მარცხის ფსიქოლოგია მამაკაცებში

Admin
ფსიქოლოგია
0
0

🔥ამ სტატიას თუ გაიაზრებ, ცხოვრებას შეცვლი. (ციკლიდან - კაცების ფსიქოლოგია).

🔥ამჯერად მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც თანამედროვე მეინსტრუმულ ფსიქოლოგიაში ნაკლებადაა გათვალისწინებული და გაცილებით უფრო მეტად მამაკაცებს ეხება. (რასაც ქვემოთ დავწერ, ძირითადად ეხება მამაკაცებს, რომლებიც ბავშვის სტადიას გასცდნენ. იხილეთ წინა სტატია მამაკაცის განვითარების 4 სტადიაზე - კომენტარებში).

🔥ერთ-ერთი მთავარი, რაც მამაკაცს ქალისგან განასხვავებს - ესაა იერარქიულობაზე და რანგზე ორიენტირება. შესაბამისად - ყოველგვარი მარცხი კაცისთვის რანგში დაქვეითებაა, ამიტომ კაცი მარცხს გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქვამს ვიდრე ქალი.

🔥 მოვიყვან ნეგატიური, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულ მაგალითს: დავუშვათ, კაცმა აზარტულ თამაშებში წააგო 50 000 $. აქ არ მაქვს საუბარი ძლიერად გამოხატულ ლუდომანიაზე, როდესაც თავად თამაშია უკვე მოთხოვნილება და თანხას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. უფრო საუბარია რაღაც ერთჯერად ან მცირეხნიან ქმედებაზე, როცა კაცმა გარისკა გარკვეული მიზეზით და წააგო (მარცხი განიცადა). 

🔥პირველი იმპულსი, რასაც კაცი ეცდება, ესაა - თანხის უკან ამოღება, ანუ ისევ გარისკვა, მაგრამ როგორც ვიცით ეს ყველაფერი კარგად არ მთავრდება და როგორც იქნა მიხვდა ეს ადამიანი, რომ თამაშს აზრი არ აქვს, და უნდა შეეგუოს 50 000 $-ის წაგებას. 

🔥 ყველაზე კარგი და რეალური საშუალება, რომ დამარცხებულის მენტალიტეტში არ დარჩეს, ასეთი კაცისთვის - ესაა იმხელა შემოსავლები, რომ 50 000$ საერთოდ აღარ ანაღვლებდეს. სხვა შემთხვევაში თვით-დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება და ა.შ. ცოტათი ამშვიდებს, მაგრამ რეალურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ის დამარცხდა და რანგში ქვემოთ დაიწია. ცხოვრება უფერულდება, აგრესიას და დესტრუქციას კი ან საკუთარი თავისკენ მიმართავს (სასმელი, ნარკოტიკები, თვითგვემა და დანაშაულის განცდა), ან სხვებისკენ. 

🔥ფსიქოგენური წარმოშობის დეპრესიების ძირითადი მიზეზი მამაკაცებში სწორედ მრავალი დაგროვილი მარცხია, ან უბრალოდ ცხოვრებაში რეალური გამარჯვებების არარსებობა. 

🔥ზოგადად გამარჯვებები მამაკაცის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ გამარჯვება ან წარმატება ორნაირია:

1. როცა მაღალი რანგის კაცები აღიარებენ და ხედავენ შენს გამარჯვებას (ე.წ. მამის ფიგურა);

2. როცა ოჯახი, დედა, ცოლი ან შეყვარებული, ფოლოვერები და სოციუმის გარკვეული ნაწილი აღიარებს შენს გამარჯვებას (გარკვეული თვალსაზრისით - დედის ფიგურა). 

პირველს და მეორეს შორის დიდი განსხვავებაა. მამაკაცის ცხოველური ტვინი (რეპტილიური ტვინი და ლიმბური სისტემა) მხოლოდ პირველზე რეაგირებს და აღიქვამს გამარჯვებად. ტესტოსტერონის დონეც შესაბამისად პირველ შემთხვევაში იზრდება. მეორესი მხოლოდ "ნეოკორტექსს" და ადამიანის შედარებით ცნობიერ ნაწილს სჯერა, მაგრამ ფსიქიკის სიღრმეებში ეს რწმენა ვერ აღწევს. 

🔥სწორედ ამიტომ იყო საჭირო უკვე მერამდენედ ნახსენები მამაკაცური ინიციაციაციები. 

🔥 მეორე გზა დამარცხებულის ფსიქოლოგიიდან გამოსასვლელად - ესაა რანგში გაცილებით მაღალი კაცის მიერ მხარდაჭერა. ძველ დროში, მაგალითად მეფის ან თუნდაც თავადის მიერ დაბალი რანგის ადამიანის თუნდაც მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერა - ძლიერი ფსიქოლოგიური "ბუსტი" იყო კაცისთვის. 

🔥წარმოიდგინე, რომ ცუდად ხარ რაღაც მარცხის გამო, ამ დროს ილია თოფურია მოდის შენთან, მხარზე ხელს გარტყამს და გეუბნება: "ნუ გეშინია, მეც დავმარცხდი, და შენც შეგიძლია ისევ წამოდგე!" ასეთ მხარდაჭერას კაცისთვის ვერცერთი თუნდაც ძალიან ძლიერი ფსიქოლოგის მხარდაჭერა ვერ ჩაანაცვლებს (რანგის წამოწევის კუთხით). ფსიქოლოგმა და მენტორმა (მათ შორის მეც) შემიძლია გაგააზრებინო პრობლემა, და კონკრეტული ნაბიჯები გაჩვენო მის გადასალახად, მაგრამ ძლიერ და თან სტაბილურ მოტივაციას ეს ვერ მოგცემს, თუ თავად დისციპლინით არ გამოიმუშავე იგი). 

🔥მესამე გზაა ნების და ძალების მოკრება, განვითარება და ისეთი გამარჯვევების მიღწევა, რომლებიც წინა მარცხებს გადაწონის. 

🔥გახსოვთ ალბათ პერსონაჟი - ტეონ გრეიჯოი - სამეფო კარის თამაშებიდან. ის დაასაჭურისეს, ბოლომდე დაუნგრიეს ფსიქიკა, მაგრამ მან შეძლო წამოდგომა და ფილმის ბოლოს თავად სიკვდილს უშიშრად დაუდგა პირისპირ. ერთ-ერთმა ყველაზე მშიშარა პერსონაჟმა თავად სიკვდილის შიში დაამარცხა (ფოტო კომენტარებში) როგორც ცნობიერად, ასევე ინსტინქტურად (ეს ყველაზე რთულია)! 

🔥ჰოდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი მოწოდებაა - აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, გამოხვიდე (თუ ხარ) ინფანტილიზმიდან, ცრუ თვითდამშვიდებებიდან, აღარ გაექცე რეალობას სასმელით, მოსაწევით, ვიდეოთამაშებით, სქროლვით, ქალებზე (სინამდვილეში დედაზე) მიჯაჭვულობით, ცრუ თვითდამშიდებებით... და მოიპოვე ან დაიბრუნე შენი ძალა, შენი რანგი.

🔥 სანამ შენს ძალაში არ იქნები, ყველა ქალი ან დედობას გაგიწევს, ან უფრო მეტად ჩაგძირავს (არაცნობიერად). იცოდე, რომ თანასწორი არ ხარ ქალთან, სანამ შენს ძალაში არ ხარ. იგი შენზე ძლიერია (აქ ფიზიკური ძალა არ იგულისხმება). 

🔥დაიწყე ფიზიკური განვითარებით, რადგან ცხოველური ტვინი ყველაზე მარტივად ამით იღვიძებს და მოტივაციას და ძალასაც გაძლევს. შემდეგ კი გადადი ცხოვრების სხვა სფეროების განვითარებაზე. 

🔥ყველაზე მთავარი, რაც კაცური განვითარებისთვის გჭირდება - "სიკვდილთან ცეკვის" სწავლაა. შიშების გადალახვა - ჯერ პატარა, შემდეგ კი დიდი შიშების. ზალიან მაღალ რანგს მამაკაცურ იერარქიაში მხოლოდ ის აღწევს, ვისაც სიკვდილის არ ეშინია. 

🔥ჩვენ უკვე შევქმენით სივრცე მხოლოდ მამაკაცებისთვის - "მებრძოლთა კლუბი" - სადაც შეძლებ რომ დაიწყო და თანდათან გაიარო ეს გზა! 

🔥 პირველი ონლაინ ნაკადი უკვე დასრულდა და უკვე ცოცხალი შეხვედრების (მეორე) ეტაპს ელოდება. მალე გამოცხადდება მიღება ახალ ონლაინ ნაკადზე (დასაწყისი). 

🔥ნებისმიერი მარცხის გადაფარვა შეგიძლია ახალი გამარჯვებებით!

🔥აზარტული თამაშები მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იყო. ასეთი უამრავია კაცის ცხოვრებაში: შიშის გამო დაშვებული შეცდომები, სისუსტეები, მარცხით დასრულებული რისკები, მარცხები, სისუსტეები და შეცდომები ქალებთან. მიზეზს უამრავს მონახავ, მაგრამ მეომრის ეტაპი იმით იწყება, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე იღებ.

🔥აიღე ფურცელი და ახლავე ჩამოწერე შენს ცხოვრებაშ განცდილი ყველა სერიოზული მარცხი. თვალი გაუსწორე მათ! ასევე ჩამოწერე ყველა გამარჯვება - ეს მოგცემს საკუთარი თავის რწმენას, რომ - შენ შეგიძლია! 

🔥სიკვდილი მაინც მოვა, და ჯობია სუსტი და უძლური არ შეხვდე მას!

🔥 დროა წამოდგე!

შენი მენტორი - მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

უპირობო სიყვარული: PROS, CONS და ფსიქოტიპები


სიყვარული ფასეულობათა განსჯის სისტემაა. ის ფაქტი, რომ გიყვარს მარ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი I)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელები: ანნა აბრახამია და ქრისტი ...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

თვითშემეცნება და თვითგანვითარება


ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუ...

როგორ შევძლოთ თავის დაცვა


ავტორი: ნანა აბესაძე ჩვენ ხშრიად ვხვდებით სიტუაციებში, სადაც გვინდ...

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff