ფულის შვიდი ოკულტური რიტუალი

Admin
ოკულტიზმი
0
0

ავტორი: ჰენრი არჩერი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტ...

henry

ავტორი: ჰენრი არჩერი

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. 

წინასიტყვაობა

ფულის მაგიის საიდუმლო

ფულის მიღება ყველასთვის სასიამოვნოა. როცა ჩვენს საფულეში ფული გვეგულება და მისი თავისუფლად გამოყენების საშუალება გვეძლევა, თავს მეტად დაცულად და თავდაჯერებულად ვგრძნობთ; ხოლო როდესაც ფულს მაგიის მეშვეობით შოულობ, დანამდვილებით შეგიძლია თქვა, რომ ეს ცხოვრებაში მიღებული ერთ-ერთი საუკეთესო განცდაა. ნუთუ ეს მართლა შესაძლებელია?

როცა ყველაფრის იმედი იწურება, მაგია ნამდვილ იმედს გვიტოვებს. მაგრამ თავში ტვინის ნახევარიც რომ გქონდეთ, მაინც ეჭვებით იქნებით სავსე. თუ თქვენ ახალი ხართ ამ საქმეში, მინდა გითხრათ რომ ეს მაგიაა და თქვენც ზუსტად ასე უნდა უწოდოთ ამას, შესაძლოა მისადმი კეთილად იყოთ განწყობილი ან გეშინოდეთ. ერთი მეორეს არასდროს გამორიცხავს. ხოლო თუ გამოცდილი ოკულტისტი ბრძანდებით, ალბათ, მოგინდებათ გაგაცნოთ ჩემი სიგელები და მიღწევები პრაქტიკულ მაგიაში. თუმცა მე სამართლიანად ვაპირებ, ძალან მოკლედ ავღწერო და დავეხმარო ჩემს მიმნდობ მკითხველებს.

ჯერ განვიხილოთ ეს:

ამქვეყნად ყველაზე უარეს ჯადოქრობას შეუძლია ხუთი ლარი მაინც გაშოვნინოთ. ნუ ღელავთ, უსაფრთხოდ ხართ. შესაძლოა გაბრაზებულმა, უკანაც კი დააბრუნოთ ფული არა? თქვენ რათქმაუნდა მეტი გინდათ ვიდრე რამდენიმე ლარი, ასე არაა? კარგია. ეს სურვილი სადღაც წაგიყვანთ.

აქ სულ რაღაც შვიდი რიტუალია. თუ თქვენ მათ გამოიყენებთ, ნამდვილად დაიწყებთ ამ მოკრძალებული წიგნის შეფასებას; თუნდაც ეს სხვების აზრით ყველაზე უარესი ჯადოქრობა იყოს მსოფლიოში... მენდეთ, რიტუალები რომლებსაც აქ წაიკითხავთ, არ მიეკუთვნებიან ამ რიცხვს.

მე თქვენ ხუთ ლარს დაგპირდით? არა. მე თქვენ გპირდებით ცხოვრებას, სადაც მაგია მოგცემთ, კიდევ, კიდევ და კიდევ. თანხები გაიზრდება სამუდამოდ. მაგრამ ეს უკვე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ჯერჯერობით დაივიწყეთ, დავიწყოთ მცირეთი და მივცეთ მაგიას საშუალება თავდაპირველად მცირედით დაგაჯილდოვოთ, რაც სამომავლო ზრდის პოტენციალს მეტს შთაგონებას მისცემს.

ყველაფერს, რასაც ვითხოვ, ისაა, რომ წაიკითხოთ ყველაფერი ნათელი, გახსნილი გონებით. თუ ახალი ხართ მაგიაში და გწამთ რომ ეს შესაძლებელია, ან თუ არასოდეს წაგიკითხავთ მსგავსი რამ, ან თუ წაგიკითხავთ, გაგიკეთებიათ და არ უმოქმედია... გახსენით თქვენში გრძნობა, რომელსაც რწმენა ეწოდება. თუ მიგაჩნიათ, რომ იცით ფულთან დაკავშირებული საინტერესო და მათ შორის, ეფექტური მეთოდები, გაიაზრეთ ისიც, რო შესაძლოა რაღაც ახალი მქონდეს თქვენთვის. ისეთი, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ.

მე ზემოთაც ვთქვი, რომ უვარგის მაგიასაც შეუძლია მოგცეთ ხუთი ლარი, მაგრამ მწამს, რომ რასაც გასწავლით, არის დიდებული და ეფექტური. ხაზს ვუსვამ, ამას სიამაყით არ ვამბობ, მაგრამ ვგრძნობ უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას იმ ბრძენი და მადლიერი მასწავლებლების მიმართ, რომელთაგანაც შევისწავლე ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ რიტუალებში ჩემი პერსონალური კრეატიულობაც ჩავრთე, იგი უფრო მეტად სწორედ მათ ცოდნაზეა დაფუძნებული.

რწმენით ჩატარებული კარგი რიტუალი ყოველთვის იდეალურად მუშაობს, ჩაატარეთ ისინი სწორედ ამ განწყობით და თქვენ ბევრ, დიახ, ბევრ ფულს იშოვით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების გამარტივება.

როცა ამ წიგნს ყიდულობდით, ალბათ, ნერვიულობდით რომ შესაძლოა ფული ჰაერში გადაყარეთ და საბოლოო ჯამში, მოტყუებული დარჩებოდით; ფიქრობდით, რომ დაგეუფლებოდათ სინანული და საბოლოოდ დარწმუნდებოდით საკუთარ აზრში, რომ მაგია, უბრალოდ ხუმრობაა. სინამდვილეში სიტყვა ხუმრობა, ისაა, რაც მაგიას ყველაზე ნაკლებად უხდება.

ეს წიგნი ასევე შეიცავს ალქიმიის უძველეს რიტუალებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ცხოვრების რეალობის შეცვლა. ასევე აღმოაჩენთ მთავარანგელოზი მეტატრონის ექვს საიდუმლო სახელს, რომელიც ძალიან მცირე მასებისთვის არის ცნობილი. ასევე ვგულისხმობ ოთხ გნოსტიკურ ანგელოზს, რომლებიც შლიან ფინანსურ ბარიერებს და გაჩვენებთ საიდუმლო ტექნიკებს, რომლებიც უშუალოდ აღწევენ უძველეს ღმერთებამდე. მჯერა, რომ უბრალოდ აღფრთოვანებული იქნებით იმით, რასაც აღმოაჩენთ; ამ ყველაფერს კი მივყავართ ერთ დიდ კითხვამდე:

თუ მე ვიცი ოკულტური საიდუმლოებები ფულის მოზიდვასთან დაკავშირებით, რატომ გიზიარებთ ამას თქვენ? საკუთარი ცოდნით კმაყოფილი, რატომ არ ვწრუპავ კოქტეილს და არ გავცქერი ბაღს, რომელიც ყვავილებშია ჩაფლული? ამ ყველაფრის მაგივრად კი ვზივარ და წიგნს ვწერ? ეს ერთ-ერთი საუკეთესო კითხვაა რაც კი შეიძლებოდა რომ დაგესვათ, ხოლო მას შემდეგ როცა ამ კითხვას ვუპასუხებ, თქვენთვის უკეთ გასაგები გახდება რას ნიშნავს ფულის მაგია და როგორ მუშაობს იგი...

ზოგი რამ შესაძლოა უაზრო თეორიად მიიჩნიოთ და ჩათვალოთ, რომ თქვენ ეს არ გჭირდებათ. სინამდვილეში, ყველაფერი რიტუალის შემადგენელი ნაწილია. ერთადერთი რაც გჭირდებათ, ესაა მაგია! ამ წიგნში დაწერილი, არ არის მხოლოდ აზრებისა და იდეების პაკეტი. უამრავი ადამიანი თვლის, რომ პრაქტიკით მიღებული მსგავსი გამოცდილების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, რადგან იგი კონკრეტულად „გამზიარებლის“ პრაქტიკის ნგრევას იწვევს, რაც ასევე ტყუილია. იმას, რასაც ამ წიგნში იპოვით, მაგიის პირველ საფეხურზე თქვენთვის კარიბჭის გახსნა იქნება.

მე გავცემ თქვენს კითხვას პასუხს, თუ რატომ გადავწყვიტე ამ ცოდნის თქვენთვის გაზიარება, მაგრამ მოდით, ჯერ ნება მიბოძეთ, გითხრათ, როგორ მუშაობს ეს ყვეალფერი.

ფულის მაგიის ძალა

ახლა განვმარტავ, რა მოდის წიგნის შემდგომ ნაწილში.

პირველი რიტუალი არის პირადი სიღარიბის უარყოფა. პირველ რიგში, არაფერი კონკრეტულის ცოდნა არ გჭირდება, და არსებობს რიტუალები, რომლებიც ჩვენი რწმენის უქონლობის მიუხედავადაც, სრული სიზუსტით მუშაობენ. ყველაფერი რაც უნდა გააკეთო, არის ის, რაც ინსტრუქციაში მოგეცემა. თუ ფსკერზე სიღრმეში ხართ, თქვენ მალე დაიწყებთ მისგან თავის დაღწევას, ხოლო თუ მატერიალურად საკმაოდ დამაკმაყოფილებელ ვითარებაში იმყოფებით, ეს რიტუალები დაგეხმარებათ სამუდამოდ მოიცილოთ სიღარიბის დაბრუნების შესაძლებლობის შიში.

მეორე რიტული ფინანსურ სასოწარკვეთას მოგაცილებთ. მნიშვნელოვანი მითითება, რომელიც გეძლევათ, მდგომარეობს შემდეგში; თუ რიტუალის შემდეგ თქვენში არსებული მოუთმენლობის გამო გონებაში გაგივლით ფიქრი: „აბა, სად არის ჩემი ფული?“, ჩათვალეთ, რომ თქვენი ყველა მცდელობა ფულის მოზიდვისა, უშედეგო იქნება. მეორე რიტუალი უნიკალურია და დაგეხმარებათ, სიმშვიდის შენარჩუნებაში. როდესაც თქვენ დაიკმაყოფილებთ თქვენი ცხოვრების მოცემულ მომენტში არსებულ აუცილებელ ფინანსურ საჭიროებას, (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია იგი; - დავალიანება, გადასახადები, ყველანაირი დაბრკოლება) გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, საიდანაც შეძლებთ მიიღოთ ახალი ფინანსები.

მესამე რიტუალი ხსნის ბლოკებს, რომელიც ხელს უშლის ფულის თქვენამდე მოსვლას. ფულის შიში, ემოციური არასტაბილურობა, უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც თქვენ ხართ ღარიბი, მესამე რიტუალი კი თვქენი ცხოვრებიდან ამ ბლოკებს წაშლის.

მეოთხე რიტუალი სიმდიდრის პეტიციაა. ეს არის ოსტატური სამუშაო, რომელიც ხელს უწყობს თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ წარმატებას მთელი მომავალი წლის მანძილზე. ის ყოველ შესაძლებლობას უფრო მძლავრ ბიძგს აძლევს და იზიდავს ფინანსურ იღბალს.

პირველი ოთხი რიტუალის შესრულება შეუძლია ყველას, ვინც ამ წიგნს კითხულობს. დანარჩენი სამი რიტუალი არჩევითია და შესაძლებელია მისი საჭიროებისამებრ გამოყენება.

მეხუთე რიტუალი შექმნილია კონკრეტული საქმისთვის, კონკრეტული ფინანსების მოსაზიდად, რომელიც ჩვენი სურვილის შესრულებასთანაა დაკავშირებული.

მეექვსე რიტუალი ზრდის ხელფასს, ბიზნესის შემოსავალს და გაყიდვებს.

მეშვიდე რიტუალი ზრდის თქვენს იღბალს აზარტულ თამაშებში, მათ შორის ლატარიებში, კარტში ან აზარტული თამაშების ნებისმიერ ფორმაში. მართალია ეს არ არის გამდიდრებისთვის საუკეთესო გზა, მაგრამ ამ რიტუალის გამოყენებით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ვიცი, რომ ცდუნება გაქვთ, გამოტივოთ პირველი ოთხი რიტუალი და დარჩენილი სამი უკანასკნელისგან სწრაფად აირჩიოთ ის, რომელიც მეტად მოგეწონებათ, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, აღმოაღენთ, რომ პირველი ოთხი რიტუალი საუკეთესოა.

სწორედ ეს არის ის საფუძვლები, რომლებიც კონკრეტულად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს მუშაობის საშუალებას აძლევს. ეს ყველაფერი რამოდენიმე კვირას წაიღებს. დიახ, კვირებს. ვიცი, არსებობს ისეთი წიგნები, სადაც აღწერილია რიტუალები რომლებიც შედეგებს წამებში იძლევა. მეც მიყვარს ასეთი ჯადოქრობა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის მუშაობს. არ ვაპირებ თქვენს მოტყუებას და იმის თქმას რომ ეს ყველაფერი რამოდენიმე წამში მოხდება. მოემზადეთ, რამდენიმე კვირის შემდეგ მაგიური ეფექტისთვის შესახვედრად. ეს უფრო ადვილია ვიდრე წონაში დაკლება ან ფულის მისაღებად თავაუღებელი შრომა.

ალბათ ცდილობთ გამოიცნოთ, რა სახის მაგიაზეა საუბარი: ცერემონიულ ჯადოქრობაზე, კაბალაზე, ჯადოსნობაზე თუ შელოცვების წარმოთქმაზე. ის რასაც გასწავლით, მომდინარეობს უამრავი ტრადიციიდან და ერწყმის რაღაც ახალიც. ზოგიერთი მაგი ამას უწოდებს ქაოსის მაგიას, რადგან ყველაფერს, რაც არ შეესაბამება მათ დოგმატურ რიტუალებს ისინი ქაოსის მაგიას უწოდებენ. ქაოსის მაგიაში არაფერია დამაკნინებელი ან შემარცხვენელი; ეს არის გზა, გამოიყენო რიტუალები და ტექნიკები მრავალი ტრადიციიდან შედეგების მისაღწევად. „სუფთა“ ქაოსის მაგიაში თქვენ გჭირდებათ უფრო რწმენა იმისა რასაც აკეთებთ, ვიდრე იმისა, რასაც აქამდე აკეთებდით. მე მჯერა. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გჯერათ სუბიექტური რეალობის, თუ იმის, რომ გონების ტალღები ქმნიან რეალობის ნაკადს. მაგრამ მე მჯერა, რომ ამ რიტუალებში ნახსენები წმინდა სულები ნამდვილად არსებობენ; ხოლო მე უდიდესი პატივისცემა გამაჩნია ამ ძალების მიმართ. ეს არის გზა, საიდანაც მაგია თქვენამდე აღწევს. მე არ მჯერა რომ თქვენთვის საჭიროა ათ საათიანი ცერემონიული მომზადება წარმატების მისაღწევად.

ზოგიერთს, ვინც წიგნში მოცემულ რიტუალებს იყენებს, ნამდვილად არ სჭირდება რამდენიმე კვირიანი ლოდინი. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. თქვენ იყიდეთ ეს წიგნი იმისთვის რომ ფული გჭირდებათ. ახლა დავსვათ კითხვა; ნამდვილად გჭირდებათ? კი თუ არა? თუ კი, მაშინ დაელოდეთ, რადგან ფულს თქვენთან მოსასვლელად ცოტაოდენი დრო დასჭირდება.

სასოწარკვეთილება არის ლუზერებისთვის
მოთმინება არის აყვავებისთვის

წინ არ გადახტე, რადგან ის რასაც შემდგომ თავებში წაიკითხავ, თითქმის იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე რიტუალები და შელოცვები. თუ ეს ყველაფერი ჟღერს ისე, რომ მე რაიმე შეუფერებელ იდეებს გთავაზობთ, ყურადღებით გადახედეთ კიდევ ერთხელ. საიდუმლოებები, რომელსაც მომავალ თავებში გაიგებთ, არ განეკუთვნება ვიღაცის მიერ მოგონილ უხეშ მოსაზრებებს და არც ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. არამედ განეკუთვნება ენერგიებს, რომლებიც მაგიის უკან არსებობს.

თუ ამ ყველაფერს გაიგებთ და მიიღებთ, ყველაფერი იმუშავებს; ხოლო რაც უფრო მეტად გამოიყენებთ, მით მეტად იმუშავებს. რაც უფრო მეტად იწამებთ და იცხოვრებთ მაგიური ცხოვრებით, თქვენი ცხოვრებაც მეტად მაგიური გახდება.

ფულის გამოცდილება

თქვენ უნიკალურ მდგომარეობაში ხართ. არ შემიძლია გამოვიცნო რამდენად მდიდარი ან ღარიბი ხართ მოცემულ მომენტში. მაგრამ ეჭვი მეპარება რომ უსახლკარო ხართ ან ზედმეტად დაბალ ხელფასს ღებულობთ, ასევე ეჭვი მეპარება იმაშიც, რომ წლიურად ასი ათას ლარზე მეტს გამოიმუშავებთ. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ მაგიური ცნობიერების შეცნობისკენ სწრაფვა გამოწვეულია მკაცრი მოთხოვნილებით მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში შესაძლოა წარმოდგენაც არ გვქონდეს ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. ამ შემთხვევაში თქვენ ცდილობთ თქვენი პერსონალური ფინანსების გაზრდას.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენ გამდიდრდებით, მაგრამ ეს არ მოხდება ერთ ღამეში. ჩვენი ფინანსების ზრდა იწყება იქიდან, რა მდგომარეობაშიც მოცემულ მომენტში ვიმყოფებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გაიზრდება და თქვენი ფინანსები ახალ-ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

თუ მოცემულ მომენტში ძალიან მცირე შემოსავალს ღებულობთ, თავდაპირველად ცვლილებები მცირე იქნება მაგრამ მნიშვნელოვანი. ესეთი ცვლილებები ყოველთვის უნდა დააფასოთ. თუ მაგია მოგცემს ერთ ლარს და თუ შენ ამას არ დააფასებ ან გულგრილობით და ურწმუნობით მოიკიდები, თქვენი ცინიზმის გამო მაგიური ენერგია გაიზრდება და საპასუხოდ საწინააღმდეგო დინებას მიიღებთ. ზებუნებრივი გზით მიღებული წყაროს შემდეგ იპოვეთ ენთუზიაზმი საკუთარ თავში, იგრძენით მადლიერება თუ ისედაც მცირე საჩუქარმა დააყოვნა ან სრულიად გამოუსადეგარი გახდა თქვენი მიზნებისთვის. რათქმაუნდა იგივე ვრცელდება მაშინაც, თუ შემოსავალი დიდი იქნება. თუ თქვენ ღებულობთ ასი ათას ლარს, მაშინ მაგიის მიერ მიღებული ასი ლარი არ გაგახალისებთ. მაგრამ უნდა გახალისდეთ და მადლიერება გამოხატოთ. როდესაც მაგიური ზემოქმედების საშუალებით ცვლილებები იწყება, უნდა დააფასოთ და აღიაროთ ის, რასაც მიაღწიეთ. ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ იზრდება დროში თქვენი შემოსავალი თქვენს რწმენასთან და მადლიერებასთან ერთად იმ ძალის მეშვეობით, რომელიც ერთ დროს დაუჯერებლად მიგაჩნდათ.

ძალიან რთულია იმის ცოდნა, გულწრფელად რამდენის მიღება გინდა. ისინი, რომელთაც ცოტა აქვთ, ყველაზე გამოუცდელები არიან, და როცა ვამბობ რომ რთულია იმაზე ფიქრი, რამდენად მდიდარი გინდა რომ იყო, აქვე ვაცხადებ რომ მსგავსი აზრები უნდა მოიცილო. შენ არ გჭირდება იმის ცოდნა თუ სად მიდიხარ. საჭიროა მხოლოდ ნაბიჯის სწორი მიმართულებით გადადგმა.

მაგია დაგეხმარებათ მოიცილოთ ყველაფერი რაც ხელს უშლის ფულს, რომ თქვენამდე მოაღწიოს და შემდეგ მოიზიდოს იგი. თქვენ გაიზრდებით, შეეჩვევით ფულს და მაგიის მეშვეობით გექნებათ უფრო მეტის შოვნის შესაძლებლობა. ეს ყოველთვის სწრაფი პროცესი არ არის, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ასეც იყოს. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ წაიკითხოთ თითოეული რიტუალი და მიჰყვეთ მის ინსტრუქციებს.

 

 


90

როგორ მუშაობს ფულის მაგია

რამდენიმე წლის წინ, ყველაზე პრაქტიკული და ცნობილი წიგნები რომლებიც მაგიის შესახებ არსებობდა, მოდით, გულწრფელად ვთქვათ, იყო წმინდა წყლის ნაგავი. თუ ნამდვილად გსურდა პრაქტიკული მაგიის შესწავლა, უნდა გაწევრიანებულიყავი (ძვირადღირებულ) მაგიურ ორდენში და უნდა შეგეძინა რაც შეიძლება ძველი, მაქსიმალურად გაუგებარი და ძვირადღირებული წიგნები, ისიც თუ ძალიან გაგიმართლებდა, და შემდეგ უარავი მუშაობა უნდა ჩაგეტარებინა იმისთვის, რომ გაგერკვია, სინამდვილეში რა სახის რიტუალი მუშაობდა. უარავი ადამიანისთვის ეს იყო სრული უფსკრული ოკულტისტად გახდომის გზაზე. ინტერნეტის მეშვეობით ეს ყველაფერი ბევრად უარესი გახდა რადგან ის სავსეა შელოცვებით და რიტუალებით რომლებიც შედგენილია დამწყებების ანდა მთვარეულების მიერ. მაგრამ რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.

ახლა არსებობს უამრავი წიგნი, და თითქმის ყველა მათგანი გამოსაყენებლად პრაქტიკულ მეთოდებს იძლევა. ეს კარგია. მაგია მუშაობს. რათქმაუნდა ყველაფერი არა რასაც წაიკითხავთ, რადგან ზოგიერთი წიგნი და უცნაური მაგიური კურსები სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი. მადლობელი იყავით იმის გამოც, რომ სინამდვილეში შეგიძლიათ გამოსცადოთ მაგია. შესაძლოა მის აღმოსაჩენად გარკვეული დრო დაგჭირდეთ, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ის სადღაც ახლოსაა, გარანტიას გაძლევთ რომ მართალი ხართ და თქვენ მას იპოვით. რამოდენიმე ათწლეულის წინ, თუ რაიმეს გაკეთება გინდოდა, თითქმის შეუძლებელი იყო; თქვენ იყიდდით წიგნს ოკულტიზმის შესახებ და ასობით გვერდი იქნებოდა მხოლოდ ინფორმაცია ენერგეტიკისა და თეორიების შესახებ, უმაღლესი სამყაროების შესახებ და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები რეალობის შესახებ. მაგრამ პრაქტიკულად, თითქმის არაფრის გაკეთების საშუალება არ გქონდა. ოკულტიზმი იყო თეორიებისა და შეხედულებების ნაკრები. ახლა კი შეგიძლიათ იმუშავოთ მაგიაზე და საკუთარ თავზე. დღესვე შეგიძლიათ ამ ყველაფრის შესწავლის დაწყება.

არსებობს რიტუალები, რომელთა გაკეთებაც შეგიძლიათ, და შედეგიც მოვა. ასევე შესაძლოა რომ თავდაპირველად ეს შედეგი არც მიიღოთ, რადგან მართალი გითხრათ, პირველივე ჯერზე ყოველთვის არ ღებულობ იმას, რაც გინდა რომ მიიღო. გულწრფელად გეუბნებით, მაგიის მიმართ უნდა გქონდეთ რბილი და მარტივი დამოკიდებულება. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ადამიანები ცდილობენ მაგიას ხუთი წუთი დაუთმონ, და შემდეგ ჩვილი ბავშვივით დარწმუნებულები ამბობენ რომ იგი არ მუშაობს. მაგია შენთან არანაირ ვალდებულებაში არაა, და არც შენგან მართებს რამე. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.

თუ მან არ იმუშავა, ესეიგი რაღაც არასწორად გააკეთეთ

რა შეგვიძლია ვთქვათ ამის შესახებ? წაიკითხეთ ინსტრუქციები და გააკეთეთ რიტუალი. გააკეთეთ უფრო მეტი რიტუალი. აპრაქტიკეთ. გახდით უკეთესი. ეს ნამდვილად მარტივია და არც დიდი დრო სჭირდება, მაგია ხატვას, გოლფის თამაშს და სხვა ყველაფერს ჰგავს. რაც უფრო მეტს აკეთებ, მით უფრო უკეთესად გამოგდის. განაგდეთ ნერვიულობა და ერთი შედეგის მისაღებად იმოქმედეთ. თუ ეს შენთვის მკაცრად ჟღერს ან არ ხარ დარწმუნებული, დაიბრუნე ამ წიგნის ყიდვაში გადახდილი თანხა და განაგრძე ჩვეული ცხოვრება. მაგია მუშაობს, და მუშაობის პროცესში ყველანაირი მაგია მოითხოვს გაჰყვე მის მეთოდებს საჭიროებისამებრ, მიჰყვეთ ინსტრუქციას, შეასრულოთ სამუშაო.

ნუ იქნებით იდიოტი. ნუ ითხოვთ მილიონებს, თორემ ვერაფერს მიიღებთ. ითხოვეთ ოდნავ მეტი, ვიდრე შესაძლებელია და დაელოდეთ, რომ მოხდეს. თუ არაფერი გამოგივათ, განაგრძეთ და მაგია გიპასუხებთ.

იქნებ ეს ყველაფერი ეგო-მანიაკის დამოკიდებულებას გაქვს; ვქადაგებ ოკულტიზმის დახმარებას? თუ ასე თვლით, იყოს ასე, მე შემიძლია ასე ცხოვრება და ვცხოვრობ კიდეც, რადგან მაგია იმისთვის არსებობს, რომ დაგეხმაროთ. შესაძლოა ამ ყველაფერს სათანადოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ სერიოზულად მსურს დაგეხმაროთ; ეს უდაო ჭეშმარიტებაა.

მაგია მუშაობს, თუ ყველაფერს სწორად აკეთებ
გააკეთე ეს მარტივად

თუ ფიქრობთ რომ იდიოტი ვარ, ჩემთვის თქვენი აზრი მისასალმებელია. მართალია ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა უხეშადაც ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა ითქვას.

სინამდვილე საქმე იმაშია, რომ ჩვენ ერთ მხარეზე ვართ. მე მინდა რომ შენ მოგწონდეს მაგია და მინდა რომ ის შენს სასარგებლოდ გამოიყენო. ყველაფერი, რასაც აქ ვამბობ, არის რევერანსების გარეშე, რათა უბრალოდ გაგიადვილდეთ ცხოვრება. ახლა კი გეტყვით ერთ მნიშვნელოვან სიმართლეს; დავიღალე ოკულტისტების მიერ მათი მკითხველებისა და სტუდენტებისთვის გადახდილი ბოდიშებით. თუ თქვენმა მაგიამ არ გაამართლა, ნიშნავს რომ თქვენ ვერ მოახერხეთ სწორად მოქმედება და გჭირდებათ იმუშაოთ მეტი ფოკუსირებით, მეტი ენერგიით, უკეთესი არჩევანით, დროის უკეთ შერჩევით, გონების უფრო მეტად გახსნით ან ნებისმიერი რამის გაუმჯობესებით, რაც ამ გვერდებში იქნება აღწერილი. ყველაფერი რაც გჭირდებათ, ამ წიგნშია. იკითხეთ იგი ისევ და ისევ თუ გჭირდებათ, და გამოიყენეთ სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. ეს ისეთივე მარტივია, როგორც კითხვა.

პოზიცია, რომელშიც ახლა იმყოფებით; - არ არის თქვენი ბრალი. შესაძლოა გეხარჯებოდეთ იმაზე მეტი ფული ვიდრე ფლობთ, არასწორად დაგეგილი ბიუჯეტის ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო. თუ ღარიბი ხართ, იბრძვით და გსურთ მეტი. მაგია თქვენი დახმარებისთვის არსებობს.

ფულის გარეშე ყოფნა ნამდვილად არაა სახალისო. შეიძლება თქვენ მიგაჩნდეთ, რომ ეს საკითხი ხშირ შემთხვევაში სულიერებასთანაა კავშირში და ამას სულიერ განწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ სიღარიბე ტანჯვაა. თუ თქვენ იტანჯებით, ვიცი ეს როგორი გრძნობაა და მსურს ამ წიგნის მეშვეობით ეს შეცვალოთ. შენი ბრალი არაა, რომ შენ ასე გრძნობ თავს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, გამოხვალ თუ არა ამ სიტუაციიდან.

ამ წიგნში აღწერილი მაგია მოდის მრავალი წყაროდან და არის ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ დახვეწილი. ზოგიერთი ემყარება იდეებს, რომლების ასი წლისაა, ზოგი ელემენტი კი ათასობით წლებსაც ითვლის. ესაა ფინანსური მაგიური ტექნოლოგია.

თუ ბევრი არაფერი იცით ოკულტიზმის შესახებ ნუ იღელვებთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ თქვენ წლების განმავლობაში იყავით ოკულტიზმში და ასე თუ ისე, იცნობთ მას, შესაძლოა ურწმუნოებით გაიქნიოთ თავი რადგან შესაძლოა არ გქონდეთ ინტერესი გნოსტიკური მაგიის მიმართ, ან სულაც ფიქრობდეთ რომ იუპიტერის მაგიას (ორიგინალში ნახსენებია “jovian majick”, რაც ძველ რომში იუპიტერის სახელს აღნიშნავდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ სიტყვას სხვა განმარტება ჰქონდეს) ბევრად მეტი ცერემონიულობა სჭირდება. სწორედ ესაა სადაც ახლა ვართ: თუ თქვენ გაქვთ დოგმატური რწმენები და შიშები, დატოვეთ ისინი და გამოიყენეთ მოცემული მაგია ან მიუბრუნდით იმას, რისიც გჯერათ; ეს თქვენი არჩევანია.

ეს რიტუალები დაფუძნებულია უძველეს მაგიურ ტექსტებზე, როგორებიცაა „Sefer Raziel haMelakh.” ასეთი ტექსტების უმეტესობა დაწერილია ებრაულ ენაზე და ითვლებიან შთაგონების წყაროებად დასავლური ტრადიციის მაგიისთვისაც. თუ ძველ წყაროებს დავუჯერებთ, სწორედ ეს არის სუფთა და ძლიერი მაგიის შექმნისთვის საუკეთესო გზა. რათქმაუნდა არსებობს მაგიის ტიპები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ამასთან და უფრო ბუნდოვანი წყაროებიდან მოდის, რომელიც ასევე გნოსტიკურ მისტიციზმში ერთიანდება; მაგალითად, ნაგ ჰამმადის „წმინდა წერილები“ ანგელოზებით, რომლების არავის არასოდეს სმენია. ზოგი რიტუალი საჭიროებს შელოცვების წარმოთქმას და კონკრეტულ სამუშაოსაც. მე არ მაინტერესებს მათი წარმომავლობა და არ დამიწყია მათი კონკრეტული კვლევა, ისტორიული თვალსაზრისით, ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ისინი მუშაობს.

ასევე არ აქვს მნიშვნელობა რა მრწამსის წარმომადგენელი ბრძანდებით რადგან მაგია ყოველთვის და ყველასთვის მუშაობს. გააკეთეთ ის, რაც წერია და იცოდეთ, რომ მაგიური ტექნოლოგია სრულყოფილია, რომლის მიმართაც უნდა განეწყოთ კეთილგანწყობით, თუ გინდათ რომ მისმა ცეცხლმა თქვენს ცხოვრებაში შემოაღწიოს.

ზოგიერთი რიტუალი, რომელსაც აქ შეხვდებით, არ არის ცნობილი ფართო მასშტაბით, ორგანიზებული ოკულტიზმის გარეთ. ათი წლის წინ, ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა, ერესად მონათლავდნენ და განდევნიდნენ ყველას, ვინც ამ ინფორმაციას ორგანიზაციისს გარეთ გაიტანდა. ვფიქრობ, ახლანდელ დროში ამას უფრო ლმობიერად მოეკიდებიან; ეს იდეები აბსოლუტურად უსარგებლოა მანამ, სანამ არ გამოიყენებთ. თავისთავად, ცოდნა უვნებელია და მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა საკუთარ თავს მისცემთ უფლებას ჩაერთოდ ამაში და გამოიყენოთ ოკულტური ძალები. იდეები, მეთოდები და ტექნიკები, არის საკმაოდ მოკრძალებული; ისინი მუშაობენ, და ის, რომ რიტუალები რჩებოდნენ საიდუმლოდ, არ ნიშნავდა იმას, რომ სამუდამოდ ასე იქნებოდა.

ფინანსების ოკულტური საიდუმლოებები

კარგი, დავუბრუნდეთ დასმულ კითხვას. თუ მე დარწმუნებული ვარ ყველა ამ რიტუალის რეალურობაში და მას წარმატებულად ვიყენებ, რატომ ვკარგავ ჩემს დროს ამ პატარა და იაფი წიგნის წერაში? პირველ რიგში, იაფი და პატარა მაგიური წიგნები მუშაობენ და ამის გამო საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ასევე, გასაოცარი სიმართლე ის არის, რომ როდესაც აზიარებთ ჯადოქრულ საიდუმლოებებს, თქვენი ძალები იზრდება. ჩემმა მენტორმა ერთხელ მითხრა, რომ იმისგან, რაც მან მე მასწვალა, მან უფრო მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე მე. ის იმაზე ძლიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

თქვენთვის იმის გაზიარებით, რაც მე ვიცი, ჩემი პირადი პერსონალური ძალა გაიზრდება. თუ გექნებათ ცდუნება წიგნი მილიონობით ადამიანს გაუზიაროთ, გეტყვით, რომ ამგვარ გაზიარებაზე არ ვსაუბრობ. ნუ მოიპარავთ ამ ინფორმაციას და ნუ გამოიყენებთ პირადი ავტორიტეტის გასაზრდელად. ეს არ არის მორალის სწავლება, მაგრამ ამაში დევს ერთი ოკულტური ჭეშმარიტება; ოკულტისტები, რომლების იპარავდნენ, ყოველთვის ღარიბებად რჩებოდნენ.

გაზიარება არის ძალა. ამის შესახებ ყველა ოკულტისტმა იცის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ საუბრობს ამაზე. როდესაც ასწავლი ცოდნას, რომელის შენთვისვე არის უნიკალური, შენი ძალები იზრდება. საჩუქარს მაშინ მიიღებ, როცა ნამდვილად რაღაც ღირებულს აზიარებ.

ამ წიგნში აღწერილი მაგიური რიტუალები შემუშავებულია ჩემს მიერ და ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან ცოდნასა და ჩემი მენტორის იდეებსა და ინფორმაციებს. მე ამ ცოდნას ვაზიარებდი გასული თერთმეტი წლის განმავლობაში და დავინახე მისი გასაოცარი ძალა. მე გამაჩნია აბსოლუტური რწმენა მაგიისა, და ვამაყობ, რომ შემიძლია ეს ცოდნა თქვენ გაგიზიაროთ.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მე არაფერი ვარ თქვენს გარეშე. იმის გამოცდილების გარეშე, რომ ამ მეთოდებს მართლაც შეუძლიათ თქვენი დამარება, მე არ ჩავატარებდი ამ სამუშაოს და არ გაგიზიარებით ამ ინფორმაციას. ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ წიგნის ყიდვისთვის, და იმისთვის, რომ მაჩუქეთ თქვენი ჯიბიდან; ახლა კი დროა, მეც გაჩუქოთ...

უნდა იცოდეთ, რომ ეს წიგნი დავწერე სამი მიზეზის გამო: მსიამოვნებს წერა ამ მშვენიერი თემის შესახებ, იგი მომცემს დამატებით შემოსავალს, და გაზრდის ჩემს მაგიურ ძალებს იმიტომ რომ თქვენ გიზიარებთ ჩემს პირად ოკულტურ პრაქტიკებს. ამ წიგნის შეძენით თქვენც სამ მნიშვნელოვან ფუნქციას აკეთებთ: მსხვერპლად სწირავთ რამდენიმე დოლარს (რათქმაუნდა რამდენიმეს, მაგრამ მაინც, მსხვერპლია), ცდილობთ მიენდოთ მაგიას და ირწმუნოთ მისი, და თქვენს ენერგიასა და დროს დებთ პრინციპულად ახალი შედეგების მისაღწევად (რაც ყველაფერს ნიშნავს). ეს ყველაფერი კი ძალას გაძლევთ.

თქვენი ნდობა ამ წიგნის მიმართ, მართალია ბოლომდე სრული არაა, მაგრამ მაინც ნდობაა. თქვენი სურვილი, დახარჯოთ დრო და ენერგია ამაში, უკვე მიმანიშნებელია რომ თქვენი საქმიანობა მაგიაში, უკვე დაიწყო. შესაძლოა კვლავ წუხდეთ, რომ მე თქვენს ფულს მოგებისთვის ვიღებ და მეტი არაფერი; არაუშავს, ამ წიგნში ნახავთ რიტუალებს, რომლებიც ამ ფიქრებს ერთხელ და სამუდამოდ გაგიქარწყლებთ. მოიცილეთ აზრი, რომ ეს წიგნი მატერიალური სარგებლის მისაღებად დავწერე, რადგან ეს ზიანს აყენებს თქვენს მაგიას. არ უნდა გქონდეთ ეჭვი, რომ ვინმემ ამით სარგებლობა მიიღო.

თუ თქვენ ფიქრობთ, როგორც სიღარიბის მიერ დამარცხებული ადამიანი, მუდამ ისეთი „მდიდარი“ იქნებით, როგორიც ახლა ხართ.

ეს არის ის, რაც ნამდვილად გსურთ?

მოგება კარგია, და ყველამ, ვინც მუშაობს ან ქმნის, უნდა ნახოს მოგება. თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, არსებითად გსურთ რომ ადამიანები მონებივით ცხოვრობდნენ.

ასევე დაფიქრდით ამაზეც: ნამდვილად გსურთ რჩევების მიღება ისეთი ადამიანისგან, ვინც ფულს არ გამოიმუშავებს? კარგით რა! თქვენ არასოდეს არაფერს ისწავლით ღარიბი ადამიანებისგან. მოძებნით წარმატებულ ავტორებს და შეეცდებით შეისწავლოთ მათგან. მიიღეთ რჩევა მხოლოდ იმათგან, ვისაც უკვე აქვს ფული, და არა იმათგან, რომლებიც სასოწარკვეთილებაში კვდებიან. თუ სამუშაო წარმატებით გამოგივათ, ჩათვალეთ, რომ საკუთარი ბედი შეცვალეთ. მაგიის გამოყენების შესწავლა; - ეს ნამდვილი საჩუქარია. ეს არის რაღაც, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

მოდით გავიგოთ ისიც, რომ მე არასოდეს ვაპირებ წარმატებას მივაღწიო, უშუალოდ ოკულტური წიგნების წერით, რადგან სინამდვილეში მსგავსი საკითხებით ძალიან, ძალიან ცოტა მკითხველი ინტერესდება; მაგრამ თუ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები, ჩავთვლი რომ ჩემს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. დააკვირდით თქვენს გრძნობებს, როდესაც კითხულობთ ამ წიგნს, თავს არაკომფორტულად გრძნობთ? თუ ეს ასეა, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი, რომლითაც უნდა დაიწყოთ, ეს არის მესამე რიტუალი, რომელიც თქვენს ფინანსურ ბლოკებთან ერთად, თქვენს ემოციურ ბლოკებსაც განწმენდს. თუ ჭკვიანი ხართ, მიხვდებით რომ ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია გეხებათ თქვენ და ემსახურება თქვენს წარმატებას, რომელსაც თავადვე უნდა მიაღწიოთ; უნდა მოაგვაროთ ფულთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა მოიზიდოთ იგი, ასევე მარტივად უნდა გაუშვათ, რადგან უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად დაბრუნდება.

ფრთხილად იყავით თქვენს ფულთან დამოკიდებულებაში, კატეგორიულად იკრძალება მისი ბოროტებასთან გაიგივება; რადგან თუ ასე ფიქრობთ, მაგიისგან მიღებული ფინანსები მაქსიმალურად მცირე ოდენობის იქნება. მართალია ზოგიერთი მდიდარი ადამიანი საძაგელია; ისინი უხამსი გზებით შოულობენ ფულს და ბევრ ბოროტ საქმეში ურევიათ ხელი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ფული ბოროტებას განასახიერებს. ფულის გამომუშავება სამართლიანი და უბოროტო გზით, გარანტიაა თქვენი მშვიდი და ჭეშმარიტად სულიერი გზის დასაწყისისა.

ბევრი მაგიური წიგნი წაგიკითხავთ? გადახედეთ მიმოხილვებს, განსაკუთრებით თავებს, რომლებიც სიმდიდრეს და ფულს ეხება. მოხარული ვარ რომ ეს ფაქტია, ჩემი კონკურენტების წიგნებშიც კი არის რიტუალები რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს. არ ვაპირებ ვიამაყო მხოლოდ ჩემს მიერი ამ წიგნში დაწერილი მეთოდებით და არც იმას ვაპირებ რომ უარყოთ და განაგდოთ ყველა სხვა რიტუალი ან მიმდინარეობა, რომელსაც სხვები გთავაზობენ; მე არ გეუბნებით რომ მხოლოდ ჩემი უნდა გჯეროდეთ. (მაგრამ რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ნამდვილად არსებობენ უცნაური, ღარიბი ავტორები, რომლებიც მაგიის მეშვეობით მიღებულ შესაძლო მილიონებზე დიდი სიამაყით საუბრობენ). რაც შეეხება ნამდვილად კარგ წიგნებს: მე ვიტყოდი საუკეთესო წიგნებს შორისაც კი, არსებობს ისეთი მიმოხილვები სადაც ადამიანები ამბობენ:

„არ მუშაობს, ფულის და დროის ხარჯვაა“.
„არ მუშაობს. ავტორი ფულს აკეთებს“.
„არ მუშაობს. ამ ავტორის გამონაკლისის გარდა“.

შაბლონს მიაქციეთ ყურადღება?

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობა, ვინც სწორად და გულდასმით აკეთებს მაგიურ პრაქტიკებს ამბობს, რომ ის მუშაობს, ხოლო მათი რიცხვი, ვინც საპირისპიროს ატკიცებს ძალიან ცოტაა, და ამის მიზეზის ერთ-ერთ მაჩვენებელს ზემოთაც ხედავთ. ყოველი ასეთი მიმოხილვა აბსოლუტურად გულწრფელია, და ისინი მართლაც ვერასდროს მიიღებენ იმას, რაც მათ სურთ; მან არ იმუშავა და არც არასოდეს იმუშავებს; არა იმიტომ, რომ ეს არ მუშაობს; არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა უმეტესობის პრობლემა თავად მათშია და ისინი ფულს ზედმეტად ღრმად უყურებენ და აფასებენ.

თუ თქვენ სიღარიბეს ებრძვით, ძალიან კარგად ვიცი რასაც გრძნობთ, მე დიდი ხნის მანძილზე სიძულვილი გამაჩნდა მდიდარი ადამიანების მიმართ, ასევე ბევრჯერ მინატრია საჭმელი და ბინის ქირის გადასახადსაც ხშირად ვაგვიანებდი; ბევრჯერ მქონია უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე. როდესაც გიჭირთ, ძნელია. მესმის. მაგრამ თქვენ ახლა ეს წიგნი გაქვთ ხელთ, როდესაც მის გამოყენებას დაიწყებთ, ყველაფერი მარტივი იქნება.

ისწავლეთ საკუთარი თავისგან

თქვენ არ გჭირდებათ მაგიური გურუ. მე მოგცემთ მხოლოდ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, და ამის შემდეგ მხოლოდ თქვენი გამოცდილება იქნება საჭირო. იქნებ ისევ გაწუხებთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვარ მე, რას წარმოვადგენ მაგიაში, მაქვს თუ არა უფლება, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, გაინტერესებთ, თუ ვინ მასწვალა ყოველივე და კონკრეტულად რას მივაღწიე ამ ყველაფრით? ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი მოგიყევით, გითხარით ყველაფერი ჩემი და ჩემი მასწავლებლის შესახებ; ექნება ამას რაიმე მნიშვნელობა? არანაირი. რადგან ყველაფერი, რასაც გეტყვით, შესაძლოა სრული სიცრუე აღმოჩნდეს, და თქვენ ამას ვერ გადაამოწმებთ. მაგრამ აქ არის ნიშვნელოვანი შეკითხვა: თქვენ გჯერათ მაგიის?

საოცარი შეგრძნებაა, როცა თავად გამოცდი საკუთარი რწმენის დასტურს. ეს ძალიან მარტივია. ამხელა შესავალს იმისთვის ვაკეთებ, რომ დაგარწმუნოთ, მე არ ვარ შარლატანი და მაგია რეალურია.; იმდენად რეალური, რამდენადაც კეთილგანწყობილი იქნებით მის მიმართ. ეს არაა იმის მცდელობა, რომ დაგარწმუნოთ, თითქოს განსაკუთრებული ან ყველაზე სანდო ვარ. ყოველივე ეს, გამოწვევაა, რომ გახსნათ და გაანთავისუფოთ თქვენი გონება. თუ თქვენ აირჩევთ, რომ მენდოთ მე და ენდოთ მაგიას, გარწმუნებთ, წინ დიდი სიამოვნება და აღტაცება გელოდებათ იმ ფულადი მიღებების სახით, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა. ორი მთავარი საიდუმლო, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, ისაა, რომ გაზიარება არის ძალა, და ფულისადმი უშიშარ და ღია დამოკიდებულებას უფრო მეტი ფული მოაქვს. ყველა საუკეთესო და ეფექტური საიდუმლოებების მსგავსად, ესენი ერთი შეხედვით საერთოდ არ არიან საიდუმლოებები მაგრამ ისინი ბევრ რამეს ხსნიან ჩემს შესახებ, თქვენს შესახებ და რაც მთავარია, ფულის შესახებ.

თავად სიტყვა „ოკულტური“, არ არის იდუმალებით მოცული, თავისი ჩვეული გაგებით (იგი ნიშნავს დაფარულს, ან რაღაცას, რაც იმალება). სინამდვილეში, ის არც ისე იმალება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან თავისუფლად შეგიძლია შეიძინო ამაზონზე! ვინც გრძნობს მაგიის ძალას და სჯერა მისი... და თუ თქვენც მათ რიცხვში შედიხართ, მაგია აბსოლუტურად გამართულად იმუშავებს თქვენზე.

და მაინც, რა არის წიგნში რეალურად აღწერილი? ვაპირებთ რომ დავანთოთ სანთლები, ვიკითხოთ ებრაულად და გამოვიძახოთ სულები?

თუ მანამდე მაგიისთვის არ მიგიმართავთ, ახლავე გეტყვით, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად უცნაურად მოგეჩვენებათ, შესაძლოა თავდაპირველად გეგონოთ, რომ რაღაც სისულელეს აკეთებთ ან ყველაფერი, უბრალოდ, სასაცილოდ მოგეჩვენოთ. არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გააკეთეთ ეს. გააკეთეთ მაშინაც, თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული. შეეგუეთ მაგიის პრაქტიკას. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ის რასაც გეტყვით, საერთოდ არაა ერთმანეთთან კავშირში ან ძალიან უჩვეულოა, მაგრამ, სწორედ ესაა მაგია. არ დაგჭირდება არც სპეციალური მოსასხამი და არც მაგიური წრე, ყველაფერი საკაოდ მარტივია და თქვენ ამას ისწავლით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩახედული ხართ მაგიაში და მის წიაღში გატარებული გაქვთ რამდენიმე ათეული წელი, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ ვჯერდები ტრადიციულ წესებს. მოკლედ... იმიტომ რომ ბევრი რამ არ არის საჭირო. ქაოსის მაგია ისეთი მიმართულება იყო, რომელმაც ოკულტური მაგია სამუდამოს შეცვალა, რადგან უამრავი გონებაგახსნილი მაგი მიხვდა, რომ მაგია იმაზე ბევრად უფრო შრომატევადი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ. სხვადასხვა მიმდინარეობებში უშუალოდ რიტუალის დაწყებამდე უნდა წარმოთქვათ ასობით შელოცვა და მოამზადოთ თქვენი „კვერთხი“. აქ კი მაგია ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია. ეს არ არის ახალი. დაახლოებით ასი წლის წინ ოკულტისტები ყველაფერს მეტად წარმოსახვითი პროცესების ჭრილში მოიაზრებდნენ, დღეისთვის კი მსგავსი ილუზიებისგან მაგია განწმენდილია და მასთან სწორად მუშაობის შემთხვევაში, უშუალო შედეგებს იძლევა.

ახალბედები ხშირად ნერვიულობენ საფრთხეზე. პირველ მომენტებში, როდესაც თქვენ წარმოთქვამთ მაგურ სიტყვებს, შესაძლოა დაგეუფლოთ უცნაური განცდა, და ამის გამო წარმოსახვას მისცეთ გასაქანი და იფიქროთ რომ დემონები თქვენი სულის მიტაცებას ცდილობენ... სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს საიდან იღებს სათავეს მსგავსი სისულელეები და ასევე ის, რომ თქვენ მიღებული ძღვენის სანაცვლოდ რაღაცის გადახდა მოგიწევთ. მსგავსი ინფორმაციები არის სრული დეზინფორმაცია, მითი და სისულელე.

შეიძლება მაგია ძალიან უცნაურად გამოიყურებოდეს, ზოგჯერ სულელურადაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იგი ჩვენთვის უცნობ ზებუნებრივ სამყაროს ეხება და არა რაღაც საშიშს. ეს წიგნი არ შეიცავს არანაირ საშიშროებას ან დემონურს, მაგრამ გამოჩნდებიან ადამიანები ვინც ამას უარყოფენ. ყოველი დიდებული ოკულტური ტექსტის მიმოხილვებში შევხვდებით მსგავს განცხადებებს, თითქოს ისინი ამ ყველაფრის უკან დემონურ ძალებს ხედავენ. ასევე „ამაზონზეც“ არის უამრავი შეშლილი მიმომხილველი რომლებიც აცხადებენ: „ფრთხილად იყავით, აქ ნახსენებია საშიში დემონები და დაცემული ანგელოზები“. სიცილის გარდა თქვენ ვერაფერს მოიმოქმედებთ; ან შეგიძლიათ სერიოზულად მოეკიდოთ ამ იდიოტების ნათქვამს და პანიკას აჰყვეთ. ისევ და ისევ, თქვენი არჩევანია.

გააკეთეთ ის, რაც აქ წერია და სრულიად უსაფრთხოდ იქნებით. თუ რაიმე ცუდი მოხდება, ეს იქნება მხოლოდ თქვენი უარყოფითი განწყობისა და შიშების შედეგი. შესაძლოა ფიქრობთ რომ გჭირდებათ დამცავი ამულეტები ან დამცავი წრე. არა! არ გჭირდებათ! ყოველ შემთხვევაში, არა ამ მაგიასთან. საჭირო სახელები და თავდაცვის სიტყვები ყველა რიტუალშია თავმოყრილი. ეს ყველაფერია, რაც გჭირდებათ.

დაივიწყეთ კარმული შიშები, სამჯერ დაბრუნების კანონი და ნებისმიერი პროპაგანდა, რაც თქვენში მღელვარების გამოწვევისკენაა მიმართული.

მე არ ვარ პირველი ვინც ამას ამბობს; - მაგრამ ფაქტია, რომ სამყარო ყველაფერს არ აბალანსირებს. რაც უფრო მეტი დრო გადის, იგი ივსება უთანასწორობით, მაგია კი სწორედ ისაა, რაც უპირატესობას, და საკუთარ ცხოვრებაში ბალანსის აღდგენის შესაძლებლობას გაძლევთ; მაგრამ ამასთანავე თუ გჯერათ, რომ ამის გამო უნდა გადაიხადოთ, მაშინ თქვენ ჩემგან განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობთ. თქვენ გჭირდებათ ყურადღება, რომ დაინახოთ, სამყაროში წონასწორობის კანონი ისე არ მოქმედებს, როგორც ეს ამჟამად გგონიათ. ყველაფერი ძალაზეა დამოკიდებული.

თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ძალა მაგიის საშუალებით; - მე კი იმედი მაქვს, რომ ამას გამოიყენებთ სიკეთის გასაკეთებლად საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის და ზოგადად, ყველას სასარგებლოდ. ესეც თქვენი არჩევანია, მაგიაში არ არსებობს აუცილებელი დოგმა, რომ თქვენ თქვენი ცოდნა სხვას უნდა გაუზიაროთ. მაგია არ მოგტეხავთ ფეხებს, რომ დაზღვევიდან დიდი თანხა მიიღოთ, არც ბაბუათქვენს დააძინებს იმისთვის, რომ მემკვიდრეობა თქვენ დაგრჩეთ. მსგავს მითებს ავრცელებენ ადამიანები, რომელთაც სძულთ მაგია. რომელიმე მათგანი რომ სიმართლე იყოს, მეწმუნეთ, მაგიას არავინ გამოიყენებდა.

უფრო მეტის დაწერაც შემიძლია, მაგრამ ის ვისაც ეშინია, მაინც შეშინებული დარჩება, მაგია კი მაინც თავის საქმეს გააკეთებს. მოიქეცი ისე, როგორც გსურს.

მათთვის, ვისაც სურს პრაქტიკული მაგიის შესწავლა, მე საკმარისად ვისაუბრე, თუ რა იგულისხმება ამ ყველაფრის უკან. ეს მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ რომ ცდილობთ რბოლის მოგებას იმის ცოდნის გარეშე, რომ თუ გამარჯვება გსურთ, წითელი ხაზი პირველმა უნდა გადაკვეთოთ. როცა დაინახავ რომ ყველა გარბის, შენც მათ შეუერთდები, მაგრამ ვერ გადაკვეთ პირველ ხაზს, სანამ ამას ყველა არ იზამს. დააკვირდით ამას, ამის მიღმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევს. თუ დაგჭირდებათ, ისევ და ისევ წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, თუ არადა, დატკბით ფულით...

როგორ ჩავატაროთ რიტუალები

თუ თქვენ გადაახტით წინა თავებს და ახლა ამ აბზაცს კითხულობთ, დამიჯერეთ, თავიდან დაიწყეთ ამ წიგნის კითხვა. იქ არ წერია მხოლოდ ხმამაღალი იდეები და მოსაზრებები. გპირდებით, იქ ნამდვილი ოქროა. წიგნის პირველ ნაწილში მოცემულია ნამდვილი ენერგიის მიღწევის გზა, რომელიც თქვენს მაგიას ეფექტურს გახდის.

როგორ ფიქრობთ, როგორ აღწევენ ადამიანები სიმდიდრეს? ნიჭის მეშვეობით, გამართლების მეშვეობით და მაგიის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ იმედი, რომ ოდესმე თქვენს ნიჭს დააფასებენ, გისურვებთ წარმატებებს, მაგრამ ასევე შენ შეგიძლია გამოიყენო მაგია და მიიღო ის, რაც გინდა. პირობა ისაა, რომ კარგად უნდა გაიაზროთ ის, რაზეც აქამდე მქონდა საუბარი; ასევე დაგჭირდებათ დაჟინებული მოთმინება, რომ მიაღწიოთ წარმატებას.

ცვლილება, რომელიც თქვენს შიგნით ხდება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველაფერი. პირველი ოთხი რიტუალი უნდა გაკეთდეს ყველა წესის დაცვით, ერთმანეთის მიყოლებით, და მცირედი პაუზებით რიტუალებს შორის. ეს რიტუალები შეცვლიან თქვენი ფულისადმი დამოკიდებულებას და იმოქმედებენ თქვენი გამდიდრების სასარგებლოდ. გააკეთეთ სწორად და უდიდესი ყურადღებით, მალე თქვენი რეალობა შეიცვლება.

როდესაც პირველი ოთხი დასრულებული იქნება, სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლო სამი რიტუალიც. თუ გამოტოვებთ პირველ ოთხს და შეუდგებით უკანასკნელი სამიდან რომელიმეს, შედეგები იქნება, მაგრამ ამით დაასუსტებთ თქვენი წარმატების შანსებს.

რაც შეეხება მოთმინებას... ვიცი, როცა ფული ძალიან გჭირდებათ, მოთმინება უკანასკნელია, რისი გაგონებაც გინდათ, მაგრამ გპირდებით, თუ ისწავლით მოთმინებას და რიტუალებს მიენდობით, ნახავთ როგორ იფურჩქნება ყვავილი.

 


 

პირველი რიტუალი: პირადი სიღარიბის უარყოფა

ამ რიტუალს თქვენთვის თანხის მოტანა მოულოდნელი ადგილებიდან შეუძლია. შესაძლოა თავდაპირველად ერთ ლარიანს წააწყდეთ სადმე, ან შესაძლოა რაღაც სრულიად მოულოდნელი მოხდეს. შესაძლოა თავდაპირველად არც არაფერი მოხდეს. მოდით, იყოს ისე, როგორც იქნება. გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენ გჭირდებათ საკუთარ თავში ძლიერი მოთმინების შემუშავება, რათა ფინანსებმა თქვენკენ გზა გამონახონ.

თავად ფაქტი, რომ ამ რიტუალის შესრულებას უახლოესი კვირების მანძილზე ფულის დაჟინებული მოთხოვნის გარეშე აპირებთ, თავისთავად, ძლიერი სვლაა. ეს არის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე. მაგიისადმი ნდობის გამოცხადება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამაა, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ახლა შევწყვეტ ამაზე საუბარს და გეტყვით მითითებებს, როგორ გააკეთოთ ეს.

რიტუალი ორ ნაწილად იყოფა: უფლებამოსილება და დიფუზია, ანუ რიტუალის ენერგიის რეალობაში გადმოსვლა. რიტუალის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი თვის ნებისმიერ დღეს, არ აქვს მნიშვნელობა არც მთვარის ფაზას და არც იმას, თუ რომელ ზოდიაქოში იმყოფება მზე; თუმცა მე გირჩევდით, რომ რიტუალის დაწყებისთვის ყველაზე ეფექტურია ხუთშაბათი საღამო, ახალი მთვარის შემდეგ.

რიტუალის პირველი ნაწილის შესასრულებლად დაგჭირდებათ სანთელი, ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი ფერის, მაგრამ არ გამოიყენოთ ზედმეტად დიდი ზომის სანთელი, რომელსაც ჩასაქრობად რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე სჭირდება. მე პირადად თეთრს სანთელს ვიყენებ და თქვენც იმავეს გირჩევთ, მაგრამ აირჩიეთ ის ფერი, რომელიც თქვენ გინდათ.

ზოგი ადამიანი თავდაყირა აყენებს ამ შეხედულებებს და ამბობს რომ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ისინი შეესაბამებიან გარკვეულ პლანეტებსა და ენერგიებს. თუ თქვენს მიგაჩნიათ რომ ეს ასეა და ფერებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაშინ ასე გეტყვით; (მწვანე და ლურჯი პოპულარულია ფულის საკითხში). არ დაუშვათ რომ მსგავსმა დამოკიდებულებებმა შეგზღუდონ და თუ მანამდე ამაზე არაფერი გსმენიათ, შეგიძლიათ არ მიაქციოთ ყურადღება და გამოიყენოთ ის ფერი, რომელიც გსურთ.

ეს რიტუალი ეხება თქვენს მიერი პირადი სიღარიბის უარყოფას. თუ საკუთარ თავს მდიდრად მოისაზრებ, მაშინ რატომ კითხულობ ამ წიგნს? რაც არ უნდა იმართლოთ თავი, გარკვეულ დონეზე თქვენ მაინც მიგაჩნიათ რომ ღარიბი ხართ, ან გეშინიათ იმის დაკარგვის, რაც ახლა გაქვთ. რაც არ უნდა მშვიდად მიედინებოდეს ცხოვრება, თქვენ მაინც გრძნობთ, რომ ნებისმიერი მომენტში შესაძლოა ყველაფერი, რისთვისაც აქამდე იღწვოდით, მოულოდნელად გაქრეს. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ თქვენ უარი უნდა თქვათ პირად სიღარიბეზე. მაგიური თვალსაზრისით, ყველაფერი რაც გაკლიათ, ითვლება სიღარიბედ. თქვენ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში საინტერესო სიმბოლიზირება დაიჭიროთ სანთლის სახით.

აი ხრიკი. თავდაპირველად სიღარიბის შეგრძნების მოცილება არც ისე მარტივია, რადგან ამას ფიზიკური დასტურიც სჭირდება, მაგრამ თქვენ ამ გრძნობით, გააფართოვებთ სიმდიდრის ენერგიას. ისევე როგორც საკუთარი ხელებით ვერ გააშრობთ სველ ტანსაცმელს და მისი გაშრობა მზესა და ქარს უნდა მიანდოთ, ასევე ამ რიტუალშიც, თქვენ ქმნით გრძნობას, და სამყარო ზრუნავს ამ გრძნობის ხორცშესხმაში. სიმდიდრის შეგრძნება უნდა ჰგავდეს სიმსუბუქეს, მარტივად ზრდადს და ამავდროულად, ამ გრძნობის მატებასთან ერთად უნდა განიწმინდოთ სიღარიბისგან. პირველი ნაბიჯი სანთელზე ყურადღების კონცენტრაციაა, იგი უნდა იქცეს რიტუალურ ობიექტად. თქვენ სანთელს უყურებთ და ავსებთ მას სიმდიდრის შეგრძნებით, ხოლო როდესაც ჩაიწვება და მისი სინათლე გაქრება, იმ მომენტიდან, გრძნობა, რომელზეც სანთლის ჩაქრობამდე კონცენტრირდებოდით, თქვენს სამყაროში, თქვენს ცხოვრებაში იღვრება. მოიცილეთ თავიდან ნეგატიური აზრები, ჩაანაცვლეთ ისინი სიმდიდრისა და პოზიტივის შეგრძნებით, დაელოდეთ სანთლის ჩაქრობას და მისი ჩაქრობისთანავე ვიზუალურად წარმოიდგინეთ, როგორ იღვრება ეს ენერგია თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ამით სიმდიდრეს უხილავიდან ხილულში გარდაქმნით.

სანთლის დაწვა, ოკულტურ დონეზე განასახიერებს თქვენი შეგრძნების მატერიალური სამყაროდან ასტრალურ სამყაროში გადასვლას. აზრები და გრძნობები, რომლებიც სანთლის წვის მანძილზე შენში იქნება, გადაიქცევა ალქიმიურ ეთერად, რომელიც ასტრალურ დონემდე ავა.

სანთელი განვათავსოთ ნებისმიერ ზედაპირზე, სადაც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. სანამ არ მოვკალათდებით მის წინ და არც ვკონცენტრირდებით მასზე, მანამდე სანთლის ანთება რეკომენდირებული არ არის. თქვენი მიზანია სიმდიდრის გრძნობის გაღვივება სანთლის ყურების დროს. კონკრეტულად ამ პროცესის მრავალი ვერსია არსებობს, მათი უმეტესობა გულისხმობს, ინტენსიურ ძალისხმევას და ნებისყოფას წარმოსახვაში, რაც საკმაოდ რთულია. ეს პროცესი უფრო მარტივი რომ გავხადოთ, მე გირჩევთ, ფანტაზიის გამოყენებას. ჩვენ გვიყვარს ფანტაზიები, ამ შემთხვევაში კი უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბევრი ფული გვაქვს. თქვენ ხომ სწორედ ამიტომ იყიდეთ ეს წიგნი; გინდათ რომ გქონდეთ მეტი ფული... ნუ დაეჭვდებით საკუთარ წარმოსახვაში, ის ყოველთვის საკმარისია.

თქვენს ფანტაზიებში უნდა წარმოიდგინოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე გინდათ და გჭირდებათ. წარმოსახვაში არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, შეგიძლიათ საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ასპექტში (რათქმაუნდა ეს წარმოდგენები ზედმეტად დრამატიზირებული არ უნდა იყოს და ჩვენს სუბიექტურ აღქმას არ უნდა გაცდეს).

შესაძლოა ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ ზებუნებრივმა ძალამ გადაწყვიტოს თქვენი გამოცდა და აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც სამყარო გაამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ დამოკიდებულებაში ხართ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით. ჩემი მითითება ერთია; დახარჯეთ ფული სილაღით და არავითარ შემთხვევაში არ იგრძნოთ სინანული ან დაურწმუნებლობა მისი დახარჯვის დროს. სიმსუბუქე, ესაა საკვანძო სიტყვა, რომელიც გჭირდებათ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველა თქვენი დავალიანებისა და ვალების გადახდა, ახალი სახლის, მანქანის ან მიწის შეძენა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ გართობა ან სულაც, მოგზაურობა დედამიწის გარშემო, მაგრამ მთავარი, რაზეც თქვენი ყურადღება უნდა კონცენტრირდეს, ესაა შეგრძნება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. წარმოიდგინეთ, როგორც ხარჯავთ რესტორანში ათას ლარს ისე, რომ არ გაქვთ დანაკარგის ან სინანულის შეგრძნება, წარმოიდგინეთ, რომ სრულიად მარტივად ყიდულობთ იმ ნივთს, რომლის შეძენაც დიდი ხანია გინდოდათ. კონკრეტულად როგორ წარმოიდგენთ ამას, თქვენზეა დამოკიდებული, რადგან ჩემი, თქვენი და ზოგადად ყველა ადამიანის ფანტაზია განსხვავდება ერთმანეთისგან.

ნუ დახარჯავთ დროს წარმოიდგინოთ საკუთარი თავი სელებრითებთან ერთად ან მდიდრულ, ვულგარულ წვეულებებზე, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი კონცენტრირებულია საერთოდ სხვა განცდაზე, რომელსაც სიმდიდრის სურვილთან არავითარი კავშირი არ აქვს. რადგან როდესაც თქვენს ცხოვრებაში ფული შემოსვლას დაიწყებს, აღმოაჩენთ, რომ მასთან ერთად მოსული უბრალოება და სიმარტივე თავად ფულზე უფრო მეტად სასიამოვნო გამოცდილებაა. ეს რეალურია. ეს მოხდება; თუ თქვენ ამ ყველაფერს სანთლის ალის მზერის დროს მასში ჩადებთ, დაინახავთ, რა მოხდება თქვენს ცხოვებაში უახლოეს მომავალში. თქვენ არ დაგჭირდებათ საათები ამ დროის გასაღვივებლად, რადგან სურვილისა და კონცენტრაციის მეშვეობით, ის რაც გსურთ, გრძნობად დონეზე მაშინვე ამოტივტივდება. დაახლოებით ოცდაათი წუთის შემდეგ, როცა თქვენსა და სანთელს შორის კავშირი დამყარდება და მთელი თქვენი არსება სიმდიდრისა და ნეტარების გრძნობით იქნება აღვსილი, თქვენ მზად იქნებით შემდგომი ნაბიჯისთვის; გადაეცით ეს გრძნობა სანთელს.

მაგიაში ჩვენ ვიყენებთ შუქს. შუქი, ანუ ნათელი, არის ფიზიკური და ამავე დროს არა მარტო ფიზიკური ენერგიის უნიკალური გამოვლინება. ეს არის შესანიშნავი სიმბოლო. ისევე როგორც დედამიწის ცენტრშია უზარმაზარი სინათლე, რომელიც ყველა ადამიანს ენერგიით კვებავს, ასევე უნდა წარმოიდგინოთ თქვენს სხეულში ოქროსფერ-თეთრი შუქი. ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენს გულში, მუცელში, მზის წნულში ან მთელს სხეულში, თავის გარდა. შეეცადეთ ამ სინათლის წარმოდგენა კიდევ რაღაც ახალი გრძნობა გამოიწვიოს თქვენში, შემდეგ კი ეს სინათლე გამოვიეს თქვენგან და შეერწყას სანთელს.

თქვენ ახლა ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ხართ განწყობილი; საკუთარ თავში სინათლის წარმოდგენა, და შემდეგ ამ სინათლის სანთელთან შერწყმა; ცოტათი სულელურად ჟღერს არა? არ ინერვიულოთ,თავდაპირველად ყველაფერი ასე ჟღერს. თუ გინდათ რომ იმუშაოს, იმუშავეთ.

არ არის აუცილებელი რომ შენი ემოციები უნაკლო და ზედმეტად მკვეთრი იყოს, მაგრამ გააკეთეთ ისე, რომ თითქოს თქვენს ემოციებს სანთლის მოლეკულებიც კი განიცდიან. მნიშველოვანია ამ გრძნობის მანამდე გაღვივება, სანამ სანთელს აანთებთ. ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, ამ რიტუალის ერთხელ ჩატარებაც საკმარისია, თქვენ თავად იგრძნობთ, რამდენად კარგად გამოვიდა ყველაფერი; თუ საწყის ეტაპზე გიჭირთ მსგავსი ემოციების პროვოცირება ან არ ხართ რიტუალით კმაყოფილი, შეგიძლიათ ჩაატაროთ კვირაში ერთხელ, რამდენიმე დღის მიყოლებით დღეში ერთხელ, ან ერთ დღეში ათჯერ, რაც საკმარისი იქნება. ნუ მიაქცევთ ამას დიდ ყურადღებას, ვიმეორებ, თქვენ თავად იგრძნობთ, როდის იქნება სამუშაოს შესრულებული. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ირწმუნოთ; თუ ზუსტად მიჰყვებით ინსტრუქციებს, სამუშაოს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს და არ დაგჭირდებათ კვირეების მანძილზე ამ რიტუალის ხელახლა ჩატარება.

რიტუალის მეორე ეტაპს რაც შეეხება, დაანთეთ სანთელი ყოველ დღე, დაჯექით და უყურეთ მას, სანამ არ ჩაქვრება; არ გჭირდებათ არაფერზე ფიქრი, ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ სანთლის ალზე და მოთმინებით დაელოდოთ, ბოლომდე როდის ჩაიწვება იგი. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოგიწევთ ოთახის დატოვება, ჩააქვრეთ სანთელი და უკეთეს დროს, როცა გეცლებათ, ახალი სანთელი დაანთეთ. არ შეიძლება სანთლის წვის დროს წიგნის კითხვა სადილის მომზადება ან ტელევიორის ყურება; ამ აკრძალვის მიზეზი ის არის, რომ თქვენ არ უნდა დატოვოთ სანთელი უყურადღებოდ. თუ სანთელი ასი პროცენტით ბოლომდე არ ჩაიწვა და მცირეოდენი ცვილი დარჩა, გადააგდეთ დარჩენილი ცვილი.

სანთლების დანთებას შორის სხვაობა მინიმუმ ოცდაოთხი საათი უნდა იყოს. ნუ დაანთებთ ძალიან პატარა სანთელს, რომელსაც ჩასაწვავად რამდენიმე წუთი სჭირდება. დაანთეთ ისეთი, რომელიც იწვის მინიმუმ ერთი საათი. დღის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავალთ მეორე რიტუალზე, სანამ პირველს სისრულეში არ მოიყვანთ. დაიმახსოვრეთ, მოთმინება, ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 


მეორე რიტუალი: ფინანსური ზრდა

(MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.)


მეორე რიტუალი დაგეხმარებათ მოიცილოთ თავიდან ფინანსური სასოწარკვეთილება და ამით ფულს საშუალება მისცეთ, თქვენსკენ გზები გამონახოს.

სასოწარკვეთილების განცდა, მაგიის მოქმედებას ყველაზე მეტად აფერხებს, ამიტომ, სავალდებულოა ამ ემოციის მცირედი გამოვლინებისგანაც კი სამუდამოდ განვთავისუფლდეთ. თქვენ ვერ იპოვით მდიდარ ადამიანს, რომელიც სასწარკვეთილებაშია ჩავარდნილი ფულის გამო, რადგან ეს არ არის მათი რეალობის ნაწილი და არც თქვენი რეალობის ნაწილი უნდა იყოს. როგორც კი სასოწარკვეთილებისაგან განთავისფულდებით, ამით ახალ შესაძლებლობებს გზას გაუხსნით.

ამ ყველაფერს რომ მარტო და დამოუკიდებლად ვასრულებდეთ, ყველაფერი წარმოუდგენლად რთული იქნებოდა, რადგან მაგიას დიდი ენერგია და წარმოსახვა სჭირდება. ამიტომაც არსებობენ მთავარანგელოზები, რომლებიც ამ საქმის შესრულებაში გვეხმარებიან და საკუთარ ძალას, ჩვენი სურვლების ასრულებისთვის იყენებენ. ანგელოზები და მთავარანგელოზები მაგიაში ყველაზე ეფექტურ და სანდო დამხმარეებად გვევლინებიან, მთავარია მივმართოთ სწორად; თქვენს მას სთხოვთ თქვენი დამოკიდებულების და შინაგანი ემოციის შეცვლას და არა უშუალოდ სიმდიდრეს. ამ შემთხვევაში არ არსებობს შანსი იმისა, რომ მათ თქვენი სურვილი დააიგნორონ რადგან ასეთ შემთხვევაში, ისინი თავს ვალდებულად თვლიან რომ დაგეხმარონ.

ეს რიტუალი შეიცავს მთავარანგელოზ მეტატრონის სახელთა რიგს. ეს სახელები აღებულია უძველესი მანუსკრიფტების კოლექციიდან, რომელსაც ქვია “Merkavah Rabbah”.

ეს სახელებია: Margioawiel, Tahnahriel, Gahpahiel, Ahaweziel, Sahsahngariah, Pahsahqiawn და Sahngahdiah.

სახელების სწორად გამოთქმა ქვემოთ ზუსტად იქნება აღწერილი.

ცნობილია, რომ ეს სახელები დიდებული მთავარანგელოზის, მეტატრონის ალტერნატიული სახელებია. ამის მიზეზი ისაა, რომ ისეთ მთავარანგელოზებს, როგორიც მეტატრონია, აქვთ მრავალი სახელი და თითოეული მათგანი სპეციფიკურ დატვირთვასა და ძალას ატარებს.

მთავარანგელოზი მეტატრონი ძალიან, ძალიან ძლიერი ანგელოზია, მაგრამ მისი მხოლოდ მეტატრონით მოხსენიება არანაირ შედეგს არ იძლევა; საჭიროა მისი ბევრისთვის უცნობი სახელის მრავალი ასპექტის გამოყენება, რათა შესაძლებელი გახდეს მისგან პასუხიც.

ებრაულად, ეს სახელები ასე გამოიყურება:

rr

მათი გამოთქმა იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:

მეტატრონი გამოითქმის როგორც MET-AH-TRON. MET როგორც სიტყვა MET. AH გამოითქმის, როგორც სიტყვაში FATHER. TRON გავს TRON-ს, რომელიც არის სიტყვაში ASTRONAUGHT.

Margioawiel იმარცვლება, როგორც MAR-GEE-OWE-AWE-EE-ELL. MAR ჰგავს MARK-ს ასო „კ“-ს გარეშე. GEE იგივეა, რაც GEE სიტყვებში DOGGY ან SOGGY. OWE არის იგივე OWE, AWE არის იგივე AWE. EE გამოითქმის, როგორც EE სიტყვაში BEEN. ELL გამოითქმის როგორც TELL.

Tahnahriel იმარცვლება, როგორც TAH-NAH-REE-ELL. TAH უბრალოდ, როგორც TAR,“რ“-ს გარეშე. AH როგორც FATHER. NAH ჩვეულებრივად. REE როგორც REED „დ“-ს გარეშე. ELL გავს სიტყვას TELL.

Gahpahiel იმარცვლება როგორც GAH-PAH-EE-ELL. GAH სიტყვის პირველი ნაწილისგან; GUARD ხოლო AH როგორც FATHER. PAH ჰგავს PART-ს RT-ს გარეშე. EE არის EE სიტყვაში BEEN. ELL კი სიტყვაში TELL.

Ahaweziel იმარცვლება როგორც AH-AWE-ZEE-ELL. AH როგორც FATHER. AWE პირადპირ როგორც AWE. ZEE პირდაპირ როგორც ZEE. ELL როგორც TELL.

Sahsahngariah იმარცვლება როგორც SAH-SAHN-GAR-EE-AH. SAH როგორც FATHER. SAHN იგივენაირად, ბოლოში „ნ“-თი. GAR არის პირველი ნაწილი სიტყვიდან GARDEN. EE სიტყვაში BEEN. ELL როგორც TELL.

Pahsahqiawn იმარცვლება როგორც PAH-SAH-KEY-AWN. PAH ჩვეულებრივად, AH, როგორც FATHER. SAH ასევე როგორც FATHER. KEY როგორც სიტყვა KEY. AWN როგორც PRAWN.

Sahngahdiah იმარცვლება როგორც SAHN-GAH-DEE-AH. ყველანაირი განმარტება უკვე მოცემულია, ამიტომ, ა სიტყვას, იმედია დამოუკიდებლადაც ააგებთ.

რიტუალში თქვენ უნდა წარმოსთქვათ:

Margioawiel-ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი.
Tahnahriel-ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი.
Gahpahiel- ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი.
Ahaweziel-ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი
Sahsahngariah - ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი.
Pahsahqiawn-ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი
Sahngahdiah- ის მიერ, რომელიც არის მეტატრონი.

მიაქციეთ ყურადღება ებრაულ ასოებს, კარგი იქნება თუ საკუთარი ხელით გადაწერთ მათ, მთავარანგელოზის სახელების ის ვერსია, რომელიც ახლა ჩვენამდეა მოღწეული, თავდაპირველად სწორედ ამ ენაზე დაიწერა და იგი ძალიან მისტიკურ და ძლიერ დატვირთვას ატარებს. უამრავი ეზოთერიკოსი თვლის, რომ მსგავს ძალას მთლიანად ებრაული ენა ატარებს. დააკვირდით ამ სახელებს. ისინი უძლიერესი და კეთილი ძალის მხარეს არსებული ანგელოზის სახელებია.

რიტუალის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, საჭიროა წაროიდგინოთ პატარა ოქროს ვარსკვლავი, რომელიც ცის თაღზე კიდია. წარმოდგენა უშაობს დღისითაც და ღამითაც, ღია ცის ქვეშაც ან შენობაშიც, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წარმოიდგინოთ პატარა ოქროს ვარსკვლავი ცის კაბადონზე. წარმოიდგინე როგორ ეშვება მისგან ოქროს სხივი, შენს თავთან გვირგვინს წარმოქმნის, შემდეგ შენში შემოდის და თელს სხეულს სითბოთი და სინათლით აღავსებს, შემდეგ კი იგი გულის ადგილას ჩერდება და იქ რჩება. თუ არ გაქვთ საკმარისად ძლიერი ფანტაზია, გააკეთეთ ისე, როგორც შეძლებთ. სულ არაფრის გაკეთებას ჯობია თქვენი შესაძლებლობისამებრ წარმოიდგინოთ ზემოთ დაწერილი.

შემდეგ კი ხმამაღლა ამბობთ ამ სიტყვებს:

მე ვიხმობ ოქროს სინათლეს
MAR-GEE-OWE-AWE-EE-ELL ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
TAH-NAH-REE-ELL ის მიერ , რომელიც არის MET-AH-TRON-ი
GAH-PAH-EE-ELL ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
AH-AWE-ZEE-ELL ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
SAH-SAHN-GAR-EE-AH ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
PAH-SAH-KEY-AWN ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
SAHN-GAH-DEE-AH ის მიერ, რომელიც არის MET-AH-TRON-ი
მე ვიხმობ ოქროს სინათლეს

შემდეგ წარმოიდგენთ, რომ თქვენს გულში არსებული ოქროსფერი სინათლე თეთრი ხდება და ქრება. რის შემდეგაც, რიტუალი დასრულებულია.

შეამჩნევდით, რომ ეს რიტუალი, ძალიან სპეციფიკურია, რადგან თქვენ კონკრეტულად რაფაერს ითხოვთ, მოდით ასე ვთქვათ, ამის ნაცვლად, საკმაოდ აბსტრაქტულ ზარს ანხორციელებთ ძლიერი მთავარანგელოზისკენ. თქვენი სიტყვა არის სინათლე, და არა ფული. ეს იმიტომ, რომ ამ რიტუალში მნიშვნელოვანია არა უშუალოდ სიტყვა, არამედ სიტყვის მიღმა არსებული შინაარსი. ეს რიტუალი გახსნის გზებს თქვენი ფინანსური გზისკენ და მოგაცილებთ უსიამოვნო ფიქრებსა და სასოწარკვეთილებას ფულთან ან სიღარიბესთან მიმართებაში.

გაიმეორეთ ეს რიტუალი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თერთმეტი დღის განმავლობაში. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი უფრო დიდი ხნის მანძილზეც, თუ თქვენ ვერ იგრძნობთ უსიამოვნო ფიქრების მოცილებას და ფინანსური გზების გახსნას თქვენს ცხოვრებაში.


 მესამე რიტუალი: ფინანსური ბარიერების რღვევა

(MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.)

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც მჭიდროდ ბლოკავს და ხელს უშლის ფულის თქვენამდე მოსვლას, ამას შესაძლოა ჰქონდეს ღრმა ემოციური, ან რაიმე გარე ფაქტორი, ზოგი ამას ჯადოს ან კარმულ დაბუნძურებებს უწოდებს; მოკლედ, მიზეზი მრავალია, ხოლო მოცემული რიტუალი ყველა ამ ბარიერს გაარღვევს და თქვენსკენ მომავალი ძალები, რომლებიც აქამდე სხადასხვა ფაქტორის გამო შეფერხებული იყვნენ, უპრობლემოდ გამონახავენ გზას თქვენამდე მოსასვლელად.

რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ფულის შესახებ, მერწმუნეთ, თქვენ აბსოლუტურად ცდებით. მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა იგი... წლების მანძილზე, თქვენი მშბოლები გიქმნიან ზოგად წარმოდგენას ფული შესახებ, ამას ხელს უწყობს მედიაც, მეგობრებიც, საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ზედმეტად მაღალი ტენდენციებიც, იმის თქმა მინდა, რომ თქვენი დამოკიდებულება და რწმენა ფულთან მიმართებაში, მრავალწლიანი დაუსრულებელი სხვადასხვა გარე ფაქტორის და კონკრეტული დაკვირვებების შედეგია. არსებობს ფულის შიშიც, ფულის სიძულვილიც, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ფულს არ იმსახურებენ. რასაც არ უნდა მოეხდინა თქვენთან მოსასვლელი ფულის ბლოკირება, ამ რიტუალის მეშვეობით, ყველანაირი ბარიერი წარსულს ჩაბარდება.

შესაძლოა თქვენ დააიგნოროთ ეს რიტუალი, რადგან ფიქრობდეთ, რომ არანაირი სერიოზული ბლოკი, ემოციური ან გარე ფაქტორი არ ზღუდავს თქვენდამი მოსასვლელ ფულს, მაგრამ ამ რიტუალის მიღმა, ბევრად უფრო სერიოული ძალა იმალება, ვიდრე თქვენ გგონიათ.

რიტუალი მოუწოდებს წმინდა ძალებს, კონკრეტულად იპოვონ მიზეზი, რის გამოც თქვენ ამ წიგნის წაკითხვა გადაწყვიტეთ. რიტუალი დადებითად მოქმედებს ტქვენს ქვეცნობიერზეც, იგი არის ძალიან ძლიერი გარდაქმნის რიტუალი.

მაგია ამ რიტუალში მუშაობს ოთხ გნოსტიკურ ანგელოზთან. უამრავ მაგიურ პრაქტიკაში შეხვდებით ოთხ ყველაზე ცნობილ ანგელოზს; - მიქაელი, გაბრიელი, ურიელი და რაფაელი. ისინი ოთხი კარდინალური მიმართულებით დგანან; ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ამ ოთხი ანგელოზის მნიშვნელობა და პრინციპები იმდენად ღრმად არის ჩახლართული ზოგადად მაგიაში, რომ მის ახსნად მრავალი გვერდი დასჭირდება, მაგრამ როდესაც ამის ცოდნის გარეშე, თქვენ, კოკრეტული მიზნისთვის გამოიყენებთ მათ ძალას, აღმოაჩენთ, რომ რაღაც ძალიან ეფექტურთან გაქვთ საქმე.

ამ რიტუალში, თქვენ უხმობთ ამ ანგელოზებს მათი მიმართულების გათვალისწინებით და აკვირდებით ამ რიტუალებს შორის არსებულ სივრცეს. ამ უძველეს გნოსტიკურ პრაქტიკას აქვს თქვენი ცხოვრებიდან ბლოკების მოშორების ეფექტი, ასევე იძლევა პასუხებს იმაზე, თუ რეალურად რას იმსახურებთ თქვენ, რა მიიღეთ განვლილი ცხოვრების მანძილზე, და როგორც გრძნობთ ამ მიღებას.

ოთხი ანგელოზი, რომელთაც თქვენ ეძახით ეწოდებათ: ელელეთი, არმოზელი, ორორიელი და დეივეტი.

ელელეთი არის ELL-ELL-ETH. ELL არის SELL S-ის გარეშე. ETH როგორც BETH, B-ს გარეშე.

არმოზელი არის ARM-OWE-ZELL. ARM და OWE არის უბრალოდ ARM და OWE. ZELL არის როგორც SELL, S-ის მაგივრად Z.

ორორიელი არის OAR-OWE-EE-AH-ELL. OAR და OWE არის უბრალოდ OAR და OWE. EE ჰგავს EE-ს როგორც სიტყვა SEE. AH არის AH სიტყვიდან FATHER. ELL როგორც ზემოთ წერია.

დეივეტი არის DAH-VAY-THEE. DAH არის AH სიტყვიდან FATHER. VAY როგორც DAY. THEE იგივეა, როგორც სიტყვა THEE (ჰგავს სიტყვებს SEE და TREE), მაგრამ TH ჰგავს უფრო TH-ს სიტყვებში THOUGHT და THUMB.

სანამ უშუალოდ რიტუალს დაიწყებდეთ, წაივარჯიშეთ სიტყვების გამოთქმაში. არაა საჭირო, რომ ისინი გრამატიკულად ზედმეტად გამართული იყოს და არც მისი არასწორად წაროთქმის გეშინოდეთ. სხვადასხვა გნოსტიკურ ჩანაწერებში მათი სხვადასხვა სახელიც კია მოხსენიებული, მაგალითად, არმოზელი შეიძლება იყოს ჰარმოზელი, ჰარმოზი ან არმოგენი. ყველა მათგანი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეგეშინდეთ მათი არასწორად წარმოთქმის. ანგელოზებს მათი სახელის ხსენებისთანავე ესმით, რომ ეძახით.

სახით ჩრდილოეთით, ფეხზე დამდგარმა, ღრმად ჩაისუნთქეთ, (შეგიძლიათ თვალებიც დახუჭოთ) და წარმოთქვით:

ელელეთი, ჩემს წინ, არმოზელი, ჩემს უკან, ორორიელი ჩემგან მარჯვნივ, დეივეტი ჩემგან მარცხნივ.

როდესაც სიტყვებს წარმოთქვამთ უნდა წარმოიდგინოთ შემდეგი რამ: ელელეთის მოხმობის დროს თქვენ წარმოდგენთ კაშკაშა ოქროსფერ სხივს, შენს პირდაპირ. არმოზელის მოხმობის დროს შენ წარმოიდგენ ცივ, მოლურჯო შუქს შენს ზურგს უკან. ორორიელის მოხმობის დროს შენ წაროიდგენ ნაცრისფერ, ნისლისმაგვარ შუქს შენს ხელმარჯვნივ, ხოლო დეივიტის მოხმობის დროს შენ წარმოიდგენ კაშკაშა წითელ შუქს შენს ხელმარცხნივ.

ახლა კი წარმოსახვის ჩართვა მოგიწევთ. თქვენ ბრუნდებით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის შუა ნაწილისკენ და წარმოთქვამთ ძალაუფლების სიტყვას; ბელებო!

წარმოიდგეთ, რომ თეტრი, ბრწყინვალე შუქი სკდება, როგორც ელვა, როგორც აფეთქება თქვენი სხეულის მეშვეობით.

ერთი წუთის შემდეგ თქვენ ბრუნდებით აღმოსავლეთია და სამხრეთის შუა ნაწილისკენ. იმეორებთ ძალაუფლების სიტყვას; ბელებო!

წარმოიდგენთ სინათლის ბზარს, რომელიც გადის თქვენს სხეულში.

შემდეგ ბრუნდებით სამხრეთისა და დასავლეთის შუა ნაწილისკენ, იმეორებთ ძალაუფლების სიტყვას; ბელებო!

წარმოიდგენთ სინათლის სხივს.

შემდეგ ბრუნდებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის შუა ნაწილისკენ. კიდევ ერთხელ გაიმეორებთ; ბელებო!

და ისევ წარმოიდგენთ სიათლის სხივს.

თავად სიტყვა „ბელებო!“ ნახსენებია უძველეს გნოსტიკურ ტექსტებში და დღემდე, უამრავი დავა მიდის იმაზე, ეს არის ღმერთის სახელი, თუ მთავაანგელოზის. ფაქტი ისაა, რომ იგი ძალიან ძლიერ დამხმარე ძალას წარმოადგენს იმისთვის, ვონც მას უხმობს.

რიტუალის დასასრულებლად, დადექით სახით ჩრდილოეთისკენ და რაიმეს წარმოდგენის გარეშე, უბრალოდ გაიმეორეთ ანელოზთა სახელები; ელელეთი, არმოზელი, ორორიელი, დეივეტი.

შეასრულეთ ეს რიტუალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ზედიზედ სამი დღის განმავლობაში. თუ იგრძნობთ, რომ გუბრუნდებათ ემოციური უკმაყოფილება ან თავს უკეთ ვერ გრძნობთ, შეგიძლიათ რიტუალის დროდადრო გამეორებაც, საჭიროებისამებრ. (სიტყვები უნდა წარმოითქვას დამარცვლით და გამოთქმით, ისე, როგორც ზემოთაა დაწერილი).

უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ფოტოსაც.

rrrr


 

მეოთხე რიტუალი: პეტიცია მდიდრებისთვის

(MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.)

როდესაც საქმე ფულის მაგიას ეხება, ვისაც უცდია მსგავსი ინფორმაციის მოძიება, აუცილებლად გაიგებდა იუპიტერის სახელს. ასევე გაიგებდა მისი ღმერთის სახელსაც; რომელსაც იუვე ეწოდება. ამ ღმერთისადმი თხოვნის მრავალი გზა არსებობს და იუპიტერის კოლოსალური ძალის შესახებ ამბებიც რეალურია. შესაძლოა ცოტა უცნაურად გეჩვენებოდეთ, რა რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოთ, რადგან მე ვახსენებ ძველ რომაულ ღმერთს, იუპიტერს. თუმცა მსგავსი რამეები ოკულტიზმისთვის სრულიად რეალურია. შეგიძლია დახმარების მიღება ყველაფრისგან, ყველაზე გასაოცარი შედეგებით. რისიც არ უნდა გჯეროდეს, თუ იუპიტერის ძალას იწამებ, ამ რიტუალს ნამდვილი შედეგებიც ექნება.

იუპიტერს უკავშირდება სიხარულის, და ზოგადად, მისი უკედესად და უფრო მეტად აღქმის გრძნობა; ამასთანავე იგი კონკრეტულად ასოცირებული იყო სიმდიდრის ღრმერთთან. ეს რიტუალი არის პეტიცია მდიდრებისთვის. ამ რიტუალს ატარებთ მხოლოდ ერთხელ, სიმდიდრეს ითხოვთ მხოლოდ ერთხელ, მაგრამ მთელი რწმენით და უდიდესი პატივისცემით.

რიტუალის მსვლელობისას შეგვიძლია წარმოვთქვათ როგორც იუპიტერი, ასევე იუვე, მაგრამ ჩემი აზრით, იუპიტერი ბევრად ეფექტურია. ეს სიტყვა ლათინურში ერთ-ერთი ყველაზე ძველია ასოცირდება ჭექა-ქუხილის ღმერთთანაც.

არსებობს უამრავი ასტროლოგიური მოსაზრება, რომელი პერიოდი სჯობს იუპიტერთან სამუშაოდ. მაგრამ მე პირობას გაძლევთ, რომ არაა საჭირო რაიმე რთული კონკრეტული ინფორმაციის ფლობა. ერთადერთი რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ჩაატარეთ რიტუალი ნებისმიერ ხუთშაბათს, რომელიც იქნება ახალ მთვარესა და სავსე მთვარეს შორის. დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ, შეასრულეთ იგი დღის ნებისმიერი მონაკვეთში.

რიტუალი შეიცავს სახელებს რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ბერძნული და ებრაული წყაროებიდან. ამგვარი წყაროების შერწყმა მაგიაში ნორმალურია.

რიტუალი ვაკეთებთ შემდეგნაირად:

წაროიდგინეთ რომ ბალახზე დგახართ და გარშემო სქელი, ბურუსით მოსული ნისლი გახვევიათ. თქვენ მხოლოდ თქვენს ფეხებს ხედავთ, ახლა კი წარმოთქვით:

ელის ძალა, მე გიძახებ შენ, ეოფიელ.

წარმოიდგინეთ როგორ ამოდის მზე და ნისლიც სადღაც იფანტება. თქვენ ამჩნევთ, რომ მთიან გორაკზე დგახართ. ახლა კი წარმოთქვით:

იაოს ძალა, მე გიძახებ შენ, ასასიელ.

წარმოიდგინეთ, როგორც ჩადის მთებს შორის მზე და როგორ ჩნდებიან ლურჯ ცაზე ვარსკვლავები. (ნუ წარმოიდგენთ სიცივეს), იგრძენით როგორ უბერავს თბილი ქარი.

იაჰვეს ძალა, მე გიძახებ შენ, ზადკიელ.

წარმოიდგინეთ რომ სიბნელე გიახლოვდებათ, (არა ჩამავალი მზის მხრიდან). წარმოიდგინეთ ღრუბლები, რომლებიც ქარიშხალს მოასწავებენ. სქელი, მუქი ღრუბლები უკვე ყველა მხრიდან მოდიან. თითქოს გრძნობთ წვიმის სუნს, მაგრამ მიწაზე არცერთი წვეთი არ ეცემა.

ო, დიდებულო იუპიტერო, ქუხილის ღმერთო, მე გიძახებ შენ.

წარმოიდგინეთ რომ ელავს და კოკისპირული წვიმა იწყება.

არ ითხოვოთ არაფერი, უბრალოდ იგრძენით, რომ იუპიტერი მოგცემთ იმას, რაც გჭირდებათ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ცა იხსნება და ლურჯი, მეხის მსგავსი ელვა გეცემათ თქვენ, და თქვენი გავლით დედამიწას. ესაა აქტი, რომელიც მოწმობს, რომ იუპიტერის ძალა თქვენ შეგეხოთ. ამინდი მშვიდდება და თქვენც სიმშვიდეს გრძნობთ.

რიტუალის ოფიციალური დასასრული არ არსებობს. რიტუალის ბოლოს, მადლობის გადახდაც საკმარისი იქნება; იდექით რიტუალის შესრულების ადგილას ცოტა ხნით, დააკვირდით თქვენს გრძნობებს, შემდეგ კი დაივიწყეთ ეს რიტუალი და არ ეცადოთ, ამაზე ხშირად და დაჟინებით იფიქროთ. მოთმინებით დაელოდეთ თქვენს ცხოვრებაში მოვლენების განვითარებას.

გაითვალისწინდეთ, რომ კონკრეტულად არ ეცადოთ ანგელოზებისა და ღერთების ხატ-სახის წარმოდგენას.

არსებობს უამრავი რიტუალი, რომელშიც აუცილებელია საგალობლები ან ღმერთებისადმი მოწოდება. მე არ მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ადამიანი კონკრეტულად ამ გზას ირჩევს. თუ თქვენი ფანტაზიის სისუსტეზე ღელავთ, არაუშავს. მთავარია შეეცადოთ და ზუსტად გაიაზროთ ის, რაც აქ წერია. ხოლო თუ თქვენ კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ, მერწმუნეთ, იგი მაგიის ცეცხლს ნავთს დაასხამს.

ამ რიტუალის შესრულება ერთზე მეტჯერაც შეგიძლიათ, მაგრამ წელიწადში ერთხელ. ჩემი დაკვირვებით, მისი ერთხელ შესრულება სავსებით საკმარისია. წარმოიდგინეთ რომ ხალხმრავლობაში თქვენი ყველაზე საყვარელი ადამიანი დაგეკარგათ და მის სახელს ხმამაღლა და გარკვევით იძახით, სასწრაფოთ გინდათ რომ გამოჩნდეს... ჩვენ არ ვსაუბრობთ მოცულობაზე, ჩვენ ვსაუბობთ მოსმენაზე. მე მჯერა რომ ამ რიტუალის ერთხელ შესრულების შემდეგაც, თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენი მოხმობა გაიგეს.

არ იფიქროთ, რომ ამ რიტუალს დრამატულობა ან სიმძაფრე აკლია. არსებობს იუპიტერის უფრო რთული და შრომატევადი რიტუალებიც, რომლებიც მოითხოვენ ლოცვას, წარმოსახვის სიძლიერეს და ხატ სახეების წარმოდგენასაც კი, მაგრამ ამ რიტუალს ეს არ სჭირდება.


მეხუთე რიტუალი: თანხის მოზიდვა

(MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.)

მეხუთე რიტუალი შექმნილია კონკრეტული თანხის მოსაზიდად, ან პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ ჩვენი კონკრეტული სურვილის შესრულებისთვის. გამოიყენეთ ეს რიტუალი მაშინ, როცა გრძნობთ, რომ რაღარ არაკომფორტული სიტუაცია გიახლოვდებათ ან რაიმე პრობლემის გადაჭრა გჭირდებათ. მაგალითად, შეიძლება გჭირდებოდეთ სესხის გადახდა, ვინმეს დახმარება ან უბრალოდ, ტელეფონის ყიდვა; არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც დაგჭირდება ფული და იგრძნობ მის საჭიროებას, ეს რიტუალი შეძლებს შენს დახმარებას.

გაიხსენეთ რაც წიგნის პირველ გვერდებში ითქვა. იმედია, არ ფიქრობთ რომ გინდათ ითხოვოთ 10,000 ლარი. გავიმეორებ, ის რაც უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს იმ მომენტიდან, რომელშიც თქვენ ამჟამად იმყოფებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და მადლიერებით. ამ დიდებული ცვლილებებისთვის განკუთვნილია ზედა, ოთხი რიტუალი, მათ შესაძლოა ნელა, მაგრამ ძალიან დიდი ეფექტით იმუშავებენ. ეს და შემდეგი ორი რიტუალი, დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. დარჩენილი სამი რიტუალი საუკეთესოდ მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გააკეთეთ წინა ოთხი რიტუალი.

თუ ათი ათასებს ითხოვთ, მე ნუ დამადანაშაულებთ. მაგრამ თუ პირობითად, კონკრეტულად გჭირდებათ 1,000, 50 ან 695 ლარი, მაშინ დიდი შანსია რომ რიტუალი დაგეხმარებათ.

ამ რიტუალის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს „მზაკვარი კაცის“ გრიმუარებშიც, (დიდი ალბათობით იგულისხმება ალისტერ ქროული) თუმცა იგი არანაირ კავშირში არაა შავ მაგიასთან. არსებობს რიტუალის ვერსიები, რომლებიც გვხვდება მავრიტანიულ მაგიაშიც, ასევე რაღაც მსგავსს წავაწყდი (თუმცა არა იდენტურს), უელსის ფოლკლორულ მაგიაშიც.

რიტუალი იმდენად მარტივია, რომ მისი აღწერა ორიოდ წინადადებაში შემიძლია. როგორც სხვა დანარჩენ რიტუალებში, დეტალების ნაკლებობა არ ნიშნავს იმას რომ მას არ აქვს ძალა.

აიღეთ ქაღალდის ორი პატარა ნაჭერი, რომელიც იქნება ბანკნოტის ზომის, და დაახატეთ ეს სიმბოლო:

rit1

ამის შემდეგ, ფურცლებს დააწერეთ იმ რაოდენობის თანხა, რამდენის მიღებაც გსურთ. მაგ:

rit2

გამოიყენეთ ლურჯი ფერის ისეთი საღებავი ან მელანი, რომელიც წყალში ადვილად იხსნება (ამის მიზეზს ცოტა ხანში გაიგებთ). გაითვალისწინეთ, დახატეთ სიმბოლო ისე, როგორც შეგიძლიათ, არ გჭირდებათ მისი ზუსტი და სრულყოფილი შესრულება. მოიცილეთ ფიქრები მის სრულყოფილებაზე და დახატეთ იგი თავდაჯერებულად.

ერთ-ერთი ცარიელი ქაღალდი ამოიდეთ თქვენი ბალიშის ქვეშ. აირჩიეთ რკინის მონეტა, ერთ ლარიანი, ორ ლარიანი ან, არ აქვს მნიშვნელობა, და შეახვიეთ იგი მეორე ფურცელში. შეინახეთ სხვა ოთახში, ისეთ ადგილას, რომ დილამდე არავინ იპოვოს.

როდესაც გაიღვიძებთ, შეგიძლიათ რიტუალის შესრულება. გააკეთეთ ამისთვის სპეციალური გასერნება თქვენი სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებით. „სპეციალურ გასეირნებაში“ ვგულისხმობ ისეთ ადგილს, სადაც შეძლებთ დამახროთ მონეტა და ქაღალდი. ნუ გააკეთებთ ამას სადმე გზაზე, ან ხალხმრავალ ადგილას. ძალიან დიდი განსხვავებაა იმის გაკეთებას შორის, რაც მოსახერხებელია და იმას შორის, რაც საჭიროა. წაიღეთ ორივე ფურცელი, ერთი ცარიელი და დაკეცილი, მეორე კი მონეტაში შეხვეული. არ დამარხოთ მონეტა იმ ადგილას, სადაც მიცვალებულები არიან დაკრძალულნი, ზოგადად, სასაფლაოს მოერიდეთ. წადით სადმე სხვაგან, სადაც არავინ დაგინახავთ. შენი ერთადერთი მიზანი არის, დამარხო მონეტა დაფურცელი ისე, რომ არ იქნეს ნაპოვნი არავის მიერი უახლოესი კვირების განმავლობაში. უკეთესი იქნება თუ იპოვით ადგილს, სადაც იქნება ბალახი. დაიმახსოვრეთ, თქვენ არ უნდა გიყურებდნენ. დატოვეთ მონეტა იქვე და გაეშურეთ იქითკენ, საიდანაც დაიწყო თქვენი მოგზაურობა. დარჩენილი ქაღალდი, რომელიც არ დაგიმარხავთ, ჩააფინეთ იგი წყლით სავსე ჭიქაში, სადაც მელანი წყალში გაიხსნება. გირჩევდით ლურჯ საღებავს, რაც უფრო მუქი იქნება წყალი, მით უკეთესი. ნუ შეგეშინდებათ, მსგავში საღებავები არატოქსიკურია. ამოიღეთ ქაღალდი წყლიდან და დალიეთ წყალი ბოლომდე.

არ არის საჭირო ქაღალდის დამარხვა ან მისთვის რაიმე ცერემონიის ჩატარება. მისი ძალა ახლა თქვენს სხეულშია, ბევრი ფიქრის გარეშე, უბრალოდ გადააგდეთ იგი. უცნაურია, მაგრა ეს რიტუალი ერთ-ერთი უძველესი, და ამავე დროს, ძალიან ეფექტურია. მიეცით მას ცოტა დრო და თქვენს გაკვირვებას საზღვარი არ ექნება. საუკეთესო ვარიანტში თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ იმდენს, რამდენიც ითხოვეთ.

თუ რაიმე არასწორად წარიმართა... მაგალითად საღებავმა ქაღალდი გაჟღინთა, ან, ბალიშის ქვეშ ქაღალდი თითქმის დაიშალა, ნუ ინერვიულებთ ამაზე.


 

მეექვსე რიტუალი: ხელფასის ან შემოსავლის ზრდა

მეექვსე რიტუალი შესრულებულ უნდა იქნას მაშინ, როდესაც გსურთ თქვენი ხელფასის ან კონკრეტულ სიტუაციაში თქვენი შემოსავლის გაზრდა. რიტუალი ძალიან პატარაა, მაგრამ უნდა ჩატარდეს დღეში ერთხელ, თერთმეტი დღის განმავლობაში. გთხოვთ დაიცავით ინსტრუქციები და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური ასპექტი წარმოთქმულ სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ამ რიტუალში გამოყენებული სახელები უკავშირდებიან ანგელოზებს, რომლებიც გახსნიან გზას თქვენი სურვილის ასრულებისთვის.

ყურადღება გაამახვილეთ თავად შესაძლებლობაზე და არა იმაზე, რომ ფული მოფრინდება და თქვენს საფულეში ჩაფრინდება. ეს ნიშნავს, რომ დააკვირდეთ და აქტიურად მოძებნოთ ახალი შესაძლებლობები, განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა თავად მოგცენ მითითებები ამ ყველაფრის შესახებ. შესაძლებლობის უგულებელყოფა დაუშვებელია.

რიტუალში გამოყენებული ანგელოზების სახელებია: კლამეაჰი KLAH-ME-AH, აზიმორი AZ-EE-MORE, მალქიელი MAHL-KEY-ELL.

ებრაულად ისინი ასე გამოიყურება:

rit 6

რიტუალი საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როდესაც სახელებს ხმამაღლა წარმოთქვამთ და როდესაც მარტო ხართ. (არც ერთ რიტუალს არ ექნება შედეგი თუ სახელებს თქვენს გონებაში გაიმეორებთ).

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე სიბნელე. შემდეგ წარმოიდგინე მზე, რომელიც ამოდის, შეიგრძენი მისი ოქროსფერი შუქი როგორ განათებს მთელს სხეულზე და როგორ გათბობს. თქვენ გამჭვირვალე ხართ, როგორც მინა, შუქი გადის თქვენში და ანათებს თქვენს ზურგს უკან მთელს ჰორიზონტს. თქვენ იმეორებთ: KLAH-ME-AH, AZ-EE-MORE, MAHL-KEY-ELL... KLAH-ME-AH, AZ-EE-MORE, MAHL-KEY-ELL... KLAH-ME-AH, AZ-EE-MORE, MAHL-KEY-ELL...

ისევ და ისევ.

სამი წუთის შემდეგ, (ტაიმერი არ გჭირდებათ, ამას თქვენი ინტუიციით მიხვდებით), როდესაც ამ სახელებს იმეორებთ, წარმოიდგინეთ ქარიშხლის ღრუბლები, რომელიც გიახლოვდებათ, ერთ წუთში კი ღრუბლები იფანტება და თქვენს თავზე ლურჯი, კრიალა ცა მოჩანს. რიტუალი დასრულებულია.

უშუალოდ რიტუალის დროს არ გჭირდებათ თქვენს სურვილზე კონცენტრაცია, ამაზე მხოლოდ რიტუალის შემდეგ უნდა იფიქროთ.

ხმამაღლა თქვით: KLAH-ME-AH, მადლობა. AZ-EE-MORE, მადლობა. MAHL-KEY-ELL, მადლობა.

მადლობის გადახდის დროს, იქონიეთ განწყობა, რომ მათი დახმარებით პრობლემა უკვე გადაიჭრა. თუ შეძლებთ ამ გრძნობით თქვენში უკეთ გაღვივებას, ანგელოზები სურვილს შეგისრულებენ.


 

მეშვიდე რიტუალი: თქვენი იღბალის გაუმჯობესება

(MAGMA-ს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, რომ რიტუალური მაგიის გამოყენება სახიფათოა და არსებობს სურვილების ასრულების უფრო უსაფრთხო და ეფექტური გზები (მაგალითად, რეალობის ტრანსერფინგი), მაგრამ რადგანაც მაგმას მკითხველებში არის დაინტერესება ოკულტური ლიტერატურისადმი, და მათ შორის რიტუალური მაგიისადმი, პირველ რიგში ინფორმაციული გაცნობისთვის გთავაზობთ ამ საინტერესო წიგნს, რომლის გარკვეული ასპექტები ნამდვილად საინტერესო და გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით არ გირჩევთ მეშვიდე რიტუალის ჩატარებას (და ზოგადად აზარტულ თამაშებთან შეხებას), რადგან ესაა ძალიან დესტრუქციული და პარაზიტული ეგრეგორი, რომელთან ხშირი ურთიერთობითაც მოგებული არავინ რჩება (მთლიანი, ენერგეტიკულ-ინფორმაციული თვალსაზრისით). ამასთანავე, ჩვენი აზრით, ფული საშუალება უნდა იყოს, და არა მიზანი... + რაღაც რომ მიიღო, შესაბამისად უნდა გასცე...

MAGMA იხსნის პასუხისმგებლობას ამ რიტუალებისგან მიღებულ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.)

ეს რიტუალი ზრდის თქვენს შანსებს აზარტულ თამაშებში. მე არ ვუწევ რეკომენდაციას ფულის ასეთი გზით შოვნას, მაგრამ, ხანდახან, აზარტული თამაშები სახალისოა. თუ ამას გართობის და სიამოვნების მიზნით გააკეთებთ, და არა ფულის მოგების დაჟინებული, უიმედო სურვილით, ბევრჯერ იხალისებთ. თქვენ არ გახდებით მილიონერი და არც ყოველ ჯერზე მოიგებთ, მაგრამ თქვენი იღბალი მკვეთრად გაიზრდება.

გამოიყენეთ რიტუალი აზარტული თამაშების დაწყებამდე, თუ ყიდულობთ ბილეთს, გამოიყენეთ რიტუალი ნომრების არჩევამდე. თუ თამაშობთ პოკერს, გამოიყენეთ რიტუალი თამაშის დაწყებამდე. თუ შეგიძლიათ რიტუალის ჩატარება არაუმეტეს ერთი საათით ადრე, ეს იდელაურია.

ამ რიტუალში მოხსენიებული ანგელოზები გვხვდება Shorshei ha-Shemot-ში. ასევე ძველ ებრაულ სიგელებში. წინა რიტუალისგან განსხვავებით, მათი სახელების ხმამაღლა წარმოთქმა არ არის საჭირო. ერთადერთი, რაც უნდა წარმოთქვა, არის “ EE-ELL“.

ქვემოთ, ფოტოზე მოცემულია სიგელი სადაც წერია ანგელოზთა სახელები. ისუნთქეთ მშვიდად, ზედმეტი ფიქრების, ემოციებისა და მოლოდინების გარეშე. როდესაც თავს მშვიდად იგრძნობთ, მოახდინეთ კონცენტრაცია სიგელის შუაში არსებულ თეთრ სივრცეზე, და წაროთქვით ხმამაღლა „EE-ELL“, ერთი წუთის მანზილზე. (თუ ხმამაღლა წარმოთქმის შესაძლებლობა არ გაქვთ, წარმოიდგინეთ გონებაში). სიტყვების წარმოთქმასთან ერთად უნდა წაროიდგინოთ ვერცხლისფერი შუქის აურა, რომელიც თქვენს გარშემოა. წარმოიდგინეთ, რომ ყველა, ვინც შემოგხედავთ, იგივეს დაინახავს. არ იფიქროთ იღბალზე ან მოგების შანსებზე. შეასრულეთ ეს რიტუალი და ჩაერთეთ აზარტულ თამაშებში.

სიგელი ასე გამოიყურება:

rit7


 

გამოიმუშავეთ ფული

ეს წიგნი არ განეკუთვნება ინფორმაციას. იგი არც ცოდნას განეკუთვნება. ეს არის ხელოვნება, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება თქვენი ნებისამებრ. იმუშავეთ და ცვლილებები მოხდება. მიყევით ინსტრუქციებს ყურადღებით, მაგრამ შიშების გარეშე.

გააკეთეთ, რომ იგრძნოთ. გამოიყენეთ სიგელები. არ არის საჭირო მათი დაბეჭდვა, თქვენ მოგეთხოვებათ მათი თქვენი ხელით დახატვა. მოდუნდით, და იცოდეთ, რომ ყველა ძლიერი ჯადოქარი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია, საკუთარ სურვილებს რეალობად აქცევდნენ განზრახვის მეშვეობით და არა სრულყოფილების მცდელობებით.

როდესაც თანხას მიიღებთ, ისწავლეთ მისი ადვილად გაშვება, ნუ მოეპყრობით მას უყურადღებოდ. ეგოისტური სიმდიდრე არ უნდა იყოს ის, რასაც შენ მოელი. ამჟამად ყოველთვის, როდესაც ვმოგზაურობ, მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში ვჩერდები, წლების წინ კი, როდესაც ღარიბი ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო ასეთ მშვენიერ სასტუროში დარჩენა. მოახდინეთ პოზიტიური გრძნობების ვიზუალიზაცია. არ წარმოიდგინოთ ის, რაც შეუძძლებელია ან თქვენთვის უნცობი. ამის ნაცვლად წარმოიდგინეთ ფული, რომელიც გაქვთ და ეს სასიამოვნო ღიმილს იწვევს თქვენში.

იფიქრეთ ამაზე. მე შემეძლო თქვენთვის მომეცა ერთი დიდი ოქროს მონეტა, მაგრამ ვარჩიე მომეცა ყუთი, რომელიც დღეში თითო ვერცხლის მონეტას მოგცემთ. ეს, რათქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით. თუ ჭკვიანი ხართ, ყოველთვის მეორეს არიჩევთ. მოუწოდეთ მაგიას და ის გიპასუხებთ.

მადლობას გიხდით, რომ იყენებთ თქვენს დროს მაგიისთვის.

Henry Archer

მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...

მსგავსი სტატიები

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - შესავალი და თეორია


  ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში ავტორი: ფრანც ბარდონი მთა...

როგორაა მოწყობილი სამყარო


ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გ...

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

განდობის კარიბჭეები - მესამე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ცოდნა, გ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff