ლარა ბოიდი - ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის

woody180
მეცნიერება ფსიქოლოგია
5
1

ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება, ძველი შეხედულებებიდან უმრავლე...

ლარა ბოიდი - „ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის“

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=4c3idztP1DE

როგორ ვსწავლობთ....რატომ ხდება ისე, რომ ერთნი უფრო იოლად ითვისებენ ნასწავლს, სხვები კი რთულად? სანამ ამაზე საუბარს დავიწყებდე, მოდით, ჯერ  გაგეცნობით,  მე გახლავართ დოქტორი ლარა ბოიდი. ვიკვლევ თავის ტვინის ფუნქციებს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. ეს კვლევა იმდენად მაინტერესებს, რომ მოსვენება დავკარგე, შეიძლება ითქვას, ღამეები არ მძინავს. ტვინის ფუნქციების შესწავლა უზარმაზარ პერსპექტივას ხსნის არამხოლოდ ადამიანის ფიზიოლოგიის შესწავლის საკითხში, არამედ პასუხობს კითხვას, რა გვაქცევს იმად, რაც ვართ?  

ტვინის ფუნქციების მკვლევარებს საოცარი დრო დაგვიდგა - ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება, ძველი შეხედულებებიდან უმრავლესობა არასრულყოფილი იყო, ბევრიც მცდარი. მაგალითად, ჩვენ გვეგონა, რომ ტვინის ცვლილება მხოლოდ ბავშვობაში იყო შესაძლებელი.   აღმოჩნდა, რომ ეს სრული სისულელეა. ასევე მცდარია შეხედულება, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ ნაწილს იყენებს, ხოლო უსაქმურობის დროს, ტვინი საერთოდ ჩერდება. არადა მაშინაც კი, როცა ვისვენებთ და არაფერს ვაკეთებთ, ტვინი მაინც ძალიან აქტიურად მუშაობს. ემერტეს ტექნოლოგია ძალიან დაგვეხმარა ამ და სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთებაში. რაიმე ახალის აღმოჩენით ჩვენ ვცვლით ჩვენს ტვინს, ამას ნეიროპლასტიურობა ჰქვია. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მიჩნეული იყო, რომ სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ტვინი მხოლოდ უარესობისკენ იცვლებოდა- ტვინის უჯრედები ასაკის ან დაზიანების გამო კვდებოდნენ, თუმცა კვლევებმა გვაჩვენა, თუ რამდენად კარგად შეუძლია ტვინს უკეთესობისკენ ცვლილება ზრდასრულ ასაკშიც.  აღმოჩნდა, რომ ტვინის ცვლილებები დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, ქმედებაზე   და  სულაც არაა დამოკიდებული ასაკზე - ეს ცვლილებები მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. ნეიროპლასტიკურობა ყველა სახის ცვლილების გასაღებია. რას ნიშნავს ეს?

იმისთვის რომ ტვინმა დააფიქსიროს ინფორმაცია, ტვინი იცვლება 3 მიმართულებით:

1. ქიმიურად - ფაქტიურად ტვინის მუშაობა ქიმიური სიგნალების გადაცემაა ნეორონებს შორის, ეს სიგნალები იწვევენ რეაქციებს. იმისთვის რომ მიღებული ცოდნა შევინახოთ,  ტვინი აძლიერებს ან ზრდის ქიმიურ სიგნალებს. ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარებს და მოკლე მეხსიერებას და მოტორული ფუნქციების მოკლევადიან გაუმჯობესებას იწვევს.

2 . სტრუქტურული ცვლილება -  სწავლის პროცესში ხდება ნეირონებს შორის კავშირების გაცვლა - იცვლება ტვინის ფიზიკური სტრუქტურა, ამ პროცესს ქიმიურ ცვლილებებთან შედარებით, გაცილებით დიდი ხანი სჭირდება. შედეგად ვიღებთ გრძელვადიან მეხსიერებას და მოტორული ფუნქციების გრძელვადიან გაუმჯობესებას. ეს პროცესები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, შეისწავლეთ რომელიმე ახალი მოტორულ უნარი, ვთქვათ ფორტეპიანოზე დაკვრა, ან ჟონგლიორობა. ყოველი მცდელობის შემდეგ ეს საქმე უკეთ და უკეთ გამოგდიოდათ, თქვენ გიხაროდათ, რომ კარგ შედეგს მიაღწიეთ. მაგრამ ჰოი საოცრებავ, მეორე დღეს ეს თითქოს უკვე კარგად  ნასწავლი უნარი, უცებ სადღაც ქრებოდა. რატომ ხდებოდა ასე? მოკლე პერიოდის განმავლობაში ტვინმა ააჩქარა ქიმიური სიგნალების ურთიერთგაცვლა, თუმცა, რატომღაც, ამ ცვლილებებმა არ გამოიწვიეს სტრუქტურული გარდაქმნები, რაც გრძელვადიან მეხსიერებაში უნარის გადატანისთვის იყო აუცილებელი. გახსოვდეთ, რაიმეს გადატანა გრძელვადიან მეხსიერებაში, წამიერი პროცესი სულაც არ არის. მოკლევადიანი შედეგი ჯერ კიდევ არ არის ის, რასაც ჩვენ სწავლას ვეძახით. ფიზიკური ცვლილებები ამაგრებენ გრძელვადიან მეხსიერებას, ქიმიური ცვლილებები კი - მოკლევადიანს. სტრუქტურულმა ცვლილებებმა   შეიძლება შექმნას ტვინის სხვადასხვა უბნის  ისეთი ქსელი, რომელიც შედეგად ნასწავლის დამახსოვრებას მოგვიტანს.

ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ქმედებებზე, ამ პროცესის დროს შეიძლება გაიზარდონ ან შეიცვალონ სტრუქტურა. მაგალითად ადამიანები, რომლებიც ბრაილის შრიფტით კითხულობენ, ტვინის ის სენსომატორული ზონა აქვთ გადიდებული, რაც თითების მგრძნობიარობაზე აგებს პასუხს; თუ მემარჯვენე ხართ, მაშინ ტვინის  მარცხენა სფერო უფრო გაქვთ განვითარებული,  ვიდრე მარჯვენა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ლიცენზიის მისაღებად კარგად დაიმახსოვრეს ლონდონის რუქა, გადიდებული აქვთ ტვინის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია სივრცობრივ ან კარტოგრაფიულ მახსოვრობაზე.

3. ფუნქციური ცვლილება. ერთხელ უკვე გამოყენებული ტვინის რომელიმე უბანი მგრძნობიარე ხდება და მისი შემდგომი გამოყენება იოლდება, შედეგად ტვინი რომელიმე უბანზე აღმოცენებულ ზედმეტ აღგზნებადობას იოლად არეგულირებს და იყენებს საჭიროებისამებრ. სწავლების პროცესში თვალნათლივ ვხედავთ როგორ აქტიურდებიან და იცვლებიან ტვინის გარკვეული უბნები. შესაბამისად, ქიმიური, სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები განაპირობებენ ნეიროპლასტიურობას და ამ პროცესში, როგორც წესი, ტვინის ყველა უბანია ჩართული.  

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით,რომ თქვენთვის ამეხსნა, თუ რა საოცრად ნეიროპლასტიურია ტვინი. მაშ, რატომ გვიძნელდება ხოლმე რაიმეს შესწავლა? ზოგი ბავშვი რატომ ვერ ართმევს სწავლას თავს? რატომ სდევს თან სიბერეს გულმავიწყობა? და რატომ ვერ ვახერხებთ ტვინის დაზიანების სრულ რეაბილიტაციას? რა პროცესები უშლიან ან უწყობენ ხელს ტვინის ნეიროპლასტიურობას? სწორედ ესაა ჩემი კვლევის საგანი, უფრო კი, როგორაა ეს ყველაფერი დაკავშირებული ინსულტის შემდგომ ტვინის აღდგენის პროცესთან, ინსულტის, რომელმაც ცოტა ხნის წინ მესამიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა სიკვდილიანობის კუთხით ამერიკაში. ეს კარგი ამბავია, თუმცა სინამდვილეში ინსულტის მქონე ადამიანების რიცხვმა არ იკლო. უბრალოდ ჩვენ უკეთესად ვახერხებთ ინსულტის შემდგომ სიცოცხლის გახანგრძლივებას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ  ინსულტის შემდეგ ტვინის ფუნქციების აღდგენა ძალიან რთული აღმოჩნდა, გულწრფელად რომ გითხრათ ინსულტის შემდგომი სრული რეაბილიტაცია ბოლომდე მაინც არ გამოგვივიდა. არადა  ინსულტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხანგრძლივი ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ინსულტის ასაკიც უფრო და უფრო ახალგაზდრავდება. ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, ამ დაავადების დასამარცხებლად.

ერთი რამ ცხადია, ნეიროპლასტიური ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ბერკეტი თქვენი ქმედებაა. პრობლემა ისაა, რომ ახალი მოტორული უნარების ათვისებას ან ძველის გაუმჯობესებას დიდი პრაქტიკა, თქვენი აქტივობა  სჭირდება. საჭირო პრაქტიკის უზრვუნველყოფა კი იოლი არაა და თან საკმაოდ დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული.  ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კვლევის საგნად ამერჩია ტვინის გავარჯიშებისთვის და სწავლისთვის სათანადო სამკურნალო მეთოდის შემუშავება. კვლევებმა ცხადყო, რომ მკურნალობის ასეთი მეთოდის შემუშავების  მთავარი წინაღობაა ნეიროპლასტიურობისთვის საჭირო მოდელების სახესხვაობა. და ეს განსხვავებულობა მე, როგორც მკვლევარს ჭკუიდან მშლის. ძალიან ხელისშემშლელია მონაცემთა ტესტირების სტატისტიკის იდეის  გამოყენებაც. ამიტომაა, რომ სამედიცინო კვლევები ისეა შემუშავებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს განსხვავებულობები. ინსულტის შემდგომმა კვლევებმა ბევრი რამ გვასწავლა. პირველი გაკვეთილი ის იყო, რომ ტვინის ცვლილებების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ქცევა. ამიტომაც ნეიროპლასტიურობის ასამოქმედებლად რაიმე ტაბლეტი არარსებობს. ვერაფერი ვერ დაგეხმარებათ ისე, როგორც პრაქტიკა , რაც იმას ნიშნავს რომ კარგი მუშაობა მოგიწევთ შედეგის მისაღებად. უფრო მეტიც, ჩემმა კვლევებმა დაადგინა, რომ რაც უფრო რთული და დაძაბულია პრაქტიკა, უფრო უკეთესი შედეგები და სტრუქურული ცვლილებები ხდება ტვინში. პრობლემა ისაა, რომ ნეიროპლასტიურობას ორი მხარე აქვს. დადებითი ის არის, რომ ნეიროპლასტიურობა  კარგ შედეგს იძლევა  რაიმე ახლის სწავლების ან მოტორული უნარების გაუმჯობესების დროს. უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ  გავიწყდება ის, რასაც სწავლობ.  

ტვინი ძალიან პლასტიურია და ყველაფერი, რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ ახდენს მის სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ფორმირებას. მეორე გაკვეთილი, რაც მივიღეთ ამ კვლევების დროს, არის ის, რომ სწავლების გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ერთი მიდგომა ვერ იარსებებს. ამიტომ არარსებობს ერთი რეცეპტი კარგი სწავლისთვის. მაგალითად ბევრს ჰგონია, რომ ახალი მოტორული უნარის განვითარებისთვის მრავალსაათიანი მუშაობაა საჭირო. გარწმუნებთ, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ზოგს დიდი პრაქტიკა დასჭირდება. ზოგს კი ცოტა.  

ჩვენს პლასტიურ ტვინზე მუშაობა იმდენად უნიკალური შრომაა, რომ შეუძლებელია გამოინახოს ერთი მიდგომა, რომელიც ყველაზე თანაბრად იმუშავებს. ამის გაცნობიერების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ მკურნალობა ინდივიდუალური უნდა იყოს. ანუ ოპტიმალური შედეგის მისაღებად ყველა ადამიანს ინდივიდუალური შრომა სჭირდება. ეს იდეა კიბოს მკურნალობის პრაქტიკის შედეგად დაიბადა. გაირკვა, რომ გენეტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ქიმიოთერაპიის ასარჩევად. ჩემმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მიდგომის გამოყენება შეიძლება  ინსულტის შემდგომ აღდგენის პროცესის დროსაც. არსებობს ტვინის სტრუქტურის გარკვეული მახასიათებელი-ბიომარკერები. ისინი ძალიან სასარგებლონი არიან და გვეხმარებიან ინდივიდუალური მკურნალობისთვის თერაპიის შერჩევაში. ჩემი ლაბორატორიის შედეგებმა დაამტკიცა, რომ ბიომარკერების გარკვეულ კომბინაციას შეუძლია იწინასწარმეტყველოს ნეიროპლასტიური ცვლილებები და ინსულტის შემდგომი გაჯანსაღების მოდელები. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ კონცეფციის განხილვა უფრო ფართო მასშტაბებითაც შეიძლება. ტვინის ფუნქციების და სტრუქტურის უნიკალურობის გათვალისწინებით, ის, რაც შევიტყეთ ინსულტის შემდგომ  ნეიროპლასტიურობაზე, შეიძლება გამოვიყვენოთ ყველა შემთხვევის დროს. ყოველდღიურ ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ის ტვინზე მოქმედებს.

ჩემი აზრით ინდივიდუალური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ არამხოლოდ მკურნალობის დროს, არამედ სწავლების დროსაც. ტვინის უნიკალურობა მჟღავნდება, როცა ადამიანი ასწავლის ან სწავლობს. ეს იდეა დაგვეხმარა გაგვეგო, თუ რატომ ბრწყინავს ზოგი ბავშვი ტრადიციული მეთოდებით სწავლის დროს, ზოგი კი არა. რატომ სწავლობენ ერთნი იოლად ენებს, სხვები კი რატომ აღწევენ დიდ წარმატებას სპორტში. ალბათ დაგაფიქრებთ ასეთი მიდგომა და მიხვდებით სად უნდა ეძებოთ გამოსავალი.  როცა ამ ტექსტის კითხვას დაასრულებთ, თქვენი ტვინი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ ტექსტის წაკითხვამდე იყო. თუმცა ყველას ტვინი ერთნაირად არ შეიცვლება. ამ განსხვავებების და პირადი მოდელების გაგება დაგვეხმარება მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგს ნევროლოგიაში, დაგვეხმარება უფრო ეფექტურად დავაკავშიროთ ერთმანეთან კარგად შეთავსებადი მოსწავლე და მასწავლებელი , პაციენტები და მკურნაობის მეთოდები. და ეს მხოლოდ ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას არ ეხება . ეს გვეხება ყველას - მშობელს , მასწავლებელს, ხელმძღვანელს და მოსწავლეს. გაარკვიეთ რას და როგორ სწავლობთ ყველაზე ეფექტურად, გაიმეორეთ ის, რაც სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის და უკუაგდეთ მავნე ჩვევები და არაეფექტური ქცევები.

აპრაქტიკეთ რაც შეიძლება ბევრი. სწავლა ის  შრომაა, რომელიც ძალიან სჭირდება თქვენს ტვინს განვითარებისთვის. ასე რომ, ყველას თავისი ინდივიდუალური სტრატეგია აქვს განვითარებისთვის. ერთი ადამიანისთვისაც კი სხვადასხვა უნარების შესწავლის დროს ეს სტრატეგია სხვადასხვანაირია - მუსიკის სწავლა შეიძლება მარტივი აღმოჩნდეს, სნოუბორდზე სრიალი კი გაცილებით ძნელი. იმედი მაქვს ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ რამდენად უნიკალურია თქვენი ტვინი. გარესამყარო მუდმივად ახდენს თქვენს და თქვენი პლასტიური ტვინის  ფორმირებას. ერთი რამ კარგად გაიგეთ, თქვენი ტვინი იცვლება თქვენი ქმედების შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რას ეხებით, რას გრძნობთ. შესაბამისად, შედეგები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ამიტომ შექმენით თქვენი ტვინი ისეთი, როგორიც გსურთ და დაიწყეთ ეს დღესვე .      

მსგავსი სტატიები

სიმეტრია და ფიზიკა


ავტორი: იოანე შენგელია ჩვეულებრივ, როდესაც სტატიას წერენ ხოლმე რ...

სისტემები და აზროვნების კატეგორიები


ავტორი: იოანე შენგელია პირველ სურათზე ხედავთ წირს, რომელსაც აქვს...

კლასიკური და კვანტური მექანიკა


ავტორი: იოანე შენგელია სტატიის დაწერა ხელოვნებაა.. როგორი მეთოდი...

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ქალის ტვინის შესახებ


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს განვიხილავთ ...

რატომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო?


 მთარგმნელი: სალომე ჭიტაძე წყარო არსებობს თუ არა სხვა სამყ...

ძილის TOP 11 საშინელი აშლილობა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff