რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი? (ლირიკული გადახვევა)

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გიფიქრიათ, როდესმე, რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი? მგონი ეს ნივთიერებ...

wyali cifrebshi cover

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

გიფიქრიათ, როდესმე, რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი?

მგონი ეს ნივთიერება ყველაზე ბევრია ჩვენს პლანეტაზე. რატომ სრულდება ქრისტეანობის საიდუმლო – ნათლისღება – წყალში. შესაქმემდე რატომ "მიმოიქცეოდა სული ღმრთისა წყალთა ზედა?“ რატომ აკურთხებენ წყალს?

რა, (თუ როგორი?) წარმომავლობისაა სიტყვები: შეწყალება, წყალობა, მოწყალე... ?
წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც მყარ მდგომარეობაში არ იძირება თხევადში (ყინული არ იძირება წყალში), და ყველაზე "მძიმე" (მკვრივი) +4 გრადუსზეა, მაშინ, როდესაც 0 გრადუსზე იყინება. ეს რომ ასე არ იყოს, ზღვები და ოკეანეები ფსკერამდე გაიყინებოდა (სინამდვილეში იყინება ოკეანის მხოლოდ ზედა ფენა) !!!
წყალს ყველაზე დიდი სითბოტევადობა აქვს. წყალს რომ ჰქონდეს, მაგალითად, სპირტის ან ზეთის ტოლი სითბოტევადობა, ზაფხულში სიცხისგან, ალბათ ვერავინ ვერ გადარჩებოდა და ზამთარში მთელი დედამიწა გაიყინებოდა....

და წყალი რეაგირებს აზრებზე, ემოციებზე, სიტყვებსა და განწყობაზე. როდესაც წყლისკენ მივმართავთ სხვადასხვა ემოციას, წყალში მოლეკულები ლაგდება კლასტერებად, რომელთაც სხვადასხვა (ემოციის შესაბამისი) კონფიგურაცია აქვს. ეს კლასტერები კარგად ჩანს მიკროსკოპში და საკმაოდ მდგრადია. ასე ვთქვათ, წყალი "იმახსოვრებს" იმ ემოციას, იმ ემოციურ გარემოს, სადაც იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის სრული წაშლა შესაძლებელია წყლის რამოდენიმეჯერ წამოდუღებით ან მისი გაყინვითა და შემდგომ გადნობით. გამდნარი წყალი აბსოლუტურად სუფთაა "ინფორმაციული ნაგვისაგან".

ადამიანი 80% წყალია და ყოველდღე საჭიროებს 1.5–დან 2.5 ლიტრამდე წყალს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წყალს დავლევთ. შეიძლება ჩვენი ორგანიზმის წყალი და შესაბამისად ჩვენი უჯრედები დავაბინძუროთ ინფორმაციულად, ან პირიქით, გავწმინდოთ. ზოგადად, დაავადებათა 99.9%–ს ინფორმაციული საფუძველი აქვს.
დალევის წინ წყალი უნდა "დავმუხტოთ" დადებითი ინფორმაციით, "ვუთხრათ" დადებითი შინაარსის ტექსტი, გადავცეთ დადებითი, ამაღლებული ემოცია. ამისათვის საუკეთესო "მუხტი" წრფელი ლოცვის წარმოთქმაა. და ცხადია, ყველაზე უფრო დიდი მკურნალი წყალთა შორის, ნაკურთხი წყალია.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განრისხებულ, გაბრაზებულ გულზე წყლის აღება ონკანიდან (ან სხვა წყაროდან). ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტიურად თავს ვიწამლავთ.
საოცარი თვისებები აქვს "გამდნარ წყალს". როგორც ვიცით, ყინულს კრისტალური სტრუქტურა აქვს. ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი ინარჩუნებს ყინულის კრისტალურ სტრუქტურას და გარკვეული წესების დაცვით მიღებული "გამდნარი წყალი" უსუფთავესია, როგორც ფიზიკურად, ასევე ინფორმაციულად. ჩვენმა ორგანიზმმა წყალი რომ შეითვისოს, შესმულ წყალს ჯერ სტრუქტურიზაცია უნდა "ჩაუტაროს", მხოლოდ ამის შემდეგ შეითვისოს. "გამდნარი წყალი" კი, უკვე სტრუქტურიზებულია და იზოგება ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობა. ვინც ყოველდღიურად იყენებს 1.5–2 ლიტრ "გამდნარ" წყალს, ეწმინდება სისხლძარღვები, ჭამს გაცილებით ნაკლებს, იკლებს წონაში, ბუნებრივად უმცირდება ნაოჭების რაოდენობა, ემატება ენერგია, საჭმლის მონელება ხდება სრულად (თითქმის არ რჩება მოუნელებელი საჭმლის ნარჩენები) და ა.შ. "გამდნარი" წყალი უნდა მივიღოთ უზმოზე 200–500 მლ, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 3 საათის გასვლისას. ასევე კარგია ერთი ჭიქა ძილის წინ, ცარიელ კუჭზე. შედეგი გამოჩნდება 6–8 თვის შემდეგ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 80% წყლისაგან შევდგებით. თუ ჩვენი ცუდი აზრები და ემოციები ცვლის ჭიქა წყლის სტრუქტურას, რომელიც ხელში გვიჭირავს, წარმოვიდგინოთ, რას უზამს ჩვენში არსებულ იმ 80% წყალს. კომენტარი თქვენთვის მომინდვია.

საინტერესო ფაქტი: არსებობს ასეთი ტესტი სიმართლეზე: ადამიანს კითხვას უსვამენ ისე, რომ შესაძლო პასუხი იყოს ან ჰო, ან არა. პასუხის დროს ადამიანს მიერთებული აქვს სენსორები, რომლებიც აფიქსირებს სხეულის გადახრას წინ ან უკან. თუ ადამიანი ამბობს სიმართლეს, სხეული იხრება წინ (თვალისათვის შეუმჩნევლად, მაგრამ აპარატურა ამ გადახრას აფიქსირებს), სხვა შემთხვევაში, უკან. საინტერესოა, რომ ეს ტესტი არ გამოდის, თუ ცდის მონაწილეს დალეული აქვს ბევრი ყავა, ან ჩაი, ან სულ ცოტა ალკოჰოლი. ხოლო თუ სხეული გაჯერებულია სუფთა წყლით, მაშინ ტესტი 100%–ით მუშაობს.

ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას, რომლითაც დავიწყეთ ეს სტატია. იქნებ დედამიწაზე იმიტომაა ამდენი წყალი, რომ "აიღოს თავის თავზე" მთელი კაცობრიობის მიერ "გამომუშავებული" ამდენი უარყოფითი ენერგია და ინფორმაცია? ბუნებაში წყალი ხომ ინფორმაციულ თვითგანწმენდას განიცდის?!

 

მსგავსი სტატიები

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

გველისმჭამელი მინდიას მისტერია


ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სი...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (4)


  ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბ...

შვილის 10 მცნება


ავტორი: ანა თოფურიძე 1. შეიყვარე სული და არა სხეული. ამ ქვეყნად...

ცეცხლზე სიარული ტაჰიტიზე


მონაკვეთი წიგნიდან - "Tahiti Days" მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წ...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

მათემატიკის სისტემა


შესავალი სიტყვა.. magma-ს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შემეცნება. შე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff