ხელოვნების ომი

Admin
ხელოვნება
0
0

ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებით ბრძოლებში - (ციტატები წიგნი...

ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებით ბრძოლებში - (ციტატები წიგნიდან) 

სტივენ პრესფილდი

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

41051505 1072362616277898 3622783168756580352 nსტივენ პრესფილდი ამერიკელი მწერალი და სცენარისტი გახლავთ. ის წერს ისტორიულ პროზას, კინოსცენარებს და არაპროზაულ ნაწარმოებებს. მისი ერთ-ერთი საინტერესო ცნობილი წიგნი რომელსაც ახლა გაგაცნოთ არის „ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებით ბრძოლებში“. ყველა ხელოვანი გადის განვითარების ეტაპებს, დგამს პირველ ნაბიჯებს, იკრებს თავის რწმენას თუმცა ეს გზა რამდენადაც გადახლართულია შინაგანი მეს გამოხატვასთან, აბსტრაქციულ იდეებთან და ემოციებთან ხელოვანები მრავალ დაბრკოლებას აწყდებიან შინაგან თუ გარე სამყაროში. ეს წიგნი არის ნაწილობრიოვ ფსიქოლოგიური და ინპირაციული ნაწარმოები ხელოვანებისთვის, რომ მათ უკეთ გაიგონ ვინ არიან და თუ დაინახავენ თავის თავს დაიწყონ აქტიური მოქმედება შიშების გარეშე ან შიშებთან ერთად. წიგნის სრული ვერსია აქ.

რათქმაუნდა ეს წიგნი ყველასთვის არაა, ეს განსაკუთრებული ხასიათის ადამიანებს ეკუთვნით და თუ უკვე ინტერესით სუნთქვა არ შეგეკრათ რას წაიკითხავთ მაშინ ეს თქვენთვის არ ყოფილა..

ციტატები წიგნიდან:

„ჩვენი მოვალეობა ამ ცხოვრებაში არაა რომ ჩვენი თავი გამოვძერწოთ და რაიმე იდეალს მივამსგავსოთ, ჩვენი ვალია ჩვენში ვიპოვოთ ის ვინც იდეალურია და ის გავხდეთ.“

„ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებისთვის არის მუშაობა. სხვა არაფერია ღირებული. ყოველდღიური ჯდომა და შრომა, ეს სჭირდება ხელოვნებას.“

„შიში არ ქრება, შინაგანი მეომარი და ხელოვანი ერთად უნდა გაუმკლავდნენ მას ყოველდღიური მუშაობით.“

„სჯობს არენაზე იდგე და ხარი გიტევდეს, ვიდრე მაღლა მაყურებლად ან სულაც გარეთ პარკინგის ხელმძღვანელად.“

„დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი რომ იყო, ჰკითხე შენს თავს, რას გააკეთებდი?“

„პროფესიონალებმა ისწავლეს რომ წარმატება, ისევე როგორც ბედნიერება, მოდის როგორც მუშაობის პროდუქტი. პროფესიონალი კონცეტრირებულია სამუშაოზე და ჯილდოების მოსვლა არ მოსვლას თავისუფალ ნებაზე უშვებს.“

„რაც მეტად მნიშვნელოვანია მოწოდება ჩვენი სულის ევოლუციისთვის, მით მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებით მენტალურ დონეზე ჩვენი შიშებით და უარყოფით.“

„წინააღმდეგობა პირდაპირი მინიშნებაა სიყვარულზე. თუ თქვენ გრძნობთ წინააღმდეგობას, მაშინ გილოცავთ, თქვენ სიყვარული გელოდებათ.“

„წერა არ არის რთული, რთულია საწერად დაჯდომა და ის რაც ხელს გვიშლის მუშაობის დაწყებაში.“

„საუკეთესო რამ რაც ერთ ხელოვანს შეუძლია მეორეს გაუკეთეს, არის რომ იყოს მისთვის მაგალითი და ინპირაცია.“

„რაზეც არ უნდა ოცნებობდე, ის შეგიძლია. უბრალოდ დაიწყე მოქმედება. გამბედაობას მოყვება მაგია და ძალა.“

„წინააღმდეგობას ჩვენვე ვკვებავთ ჩვენივე შიშებით. გააცნობიერე და მართე შიში და წინააღმდეგობა გაქრება.“

„ინდივიდები რომლებიც პირად ცხოვრებაში რეალიზებულები არიან, თითქმის არასოდეს აკრიტიკებენ სხვებს. თუ ისინი საუბრობენ, მათი სიტყვები მხოლოდ გამხნევებისთვისაა. დააკვირდი საკუთარ თავს. შინაგანი წინააღმდეგობებით საკუთარ თავს ავნებ, ხოლო კრიტიკით და სისატიკით შეიძლება სხვას დიდი ზიანი მიაყენო.“

„ჩვენ მარტო არასოდეს ვართ. როდესაც კოცონის კომფორტს მოვშორდებით ჩვენს მხრებზე მუზების სიმსუბუქეს პეპლებივით ვგრძნობთ.“

„თუ აღმოაჩინე რომ სხვებს აკრიტიკებ, დააკვირდი შენს თავს. როდესაც ვხედავთ რომ სხვები თავის ბუნებრივ ცხოვრებას მიყვებიან, ეს ჩვენ გვაგიჟებს რადგან ჩვენ თავთან რეალურები არ ვართ."

41079354 486015575199386 9023230439216644096 n„მოქმედი ხელოვანი არ დაუშვებს კონფლიქტს მის ცხოვრებაში, რადგან იცის რომ ეს მის საქმიანობასაც შეუშლის ხელს. მას აქვს ნიჭი რომ ყველა საფრთხე აიცილოს და ხელოვნებად გადააქციოს.“

„ჩვენს უმეტესობას ორი ცხოვრება აქვს, ერთი რომელსაც ვცხოვრობთ და მეორე შინაგანი ცხოვრება, რომელსაც ვერ ვცხოვრობთ.“

„კრიტიკოსს ყველაზე მეტად სძულს ის, რასაც თავად გააკეთებდა, ნებისყოფა რომ ქონოდა.“

„როდესაც ჩვენ ყოველ დღე ვზივართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ჩვენს გარშემო ძალა იკრიბება.. ჩვენ ვხდებით მაგნიტებივით რომელიც იზიდავს იდეებს და სიღმეებს.“

„მოკლედ რომ ვთქვათ, მუზა არსებობს, უბრალოდ ის უნიჭოებს ყურში არაფერს ჩასჩურჩულებს.“

„არასოდეს ყოფილა წამი და არც იქნება, როდესაც არ გვაქვს ძალა ჩვენი ცხოვრება სრულიად გარდავქნათ.“

„ერთია საკუთარი თავის მოტყუება და მეორეა ამ ტყუილის დაჯერება.“

„პროფესიონალი მომზადებულია ღრმა დონეებიდან. ის ყოველთვის მზადაა რომ როდესაც მუზას მიიღებს, შინაგან წინააღმდეგობას გაუმკლავდება.“

„გამოცდილმა პროფესიონალმა იცის რომ შინაგანი წინააღმდეგობა ტელეგამყიდველს გავს, თუ ერთხელ უთხარი გამარჯობა მაშინ გამოჭერილი ყავხარ.“

„არ არის მისტიკა იმაში თუ როგორ ხდებიან პროფესიონალები. შენ უბრალოდ იღებ გადაწყვეტილებას, ჯდები და იწყებ მუშაობას და ხდები პროფესიონალი. ეს ასეთი მარტივია.“

„ერთხელ სპარტელების მეფე ლეონიდას ჰკითხეს, რა არის ყველაზე დიდი სისუსტე რაც ყველას აქვს და ხელს უშლის იყოს დიდებული? მეფემ უპასუხა „ ესაა სიკვდილის შიში.“ ხოლო ჩვენთვის ხელოვანებისთვის ეს „წარუმატებლობის შიშია.“

„დაიმახსოვრე, ჩვენი მეს ნაწილი რომელიც ვფიქრობთ რომ მკურნალობას საჭიროებს არაა ის ნაწილი რომელიც ქმნის. ის ვინც ქმნის უფრო ღრმადაა. ის მე რომლითაც ვქმნით ხელშეუხებელია მშობლების და სოციუმის მიერ. უფრო მეტიც რაც მეტ წინაღობას ვაწყდებით ის ნაწილი მეტად ძლიერდება“

 

 

 

მსგავსი სტატიები

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

შტეფან თოდოროვიჩი


შტეფან თოდოროვიჩი (Stefan Todorovic) გერმანელი ილუსტრატორი და არქიტ...

ჟაბო


მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი...

ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვი...

გულწრფელობის ხელოვნება კინოში


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff