ქალთა ოთხი  არქეტიპი - ტონი ვულფის მიხედვით

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი ონლაინ-ტრენინგი - 25 დეკემბრიდან

სრულად ნახვა...

ავტორები: ლიუსი ენ საიქსი; მერი დიან მოლტონი

მთარგმნელი: თამარ კვახაძე

წყარო

შესავალი
   
ტონი ვულფმა, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა ნაცნობი მითოლოგიური ფიგურები ქალთა კატეგორიების არქეტიპული მართებულობის საილუსტრაციოდ, აირჩია ოთხი არქეტიპის ეს ადრეული აღწერა სხვადასხვა ისტორიული პერიოდიდან. იგი ხაზს უსვამს მკითხველისთვის არქეტიპის „მარადიულ“ ბუნებას. უფრო საფუძვლიანი ისტორიული მიმოხილვა წარმოდგენილია ოთხივე ნაწილის პირველ თავებში, სადაც თითოეული ტიპი უფრო დეტალურად არის განხილული და ილუსტრირებული, მათ შორის ვულფის საკუთარი სიტყვებით (თარგმნილი) მათ შესახებ.
 
   მკვლევარმა წარმოადგინა ოთხი არქეტიპი საათის ისრის მიმართულებით თავის მოდელში: დედა, ამაზონელი ქალი(Амазонка), ჰეტერა და მედიალური (მისტიური) ქალი, ასე რომ დაპირისპირებული არქეტიპები ქმნიან კვადრატს. ამ კვლევის შესავალ ნაწილის ტექსტში  ჩვენ მათ თანმიმდევრულად წარმოვადგენთ, როგორც საპირისპირო წყვილებს, კვადრატის გამოსახულების შენარჩუნებით, მაგრამ  ხაზს გავუსვამთ  ურთიერთობებთან მიმართებაში  მათ ურთიერთ-წინააღმდეგობას.
 
 ვულფის მოდელის გაგების ორივე გზა თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც შეამჩნევთ, მას  სჯეროდა, რომ ოთხი ძირითადი არქეტიპიდან ორი: დედა და ჰეტერა, პირად ურთიერთობებს წარმოადგენენ, ხოლო ამაზონელი ქალი  და მედიალური ქალი უპიროვნო ორიენტაციის ტიპები არიან. გარდა ამისა, მკითხველი გაიგებს თითოეული ტიპის მომწიფების მნიშვნელობას. როდესაც თითოეული ჩვენგანი ეცნობა  წამყვანი არქეტიპის პიროვნულ და უპიროვნო მახასიათებლებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა არქეტიპი გარკვეულწილად ჩვენშია. ვულფის აზრით, ჩვენი განვითარება დამოკიდებულია ინტეგრაციის უნარზე და პირველ რიგში საკუთარი არქეტიპული პრეფერენციების გაცნობიერების უნარზე, ხოლო რაც უფრო მოვმწიფდებით და გავხდებით უფრო ზრდასრულნი - ყველა სხვა არქეტიპზე.
 
ჩვენი მკითხველისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს რჩევა: არ იჩქაროთ თქვენი ძირითადი ტიპის განსაზღვრისას, სანამ არ შეისწავლით ყველა ტიპს, ყველა ჩამოთვლილ ასპექტში. გარდა ამისა, ახალგაზრდა მკითხველმა შეიძლება ბუნებრივად იგრძნოს, რომ ის ერთდროულად ოთხივე ტიპს მიეკუთვნება. ბოლოს და ბოლოს, მოზარდობის წლები სავსეა გამოცდილებით, ან თუნდაც ფანტაზიებით, რომლებიც დაკავშირებულია ოთხივე არქეტიპთან. მკითხველი ასევე შეიძლება დარჩეს გაკვირვებული,  როცა საბოლოოდ გააცნობიერებს მისთვის სასურველ არქეტიპს, ყველა მისი მრავალფეროვანი მახასიათებლით.
 
პერსონალურად ორიენტირებული ქალის არქეტიპები
 
დედა და ჰეტერა
 
1. დედა.. ყველამ რაღაც იცის მის შესახებ ...
 
გადავხედოთ ჰანას და სხვებს...
 
დაახლოებით სამი ათასი წლის წინ, აგრარულ კულტურაში, რომელიც არსებობდა იშვიათ ბორცვებზე, სადაც ახლა მდებარეობს პალესტინა, სამუელი მოგვითხრობს  ისტორიას ძველი აღთქმის მეფეთა პირველწიგნში ქალზე, სახელად ჰანაზე. ის წევს ქმრის გვერდით და ყოველ ღამით ტირის უდიდესი სურვილის გამო- ჰყავდეს საკუთარი პირმშო. ქმარი ელკანა თავისკენ მიიზიდავს, არწევს და ცდილობს დაამშვიდოს. მშვიდად უმღერის, კოცნით ცდილობს ცრემლები შეუშროს, ემუდარება, განა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ქმარი არ არის, ვიდრე მომავალი ვაჟები?
 
ფილმები, წიგნები, მოთხრობები.
 
ტ. ვულფმა დედის არქეტიპი განსაზღვრა, როგორც ქალის ტიპი, რომლის მთავარი ეგოს პრიორიტეტია მისი შვილების (ან მის მეურვეობაში მყოფების) კეთილდღეობა. ამ არქეტიპის დახასიათება სამ გამორჩეულ ფილმში უფრო დეტალურად არის განხილული პირველ ნაწილში: „კაფე ბაღდადი“, უშვილო ქალი მზრუნველი დედის არქეტიპის საუკეთესო თვისებებს ავლენს მიტოვებულ, უკაცრიელ ადგილას. ფილმში "ჰანა და მისი დები", თანამედროვე ჰანა, როგორც გულმოდგინე დედა, კარგავს კონტაქტს ქმართან და განადიდებს თავის მნიშვნელობას "გახდეს" დედა ყველასთვის; ზრუნავს ყველაზე (ბავშვებზე, დებზე, ოჯახზე და მეგობრებზე)  საკუთარი თავისა და ქმრის გარდა. ბიბისის მიერ ეკრანიზებული  ვირჯინია ვულფის რომანი "შუქურა" წარმოადგენს დედის არქეტიპის ბნელი მხარის ყოვლისმომცველ უტრირებას, რადგან რომანის გმირი ავლენს დაუოკებელ სურვილს დომინირებდეს მათზე, ვინც ყველაზე მეტად უყვარს და თვლის, რომ მას სჭირდება ყურადღების გაფართოება მისი უახლოესი წრის- მეგობრებისა და ოჯახისის მიღმა.
 
მონათხრობი: სიუზანას ისტორია
 
დედაჩემი დაახლოებით 90 წლისაა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ახლოს, მაგრამ მან ეს არ იცის. საშობაოდ ჩემი ქმრის დამ, კრისტინმა ჩემი ოჯახი სადილზე დაპატიჟა. მათ შორის მე და ჩემი ქმარი, ჩვენი ორი ზრდასრული შვილი და დედაჩემი, რომელიც ქვრივია და მარტო ცხოვრობს. მთელი ტრაპეზის განმავლობაში დედაჩემი მუდმივად ხაზს უსვამდა კომენტარებითა და წამოძახილებით იმის შესახებ, თუ რა გადასარევი ადამიანია კრისტინი, რა მშვენიერი ვახშამია, რა ლამაზად არის მორთული სახლი და ა.შ. თავიდან მშვიდად ვიყავი და ვფიქრობდი: დედა უბრალოდ ცდილობს იყოს მადლიერი სტუმარი. მაგრამ, როცა ეს გაგრძელდა დაუსრულებლად, ჩემში შინაგანი ბრძოლა დაიწყო. მუცელში ყველაფერმა დუღილი დამიწყო. გული ძლიერად მიცემდა მკერდში. ბოლოს ბოდიში მოვიხადე და სააბაზანოში შევედი, სადაც ცრემლები წამსკდა. სამყაროს ვერავითარი ძალა ვერ შეაკავებდა ამ ცრემლებს. მთელი დღესასწაულების პერიოდში დედაჩემი არ შემხებია, მადლობა არ გადაუხდია და არც ერთი კეთილი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის. მე ვასრულებდი მის უამრავ დავალებებს, ვყიდულობდი და ვფუთავდი საჩუქრებს მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, მიმყავდა მეგობრებთან შეხვედრებზე და ექიმთან; და მე მოვახერხე ეს ყველაფერი, ვმუშაობდი რა სრულ განაკვეთზე და მოვაწყვე ჩემი საქმე ისე, რომ მომერგო მისთვის დედის „დავალებების“ შესრულება. ის ასევე იკვებებოდა უმეტესად  ჩვენს სახლში ისე, რომ არ დასცდენია სიტყვა იმის შესახებ, თუ რა და როგორ იყო მაგიდაზე მორთმეული. არაფერი, საერთოდ არაფერი. რატომღაც ეს ყველაფერი დაგროვდა და იფეთქა საშობაო სუფრაზე. ეს ტკივილი დამყვებოდა მთელი ცხოვრება. რატომ არ შემიძლია დავთრგუნო მისთვის თავის მოწონების სურვილი, როცა ის ჩემთან ძირითადად მხოლოდ პრეტენზიებით და მოთხოვნებით მოდის. მახსოვს მხოლოდ ერთხელ, 50 წლისგანმავლობაში, ცოტათი მაინც ვიგრძენი მასთან სიახლოვე. ერთ საღამოს, ალბათ, თერთმეტი წლის ვიყავი, სასეირნოდ გამიყოლა და რატომღაც, ჩემდა გასახარად, არ მიბრაზდებოდა. შეიძლება იფიქროთ, რომ მე ვისწავლე ცხოვრება ისე, რომ აღარ მწყუროდეს მისი სიყვარული. მაგრამ, მაინც მწყურია. რომ ჰკითხონ, ვუყვარვარ თუ არა, იგი შოკირებული იქნება. "რა თქმა უნდა, მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი", უპასუხებდა ის; მაგრამ, არ მახსოვს, ოდესმე მეგრძნო მისგან რომ ვუყვარდი. მხოლოდ მაშინ, ერთხელ, როგორც ვთქვი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მის თვალებში სულელად და იდიოტად თავი არ მიგრძვნია. მეჩვენება, რომ მას შემდეგ ვცდილობ იმ მომენტში დაბრუნებას, თუნდაც ერთი წუთით მაინც.
  
ჩვენ ჩავრთეთ ეს მტკივნეული, მაგრამ ნაცნობი ისტორია, რათა გაგვიადვილდეს დედის არქეტიპის ამ უზარმაზარი ძალის წარმოდგენა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს რეალური  დედის გარდაცვალების შემდეგაც კი. საკუთარი ბუნების ხელახალი განსაზღვრა დედის არქეტიპში ქალის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს წარმოდგენილია ამ წიგნის პირველ ნაწილში.
 
2. ჰეტერა (ძველ საბერძნეთში: განათლებული, გასათხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა.)
 
რა შუაშია ამ ყველაფერთან სიყვარული?
 
ასპასია, ათენის მმართველის პერიკლეს "თვალის სინათლე".
 
ჩვენ გადავდივართ დროში გაცილებით შორს, საბერძნეთის ოქროს ხანაში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 450წ., როცა ცნობილი და წინააღმდეგობრივი ქალი, აღზრდილი როგორც ჰეტერა, გახდა პერიკლეს მეუღლე, რომელიც მართავდა ქალაქ-სახელმწიფო ათენს. ზოგიერთი მწერალი ვარაუდობს, რომ სწორედ ასპასია ქმნიდა ცნობილ ჩანაწერებს, რომელთა წყალობითაც იგი ახსოვთ და სწავლობენ მისფენომენს დღემდე. ძველი ათენისა და სპარტას ჰეტერები იყვნენ ქალები, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით, რომლებიც მიუწვდომელი იყო იმდროინდელი „პატივსაცემი“ ქალების საზოგადოებისთვის. ქალაქის მდიდართა ცოლები იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ იზოლირებულად, არ ჰქონდათ წერა-კითხვის სწავლის პრივილეგია და  არაფერი არ იცოდნენ  სახლის საქმეებისა და ბავშვების მოვლის გარდა. ბერძნული სიტყვა "ჰეტერა" უბრალოდ ნიშნავს "მეგობარ ქალს", "თანამგზავრს". მაგრამ ის ასევე გამოიყენებოდა გარკვეული ქალების კატეგორიის  აღსანიშნავად, რომლებიც პროვინციებიდან ჩამოჰყავდათ იმისთვის, რომ ესწავლებინათ შემდეგი:  გაეწიათ საინტერესო და ინტელექტუალური კომპანია იმ კაცებისთვის, რომლებიც იმდროინდელი წამყვანი სახელმწიფო მოღვაწეები და მეცნიერები იყვნენ.
 
ჰეტერები თავდაპირველად იძულებით ხდებოდნენ და მათ ირჩევდნენ ბუნებრივი, თანდაყოლილი ინტელექტისა და სილამაზის მიხედვით. მათგან ზოგი მონა იყო, ზოგი თავისუფალი ქალი, ზოგიც უცხოელი. ისინი ჩამოყავდათ ქალაქებში და ზედმიწევნით ასწავლიდნენ უცხო ენებს, სამართალს, პოლიტიკას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, მუსიკასა და ცეკვას, სოციალურ უნარებს, სტილისა და გართობის ელემენტებს. მოკლედ, სწორედ ჰეტერები უწევდნენ მომხიბვლელ კომპანიას რჩეულ მამაკაცებს და ასევე  გრაცია და დახვეწილობა შემოჰქონდათ ქალაქურ ცხოვრებაში. ისიც მართალია, რომ მათი მფარველ პატრონებთან კონტაქტი ხშირად სექსუალურ მომსახურებასაც მოიცავდა. მათგან რამდენიმე ყველაზე გამოცდილი და დახელოვნებული, როგორებიც არიან ასპასია და ფრენა, გახდნენ ცნობილნი თავიანთი მიღწევებით და იპოვეს ადგილი ანტიკური მწერლების ისტორიულ ჩანაწერებში, როგორიცაა ჰეროდოტე და პლუტარქე. ასპასია მილეთელი ცხოვრობდა მანამდე, სანამ საბერძნეთი ერთიანი ერი გახდებოდა და ჯერ კიდევ იმართებოდა ქალაქ-სახელმწიფოების მიერ. თითოეულს ჰქონდა გარკვეული ავტონომია. მილეთი იყო ტერიტორია, რომელიც ახალი შემოერთებული ქონდა ათენს. 
 
ძვ.წ. 450 წელს ათენის მმართველმა  პერიკლემ,  ათენელთათვის აკრძალა უცხოელ ქალებზე დაქორწინება, თუნდაც ისინი სხვა ქალაქ-სახელმწიფოდან ყოფილიყვნენ შემოყვანილნი. მაგრამ, მოგვიანებით მან ვერ გაუძლო ამ ლამაზ, ჭკვიან და მხიარულ ქალს.  შესანიშნავი ნიჭის და სილამაზის  წყალობით, ასპასია გახდა საოცარი კურტიზანი და მისი საყვარელი. პერიკლე აღფრთოვანებული იყო ქალის სილამაზით, გონიერებითა და მიღწევებით და ასპასიას სახლი გახდა ქალაქის ინტელექტუალური და განათლებული ელიტის თავშეყრის ადგილი. ასპასია ასევე ცნობილი გახდა, როგორც რიტორიკის მეკვლევარი და მასწავლებელი, რომელიც ხშირად შედიოდა დიალოგში ცნობილ სოკრატესთან. როგორც ათენის მმართველს, პერიკლეს  ჰყავდა პოლიტიკური მტრები, რომლებიც საუბრობდნენ მათ უკანონო ურთიერთობაზე და საჯაროდ ადანაშაულებდნენ ასპასიას უპატიოსნებაში. იმდროინდელი დრამატურგები მას კომედიებშიც დასცინოდნენ. თუმცა, პერიკლე წარმატებით იცავდა ქალს. იგი გაშორდა ცოლს, რომელმაც ორი ვაჟი გაუჩინა და ორივე მისი კანონიერი მემკვიდრე იყო. მოგვიანებით პერაკლე დაქორწინდა ასპასიაზე, რომელმაც მისგან ვაჟი გააჩინა.

იმდროინდელი ათენის კანონებით მათი ვაჟი უკანონოდ ითვლებოდა, ვინაიდან ასპასიას უცხოელის სტატუსი ჰქონდა. ათენში ცნობილი ჭირის გავრცელების დროს პერიკლეს ორივე კანონიერი ვაჟი დაიღუპა. მოგვიანებით პერიკლემ მოახერხა კანონის გვერდის ავლა, რომელიც მან თავად შემოიღო და რომელიც უარყოფდა მისი ვაჟის  ათენის მოქალაქეობასა და მემკვიდრეობის უფლებას. ასპასიას და პერაკლეს შვილს მამის სახელი დაარქვეს და მოგვიანებით პელოპონესის ომში გენერალი გახდა, რითაც მისი სახელი შემორჩა ძველი სამყაროს ისტორიას.
  
ტონი ვულფი თავის თავს ჰეტერას ტიპს მოაკუთვნებდა, რაც  მისი განმარტებით, აღნიშნავს ქალს, რომელიც ძირითადად  დაკავებულია პარტნიორთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებით. ტონივულფის პირადი ცხოვრების შესახებ კითხვისას გვაინტერესებს, როგორ შეიცვალა მისი, როგორც ჰეტერასგამოცდილება. თავდაპირველად, ეს მოხდა გარკვეული გაგებით, მამასთან, რომლისთვისაც ისინტელექტუალური და საყვარელი ქალიშვილი იყო, შემდეგ კი როგორც იუნგის ინტიმური პარტნიორი დაკოლეგა. ოთხივე ურთიერთობაზე ფიქრმა მოტივაცია მისცა მის მუშაობას, რადგან ის ცდილობდა ჩაღრმავებულიყო თავისი ცხოვრების არსის გაგებაში, მოგვიანებით კი მან განავითარა  ამაზონელი დამედიალური ქალის თვისებები, როგორც ანალიტიკოსმა, მასწავლებელმა და მწერალმა.
 
ფილმის შესწავლა: „აფრიკელი დედოფალი"
 
ნამდვილი ჰეტერას ცხოვრება შესანიშნავად არის ასახული კლასიკურ ფილმში "აფრიკელი დედოფალი". როზას (კათრინ ჰეპბერნი) ისტორია იწყება ასაკიანი შინაბერას როლითა და  რაც არ უნდა საკამათო იყოს, ჰეტერას როლით, ყოველ შემთხვევაში მის უიღბლო ძმასთან მიმართებაში. ქალი  დაუღალავად მუშაობდა, რათა დაეხმარებოდა ძმას  მისიონერულ საქმიანობაში აფრიკულ ტომებში. მოგვიანებით ქალი ოსტატურად ავლენს საკუთარი თავში საუკეთესოს თავის მეგობართან ცურვაში: მეზღვაურ ჩარლიში (ჰამფრი ბოგარტი). როზა უნვითარებს მას ფანტაზიას, ძლივს აღიარებულ ნიჭს და  დიდ და ერთი შეხედვით შეუძლებელ მიღწევამდე მიჰყავს. ამით ის აღმოაჩენს საკუთარი თავის ადრე შეუსწავლელ ნაწილებს. ჰეტერას ტიპი წარმოადგენს ქალებს, რომელთა ეგოს პრიორიტეტები ძირითადად მდგომარეობს მათი ცხოვრების დახვეწილ, დინამიურ თვისებებში მამაკაცებთან ურთიერთობაში. ისევ და ისევ, ეს შეიძლება მოხდესროგორც ქორწინების ფარგლებში, ასევე მის გარეთ... უფრო ხშირად - ქორწინების გარეთ.
 
არაპერსონალურზე ორიენტირებული ქალის არქეტიპები
 
ამაზონელი ქალი და მედიალური ქალი
 
3. ამაზონელი ქალი
 
აღმატებული ქალი თუ დაქვემდებარებული მამაკაცი?
 
ფილმის შესწავლა: „ელისაბედ I“ 
 
დაახლოებით 1800 წლის შემდეგ, რაც ჰანამ გააჩინა სამუელი, ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა აცნობა თავის სამეფო კარს, რომ მან მიატოვა ყველა თაყვანისმცემელი და აღარ დაქორწინდებოდა.
 
შეკარ კაპურის "ელისაბედ I"-ის (1998) დაუვიწყარ სცენაში დედოფალი (ქეით ბლანშეტი) გამოდის თავისი სამეფო კარისა  და მრჩევლების წინაშე და უცხადებს, რომ საჭიროა გაიგონ, რომ ის დაქორწინდება მხოლოდ ინგლისზე! ვულფის მიერ აღწერილი ამაზონელი ქალი წარმოადგენს ქალის პორტრეტს, რომლის პიროვნული ცენტრი ან პირველადი ეგოს პრიორიტეტები ქვეცნობიერად იმყოფება ამა თუ იმ ხარისხით კოლექტიური ცნობიერების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სხვა წარმომადგენელი მანამდეც ბევრი იყო პირველად  ისტორიამ გამოიყენა სიტყვა "ამაზონელი ქალი", კერძოდ, ელისაბედ I, ჰენრი VIII-ის ამბიციური ქალიშვილის შემთხვევაში, რომელიც ქალის მიზანდასახულობის განმასახიერებელიისტორიული ფიგურის გამორჩეული მაგალითია. ის უდავოდ გაჰყვა გზას, რომელიც ფოკუსირებული იყო მხოლოდ მის ხალხზე. იგი გაოცებული იყო  მონარქიის დაუცველი პოზიციისა და გადარჩენის გამო, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელი ეროვნული კონსენსუსის ფონზე შეიძლებოდა არსებობდეს. მან მთელი თავისი ენერგია მოახმარა სახელმწიფო სუბიექტების კეთილგანწყობისა და კეთილდღეობის განვითარებასა და შენარჩუნებას. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, იყო ქალების დიდი რაოდენობა, რომლებიც აშკარად იზიარებენ მსგავს მიმართებას პრიორიტეტებზე. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ამაზონელი ქალის  ეპოქაში, რომელიც იშენებს თავის ცხოვრებას იმისათვის, რომ წარმატებით ემსახუროს კოლექტიური ცნობიერების ნებას, საჭიროებებსა და ინტერესებს. მისი დროისგანწყობა და საზოგადოებრივი გემოვნება არის ის, რაც მის ყურადღებას იპყრობს. ის ამჩნევს უმცირეს დეტალს, რაც მას საბოლოო მიზნამდე მიიყვანს. ამაზონელი ქალი კარგად აცნობიერებს ზოგადთავისებურებებს  და  ხშირად ყველაზე კარგად იცის თავისი შესაძლებლობები.
 
"ჭეშმარიტი" და "ცუდი" ამაზონელი ქალი ტონი ვულფის მიხედვით
 
ვულფი თავის კვლევაში, გვიჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებას იმას შორის, რასაც ის უწოდებს ნამდვილამაზონელ ქალს, რომლის მიზნები დაფუძნებულია სოციალური მიღწევების მიმართ ბუნებრივ სწრაფვაზე, იმ ქვეტიპთან შედარებით, რომელსაც ვულფი მოიხსენიებს, როგორც "ცუდ ამაზონელს". უკანასკნელისმოტივაცია ეფუძნება არაცნობიერ პიროვნულ ბრაზს, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს მის უნარს შეინარჩუნოს ზრდასრულის პირადი ცხოვრება და ურთიერთობები. იგი არის ის, ვინც ქმნის ბრძოლის ველს და სადაც არ უნდა წავიდეს, თან ატარებს უთანხმოების წარუმატებელ ჩრდილს. ასეთ ქალს წარმოადგენს ჩვენ შორის ცნობილი, ზოგჯერ ტრაგიკული ფიგურა.
 
ფილმის შესწავლა: "ნამდვილი ამაზონელი ქალი: "ბაბუაწვერა"
 
 ჩვენ ავირჩიეთ "ნამდვილი" ამაზონელი ქალის პორტრეტი კინოპრემიის მფლობელ იაპონური კომედიაში, რომელშიც ახალგაზრდა დედა, სახელად ტომპოპო, გადაწყვეტს გახსნას საუკეთესო სწრაფი კვების  ობიექტი ტოკიოში, რასაც იგი აკეთებს კიდეც. ტომპოპოს სიუჟეტი ფილმში სხვა თემებზეა მიმოფანტული, მაგრამ საუკეთესოდ არის მასში გადმოცემული „ჭეშმარიტი“ ამაზონელი ქალის დახასიათება.
 
ფილმი " გამომჟღავნება", რომელიც განხილულია მე-2 ნაწილში, ოსტატურად ასახავს შვიდ გამორჩეულამაზონელ ქალს განვითარების, მოტივაციისა და მომწიფების სხვადასხვა ეტაპზე.
 
ჩვენი სემინარის მონაწილემ შემოგვთავაზა მისი ოჯახის წევრის ეს აღწერა, როგორც ამაზონელი ქალისმაგალითი, რომელიც ცხოვრობდა სამი თაობის წინ პროვინციულ ჩრდილოეთ მინესოტაში.
 
მონათხრობი: ჯო ​​ბეტის ამბავი
 
მაქვს ისტორია, დაკავშირებული დედაჩემის ცხოვრებასთან. მე კი ვუწოდე „როგორ მოახერხა დედაჩემმამონაზვნისა თუ ფერმერის ცოლის ბედის თავიდან აცილება“. აუცილებელია წინასიტყვაობის მოყოლაც. დედაჩემი ოჯახის ცხრა შვილიდან მეორე შვილი იყო წმინდა ფრანგულ-კანადურ ოჯახში. ისინიცხოვრობდნენ სოფლად ჩრდილოეთ მინესოტაში კანადის საზღვართან ახლოს. დედის ოჯახსაც და მამის ოჯახსაც კიდევ უფრო მეტი შვილი ჰყავდა - ცამეტი თუ თოთხმეტი. თითქმის ყველა მამაკაცი ფერმერი იყოდა ყველა ქალი იყო ფერმერის ცოლი ან მონაზონი. მისი თაობის ორ ოჯახში მონაზვნების რაოდენობა ექვს-რვა ქალს შეადგენდა.
  
სახლში ატმოსფერო იყო თბილი, მკაცრი, ძლიერი ფრანგი კათოლიკური ოჯახის სულისკვეთებით, სადაც პატრიარქატის მეფობა აბსოლუტური იყო. ფრანგული იყო ერთადერთი ენა, რომელზეც ბებია და ბაბუა საუბრობდნენ. ფრანგული  დღესასწაულები მოიცავდა ქალებისა და ბავშვების ყოველწლიურ კურთხევას ყოველ ახალ წელს. ყველანი ერთიმეორის მიყოლებით იდგნენ ბაბუაჩემის წინ თავდახრილი, მუხლებმოხრილი კურთხევის მისაღებად. დედაჩემის მშობლების ორ მრავალშვილიან ოჯახში, გოგონები განათლებას ღებულობდნენ მხოლოდ "გოგონების სკოლაში" ოჯახიდან მოშორებით, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ წმინდა იოსების ეკლესიის დები. დედაჩემის ექვსი თუ რვა დეიდა შეუერთდა ამორდენს სამშობლოში, საფრანგეთში, საბოლოო აღთქმის დასადებად. ისინი ყველა დაბრუნდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა ემსახურათ მონაზვნად ან მასწავლებლად. და, სწორედ აქ იწყება დედაჩემის ამბავი. მისი უფროსი და, დელია, ტრადიციულად დადიოდა წმინდა იოსების სკოლაში, როდესაც ის თერთმეტი თუ თორმეტი წლის იყო და სხვა გოგოებზე უმცროსი იყო, რადგან მანამდე ერთი კლასი გამოტოვა. დედამ მიამბო, როგორ დაბრუნდა დელია სახლში არდადეგებზე და ხმამაღლა ტიროდა, საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად სასტიკი და მკაცრი გარემო იყო სკოლაში. საკვები ყოველთვის არასაკმარისი და არც თუ ისე კარგი ხარისხის იყო. როდესაც დედამ მას სახლში ბოლო მოგზაურობისას ჯემის პატარა ქილები და ჟელე გაატანა, მან ისინი სკოლის სასადილო ოთახის პატარა უჯრაში დამალა, სადაც პირადი დანაჩანგალი ინახებოდა. მაგრამ, მონაზვნებმა აღმოაჩინეს ქილები, სცემეს გოგონას მუხლებში და წაართვეს ჯემები. სულ რამდენიმე წლის შემდეგ დადგა დრო, რომ დედაჩემი ეკლესიის სკოლაში წასულიყო და თავის დას, დელიას შეერთებოდა. მან უარი თქვა წასვლაზე. მამამისს, აბსოლუტურ მმართველს, არ სურდა რამე  გაეგო მისი უარის შესახებ. გოგონას ძლიერი კონფლიქტი ჰქონდა მამასთან და ბევრი ცრემლიც ღვარა. მისი დედა არ ერეოდაამ ყველაფერში. დედაჩემს სურდა წასულიყო ისთ-გრანდ-ფორქსში, „დიდ ქალაქში“ და ესწავლა კათოლიკურ, სამრევლო სკოლაში. მამას კვლავ არ სურდა არაფრის  გაგონება და მისი შვილიც ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მისი ოჯახის  ყველა პატივცემული გოგონა და გოგონათა სკოლაში წასულიყო. მაგრამ, ამ მრავალშვილიან ოჯახში, მის დეიდებსა და ბიძებსშორის იყო ერთი გამონაკლისი - ყველა ქალი, რომელიც იყო ფერმერის ცოლი ან მონაზონი. დიახ, დეიდაარმელაინი "კარიერისტი" იყო და გრანდ ფორქსში ცხოვრობდა. მას  მნიშვნელოვანი სამსახური ჰქონდა - წარმატებული ადვოკატის, მისტერ ოუენის პირადი მდივანი იყო. იმ დროს ის არ იყო გათხოვილი, მაგრამ მას ჰქონდა საკუთარი ბინა, ლამაზი ტანსაცმელი და ისეთი მშვენიერი ნივთები, როგორიცაა თეთრეულიდა ფაიფური.  
 
როგორღაც, დედას საქმეში დეიდა არმელაინი ჩაერია. მან იპოვა კათოლიკური ოჯახი, რომელსაც სჭირდებოდა მდგმური, რომელიც დაეხმარებოდათ სახლის საქმეებში: დალაგება, დაუთოება და ა.შ. დამათ მიიღეს დედაჩემი ოჯახში. ასე რომ, დაახლოებით ცამეტი წლის ასაკში დედაჩემმა დრამატული ცვლილება შეიტანა თავის ცხოვრებაში და გადავიდა გრანდ ფორქსში, დაიწყო ცხოვრება უცნობ ოჯახში დასწავლობდა სამრევლო სკოლაში. მოგვიანებით დეიდა არმელაინი დაქორწინდა მისტერ ოუენზე... (მაყურებელს აქ უკვე სიცილი აუტყდა) მისი წყალობით, ჩემი ცხოვრება არ განსხვავდებოდა ყველა ჩემი ბიძაშვილების ცხოვრებისგან, და ჩემი დებისა და ძმების ცხოვრებისგანაც კი, რადგან დეიდა არმელაინის ისტორია აგრძელებს ჩემსა და დედაჩემს შორის ურთიერთობების ფორმირებას. და ამან ყველაფერი შეცვალა.
 
4. მედიალური ქალი [იგივე "მედიუმი"]
 
ის შეიძლება წმინდანად შერაცხონ ან კოცონზე დაწვან...
 
ვულფის მიერ აღწერილი ბოლო ტიპი არის ქალების პორტრეტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია კოლექტიურ არაცნობიერთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ისინი ხელმძღვანელობენ ბუნებრივი კანონების კომპლექტით, რომლებიც იდუმალი რჩება მისი საკუთარი თავისთვისაც კი. ისინი ზოგჯერ ფლობენ წინასწარმეტყველურ ნიჭს.
 
კასანდრას წინასწარმეტყველების ნიჭი
 
ძველი საბერძნეთის ისტორია და მითოლოგია წარმოგვიდგენს ამ ოთხიდან ამ უკანასკნელს და ყველაზე რთულად გასაგებ არქეტიპს. ამბობენ, რომ კასანდრა ტროას მეფე პრიამოსა და დედოფალ ჰეკუბას მეთოთხმეტე შვილია (ძვ. წ. 1100 წ.). კასანდრას შესახებ ადრეული ისტორიები მოგვითხრობს, თუ როგორ მიიღო მან, როგორც მშვენიერმა გოგონამ, წინასწარმეტყველების ნიჭი აპოლონისგან. შემდეგ მან სთხოვა გოგონას, რომ გამხდარიყო მისი საყვარელი და დელფოს ორაკულის ხმა. კასანდრამ უარი თქვა. აპოლონი გაბრაზდა. მაგრამ მან მშვენივრად იცოდა, რომ ღმერთებისაგან მოკვდავებისთვის მიცემული  საჩუქრების უკან დაბრუნება შეუძლებელია და მან შური იძია თავისი წინასწარმეტყველური წყევლის დაწესებით; აპოლონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კასანდრამ მიიღო ეს უჩვეულო უნარი, ხალხი არ ირწმუნებდა მისი სიტყვების სიმართლეს. მამამ იცოდა მისი განსაკუთრებული წინასწარმეტყველური შესაძლებლობების შესახებ და ადვილად იყენებდა მათ ცნობილი ტროას ომის დროს. თუ ის ეთანხმებოდამის წინასწარმეტყველებებს, მას პატივი მიაგებდნენ. თუ მამა არ დათანხმდებოდა, გოგონა  იზოლირებული იყო. ათწლიანი ომის დასასრულს კასანდრა ტყვედ წაიყვანეს მიკენში ტროას მდებარე სახლიდან. ბერძენმა დამპყრობელმა გმირმა აგამემნონმა ეს იდუმალი პრინცესა თავის ხარჭად წაიყვანა, როგორც ჯილდო და ომის ნაალაფარი. კლიტემნესტრა, აგამემნონის ცოლი, მათ სასახლეში ელოდებოდადა ათი წლის განმავლობაში მკვლელობის გეგმებს აწყობდა. მან შურისძიება და  მკვლელობა დაგეგმა აგამენონის და კასანდრას მოსალოდნელი ჩამოსვლის მომენტისთვის. ქალი  განიცდიდა ბრაზს დამწუხარებას იმ მომენტიდან, როდესაც აგამემნონი დაჟინებით მოითხოვდა მათი პირველი შვილი, იფიგენია მსხვერპლად შეეწირათ ღმერთებისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო კარგი ამინდი, იმდროისთვის როცა  ბერძნული არმადა გაემგზავრებოდა ტროაში. როდესაც ესკორტები უკან დაბრუნდნენ და მიუახლოვდნენ სასახლის კარიბჭეს, კასანდრას ხილვა ჰქონდა: სისხლის უზარმაზარი ზღვამიედინებოდა მისკენ სასახლის ზღურბლიდან. ქალმა მაშინვე იგრძნო მისი  და აგამემნონის მოახლოვებული სიკვდილის შესახებ. კლიტემნესტრამ ორივე მოკლა. ჰომეროსმა დაწერა ლეგენდაკასანდრას შესახებ 400 წლის შემდეგ, ხოლო 450 წლის შემდეგ კი, დრამატურგმა ესქილემ წარმოადგინამისი ამბავი, როგორც ტრილოგიის "ორესტია"-ს ნაწილი.
  
მედიალური ქალი დღესაც კვლავ აწყდება საზოგადოების მხრიდან ნდობის ნაკლებობას და მაინც, მისიტიპი ინარჩუნებს შეუდრეკელ სიმტკიცეს.
  
ისტორიამ იცის ბევრი ქალი, ვისაც ჰქონდა ასეთი ნიჭი, მაგალითად, წმინდა ტერეზა ავილაელი, აბატი საჰილდეგარდ ფონ ბინგენი, "ნათელმხილველი პრევორსტიდან" ფრედერიკა ჰაუფე. თანამედროვე მწერალი კაროლინ მისი, ჩვენი დროის სხვა ნიჭიერი მედიალური ტიპის მწერლებთან ერთად, დაგვეხმარა დღეს მედიალური ქალის ფასეულობრივ აღიარებაში. 
 
მეორე მხრივ, ამ არქეტიპს ბევრი ტრაგიკული ამბავი უკავშირდება. ევროპული ინკვიზიციის დროს ვატიკანმა გაავრცელა მომაკვდინებელი წიგნი "ჯადოქრების ურო", რომელითაც დაიწყო სამას წლოვანი სასტიკი დევნა ქალების მიმართ, რომლებიც მიჩნეულნი იყვნენ მედიალურად. გაბატონებული შეხედულება იყო, რომ ზოგიერთი ქალი პოტენციურად ცოდვილი და ბოროტი იყო. თვით დიდებული წმინდა ტერეზა ავილაელიც კი ძლივს გადაურჩა დევნას. ყველა ქალი მეცნიერი, ეკლესიის მსახური, მცენარეების სპეციალისტი, ბოშა, ნატურალისტი, მისტიკოსი და ნებისმიერი ქალი, ვისაც ბუნება უყვარდა, იმ დროს ეჭვის ქვეშ იმყოფებოდა. ბებიაქალებს აწამებდნენ და ხშირად ხოცავდნენ მშობიარობის დროს ტკივილების შესამსუბუქებლად მცენარეული ცოდნის გამოყენების გამო. ასეთ ქალებს როგორც ჯადოქრებს, ისე სჯიდნენ  სიკვდილით წყალში დახრჩობით ან კოცონზე დაწვით. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ სამასი წლის განმავლობაში ამ გზით მოკლული ქალების რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია. ეს დევნა გეოგრაფიულად არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ევროპით და დამახასიათებელია არა მხოლოდ კათოლიციზმისთვის. პროტესტანტული რეფორმაცია ასევე ატარებდა ძლიერ ბრალდებას ქალების, როგორც პოტენციური ერეტიკოსების მიმართ ახალი კუთხით მოწყობილ რეფორმირებულ სამყაროშიც. ეს დევნა კვლავ გაჩნდა პურიტანიზმშიც, რომელიც აისახა სალემში, მასაჩუსეტსის შტატში ჯადოქრებზე ისტერიული ნადირობის  ტრაგიკულ თავში 1692 წელს, როდესაც 19 ადამიანი (უმეტესად ქალები) ჩამოახრჩვეს და რამდენიმე კი გარდაიცვალა ციხეში (იხ. ნაწილი 2, მედიალური ქალი, თავი 1).
   
ტონი ვულფი აღწერს მედიალურ ქალს ისეთს, რომლის ფანტაზია მოიცავს როგორც ცნობადს, ასევე შეუცნობელს. ის მოქმედებს როგორც ხიდი, რომელიც აკავშირებს ორ სამყაროს. ვულფი აღწერს ასეთი ქალების საერთო მახასიათებლებს, როგორიცაა გაურკვევლობა და განწყობის მზაობა იმ ფენომენებთან, რომლებიც კოლექტიურ არაცნობიერშია და ძირითადად სწორედ მასშია კონცენტრირებული მედიალური ქალის ეგო. მეცნიერული რაციონალიზმის ეპოქაში ასეთი ფენომენები უმეტესწილად მიუღებლად ითვლება.

რაციონალისტებისთვის მედიალური ქალის აღქმა აბსურდულად გამოიყურება, ზოგისთვის მისი ხედვები შეუძლებელი, საშიში და შესაძლოა პათოლოგიურია. მიუხედავად ამისა, ნიჭიერი ასტროლოგები კარგ ფულს შოულობენ, ჩვენ ყველანი ვკითხულობთ ჰოროსკოპებს, კონსულტაციას გავდივართ ნათელმხილველებთან, რათა გავხსნათ დანაშაულებები, ვიპოვნოთ დაკარგული ძვირფასეულობები მიწისქვეშეთში ან ღრმა წყალში. ჩვენ ვმკითხაობთ ტაროს კარტებით, ვიყენებთ რუნებს, ვსტუმრობთ თანამედროვე მკითხავებს დროის არაპროგნოზირებადობის, უბედური შემთხვევების, გარემოებების სინქრონიზაციის დროს. მაგალითები უთვალავია. 
 
უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ნიჭიერი მედიალური მკურნალები ზოგჯერ გვაჩვენებენ განკურნების მოულოდნელ სასწაულებს, რომლებიც აუხსნელია მეცნიერული თვალსაზრისით. ხელოვნების სამყაროში ბევრი მედიალური ტიპის ქალია, რომლებსაც შეგვიძლია შევხვდეთ საკონცერტო დარბაზებში, თეატრებში, სამხატვრო გალერეებში, რომლებიც ამდიდრებენ და აძლიერებენ ადამიანის აღქმას მძლავრი სურათებით და უნაკლო ინტერპრეტაციული ფანტაზიებით. ჩვენ ხშირად დიდად ვეყრდნობით რელიგიური ჰოსპისების ნიჭიერი მუშაკებისა და სასულიერო პირების მედიალურ უნარებს, რომელთა განსაკუთრებული მოწოდებაა  გაუადვილონ ეკლიანი გზა მათ, ვინც უკვე  გარდაუვალი სიკვდილისთვის ემზადება. შესაძლოა, არის რაღაც ქვეცნობიერად მედიალური ჩვენს დაუნდობელ გაურკვევლობაში და პოლიტიკურ არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის აუცილებლობაში, როდესაც ვცდილობთ ვიწინასწარმეტყველოთ კენჭისყრის შედეგი ჩვენი სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ რთული, ყოვლისმომცველი რიცხვითი სისტემების გამოყენებით. რატომღაც, გამოკითხვების შედეგები იძენს თითქმის ორაკულის თვისებებს საზოგადოებრივ აზრში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ორაკულს ანიჭებენ ისინი უპირატესობას.
  
მედიალური ქალი ჩვენს დროში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მრავალი წარმომადგენლით, დაწყებული ჩვეულებრივი მკითხავებით დამთავრებული გამოჩენილი ანალიტიკოსებითა და მწერლებით, რომლებსაც აქვთ უნაკლო მომზადება და დიპლომები. ის ასევე შეიძლება იყოს ძალიან გავლენიანი სულიერი ლიდერი ქალი. მედიალური ქალის ნახვა ყველგან შეგიძლიათ. ის არის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, ადგილობრივ ეკლესიაში, საავადმყოფოს პერსონალს შორის, ტრაილერების სადგომზე, სატელევიზიო კომედიებში და რეკლამებში. ის შეიძლება იყოს პირველივე შემხვედრი, ვინც ამოაძვრენს ტაროს კარტებს, ან ატარებს კრისტალს ყელზე. მაგრამ, სხვა ფორმით, ქალის გარდაცვალების შემდეგ შეგროვებული მისი შესაძლებლობებისთვის დამახასიათებელი დასამახსოვრებელი ინციდენტები შეიძლება ისევე იყოს საკმარისად ღირებული, როგორც  თუნდაც ვატიკანში შეგროვებული პაპისკურატორიუმი, გამოკვლეული და ზოგჯერ საფუძვლიანად დაასაბუთებული მის სულიერ გამოვლინებასა დასიწმინდის შესახებ. 
 
იუნგი ამტკიცებდა, რომ ჩვენი დისკომფორტი ოკულტური და პარანორმალური მოვლენების მიმართ გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ უბრალოდ ჯერ არ გვესმის კანონები, რომლებიც მოქმედებს ამ  "ცნობიერების" რეჟიმში. „არის რაღაცეები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არ ითვლება ჭეშმარიტებად, - თქვა მან ერთხელ, - ჩვენ შეიძლება ვიყოყმანოთ მათი ჭეშმარიტებად მიჩნევა, მაგრამ ხვალ შეიძლება ზუსტადაც ასეც იყოს .“  ჩვენ მაინც გვინდა ამოვიცნოთ ის, რაც შეუცნობლად გვეჩვენება. ვაგრძელებთ ძიებას და გვიზიდავს ისინი, ვინც რატომღაც შეგვახსენებს ჩვენი შეუპოვრობის, დარწმუნებული და ზოგჯერდაუოკებელი რაციონალურობის შეზღუდვებს.
 
წიგნისა და ფილმის შესწავლა
 
მე-2 ნაწილი შეიცავს რამდენიმე ფილმს, რომლებიც ასახავს მედიალური ქალის არქეტიპს მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მერილ სტრიპი გრაციოზულად და ღირსეულად ასრულებს კლარას, როგორც მედიალური ქალის როლს იზაბელ ალიენდის ფილმში "სულების სახლი". ეს ამბავი ასევე შეიცავს მოკლე მონათხრობს ბავშვი-კლარას პერსონაჟზე, როდესაც მას ტელეკინეზის საინტერესო ნიჭი აღმოაჩნდა. ფილმები, როგორიცაა: " ნიჭი", "მთვარის შუქი და ვალენტინო", "ევას თავშესაფარი"- წარმოგვიდგენსმსგავსი მახასიათებლებლების ეკრანიზებას.
 
აქ წარმოგიდგენთ ამბავს მედიალური ქალის გამოცდილების შესახებ, რომელიც ჩვენს სემინარში მონაწილემ, სახელად ანამ გაგვიზიარა.
 
მონათხრობი: ანას ამბავი
 
მინდა მოგიყვეთ ისტორია ჩემი პირადი გამოცდილებიდან, რომელიც უკავშირდება დედაჩემს და იმ ადგილს, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა მექსიკის საზღვარზე.
  
ეს არის მიწა, სადაც წყალი ძალიან ღირებულია, ამიტომ ეს არის ამბავი წყალზე. დედამ თქვა: ”ერთხელ ჭავიპოვე. ის მამაჩემის მაღაროში იყო, რომელიც მექსიკის საზღვარზე იყო. ეს იყო ადგილი, რომელსაც ლოსლობოსი ერქვა, ყოველგვარი წყლის წყაროსგან შორს იმყოფებოდა. მამა მოვიდა და მითხრა: „შეგიძლია წყალს მიგვაგნებინო?“. ჩვენ გვჭირდებოდა სახლთან ახლოს ჭა. ის ჭა კი, რომელიც უკვე ამოთხრილი იყო, სახლიდან ორი მილის დაშორებით იყო და წყალი ვირზე დატვირთული დიდი რეზერვუარებით მოგვქონდა. მამაჩემის სახლში რამდენიმე მექსიკელი მუშა იყო, რომლებიც  წყლის ტარებაში  ეხმარებოდნენ. წყლის ჭურჭელი მუქი მწვანე იყო, თან სახელმწიფო საკუთრებაში ითვლებოდა. ვირებს ხის უნაგირები ჰქონდათ მარყუჟებით ორივე მხარეს და კაცები წყლის ჭურჭელს აკრავდნენ უნაგირებზე. ყველაფერი თითქოს კარგად იყო. მაგრამ, ამავდროულად  ძალიან რთულიც იყო. ” დედაჩემმა თქვა: „მამაჩემს ხის წვრილი ტოტი ჰქონდა, შესაძლოა მესკის, რადგან ის ერთადერთი ხე იყო ამ მხარეში. არ მეგონა, რომ ამ ჯოხით რაიმეს გაკეთება თუ შემეძლო. მას ჰქონდა Y-ის ფორმა. მამამ მაჩვენა, თუ როგორ უნდა დამეჭირა ტოტის ნაწილები ერთმანეთისგან მოშორებულ გვერდებზე. მეც ვიარე აქეთ-იქით და ტოტის ძირითადმა ნაწილმა დაიწყო  ქვემოთ დახრა, როცა წყალი ვიპოვე. აქამდე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია, მაგრამ მამამ მთხოვა, რომ მეცადა. იგი ფიქრობდა, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მე გავაკეთე. როდესაც მამას ვკითხე, შეეძლო თუ არა მასაც ამის გაკეთება, მან თავი გაიქნია უარყოფის ნიშნად. ეს დედაჩემმა მომიყვა. რვა წლის ასაკში მეც აღმოვჩნდი დედაჩემის მდგომარეობაში და მამამ მითხრა, რომ შემიძლია ამის გაკეთება, ისევე როგორც დედაჩემს. ჩვენ სახლში ვიყავით გლოუბსში, არიზონაში. მან ნუშის ხეს Y-ისფორმის ტოტი მოჭრა, ქერქი მოაშორა, განაპირა ნაწილებით მომაწოდა ისე, რომ Y-ის ძირითადი ნაწილი ჩემს წინ იყო, მე კი მასთან ერთად მივდიოდი და ვფიქრობდი: „ეს რა სისულელეა." მალე ტოტმა პირდაპირ ქვემოთ დაიწყო დაიხარა. მამამ ამ ადგილას ჭა ამოთხარა, 25 ფუტის სიღრმეზე ბარით და ნიჩბით; და ეს ჭა დღესაც ჯერ კიდევ იქ არის, ჩემს მიწაზე. გამოიყენება ხეხილის მოსარწყავად“. როდესაც ანას ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ამის გაკეთება კიდევ, ქალი ჩაფიქრდა და შემდეგ ჩუმად თქვა: ”არა მგონია, რომ შემიძლია...  გამიგეთ, მე ნამდვილად აღარ მჭირდება წყლის ძებნა“.
   
საკუთარი ტიპის განსაზღვრა
 
ქალების უმეტესობა, როდესაც იწყებს ვულფის კონცეფციის გააზრებას ქალის ფსიქიკის ოთხი ფორმისშესახებ, მაშინვე განიხილავს, რომელი მათგანი შეიძლება იყოს მათთვის მთავარი, რათა დაადგინონ, რომელი პრეფერენციებია მათთვის პრიორიტეტული.
 
ვულფმა უწოდა „ფორმები“იმას, რასაც ჩვენ ზოგადად ტიპებად ან არქეტიპებად განვიხილავთ. მან თავის ნაშრომს დაამატა სია, რომელიც განმარტავს ქალის არჩევანს იმ კონკრეტულ დროს.
 
ოთხი კატეგორია, რომელიც ვოლფმა აღწერა, ახალი არ არის. ფაქტობრივად, ისინი ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში და ისინი უფრო ძველია, ვიდრე დამწერლობა. ამ მიზეზით, ისინი თითქოს იძენენ უტყუარ ჭეშმარიტების ფორმულირებას. ეს ფორმები წარმოადგენენ ინსტინქტებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ქცევის სტრუქტურულ ნიმუშებს, რომლებიც ხილული ხდება მხოლოდ ქალის ქცევის გამოვლინებით და მოიცავს არაცნობიერი მასალის ასპექტებს. იდეა, რომ ვულფის მიერაღწერილ ამ ფორმებში გარკვეული პლასტიურობაა, ხელს უწყობს დომინანტური ტიპის ამოცნობას. ყველაზე დიდი პრობლემა არის წამყვანი ტიპის პატერნებზე ჩაჭიდება. ერთ ძირითად არქეტიპურ პოზიციაში ან თვითშეფასებაში დარჩენა ნელ სიკვდილს ჰგავს. მას შემდეგ რაც ქალი დაიჭერს ამგრძნობას "ზუსტად ამას", სიმშვიდე და გაცნობიერებულობა ძალიან აშკარდ ხდება გამოხატული მასში. ეს არის ტკბილი, მაგრამ მაცდური გრძნობა, ისევე როგორც სურნელოვანი ხილის  წვენი მთელი თავისი სრულყოფილებით. მაგრამ, როგორც კი ეს მოხდება, ან როცა რეალობაში რაიმის დადასტურება ძალიან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საბოლოო პასუხთან, დაიწყება ნელ-ნელა ჩაქრობა, იმედგაცრუება, ტანჯვის ჩრდილების მიზიდვის სურვილი, აქცენტი უსამართლობაზე, საკუთარი თავის შეცოდება, ავადმყოფობა და ხშირად მშვიდი სიმწუხარე. ეს ხელს უშლის პიროვნების მომავალ ზრდას და ქალი იძენს გარკვეულ რიგიდულობას. ეს ქვეცნობიერად უბიძგებს ჩრდილოვან მხარეებს ზეგავლენა მოახდინონ ამ ტიპის დადებითი მახასიათებლებზე და საბოტაჟი გაუწიონ მათ. თუ მიზნებისა და ზრდის სხვა ვარიანტები არ განიხილება და არ მიიღწევა, მაშინ ეს იწვევს ავადმყოფობის, მარტოობის, იზოლაციის მდგომარეობაში მოსალოდნელ გადასვლას და პოსტმენოპაუზის პერიოდში უაზრობის განცდის ფარულ  საფრთხესაც კი.
 
ვულფის სქემის გამოყენებით, ავტორებმა შეიმუშავეს გზები, რომლებიც დაეხმარება ქალებს ამოიცნონ ფორმა, რომელიც საუკეთესოდ ახასიათებს მათ პიროვნებას და იმუშაონ შესაბამისი შედეგებით.
  
როდესაც ქალები იწყებენ საკუთარი თავის შეცნობას, აფართოებენ რა თავიანთ გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ საკუთარ ცხოვრებას, ისინი უნებურად იწყებენ უფრო მჭიდროდ დაკვირვებას ვულფისმიერ აღწერილ ვარიანტებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პირველადი ფორმების გაგება შეიძლება დაეხმაროს ქალებს რამდენიმე ძლიერი და პროვოკაციული გზებით:
 
. ეს მეთოდი ყოველ ქალს აძლევს სარკეს, რათა დაინახოს მისი შინაგანი ცხოვრება, რომელიც შეიძლებამისთვის საერთოდ არ იყოს ცნობილი;
· იწვევს ქალს მოგზაურობაში თვითშემეცნებისა და სოციალური ინტერაქციის სფეროებში;
· ჩამოუყალიბებს კულტურული ცნობიერების ახალ ხედვას, რომელიც აისახება მედიაში, პოლიტიკაში, რელიგიაში, ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებაში;
· უხსნის ახალ მსოფლმხედველობას, მდგარს ამ ფორმების მიღმა ქალებთან მიმართებაში როგორც ძველისამყაროს ისტორიიდან, ისე თანამედროვე ქალების მაგალითებიდან. ამ თვალსაზრისით, ეს ნამუშევარიდროული და დინამიურად რელევანტურია.
 
უფრო პირად დონეზე:
 
· მკითხველი ქალბატონები დიდწილად დაბნეულნი იქნებიან  მათი ტიპის განსაზღვრასა და სხვა ტიპების ცნობიერებაში ინტეგრირების გზების ძიებისას, რადგან ეს ტიპები მათ წარედგინება დროთა განმავლობაში.
. ქალი მკითხველი აღმოაჩენს, რომ მათი პიროვნული ზრდის გზა უფრო ნათელი გახდება და დიახ, კიდევ უფრო მიმზიდველი.
 
ქალის დიადი არქეტიპები, დედა, ჰეტერა, ამაზონელი ქალი და მედიალური ქალი, კვლავ ჩვენთან არიან საუკუნეების განმავლობაში. მათი ფორმები წარმოადგენს ზრდასრული ქალის ფსიქიკის კოორდინატების მთავარ არქეტიპურ ღერძს, როგორც რუკას. მათ ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისტორიის წიგნებში, ფოლკლორში. ისინი მომავალ კვირის ტრეილერშიც არიან, ტელევიზიის თავბრუდამხვევი რეკლამების სიბრჭყვიალეშიც, დირექტორთა საბჭოშიც, სამზარეულოშიც, ჩათშიც, საკლასო ოთახებშიც და ჩვენს საძინებლებშიც. ისინი განიხილება ჩვენი ბებიების დღიურებშიც და მუდმივად საზეიმოდ მიდი-მოდიან ჩვენი ფანტაზიების სამყაროში. ისტორიული მაგალითები ადასტურებს თითოეული ტიპის გამძლეობას.
 
მაგრამ, როგორ გეხმარებათ ეს მკითხველს თქვენი დომინანტი ტიპის ამოცნობაში?
  
უპირველეს ყოვლისა, როგორც ვულფი ხაზს უსვამს, რომ ქალის პირველადი ადრეული პრეფერენციები დატიპები, რომლებიც ის პირადად და პრიორიტეტად ირჩევს, კონცენტრირებულია პიროვნებაში ცნობიერისფეროს მიღმა. ანუ, ეს ქცევები და დამოკიდებულებები უმეტესწილად ავტონომიურად ვითარდება დანაწილობრივ მაინც, ცნობიერების მიღმაა.
  
შემდეგ, ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ვულფის დიაგრამას. თითოეულ ტიპს აქვს მისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულებების, პრეფერენციების და ქცევების საკუთარი ნაკრები. ვულფმა შექმნა თავისი დიაგრამა, რათა დაგვეხმაროს გავიგოთ, როგორ ურთიერთქმედებენ ეს ოთხი ტიპი ერთმანეთთან. ეს მოდელი დაეხმარება ქალ მკითხველს დაიწყონ მათი წამყვანი ტიპის ამოცნობა.
 
ვულფის მოდელი:

%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90
                                                                         
 
პირველი განსხვავება, რომელსაც ვულფი წარმოადგენს დიაგრამაში, არის ურთიერთობა პიროვნულთან დაუპიროვნულობასთან.
 
დედა და ჰეტერა
 
შეამჩნევთ, რომ დედა და ჰეტერა პრიორიტეტებში პიროვნებაზე არიან ორიენტირებულნი. დედას, უპირველეს ყოვლისა, შვილების ან მინდობილების  კეთილდღეობა აწუხებს, მისთვის ეს უპირველესია. ეს ასევე ძალიან პირადი საკითხია, რომელიც დაკავშირებულია მის მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტთან. ჰეტერებს უპირველეს ყოვლისა აწუხებთ მათი ურთიერთობის ხარისხი მის მამაკაცთან ან მამაკაცებთან. ეს პრიორიტეტები ხშირად ღრმად არის ფესვგადგმული არაცნობიერში და ძლივს აღიქვამს  ქალი, სანამ ის გარკვეულ დროს არ დაუთმობს მათ არსებობას.
 
ამაზონელი და მედიალური ქალი
 
და პირიქით, ამაზონელი და მედიალური ქალი თავიანთ ძირითად ენერგიას მიმართავენ კოლექტიური ცხოვრების ან მთლიანად საზოგადოების მანიფესტაციებისკენ. ისინი ღრმად არიან დაკავებული სხვა საკითხებით, გარდა პირადი ურთიერთობებისა. ამ კოლექტიურ სფეროს აქვს საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი ცხოვრება. ამაზონელი ქალი ძირითადად შეშფოთებულია ცნობიერებით, ანუ იმით, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამაზონელ ქალს აინტერესებს, რისი მოტანა შეუძლია მას სამყაროსთვის, რა სჭირდება და რა სურს სამყაროს. მედიალურ ქალს ურჩევნია და პრიორიტეტად ანიჭებს ფენომენებს, რომლებიც დაკავშირებულია კოლექტიურ არაცნობიერთან. იგი ღრმად არის დაინტერესებული ნაკლებად პირადი „სხვა სამყაროებით“, რომლებიც სულიერი ხასიათისაა. ის დგას ორ სამყაროს შორის, შუამავალია ორ განსხვავებულ სამყაროში.
 
შემდეგი საკითხი, რომელსაც ვულფი განიხილავს ამ მოდელის შესახებ, არის ის, რომ თითოეულ ტიპს აქვს ორი დამხმარე ტიპი და ერთი საპირისპირო, როგორც ეს ჩანს დიაგრამაში. ქალთა თითოეულმა ტიპმა იცისრაღაც მისთვის ნაცნობი დამხმარე ტიპების შესახებ. დიაგრამაზე საპირისპირო ფორმა მისი "მეოთხე" ტიპია, რომლის შესახებაც მან ყველაზე ნაკლებად იცის. (მაგალითად: ამაზონელმა ქალმა იცის რაღაც მისიდამხმარე ტიპების შესახებ - ან დედა, ან ჰეტერა, ან ორივე. ჰეტერა იცნობს ამაზონელ ან მედიალურ ქალს, ან ორივეს და ა.შ.) კიდევ ერთხელ, თუ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ტიპი, რომელიცთქვენთვის ყველაზე ნაკლებად ნაცნობია ან ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ, მაშინ დიაგრამაში მისისაპირისპირო იქნება თქვენი წამყვანი ტიპი.
  

მსგავსი სტატიები

კარლ იუნგის კოგნიტური ფუნქციები


კარლ გუსტავ იუნგი იყო ადრეული 1900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამ...

იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი


ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff