სამყაროს მთავარი დუალობის შესახებ...

Admin
მაგმური სტატიები
0
0

გამტარი: მამუკა გურული ? რაღაც შინაგანი ხედვა მინდა გაგიზიაროთ... ? სიტყვებად მიჭირს დალაგება...

OshoZen 13Transformation

გამტარი: მამუკა გურული

რაღაც შინაგანი ხედვა მინდა გაგიზიაროთ...

სიტყვებად მიჭირს დალაგება, უფრო აბსტრაქტულად დავინახე, მაგრამ ვეცდები მაინც.

ყველაფერი რომ ფრაქტალურია ეს არახალია ალბათ თქვენთვის, ასევე ყველაფერი რომ დუალურია (მატერიაში). ჰოდა ეს ფრაქტალურობა და დუალურობა ერთად რომ აღვიქვათ, მივიღებთ ასეთ სურათს:

ყოველ ფორმას ამ სამყაროში ჰყავს თავისი შემოქმედი. რაც უფრო ნატიფია არსი, მით უფრო დიდია მისი შემოქმედების ძალა და უნარი. და რაც უფრო ნატიფია არსი, მით უფრო მეტად სურს მას, რომ შექმნას ცოცხალი ფორმა, ანუ ის ფორმა, რომელიც თავის მხრივ კვლავ შემოქმედი გახდება.

ნატიფში აქ ვგულისხმობ უფრო ახლოს მყოფს ე.წ. "არარასთან", "სიცარიელესთან". რეალურად ნამდვილი "არარა" იმდენად შორსაა ჩვენგან და იმდენად მიუწვდომელია, რომ მისი წვდომა პრაქტიკულადაც და გონებრივადაც შეუძლებელია. მაგრამ ნებისმიერი არსებულთან შედარებით ნატიფი ფორმა თავდაპირველად "არარად" აღიქმება, რადგან ფორმა ვერასოდეს დაინახავს თავის შემოქმედს. ფორმას შეუძლია მხოლოდ გაატაროს თავისი შემოქმედი, გახდეს მისი ნების გამოვლინება ორი სახით: თავისი მოჩვენებითი "ნებით", ან შემოქმედის ნების გატარებით.

იმისთვის, რომ გავყვეთ პროცესს უკან, ნატიფისკენ, ჯერ დავინახოთ, თუ რა ხდება ჩვენს შემდეგ:

ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია, და იგი ცდილობს, რომ გაატაროს უფრო ნატიფი შემოქმედის ნება. რაც უფრო მეტად ქრება მისი პირადი "მე", მით უფრო ლამაზ და ჰარმონიულ ფორმებს ქმნის იგი. მაგრამ აქ გვაქვს ერთი პარადოქსი. შემოქმედთა გარკვეულ ნაწილს არ სურს, რომ ფორმები (ამ შემთხვევაში ადამიანები) მათი ნების ბრმად და გაუცნობიერებლად გამტარები იყვნენ, რადგან თავიანთ თავშივე შეიცნეს იმპულსი უფრო ნატიფი შემოქმედისგან, რომ უმაღლესი კანონი ყველას თავისუფლებით (საკუთარი ნებით) აჯილდოვებს. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ადამიანთა ფორმები "მე თვითონ"-ის პრინციპით "აღზარდონ".

ასეთ შემოქმედ არსებებს (სულები დავარქვათ, მაგრამ ისინიც ფორმები არიან უფრო ნატიფ დონეზე) შეუძლიათ თავიანთ ფორმებს (ანუ ჩვენ, ადამიანებს) მათთვის სასურველი იდეალური და დასრულებული სახე მისცენ, და დატკბნენ თავიანთი ნახელავით, რადგან ერთ-ერთი მთავარი იმპულსი უმაღლესი შემოქმედისგან უმაღლესი სილამაზის და ჰარმონიის მიღწევაა თავის ქმნილებებში. მაგრამ მეორე იმპულსია - თავისუფლება, და სწორედ ეს აძლევს ამ ფორმებს ნამდვილ სიცოცხლეს. სხვა შემთხვევაში ისინი ულამაზესი, მაგრამ მკვდარი ფორმები იქნებოდნენ.

არსებობს შემოქმედთა მეორე ტიპი, რომლებიც ცდილობენ ხისტად მართონ თავიანთი ფორმები და ყოველგვარ თავისუფლებას უზღუდავენ მათ. ადამიანთა გარკვეული კატეგორია ასეთი ფორმების გამტარია. მათ აქვთ ძალიან ხისტი და ზუსტი დამოკიდებულებები სილამაზეზე, ჭეშმარიტებაზე, თავად შემოქმედებითობაზეც, მაგრამ არ აძლევენ თავიანთ ფორმებს მთავარს - თავისუფლებას. და მათ ამისთვის თავიანთი არგუმენტები აქვთ, მაგალითად ის, რომ თუ თავისუფლებას მისცემ, ადამიანი უამრავ მახინჯ, დესტრუქციულ და მკვდარ ფორმას წარმოშობს, ამიტომ მისთვის თავისუფლების მიცემა რბილად რომ ვთქვათ სახიფათოა.

დამოკიდებულებებიც მსგავსი აქვთ ასეთ "სულებს" და მათ გამტარ ადამიანებსაც: ყველაფერს, რასაც ხედავან თავიანთი ხედვის ჯავშანში აქცევენ და სხვა გასაქანს არ აძლევენ. ანუ თავიანთ წარმოდგენებში კეტავენ ფორმებს. ამით ერთგვარი წესრიგის დამცველები ხდებიან და ხელს უშლიან ქაოსს.

პირველი ტიპის ძალები ძალზე რბილები არიან, და ერთი შეხედვით სუსტებად გამოიყურებიან, აკლიათ ის "სიმტკიცე", რაც მეორე სახის ძალებს. ისინი არ არიან მიჯაჭვული თავიანთ შექმნილ ფორმებზე, შეუძლიათ ქვიშაზე ულამაზესი ნახატი დახატონ, და დაელოდონ, როგორ წაშლის ტალღის ნაკადი ამ ნახატს. მეორე ტიპის ძალები კი ჩაჭიდებულნი არიან თავიანთ შექმნილ ქმნილებებს და არც თავისუფლებას აძლევენ მათ, და მეორე მხრივ თვითონაც მიჯაჭვულნი არიან მათზე.

აქ ვაწყდებით უდიდეს დუალობას, დაპირისპირებას ამ ორი ტიპის ძალას შორის, და რეალურად ძალიან ძნელია გონებით გავიგოთ, რომელია "კარგი" და რომელი - "ცუდი". რომ არ არსებობდნენ პირველები - არ იქნებოდა "სიცოცხლე". რომ არ არსებობდნენ მეორენი - იქნებოდა სიცოცხლე, მაგრამ არ იქნებოდა ფორმის და მატერიის სტაბილური სამყარო.

აქ მივდივართ არსობრივ დუალობამდე: უფორმობასა და ფორმას შორის, ანუ იგივე "არარასა" და ფორმას შორის. და ეს დუალობა ფარდობითია, ანუ ყოველი ფორმის უკან დგას უფრო ნატიფი და უფორმო (პირველი ფორმისთვის), მაგრამ მის უკან კიდევ დგას კიდევ უფრო ნატიფი და უფორმო, და ასე ან უსასრულობამდე, ან რაღაც გაურკვეველ "წერტილამდე".

ამ ორ ძალას შორის მუდმივად მიმდინარეობს ერთი მხრივ ბრძოლა, და მეორე მხრივ არსებობს მუდმივი ბალანსი. რადგან თუ პირველი გაიმარჯვებს, მატერია გაქრება და შეერწყმება რაღაც უფრო ნატიფს, ხოლო თუ მეორე გაიმარჯვებს, მატერია გაქვავდება და სიცოცხლეს დაკარგავს.

სხვადასხვა რელიგიასა თუ მითოლოგიაში ეს ორი ძალა სხვადასხვა სახელით და ფორმითაა წარმოდგენილი. მე უბრალოდ ვეცადე არსი ამეხსნა...

რა არის ამ ძალების გამოვლინება ადამიანის შემდეგ რგოლებში? სხეულებრივ დონეზე ადამიანი აჩენს ბავშვს, და ფიქრობს, რომ ეს მისი შვილია. მენტალურ დონეზე ადამიანს მოსდის აზრები, და ასევე ფიქრობს, რომ ეს მისი აზრებია (გენიალური ან სულელური). ემოციურ დონეზე ადამიანი წარმოშობს სხვადასხვა ემოციებს, მათ შორის ხელოვნების (მუსიკის, ცეკვის, სიმღერის, მხატვრობის და ა.შ.) სახით გამოტანილს. საბოლოო ჯამში ადამიანი ისწრაფვის მხოლოდ ერთისკენ: დაემსგავსოს თავის ყველაზე ნატიფ შემოქმედს, იმას, რომელიც ყველაზე იდეალურ ფორმებს ქმნის, მაგრამ იდეალურობისთვის მას სჭირდება, რომ წარმოშვას (გაატაროს) ერთდროულად იდეალური აზრებიც, იდეალური ემოციებიც, და იდეალური ბავშვებიც (იდეალური სექსით). როგორც "ზაზუნას დღეშია" - უნდა იცხოვროს მისთვის საუკეთესო (იდეალური) ვარიანტით, რომ განიცადოს განღმრთობა.

აქ კიდევ შეიძლება განვრცობა, მაგრად მოკლედ მოვჭრი, და წავალ დასკვნისკენ, რომელიც გამოვიტანე: ადამიანს მიეცა ფორმა იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყენოს იგი და შემოქმედი იყოს თავისი ცხოვრებით, ამავე დროს მას სჭირდება, რომ ბალანსი დაიცვა ზემოთნახსენებ ორ ძალას შორის (რომელთაგანაც ორივეს ატარებს, სხვადასხვა პროპორციებით). ეს ბალანსი ძალიან რთული დასაცავია. აქ შეიძება გაჩნდეს ცნება - სიყვარული, და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ეს მხოლოდ გონებრივი ახსნაა და არაფერს იძლევა. მხოლოდ ბალანსში შეიძლება დაიბადოს სიყვარული, სიყვარულს ვერ შექმნი ხელოვნურად, რომ ამით ბალანსი გამოიწვიო. ბალანსს ქმნის იდეალური (ყოველი ჩვენგანისთვის საუკეთესო ვარიანტისკენ) მისწრაფება ძალისხმევებით, ქმედებებით (სხეულებრივ, ემოციურ და მენტალურ დონეზე). ბალანსი იქმნება მხოლოდ მოსინჯვა-შეცდომების გზით, და ეს მატერიალური რეალობა, რომელშიც ვართ, სწორედ ის ველია, სადაც იდეალურობს ვსწავლობთ. რაღაც უფრო ნატიფმა ჩვენში უკვე ჩადო პროგრამა და ნახატი, მაგრამ ამავე დროს მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენვე განვახორციელოთ ეს ნახატი (ან თუგინდ მუსიკა დაარქვით), და რამდენადაც ვახორციელებთ ამ "პროგრამას" იმდენად ვართ ბედნიერები, და რამდენადაც არ ვახორციელებთ, იმდენად ვიტანჯებით.

აქ ისევ მივდივართ მარადიულ კითხვამდე: მაშინ სადღაა ნების თავისუფლება, თუკი იძულებული ვარ რაღაც ვაკეთო იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, ტვინის ქიმია კარგად მუშაობდეს და ა.შ.?

მაგრამ მეორე მხრივ ჩნდება კითხვა: ჩვენ რამდენად ვქმნით იდეალურ ფორმებს და რამდენად ვაძლევთ მათ თავისუფლებას? ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი აზრი, ჩვენს მიერ გატყორცნილი, უკვე ფორმაა, რამდენად ჰარმონიულია იგი? რამდენად ცოცხალია? რამდენად იდეალურია? და მაშინ რატომ გვიკვირს, რომ ვიღაცამ არაიდეალურ და არათავისუფალ ფორმად გამოგვტყორცნა უფრო ნატიფი სამყაროდან? მაგრამ ჩვენ ის არჩევანი მაინც გვებოძა, რომ გავყვეთ ან არ გავყვეთ ჩვენში დაწერილ პროგრამას, ჩვენ კი როგორც წესი ჩვენს მიერ შექმნილ ფორმებს არ ვაძლევთ ამ თავისუფლებას.

აქვე იკვეთება პოლიფონიის საჭიროებაც, ანუ ადამიანებმა არა მხოლოდ თავიანთთვის იდეალური ფორმები უნდა წარმოშვან, არამედ ერთმანეთთანაც უნდა მოვიდნენ ჰარმონიაში და მოკლედ რომ ვთქვათ საერთო სიმფონიაში ყველამ თავისი მუსიკა იდეალურად უნდა შეასრულოს (გაიხსენეთ "სილმარილიონის" დასაწყისი). და სავარაუდოდ სწორედ ამ სიმფონიაში და სინქრონიზაციაში ცოცხლდებიან ჩვენს მიერ შექმნილი ფორმები, და ერთიანდებიან რაღაც საერთო არსში, რომელიც შემდეგ კიდევ წარმოშობს თავის მხრივ ცოცხალ ფორმებს.

ცუდ შემთხვევაში კი ჩვენ მხოლოდ იმით "ვბაძავთ" შემოქმედს, რომ ვქმნით მანქანებს (რობოტებს) ვწერთ მათში ჩვენთვის სასურველ პროგრამებს, და თავისუფლებასაც კი არ ვაძლევთ მათ, არამედ მხოლოდ საკუთარი სარგებელისთვის და მომსახურეობისთვის ვიყენებთ. ან გამოგვყავს ჰიბრიდული მცენარეები, რომლებიც თესლს აღარ იძლევიან, ან ვზრდით ბავშვებს ან მოსწავლეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად აზროვნება არ შეუძლიათ და მხოლოდ ჩვენი გამტარები არიან... და შესაბამისად, ჩვენი არაჰარმონიული ქმედებებით ვიზიდავთ და ვატარებთ ჩვენში იმ ნატიფ ძალებს, რომლებსაც იგივე განზრახვები და მოტივები აქვთ.

ჰოდა აქედან წარმოიშვება ვირუსები, პარაზიტები, და ნებისმიერი სახის დესტრუქციული ფორმები, რომლებიც წრებრუნვაში მაინც თავის ფუნქციას ასრულებენ, და უმაღლესი გადმოსახედიდან მაინც ჰარმონიის ნაწილნი არიან, რადგან შეცდომებით და ტკივილის გზით გვაბრუნებენ უმაღლესი ჰარმონიულობისკენ.

რაღაც ძალის გამტარი ვარ ახლა, როცა ამას ვწერ, და კაიფის შეგრძნებით და ენერგიით ვივსები, ხვალ შეიძლება აღარც მახსოვდეს, ამიტომ დარჩეს საერთო ინფორმაციულ სივრცეში, იქნებ გამოადგეს ვინმეს და ცოტა უფრო ჰარმონიული გახადოს ჩვენი რეალობა, ან იქნებ უფრო დესტრუქციულიც. რას გაიგებ...

მსგავსი სტატიები

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

რატომ გავურბივართ სიცოცხლეს


ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სად...

ცნობიერების ევოლუციის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში მინდა მოკლედ და არსობრივად შევ...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები...

მენლი პალმერ ჰოლი ჭადრაკის ეზოთერული საფუძვლების შესახებ


მენლი პალმერ ჰოლი (ფილოსოფოსი, ტაროლოგი, მასონი) ჭადრაკის ეზოტერული...

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff