პიტერ კინგსლი - თერაპიის შესახებ

Admin
ფსიქოლოგია აზრები
0
0

მონაკვეთი პიტერ კინგსლის წიგნიდან - "კატაფალკი: კარლ იუნგი და კაცობრიობის აღსასრული"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩვენს დროში სიტყვა „თერაპიის“ ხსენება საკმარისია, რომ მოვიდნენ ფსიქოთერაპიის, ფიზიოთერაპიის იდეები - სხვადასხვა საშუალებები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია საკუთარ თავს დავეხმაროთ, რათა უკეთ გავხდეთ. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. 
 
პირვანდელად therapeia ძველბერძნულად ნიშნავდა „ზრუნვას“. ხოლო თუკი რაც შეიძლება ღრმად შევალთ წარსულში, ერთ ძალიან სპეციფიურ და მყარ გამოთქმამდე მივალთ. Therapeia theon -ნიშნავდა ყურადღებას ღვთაებრივისადმი, ღმერთებზე ზრუნვას და მათ მსახურებას, იმის აღსრულებას, რაც ადამიანებმა უნდა აკეთონ იმისთვის, რომ ღმერთებს ყველაფერი რიგზე ჰქონდეთ. 
 
აქედან გამომდინარეობს რაღაც ძალიან საინტერესო. არის ერთი ადგილი, რომელშიც პლატონი „თერაპია თეონის“ - ღმერთებზე ზრუნვის შესახებ მსჯელობს. და იგი არსობრივად ამბობს: „ღმერთებზე ზრუნვა? რატომ უნდა იზრუნონ ადამიანებმა ღმერთებზე, თუკი ღმერთები ჩვენზე იმდენად დიდნი და უკეთესნი არიან, რომ არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც დაჭირდებოდათ? თავაზიანობა იქნებოდა ადამიანების მხრიდან, თუკი მართლა სურთ მცირე ჟესტის გამოხატვა, ღმერთებს მცირეოდენი ყურადღება მიაქციონ. მაგრამ გრძნობდე, რომ რაღაც სასარგებლოს აკეთებ მათთვის - უბრალოდ სიბრიყვე იქნებოდა“. 
 
არ ღირს საუბარი იმაზე, თუ რამხელა რაციონალიზმი დევს ამ სიტყვებში, და გონივრული თვალსაზრისით იგი სრულიად ბუნებრივად ჟღერს. და ჩვენ ჯერ მხოლოდ პლატონამდე მივედით. მისი უდიდესი მიმდევარი - არისტოტელე, ჯერ წინ გველოდება ამ გზაზე. 
 
თუმცაღა ეს კიდევ ერთი საკვანძო მომენტია ადამიანის გონების მცდელობებში, რომ ყველაფერი საკუთარი განსჯების კრიტერიუმებს დაუქვემდებაროს, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ადამიანის საკრალურისგან დაშორებისკენ. 
 
როგორც ადრე ვახსენე, სიტყვებს მნიშვნელობა აქვთ. მიუხედავად ყველა მზა თავისმართლებისა და ზედაპირული რაციონალიზაციისა, მათ გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა, რომელიც შორს სცდება იმ საზღვრებს, რომელზეც ჩვვენი განმსჯელი გონებები საუბრობენ. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი. 
 
როგორც კი პლატონის ამ აზრებისმაგვარი, ორიგინალური ან არაორიგინალური, სიტყვებად იქცა, უკან გზა აღარ არის. და უფრო ღრმა პერსპექტივიდან, არ არსებობს არაფერი უფრო კატასტროფული, ვიდრე მისი არგუმენტი - კიდევ ერთი ლურსმანი საკრალურთან ურთიერთობის ჩვენს კუბოზე, კიდევ ერთი ნაბიჯი არაცნობიერი მიდგომის გამოხატულებისა, რომელიც ასე ჟღერს: „დაე, ღვთაებრივმა კარგად იზრუნოს ჩვენზე. ხოლო რაც შეეხება ღვთაებრივის საჭიროებებს - დაე, მან თავად იზრუნოს საკუთარ თავზე“. 
 
აქედან დაწყებული, შეგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ, თუ როგორ იწყებს ღვთაებრივზე ზრუნვის იდეა დასავლური სამყაროდან გაქრობას. მას უფრო და უფრო შორს დევნიან, უძველესი კულტურის საზღვრებთან, სანამ თავად წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მართლაც ვიზრუნოთ ღმერთებზე, არ უარყოფენ, როგორც რაღაც სრულიად უცხოს - ცრურწმენების და ბარბაროსობის სფეროში. 
 
და ეს შედეგები გაცილებით უფრო შორს წავიდა, ვიდრე საბერძნეთი და რომია. ორიათასი წელია ქრისტიანები იკრიბებიან ეკლესიებში არა იმისთვის, რომ ღმერთზე იზრუნონ, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ შეამოწმონ, ზრუნავს თუ არა ღმერთი მათზე. რეალურ მოტივს წარმოადგენს არა ქრისტეზე ზრუნვა, არამედ უბრალოდ ყოველ კვირას შემოწმება - არსებობს თუ არა იგი საკმარისად, იტანჯება თუ არა საკმარისად ჩვენი ცოდვებისთვის, რათა განაგრძოს ჩვენზე ზრუნვა ჩვენს უყურადღებობასა და საკუტარი თავით შეპყრობილობაში. 
 
რა თქმა უნდა, ქრისტიანულ მისტიკოსებს შორის ყოველთვის იყვნენ გამონაკლისები. ბერძნულ სოფლებში მე ვხედავდი, თუ როგორ ზრუნავენ პატარა ეკლესიებში მოხუცი ქალები ხატებზე, თითქოს პირადად ზრუნავდნენ ქრისტეზე და ღვთისმშობელზე. ღვთაებრივზე ზრუნვის აზრი დღემდე ცოცხალია გარკვეულ მცირე თემებში, იგი ჯერ არ დაუნგრევია დასავლური პროგრესის უმოწყალო ძალებს. 
 
მაგრამ მთლიანობაში, ერთადერთი, რაც ცივილიზებულმა ქრისტიანებმა ისწავლეს - ესაა ზრუნვა იმაზე, თუ როგორ ზრუნავდეს ღმერთი, ან ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ღმერთად თვლიან, ადამიანებზე. 
 
და დღეს წამითაც არ მოგვდის თავში, რომ ღვთაებრივი შეიძლება იტანჯებოდეს ჩვენი უარყოფისგან; რომ საკრალურს ყურადღება გაცილებით უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე სირცხვილით შეგვიძლია შევიგრძნოთ შემთხვევით გაუცნობიერებელ სპაზმში. 
 
ყველა შესაძლო ფორმის და განშტოების რაციონალურობა, სულიერება, თერაპია ჩვენს დროში ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი გვეხება მხოლოდ ჩვენ; ყველგან ჩვენ ვართ: ჩვენ, ჩვენ, ჩვენ. 
 
და რაც უფრო მეტ ხრიკს მივმართავთ საკრალურთან კავშირის შექმნისთვის - მაამებელი იდეებს ღვთაებრივთან თანა-აზროვნების, თანა-შემოქმედების შესახებ, საკუთარ თავში ღმერთების პოვნის შესახებ, ღვთაებრივი არქეტიპების გაწვრთნის შესახებ, რათა მათ უფრო ბედნიერები და სრულფასოვნები გაგვხადონ - მით უფრო ნაკლებად გვესმის რა მიდგომა და ძალისხმევაა რეალურად საჭირო იმისთვის, რომ ღვთაებრივმა ჩვენგან ის დახმარება მიიღოს, რაც ესაჭიროება. 
 
ღმერთები, თუკი ისინი ჯერ კიდევ არსებობენ - იმისთვის არიან, რომ თერაპია მოგვცენ, რადგან თერაპია ჩვენთვისაა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის ღმერთებისთვის იყოს. 
 
ერთი პატარა ფორმალობა, რომელიც დავივიწყეთ, შემდეგში მდგომარეობს: ყოველთვის, როცა საკუთარი თავისთვის მიგვაქვს ყველაფერი, ბოლოს სრულიად აღარაფერი გვრჩება. ჯერ ღმერთებზე ზრუნვა უნდა ვისწავლოთ - რათა ღმერთებმა ჩვენზე იზრუნონ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი


1. დადექი სწორად, მხრებით უკან. 2. მოეპყარი საკუთარ თავს ისე, რო...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

საკუთარ თავზე შეყვარებული დემონები: მართალია, რომ ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს...

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენს ცხოვრებაში


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდ...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff