ორი გენი რომელიც სიზმრებზე აგებს პასუხს

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: დავით ბექაური. წყარო სიამოვნებას ღებულობ სიზმრების ნახვით? ეს შესაძლოა ორი განსაკ...

dream1

მთარგმნელი: დავით ბექაური.

წყარო

სიამოვნებას ღებულობ სიზმრების ნახვით? ეს შესაძლოა ორი განსაკუთრებული გენის დამსახურება იყოს. ახალი კვლევა, რომელიც თაგვებზე ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ე.წ. „სიზმრის გენები“ განუყოფელია ძილის იმ ფაზისთვის, რომლის დროსაც ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ ტესტირება სკოლაში შიშველმა, დავკარგოთ კბილი უმტკინვეულოდ და ვიფრინოთ უსაზღვრო სივრცეში.

ამ გენების გარეშე,რომელთაც Chrm1 და Chrm 3-ის სახელწოდებებით მოიხსენიებენ, ძუძუმწოვრებისთვის შეუძლებელი იქნებოდა ძილის ის ფაზა, რომლის დროსაც თვალები ინტენსიურად მოძრაობენ, რაც ტვინის აქტიურ მუშაობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ დროს სხეული პარალიზებულია. ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ძილის ნაკლებობასთან მრავალი ფსიქიკური აშლილობაა დაკავშირებული. თუ ჩვენ შევძლებთ ძილის საფუძვლების შესწავლას, ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საჭირო ფარმაცევტული სამკურნალო საშუალებები, როგორც ძილის დარღვევებისთვის, ასევე ფსიქიკიური პრობლემებისთვის, განაცხადა იაპონიის კვლევითი ინსიტუტის ძილთან დაკავშირებული გამოკვლევების ლიდერმა ჰიროკი უედამ.

„ძილი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არა საკმარის ძილს ან მის დარღვევებს შეუძლია მრავალი არასასრუველი შედეგები მოგვიტანოს“-უთხრა უედამ Live Science-ს ინტერვიუში, მან ასევე დაამატა, რომ მოლეკულური მექანიზმი, რომელიც ძილთან არის დაკავშირებული მთავარი საკვაძნო საკითხია ძილის შესწავლაში, მისი სიღრმისეული გამოკვლევა მრავალ სამკურნალო საშუალებას მოგვცემს ძილთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ.

უცნაური ციკლი

ადამიანები ერთ ღამეში გადიან არა-REM და REM ძილის ფაზებს, რომლებიც გამოიხატება ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობით და აქტივობის ინტენსივობით. არავინ იცის ზუსტი მიზეზი თუ რატომ არსებობს ეს განსხვავებული ფაზები, თუმცა ცნობილია, რომ REM ძილთან მრავალი დაავადებაა დაკავშირებული, მათ შორის: დემენცია, პარკინსონის დაავადება და სხვა ნევროლოგიური დაავადება. ძილის ნაკლებობა ასევე ასოცირდება სუიციდის მაღალ რისკთან.

ეს იყო ის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტეს უედამ და მისმა კოლეგებმა გამოეხატათ ინტერესი ძილის და მისი მუშაობის საფუძვლების შესწავლისადმი. მეცნიერებს უკვე აღმოჩენილი აქვთ, რომ არა-REM ძილიდან REM ძილში გადასვლაში მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინი. თუმცა ცნობილია, რომ ტვინში არსებობს 16 სახის უჯრედული რეცეპტორი, რომელთაც აცეტილქოლინის დაკავშირება შეუძლიათ, ამიტომ რთული იყო იმის დადგენა, თუ რომელი წარმოადგენდა REM ძილისთვის განკუთვნილ რეცეპტორს და რომელი არა. ამის დასადგენად მკვლევარებმა გამოიყენეს CRISPR ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევდათ თაგვებში იმ გენების ჩამოშორებისა, რომლებიც აცეტილქოლინის რეცეპტორებზე გენეტიკურ ინფორმაციას ატარებდნენ. ამის საშუალებით ადვილი ხდებოდა იმ რეცეპტორების დადგენა, რომლებიც REM ძილზე იყვნენ პასუხისმგებლები. CRISPR ტექნოლოგია, თავისმხრივ, გულისხმობს სპეციალური ფერმენტის მონაწილეობას, რომელიც მიემართება დნმ-ს უბნისკენ და ახშობს სასურველ გენს. ამის საშუალებით, არჩეული გენი შემდგომში აღარ ვლინდება.

ძილის დაკარგვა

კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინური ტიპის აცეტილქოლინის რეცეპტორები არ მონაწილეობდნენ ძილის პროცესში. ის თაგვები, რომელთაც ეს რეცეპტორები არ გააჩნდათ, ჩვეულებრივი ძილის ხანგრძლივობით ხასიათდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ სხვა სახის, კუნთოვანი აცეტილქოლინის რეცეპტორები, სახელწოდებით Chrm1 Chrm3 გაცილებით მნიშვნელოვანია ძილისთვის. მათმა დათრგუნვამ თაგვებში ძილის ხანგრძლივობა სამ საათზე ნაკლებ დრომდე შეამცირა დღეში. ერთ-ერთი რეცეპტორების უქონლობიდ დროსაც კი განსაკუთრებით ძილის REM ფაზა ირღვევოდა, ამასთან მცირდებოდა არა-REM ძილის ფაზაც. ფიქსირდებოდა შემთხვევებიც კი, როდესაც თაგვებში REM ძილი საერთოდ არ აღინიშნებოდა. გასაოცარია, თუმცა იმ თაგვებმა, რომელთაც არ შეეძლოთ REM ძილის ფაზაში გადასვლა, მოახერხეს გადარჩენა. იმ ჰიპოთეზის მიუხედავად, რომ REM ძილი გადარჩენისთვის აუცილებელია. უედამ აღნიშნა ეს უცნაურობა, თუმცა ახსნა, რომ ეს შესაძლოა ის გაუთვალისწინებელი უკუ-ჩვენება იყოს, რომელიც საექსპერიმენტო ობიექტების, ხელოვნურ გარემოში, ლაბორატორიაში ყოფნითაა გამოწვეული. „მუტირებულ თაგვებს შეუძლიათ გადარჩენა, თუ მათ აქვთ საკმარისი საკვები და იმყოფებიან უსაფრთხო გარემოში. ველურ ბუნებაში, ასეთი სახის გენები აუცილებელია ორგანიზმების გადარჩენისთვის“-აღნიშნა უედამ.

სპეციფიკური რეცეპტორების შესწავლა, რომლებიც აკონტროლებენ ძილს, საშუალებას გვაძლევენ შევქმნათ სამკურნალო საშუალებები სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების დროს. მკვლევარება აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მუშაობის განსხვავებული მექანიზმები Chrm1 და Chrm3 გენებში. ჯგუფი დაინტერესებულია კვლევის განვრცობაში და მათ წინ კიდევ მრავალი სამუშაო აქვთ, რადგან ეს კვლევა მხოლოდ თაგვებზე იყო ჩატარებული და ამ გენების მუშაობის შესწავლა ადამიანებში კიდევ მეტ ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს.

„ამ გამოკვლევამ შესაძლოა გაგვაცნოს REM ძილის მოლეკულური მექანიზმი და შესაძლოა გამოავლინოს ფსიქოლოგიური როლი REM ძილსა და მასთან დაკავშირებულ კოგნიტურ ფუნქციებში, როგორიცაა სწავლა და მეხსიერება“-აღნიშნა უედამ ინტერვიუს ბოლოს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რომელია ბუნების ოთხი ფუნდამენტალური ძალა


მთარგმნელი: იოანე შენგელია (მთარგ.შენიშ: უკვე დიდი ხანია ცნობილია,...

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

რატომ არ შეუძლიათ ზღვის ბინადრებს, შეწყვიტონ პლასტმასით კვება


პლასტმასი არა მარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ ის გამოჰყოფს...

ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ


ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სუ...

კლასიკური და კვანტური მექანიკა


ავტორი: იოანე შენგელია სტატიის დაწერა ხელოვნებაა.. როგორი მეთოდი...

საიდან მოდის პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია პარალელური სამყაროების იდეა ახალი არ არის ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff