებზე, ქოთნებზე, კოვზებზე და ნაყოფიერების თილისმებზე სახლში.

ტაიეტი (Tayet, Tait) - ქსოვის ქალღმერთი, რომელმაც მეფეს ტანისამოსი მისცა. მას ეთაყვანებოდნენ ჯერ კიდევ ძველი სამეფოს პერიოდიდან (ძვ.წ 2613 – 2181), სადაც წარმოდგენილი იყო როგორც მეფის დამცველი და მისი მფარველი საიქიოში. ტაიეტი აგროვებდა მეფის ძვლებს და ამზადებდა მას საიქიოში სხვა ღმერთებთან შესახვედრად. მოგვიანებით ის ბალზამირებას დაუკავშირდა და ითვლებოდა , რომ პირველად მან მოქსოვა საბალზამო სახვევები, რომლებსაც მოგვიანებით ფართოდ იყენებდნენ მუმიფიცირებისთვის. მუმიფიცირებას მოიხსენიებდნენ როგორც „ტაიეტის ხელით შეხვევას“ და ამის გამო ასორდებოდა ნეფტისთან.

ტეფნუტი (Tefnut) - ტენიანობის ქალღმერთი, შუს და, ატუმის (რას) ქალიშვილი სამყაროს შექმნისას. შუ და ტეფნუტი იყვნენ ატუმის შექმნილი პირველი ღმერთები, რომლებიც ან თავისივე ჩრდილთან შეწყვილებით შექმნა ან თავისი ნერწყვისგან. ვილკინსონი წერს, რომ ტეფნუტის სახელი გადანერწყვების ხმის ასოციაციას ქმნის „რომელსაც ყუჩები გამოსცემენ გადაფურთხებისას“ - წერია ტექსტში. ის არის ატმოსფეროს და ქვედა სამყაროს ღმერთი, მაშინ როცა შუ განაგებდა სამყაროს ატმოსფეროს ზემოთ. ტეფნუტი იყო გებისა და ნუტის დედა, რომელბიც იმიტომ გაჩნდენენ, რომ ადამიანებს სადმე მაინც ეცხოვრათ. ხშირად მას გამოსახავდნენ მჯდომარე ქალს ლომის თავით ან ლომისთავიან გველს.

ტენენიტი (Tenenit, Tenenet or Tjenenet) - მშობიარობის, ლუდისა და ლუდის ხარშვის ქალღმერთი. მისი სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „ტენემუ“, რაც ნიშნავს ლუდს. ის იყო ღმერთ მონტუს მეუღლე და ასოცირდებოდა მესხენეტთან როგორც მეფეთა შვილოსნობის ღმერთთან. ის ლუდის მხარშველების მფარველი ღვთაება იყო.

ტეტრადები (Tetrads) - წარმოგვიდგენენ სისავსეს, დასრულებულობას, გამოხატულია კომპასის ოთხი მხარით ან ჰორუსის ოთხი ვაჟის სახით. ძველი ეგვიპტელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, ამიტომ ციფრები ორი, ოთხი და რვა ფართოდ იყო გავრცლებული ღვთაებებში, ისევე როგორც სამი, ექვსი და ცხრა. ყოველ მამრობით ღმერთს ჰყავდა მისი შესაყტვისი მდედრობითი ღვთაება, მაგალითად - ოთხ ქალღმერთს - ისისს, ნეფთისს, სერკეტს და ნეითს შეესაბამებოდნენ ჰორუსის ვაჟები, ოგდოადი კი წარმოადგენდა რვა ღმერთის ერთობას შესაქმის სუბსტანციაში.

თოტი (Thoth) - წერისა და სიბრძნის, სიმართლისა და სისუფთავის ღმერთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება ეგვიპტურ პანთეონში, ეთაყვანებოდნენ წინარე-დინასტიური პერიოდიდან (ძვ.წ 6000 -3150), პტოლემეუსის დინასტიამდე (ძვ.წ 323 – 30), რომელიც იყო ბოლო ვიც მართავდა ეგვიპტეს. სავარაუდოდ თავდაპირველად ის იყო მთვარის ღმერთი, ატუმის ვაჟი მაგრამ მოგვიანებით უკვე მოიხსენიებენ როგორც ჰორუსის ვაჟს. თოტს გამოსახავდნენ როგორც ბაბუინს, მაგრამ ზოგიერთგან ისაა მამაკაცი იბისის თავით, ხელსი საწერი მოწყობილობით. მას მიეწერება დამწერლობის შექმნა აგრეთვე ღმერთების ამბების აღწერა და შენახვა. ის ცნობილი იყო, როგორც „დროის ღმერთი“, „წლების მთვლელი“, რადგან ის განსაზღვრავდა დროის მდინარებას, და თავისი მძლავრი მაგიის საშუალებით სიტყვების ღვთაებრივი სიბრძნის ცოდნით შეძლო მეფისთვის ხანგრძლივი მმართველობა ებოძებინა, რათა მას წესრიგი დაემყარბინა დედამიწაზე. ის იყო ბიბლიოთეკარებისა და გადამწერების მფარველი ღვთაება. ყველა ამბავში ის გამოყვანილია, როგორც ადამიანების ზეციური მეგობარი რომელმაც კაცობრიობას დაწერილი სიტყვიდან აზრის გამოტანის ნიჭი მისცა. ერთ ლეგენდაში მოყოლილია მისი თამაშის შესახებ, სადაც მან მოიგო ხუთი დღე ნუტისთვის , რომ ამ უკანასკნელს მშობიარობა შესძლებოდა და მანაც გააჩინა პირველი ხუთი ღმერთი, ხოლო სხვაგან გამოყვანილია, როგორც მედიატორი ღმერთებს შორის და გზავნილების მიმტანი. საიქიოში ის ოსირისის გვერდით დგას სიმართლის დარბაზში და გულის აწონვის რიტუალს იწერს. მისი მეუღლეა სეშატი, ან სხვა ლეგენდის მიხედვით მისი ქალიშვილი, ვინც მისი მდედრობითი შესატყვისია დ ასევე მფარველობს მწერლებსა და ბიბლიოთეკებს.

ტჯენენიეტი (Tjenenyet) - მეთორმეტე დინასტიის (ძვ.წ 1991 – 1802) მფარველი ქალღმერთი, რომელსაც სავარაუდოდ უფრო ადრეც ეთაყვანებოდნენ. ის იყო ღმერთ მონტუს მეუღლე და პირველ რიგში თაყვანს სცემდნენ ჰერმონთისში (დღევანდელი არმანტი ) თებესთან ახლოს.

ტყის ქალღმერთები (Tree Goddesses) - მთელი რიგი ცნობილი ეგვიპტური ქალღმერთები რომლებიც ასოცირდებოდნენ ხეებთან, ყველაზე აღსანიშნავები ისისი, ჰათჰორი და ნუტი. მამრობითი ღმერთები უკავშირდებოდნენ მხოლოდ კონკრეტულ ხეებს და ისიც გარკვეულ ლეგენდებში და მითებში. ჰათჰორი როგორც წესი ასოცირდებოდა სიკამორის ხესთან და ცნობილი იყო სახელით „სიკამორის დედოფალი“, ისისიც ასევე უკავშირდებოდა ამ ხეს. მიცვალებულის ხის ჩასასვენებელში დაკრძალვის პრაქტიკაც უკავშირდებოდა დედა ქალღმერთის საშოში დაბრუნებას.

ტრიადები (Triads) - სამი ღვთაების მნიშვნელოვანი დაჯგუფება, უფრო ხშირად მამა-ღმერთის, დედა-ღმერთის და შვილი-ღმერთის. ჩვენთვი ყველაზე ცნობილია თებეს ტრიადა - ამუნი, მუტი და ხონსუ და აბიდოსის ტრიადა - ოსირისი, ისისი და ჰორუსი. თუმცაღა გვხვდება ტრიადების სხვა მაგალითებიც, რომლებიც არ მისდევენ ზემოთ მოცემულ მოდელს, მაგალითად ამუნ-რა-პტაჰი ტრიადა სადაც სამივე ღმერთი განასახიერებს ერთი და იმავე ზეციურ ძალას (მზეს). ტრადები ჩანს საიქიოს შესახებ გამოსახულებებშიც, ვერძის, ლომის და ტურის თავიანი ღმერთები დაჯგუფებული ერთად.

ტუტუ (Tutu) - დამცველი ღმერთი რომელიც ცნობილი იყო სახელით „ის, ვინც მტრებს ახლოს არ უშვებს“, ეთაყვანებოდნენ ეგვიპტის ისტორიის ბოლო პერიოდში. ის იცავდა დემონებისა და შავი მაგიისგან, გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს ლომის თავით, დიდი ფრთებით და გველის კუდით.


 

U

უატ-ური (Uat-Ur) - ხმელთაშუაზღვის პერსონიფიკაცია . იხილეთ ვადჯ-ვერი.

უაჯიტი (Uajyt, Wadjet or Uto) - ქვემო ეგვიპტის მფარველი ქალღმერთი, ასოცირდებოდა ნეხბეტთან. გამოსახავდნენ როგორც გველს ქალის თავით. ის იყო ვადჯეტის ასპექტი, ნეხბეტის და ქვემო ეგვიპტის გვიანდელ გამოსახულებებში.

უნუტი (Unut, Wenet or Wenut) - მფარველი ქალღმერთი რომელსაც ეთაყვანებოდნენ ჰერმოპოლისში, ცნობილი იყო როგორც „მოქნილი“. გამოსახავდნენ როგორც გველს კურდღლის თავით ან ქალსკურდღლის თავით და ეძახდნენ „ქალღმერთ-კურდღელს“. ასოცირდებოდა ღმერთ ვენენუსთან. ვენენუს გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს კურდღლის თავით რომელიც წარმოადგენდა ოსირისის და იშვიათად რას ასპექტსაც. უნუტი ცნობილი გახდა თილისმებით სადაც მის სახეს ხატავდნენ.


 

W

ვადჯეტი (Wadjet) - ქვემო ეგვიპტის უდიდესი დამცველი და მფარველი ქალღმერთი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვთაება ეგვიპტურ პანთეონში. გამოსახავდნენ, როგორც წამომდგარ კობრას, რომელიც მერე მეფეთა ერთ-ერთი ატრიბუტი გახდა (ურეუსი). მას ასევე ეძახდენენ უაჯიტს აგრესიული ფორმით და წარმოადგენდა უფრო რბილი ნეხბეტის ბალანსს. ვადჯეტს ეთაყვანებოდნენ, როგორც მნიშვნელოვან ღვთაებას წინარედინასტიურ (ძვ.წ 6000 -3150) და ადრეულ დინასტიურ(ძვ.წ 3150 -2613) პერიოდებში. ამ დროს იგი წარმოდგენდა უმაღლეს ღვთაებას ქვემო ეგვიპტეში და მოიხსენიებოდა ნეხბეტთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ზემო ეგვიპტეს მფარველობდა. ის იყო რას ქალიშვილი და მონაწილეობდა მითში რას თვალის შესახებ. შესაქმის გარიჟრაჟზე რამ ის გაგზავნა, როგორც თავისი თვალი შუსა და ტეფნუტის მოსაძებნად, როდესაც ეს და-ძმა დედამიწის შესაქმნელად გაუჩინარდნენ. მან დარგო პირველი პაპირუსები, გააშენა პაპირუსების მინდვრები ნილოსის ჭაობიან დელტაში და ეხმარებოდა ისისს და ჰორუსს სეტისგან დამალვაში. მის ტიტულებს შორის არის ვერეტ-ჰეკაუ რაც ნიშნავს „დიდ ჯადოქარს“ და მას გამუდმებით მოუხმობდნენ უიღბლობის, დემონებისა და მოჩვენებებისგან თავდასაცავად.

ვადჯი-ვერი (Wadj-Wer, Uat-Ur) - ხმელთაშუა ზღვის პერსონიფიკაცია, ვისი სახელიც ნიშნავდა „დიადი მწვანეს“. ახლახანს სწავლულებმა შეიცვალეს შეხედულებ ამ ღმერთზე და ახლი ის მიიჩნევა ტბების, ჭაობების, ლაგუნების და დელტების პერსონიფიკაციად ზმელთაშუაზღვის რეგიონში. ვილკინსონი აღნიშნავს წარწერებს, სადაც მოცემულია ფრაზა „ დიდი მწვანის გადაკვეთა“ ფეხით რაც მიგვანიშნებს რეგიონის დელტაზე გადასვლას და არა ზღვაზე გასვლას. მას ეთაყვანებოდნენ ჯერ კიდევ ძველ სამეფოში (ძვ.წ 2613 – 2181) და ეს გაგრძელდა ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით დამცავ თილისმებზე და საფლავის წარწერებზე.

ვასეტი (Waset, Wosret) - თებეს მფარველი ქალღმერთი, ვისი სახელიც ნიშავს „ძლევამოსილი ქალი“. ის იყო თავად ქალაქ თებეს პერსონიფიკაციაც და ამიტომ მას ვასეტსაც ეძხდნენ. თავდაპირველად ის ჰათჰორის ასპექტი იყო, მაგრამ ცალკე გამოეყო და საკუთარი კონფიგურაცია შეიძინა შუა სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2040 – 1782). მას გამოსახავდნენ როგორც ქალს ხელში ანკჰითა და სკიპტრით, ასევე გამოსახულია ხელში მშვილისრითა და შუბით და თებეს საომარ ძალას განასახიერებდა.

ვენეგი (Weneg) - მფარველი ღმერთი, რომელიც პირველად მოიხსენიება ძველი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ 2613 – 2181), რომელსაც ეპყრა ცა და ცასა და დედამიწას შორის წესრიგს უზრუნველყოფდა. ის უკავშირდებოდა მაატს და მის კონცეპტს როგორც როგორც ჰარმონიის დედა-ქალღმერთის. ვენეგი ხშირად იყო მედიატორი სხვა ღმერთების კამათებში.

ვენენუ (Wenenu) - მფარველი ღმერთი, ოსირისის და ხანდახან რას ასპექტი, უნუტის მეუღლე. მას გამოსახავდნენ როგორც კურდღლისთავიან მამაკაცს.

ვეპსეტი (Wepset) - მფარველი ქალღმერთი, ვისი სახელიც ნიშნავს - „ქალი რომელიც იწვის“. მან დაამარცხა ოსირისის მტრები. მას გამოსახავდნენ როგორც გველს, მაგრამ მოგვიანებით როგორც ქალს რომელიც ატარებდა ურეუსს რქებით და მზის დისკოს თავს ზემოთ.ის მოხსენიებულია ლეგენდაში რას თვალის შესახებ და შორეული ქალღმერთის ერთ-ერთი განსახიერებაა, რომლის მოდიფიკაციის საშუალებითაც რას დაუბრუნდა თავისი თვალი და თან ტრანსფორმაციაც მოიტანა.

ვეპვავეტი (Wepwawet, Wepiu or Wepuaut) - ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ღმერთი და ტურა-ღვთაების ყველაზე ძველი გამოსახულება, ანუბისის წინამორბედი, ეს ორი ხშირად ეშლებათ. მისი სახელი ნიშნავს „გზის გამხსნელს“, და ამის ინტერპრეტირება შეიძლება როგორც მეგისთვის ბრძოლაში გზის მაჩვენებლის, საიქიოში კარის გამღების და დაბადებისას ცხოვრების გზის მიმცემის. იგი გამოსახულია ნარმერის ფილაზე (ძვ.წ 3150) და ასოცირდება ვადჯეტთან. საბოლოოდ იგი ძალიან დაუკავშირდა ჰორუსს და როგორც ვეპვავეტ-რა მზის ღმერთ რას. მას გამოსახავდნენ როგორც ტურას, ხანდახან ის ატარებდა მოსასხამს და მიმინოს.

ვერეტჰეკაუ (Werethekau, Weret-Hekau) - მნიშვნელოვანი მფარველი ქალღმერთი ან ეპითეტი, რომელიც მიემართებოდა ისეთ ქალღმერთებს როგორიც ისისია. მისი სახელი ნიშნავს „დიდ მაგიას“, და ასოცირდება ურეუსთან და ქვემო ეგვიპტის გვირგვინთან. ვადჯეტი ცნობილია როგორც ვერეტ-ჰეკაუ, ასევე ისიდაც, მაგრამ როგორც ჩანს ეს სახელი ასევე ნიშნავდა განსაკუთრებულ დამცველ ქალღმერთს, რომელსაც გამოსახავდნენ წამომდგარ გველს, თუმცაღა ეს შესაძლოა ყოფილიყო თავად ვადჯეტი თავისი აგრესიული ფორმით. 


 

Y

იაჰ (Yah) - იხილეთ იაჰ.

იამ (Yam)- ფინიკიური ზღვის ღმერთი, რომელიც ებრძოდა ღმერთ ბაალს დედამიწაზე განმგებლობისთვის. ის „სავაჭრო გზებით „ შემვიდა ეგვიპტეში და ამ ქვეყნის მითოლოგიაში დამკვიდრდა მითებში სეტის ბრძოლების შესახებ. ის აღელვებულ ზღვას განასახიერებდა და მისი ძალიან ეშინოდათ. მისთვის არ აუგიათ ერც ერთი ტაძარი, მაგრამ ჩანაწერებში მოიხსენიება, რომ ის მფარველობდა მეზღვაურებს და ისინი ატარებდნენ თილისმებს მისი გამოსახულებით.


Z

ზენენეტი (Zenenet) - ისიდას კიდევ ერთი სახელი ქალაქ ჰერმონთისში (ახლანდელი არმანტი ) თებესთან ახლოს.

 

მსგავსი სტატიები

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები


სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff