მანიპულაცია

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიუტი ტრიუკი. მანიპულატორი არის ადამიანი...

scale 1200

ავტორი: ნანა აბესაძე

მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიუტი ტრიუკი. მანიპულატორი არის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს, მისი სურვილის მიუხედავად, თავის „ნებით“ აკეთებინებს იმას, რაც თავად სურს.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დესტრუქციული ფსიქიკის მქონე პიროვნება, მანიპულირების გზით იმაღლებს თვითშეფასებას.მანიპულატორი არის ადამიანი, ვისაც სხვისი რესურსის „მოპარვით“ სურს თვითდამკვიდრება. ასეთ შემთხვევაში, მანიპულატორი თავს გრძნობს ყოვლისშემძლე ადამიანად, რომელმაც ზუსტად იცის როგორია მსხვერპლის ფსიქიკა და სარგებლობს ამით შედეგის მისაღწევად. ასეთ დროს, მანიპულატორი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, შესაბამისად კმაყოფილებას და შემდეგ ხდება ამაზე დამოკიდებული. ეს ფსიქიკის ერთგვარი პათოლოგიაა.

მანიპულატორები ადამიანების მართვისას იყენებენ ერთერთ ხერხს, რომლის არსიც იმაშია, რომ ორი ცუდიდან უნდა აირჩიონ ერთი. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ირჩევს ნაკლებად ცუდს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს. სწორედ ეს არის მანიპულატორის ხრიკი-აგარჩევინოს ორი ვარიანტიდან ერთი, რომელიც მას სურს.

მანიპულატორად შეიძლება მოგვევლინოს როგორც მშობელი, რომელსაც მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებს ჩვენს მიმართ, (იხ.სტატია აგრესიის გამოვლინებაზე) ასევე ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც თავისი ინტერესების გატარება სურს. აღარაფერს ვამბობ რელიგიებზე , მასმედიაზე და სხვადასხვა საინფონმაციო სშუალებებზე, რომლებიც უკვე მასებით მანიპულირებენ და ახდენენ კიდევაც მათზე ზეგავლენას.

რა ადამიანური რესურსი აინტერესებთ მანიპულატორებს? უამრავი, მაგრამ ამ სტატიაში მინდა ყურადღება გავამახვილო ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებაზე.

21-ე საუკუნეში, როდესაც ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია,მანიპულაცია ყოველდღიურ რეალობად იქცა. ის მოსაზრება რომ, მანიპულირებენ მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებსაც თვითდაჯერება აკლიათ, არასწორია. წარმატებული ადამიანებიც ისეთივე მსხვერპლნი არიან. მანიპულატორს რესურსი სჭირდება, ამიტომ ადამიანი ვისაც მეტი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, მეტად საინტერესონი არიან მანიპულარორისთვის.

ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ყველა ადამიანს გააჩნია შიშის გრძნობა და აქვს რაღაცის კომპლექსი. მანიპულატორები სწორედ ამ ამ თვისებებით მანიპულირებენ. ზემოქმედებენ ჩვენი დისკომფორტის ზონაზე, იწვევენ შიშის, დანაშაულის და სირცხვილის გაქნცდას.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ მასმედია, სოცქსელები და ზოგადად ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ დაითრგუნოს ადამიანის ფსიქიკა. იქ რამდენი ნიუსია, რომელიც ადამიანის დასათრგუნად კეთდება და ამას ჩვენზე ჭკვიანი მანიპულატორ-ანალიტიკოსები ქმნიან, გვიფიქრია ამაზე?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვართ მანიპულატორთა მსხვერპლნი და მათ თავად ვაძლებთ ჩვენს რესურსს.

რაც შეეხება მასობრივ მანიპულაციას, ამისგან განთავისუფლების მზა რეცეპტი არ არსებობს და ალბათ არც იარსებებს, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს ნუ მივცემთ ჩვენით მანიპულირების საშუალებას.

არსებობენფრაზები, რომლის მოსმენისას მივხვდებით, რომ მანიპულატორთან გვაქვს საქმე.

1. „შენ ხომ ჭკვიანი ხარ?“-არადა სულელად სულაც არ მიგაჩნიათ თავი. ასეთ შემთხვევაში, სხვა ცდილობს თავისი აზრი მოგახვიოთ თავს. ამით თქვენს თვითშეფასებას ზრდის და თქვენც, რადგან „ჭკვიანი“ ხართ, უნდა დაეთანხმოთ მას და გააკეთოთ ის რაც მას უნდა.
2. „შენ ამას ვერ შესძლებ“- აქ ჩვენი ეგო შეურაცყოფილია. კომპლექსები გვაწუხებს.რას ქვია ვერ შევძლებ? და ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ კი არა, მას უნდა.
3. „შენ თუ ახლა ამას არ გააკეთებ“- აქ შიში გვიბყრობს. სხვა დროს რომ ვერ შევძლო? არადა, მანიპულატორმა კარგად იცის ის, რომ გვეშინია და ამიტომაც უნდა გაგვაკეთებინოს ახლა, ამწამს.
4. „არასოდეს“ აბსოლუტურად ყველა“-. ჯერ ერთი, თქვენ ყველა არ ხართ. ამ აბსტრაქგირებული ფრაზებით, მანიპულატორი ცდილობს თავს მოგახვიოთ თავისი სურვილი.
5. „აი, შენ თუ გიყვარვარ, ამას ან იმას გააკეთებ“-
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია უყვარდეთ და იყოს საყვარელი და სწორედ ამით ცდილობენ თქვენით მანიპულირებას.

რათქმაუნდა ეს ფრაზები არ არის პანაცეა, რომ ვიღაც ვერ მოახერხებს ჩვენით მანიპულირებას, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, სრულიად შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ის შეურაცმყოფელი და მტკივნეული გრძნობა, რომ გამოგვიყენეს . ის რომ, ვიღაცის ახირებული, დაჟინებული სურვილის გამო, ჩვენი ძვირფასი დრო დავკარგეთ. დრო რომელიც უკან არ ბრუნდება.

გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს და მხნეობას!

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

გაუცნობიერებელი


გაუცნობიერებელი რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითა...

ოთხი ყურის მოდელი


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? მიზე...

დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები


ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff