მანსურ ალ-ჰალაჯი

Admin
მაგმური სტატიები
0
0

მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება...

mansur

ავტორი: ინკოგნიტო

მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება, ფილოსოფოსი და პოეტი. ბევრჯერ იყო შევიწროვებული და ბრალდებული მკრეხელობაში ორთოდოქსი მუსლიმი ღვთისმეტყველების მიერ. აბსოლუტთან ერთობის ერთადერთ გზად მან გამოაცხადა ღმერთთან ექსტაზის ფორმით ზიარება და უარყო ყოველგვარი რიტუალიზმი. მის დასაპატიმრებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბაბი იყო, როცა მედიტაციის დროს მან დაიძახა: "მე ვარ ჭეშმარიტება!", რის გამოც ღვთის გმობის ბრალდებით ჩააგდეს საპყრობილეში, სადაც მან დაწერა თავისი ერთადერთი ტრაქტატი. შემდეგ კი იგი სიკვდილით დასაჯეს. ორთოდოქსულმა წრემ ვერ აიტანა, რომ ალ-ჰალაჯმა ღმერთის ეპითეტი მიითვისა... მაგრამ გადის საუკუნეები და გამოჩნდება ჯალალ-ედ-დინ რუმი, რომელიც ახსნის ამ სიტყვების მნიშვნელობას და იტყვის, რომ ალ-ჰალაჯის მიერ წარმოთქმული "მე ვარ ჭეშმარიტება!" არის არა ღვთის გმობა, არამედ მისი განდიდება. ასეთი ადამიანი ამ ფრაზით ამბობს, რომ ის თავად არ არსებობს, არამედ არსებობს მხოლოდ ღმერთი, აბსოლუტი, რომელიც საკუთარ არსს გამოთქვამს და გამოხატავს ყველა ქმნილების პირით. ეს გვაგონებს პავლეს მიერ ნათქვამს: "არა მე, არამედ ქრისტე ჩემში". ღვთაებრივისადმი სიყვარულით ადამიანი მასთან სრულ შერწყმას განიცდის. საყურადღებოა, რომ მანსურ ალ-ჰალაჯი მაგალითად მოიყვანს თვით იბლისს, ანუ ყურანისეულ სატანას, რომელსაც ფილოსოფოსი ღვთის მგმობად არ მიიჩნევს. ყურანის მიხევდით ის განიდევნა იმ მიზეზით, რომ თაყვანი არ სცა ადამიანს, როგორც უფრო გვიანდელ ქმნილებას და "თიხისაგან მოზელილს", ხოლო იბლისი ცეცხლის სულია, ღმერთის მიერ ადამიანზე უფრო ადრე შექმნილი. იბლისის დაცემის მითში ალ-ჰალაჯი ორთოდოქსულზე გაცილებით უფრო ღრმა განმარტებებს აკეთებს...

ტერმინი "ფანა", როგორც მისტიკოსის შერწყმა ღმერთთან, არის ბაღდადელი ღვთისმეტყველის, ჯუნაიდის მიერ შემოთავაზებული სიტყვა. ეს მოაზროვნე მეტ აქცენტს აკეთებს ფხიზელ სწავლებაზე, სრულ თვითკონტროლზე. ხოლო ფანა განიმარტება როგორც ქრობა, გაქრობა, არყოფნა, რაც კონცეპტუალურად ძალიან ჰგავს ბუდისტურ ნირვანას. ჩვენ კი ვიცით, რომ სუფიზმი მხოლოდ ისლამური ძირიდან არ საზრდოობდა იდეებით და ის უფრო ფართოდ უკავშირდება სხვა რელიგიებსაც...

სუფიზმი განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა დონის "მე"-ს და მასთან ბრძოლა არის სუფიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, როდესაც წინასწარმეტყველი მუჰამადი თავის მეომრებთან ერთად შინ დაბრუნდა, მან თანმხლებ პირებს უთხრა: "ჩვენ მცირე ომიდან დიდ ომში დავბრუნდით". ჰკითხეს: "რომელია დიდი ომი?" რაზეც მუჰამადმა უპასუხა: "ომი საკუთარ "მე"-სთან" (არაბულად "ნაფს").

სუფიზმში საკუთარ იდენტობასთან და "მე"-სთან დამოკიდებულება ექსტაზის მდგომარეობაში კარგად ჩანს აღმოსავლელ პოეტებთან, და როგორც რუმი შემდეგ სტრიქონებში წერს, იგივეს განიცდიდა საკუთარ თავში ჩაღრმავებული ყველა პოეტი, რადგან სუფიზმი პოეზიის გარეშე არ არსებობს, და პოეზიაც აღმოსავლეთში ეს ღრმად რელიგიური განცდაა:
"ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი..."

სუფიურ წრეებში ფილოსოფოსებმა აბსოლუტს მიაკუთვნეს სიმბოლო "სატრფო", ხოლო მასთან სრული შეერთების პირობად გამოაცხადეს სიყვარული, რომელიც არის უპირობო და მოიაზრებს მიჯნურის მიერ აღსრულებულ სრულ თვითუარყოფას. ამაზე ძალიან კარგად წერს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმი თეოლოგი იბნ არაბი:
"როდესაც კაცს უყვარს (სატრფო), მას უყვარს საკუთარი თავი, ამიტომ დაე სატრფო იყოს მისთვის ის ფორმა და ხატება, რომელშიც ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ადამიანი. ეს არის ღმერთის ფორმა, რომელიც წარმოდგენილია როგორც მისი გამოვლინება და სარკისებური ანარეკლი. ხოლო თვალს ეს წარმოუდგება როგორც საკუთარი თავი. და თუ იგი ვნებით შეიყვარებს ქალს და მისკენ ისწრაფვის მთელი სულით, რადგან მასში საკუთარ თავს ხედავს, ეს ნიშნავს რომ მან სატრფოში საკუთარი ხატება და ფორმა დაინახა... ამგვარად ის იხილავს სწორედ ღმერთს, სხვას არაფერს, - მაგრამ იხილავს მას სასიყვარულო ვნებით შეერთებისგან. მაშინ ჭეშმარიტი სიყვარულის წყალობით ის პოულობს ქალში საკუთარ დაღუპვას (აქ იგულისხმება ზემოთ ხსენებული ტერმინი "ფანა"), და მეობით ემთხვევა მას, როგორც ერთმანეთს შეესაბამება ორი მსგავსება. ამის გამო ნახულობს იგი სატრფოში დაღუპვას, ყოველი მისი ნაწილი სატრფოშია, მასში არაფერია სასიყვარულო მუხტის გარეშე, მთლიანად მიბმულია მასთან. ამის გამო იღუპება იგი საკუთარ მსგავსებაში (ეს კი არ მოხდება, თუ თავის მსგავსებას არ შეიყვარებს), იმდენად ყოვლის მომცველია სიყვარულის ობიექტთან ერთობა, რომ მას შეუძლია თქვას:
"მე ვარ ის, ვინც ვნებით იწვის, და ჩემს მიერ შეყვარებული - ეს მე ვარ.
სხვები იტყოდნენ ამაზე: "მე ვარ ჭეშმარიტება"... (აქ იბნ არაბი მიანიშნებს სწორედ ალ-ჰალაჯის მიერ წარმოთქმულ ფრაზაზე)

სიყვარულის, "მე"-ს და აბსოლუტთან ერთობის ასეთი განმარტებები იყო ის, რამაც ჩამოაყალიბა სუფიური ფილოსოფიის ბირთვი, რამაც გამოიწვია სუფიზმის მიმდევართა ქცევის თავისებურება და რის გამოც მათ მიიღეს საკმაოდ დიდი დევნაც ორთოდოქსი მუსლიმებისგან, რომლებმაც ეს ვერ გაიგეს და ბევრი იმსხვერპლეს მანსურ ალ-ჰალაჯივით, რომლის სიკვდილით დასჯის სცენაც ნახატზეა გამოსახული...

მსგავსი სტატიები

რატომ გავურბივართ სიცოცხლეს


ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სად...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

მენლი პალმერ ჰოლი ჭადრაკის ეზოთერული საფუძვლების შესახებ


მენლი პალმერ ჰოლი (ფილოსოფოსი, ტაროლოგი, მასონი) ჭადრაკის ეზოტერული...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები...

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff