We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)

Admin
მაგმური სტატიები
0
0

ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები ვართ..." "ჩვენ გვძინავს..." -...

macro focus

ავტორი: მამუკა გურული

"ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები ვართ..." "ჩვენ გვძინავს..." - ეს ფრაზები ხშირად გსმენიათ ალბათ. გურჯიევი, კრიშნამურტი, ოშო, მრავალი მისტიკოსი, გურუ და ფსიქოლოგი ამბობს ამას, და ჩვენც, როგორც წესი ვეთანხმებით ხოლმე (მექანიკურად), მაგრამ ჩვენს თავზე ნაკლებად ვიღებთ ამას და "მასას" მივაწერთ. 

ვეცდები უფრო დეტალურად ავხსნა, თუ რას ნიშნავს ეს ფრაზები და გვეხება თუ არა პირადად ჩვენ. დავიწყოთ ეზოთერული აღწერით. ყველაზე გასაგებ და მარტივ სქემას მექანიკური კანონების შესახებ გურჯიევის სისტემა გვაძლევს. მოვიყვან მონაკვეთს პიოტრ უსპენსკის წიგნიდან "მეოთხე გზა". (იხ. სქემა)

absolut

"აბსოლუტი - ესაა სამყარო 1, რადგანაც ეს სამი ძალა მასში ერთს შეადგენენ. თავისი საკუთარი ნებით და ცნობიერებით აბსოლუტი სამყაროებს წარმოშობს. იქ ყველაფერი განზრახულია, და ყოველი ძალა თავის ადგილს იკავებს. ჩვენთვის ეს შეუცნობელია. შემდეგ სამყაროში - სამყარო 3-ში, არსებობს იგივე სამი ძალა, ოღონდ უკვე დაყოფილი სახით. ეს ძალები კვლავ წარმოქმნიან სამყაროებს, რომელთაგანაც ჩვენ ერთს ვიღებთ, მაგრამ ეს სამყარო 6 განსხვავდება სამყარო 3-ისგან, რომელიც აბსოლუტთან კონტაქტში იმყოფება, რადგანაც იგი უკვე მექანიკურია. სამყარო 6-ს გააჩნია სამი ძალა წინა სამყაროსგან, და სამიც თავისი საკუთარი. შემდეგ სამყაროს - სამყარო 12-ს - გააჩნია სამი ძალა მეორე თანრიგიდან, ექვსი ძალა მესამე თანრიგიდან და სამიც საკუთარი. შემდეგ სამყაროს - სამყარო 24-ს - ოცდაოთხი ძალა გააჩნია, მის შემდეგს - ორმოცდარვა, ხოლო უკანასკნელს - ოთხმოცდათექვსმეტი ძალა.

სამყარო 1 - აბსოლუტი 1
სამყარო 3 - ყველა სამყარო 3
სამყარო 6 - ყველა მზე 6 (3+3)
სამყარო 12 - მზე 12 (3+6+3)
სამყარო 24 - ყველა პლანეტა 24 (3+6+12+3)
სამყარო 48 - დედამიწა 48 (3+6+12+24+3)
სამყარო 96 - მთვარე 96 (3+6+12+24+48+3)

ეს რიცხვები აღნიშნავენ იმ კანონების რაოდენობას, რომლებიც ყოველ სამყაროს მართავენ. რაც უფრო მეტია კანონების რიცხვი, მით უფრო ძნელია რაიმეს შეცვლა. მაგალითად, ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობს, რომელიც ორმოცდარვა კანონის ქვეშ იმყოფება. ეს ორმოცდარვა კანონი ჩვენთვის ძალიან რთულს ხდის რაიმე ცვლილების შესაძლებლობას, რადგანაც ყოველი წვრილმანი ამ კანონებით იმართება" (პ. უსპენსკი).

მოკლედ, გურჯიევის სისტემა გვეუბნება, რომ დედამიწა თითქმის ყველაზე ცუდი ადგილია იმის გამო, რომ მასზე ბევრი მექანიკური კანონი მოქმედებს. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, კონკრეტულად რამდენი კანონი მოქმედებს თითოეულ დონეში. პრინციპი ერთია, რომ ქმნილების ჩვენს სხივში - აბსოლუტიდან მთვარემდე - მექანიკური კანონების რაოდენობა თანდათან იზრდება.

გაიხსენეთ მატერიალური ბუნების "სამი გუნა" - ვედებში: სატვა, რაჯასი და ტამასი. ესეც სწორედ ის სამის კანონია, რასაც გურჯიევი აღწერდა. ასევე ვედებშია აღწერილი ისიც, რომ დედამიწა უფრო ახლოს ე.წ. "ჯოჯოხეთურ" პლანეტებთანაა, ვიდრე "სამოთხისეულთან" (უფრო დაწვრილებით იხ. სტატიაში - "ვედური კოსმოგრაფია".

შტაინერი აღწერს ადამიანს, როგორც "სიზმარმხილველ არსებას", რომელსაც შეუძლია გაიღვიძოს. მის მსოფლმხედველობაში მცენარეები არიან ძილის მდგომარეობაში (სიზმრების გარეშე), ცხოველთა არსებობა უკვე სიზმრებიან ძილს ჰგავს, და სწორედ ადამიანია ის, ვისაც პოტენციალში შეუძლია გაიღვიძოს, მაგრამ ამ ეტაპზე იგი ნახევრად-მძინარე არსებად წარმოგვიდგება. 

აღარაფერს ვამბობ ბუდას და მთელი აღმოსავლური ფილოსოფიის ქადაგების მთავარ არსზე, რომ ადამიანს ძინავს, და მან უნდა გაიღვიძოს. 

თუ ვექტორული სისტემის თვალსაზრისით შევხედავთ, ცნობიერების უფრო მეტი პოტენციალი ზედა ვექტორებშია, ხოლო უფრო ნაკლები  - ქვედებში, მაგრამ რეალობაში განვითარებული ქვედა ვექტორიანი ადამიანი შეიძლება განუვითარებელ ზედა ვექტორიანზე გაცნობიერებული იყოს. თუმცა ვექტორული სისტემა, განსხვავებით გურჯიევის სისტემისგან, კაცობრიობას ერთ მთლიანობაში გვაჩვენებს და ასევე გვაჩვენებს იმასაც, რომ ცნობიერების ღერძზე, კაცობრიობა, თუმც კი ძალიან ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის, და ცნობიერების ყველაზე დაბალი დონის მქონე კუნთის ვექტორიანებიც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთო ევოლუციაში, და მათ გარეშე "ცნობიერ" ადამიანებს თავზე ჭერი და საკვები არ ექნებოდათ. ყოველთვის იქნებიან ძალიან მექანიკური ადამიანები, ისევე როგორც ყოველთვის იქნება ცხოველური, მცენარეული და მინერალური დონე, მაგრამ მთლიანობაში კაცობრიობა ევოლუციას განიცდის, თუნდაც თავის მექანიკურ კანონებში. 

რას ვიღებთ ამ ყველაფრიდან?

1. ადამიანის ევოლუცია გადის მექანიკურობა - ცნობიერების ღერძზე. 

2. ადამიანში ადგილი ვერ ექნება უკიდურეს მექანიკურობას ან უკიდურეს გაცნობიერებულობას. ეს ცნებები ფარდობითია და არსებობენ მეტ-ნაკლებად მექანიკური და ცნობიერი ადამიანები. 

განვაგრძოთ... ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი სტატია ეგრეგორების შესახებ, ალბათ გახსოვთ, რომ მასში კლასიფიკაციის ერთ-ერთ კრიტერიუმად ეგრეგორების სისტემურობა და პარაზიტულობა დავასახელე. ცნობიერება-მექანიკურობის კუთხით, პარაზიტული ეგრეგორები სწორედ ის ეგრეგორები არიან, რომლებშიც მეტია არაბუნებრივი მექანიკურობის წილი, ხოლო სისტემური ეგრეგორები მხოლოდ დედამიწის მექანიკურ კანონებს ექვემდებარებიან და ხელოვნურად არ ცდილობენ შექმნან დამატებითი მექანიკურობა. ვადიმ ზელანდმა ძალიან ზუსტი შესატყვისი მოუძებნა "ეგრეგორებს". მან გამოიყენა სიტყვა - "ქანქარები". ეს სიტყვა კარგად აღნიშნავს როგორც სისტემების, ასევე ადამიანების "მექანიზმურ" ბუნებას. 

assasins.creed

საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია ვიდეო-თამაში. წარმოიდგინეთ პროცესი, როდესაც თამაშობთ, მაგალითად - Assassin's Creed-ს. ამ დროს, იმ მექანიკური კანონებს, რომლებიც თქვენზე ისედაც მოქმედებენ (სუნთქვა, საჭმლის მონელება, სისხლის მიმოქცევა, არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები და ა.შ.) ემატება ის კანონები, რომლებიც მოცემულ თამაშშია ჩადებული. ანუ ხვდებით უფრო მექანიკურ ვირტუალურ რეალობაში და უფრო მეტად "გავიწყდებათ თავი". ამ დროს ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც კი ვეღარ აცნობიერებთ და შეიძლება მოსაშარდადაც კი არ ადგეთ, თუ უკიდურესად არ გაგიჭირდათ და "ბუნებრივმა მოთხოვნილებამ" არ გაიმარჯვა. 

გამოდის, რომ უფრო ვირტუალურ და უფრო მექანიკურ რეალობაში დიდხანს ყოფნა ცუდად აისახება ჩვენს შედარებით ბუნებრივ მექანიზმებზე, და რაც ყველაზე უარესია, გვიჩნდება დამოკიდებულობა, მიჯაჭვულობა იმ ვირტუალურ სივრცეებზე, ეგრეგორებზე (ქანქარებზე) და ა.შ., რომლებიც ცდილობენ უფრო მეტად "ჩაგვითრიონ".

ძალიან პირობითად თუ შევადარებთ, Assassin's Creed-ის თამაშის დროს, თქვენი "მე" ხდება თქვენი მოთამაშე პერსონაჟი? და ვინ ხართ ამ პერსონაჟთან მიმართებაში თავად თქვენ? არც მეტი, არც ნაკლები - "უმაღლესი მე". სწორედ ასევე, მთელი აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით, თქვენ ახლა ილუზიაში ("მაიაში") - იგივე მატრიცაში ხართ, და თავი არ გახსოვთ, ან მეორენაირად, - სიზმარში ხართ. ხოლო თქვენს უმაღლეს მეს წარმოადგენს "ის", ვინც თამაშში ისე ჩაერთო, რომ "თავი დაივიწყა". ანუ ვღებულობთ ძალიან რთულ და უსასრულო სისტემას - მატრიცა მატრიცის შიგნით, ანუ სიზმარი სიზმრის შიგნით. 

რადგან ვიდეო-თამაშები ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ ბევრი ადამიანი რეალობისგან გაქცევას უფრო ვირტუალურ ან მექანიკურ რეალობაში გაქცევით ცდილობს. და ეს არ ეხება მხოლოდ ვიდეო-თამაშებს. თუ თქვენ ცდილობთ, რომ ცხოვრება საინტერესო გაიხადოთ რაღაც ხელოვნური "დრამებით", ესეც გაქცევაა. თუ ცდილობთ, რომ სხვების ცხოვრებით იცხოვოთ, უყუროთ ბანალურ სერიალებს, და ამით "გაიფერადოთ ცხოვრება" - ესეც გაქცევაა. რა თქმა უნდა, ხელოვნებას, და მათ შორის კინოს, თავისი როლი აქვს, და მან შეიძლება როგორც დააძინოს, ასევე გამოაღვიძოს ადამიანი, მაგრამ ხელოვნების, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენის უმეტეს ნაწილს ადამიანი მექანიკურობისკენ უფრო მიყავს, ვიდრე ცნობიერებისკენ. ფაქტი ერთია - ძალიან ცოტას სურს "გამოღვიძება", იმიტომ რომ ეს ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. ინერცია და მექანიკურობა ადვილია, ხოლო არამექანიკური აზროვნება და ქმედებები - რთული. 

ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ "იოლად" განვითარდებას ცდილობდეს. იგი ყოველთვის იოლ გამოსავალს ეძებს, ამიტომ ე.წ. "სულიერებაც" სუროგატებითაა სავსე. თქვენ გინდათ, რომ ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი დაგადოთ თავზე და უცებ "გასხივოსნდეთ", ან რაიმე ამულეტი დაგიმზადონ და ამით მიაღწიოთ წარმატებას. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ პირჯვარს გადაიწერთ ან სანთლებს დაანთებთ, ამით "ღმერთის გულს მოიგებთ". თქვენ ფიქრობთ, რომ თუ "ოქროს ბაყაყს" ოთახის ჩრდილოეთ, ან აღმოსავლეთ მხარეს დადებთ, ამით წარმატებას მოიზიდავთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაქცევაა და საშუალებას გაძლევთ, რომ მინიმუმ თავი დაიმშვიდოთ, ან მაქსიმუმ - ლამაზი სიზმრები ნახოთ. რეალურად კი იმისთვის, რომ ცნობიერება განივითაროს, ადამიანმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს, და ყველაზე საჭირო საფასური - ესაა საკუთარი ძალისხმევები. როგორც გურჯიევი ამბობდა, ცხვარიც შეიძლება გახადო ცნობიერი, მაგრამ ეს იქნება ცნობიერი ცხვარი, რომელსაც უბრალოდ შეჭამენ. ვერავინ ვერ მოგცემთ, ან ვერ გაჩუქებთ ცნობიერებას, სხვამ შეიძლება მხოლოდ მიმართულება ან რჩევები მოგცეთ, მექანიკურობიდან გაცნობიერებულობისკენ ნაბიჯები კი - თავად უნდა გადადგათ. ვერცერთი პატარა იდეაც კი ვერ გახდება თქვენი, თუ მისთვის რაიმე საფასური არ გადაიხადეთ აზროვნების სახით. ვერც ცოდნა გახდება თქვენი, თუ მინიმუმ საჭირო წიგნში ფული მაინც არ გადაიხადეთ. 

გურჯიევი ამბობს, და მეც სრულიად ვეთანხმები (საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე), რომ პირველი მთავარი ილუზია და ტყუილი, რომელიც ადამიანმა უნდა გადალახოს - ესაა ილუზია იმისა, რომ თავად ცნობიერია. ახლაც, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობთ, ძალიან დიდი ალბათობით, რეალური გაცნობიერებულობა ძალიან ცოტაა თქვენში, და მექანიკურად აკეთებთ ამას. და მინდა გითხრათ, რომ არც მე ვარ "გამოღვიძებული" და "ბუდა". უბრალოდ, მე კარგად ვაცნობიერებ ჩემს "მძინარე მდგომარეობას", და ვიცი, რა მიმართულებით და როგორ უნდა წარიმართოს მცდელობები "გამოღვიძებისკენ", როგორც მინიმუმ გარკვეულ დონემდე...

აქამდე ვეცადე აღმეწერა, თუ სად ვართ. ახლა ვეცდები აღვწერო - თუ საით შეგვიძლია წავიდეთ, და რა მეთოდებით:

პირველ რიგში შევთანხმდით, რომ ჩვენზე უამრავი კანონი მოქმედებს, და მათგან ნაწილი მეტად მექანიკურია, ნაწილი კი - ნაკლებად. არის მექანიკური კანონები, რომელთა გავლენასაც შეგვიძლია თავი დავაღწიოთ, და არის კანონები, რომლებსაც ვერ გავექცევით (ამ ცხოვრებაში), და არც უნდა გავექცეთ, რადგანაც ისინი გვაძლევენ სიცოცხლეს, ძალას და ენერგიას. მაგალითად, სუნთქვა, ძილი, საჭმლის მონელება - ის მექანიზმებია, რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებთ. და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა  - ეს კარგი დასაწყისია ბუნებრივობასთან მისაახლოვებლად. 

ასევე შემდეგი ეტაპია, რომ ბუნებრის იმ მთავარი ძალების ჯანსაღი გამტარები ვიყოთ, რომლებსაც ჯიოტიში (ვედური ასტროლოგია) გრაჰებს უწოდებს, და შვიდი ძირითადი პლანეტა, ამ ძალების ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგივე გურჯიევი ამბობს (იხ. სტატია), რომ სანამ ადამიანი არ გაიღვიძებს, იგი რეალურად მთვარის გავლენის და დედამიწის ხელოვნური მექანიკური კანონების (იგივე "ქანქარები") ქვეშაა, და იგი ნაკლებადაა იმ პლანეტების გამტარი, რომლებსაც ასტროლოგია აღწერს.  იმისთვის, რომ პლანეტების რეალურ გავლენებს დაექვემდებაროს, ადამიანი ჯერ უნდა განვითარდეს შესაბამის დონემდე. 

ასევე უნდა მოვახდინოთ საკუთარ თავში იმ ბუნებრივი არაცნობიერი სურვილების დანახვა, დიფერენცირება, გაცნობიერება და "ავსება", რომელთა ავსების გარეშეც მოქმედების ძალა და ენერგია არ გვექნება. ამ ფუნქციური მიმართულებების განვითარებიუს და რეალიზების გარეშე ადამიანი ვერ დადგება იმ მოცემულობაზე, ანუ იმ მექანიკურ კანონებზე მაღლა, რომელიც მისი ფსიქიკის მთავარ მექანიზმებს შეადგენენ. სურვილის ამ არაცნობიერ მიმართულებებს საუკეთესოდ აღწერს ვექტორული ფსიქოლოგია. და ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიით, საჭიროა მოვახდინოთ საკუთარი თავის ფსიქოანალიზი და ფსიქოსინთეზი.

რეალურად ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა ხდება ჩვენზე მაღალი თანრიგის სისტემებში, ან უბრალოდ სიტყვაზე ვენდოთ (ან არ ვენდოთ) სხვებს. მაგალითად, ვენდოთ ან არ ვენდოთ, სხვადასხვა ოსტატებს და გურუებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ რეალური გამოღვიძება ადამიანის უნარებს და ძალებსაც მნიშვნელოვნად ანვითარებს... ამიტომ აუცილებელია, დავიწყოთ იმ მოცემულობით, რაც "აქ და ახლა" გაგვაჩნია და გავაკეთოთ ის, რაც "აქ და ახლა" შეგვიძლია. ანუ "ვიაზროვნოთ საკუთარი თავით და ვიდგეთ საკუთარ ფეხებზე". 

მუსიკა განწყობისთვის:

მსგავსი სტატიები

ცნობიერების ევოლუციის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში მინდა მოკლედ და არსობრივად შევ...

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

რატომ გავურბივართ სიცოცხლეს


ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სად...

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff