სეროტონინი - ბედნიერების ჰორმონი

Admin
მეცნიერება
0
0

ჰორმონი სეროტონინი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც 5-ჰიდროქსიტრიპტამინი (5-HT), არის ნეირომედიატორი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში. იგი გადასცემს სიგნალებს ტვინისა და სხეულის ნერვულ უჯრედებს შორის. ჰორმონს, რომელიც ეხმარება განწყობის რეგულირებაში, ასევე უწოდებენ „კეთილდღეობისა და ბედნიერების ჰორმონს“. იგი საკვანძო როლს ასრულებს ისეთ ფუნქციებში, როგორიცაა ძილი, საჭმლის მონელება, გულისრევა, ჭრილობების შეხორცება, ძვლების ჯანმრთელობა და სისხლის შედედება. სეროტონინის ზედმეტად დაბალმა ან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების მთელი რიგი.

სეროტონინი ბუნებრივი წარმოშობის ნეირომედიატორული ნივთიერებაა. ამ ჰორმონის დიდი უმრავლესობა გამომუშავდება ტვინსა და ნაწლავებში. 

რა როლი აქვს სეროტონინს ორგანიზმში?

როგორც ნეირომედიატორი, სეროტონინი ეხმარება შეტყობინებებისა და სიგნალების გადაცემას ტვინის ერთი უბნიდან მეორეში. ითვლება, რომ იგი გავლენას ახდენს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ტვინის უჯრედების უმეტესობა პირდაპირ ან ირიბად განიცდის ამ ჰორმონის გავლენას. მათ შორისაა უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განწყობაზე, სექსუალურ ლტოლვაზე, მადაზე, ძილზე, მეხსიერებასა და სწავლაზე, სხეულის ტემპერატურის რეგულაციასა და სოციალურ ქცევაზე.

სეროტონინის ძირითადი სარგებელი:

განწყობა: იგი არეგულირებს შფოთვისა და ბედნიერების გრძნობას. ნორმალური დონის პირობებში ადამიანი გრძნობს თავს კონცენტრირებულად, მშვიდად და ემოციურად გაწონასწორებულად. მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან.
საჭმლის მონელება: ჰორმონი იცავს ნაწლავებს და აჩქარებს მონელებას ტოქსიკური პროდუქტებისგან თავის დასაცავად. მას ასევე შეუძლია აპეტიტის შემცირება.

ძილი: დოფამინთან ერთად იგი გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. გარდა ამისა, იგი აუცილებელია მელატონინის (ძილის ჰორმონის) სინთეზისთვის.

გულისრევა: ეს შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონის იმაზე სწრაფმა გამომუშავებამ, ვიდრე მისი მონელება ხდება ნაწლავებში.

ჭრილობების შეხორცება: გამოიყოფა სისხლის თრომბოციტების მიერ და ხელს უწყობს სისხლის შედედებას.

სექსუალური ჯანმრთელობა: მონაწილეობს სექსუალური ლტოლვისა და ფუნქციის კონტროლში.

სეროტონინის დეფიციტის სიმპტომები

დაბალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ მდგომარეობებთან:

დეპრესია, შფოთვა და მოუსვენრობა.

ძილის დარღვევები და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

სუიციდური ქცევა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OKP) და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD).

შიზოფრენია, ფობიები და პანიკური შეტევები.

ქრონიკული ტკივილი, მეხსიერების პრობლემები და დემენცია.

დეფიციტის მიზეზები: ქრონიკული სტრესი, კვების დარღვევები, მზის სინათლის ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, ასაკობრივი ცვლილებები და სპეციფიკური მედიკამენტების მიღება.

არსებობს ვარაუდი, რომ სეროტონინი მონაწილეობას იღებს ორგანიზმში დმთ-ს (ე.წ. “სულის მოლეკულის”) გამომუშავებაში. მათ მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვთ.

მეტაფიზიკა

სეროტონინი ოპტიმიზმის, სოციალური სამართლიანობის განცდის და პოზიტიური მომავლის მოლოდინის ჰორმონი და ნეირომედიატორია. იგი პასუხისმგებელია წყნარ, მშვიდ, თავდაჯერებულ სიხარულზე, სიმშვიდესა და მხნეობაზე, ასევე ჯანსაღ აქტივობაზე. ქმნის უსაფრთხოების საბაზისო განცდას ახლობელ წრესა და სოციუმში. განსაზღვრავს ადამიანების მიმართ მტრული ან მეგობრული ქცევის უპირობო მოლოდინს, ასევე კაცობრიობის დემონიზების ან გაკეთილშობილებისკენ მიდრეკილებას.

ფიზიკური გამოვლინებები

არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ჯანმრთელობას.

გავლენას ახდენს სუნთქვაზე, დიაფრაგმისა და ზოგიერთი სხვა შინაგანი ორგანოს ტონუსზე.

განსაზღვრავს სასიყვარულო შეგრძნებების ძალასა და ინტენსივობას.

როგორ ვლინდება მაღალი (და არა გადაჭარბებული) მაჩვენებლების დროს?

მზად ხარ მოკვდე დღესვე, ან იცოცხო 10 000 წელი. 

სიმშვიდე, მოუსვენრობის არქონა, ამ სამყაროს გაგება და იმის ცოდნა, რომ სამყაროს ესმის შენი.

სრული კმაყოფილება იმით, რაც შენს ცხოვრებაში ხდება.

ცოდნა იმისა, რომ ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნება.

მატებს ნებისყოფას და თვითშეზღუდვის უნარს.

მარტივად შეგიძლია თქვა უარი იმ წამოწყებაზე, რომელიც მოცემულ მომენტში აღგაგზნებს.

როგორ ვლინდება დაბალი მაჩვენებლების დროს?

ცხოვრება ცუდია, ირგვლივ მტრები არიან, არაფერი გამომდის, ჩემს გარშემო შავი ღრუბლები გროვდება.

ადამიანი ვერ ახერხებს სრულფასოვნად ჩაძინებას და გაღვიძებას.

ჩნდება ნერვიულობა, შიში და შფოთვა.

არ აქვს უნარი დაიწყოს ჯანსაღი აქტივობა — დიდხანს იმუშაოს ერთ პროექტზე, ყურადღების გადატანის გარეშე და საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს. 

ვერ ამბობს უარს მავნე ცდუნებებზე და ხდება საკუთარი ვნებების მონა.

კავშირი სხვა ჰორმონებთან და ნეირომედიატორებთან

სეროტონინის დონე ძალიან სერიოზულად არის დამოკიდებული ოქსიტოცინის დონეზე.

ნაკლებად, მაგრამ მაინც არის დამოკიდებული კორტიზოლსა და ტესტოსტერონზე.

ცნობიერების სეროტონინულ მდგომარეობაზე გადასართველად კარგი დამხმარეა ნერვულ სისტემაზე გლუტამატის დომინირებიდან გამას (GABA) და აცეტილქოლინის (უფრო მეტად დამამუხრუჭებელი ნეირომედიატორები) დომინირებაზე გადასვლა.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?

ფიზიკის მეშვეობით

მზის სინათლე: უზრუნველყავით მზის სინათლის მოხვედრა თვალის ბადურასა და კანზე დილიდანვე, განსაკუთრებით ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებმა. მხედველობის მიერ დაფიქსირებული მზის შუქი ააქტიურებს სეროტონინის რეცეპტორებს, ხოლო ჯანსაღი რუჯი უზრუნველყოფს ვიტამინ D-ს საკმარის სინთეზს, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს სეროტონინის წარმოებაში.

ნაწლავის მიკროფლორა: აღადგინეთ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორით, რადგან თითქმის მთელი სეროტონინი სწორედ იქ სინთეზირდება (დეტალურად ამ თემაზე იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე ალბერტო ვილოლდოს წიგნი - “შექმენი ახალი სხეული”)

ტოქსიკური ნივთიერებების გამორიცხვა: ამოიღეთ ხმარებიდან ალკოჰოლი, ნახევარფაბრიკატები, სინთეტიკური და ინდუსტრიული საკვები.
გარემო და იმიჯი: იცხოვრეთ მკვეთრი ფერების მქონე ადგილას და შესაბამისად მოაწყვეთ თქვენი საცხოვრებელი, გარეგნობა და იმიჯი.

კონტროლირებადი ჰიპოქსია: ნებისმიერი ფორმის კონტროლირებადი ჰიპოქსია — სუნთქვის შეკავება წყალში, ლაშქრობა მაღალმთიან ადგილებში, მრავალსაათიანი მოძრაობა, რომელსაც თან ახლავს „ჟანგბადის უკმარისობა“. მექანიზმი რეალიზდება ერთი მხრივ იმით, რომ სეროტონინი აძლიერებს ნერვული იმპულსის გადაცემას, მეორე მხრივ კი — ეს არის გადარჩენისთვის სიხარულით დაჯილდოების ფორმა.

ფსიქიკის მეშვეობით

რეაქციის შეცვლა: შეწყვიტეთ მტრული რეაგირება იმაზე, რაც პირდაპირ ზიანს არ გაყენებთ.

ნეიტრალური აღქმა: გააცნობიერეთ გარემომცველი რეალობა, როგორც ნეიტრალური. სამყარო ისეთია, როგორიც არის, ის ჩვენს გამო არ შექმნილა და ჩვენი წასვლა მას არ გააჩერებს.

ფსიქიკის გარდაქმნა: ყოველდღიური მუშაობა საკუთარ ფსიქიკაზე ამ კუთხით აუცილებელია იმ აზრობრივი ტრიგერების „დეინსტალაციისთვის“, რომლებიც სეროტონინის გამომუშავების შემცირებას იწვევენ.

სოციუმის მეშვეობით

ურთიერთობა: კომუნიკაცია, კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ კომუნიკაცია. რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა, ისწავლეთ იყოთ საკუთარი თავი. ყოველი წარმატებული ინტერაქცია ადამიანებთან ადასტურებს, რომ ჯგუფი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია. ეს არის სიგნალი, რომ საზოგადოება მეგობრულადაა განწყობილი, რაც ნიშნავს, რომ გარიყვა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები გამორიცხულია.

შეცდომები

სეროტონინი წარმოადგენს ფსიქიკის უსერიოზულეს ტკივილგამაყუჩებელს.

მას შეუძლია შენიღბოს რეალური პრობლემები და მიღებული მასშტაბური ზიანი უსაფუძვლო ოპტიმიზმით, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებითა და სავალალო მდგომარეობაზე ხუმრობის სურვილით.

ადამიანი იწყებს საკუთარი მძიმე მდგომარეობის აღქმას საკუთარი იდენტობის ნაწილად, რაც წარმოადგენს ერთგვარ „სტოკჰოლმის სინდრომს“ საკუთარი ცხოვრების მოვლენათა ნაკადის მიმართ.

ამგვარად, ორგანიზმი თავს არიდებს შედეგებს, თუმცა არა პრობლემების გადაჭრით, არამედ „თავის ქვიშაში ჩარგვით“.

იგი ვეღარ გრძნობს საფრთხეს იქ, სადაც ის ობიექტურად გამოუსწორებელი შედეგებით იმუქრება.

მოწევა, ალკოჰოლი, მუცელ-ღორობა, ფანტომური პარასოციალური კავშირები და სერიალები წარმოადგენენ სეროტონინის ბუნებრივი დონისა და მისი რეცეპტორების მგრძნობელობის უსერიოზულეს დერეგულატორებს.

ისინი ხელოვნურად წევენ ზემოთ იმ აუცილებელ ზღვარს, რომელიც საჭიროა სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნების მისაღებად, რითაც ორმოს ითხრიან მომავალი ცხოვრებისთვის.

ორგანიზმი ვეღარ აღრიცხავს და ვეღარ გრძნობს ბუნებრივ გამოყოფას, რაც ადამიანს სეროტონინული ტიპის დეპრესიამდე მიიყვანს.
ეს აძლიერებს სუროგატებზე დამოკიდებულებას და აშორებს ადამიანს ცხოვრების რეალურ სიხარულს.

ქრონიკულად დაბალი სეროტონინის დონე იწვევს არაადეკვატურ აღქმას კატეგორიიდან — „მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა“.

ასეთ მდგომარეობაში ადამიანი გადადის უაზრო რადიკალურ ბრძოლაში ბრძოლისთვის.

ეს არის სამყაროს მოწყობის უსამართლობისა და არასწორობის ღრმა შეგრძნების შედეგი.
 

მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით

ავტორი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

კვანტური მექანიკის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გარკვეული დიდი მო...

ასტრონომებმა მეორედ დააფიქსირეს იდუმალი, განმეორებითი სიგნალები კოსმოსიდან


მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო უკვე მეორედ, ასტრონომებმა იდუმ...

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

რატომ აქვს ჩვენს ტვინს ნაოჭები?


ავტორი: Aylin Woodward წყარო მთარგმნელი: დავით ტურაშვილი ადმია...

ფიზიკური მუდმივები და სტაბილურობა


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკოსები აყალიბებენ უამრავ თეორიას იმის...

რომელია ბუნების ოთხი ფუნდამენტალური ძალა


მთარგმნელი: იოანე შენგელია (მთარგ.შენიშ: უკვე დიდი ხანია ცნობილია,...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია სტატიაში ინდუქცია და დედუქცია განხილულია სი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff