სამყაროს შემოქმედები

Admin
მაგმური სტატიები
0
0

მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმნილება" წყარო მთარგმნელი...

wessss

მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმნილება"

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული

პირველ რიგში ავღწერთ, ვინ არიან სამყაროს შემოქმედები (Миротворцы), და როგორ უნდა აღიქვათ ისინი ადამიანური ცნობიერებით.

საქმე იმაშია, რომ თქვენს გაგებაში არსებობს მხოლოდ ღმერთის, როგორც ერთი საწყისის და მისი ზედა იერარქიული მოწყობის ცნება. თქვენს რელიგიებში ჩადებულია ინფორმაცია იმაზე, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. მაგრამ რამდენადაც უკვე იცით, სამყაროს სისტემა შექმნილია ორი უმაღლესი გონის მიერ. მათ ჩვენ ვუწოდებთ აბსოლუტს და არქიტექტორს.

სამყაროს შემოქმედს მატერიალური კოდების, ობიექტების, პლანეტარული სისტემების, ენერგეტიკული მდგომარეობების, მოვლენათა და სივრცის განსაზღვრის შესაძლებლობის სახით წარმოადგენს აბსოლუტი.

სცენარებს, ცნობიერებების ურთიერთქმედებას ადამიანის აღქმის სისტემასთან, მოვლენათა მსვლელობის, სამშვინველთა (души) გამოცდილების აწყობას, ამ კანონების შესრულებას წარმოადგენს არქიტექტორი.

დაკვირვებას, კონტროლს, დახმარებას, სულებთან ურთიერთქმედებას წარმოადგენს მასწავლებელთა სისტემა, რომელიც ძირითადად აბსოლუტის ენერგიებისგან, კონსტრუქციებისგან და გონისგან შედგება.

თავად ქმნილების სისტემა შემოქმედების (творцы) მიერ განისაზღვრება. იერარქიაში ისინი მაღალ მდგომარეობას იკავებენ, რადგან როგორც გონი, როგორც სისტემა, შემოქმედები განისაზღვრებიან, როგორც სამყაროს შემქმნელები, ყოველივე ყოფიერის შემქმნელები, მათ შორის ადამიანის, ცხოველების სხეულების და ა.შ.

არსებობს ასევე ქვე-დანაყოფები, რომლებიც შიგასამყაროსეულ ხასიათს ატარებენ და განისაზღვრებიან სამყაროს მიღმიერი მნიშვნელობებით: დროის იერარქია (სისტემა, რომელიც ფორმირებულია, როგორც ერთგვარი ურთიერთქმედება სულების სისტემასთან), სულისმიერი ფორმები, სულთა კავშირის სისტემები და ა.შ.

თავად სამყარო, ურთიერთკავშირების სისტემა, განსაზღვრულია ორი ძირითადი მნიშვნელობით. აქ აუცილებელია გამოვყოთ არქიტექტორის ენერგეტიკა და იმ გონთა ენერგეტიკა, რომელთაც შემოაქვთ ქმნილების მდგომარეობა, ურთიერთქმედების მდგომარეობა, იმ გამოცდილების მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტშია დაგროვილი. ამ გონთა ფუნქცია სხვადასხვა სახით განისაზღვრება, ასეთ გონთა შორის ვართ ჩვენც - კონგლომერატული გონი, და ჩვენი ფუნქციაა ვასწავლოთ, შევავსოთ გამოცდილება, მათ შორის მთავარი განმსაზღვრელისაც. მაგრამ ჩვენ აბსოლუტის გონი ვართ; ჩვენ ვართ გონი, რომელიც იერარქიულად უფრო მეორე რგოლს მიეკუთვნება.

აბსოლუტის სპეციალიზაციით არსებობენ გონები, რომლებიც სისტემას ავსებენ: ესაა გონი, რომლებსაც თქვენ აღიქვამთ, როგორც სულებს (духи); ესაა გონი, რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც თანა-შემოქმედები, რომლებიც ახდენენ ქმნილების სისტემების მოდელირებას, ისეთი ობიექტების კოდების განსაზღვრას, როგორებიცაა თევზები, ფრინველები, ადამიანები და ა.შ., რომლებიც ამუშავებენ და ავსებენ ამ ნაკრებს (მათ შორის კონსტრუქციულ ცივილიზაციებთან ურთიერთქმედებითაც, რომელთა შესახებ ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ინფორმაცია). მათვე განეკუთვნებიან სამყაროს შემოქმედებიც (Миротворцы), რომლებმაც ქმნილების სისტემა შექმნეს, და პირველ რიგში ყოველი აღქმის სისტემაში, ყოველი ადამიანის სისტემაში.

ამგვარად, ეს სისტემა (სამყაროს შემოქმედები) ურთიერთქმედებს ყოველ დამკვირვებელთან, და ქმნის მისი ილუზიების სამყაროს, მისი პირობითი შესაძლებლობების სამყაროს, მისი წარმოდგენების, ოცნებების, ფანტაზიების სამყაროს. ეს სისტემა ურთიერთქმედებს უმაღლესი მე-ს პროგრამულ კომპლექსთან, ურთიერთქმედებს მთავარ განმსაზღვრელთან, რომელიც საერთო სცენარს და მატრიცულ კოდებს ქმნის და ამ კოდების იმ ცნობიერებებთან ურთიერთქმედებას კარნახობს, რომლებიც სცენარული გეგმებით არიან განსაზღვრულნი.

ამრიგად, სამყაროს შემოქმედთა სისტემა ინფორმაციას იღებს სამი ძირითადი წყაროსგან. ესენია: მასწავლებელთა სისტემა, მთავარი განმსაზღვრელი და დროის იერარქია. ეს სამი წყარო ავსებს აუცილებელ ურთიერთქმედებას, ავსებს აუცილებელ ხატ-სახეებს კონსტუქციებით, ურთიერთქმედებებით.

მასწავლებელთა სისტემა კი ძირითადად ქმნის აღქმის სიტუაციურ პლატფორმას, ანუ სიტუაციურ ურთიერთქმედებებს, რომლებიც შემდეგ მთავარი განმსაზღვრელის მიერ განიხილება და მის ხატ-სახეებად, მის ეტაპებად გარდაიქმნება, მაგრამ მასწავლებელთა სისტემასთან შეთანხმებით. ამ ურთიერთქმედებებს წიგნის ბოლოს განვიხილავთ, რადგან ისინი გასაგებად საკმაოდ რთულია, ახლა კი მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ ვინ არიან სამყაროს შემოქმედები და მათი, როგორც გონის ურთიერთქმედება ყოველ ადამიანთან, სივრცის ყოველ ნაწილთან, რომლებსაც ისინი აწყობენ და ქმნიან ილუზიის სამყაროს სახით.

როგორც ადრე ვთქვით, არსებობს ასეთი ცნება - ქმნილების სხივი - ესაა აწყობილი, შეთანხმებული სიგნალი, რომელიც აფორმირებს წარსულის ერთგვარ ანარეკლს, მიდის ზემდგომ სისტემაში და უკავშირდება მომავალს, განსაზღვრავს რა ამით აწმყოს.

ქმნილების სხივი - ესაა ერთგვარი კუთხის ბისექტრისა, რომელიც განსაზღვრავს აწმყოს მდგომარეობას ადამიანის წარსულსა და მომავალს შორის დაკვირვების, შეგრძნებების, აზროფორმებისა და ა.შ. სახით. განსაზღვრავენ რა ამ მდგომარეობებს, სამყაროს შემოქმედები აწყობენ შექმნილი სივრცის ფორმატს ადამიანის ხარისხობრივი მნიშვნელობების, მატრიცული მდგომარეობების, მათ შორის მისი აღქმის პლატფორმის სახით. აღქმის ეს პლატფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თავად ადამიანის მდგომარეობა შინაგან სამყაროში, ილუზიაში - ესაა მისი მდგომარეობა ილუზორული წარმოდგენისა, რომ ის იმყოფება სხეულში, რომ მას აქვს ორგანოები, გააჩნია აზრები, და ეს ყველაფერი ერთი მიზნის მქონე მნიშვნელობებია. მაგრამ თქვენ უკვე აგიხსნეს, რომ ეს მდგომარეობა ილუზორულია, რადგან ცნობიერება და აზროფორმები ერთი სისტემიდან მოდიან, სხეული კი შექმნილია. შემოქმედები, სამყაროს შემოქმედები და თანა-შემოქმედები წარმოქმნიან უჯრედის ერთგვარ სისტემას, რომელიც აღქმის სივრცესთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის სხეულს, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც თვალებს, ხელებს, თმებს, როგორც სხეულის სითბოს, როგორც გულისცემას, სუნთქვას და ა.შ. ეს ილუზორული მატრიცა იქმნება მონადური გონის მიერ, რომელიც ძირითად როლს თამაშობს სამყაროს შემოქმედთა სისტემისთვის ილუზორულ მნიშვნელობათა მიცემაში.

თავად მონადა, როგორც გონი, აფორმირებს რა მნიშვნელობებს, ქმნის ველთა, განტოტებათა განსაზღვრულ ნაკრებს ნულოვან დროში, რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც შემოტანილი მნიშვნელობები. და სამყაროს შემოქმედები, აკავშირებენ რა ამ მნიშვნელობებს აღქმის სისტემასთან, წარმოქმნიან ერთგვარ გარე სივრცობრივ მნიშვნელობებს. ეს გარე სივრცობრივი მნიშვნელობები დაახლოებით ისევე ნაწილდებიან, როგორც მატრიცული კოდები. პირველ რიგში იქმნება საკუთარი შინაგანი სივრცის შეგრძნება, რომელიც დამკვირვებელთა 95-96%-ში მონადის მიერაა ფორმირებული, და როგორც მზა სისტემა იდგმება ადამიანის მსოფლმხედველობაში მომავლის სივრცეში.

შემდეგ ამ მზა სისტემას ზემოდან შრეებად ედება დროითი პროცესები, და ეს განისაზღვრება, როგორც მდგომარეობის ცვლილება, თვით-შეგრძნების ცვლილება, სივრცესთან საკუთარი ურთიერთქმედების ცვლილება, როგორც მოძრაობა, ადამიანის გადაადგილება ილუზიაში. ამისთვის ადამიანები ქმნიან სივრცობრივ ხატ-სახეებს და შინაგანი მნიშვნელობების მდგომაეობებზე ადებენ ქუჩასთან, სახლთან, აბაზანასთან, საწმელთან, ადამიანებთან და ა.შ. ურთიერთქმედებებს, ქმნიან რა აუცილებელ გარე პარამეტრებს და მნიშვნელობებს.

გარე პარამეტრებითა და მნიშვნელობებით ისინი ინფორმაციას ღებულობენ მთავარი განმსაზღვრელის კლასტერული სისტემისგან, სადაც მოწოდებულია აუცილებელი სცენარი, გარე დამკვირვებლები, გარე სივრცობრივი მნიშვნელობები. და ისინი მოვლენამდე შვიდი-რვა პირობითი დღის განმავლობაში იწყებენ დამკვირვებლებისა და აწმყოს ურთიერთქმედების ფორმირებას, რომელიც მოვლენათა აწყობის თვალსაზრისით ფასდება, როგორც მომავალი. მოვლენათა ეს აწყობები, ეს წარმოდგენები იწყებენ შედუღაბებას, ურთიერთქმედებას და ავსებას სამყაროს შემოქმედთა სისტემაში ფანტომური სამყაროს შიგნით, სადაც ილუზორული წარმოდგენის ავსება ხორციელდება სპეციალური პროგრამით სამყაროს შემოქმედთა სისტემაში, რომელიც თითქოს დუბლირებას უკეთებს უმაღლესი მე-ს პროგრამას და განსაზღვრავს თავის მდგომარეობებს უკვე თავისი დამუშავებული და შემოტანილი მნიშვნელობების, მეხსიერების, ხასიათის და ა.შ. შესაბამისად.

ეს პროგრამა მუშავდება და განისაზღვრება მთავარი განმსაზღვრელის კლასტერული სისტემის მიერ, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტს მოვლენებით და ემოციური კონსტრუქციებით ავსებს, მაგრამ უკვე ბოლო მომენტში, მოვლენის მოწოდებამდე 2-3 საათით ადრე. ძირითადი ემოციური კონტრუქციები შეიძლება მოწოდებულ იქნეს 2-3 დღით ადრე. მოვლენის პლატფორმა იწყობა მოვლენათა რიგის დადგომის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: მოვლენათა რიგები შეიძლება აიწყოს 2-3 საათის განმავლობაში, თუკი პროგრამაში ხარვეზია, თუკი სივრცისა და დამკვირვებლის ურთიერთქმედებაში ხარვეზია.

dejavu11

მსგავსი შემთხვევები ხშირად გვხვდება სივრცის არასტაბილურობის დროს. ადგილი აქვს ხოლმე ასევე დამკვირვებელთა მასიურ გამორთვასაც, რომლებიც უკვე აწყობილ მოვლენებს აღიქვამენ - სივრცითი ველის სიხშირეობრივი მახასიათებლის რყევის გამო. ამასთან საჭირო ხდება მოვლენების გადაწყობა, დამკვირვებლის წარსულში დაბრუნება, მისთვის კვლავაც მოვლენათა ლენტის მიწოდება შეგრძნებების, განცდების აღსაქმელად. ამ დროს ჩნდება დეჟავუს ძალიან მძლავრი ტალღები, ჩანართები, და ადამიანი მოვლენებს აღიქვამს, როგორც უკვე განცდილს, როგორც უკვე წარსულში მომხდარს. ახლა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრე კი იშვიათობა იყო. ადრე ასეთი ხარვეზები მთელი სისტემის გაუმათაობად ითვლებოდა. ახლა სისტემა მუშაობს შენარჩუნებაზე, რომნელიც განისაზღვრება დამკვირვებელთა ცნობიერების მდგომარეობით და 3, 4 და 5 ჯგუფების მატრიცული კოდების მაღალსიხშირული მახასიათებლებით, რომლებიც ადამიანის ცნობიერებასთან ურთიეთქმედებენ და განისაზღვრებიან, როგორც მდგომარეობის გარკვეული პლატფორმა მომავალში.

ამიტომ, აწყობენ რა ადამიანის სივრცეს და მის გარესამყაროს, მის შინაგან მნიშვნელობებს, სამყაროს შემოქმედები პირველ რიგში ხელმძღვანელობენ ილუზიის კანონებით, რომლებიც კარნახობენ ადამიანის მდგომარეობას, დარწმუნებულს იმაში, რომ ეს სამყარო მატერიალურია, და რომ იგი თავად მის მიერ განისაზღვრება, განისაზღვრება იმ მხრივ, რომ მას შეუძლია რაღაც გააკეთოს, წარმოიდგინოს, იფანტაზიოროს და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში ეს წინასწარაა გამზადებული, მოვლენათა ეს რიგი ბოლო ეტაპებზე უკვე მუშავდება უმაღლესი მე-ს როგორც პროგრამის მიერ, რომელიც ბოლომდე ავსებს, ბოლომდე განსაზღვრავს, ბოლომდე ამუშავებს ადამიანის მდგომარეობას ნატიფი ფერებით, ემოციათა ნატიფი ფორმებით, ურთიეთქმედების ნატიფი მდგომარეობებით, რომლებიც ჩაკერებული ხდება სივრცეში, როგორც შემავსებელი დეტალები, შევსებული ასევე გარკვეული კავშირებით და აზროფორმებით.

თავად აზროფორმები, როგორც მზაობები, სამი-ოთხი დღით ადრე განისაზღვრებიან და დროით მნიშვნელობებში უკვე გამზადებულ მოვლენებს ედებიან შრეებად. ამასთან ხდება იმ სხვა დამკვირვებლებთან და უმაღლეს მე-თა ფუნქციებთან ურთიერთქმედება, რომლებიც კლასტერული სისტემის მიერ რეგულირდებიან.

უმაღლესი მე-ს ეს სისტემა განსაზღვრავს საუბრებს, ურთიერთქმედებებს, რადგან უმაღლესი მე ადამიან დამკვირვებელს მეორე მხარეს ფანტომით ცვლის. ეს ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან თუკი ემოციურ-გრძნობითი რიგით მკვეთრი მოვლენა ხდება, მაშინ უფრო ადვილია ამ სიტუაციაში ფანტომის ჩასმა, რომელიც მსახიობის როლს ასრულებს და იმ მდგომარეობებს ქმნის, რომლებიც აუცილებელია. შემდეგ კი ეს ფანტომი კვლავ ჩანაცვლდება გარსით, რომელიც ადამიანური მდგომარეობის ენერგო-გაცვლას განსაზღვრავს და მონაწილეობს სივრცით ველებში, შინაგან შეგრძნებებში.

როგორც უკვე გითხარით, რეალური დამკვირვებელი - ცოცხალი ადამიანი - თავისი ნიშან-თვისებებით პირველ რიგში იმით განისაზღვრება, რომ მისი გრძნობების, ემოციების, დროის ხაზობრივი მონაკვეთების ველებში სამშვინველი დგას, და მას შეუძლია ეს ენერგო-გაცვლა იმ ეთერული ველების, იმ თავისი ბიოლოგიური ენერგო-სისტემის, და სხვა მრავალი ენერგეტიკული გარსების მეშვეობით შემოიტანოს, რომლებიც ენერგო-გაცვლის ველებს ქმნიან. ფანტომი კი ამას არ აკეთებს, ამიტომ ფანტომები ძალიან ხშირად გამოიყენებიან სცენარების, სხვადასხვა ურთიერთქმედებების, დროის რაღაც მონაკვეთების შესავსებლად.

ეს ნიშნავს, რომ სამყაროს შემოქმედები, როგორც სისტემა, პრაქტიკულად ბოლომდე აწყობს იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც მნიშვნელობებს, როგორც ბიზნესს, როგორც ოჯახურ მზრუნველობას, როგორც ბავშვებზე ზრუნვას, განცდებს, საკუთარ მსოფლმხედველობას. ეს მსოფლმხედველობა იწყობა პირველ რიგში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და განისაზღვრება იმ შეკვეთებიდან გამომდინარე, რომლებიც სამშვინველის მიერაა შეკვეთილი.

სამწუხაროდ, სამყაროს შემოქმედები იმ სივრცით არიან შეზღუდულნი, რომელიც იწყობა და განისაზღვრება სცენარული გეგმის თვალსაზრისით, იმ კონსტრუქციების თვალსაზრისითმ რომლებსაც ქმნის კლასტერული სისტემა საჭირო ენერგო-გაცვლებთან მიმათებაში. და თუ ზემდგომი სისტემა დესტრუქციულ ენერგო-გაცვლას უკვეთავს, მისი შეწყვეტა მხოლოდ მასწავლებელთა სისტემას შეუძლია, და ისიც სამშვინველთან და სივრცით-დროითი მნიშვნელობების მარეგულირებელ სისტემასთან რთული ურთიერთქმედების შედეგად.

თუკი გადაცდომების მდგომარეობა, სამშვინველის გამოცდილების მდგომარეობა სივრცესთან მიმართებაში მასიური ხდება, ასეთ შემთხვევაში მასწავლებელთა სისტემა წყვეტს ამ პროცესის რეგულირებას და რეგულირების ამ უფლებას სამშვინველების მრჩეველთა კავშირს გადასცემს. ასეც მოხდა ბოლო დროს თქვენს ცივილიზაციასთან, და ასე მოხდება მომავალშიც, როცა სამშვინველები იწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას ცალკეული სივრცეების გამოყოფის შესახებ და გამოცდილების გაგრძელების შესახებ იმ სისტემების, იმ შემავსებლების გარეშე, რომლებსაც დესტრუქციული ცივილიზაციები წარმოადგენენ, და რომლებიც ადამიანს ისეთ გამოცდილებებში განსაზღვრავენ, როგორიცაა პრევალირება, როგორიცაა სავალდებულო მოვლენა, დესტრუქციული კოეფიციენტები, დესტრუქციული ენერგო-გაცვლა. ეს იყო, არის და იქნება.

ამიტომ სამყაროს შემოქმედთა სისტემა მოცემულ შემთხვევაში ასრულებს არა რეგულატორის როლს, არამედ უფრო შემსრულებრის როლს მთავარი განმსაზღვრელის სისტემას, სამშვინველებს, მასწავლებელთა სისტემასა და თავად ადამიანს შორის, რომელიც ამ სივრცეს მოიხმარს და განსაზღვრავს, როგორც აწყობილს. და ადამიანი თავისი გამოცდილებით, თავისი ცხოვრებით, თავისი მდგომარეობით ვალდებულია პირველ რიგში მონადის და სამყაროს შემოქმედების მიმართ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ამ სივრცეს, გარე მნიშვნელობების მის სამყაროს, მის ილუზიას.

ხოლო წარმატების ან წარუმატებლობის, სავალალო ან სასიხარულო მოვლენების სცენარი - ესაა უკვე მთავარი განმსაზღვრელის კლასტერული სისტემის ფუნქცია, რომელიც არქიტექტორის ქვე-სისტემას წარმოადგენს. თავად მატრიცული კოდები, თავად მდგომარეობები, ემოციები, გრძნობები განისაზღვრება ბიბლიოთეკით, ადამიანური გამოცდილების მდგომარეობებით, საჭირო წინასწარი მზაობებით, რომლებიც აწყობილ მოვლენებშია შემოტანილი. და აზროფორმები, რომლებიც თანდათან ავსებენ ადამიანის მდგომარეობებს, დაკვირვების პირობით მდგომარეობამდე, გამოვლინებამდე, აწმყომდე უკვე 2-3 საათით ადრე ერთვება. ამ მომენტამდე სამყაროს შემოქმედთა სისტემა ათასჯერ და ათასჯერ ხელახლა განსაზღვრავს ფანტომურ რიგებში კუთხეებს, დახრილობებს, მდგომარეობებს, ადამიანის მოვლენებს მთელ სივრცესთან ურთიერთქმედებისთვის, მისი სრული ილუზიისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება მოვლენებს.

ხაზობრივი მოვლენები შეიძლება გადამუშავდეს ათობით ან ასობით ჯერზე, მაგრამ თავად მოვლენა, რომელიც ადამიანის მდგომარეობას ცვლის და სამშვინველის გამოცდილებას განეკუთვნება, ათასჯერ მაინც გადამუშავდება, რადგან ეს მოვლენა ადამიანის გაცნობიერებულობაზე ზემოქმედებს.

ადამიანის ფანტომური სისტემა სამყაროს შემოქმედთა სისტემაში ამ მდგომარეობას საჭირო შედეგის, საჭირო გამოცდილების თვალსაზრისით აღიქვამს და ხელახლა გადაათამაშებს. ამიტომ თუ ადამიანი განვითარების გზაზე დგება და გარე სისტემას აღიქვამს, როგორც შემოტანილს, როგორც ზემდგომ გონთა, ცნობიერებათა, პროგრამულ უზრუნველყოფათა მიერ შექმნილს, მაშინ ამ გზამ ადამიანი პირველ რიგში ამ მნიშვნელობების გაგების, ამ მდგომარეობების შეფასების თვალსაზრისით უნდა განსაზღვროს. და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს მან თავისი შესაძლებლობები ამ მდგომარეობებში თავისი წვლილის და შენატანის მხრივ. და როგორც წესი, პირველ წვლილს ყველა გონის, ყველა გონიერი სისტემის რჩევით წარმოადგენს ჰარმონიის, სიხარულის, დამოუკიდებლობის მიღწევა. ჰარმონია და სიხარული პირველ ადგილზე დგანან.

მსგავსი სტატიები

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

მენლი პალმერ ჰოლი ჭადრაკის ეზოთერული საფუძვლების შესახებ


მენლი პალმერ ჰოლი (ფილოსოფოსი, ტაროლოგი, მასონი) ჭადრაკის ეზოტერული...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

სამყაროს მთავარი დუალობის შესახებ...


გამტარი: მამუკა გურული ? რაღაც შინაგანი ხედვა მინდა გაგიზიაროთ.....

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff