ჰელინგერის სისტემური განლაგება

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ბერტ ჰელინგერის ოფიციალური ვე...

bert hellinger2 2105664

ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან

მთარგმნელი: მაია ბადრიძე

ბერტ ჰელინგერის ოფიციალური ვებ-გვერდი

გამოყენებული ლიტერატურა.

წინასიტყვაობა 

ბერტ ჰელინგერის სამუშაო თავდაპირველად „ოჯახური განლაგების“ სახელით გახდა ცნობილი, რომელიც მომდევნო წლებში განვითარდა და დღეს უამრავ სხვა იმ სფეროში გამოიყენება, რომელიც ადამიანთან მუშაობას უკავშირდება, მაგ. თერაპიულ დაწესებულებებსა და ფსიქოსომატურ კლინიკებში. ის გაცილებით მეტია, ვიდრე წესებითა და ინსტრუქციებით მოწოდებული თერაპიული მეთოდი, რომელიც შეიძლება სხვასაც ვასწავლოთ.

ჩვენს მიერ შექმნილი სხვადასხვა „წესრიგი“-იქნება ეს წესრიგი ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში თუ იმგვარი წესრიგი, რომლიდანაც ჩვენს ცხოვრებას ვქმნით-ხშირად იმ სურათ-ხატებიდან და ძველი ცოდნიდან წარმოსდგება, რომელსაც ჩვენი ბიო-კომპიუტერის მონაცემთა ბანკში ინფორმაციის სახით ვინახავთ. ხშირად ის უცხოსგან დაცვას და სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ემსახურება. ის შეიცავს იდეალებს და წარმოდგენებს-გმირებს და წმინდანებს, ბოროტმოქმედებს და ტირანებს, დაზარალებულებს და მსხვერპლებს- რომლებიც სიტუაციებზე პასუხებს და წარსულის დოგმებს წარმოადგენდნენ.

პრობლემის გადაჭრა ნამდვილი ტრანსფორმაციის სივრცეში

სიცოცხლე მუდამ ახალია, მუდამ ცინცხალი. მას არ ჭირდება წარსული, როგორც იდეალი და მოდელი აწმყოსთვის. გუშინდელ პასუხები დღეს მნიშვნელობას კარგავს. ძველი წესრიგის გარეშე იმგვარი ქაოსი იქმნება, რომელსაც შეგვიძლია „არცოდნის“ მდგომარეობა ვუწოდოთ. ამ ქაოსიდან ვითარდება წარსულის ტირანიისგან თავისუფალი წესრიგი და პრობლემის „გადაჭრის“ მეთოდები, რომლებიც ბერტ ჰელინგერის „სიყვარულის წესრიგს“ შეესაბამება.

ეს ცნება, რომელიც ტაოდან წარმოსდგება, მიუთითებს ქაოსზე, როგორც მთელი ეგზისტენციის ერთმანეთთან დამაკავშირებელ პრინციპზე. ის მთელ კოსმოსში მოქმედ ბუნებრივ ჰარმონიასა და გონზე მიუთითებს. განლაგებები იქმნება ამ სივრცეში, რომელშიც ტაოს გარდამქმნელ ძალას-ცნობიერებას-ვუკავშირდებით. ეს მედიტაციური პროცესი გახლავთ. „მე“, როგორც მთლიანობისგან მოწყვეტილი ერთეული, უკან იხევს, ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც არის, უარს ვამბობთ შეფასებაზე, განსჯასა და კონტროლზე. შეგვიძლია მშვიდად დავაკვირდეთ საკუთარ ნიმუშს და შეფასებებს; ნამდვილი განვითარება ამ სივრცეში ხდება.

გასაღები: ეგზისტენციური ენის დაფასება

განლაგების მუშაობის შინაგანი ზრდის სამსახურში ჩაყენება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში უკვე მთავარია არა ის, განლაგების მეშვეობით „პრობლემებისა“ და სიმპტომებისგან გათავისუფლება მოვინდომოთ, არამედ ღრმად ვწვდეთ იმას, რისი ჩვენებაც და სწავლებაც ჩვენთვის ცხოვრებას სურს.

განლაგების მუშაობა

მთავარია ამ „ეგზისტენციურ ენის“ სწავლა და დაფასება. მთავარია, ასევე, იმის სწავლა, რას ნიშნავს გახსნილი გული და გონება, რომელიც არაფერს განსჯის. ამ პუნქტში განლაგების მუშაობა არის პროცესი, რომელიც მედიტაციის შესატყვისია. ვაღიაროთ ის ისეთი, როგორიც არის-სწორედ ის გასაღებია, რომელიც კგანლაგებას საკუთარ ძალასა და მაგიას ანიჭებს. სწორედ ეს ასპექტი წარმოადგენს ნოუ-ჰაუს და ტექნიკის გადაცემასთან ერთად სწავლების ცენტრალურ ნაწილს.

წინასიტყვაობის ავტორი: მოქშა ფეიქარი

ტექსტის სანახავად აირჩიეთ გვერდები ან გადადით შემდეგ თავზე.


სინდისი

განსხვავება სინდისთა შორის

სხვადასხვა სინდისები სულიერ ველებს წარმოადგენს. პირველი მათგანი, ინდივიდუალური სინდისი, ვიწროა და მისი მოქმედების არეალიც შეზღუდულია. ის მხოლოდ გარკვეული ტიპის სიკეთეს და ბოროტებას აღიარებს, სხვა დანარჩენს კი გამორიცხავს.

მეორე-კოლექტიური სინდისი, უფრო ფართოა და მათ ინტერესებს იცავს, რომლებსაც ინდივიდუალური სინდისი არ აღიარებს. ამიტომ, ხშირად მას კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს ინდივიდუალურ სინდისთან. თუმცა, ამ ტიპის სინდისიც შემოსაზღვრულია, რადგან ის მხოლოდ მასზე დამოკიდებული ჯგუფის წევრებს მოიცავს.

მესამე-სულიერ სინდისი, დანარჩენ სინდისთა იმ საზღვრებს გადალახავს, რომლებსაც ისინი სიკეთესა და ბოროტებას, მიკუთვნებულობასა და უარყოფას შორის განსხვავების საფუძველზე ადგენენ.

ინდივიდუალური სინდისი

ინდივიდუალური სინდისი განასხვავებს სუფთა სინდისს და სინდისის ქენჯნას. როცა სინდისი სუფთა გვაქვს, თავს კარგად ვგრძნობთ, ხოლო როცა სინდისი გვქეჯნის-ცუდად. რა ხდება მაშინ, როცა სინდისი სუფთა გვაქვს და მაშინ, როცა სინდისი გვქეჯნის? რა უსწრებს წინ სუფთა სინდისს და რა-სინდისის ქენჯნას ისეთი, რაც მათ ასეთად განგვაცდევინებს?

თუ კარგად დავაკვირდებით, როდის გვაქვს სუფთა სინდისი და როდის განვიცდით სინდისის ქენჯნას, დავინახავთ, რომ სინდისი მაშინ გვქენჯნის, როცა რაღაც ისეთს ვფიქრობთ და ვგრძნობთ, რაც იმ ადამიანთა და ჯგუფების ინტერესებს და მოლოდინს არღვევს, რომლის ნაწილადაც თავს მივიჩნევთ ან ხშირად ვალდებულები ვართ, თავი ამა თუ იმ ჯგუფის წევრად ჩავთვალოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სინდისი ფხიზლად გვადევნებს თვალს, რომ ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან კავშირი შევინარჩუნოთ. ის უშუალოდ აკვირდება, ზიანდება თუ არა ჩვენი კავშირი და მიკუთვნებულობა ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან და აღიქვამს ჩვენს ფიქრებს, სურვილებს და ქცევებს. როცა ჩვენი სინდისი აღიქვამს, რომ ჩვენი ფიქრებით, გრძნობებით და საქციელით ამ ადამიანებს და ჯგუფებს ვშორდებით, მათთან კავშირის გაწყვეტის საფრთხეს ის შიშით პასუხობს. ამ შიშს ჩვენ, როგორც სინდისის ქენჯნას, ისე განვიცდით.

ხოლო როცა ისე ვფიქრობთ, ისეთი სურვილები გვაქვს და ისე ვმოქმედებთ, რომ სრული ჰარმონია გვაქვს ამ ადამიანების და ჯგუფების მოლოდინთან თუ მოთხოვებთან, მაშინ თავს მათ წევრად მივიჩნევთ და მიკუთვნებულობის ამ განცდასაც, როგორც საიმედოს, ისეთად აღვიქვამთ. წევრობის გარანტირებულობა ჩვენზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს და კარგად მოქმედებს. ჩვენ აღარ გვაშინებს ის, რომ ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან, უეცრად, კავშირი გაწყდება და მარტონი და დაუცველნი დავრჩებით. ამ კავშირის უსაფრთხოებას, როგორც სუფთა სინდისს, ისეთად აღვიქვამთ.

მაშასადამე, ინდივიდუალური სინდისი გვაკავშირებს იმ ადამიანებთან და ჯგუფებთან, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. რადგან ეს სინდისი, მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებთან და ჯგუფებთან გვაკავშირებს და დანარჩენებს გამორიცხავს, ამიტომ ის ვიწრო სინდისს წარმოადგენს.

ამ სინდისს ჩვენთვის, ბავშვობაში, განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა.

ბავშვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი რაღაცის წევრად იგრძნოს, რადგან ამგვარი კავშირისა და მიკუთვნებულობის განცდის გარეშე ის თავს დაუცველად გრძნობს. ინდივიდუალური სინდისი უზრუნველყოფს ჩვენს გადარჩენას იმ ჯგუფებსა და ადამიანებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ინდივიდუალური სინდისი ჩვენს საზოგადოებასა და კულტურაში. ამ თვალსაზრისით, ის, თუ როგორ განვასხვავებთ ერთმანეთისგან სიკეთეს და ბოროტებას, არსებითად, ამ სინდისთა შორის განსხვავებებია. ისინი განსაზღვრავენ, რამდენად უზრუნველყოფს რაიმე ჩვენს რომელიმე ჯგუფთან წევრობას ან რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს მასზე.

ის, რაც ჩვენს წევრობს უზრუნველყოფს, სიკეთედ აღვიქვამთ. სიკეთედ მას ჩვენ სუფთა სინდისი მეშვეობით განვიცდით ისე, რომ არ გვიწევს ფიქრი იმაზე -როცა მას გარკვეული დისტანციიდან ვაკვირდებით-ნამდვილად კარგია ის ჩვენთვის თუ ჩვენთვის ან თუნდაც სხვებისთვის-ცუდი. სიკეთე ამ დროს დაუფიქრებლად აღიქმევა. ის, როგორც სუფთა სინდისი, ისე აღიქმება.

ასე რომ, სიკეთე, აბსოლუტურად გაუაზრებელად განიცდება, როგორც სიკეთე მაშინაც კი, როცა ის დამკვირვებელს ამ ველის მიღმა უცნაურად და უფრო სიცოცხლის დამაზიანებლად ეჩვენება, ვიდრე მის მსახურად.

იგივე შეიძლება ითქვას, ბოროტებაზეც, ოღონდ მას სიკეთეზე უფრო მძაფრად განვიცდით, რადგან ის დაკავშირებულია იმ შიშთან, რომ მიკუთვნებულობის გრძნობას და მასთან ერთად სიცოცხლის უფლებასაც დავკარგავთ. ასე რომ, სიკეთისა და ბოროტების განსხვავება, საკუთარი ჯგუფის შიგნით გადარჩენასთან არის დაკავშირებული. ის ემსახურება ჯგუფში ცალკეული ადამიანის გადარჩენას.

კოლექტიური სინდისი

იმ სინდისის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, მოქმედებს კიდევ ერთი, სხვა სინდისი. ეს ძლიერი სინდისია და თავისი ზემოქმედებით ბევრად აღემატება ინდივიდუალურ სინდისს. მიუხედავად ამისა, ის მაინც არაცნობიერია. რატომ? იმიტომ, რომ ინდივიდუალურ სინდისს მასთან შედარებით, უპირატესობას ვანიჭებთ.

კოლექტიური სინდისი ჯგუფური სინდისია. თუ ინდივიდუალურ სინდისს ცალკეული ადამიანი გრძნობს და მის ინდივიდუალურ გადარჩენას და ინდივიდუალური მიკუთვნებულობის განცდას ემსახურება, კოლექტიური სინდისის მხედველობის არეში ოჯახი და ჯგუფი, როგორც ერთი მთლიანობა, ისე ექცევა. ის მთელი ჯგუფის გადარჩენას ემსახურება, თუნდაც ამისთვის ცალკეული ადამიანის მსხვერპლად გაღება გახდეს საჭირო. ის ამ ჯგუფის სრულყოფილებასა და იმ წესრიგს ემსახურება, რომელიც მის გადარჩენას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.

როცა ინდივიდის ინტერესები თავისი ჯგუფის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაშინ ხშირად ჩვენს კოლექტიურ სინდისს მისი ინდივიდუალური სინდისიც ეწინააღმდეგება. რომელ კანონზომიერებებს ემსახურება კოლექტიური სინდისი? როგორ ამკვიდრებს ის ამ კანონზომიერებებს?

პირველი წესრიგი, რომელიც ამ სინდისს ემსახურება, შემდეგია: ჯგუფის ყველა წევრს აქვს უფლება, იყოს ამ ჯგუფის თანაბარი წევრი. თუ რომელიმე წევრი, ნებისმიერი მიზეზით, ამ ჯგუფიდან გაირიცხება, მაშინ გარიცხული წევრი სხვა წევრმა უნდა ჩაანაცვლოს.

ინდივიდულაურ სინდისთან შედარებით კოლექტიური სინდისი ამორალურია, ანუ ის არ განასხვავებს კეთილს და ბოროტს, დამნაშავეს და უდანაშაულოს. მეორე მხრივ, ის ყველას ერთნაირად იცავს. ის იცავს მათ წევრობას ან ცდილობს ამ წევრობის აღდგენას მაშინ, როცა მათ ამაზე უარს ეუბნებიან.

რა ხდება მაშინ, როცა ჯგუფის რომელიმე წევრს წევრობაზე უარს ეუბნებიან? კოლექტიური სინდისი მას ოჯახის სხვა წევრს ჩაანაცვლებს ისე, რომ ის ამას ვერ აცნობიერებს და მას ამგვარად ჯგუფში აბრუნებს,

როგორ ვლინდება მსგავსი უკან დაბრუნება? ოჯახის სხვა წევრი ამ განდევნილის ბედისწერას თავის თავზე იღებს. ის მასავით ფიქრობს, აქვს მსგავსი გრძნობები, მის მსგავსად ცხოვრობს, მასავით ავად ხდება და მასავით კვდება კიდეც. ოჯახის ეს წევრი იმ მეორეს- განდევნილს ემსახურება და მას ჩაანაცვლებს. ის მთლიანად მის განკარგულებაშია და მის უფლებებს იცავს ისე, რომ საკუთარ თვითობასაც არ კარგავს. როცა განდევნილი წევრი საკუთარ ადგილს იბრუნებს, ოჯახის ეს წევრს მისგან გათავისუფლების სურვილი უჩნდება .

ნუ იფიქრებთ, თითქოს, განდევნილი ინდივიდის სურვილია, რომ ის ამგვარად ჩაანაცვლონ, თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა ეს ასეც იყოს, როცა მაგ; ამ იდივიდს ოჯახის რომელიმე წევრის ბოროტება სურს. ოჯახის ამა თუ იმ წევრის ჩანაცვლება მისი თანმდევი გაურკვევლობით, (ცნება Verstrickung-ს ფსიქოლოგიაში შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ეს არის წინაპრის არაცნობიერი მიბაძვა და მისი ბედისწერის გამეორება.) სწორედ ამ სინდისს სურს და ამგვარი სუტუაციის შესაქმნელად ოჯახზე ის ზემოქმედებს. ეს სინდისი ჯგუფის სისრულის აღდგენას ესწრაფვის.

ბ. ინსტინქტი

არსებობს საფრთხე, რომ ეს სინდისი ინდივიდად მივიჩნიოთ - თითქოს, მას თავისი პირადი მიზნები აქვს, რომელზეც საგულდაგულოდ ფიქრობს და რომლის მიღწევასაც თავგამოდებით ცდილობს. ეს სინდისი ინსტინქტივით მოქმედებს, ჯგუფური ინსტნქტივით, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ესწრაფვის: მისი მიზანია-გადაარჩინოს და აღადგინოს მთლიანობა. სწორედ ამიტომ, ის ბრმად ირჩევს ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს.

გ. მიკუთვნებულობა სიკვდილის მიღმა

ინდივიდს, რომელზეც ეს სინდისი ახდენს გავლენას და რომელსაც ის წარმართავს, იმით ამოვიცნობთ, რომ ის განდევნილი ოჯახის წევრის ადგილს იკავებს. ამასთან, ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიკვდილი არავის აკარგვინებს წევრობის უფლებას, ანუ, ოჯახის გარდაცვლილ წევრს ეს სინდისი ისევე ექცევა, როგორც-ცოცხალს. ოჯახიდან სიკვდილით არავინ განიდევნება. ოჯახი თავის გარდაცვლილ და ცოცხალ წევრებს თანაბარი სიყვარულით ექცევა. ამ სინდისს ოჯახში გარდაცვლილი წევრების დაბრუნებაც სურს, ასე რომ, სიკვდილით ადამიანი თავის მიწიერ ცხოვრებას კარგავს და არა ოჯახის წევრობის უფლებას.

დ. ვინ არის ოჯახის წევრი

დროა, ჩამოვთვალო, ვინ არიან ოჯახის წევრები, რომლებსაც საერთო კოლექტიური სინდისი წარმართავს და რომელიც მათ აერთიანებს. ჩამოთვლას ჩვენთვის უახლოესი წევრებით დავიწყებ. ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც ამ კოლექტიურ სინდისს ექვემდებარებიან წარმოადგენენ:

1. შვილები, ანუ ჩვენ და ჩვენი და-ძმები. და-ძმებში მკვდრად შობილებს, აბორტის შედეგად არდაბადებულებს და გარდაცვლილ შვილებსაც ვგულისხმობ. არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს, ისინი ოჯახის წევრობიდან უნდა გამოვრიცხოთ. ოჯახის წევრებად ითვლებიან, ასევე, გაშვილებული ან ისეთი ბავშვები, რომელთა არსებობასაც მშობლები არ ამხელენ. კოლექტიური სინდისი მათ ყველას ოჯახის წევრებად მიიჩნევს, მათ იხსენებს და ოჯახში აბრუნებს. კოლექტიური სინდისი ოჯახში მათ უპირობოდ აბრუნებს ისე, რომ მათ არც გამართლებას უძებნის და არც არვის სურვილებს ითვალისწინებს.

2. ზედა დონეზე, ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მშობლები და მათი ღვიძლი და-ძმები და ისინიც, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. ოჯახის წევრებად მშობლების ყოფილი პარტნიორებიც ითვლებიან. როცა მათ ოჯახი უარყოფს, მოიკვეთს ან გარდაიცვლებიან, მათ რომელიმე შვილი ჩაანაცვლებს მანამ, სანამ მათ სიყვარულით არ გაიხსენებენ და ოჯახში დააბრუნებენ.

ე. პრობლემა მხოლოდ სიყვარულით გადაიჭრება

აქ კი ჩამოთვლას შევწყვეტ და რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, როგორ ხდება განდევნილის დაბრუნება. ამის უნარი მხოლოდ სიყვარულს შესწევს.

რომელ სიყვარულს? სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობთ. ეს სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ სიმპათიაა, ისეთის, როგორიც ის არის; ეს სიყვარული, ასევე, მისი გარდაცვალებით გამოწვეული სევდაცაა. ეს სიყვარული ის ტკივილიცაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, როცა მას რამეს ვვნებთ.

ეს სიყვარული გვაგრძნობინებს, ვახერხებთ თუ არა იმ მეორე ადამიანის გულში შეღწევას და მის შემორიგებას, ჰგვრის თუ არა ის მას სიმშვიდეს და იკავებს თუ არა ის მისთვის კუთვნილ ადგილს და რჩება თუ არა ის ამ ადგილზე. ამის შემდეგ უკვე კოლექტიური სინდისი მშვიდდება.

როგორც ვხედავთ, კოლექტიური სინდისი სიყვარულს ემსახურება- ოჯახის წევრთა თანაბარ სიყვარულს.

ვ. ვინ არიან კიდევ ოჯახის წევრები

ახლა კი ოჯახის წევრთა ჩამოთვლას გავაგრძელებ, რადგან კოლექტიური სინდისი მათაც გულისხმობს და იცავს.

3. მომდევნო, უფრო მაღალ დონეზე, ოჯახის წევრებად ბებია და ბაბუა უნდა მივიჩნიოთ, ოღონდ და-ძმების გარეშე, თუნდაც მათ განსაკუთრებული ბედისწერა ჰქონდეთ. ოჯახის წევრებს ასევე მათი ყოფილი პარტნიორებიც მიეკუთვნებიან.
4. ოჯახის წევრებად ითვლებიან, ასევე, დიდი ბებია და ბაბუა, თუმცა ეს იშვიათად ხდება. აქამდე სისხლით ნათესავები და მშობლებისა თუ ბებია-ბააბუის ყოფილი პარტნიორები დავასახელე.
5. მათ გარდა ოჯახის წევრებად ითვლებიან ისინიც, რომელთა გარდაცვალებამ და ბედისწერამ ოჯახს სარგებლობა მოუტანა, მაგ; მდიდარი მემკვიდრეობა. ისინიც ოჯახის წევრებად უნდა მივიჩნიოთ, რომელთა ხარჯზეც ოჯახი გამდიდრდა.
6. ამ თვალსაზრისით, ჩვენს ოჯახს ისინიც ეკუთვნიან, რომლებიც ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის ძალდობის მსხვერპლნი გადნენ, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრებმა მოკლეს. ოჯახმა ისინიც სიყვარულით და ტკივილით უნდა გაიხსენოს.
7. და ბოლოს, კიდევ ერთი რამ, რაც, შესაძლოა, ზოგიერთთათავის გამოწვევა იყოს. როცა ჩვენი ოჯახის წევრები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სიცოცხლეს ესალმებიან, მათი მკვლელებიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნიან. როცა ჩვენი ოჯახი მათ განდევნის ან უარყოფს, კოლექტიური სინდისის ზეწოლის შედეგად მათ მოგვიანებით ოჯახის წევრები ჩაანაცვლებენ. ალბათ, უნდა მივუთითო, რომ არა მარტო მკვლელს იზიდავს მსხვერპლი, არამედ მსხვერპლსაც - მკვლელი. ორივე მათგანი ერთ მთლიანობად თავს მაშინ აღიქვამს, როცა ერთმანეთს მოძებნიან. კოლექტიური სინდისი ერთმანეთისგან არც მათ განასხვავებს.

ზ. დაბალანსება

მანამ გავაგრძელებდე, მინდა რამდენიმე სიტყვით ამ ორ სინდისს შორის ბალანსს შევეხო. გაცემასა და მიღებას, მოგებასა და წაგებას შორის ბალანსის მოთხოვნილებაც სინდისის საკითხია.

ინდივიდუალური სინდისი, რომელსაც ჩვენ, როგორც სუფთა სინდისს და სინდისის ქენჯნას, დანაშაულს და უდანაშაულობას, ისე აღვიქვამთ, გაცემასა და მიღებას შორის დაბალანსბის პრობლემას ისევე ადევნებს თვალს, როგორც დანაშაულისა და უდანაშაულობის გრძნობას და სუფთა სინდისსა და სინდისის ქენჯნას. დანაშაულის და უდანაშაულობის განცდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, სხვაგვარად აღიქმება.

დანაშაული აღიქმევა, როგორც ვალდებულება, როცა რაიმეს ისე ვიღებ, რომ სანაცვლოდ მის ტოლფასს არაფერს გავცემ. უდანაშაულობა აღიქმება, როგორც ამ ვალდებულებისგან თავისუფლება: როცა ჩენ ვიღებთ და გავცემთ ისე, რომ აღებ-მიცემა ანაზღაურებულია.

აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ანაზღაურება სხვაგვარადაც შესაძლებელია. რაღაც ტოლფასის დაბრუნების ნაცვლად, რასაც ჩვენ ხშირად მშობლებთან დამოკიდებულებაში ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია, სანაცვლოდ, რაღაც ტოლფასი შვილებს გადავცეთ.

თ. მონანიება

ანაზღაურება ტანჯვითაც შესაძლებელია. ესეც სინდისის საკითხს წარმოადგენს. როცა ვინმეს ტანჯვას განვაცდევინებთ, სანაცვლოდ გვინდა, ჩვენც გავიტანჯოთ და ტანჯვის შემდეგ სინდისი აღარ გვაწუხებს.

ანაზღაურების ეს ფორმა, მონანიებაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი მოთხოვნილება საკუთარ თავზეა მიმართული, რადგან ამ დროს არაფერს გავცემთ და ამ ფორმით არაფერს ვანაზღაურებთ. მიუხედავად ამისა, მეორე ადამიანი, ჩვენი მონანიების წყალობით, ტანჯვისას თავს მარტო აღარ გრძნობს.

ანაზღაურების ამ ფორმას სიყვარულთან ნაკლებად ან სრულებით არ აქვს კავშირი. ის უფრო ინსტინქტური ბუნებისაა და უპირობოა.

ი. შურისძიება

ანაზღაურების მოთხოვნილება მაშინაც გვიჩნდება, როცა ვინმეს რაიმე ვნებას გვაყენებს. ასეთ დროს ჩვენც გვინდება, მას ვნება მივაყენოთ. ანაზღაურების მოთხოვნილება, ასეთ დროს, შურისძიებად გადაიქცევა. თუმცა, შურისძიება მხოლოდ წამიერად ანაზღაურებს, რადგან ის ყველა სხვა დანარჩენ მონაწილეში შურისძიების გრძნობას აღვიძებს და საბოლოოდ, მათ მხოლოდ აზიანებს.

კ. განკურნება

ანაზღაურება კოლექტიური სინდისის დროსაც არაცნობიერია, რადგან ის, ვინც გაძევებულს ჩაანაცვლებს, არ იცის, რომ საზღაურს ამ ფორმით იღებს.

ანაზღაურება, ამ შემთხვევაში , უპიროვნოა, რადგან ის, ვინც საზღაურს იღებს, ინდივიდუალური სინდისის თვალსაზრისით, უდანაშაულოა.

ანაზღაურების ეს ფორმა, შეიძლება განკურნების პროცესს შევადაროთ. უზენაეს ძალთა ზემოქმედებით აქაც დაზიანებულის აღდგენის პროცესი ხორციელდება.

კოლექტიური სინდისის მიზანი დაკარგულის დაბრუნება და ამგვარად, მთლიანობის წესრიგის აღდგენაა.

ლ. იერარქიულობა

კვლავ დავუბრუნდები კოლექტიური სინდისის კანონზომიერებას და რამდენიმე სიტყვით შევეხები მეორე კანონზომიერებას, რომელსაც კოლექტიური სინდისი ემსახურება და რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ის მის აღდგენას ცდილობს.

ამ კანონზომიერების თანახმად, თითოეულს აქვს უფლება, ჯგუფში ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მას ასაკობრივად ერგება. ეს ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც ამ ჯგუში ახალმოსულებამდე იყვნენ, უპირატესობა ენიჭებათ. ამიტომ ენიჭებათ მშობლებს შვილებთან, ხოლო უფროს შვილს კი უმცროსთან შედარებით უპირატესობა. ასე რომ, ყველას თავისი კუთვნილი ადგილი გააჩნია. დროთა განმავლობაში ის იერარქიულ კიბეზე ქვემოდან ზემოთ გადაინაცვლებს და ესპროცესი გრძელდება მანამ, სანამ ის საკუთარ ოჯახს შექმნის და პირველ ადგილს დაიკავებს.

ამ დროს მკვიდრდება მეორე ტიპის იერარქიულობა; ეს ოჯახთა შორის იერარქიულობა გახლავთ, ანუ მშობლებისა და საკუთარ, ახალ შექმნილ ოჯახს შორის იერარქიულობა. ახალ ოჯახს, მშობლების ოჯახთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება.

ეს კანონზომიერბა შენარჩუნებული მაშინაც, როცა რომელიმე მშობელი, სხვა პარტნიორთან იწყებს ურთიერთობას და შვილი უჩნდება. ამგვარად, ის ახალ ოჯახს ჰქმნის, რომელსაც წინა ოჯახთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. ახლად შექმნილი ოჯახი ისევე არ წყვეტს კავშირს წინა ოჯათა, როგორც თქვენ არ წყვეტთ კავშირს მშობლების ოჯახთან, როცა საკუთარ ოჯახს ქმნით.

მ. იერარქიულობის დარღვევა და მისი შედეგები.

იერარქიულობა ირღვევა მაშინ, როცა გვიან შემომატებული წევრი ოჯახში ისეთი პოზიციის დაკავებას მოინდომებს, რომელიც მას იერარქიის კანონის თანახმად, არ ერგება. იერარქიულობის დარღვევა ქედმაღლობაა, რომელსაც, როგორც ცნობილია, დაცემა მოსდევს.

იერარქიულობის დარღვევის შემთხვევები ხშირად შეიმჩნევა ბავშვებში, მაშინ, როცა ისინი თავს მშობლებს ამეტებენ, მაგ; როცა ისინი თავს მშობლებზე უკეთ გრძნობენ და შესაბამისად იქცევიან. ეს იერარქიულობის დარღვევის ის შემთხვევაა, როცა მას სიყვარული არ ახლავს.
იერარქიულობა განსაკუთრებით მაშინ ირღვევა, როცა ბავშვი მშობლების ნაცვლად რაღაცას თავის თავზე იღებს, მაგ. როცა მას მშობლის ნაცვლად უნდა რომ დაავადდეს და მოკვდეს. ეს უკვე იერარქიულობის სიყვარულით დარღვევის შემთხვევაა. სიყვარული კი ბავშვს იერარქიულობის დარღვევის შედეგებისგან არ იცავს.

ტრაგიკული აქ ის გახლავთ, რომ ბავშვი იერარქიულობას კეთილი ზრახვებით არღვევს, ანუ ინდივიდუალური სინდისის გავლენით ბავშვი ამ დარღვევის შედეგად თავს უდანაშაულოდ გრძნობს, ანუ მას, რაღაც უცნაურად, მიკუთვნებულობის განცდა ეუფლება.

ამ დროს ერთმანეთს ეს ორი სინდისი უპირისპირდება. იერარქიულობა, რომელსაც კოლექტიური სინდისი ამკვიდრებს და იცავს, ინდივიდულაურ სინდისთან თანხმობით ირღვევა. ამ თვალსაზრისით ის, ასე ვთქვათ, კეთლისინდისიერად ირღვევა.

ინდივიდუალური სინდისი ინდივიდს იერარქიულობის დარღვევისა და მისი შედეგებისკენ უბიძგებს.

რა შედეგები სდევს ამგვარ დარღვევას? პირველი შედეგი, მარცხია. ის ვინც თავს მშობლებს ამეტებს, იქნება ეს სიყვარულით თუ უსიყვარულოდ, მარცხს განიცდის. იერარქიულობის დარღვევა არა მარტო ოჯახებში გვხვდება, არამედ სხვა ჯგუფებშიც, მაგ. ორგანიზაციებში.
ბევრი ორგანიზაციის მარცხის მიზეზი შიდა კონფლიქტებია, როცა იერარქიულ კიბეზე დაბლა მდგომი პიროვნება ან განყოფილება, მის ზემოთ მდგომს თავს გადაამეტებს.
იერარქიულობის დარღვევის შედეგი, სიკვდილია. ტრაგიკული გმირი გადაწყვეტს, მასზე ზემდგომის მაგივრად რაღაც იტვირთოს, მაგრამ მარცხს განიცდის და კვდება.

მსგავს მოვლენას ვაკვირდებით ბავშვებთან, რომლებსაც უნდათ, მათ მაგივრად თავის თავზე რაღაც აიღონ. ისინი მშობლებ ეუბნებიან: „სჯობს მე და არა-შენ“. რას გულისხმობს ეს ნათქვამი? ეს ნათქვამი ნიშნავს შემდეგს: „მე მოვკვდები შენს მაგივრად.“

იერქრქიულობა მშვიდობის წესრიგია. ოჯახსა და ჯგუფში ის მშვიდობას ემსახურება. ის სიცოცხლის სიყვარულს ემსახურება.

ნ. მოქმედების არეალი

საიდან იწყება სინდისი? მხოლოდ ის მიცვალებულები არიან ჩვენი ოჯახის წევრები, რომლებსაც ვიცნობდით თუ კოლექტიურ სინდისს კიდევ უფრო წინა თაობების დაბრუნებაც განუზრახავს?

იქნებ, ჩვენი დაბრუნებაც სურს წინა ცხოვრებიდან? იქნებ, კოსმიურ წესრიგს ემსახურება, იმ წესრიგს, რომლისთვისაც არაფერი არსებული არ იკარგება? პროგრესის რწმენის გამო ხომ არ ვარღვევთ იერარქიულობას, თითქოს წინაპრებს ვჯობდეთ და მათ აღვემატებოდეთ?
რა გვემართება, როცა შინაგანად ამ მთლიანობაში ჩვენთვის კუთვნილ ადგილს ვიკავებთ, როცა მორჩილად ბოლო ადგილზე ვდგებით? როცა ყველას, მათ, ვისაც ჩვენი ოჯახის წევრობა ჩამოერთვა და მათაც, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა, აწმყოში შემოგვყავს ყველაფერ იმით, რაც აკლიათ და საქმეს მათთან ერთად ვასრულებთ.

სულიერი სინდისი

რაზე რეაგირებს სულიერი სინდისი? ის სულის მოძრაობას პასუხობს, იმ სულის მოძრაობას, რომელსაც ყველაფერი მოჰყავს მოძრაობაში, რომელიც ყოველივეს შემოქმედებითად ამოძრავებს. ყველაფერი ამ მოძრაობას ემორჩილება, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არა ეს ჩვენ, ვემორჩილებით თუ წინააღმდეგობას ვუწევთ. მთავარია, აღვიქვამთ თუ არა საკუთარ თავს მასთან თანხმობაში, ნებით ვემორჩილებით მას და ვაგრძელებთ თუ არა არსებობას მასთან თანხმობით, ანუ ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს და მოქმედებას ის წარმართავს.

რა გვემართება, როცა მასთან თანხმობაში ვაცნობიერებთ თავს? რა გვემართება, როცა ვცდილობთ, რომ ამ მოძრაობას თავი დავაღწიოთ, რადგან გვეჩვენება, რომ ეს მოძრაობა დიდ მოთხოვნებს გვიყენებს და ეს შიშს გვგვრის?

როცა თავს სულის მოძრაობასთან ჰარმონიაში აღვიქვამთ, მაშინ კარგად ვართ; თავს მშვიდად ვგრძნობთ, უდარდელად. ვიცით, შემდეგი ნაბიჯი როგორ გადავდგათ და საამისოდ ძალაც შეგვწევს. ეს, ასე ვთქვათ, სუფთა სულიერი სინდისია.

როგორც ინდივიდუალური სინდისის შემთხვევაში, აქაც მაშინვე ვგრძნობთ, გვაქვს თუ არა მასთან თანხმობა. უბრალოდ, ეს სულიერი ცოდნაა. სუფთა სინდისი სულიერი მოძრაობისადმი გაცნობიერებული ერთგულებაა.

მაინც რა არის ეს სულიერი მოძრაობა? ეს სიყვარულით სავსე ყურადღებაა ყველაფრისადმი, ისეთებისადმი, როგორებიც ისინი არიან. მან იცის, რომ ყველაფრისადმი სულის სიყვარულით თავადაც ერთი მთლიანობაა.

როგორ განვიცდით სულიერი სინდისის ქენჯნას?-აქ კვლავ ანალოგისთვის დანაშაულის გრძნობა გვახსენდება, რომელსაც ინდივიდუალური სინდისის დროს განვიცდით. როგორ ვგრძნობთ სულიერი სინდისის ქენჯნას? როგორც სულიერ შფოთვას, სულიერ ბლოკადას. ვკარგავთ ორიენტაციას, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, თავს ძალადაკარგულად ვგრძნობთ.

როდის განვიცდით სულიერი სინდისის ქენჯნას? მაშინ, როცა სულის სიყვარულის გზიდან გადავუხვევთ. როცა ვინმეს ჩვენს წყალობისა და სიყვარულის გარეშე ვტოვებთ. სწორედ ამ დროს სულის მოძრაობასთან ჰარმონია გვეკარგება. ჩვენ საკუთარი თავის ამარა ვრჩებით და სინდისი გვქენჯნის.

მაგრამ, როგორც ეს ინდივიდუალური სინდისის შემთხვევაშია, აქაც სინდისის ქენჯნა სუფთა სინდისს ემსახურება. თავისი ზემოქმედების წყალობით ის სულის მოძრაობასთან გვაბრუნებს და მასთან ჰარმონიას აღგვადგენინებს, სიმშვიდეს გვიბრუნებს და ყველასა და ყველაფრისადმი სიყვარულით მთლიანობას განგვაცდევინებს.


სიყვარული

ერთ კაცს სიზმარში უფლის ხმა შემოესმა, რომელმაც უთხრა: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.“ მეორე დილით, კაცი ადგა, შეხედა თავის ერთადერთ და საყვარელ ძეს, შეხედა თავის ცოლს, თავისი ვაჟის დედას და შეხედა თავის ღმერთს. მოჰკიდა შვილს ხელი და აიყვანა მთაზე, ააგო საკურთხეველი, შეუკრა შვილს ხელები, ამოიღო დანა და ყელის გამოჭრა დაუპირა. ამ დროს სხვა ხმა შემოესმა და კაცმა შვილის ნაცვლად ცხვარი დაკლა.

როგორ უყურებს ვაჟი მამას?
ცოლი-ქმარს?
ქმარი-ცოლს?
როგორ უყურებენ ისინი ღმერთს?
და როგორ უყურებს ღმერთი-თუ ის არსებობს-მათ?

უფლის ხმა სიზმარში კიდევ ერთ კაცს ჩაესმა. ხმამ უთხრა: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.“ მეორე დილით, კაცი ადგა, შეხედა თავის ერთადერთ და საყვარელ ძეს, შეხედა თავის ცოლს, თავისი ვაჟის დედას და შეხედა თავის ღმერთს და მიახალა: „ამას არ ვიზამ!“

როგორ უყურებს ვაჟი მამას?
ცოლი-ქმარს?
ქმარი-ცოლს?
როგორ უყურებენ ისინი ღმერთს?
და როგორ უყურებს ღმერთი-თუ ის არსებობს-მათ?

სიყვარულის კანონზომიერება

მრავალნაირი უბედურება, რომელიც ადამიანთა შორის ურთეიერთობებში ხდება და მარცხი, რომელსაც ისინი ამ ურთიერთობებსა თუ პროფესიული საქმიანობაში განიცდიან, გამოწვეულია სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი კანონზომიერების დარღვევით, რომელსაც ბერტ ჰელინგერი „სიყვარულის კანონზომიერებებს“ უწოდებს.

ცხადია, ამ კანონზომიერებას განგებ არ ვარღვევთ. პირიქით, როცა მას ვარღვევთ, თავი უდანაშაულოდ მიგვაჩნია.

როცა „სიყვარულის კანონზომიერებას“ ვიცნობთ, მაშინ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვასაც ვახერხებთ და შესაბამისად ვიქცევით კიდეც. ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენს მზერას და პოზიციას ცხოვრების პოზიტიური მხარისკენ მიმართავს და ცხოვრებას გვიადვილებს.

1. სიყვარულის კანონზომიერება

როგორ გვიმართლებს სიყვარულში

ბევრს მიაჩნია, რომ სიყვარულში თავისუფალია. სიყვარულს კი თავისი კანონზომიერება გააჩნია ისევე, როგორც ცხოვრებას, რომელსაც ვემორჩილებით. სიყვარულის კანონზომიერებებს უნებლიედ ვიცავთ და ამას ცნობიერად ვაკეთებთ. ვიცით, რომ თუ მისი კანონები დავარღვიეთ, ამით სიყვარულს დავაზარალებთ, განსაკუთრებით კი- ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულის საფუძველს, მაგ. იმ კანონზომიერებას, რომლის თანახმადაც სიყვარულში, მიღებასა და გაცემას შორის ბალანსი უნდა არსებობდეს. სხვა კანონზომიერებები ხშირად ჩვენთვის დაფარულია და მათ ამიტომაც ვარღვევთ. გვიკვირს, რომ სიყვარულში მარცხს განვიცდით, თუმცა მცდელობას არ ვაკლებთ, რომ გაგვიმართლოს. ეს წიგნი წარმოდგენას შეგიქმნით ამ წესრიგთა შესახებ. ის გზას გაგიკვალავთ სხვა, გაცილებით ღრმა სიყვარულისკენ.

სიყვარული და კანონზომიერება

სიყვარულის კანონზომიერებები ჩვენი სურვილებისა და შიშისგან დამოუკიდებლად არსებობს. ის ჩვენთვის იმ შედეგების მეშვეობით გაცხადდება , რომლებსაც მათი დარღვევა იწვევს . ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც მის შესახებ ვიგებთ, ოჯახური განლაგებაა, რომელიც მთელი თავისი მოცულობით უკვე გავაცანი ფართო პუბლიკას. მანამ დეტალურად აღვწერდე ამ წესრიგებს, მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ოჯახურ განლაგებას და მისი მიმდინარეობის პროცესს.

რა აშკარავდება სიყვარულის წესრიგზე ოჯახური განლაგების მეშვეობით?

ოჯახური განლაგების დროს, როგორც მე მას ვაკეთებ და ვუჩვენებ, იმ პიროვნების წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, რომელსაც რაღაცის გარკვევა სურს. მაგ. სურს, თავისი ავადმყოფობისა და პარტნიორთან პრობლემების მიზეზები გაარკვიოს, ან ახსნას, რა ეღობება ცხოვრების გზაზე მის წარმატებას. ამ დროს, არ არის აუცილებელი ამ პიროვნების წარმომადგენელმა იცოდეს, საკუთრივ რა პრობლემები აქვს პიროვნებას, რომელსაც ის წარმოადგენს. ირკვევა, რომ ეს წარმომადგენელი სხვა სულიერ სამყაროსთან ამყარებს კონტაქტს, საიდანაც ის ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას იღებს: მას არათუ არ ჭირდება რაიმე კონკრეტულის ცოდნა, არამედ იმაზეც კი არ უნდა იფიქროს , რა ცოდნა გადაეცემა. უბრალოდ, მან უნდა მოიკრიბოს ყურადღება და საშუალება მისცეს მოძრაობას, რომ მან ის მოიცვას. მაგ. ის ხრის მზერას ისე, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს ამ მოძრაობას, ან გვერდზე ბრუნდება და გარკვეული მიმართულებით იყურება. როცა წარმომადგენელი ძირს იყურება, განლაგების ხელმძღვანელი მეორე პიროვნებას ირჩევს და თხოვს, ამ წარმომადგენლის წინ გულაღმა დაწვეს. განლაგების ხელმძღვანელისთვის გამოცდილებით ცნობილია, რომ როცა წარმომადგენელი ძირს იხედება, მაშინ ის მკვდარს უყურებს. მან უფრო მეტიც იცის. პიროვნებას, რომელის წარმომადგენლადაც ის გვევლინება, მიცვალებული იზიდავს. ასე რომ, მოკლე ხანში ცხადი ხდება, რა ხდება ამ პიროვნების თავს. საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. როცა პირველი წარმომადგენელი გვერდზე ბრუნდება და გარკვეული მიმართულებით უყურებს მოძრაობა, განლაგების ხელმძღვანელი მეორე წარმომადგენელს ირჩევს და იქ აყენებს, საითაც იმ პირველი წარმომადგენლის მზერაა მიმართული. არავინ იცის, ვის წარმოადგენს ეს მეორე პიროვნება ისევე, როგორც არავინ იცის, ვის წარმოადგენ ის, ვინც იატაკზე წევს. მიუხედავად ამისა, მათ ეს მოძრაობა მოიცავს და შეიპყრობს. ამგვარად, ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ განლაგებაა. მოძრაობა იმ პიროვნებასაც მოიცავს, ვისაც ეს ყველაფერი ეხება. მაგ. ის ტირილს იწყებს, ან შედის განლაგებაში და იმ პიროვნების გვერდით წვება, რომელიც იატაკზე წევს. ჩვეულებრივ, ამ დროს ხმას არავინ იღებს. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს პროცესს უცხო ხელი წარმართავდეს. მსგავსი გრძნობები ეუფლება მაყურებელსაც, რომელიც განლაგებას ესწრება. ისინი უეცრად ხვდებიან, ის, რაც მათ თვალწინ ხდება, მათთანაც არის დაკავშირებული.

სხვა განზომილება

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: საიდან მოდის ეს მოძრაობა, რომელიც წარმომადგენელს იპყრობს? საიდან უახლოვდება ის განლაგების ხელმძღვანელს და ყველა იმ სხვა დანარჩენს, რომლებსაც ეს მოძრაობა იპყრობს? ის სულიერი სამყაროდან მოდის და გარედან, შინაგანად გვეუფლება. ის ჩვენ პერსონალურად მოგვიცვს და ამასთან იმ სხვებსაც, რომლებთანაც დაკავშირებულები ვართ ან დაკავშირებულები უნდა ვიყოთ. ის ჩვენ იმათთან გვაკავშირებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზით დავშორდით. ეს შემდეგს ნიშნავს: ის სიყვარულის მოძრაობაა. ის ყოვლისმომცველი სიყვარულის მოძრაობაა. ის შემოქმედებითი მოძრაობაა, რომელიც ყველაფერ იმას აწესრიგებს, რაც ამ წესრიგის მიღმა იყო. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ის ჩვენ ჩვენი სურვილებისა და განზრახულობის მიუხედავად გვეუფლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ღია ვართ მისთვის და პატარები მის წინაშე.

სიყვარულის სხვადასხვა წერიგი

განლაგების დროს წარმომადგენლის მოძრაობით და მისი შედეგებით აშკარავდება, როგორც კანონზომიერებების დარღვევა, რაც ავადმყოფობასა და პრობლემებს იწვევს, ასევე ის კანონზომიერებებიც, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და აღვადგინოთ. ყველა ეს კანონზომიერება სიყვარულისა და ცხოვრების კანონზომიერებებია.

1.1.მთავარი კანონზომიერება 1: თანაბარი უფლება

ყველა, ვინც ჩვენი ოჯახის წევრია, წევრობის თანაბარი უფლება აქვს.
როგორც კი ოჯახის რომელიმე წევრს წევრობის უფლელბა ჩამოერთმევა, ირღვევა კანონზომიერება, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები აქვს.

მაგალითები

1. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როცა ოჯახის რომელიმე წევრს კლავენ. ყველაზე გავრცელებულ მეთოდს აბორტი წარმოადგენს. როგორც არ უნდა ამართლებდნენ აბორტს, ამისთვის რა მიზეზებსაც არ უნდა ასახელებდნენ, დამნაშავის, ანუ დედის სულისთვის ამ მოვლენას დიდი შედეგები მოჰყვება.
2. წევრობის ჩამორთმევის შემდეგ უფლებას ბავშვის გაშვილება წარმოადგენს, ან როცა ბავშვი სხვა ურთიერთობიდან ჩნდება და მის არსებობას მალავენ. ეს ფარულად გაკეთებულ აბორტებსაც ეხება.
3. როცა ოჯახის რომელიმე წევრს წევრობის უფლება ერთმევა, რადგან მისი რცხვენიათ. მაგ. როცა ბავშვი უნარ-შეზღუდულია, ან რომელიმე წევრი სხვა კონფესიას იღებს, ან დანაშაულს ჩაიდენს.
4. ოჯახურის განლაგების დროს ვლინდება, რომ მათ ის დავიწყებული ბავშვებიც ეკუთვნიან, რომლებსაც აღარ იხსენებენ: მაგ. მკვდრად შობილი ან უდროოდ გარდაცვლილი ბავშვი, მაგ: მუცლის მოშლის შედეგად ან დედის მუცელშივე მკვდარი ბავშვი.

ისმევა კითხვა: რა შედეგები მოყვება იმას, როცა ბავშვს ამ მიზეზით ერთმევა წევრობის უფლება? ამისთვის კი ჯერ შემდეგ საკითხს უნდა მოვფინოთ ნათელი: ვინ ეკუთვნის ოჯახს, რომლის წევრებსაც ამ ოჯახის წევრობის უფლება გააჩნიათ? ოჯახური განლაგების დროს ცხადი ხდება, რომელი პიროვნებები არიან ჩვენი ოჯახის წევრები და შესაბამისად, ვინ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ოჯახის წევრებად. სისხლის ნათესავების გარდა, ჩვენს ოჯახს სხვებიც ეკუთვნიან.

ოჯახიდან გარიცხვის შედეგები

იმ ოჯახში, საიდანაც რომელიმე წევრი გაირიცხება, ჩნდება მოძრაობა, რათა გარიცხული ან დავიწყებული წევრი ოჯახში დაბრუნდეს და კუთვნილი ადგილი დაიკავოს. აქმდე მას სხვა პიროვნება წარმოადგენდა. გარიცხული წევრი ოჯახის ამ წევრს ისე ეუფლება, რომ ის ამას ვერც აღიქვამს. ოჯახში ის ამ წევრის მეშვეობით იქცევს ყურადღებას. ეს წევრიც გარიცხულად გრძნობს თავს. ის თავის თავზე იღებს ამ გარიცხული წევრის გრძნობებს, სიმპტომებს და ბოლოს, ბედისწერასაც. ოჯახური განლაგებაში ამას Verstrickung-ს ვუწოდებთ. ის ოჯახური განლაგების დროს ვლინდება . ეს Verstrickung ქრება, როგორც კი გარიცხული წევრი უკან ბრუნდება. ამასთან, თვალში საცემია, რომ ეს Verstrickung, ჩვეულებრივ, ოჯახის იმ წევრს მოიცავს, რომელიც იოტისოდენადაც არ არის პასუხისმგებელი ამ გარიცხვისთვის. ხშირად ეს ხვედრი მეორე, ან მესამე თაობის წარმომადგენელს ერგება. ამისთვის მას სხვა ძალა ირჩევს, რომელიც დანაშაულსა და უდანაშაულობაზე ჩვენი წარმოდგენების მიღმაა. ამ თვალსაზრისით, Verstrickung უპიროვნოდ მოქმედებს. მისი მხედველობის არეში მთლიანობა ექცევა. მისი მიზანი კაანონზომიერების აღდგენაა-ოჯახიდან გარიცხულის უკან დაბრუნება და მისი სხვებთნ დაკავშირება.

ასე რომ, ამ კანონზომიერების აღდგენაში, არა მარტო ისინი ერთვებიან, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, არამედ მათი შთამომავლებიც.
ოჯახში-ამ სიტყვის იმ ფართო გაგებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ-პრობლემები სწორედ ამ კანონზომიერების დარღვევის შედეგად ჩნდება. ირკვევა, რომ წევრობის თანაბარ უფლებას უზენაესი ძალა ადგენს და ამკვიდრებს.

1.2. მთავარი კანონზომიერება 2: იერარქია

ყველა თავის კუთვნილ ადგილს იკავებს
სიყვარულის მეორე ძირითადი კანონზომიერება ითხოვს, რომ თავის ოჯახში ყველამ კუთვნილი ადგილი დაიკავოს. ეს იერარქიული წესრიგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი იერარქიის ზედა საფეხურზე დგას და ზოგი-ქვედაზე. რა განსაზღვრავს იერარქიულობას? წევრობის დრო. ვინც ადრე გახდა ოჯახის წევრი, უფრო გვიანდელ წევრთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იმ ძალამ, რომელიც ყველაფერს აძლევს დასაბამს, მას იმათზე ადრე მიანიჭა სიცოცხლე, ვინც მის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას. ასე იბადებიან მშობლები შვილებზე ადრე, პირველი შვილი წინ მეორეს უსწრებს და ა.შ; ანუ როცა გვიან დაბადებული მასზე ადრე დაბადებულს თავს ამეტებს, ეს კანონზომიერების დარღვევაა. ოჯახის ყველა წევრს თავისი კუთვნილი ადგილი ერგება. ამ ადგილში მას ვერავინ შეედავება და ამის უფლება არც არავის აქვს. პიროვნული თავისუფლებისა და საკუთარი შეხედულებებისამებრ განვითარების უფლების სახელით, ჩვენს კულტურაში ხშირად უხეშად ირღვევა იერარქიული წესრიგი. ამ დარღვევას გამანადგურებელი შედეგები სდევს. სწორედ ეს წყვეტს წარმატებისა და წარუმატებლობის და ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. შედეგები გვაჩვენებს, რომ საქმე ღვთაებრივ წესრიგთან გვაქვს, რომლის დარღვევასაც ყველასთვის მძიმე შედეგები მოაქვს. ამ წესრიგის აღდგენა წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა.

იერარქიული კანონზომიერების დარღვევის შედეგები

იერარქიული კანონზომიერების დარღვევას შესაძლოა სიკვდილით დასჯა მოჰყვეს. შეიძლება ამან ბევრი შეაშინოს, რადგან ეს კანონზომიერება ხშირად გაუცნობიერებლად ან სიყვარულით ირღვევა. როცა ბავშვი შინაგანად გრძნობს, რომ რომელიმე მის მშობელს,- სულ ერთია, რა მიზეზით - სიკვდილი ემუქრება, გულში ამბობს: „ჯობია მე მოვკვდე და არა -შენ“. ეს მაგ. ნიშნავს:
„ჯობია, მე გავხდე ავად და არა -შენ.“
„ჯობია, მე მოვკვდე და არა -შენ.“
„ჯობია, მე გავიღო საზღაური წარმავლობისთვის და არა-შენ.“
„ჯობია, მე ვიტვირთო დანაშაული და არა-შენ
„ჯობია, მე გავქრე და არა-შენ“.
„ჯობია, მე მოვიკლა თავი და არა-შენ.“

„უდანაშაულობა“

ამ დროს ბავშვი ვერ ამჩნევს, რომ მშობლებს ამეტებს თავს. ის ამას სიყვარულით აკეთებს და მზად არის, მისთვის სიცოცხლე გაიღოს. ამ სიყვარულს სიკვდილისკენ მივყავართ ისე, რომ ამით სხვის ბედისწერას ვერ ვცვლით. აქ კი ერთ წუთს უნდა შევჩერდეთ, რადგან ამ კანონზომიერების და მისი დარღვევის მნიშვნელობა ქრისტიანული რელიგიის ფუნდამენტურ რწმენას ეწინააღმდეგება. ქრისტიანობა ქადაგებს სიყვარულს, სვისთვის თავის გაწირვას და სანაცვლოდ, მარადიულ ნეტარებას ჰპირდება. ოჯახურმა განლაგებამ გვიჩვენა, რომ ასეთი სიყვარული მარცხისთვის არის განწირული:’არა „სხვისი ტვირთი უნდა ზიდო“, არამედ „ყველამ საკუთარი ბედისწერა თავად უნდა ზიდოს და საკუთარი ქცევის შედეგებზე თავად აგოს პასუხი ისე, რომ ეს სიმძიმე სხვას არ აკიდოს.“ მხოლოდ ასე შეინარჩუნებს ის მნიშვნელობას და ღირსებას. მხოლოდ ასე მიანიჭებს ის სხვას, რომელიც მის ადგილს ჩაანაცვლებს, თავისი ბედისწერისა და სიცოცხლის თავისუფლებას.

უფრო დიდი სიყვარული

სად არის უფრო დიდი სიყვარული? დიდი სიყვარული სხვისთვის თავის გადამეტების და ამპარტავნების გარეშეა. ამასთან, ის თქვენ თქვენთვის კუთვნილი ადგილისკენაც მიგითითებთ. სად? ქვემოთ. ოჯახური განლაგების დროს გამოჩნდა: ბოლოს ყველა თანაბარია. ეს განლაგების ბოლოს ვლინდება. რა არის სიყვარულის ამგვარი იერარქიული კანონზომიერების შედეგი? ყველა თავის ადგილზე რჩება. იერარქიული კანონზომიერების დაცვა ყველა ურთიერთობაში წარმატების საწინდარია. ის გადალახავს კონფლიქტებს და შერიგებამდე მიგვიყვანს. ის მშვიდობის კანონზომიერებაა.

1.3. შემდეგი ძირითადი კანონზომიერებები

სიყვარულის შემდეგი კანონზომიერებების ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოწმება ადვილია. მაშინვე შეგვიძლია აღვიქვათ, რამდენად დაცული ის ან საერდ დაცული თუ არა.

გაცემა და მიღება

გაცემის და მიღების კანონზომიერებას სინდისი განსაზღვრავს. ის გაცემისა და მიღების დაბალანსებას ემსახურება და ამდენად ჩვენს ურთიერთობებში გაცვლა-გამოცვლას. როცა ვინმესგან რამეს ვიღებთ, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, მას , რაიმე მივცეთ, რომელსაც მსგავსი ღირებულება ექნება, ანუ ჩვენ მანამდე ვთვლით თავს მის მოვალედ, სანამ რაიმე შესაბამისის დაბრუნებას და ამდენად ვალის გადახდას არ შევძლებთ. ამის შემდეგ თავს მასთან უკვე თავისუფლად ვალმოხდილი ვგრძნობთ. ეს სინდისი მოსვენებას არ გვაძლევს მანამ, სანამ სარაურს არ გავიღებთ. სინდისის ყველა მოძრაობას, ნებისმიერ სფეროში, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც დანაშაულს და უდანაშაულობას. მე მხოლოდ იმ სფეროებით შემოვისაზღვრები, რომლების დაკავშირებულია გაცემა-მიღებასთან.

გაცემა და მიღება სიყვარულში

როცა ვინმე რაიმეს მაძლევს და მე საზღაურს გავიღებ, მაგ. ამ რაღაცისთვის მის მთელ ფასს ვიხდი, ამით ურთიერთობა მთავრდება. ორივე ჩვენ-ჩვენ გზაზე მივდივართ. როცა ამისთვის ძალიან ცოტას ვიხდი, ურთიერტობა გრძელდება, ერთი მხრივ, რადგან თავი მის მოვალედ მიმაჩნია და მეორე მხრივ, რადგან ის ჩემგან კიდევ რაღაცას ელის. ერთმანეთისგან ვთავისუფლდებით მაშინ, როცა მთლიან საზღაურს ვიღებ. სხვგვარადაა შეყვარებულთა შორის. დაბალანსების მოთხოვნილებას სიყვარული ემატება, ანუ: როგორც კი ვინმესგან, ვინც მიყვარს, რამეს ვიღებ, მას უფრო მეტს ან მის ტოლფასს ვუბრუნებ. ამიტომ, ახლა ის მეორე გრძნობს ჩემგან დავალებულად თავს. ამგვარად იზრდება აღებ-მიცემის წრებრუნვა შეყვარებულთა შორის და ამასთან, მათი ურთიერთობის სიღრმეც მატულობს.

გაცემასა და მიღების კანონზომიერების დარღვევა

კანონზომიერების დარღვევა უკვე ვახსენე. მე ნაკლებს გავცემ იმასთან შედარებით, რასაც ვიღებ. იგივე შეიძლება ითქვას მაშინაც, როცა პირიქით ხდება-როცა იმაზე მეტს გავცემ, ვიდრე შეუძლიათ ან სურთ დამიბრუნონ. ბევრს სიყვარულის განსაკუთრებულ გამოვლინებად მიაჩნია, თუ მეორე ადამიანს უშურველად დააფრქვევს თავის სიყვარულს. მაგ. როცა ცდილობენ მეორე ადამიანს იმაზე მეტი რამ მისცენ, ვიდრე ის ამის ატანას შეძლებს. ეს მათ ურთიერთობაში წონასწორობას არღვევს. ამის შემდეგ, მეორეს ბალანსის აღდგენა უძნელდება. რა არის ამის შედეგი? მეორე, რომელსაც ზომაზე მეტი მიეცა, ურთიერთობას წყვეტს. ზომიერების დარღვევა იმის საპირისპირო შედეგს იწვევს, რასაც გამცემი იმედოვნებდა.

ის ურთიერთობები, როცა ერთი იმაზე მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, ისევე განიცდის მარცხს, როგორც ის ურთიერთობები, როცა ერთი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე თავად სურს ან შეუძლია რამეს გაცემა. დაბალანსების შესაძლებლობა ასეთ შემთხვევაშიც არსებობს, როცა უნარ-შეზღუდული ხვდება, რომ უფრო მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე თავად შეძლებს რამეს გაცემას და ამიტომ მეორეს მოთხოვნებს კი არ უყენებს, არამედ მთელი გულით მისი მადლიერია. მადლობაც ანაზღაურებას ემსახურება.

ანაზღაურება გადაცემით

ვინმესთვის ტოლფასის დაბრუნებით ყოველთვის როდი შევძლებთ ანაზღაურებას. განა შესაძლებელია მშობლებს საკადრისი საზღაური დავუბრუნოთ, ან მასწავლებელს, წლების მანძილზე რომ გვეხმარებოდა? მათგან ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე დავალებულები ვართ. ამ ვალდებულების წნეხს ბევრი იმით ცდილობს გაექცეს, რომ უარს ამბობს მეორისგან რამის მიღებაზე და თავს იღარიბებს, რადგან ვალდებულების წნეხი მძიმეა. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ სიცოცხლე მთელი სისავსით განიცადოს, მისი უარმყოფელი ხდება. არსებობს მარტივი გამოსავალი, რომ ამ სიტუაციაშიც შევძლოთ საზღაურის დაბრუნება. ნაცვლად იმისა, რომ რამე დავაბრუნოთ, მას ჩვენ სხვას გადავცემთ და ეს სხვა, პირველ რიგში, ჩვენი შვილები არიან. ასეთ დროს ყველა კარგად გრძნობს თავს-გამცემიც და მიმღებიც.

საზღაური, რომელსაც თან მძიმე შედეგები სდევს

ზუსტად ასევე, ან, შესაძლოა უფრო მეტადაც გვიჩნდება ანაზღაურების მოთხოვნილება, როცა ვინმე ვნებას გვაყენებს. ასეთ დროს, მისთვის ვნების მიყენების სურვილი „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ-ის“ პრინციპით ჩვენც გვიჩნდება. უცანაურია, მაგრამ საზღაურს ორივე მხარე ელის, არა მარტო მსხვერპლი, რომელსაც ვნება მიაყენეს, არამედ ისიც, ვინც მას ვნება მიაყენა და ამ თვალსაზრისით მის მოვალედ იქცა. მსხვერპლი შურისძიებაზე ფიქრობს. დამნაშავეს კი ცოდვის გამოსყიდვით დანაშულისგან გათავისუფლება უნდა. რა ხდება სინამდვილეში? მყარდება ბალანსი? რა შედეგები სდევს ამას? დამნაშავე გრძნობს: ეს უკვე მეტისმეტია და თავის მხრივ, მაგრამ ამჯერად უკვე, როგორც მსხვერპლი, საზღაურის გადახდას ცდილობს. დაბალანსების მიზნით მსხვერპლს კვლავ ვნებს აყენებს. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთს ისინი მტრებად ეკიდებიან. ამ უცნაური დამოკიდებულების მიზეზებს მე მომავალში მუვუბრუნდები. ჯერ კი პრობლემის გადაჭრის გზას გიჩვენებთ.

შურისძიება სიყვარულით

დაბალანსების მოთხოვნილება ბოროტების სფეროშიც გარდაუვალი განცდაა და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ამ გრძნობის დათრგუნვას და მისი მაღალზნეობრივი პრინციპებით გადალახვას ვეცდებით, ამით ურთიერთობას დავაზიანებთ. თანაბარი მდგომარეობის ნაცვლად, დაქვემდებარებული უპირატესობას მოიპოვებს. შედეგი დაახლოებით იგივეა, როგორც იმ დროს, როცა ერთი მეორეს თავის სიყვარულს უშურველად აფრქვევს და მისთვის გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე იმ მეორეს შეუძლია საპასუხოდ დაუბრუნოს. მიტევება ცალმხრივი არ უნდა იყოს. წარსულს არც ერთი არ უნდა მიუბრუნდეს-ფიქრებითაც კი და მომხდარი სამუდამოდ უნდა დაივიწყონ. მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ყველაზე მარტივი გზაა, ერთმანეთისთვის თანაბარი ან უფრო დიდი ზიანის მიყენების ნაცვლად, ერთმანეთს ნაკლები ვნება მიაყენონ, ანუ, მსხვერპლი შურს იძიებს, მაგრამ ამჯერად ამას სიყვარულით აკეთებს. მეორეს ეს აკვირვებს. ორივე ერთმანეთს უმზერს და ძველ სიყვარულს იხსენებს, თვალები უბრწყინდებათ და გაცემისა და მიღების ურთიერთგაცვლის სიკეთე თავიდან იწყება. ცხადია, ორივე მეტ სიფრთხილეს იჩენს და ერთმანეთისადმი უფრო ყურადღებით არიან. ამ ანაზღაურების შედეგი მათი სიყვარულის გაღრმავებაა.

განადგურების ნება

ჩვენი ფსიქეს სიღრმეში, უხსოვარი წარსულიდან, გადარჩენის არქაული ნება ცოცხლობს; იმ დროიდან, როცა ერთი ჯგუფის გადარჩენა იმ მეორე ჯგუფის განადგურებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც ის პირველი თავს ესხმოდა. ერთის გადარჩენა მეორეს განადგურებას გულისხმობდა და-პირიქით. სწორედ ამ პრინციპით ხდებოდა ომებიც, სადაც მთავარი არა მეორე ჯგუფის დამარცხება ან მისი თავდასხმის მოგერიება იყო, არამედ მისგან თავდაცვის მიზნით, ამ ჯგუფის-ყველა წევრის განადგურება. ამის მაგალითი ბიბლიაშიც გვხვდება, როცა ღმერთი ისრაელის ხალხს მიმართავს და ქანაანის დაპყრობას უბრძანებს…. თანამედროვე მაგალითები კი- მთელი ხალხების განადგურება, ე. წ. გენოციდი და ბავშვების ჩათვლით ებრაელების ამოხოცვის მცდელობაა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების მიერ. ჩვენში არსებულ განადგურების ნებას სამართლებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი აჩერებს. სხვებს ჩვენგან და ჩვენ სხვებისგან სწორედ ეს ინსტიტუციები იცავენ და შესაბამისად, გვიცავენ. საზოგადოებრივი წერიგის მოშლისთანავე განადგურების ნება მაშინვე ჯებირებს გადმოანგრევს.

განადგურების ნება ჩვენს ურთიერთობებში

როგორ ვლინდება ჩვენს ურთიერთობებში ეს განადგურების ნება. გვაქვს თუ არა მისგან დამცავი იმუნიტეტი? რა ხდება, მაგ. ჩვენს სულებში, როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს? გვიჩნდება თუ არა სურვილი, ბალანსის აღსადგენად მასაც იგივენაირად მივაყენოთ ტკივილი? თუ, თუნდაც წვრილმანის გამო სიკვდილს და განადგურებას ვუსურვებთ? განადგურების ნება წყვილების ურთიერთობაში ბევრი უმნიშვნელო დარღვევის (წყენის, ზიაბის) ესკალაციის მიზეზი და მამოძრავებელი ძალაა. რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? როცა ვიცით, თუ რა ძალა გააჩნია ჩვენში მყოფ განადგურების ძალას და მის წარმოშობას ვიხსენებთ, გაცილებით მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ. მაშინ უწყინარს უწყინარით ვაბალანსებთ და ჯობს ეს ბალნსი უფრო ნაკლებით აღვადგინოთ, ვიდრე რაღაც უზომოდ მეტით.

1.4. სულის კანონზომიერება

ბევრს სინდისი იმ უმაღლეს და ბოლო ინსტანციად მიაჩნია, რომლითაც ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენი გადარჩენა სწორედ სინდისის მორჩილებას უკავშირდება.

მომიწევს, უკეთ განვმარტო, რას ვგულისხმობ.

1. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ოჯახს თავისი სინდისი გააჩნია. ის, თუ რისი გაკეთება გვმართებს და რისი-არა, ოჯახის წევრობის უფლების შესანარჩუნებლად, უშუალოდ სინდისის მეშვეობით აღვიქვამთ. როცა სინდისის მითითებით ვმოქმედებთ, მაშინ სუფთა სინდისი გვაქვს, ანუ, დარწმუნებულები ვართ, რომ წევრობის უფლება გვაქვს.

2. როცა სინდისის მითითებებს ვარღვევთ, სინდისის ქენჯნა გვეუფლება და თავს დამნაშავედ ვგრძნობთ. მაინც როგორია ის გრძნობა, რომელიც სუფთა სინდისს და დანაშაულის განცდას ახლავს თან? ამ დროს გვეუფლება შიში, რომ ოჯახთან მიკუთვნებულობის უფლებას ვვნებთ ან მას სულაც ვკარგავთ.

3. სინდისი ქენჯნა გვიბიძგებს, ქცევები იმგვარად შევცვალოთ, რომ სუფთა სინდისი გვქონდეს და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის უფლება კვლავაც გაგვაჩნია.

სუფთა სინდისისა და სინდისის ქენჯნის დროს მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ვთვლით, თითქოს, ჩვენს სინდისს საყოველთაო მნიშვნელობა აქვს, ანუ მნიშვნელობა მას არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა დანარჩენთთათვისაც გააჩნია. ამიტომ ბევრს ადამიანთა სინდისი მათ სულებში ღვთის ხმად მიაჩნია.

თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვა ოჯახებიდან არიან, იგივე წარმოდგენებით აქვთ, როგორც-ჩვენ, თუმცა მათი სინდისის კანონები არსებითად განსხვავდება იმ მითითებებისგან, რომელსაც ჩვენი სინდისი გვაძლევს, მაშინ მივხვდებით, რა სირთულეები იქმნება ორ ადამიანს შორის, როცა თითოეული მათგანი საკუთარი სინდისის პრიმციპებს მისდევს.

1.5. სინდისი წყვილთა შორის ურთიერთობაში

როგორი უწესრიგობა შემოაქვს სინდისს წყვილთა შორის ურთიერთობაში, შეიძლება დავინახოთ მაშინ, როცა თითოეული პარტნიორი ცდილობს, მეორეს საკუთარი სინდისი მოახვიოს თავს. ის თავისი სინდისის მიხედვით აფასებს მეორეს ქცევებს საკუთარი სინდისის მიხედვით წყვეტს, კაგად იქცევა ის მეორე თუ ცუდად. ეს ორივეს ეხება. ეს კი ორმხრივ პატივისცემას და სიყვარულს აზიანებს და გაუთავებელი კინკლაობა იწყება, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ბავშვის აღზრდას ეხება.

თანხმობა პარტნიორთა ურთიერთობაში

როგორ დავიხნათ თავი სინდისის უწესრიგობისგან პარტნიორთან ურთიერთობაში? არსებობს ერთი გზა: ვაღიაროთ, რომ პარტნიორი, მისი ოჯახი და სინდისი ჩვენი თანასწორია. ჩვენ მას ვეუბნებით: მე შენ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, ზუსტად ასეთი. მე შენი ოჯახი ისეთი მიყვარს, როგორიც ის არის-როგორც ჩემი ტოლი და თანასწორი.“ ამგვარად, ჩვენი სინდისის სივიწროვეს ერთი ნაბიჯით გავცდებით და ეს სიყვარულის ნაბიჯია. იგივეს შევძლეთ საკუთარ შვილებთანაც. პირველ რიგში სწორედ აქ უნდა შევამოწმოთ, ამ ნაბიჯის გადადგმა შევძელით თუ არა. მაგ. როცა ბავშვს შინაგანად ან ღიად ვეუბნებით: „მე შენში მამაშენი მიყვარს ისეთი, როგორიც ის არის და გამეხარდება, თუ ოდესმე ისეთი გახდები, როგორიც მამაშენია, ან „მე შენში დედაშენი მიყვარს ისეთი, როგორიც ის არის და გამეხარდება, თუ ოდესმე ისეთი გახდები, როგორიც დედაშენია.“ რა ხდება ამ დროს ბავშვში? ის ბედნიერია, რადგან მას მშობლები ისეთები უყვარს, როგორებიც ისინი არიან. ბავშვი საკუთარი გზისთვის თავისუფალი ხდება.

სინდისი და სიყვარული

ვინც საკუთარი სინდისის ხმას ყურს უგდებს, ის სხვას უარყოფს. საკუთარი ოჯახის წევრად თავი რომ იგრძნოს, ამიტომ სხვები, რომლებიც სხვანაირები არიან, რადგან მისგან განსხვავებული სინდისი აქვთ, თავისზე ნაკლებად უნდა ჩათვალოს და თავი მათზე უკეთესად მიიჩნიოს. ამგვარად, ერთი ადამიანის პატივისცემის და სიყვარულის სინდისი მეორისას უპირისპირდება. სიკეთესა და ბოროტებას, რჩეულობასა და გარყვნილებას, ზეციურსა და ჯოჯოხეთურს შორის განსხვავებები სინდისიდან იბადება.

ეს კი იმასთან არის დაკავშირებული, რომ ღმერთს საკუთარი სინდისის მიხედვით ვქმნით და მისი მასშტაბებით ვუდგებით; კერძოდ, ჩვენ შემდეგი მოსაზრებებით ვხელმძღვანელობთ: მას მხოლოდ ის უყვარს, ვისაც ჩვენი სინდისი უყვარს და ამ სიყვარულისგან მათ გამორიცხავს, რომლებსაც ჩვენი სინდისი ჩვენი სიყვარულიდან გამორიცხავს. ბუნებრივია, რომ ღმერთი სხვებსაც ყავთ, მათ, რომლებსაც სხვა სინდისი აქვთ და ეს ღმერთი მათ სინდისს ყურს უფდებს. თავის მხრივ, სხვებს ისინიც გამორიცხავენ და ამ დროს საკუთარ სინდისსა და ღმერთს ეყრდნობიან; მაგ- ჩვენ. ასე გადაიქცევა ერთის სუფთა სინდისი და მეორეს სუფთა სინდისი განხეთქილების ვაშლად, რომელიც ადამიანებს, ხალხებს და რელიგიებს ერთმანეთისგან ჰყოფს. თქვენი სუფთა სინდისები ერთმანეთის მიმართ მტრულად განგაწყობთ. ადამიანები ამით ამართლებენ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილ შეუბრალებელ სისასტიკეს, მაგ. რელიგიური ომების დროს.

1.6. სინდისი ოჯახში

წევრობის თანაბარი უფლება

ადამიანი საკუთარი ოჯახიდან გაირიცხება მაშინ, როცა ის ოჯახის სინდისის მასშტაბებს ეწინააღმდეგება. მაგ. როცა ის რომელიმე იმ სხვა ჯფუფს უერთდება, რომელსაც განსხვავებული სინდისი აქვს. გარიცხვას ოჯახი სუფთა სინდისით ამართლებს. ზოგჯერ ეს ისეთ მწვავე ფორმას იღებს, რომ ოჯახის წევრს კლავენ კიდეც.

ან ქალმა, შესაძლოა, შვილის არსებიბა დამალოს და გააშვილოს, რადგან მის ოჯახში უკანონო ბავშვი უზნეობად ითვლება, ან ოჯახიდან გარიცხვის შიშით, მუცელი მოიშალოს. ამ მაგალითებზე კარგად ვხედავთ, რამდენად ვნებიანი (ჟინიანი) შეიძლება იყოს სინდისი.

როცა ქალი მსგავსი გარემოების დროს ბავშვს გააშვილებს ან მუცელს მოიშლის, ამით ის გაცემასა და მიღებას შორის დაბალანსების მიზნით, ცოდვებს ინანიებს და დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებას ცდილობს, ანუ, ამით ის თავს ზიანს აყენებს, შესაძლოა, ავად გახდეს და მოკვდეს.

იერარქიულობა

ცხადია, ყველამ არ უნდა მოინანიოს. საკმარისია, როცა სხვა მის ნაცვლად, მოინანიებს. ესეც სულის მოძრაობა გახლავთ. დაბალანსება პერსონალურობას არ საჭიროებს. ვის სურს ეს ბალანსი? სინდისის ღმერთს. ყველა მსხვერპლი, რომელსაც მას სწირავენ, განსაკუთრებისთ კი მსხვერპლად შეწირული ბანშვები, სინდისის შემორიგებას ემსახურება; ანუ მსხვერპლი ოჯახიდან გარიცხვისთვის დაბალანსებას ემსახურება. ვინც ცოდვების თავის თავზე ასაღებად მზად არის, მისთვის, ვისთვისაც მსხვერპლს იღებს, ნეტარება მოაქვს. ეს, ასე ვთქვათ, ბალანსის გადაწევაა: ჯერ მსხვერპლი, შემდეგ კი ნეტარება. სულის ეს მოძრაობა შვილების მცდელობათა მიღმა მოქმედებს, როცა მათ საკუთარი მშობლების გადასარჩენად, მათ ნაცვლად ავად გახდომა და სიკვდილი სურთ. ამასთან, სულის ეს მოძრაობა ძირითადი მოძრაობაა ყველა ტრაგედიის მიღმა. ცხადია, ამ დროს ეს იერარქიულობის დარღვევას უკავშირდება: როცა ის, ვინც უკან არის, იმის ადგილს იკავებს, ვინც მასზე წინაა და თან ისე, რომ იერარაქიულობის დარღვევას ვერც კი აცნობიერებს. რატომ?

სინდისი მას არწმუნებს, რომ ამ გზით ის ოჯახის წევრობის უფლებას დაიმსახურებს.

1.7. ჩვენი სინდისის მეორე მხარეს

სიყვარულის სხვა კანონზომიერება

თანხმობა

ოჯახური განლაგების დროს სიყვარულის სხვა კანონზომიერება ვლინდება, რომელიც დანაშაულისა და მონანიების მიღმაა. რადგან წარმომადგენელი განლაგებისას სხვის ძალას, როგორც საკუთარი სინდისის ძალას, სამსახურში იყენებს. ეს ძალა სინდისის თვალსაზრისით, სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას აუქმებს და მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის ყველასა და ყველაფრისადმი- ისეთებისადმი, როგორებიც ისინი არიან-თანხმობის მოძრაობა.

სულის მოძრაობები

სულის მოძრაობები შემოქმედებითი მოძრაობებია. როგორც შემოქმედებითი მოძრაობები, ისინი ყველაფერს ყოველგვარი განსხვავების გარეშე ამოძრავებენ, ანუ ისეთებს, როგორებიც ისინი არიან. ამიტომ ეს მოძრაობა ყველას და ყველაფერს თანაბრად ეხება, იმათაც, რომლებსაც რომლებსაც ჩვენი სინდისის გავლენით ვუარყობთ და მათი თავიდან მოცილება გვინდა. როგორ ვახერხებთ თანხმობას ამ მოძრაობებთან და მის სიყვარულთან? ჩვენ მას ვაძლევთ უფლებას, რომ გაგვიძღვეს ისევე, როგორც წარმომადგენელი აძლევს უფლებას მათ, რომ ოჯახური განლაგების დროს წარუძღვეს. წარმომადგენელმა არ იცის, საით მიჰყავს ის ამ მოძრაობას. რადგან ის მათ ენდობა, ამიტომ ის იმ პირვნების და მისი ურთიერთობების პრობლემების გადაჭრისკენ მიდის, სადაც ის მოულოდნელად ახალ გზებს აღმოაჩენს. ეს გზები სულ სხვანაირია და იმაზე ფართო, ვიდრე ის მოლოდინები და სურვილები, რომლებიც მას მანამდე hქონდა. ეს გზები ჩვენი ზრხვებისა და შიშების, დანაშაულის ჩვენი გრძნობის მიღმაა. ეს გზები -მონანიებით დანაშაულის გრძნობის დაძლევის და ასევე, ჩვენი დანაშაულის ჩვენს ადგილას სხვებისთვის აკიდების ან დანაშაულის მათ ადგილას ჩვენს თავზე აღების მცდელობათა მიღმაა. სულის და სულის სიყვარულის მოძრაობებთან თანხმობა გვანიჭება უნარს, ვიყოთ გახსნილი სიყვარულის იმ კანონზომიერებისთვის, რომელიც მუდამ შემოქმედებისთი სიახლის საშუალებას იძლევა. ეს მოძრაობები ჩვენც და სხვებსაც ამ სიყვარულისთვის თავისუფალს გვხდიან.


 

წარმატება

1. წარმატების კანონზომიერება

ხშირად ოჯახურ, პირად ბედნიერებასა და პერსონალური სურვილების შესრულებას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ კი პროფესულ წარმატებას, ერთმანეთისგან განვასხვავებთ ისე, თითქოს ამ ორი სფეროს გამიჯვნა შეიძლებოდეს; თუმცა ისინი წარმატებისა და წარუმატებლობის, ბედნიერებისა და უბედურების, ცხოვრებისა და სიყვარულის ერთი და იგივე კანონებითა და კანონზომიერებებით მოქმედებენ. ოჯახური განლაგების დასაწყისში, უმთავრესად, პირად ურთიერთობებს აკვირდებოდა, რომელმაც სიყვარულის ის მთავარი კანონზომიერება გამოავლინა, რაც ჩვენი ურთიერთობების წარმატებასა და მარცხს განაპირობებს. როცა სამსახურსა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებისა და წარუმატებლობის კანონების შესწავლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ მათ ერთი და იგივე კანონები წარმართავთ. პროფესიულ საქმიანობასა და საწარმოში ოჯახური განლაგების გამოყენებამ ცხადყო, რომ მისი დღევანდელი ფორმით არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ის სფეროები აღმოვაჩინე, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო. ისინი სინდისისა და მასზე დამოკიდებული წარმატების საზღვრებს მიღმა არსებობს.

1.1. ჩვენი ცხოვრებისეული წარმატებები

დაბადება

ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი დაბადება იყო, როცა ქვეყანას საკუთარი ძალბით სხვის ჩაურევლად მოვევლინეთ. პირველ როგში, ამ დროს, შეუპოვრობა უნდა დაგვემტკიცებინა. ეს წარმატება ზემოქმედებას მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს. ამ დროს შეძენილი გამოცდილება გვანიჭებს ძალას, რათა თავის დამკვიდრება მომავალშიც წარმატებით შევძლოთ. ვაჭარბებ? რა კავშირი აქვს ამ წარმატებას ჩვენს პროფესიულ წარმატებასთან და საქმიანობასთან? როგორ ყალიბება იმ ბავშვებისა თუ ზრდასრულთა ცხოვრება, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად ან ცხრა თვეზე ადრე დაიბადნენ და კვირები და თვეები ინკუბატორში გაატარეს? როგორ ვითარდება მათი დამოუკიდებლობა და თავის დამკვიდრების უნარი? ცხადია, პირველი გამოცდილების ზემოქმედების დაძლევა, ნაწილობრივ მაინც, შესაძლებელია. ის ისევე გვძენს განსაკუთრებულ ძალას, როგორც ყველა რთული და მძიმე გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ის მაინც გარკვეულ საზღვრებს გვიდგენს და იმ გამოწვევად გადაიქცევა, რომელთან გამკლავებასაც მაშინ შევძლებთ, როცა მის ფესვებს განვჭვრეტთ და რაც დაგვაკლდა, მოგვიანებით, ხშირად გარე ძალების მეშვეობით ავინაზღაურებთ. 

1.2. საძირკველი: დედა

დედის პოვნა და მიღება

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა და წარმატება დედისკენ მოძრაობაა, რომელიც ძუძუს გვაწოვებს და ზრუნავს, რომ გამოგვკვებოს. დედის რძესთან ერთად მის მიღმა არსებულ ცხოვრებასაც ვიღებთ. რა გვხვდის წარმატებულს და რა გვამზადებს მომავალი წარმატებისთვის პროფესიულ საქმიანობასა და ცხოვრებაში? დედა, როგორც ცხოვრების წყარო იმ ყველაფერთან ერთად, რაც მისგან ჩვენსკენ მოედინება. ცხოვრებას მასთან ერთად ვიღებთ. ეს აქტიური მიღებაა. რძე რომ გადმოდინდეს, ძუძუ უნდა მოვწოვოთ. დედა რომ მოვიდეს, უნდა მოვუხმოთ. ჩვენ უნდა გავიხაროთ იმით, რასაც მისგან საჩუქრად ვიღებთ. ის ჩვენ გვამდიდრებს.

მოგვიანებით ირკვევა, რომ ის, ვინც დედის მთელი სისავსით მიღებას შეძლებს, წარმატებული და ბედნიერია, რადგან ცხოვრებისა და პროფესიისადმი ადამიანს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც-დედისადმი. როგორც დედას უარყოფა ადამიანი, ასევე უარყოფს მას ცხოვრება, პროფესია და საქმე. როგორც დედის არსებობა ახარებს ადამიანს, ასევე ხარობს ცხოვრებით და საქმით. როგორი სიყვარულითაც იღებს ადამიანი დედისგან იმას, რასაც ის სულ უფრო და უფრო მეტს აძლევს, ასევე ასაჩუქრებს ცხოვრება და საქმე მას წარმატებით.

ვინც დედას პირობებს უყენებს, ის პირობებს ცხოვრებას და ბედნიერებასაც უყენებს. როგორც დედას უჩნდება დისტანიცა, როცა შვილი მას პირობებს უყენებს და უარყოფს, ასევე იხევს უკან მისგან წარმატება. სად იწყება ჩვენი წარმატება? ის დედასთან იწყება. როგორ მოდის ჩვენთან წარმატება? როგორც დედა მოდის ჩვენთან, რომელსახ პატივს მივაგებთ.

მოძრაობა დედისკენ

დედას ბევრი ადამიანი ადრეულ გამოცდილებას უპირისპირებს. თქვენ უკვე განგიცდიათ ადრეულ ასაკში მასთან განშორება, როცა მაგ. დედას სხვასთან დაუტოვებიხართ, ან როცა ავად გამხდარა და გამოსაჯანმრთელებლად სხვაგან წასულა, ან როცა ავად გამხდარხართ და დედას თქვენი მონახულების უფლება არ ჰქონია. ეს გამოცდილება მომავალში თქვენს ქცევებზე ღრმა გავლენას ახდენს და შედეგად, ცვლის. განშორების ტკივილს და უდედობით განცდილი უიმედობს, სასოწარკვეთილებაა, რომ ის გვერდით არ გყავდათ მაშინ, როცა დედა ასე გჭირდებოდათ, შინაგან გადაწყვეტილებამდე მიჰყავხართ, მაგ: „მე მას თავს დავანებებ“, „მარტო დავრჩები“, „თავს მისგან შორს დავიჭერ“. როცა ბავშვს დედასთან დაბრინების საშუალება ეძლევა, ხშირად ის დედას გაურბის, თავს არ აფერებინებს, გულის კარს უკეტავს და მას და მის სიყვარულს ახლოს არ უშვებს. ბავშვი ამაოდ ელოდება დედას და როცა დედა მასთან მიახლოვებას და ხელში აყვანას ეცდება, ის მას შინაგანად უარყოფს და ამას ხშირად გარეგნულადაც გამოხატავს.

შეწყვეტილი მოძრაობის შედეგები

დედისკენ ადრეულ ასაკში შეწყვეტილ მოძრაობას მძიმე სედეგები სდევს, რომელიც ცხოვრებასა და წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენს. როგორ ვლინდება ეს ცალკეულ შემთხვევებში? როცა ეს ბავშვი ცხოვრების შემდგომ პერიოდში, ვინმესთან, მაგ. პარტნიორთან დაახლოვებას გადაწყვეტს, მისი სხეული ადრეული განშორების ტრამვას იხსენებს და მოძრაობას წყვეტს. ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორს დაუახლოვდეს, ეკოდება, რომ პარტნიორმა გადმოდგას ნაბიჯი მისკენ. როცა პარტნიორი უახლევდება, ამ ხშირად სიახლოვეს ვერ უძლებს. პარტნიორისგან ის უკან იხევს, იმის ნაცვლად, რომ შეეგებოს და ნიიღოს. ეს მას ტანჯვას განაცდევინებს, მაგრამ გულის კარს მაინც ვერ უღებს და თუ ეს შეძლო, ამს ცოტა ხნით თუ ახერხებს. ზუსტად იგივე ემართება საკუთარ შვილთან. ზოგჯერ მისი სიახლოვის ატანაც უჭირს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა? ეს ტრამვა იქ უნდა გადაიჭრას, სადაც ის დაიწყო. საერთოდ, ყოველი ტრამვის უკან დგას სიტუაცია, სადაც ის მოძრაობა, რომელიც ასე აუცილებელი იყო, ვერ განხორვიელდა და ადამიანიც დამბლადაცემულივით შეშდება. როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ეს ტრამვა? ის ჩვენს გრძნობებსა და მოგონებებში უნდა დავძლიოთ: შიშის მიუხედავად, იმ სიტუაციაში დავბრუნდეთ და შეფერხებული და შეწყვეტილი მოძრაობა შინაგანად ამ გზით ავინაზღაუროთ. რას ნიშნავს ეს დედისკენ შეწყვეტილი მოძრაობისთვის? ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მაშინდელ სიტუაციას იმ ბავშვად, როგორიც მაშინ ვიყავით, ვუყურებთ დედას ისეთს, როგორიც ის მაშინ იყო და მაშინდელი ტკივილის, იმედგაცრუებისა და მრისხანების მიუხედავად , სიყვარულით მისკენ პატარა ნაბიჯს ვდგამთ. მოძრაობას ვწყვეტთ, დედას თვალებში ვუყურებთ და როცა ძალას და მხნეობას მოვიკრებთ, მეორე პატარა ნაბიჯს გადავდგამთ. მერე მოძრაობას კვლავ შევწყვეტთ მანამ, სანამ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას შევძლებდეთ და დედას გადავეხვეოდეთ. დედის მკლავებში მოქცეული, ვგრძნობთ, რომ ერთნი ვართ და მასთან სიყვარულით ვართ.

მერე უკვე პარტნიორთანაც შევეცდებითამ მოძრაობის განმეორებას. ჩვენ მას თვალებში ჩავხედავთ და ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ, როდის გადმოდგამს ჩვენსკენ ნაბიჯს, პირველ პატარა ნაბიჯს ჩვენ ვდგამთ მისკენ. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ძალას სათანადოდ მოვიკრებთ, მეორე ნაბიჯს ვდგამთ. ასე ვაგრძელებთ მისკენ სვლას, ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მანამ ერთმანეთს გულში არ ჩავიკრავთ და ბედნიერები დიდხანს ასე დავყოფთ.

მოძრაობა წარმატებისკენ

რატომ მოვყევი ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით?

დედისკენ ადრე შეწყვეტილი მოძრაობა ჩვენი პროფესიული და საქმიანი ცხოვრების გზაზე დიდ წინააღმდეგობას გვიქმნის და წარმატებისკენ გზას გვიღობავს. აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ წარმატებას კი არ ველოდოთ, არამედ პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ მისკენ, მაგ. როცა გასამრჯელოს ველით ისე, რომ შესაბამისი საქმე არ გაგვიკეთებია, ან როცა სხვას ვაკეთებინებთ საქმეს, ნაცვლად იმისა, რომ საქმეს თავად მოვკიდოთ ხელი და იმის ნაცვლად, რომ ვინმეს ან საქმეს სიხარულით შევხვდეთ, გვერდზე გადგომას ვამჯობინებთ.

ამ შემთხვევაშიც, ჯერ შინაგანად უნდა მივუახლოვდეთ წარმატებას და ადამიანებს, გამოვიჩინოთ მზაობა, რომ მათ ვემსახუროთ, მათთვის რამე გავაკეთოთ და არ შევჩერდეთ იმის მოლოდინში, რომ ისინი იმოძრავებენ. ასე რომ, ჩვენ მათ, ჩვენ წარმატებას უნდა მივუახლოვდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ზურგსუკან დედის სიყვარულს ვგრძნობდეთ. დედასთან კავშირი წარმატებისთვის გვამზადებს, რომელთანაც ისე მივდივართ, როგორც დედასთან მივედით-ჯერ დედასთან და მერე წარმატებასთან.

კეთილგანწყობა

კეთილგანწყობა არის მოძრაობა, რომელიც გულში იწყება. თუ დედის მიმართ კეთილგანწყობილებას ვახერხებთ, მაშინ ეს მოძრაობა გვიადვილდება. რა ხდება მაშინ, როცა კეთილგანწყობას რაღაც უპირისპირდება, ან როცა ის ადრე წყდება? იმის ნაცვლად, რომ სხვათა და საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილნი ვიყოთ, მათ ზურგს ვაქცევთ. ჩვენს ურთიერთობებში შინაგანი და გარეგანი ძირითადი მოძრაობისკენ შემობრუნება, წარმატებად გადაიქცევა. მთავარია ვიცოდეთ, როგორ შემოვაბრუნოთ ეს მოძრაობა ჩვენი ცხოვრებისკენ, სხვა ადამიანების, წარმატების და ბედნიერებისკენ. არსებობს შინაგანი ვარჯიშები და მოძრაობები, რომელთა მეშვეობითაც განდგომის მოძრაობას ჯერ შინაგანად იგრძნობთ სხეულში და შემდეგ კი მისი ყოვლისმომცველი კეთილგანწყობისკენ შემობრუნებას შეძლებთ.

1.3. სხვა ტიპის მენეჯმენტის კონსულტაცია

რას ვგულისხმობთ მენეჯმენტის კონსულტაციაში?

მენეჯმენტის კონსულტაცია, როგორც ის ოჯახური განლაგების დროს წარმოვაჩინე, უმთავრესად, საწარმოს შიდა ურთიერთობებს და პროფესიას ეყრდნობა და იმას, თუ რამდენადაა დამოკიდებული მასზე ჩვენი წარმატება პროფესიასა და საქმეში. სხვა სფეროები, რომლებიც წარმატებაში დიდ როლს ასრუელებს, მაგ. წარმატებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა და უნარები, უკანა ფონზე გადაინაცვლებს. პროფესიასთან დაკავშირებული და მენეჯმენტის კოსულტაცია განსხვავდება საქმესთან დაკავშირებულ, მეცნიერული კონსულტაციისგან. ამ უკანასკნელის მნიშვნელობას საწარმოებში ურტიერთობაზე ორიენტირებული მენეჯმენტი უპირობოდ აღიარებს. მაგრამ არის რაღაც, რაც ამ ტიპის მენეჯმენტს ჩვეულებრივისგან განასხვავებს. ამ მენეჯმენტისთვის არც ერთ საწარმოსთან არ მიდევს ხელშეკრულება ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება არც მათ აქვთ ცემთან და არც მე -მათთან. ხშირად ცნობისმოყვარეობის გამო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემის გარეშე, ისინი თავიანთი ნებით მოდიან ჩემთან კურსებზე, რომლებსაც მე შემდეგ თემასთან „წარმატების წესები საწარმოებსა და პროფესიაში“, ვატარებ. აქ ისინი ოჯახური განლაგების მეშვეობით სხვა საწარმოებს ეცნობიან მათთან ერთად და ერთმანეთისგან სწავლობენ.

შემდეგ კი, თავიანთ საწარმოებს და პროფესიებს უბრუნდებიან და არ არისნ ჩემზე დამოკიდებულნი. ერთმანეთის მიმართ ურტიერთპატივისცემა გვამოძრავებს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმატებულნი ვართ.

1.4. წარმატების სიბრძნე

წარმატება ბევრნაირად შეგვიძლია დავგეგმოთ. ჩვენ შეგვიძლია ის მეცნიერულად დავგეგმოთ და ასე უნდა მოვიქცეთ კიდეც და ეს გეგმა მეცნიერულად შემოწმებული მეთოდებით შევასრულოთ, რადგან პროგრესი, საზოგადოდ, ახალ, მეცნიერულ ცოდნას სდევს. ამიტომ, ნათელი აზროვნება, ნათელი არგუმენტაცია და მეცნიერებით შეძენილი ცოდნის ზუსტი გამოყენება, აუცილებელი წინაპირობაა წარმატების მისაღწევად ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებიც პროფესიაში, საქმეში, საწაროებსა და ორგანიზაციებში წარმატებას უზრუნველყოფს და მათ განავითარებს. ეს უდავოდ ასეა. მეცნიერებას წარმატებისკენ მიყავართ მაშინ, როცა გათვალისწინებულია ცხოვრების ის სფეროები, რომლებსაც სიბრძნის კანონები მართავენ. უფრო სწორად: ეს კანონები სიყვარულის კანონებია, იმ სიყვარულის, რომელიც ცხოვრებას ემსახურება, ჩვენი და სხვა ადამიანების ცხოვრებას. ყოვლთვის, როცა ჩვენს ცხოვრებასა და ურთიერთობებში ისეთი მოვლენები მომხდარა და ისეთი სიტუაციები შექმნილა, რომ ნებით თუ უნებლიედ, ეს კანონები დაგვირღვევია ან იძულებულები გავმხდარვართ, დაგვერღვია, ამას უშუალო გავლენა მოუხდენია ჩვენს საქმიანობასა და პროფესიაში წარმატებაზე. ეს დარღვევები წარმატებას ანადგურებს ან დასაწყისშივე აფერხებს.

მთავარი, წარმატების სიბრძნეა, ხშირად ჩვნეთვის უხილავი მისი ფარული საფუძვლები, წინაპირობები და სიყვარულის კანონები, რომელიც წარმატებას შესაძლებელს ხდის. როგორ მოდის ჩვენთან სიბრძნე? როგორ განცხადდება ის ჩვენთვის? როგორ ვეცნობით მას უშუალოდ? როცა ჩვენს საზღვრებს ვაწყდებით, ჩვენი ცოდნისა და მეცნიერების საზღვრებს და მისი დახმარებით ჩვენთვის შესაძლებელის საზღვრებს. სიცხადეს ის ამ საზღვრებთან იძენს. თვისი ზემოქმედებით ის წარმატებაშიც გაცხადდება და წარუმატებლობაშიც. 

1.5. გახდით მეწარმე და იყავით ის

„ ათი მცნება“ კარგი მეწარმისთვის

პირველი: კარგი მეწარმე მაშინ ვარ, როცა იმას, რაც სხვას უნდა შევთავაზო, მისთვის სარგებლობა მოაქვს. რაც უფრო მეტად ჭირდებათ მათ ის, რასაც ვთავაზობ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რაც შემიძლია მათ შევთავაზო. მაშინ წარმატებას წინ აღარაფერი უდგას. რით გამოირჩევა მეწარმე? მას აქვს ის, რაც სხვებს ჭირდებათ და ის, რაც მას აქვს, სხვებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. რაც უფრო მეტი აქვს მას ის, რაც სხვებს ჭირდებათ, მით უფრო იზრდება მისდამი პატივისცემა და ამასთან, მისი წარმატებაც. დასკვნა: საწარმოს სარგებლობა მოაქვს. რაც უფრო მნიშვნელოვანია მისი საყოფაცხოვრებო მომსახურება, მით უფრო დიდია მისი გავლენა.

მეორე: მეწარმეს დამხმარეები ჭირდება. მან უნდა მოიზიდოს თანამშრომლები, მათ შესაბამისად ასწავლოს და შესასრულებელი სამუშაო გააცნოს, რათა მათ, ის, რაც მას აქვს სესათავაზებელი, საუკეთესოდ გააკეთონ და ადამიანებამდე მიიტანონ. მაშასადამე, ის, რაც მან სხვებს უნდა შესთავაზოს, უნდა აწარმოოს დს გაყიდოს.

მესამე: მეწარმე საწარმოს უნდა წარუძღვეს. საწარმოს ის თავისი იდეებით მართავს. ის მართავს პროდუქციის წარმოებით, მართავს გაყიდვით და ყველაფერ იმით, რაც მას ამისთვის ესაჭიროება.

მეოთხე: მეწარმე კონკურენციას თავს არ არიდებს. კონკურენციის მეშვეობით ის თავის პროდუქციას აუმჯობესებს და ამით მათთვის, ვისაც ეს პროდუქცია ჭირდება, მეტი სარგებლობა მოაქვს.

მეხუთე: მეწარმე იცავს თავის საწარმოს თავდასხმებისგან და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის თავდაჯერებას და დამოუკიდებლობას არ კარგავს.

მეექვსე: მეწარმემ იცის, რომ სხვებზეა დამოკიდებული, მათზე, ვისთან ერთადაც საერთო საქმე უნდა გააკეთოს. მან იცის, ისინი როგორ მოიზიდოს და თავისთან დაიტოვოს.

მეშვიდე: მეწარმეს ახარებს თავისი წარმატება, რადგან წარმატებას მისთვის ბედნიერება მოაქვს. როცა მეწარმე ბედნიერია და ამ ბედნიერებას სხვას უზიარებს, ამით მისი თანამშრომლები და მათთან ერთად მათი ოჯახებიც ხარობენ.

მერვე: მეწარმე სხვების მიმართ სოლიდარულია. მან იცის, რომ ბევრი ადამიანის ბედნიერება მის წარმატებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ის სხვების ცხოვრების საფუძვლების სიმტკიცისათვის, სხვათა დახმარებით, ახალ-ახალ წარმატებებს აღწევს.

მეცხრე: მეწარმე დროულად გადასცემს თავის საწარმოს მემკვიდრეს. ის მისთვის თავისუფალ სივრცეს ტოვებს, რომელიც მას წარმატებისთვის ჭირდება. თავად კი კვლავაც ამ საწარმოს სული და გულია, რომელიც მისთვის სიკეთით მოქმედებს.

მეათე: მეწარმე საწარმოს განვითარებას უთმობს, თუნდაც განვითარების ტენდენციები მის წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდეს. ის საწარმოს დროის მდინარებას გადასცემს, რომელიც არც მას უწევს ანგარიშს და რომელსაც ის კეთილგანწყობით უყურებს.


 

განლაგება

ორგანიზაციის განლაგება

ემყარება დაკვირვების საფუძველზე შეძენილ გამოცდილებას, რომლის თანახმადაც, ოჯახურ სისტემებში მოქმედი „კანონზომიერების“ და დინამიკის გადატანა შესაძლებელია სხვა ისეთ სისტემებზეც, როგორებიცაა, კოლექტივი, ფირმები, ორგანიზაციები და საწარმოები. ცხადია, არსებობს განსხვავებები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოსთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს; ასე მაგ; ოჯახის წევრობა არ არის დროში შეზღუდული, ორგანიზაციის ან კოლექტივის წევრობა კი მკაფიო დროითი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. ქვემოთ ვეცდებით, შევაჯამოთ მნიშვნელოვანი განსხვავებები:

ოჯახები

უპირობო, დროში განუსაზღვრელი მიკუთვნებულობა

ამოცანა: სიცოცხლის გადაცემა, იერარქიის უცვლელობა, ურთიერთობების უწყვეტობა

ოჯახები: არ კოტრდება

ღირებულებები: წევრობის თანაბარი უფლებები, სამართლიანობა, ადამიანი მიჩნეულია, როგორც ერთი მთლიანობა, დაბალანსების გზები: აღიარება, ყურადღება; ღირებულებების შვილებისთვის გადაცემა

საწარმოები:

დროით განსაზღვრული ჩარჩოები, ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობა, მიკუთვნებულობა, რომელიც დაკავშირებული ზუსტად განსაზღვრულ ფუნქციასთან, ფუნქციურობა, ცვალებადი იერარქიულობა, მოქმედ პირთა შეცვლის შესაძლებლობა

საწარმოები: შესაძლებელია გაკოტრდეს;

ღირებულებები: განსვავებულობა კომპეტენციის და მიღწევების მიხედვით; ადამიანები, უპირატესად, თავიანთი ფუნქციების მიხედვით აღიქმებიან

კომპრომისის გზები: ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება, პატივისცემა, აღიარება.

ჩვენ ვარსებობთ ქსელში, სადაც თვალისთვის უხილავი ძალები მოქმედებენ და ისინი ერთმანეთთან გვაკავშირებს. ის, რაც ერთ ადამიანს ემართება, გამოძახილს სხვა მრავალ ადამიანში პოულობს. შესაძლოა, ეს ადამიანები ერთმანეთისგან ძალზე შორს იყვნენ, მაგრამ როცა მრავალ ადამიანს მსგავსი განცდა ეუფლება, ეს ძლიერ რხევებს იწვევს. სავარაუდოდ, გარკვეული მოვლენები, მხოლოდ ერთი ადამიანის თავს კი არ ხდება, არამედ ტალღისებურად ვითარდება.

დედა

27.6.95

დედის ათვალწუნება დაუშვებელია. თუ ქალიშვილი თავს ამის უფლებას მისცემს, მაშინ დედა მას შინაგანად ისეთ წინააღმდეგობას უწევს და მასში ისეთ მრისხანებას იწვევს,რომ ქალიშვილს შიშისგან გული უსკდება.

20.12.96

შენი შვილები დედის მხარეს იჭერენ. შენს სიყვარულზე მეტად მათ თავიანთი დედის მიმართ შენი სიყვარული სჭირდებათ. შენ არა მხოლოდ შენი შვილები უნდა გიყვარდეს, არამედ მათში-შენი ცოლიც და პრობლემაც ასე გადაიჭრებოდა.

13.5.97

გჯეროდეს, რომ შენში მომხდარი ცვლილებები შენს შვილებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდებს. როცა ღელავ, გინდა, რომ შენი შვილების ბედისწერის სადავეები ხელში აიღო. ამით შენ ვნებ იმას, რასაც შენი სული მათთვის ბუნებრივად და უშუალოდ აკეთებს.

21.9.98

როცა საკუთარ დედას პატივს სცემ და იცი, რომ ის ჩამოგრჩება, მაშინ უფრო ასაკოვან შთაბეჭდილებას ტოვებ.

27.11.06

ბევრი რამ განიცადეთ: მძიმეც და სასიკეთოც. მშობლების სული ყველაზე უკეთ გიცავთ. მშობლებმა ყოველგვარი გულისწყრომისა და თქვენთან დაკავშირებული სურვილების გარეშე უნდა მოგცეთ უფლება, მათგან წახვიდეთ. დედამიწა დიდია.

სიცოცხლე შორიდან მოდის. მშობელი მხოლოდ ჭიშკარია, რომელშიც სიცოცხლე შემოდის. თუ მზერას მშობლეზე კი არ შეაჩერებთ, არამედ ცხოვრების უმთავრეს საფუძველს განჭვრეტთ, ის სიუხვეც გექნებათ, რომელიც მათ ყოველთვის გააჩნდათ.

მამა

7. 1. 97

რაც შეეხება, მამასთან დაკავშირებულ პრობლემას, ვალდებული ხარ აღიარო:

1. რომ სიცოცხლე მისი მეშვეობით გებოძა,
2. და რომ მან გაგზარდა.

ამგვარად, მან შენთან დაკავშირებული მოვალეობა შეასრულა. ის, რაც შემდეგ მოხდება, ცხოვრებისა და იმ ძალისადმი შენი უშუალო პასუხისმგებლობის საკითხია, რომელიც შენ წარგმართავს და რაღაც განსაკუთებული სახით თავის სამსახურში ჩაგიყენებს. ამ პასუხიმგებლობაში ვერავინ ჩაერევა და ამის უფლება არც არავის აქვს- თვით შენს მშობლებსაც კი. მთავარია, სიყვარულით აღიარო ის, რაც მამაშენისგან მოგეცა. ამგვარად, შენ მუდამ სიყვარულით იცხოვრებ და ამავე დროს, ყურადღებას შენს ცხოვრებას და მოწოდებას დაუთმობ. ასე რომ, შენ გაემიჯნები მას ისე, რომ არ მოგიწევს, უსაყვედურო. როგორც შენ გაქვს შენი ცხოვრება, რომლის წინაშეც პასუხისმგებლობა გეკისრება, ასევე აქვს მას თავისი ცხოვრება და პასუხიმგებლობა მის წინაშე. დაე, თავის სივრცეში იყოს იმ ყველაფრით, რაც ამ სივრცის ნაწილია, იქნება ეს შეცდომები თუ დანაშაული. შენი სივრცის გარშემო კი შემოხაზე წრე, სადაც შენ საკუთარ თავთან დარჩები და სადაც ის შემოჭრას ვერ შეძლებს. დატოვე მისი სიტყვები ამ წრის გარეთ და ამგვარად, შენი სული აუმღვრეველი იქნება.

უკან დახევა

30. 1. 95

როგორც შეგეძლო, მამაზე ისე ზრუნავდი. და თუ ის ამ ყოველივეს სათანადოდ ვერ გიფასებდა, ეს იმის გამო, რომ ის უკვე წამსვლელი იყო და რაც მის გარშემო ხდებოდა, უკვე უკან ჰქონდა ჩამოტოვებული. დანაშაულის გრძნობა, რომელიც გტანჯავს, ბავშვური გრძნობებია და ისინი მალევე გაგიქრება, როგორც კი შინაგანად გაძლიერდები.

მიცვალებულები

6. 7.95

დაიკავე შენი ნახევარი და-ძმის გვერდით, მკვდრებიც რომ იყვნენ, შენთვის კუთვნილი ადგილი. ისინი შემ მიწიერ ცხოვრებასთან გაკავშირებენ. ეს შენ ვაჟსაც წაადგება.

10.8.

მიცვალებულები ერთდროულად ჩვენთანაც არიან და ჩვენგან განცალკევებითაც. ისინი თავისგან გაგვათავისუფლებენ, თუ მათზე სიყვარულით ვიფიქრებთ და თან წინ, მომავლისკენაც გავიხედებით. როცა წინ ვიყურებით, ჩვენც ვანიჭებთ მათ ჩვენგან თავისუფლებას. რაც შეეხება შვილებს, დედასთან ისინი მაშინ გრძნობენ თავს საიმედოდ, როცა თქვენში ისინი ერთდროულად ქმარსაც პატივს სცემენ და უყვართ და- მამასაც. ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დედა შვილებისგან არ ითხოვს, რომ რაიმე ახალი მანაც დაიწყოს. ასეთ დროს, წარსული სიახლეს, ნაცვლად იმისა, რომ შეაფერხოს, მის განვითარებას უწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

ინდუქცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, მანიპულაციაზე ვისაუბრე. ცო...

ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს


ავტორი: მარკ მენსონი (ავტორი. მოაზროვნე. ცხოვრების ენთუზიასტი) ი...

როგორ მოქმედებს თქვენი ბავშვობა პირად ურთიერთობებზე


„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff