მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდის ხერხი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უძველესი აღმოსავლური ხერხია. ბევრმა ალბათ იცით, ან გაგიგიათ. მე...

 

201701180454211875526822ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ეს უძველესი აღმოსავლური ხერხია. ბევრმა ალბათ იცით, ან გაგიგიათ. მე ვასრულებ კრწანისელების თხოვნას და დეტალურად აღვწერ ამ საოცარ საშუალებას კუჭ-ნაწლავის გაწმენდისა.
ქართულად პირდაპირ ასე ითარგმნება: ნიჟარის ჟესტი.
პროცედურა კეთდება მარილიანი წყლით. 20-25 გრ მარილი (ერთი სუფრის კოვზი) ლიტრ წყალზე. რადგან ამ შემთხვევაში მარილის კონცენტრაცია წყალში მნიშვნელოვნად აღემატება სისხლსა და ლიმფაში მარილების ჯამურ კონცენტრაციას, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მარილიანი წყლის შეწოვა ნაწლავებიდან (აქ მუშაობს ე.წ. ოსმოსური წნევა), პირიქით, სითხე სისხლიდან და ლიმფიდან ჩამოიწოვება ნაწლავებში თავისი შხამებით! და სხეულში მნიშვნელოვნად მცირდება სითხის რაოდენობა, რომლის აღდგენაც მოხდება პროცედურის დამთავრებიდან 3 (სამი) საათის შემდეგ სუფთა წყლის (და არა კომპოტებისა და ა.შ.) საშუალებით.
პროცედურის გასაკეთებლად საუკეთესო დროა ადრიანი დილა, დილის 5-7 საათი. პროცედურის დღეს არსად არ უნდა გვეჩქარებოდეს. წინა დღეს ბოლო ჭამა უნდა იყოს მსუბუქი და არა უგვიანეს საღამოს 18 საათისა.

პროცედურის არსი შემდეგშია: მარილიანი წყალი პირიდან დაწყებული მოხვდება კუჭში, შემდეგ გადადის 12-გოჯა ნაწლავში, შემდეგ წვრილ ნაწლავში, იქიდან გადავა მსხვილ ნაწლავში და ასე გაივლის კუჭ-ნაწლავის მთელ ტრაქტს, და ამ დროს ნაწლავების ხაოებიდან გამოწოვს სითხეს ორგანიზმიდან. ანუ ნაწლავებში შეწოვის ნაცვლად ხდება გამოწოვა (უკუდენა) და იწმინდება ნაწლავების უწვრილესი ხაოები, ნაწლავებს ძვრება კედლებზე "დადუღებული" წიდები და გამოიდევნება გარეთ. იწმინდება ლიმფა და სისხლი, სუნთქვა ხდება სუფთა....

შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:

1) დავლიოთ ერთი ჭიქა მარილიანი თ ბ ი ლ ი წყალი.
2) ეგრევე შევასრულოთ 5 ვარჯიში (მოძრაობა).
3) ისევ დავლიოთ ერთი ჭიქა მარილიანი თ ბ ი ლ ი წყალი და შევასრულოთ ხუთივე მოძრაობა. მოძრაობების შესრულებისას წყალი ნელ-ნელა იმოძრავებს ნაწლავებში ქვემოთ, გასასვლელისკენ.
4) ზოგადი რეკომენდაციით უნდა დაილიოს 6 ჭიქა თ ბ ი ლ ი მარილიანი წყალი და ყოველი ჭიქის შემდეგ გაკეთდეს მოძრაობების სერია (ანუ ექვსჯერ). მაგრამ ჭიქების რაოდენობა ინდივიდუალურია და ხშირად მე-4 ჭიქისა და მოძრაობების მერე ხდება ბუნებრივი ევაკუაცია, ვიღაცას კი შეიძლება 7 ან 8 ჭიქაც დასჭირდეს. პროცედურისას, კუჭ-ნაწლავში წყლის წნევა ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროცედურა. მე-5-8 ჭიქის შემდეგ (ყველაფერი ინდივიდუალურია) დგება კრიზისული მომენტი და უნდა შევიდეთ ტუალეტში. შემდეგ ისევ ვსვამთ თ ბ ი ლ მარილიან წყალს, ისევ მოძრაობა, ისევ ტუალეტი (ან შეიძლება 2 ჭიქის მერე დაგვჭირდეს ტყუალეტში შესვლა) იდეალში სმა-მოძრაობა-ტუალეტი, გრძელდება მანამ, სანამ უკნიდან ისეთივე სუფთა წყალი არ გამოვა, როგორიც დავლიეთ.

მოძრაობები და მათ თანმიმდევრობა სტატიის ბოლოშია აღწერილი და სურათებიცაა თანდართული.

ამ პროცედურის დროს ჯერ გაიხსნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის გამყოფი "კლაპანი", შემდეგ უფრო ქვედა "კლაპნები" ვიდრე წყლის გარეთ გამოსვლამდე.
ხანდახან ხდება ისე, რომ ეგრევე ვერ ხერხდება კუჭის შემდგომი (12-გოჯაში გასასვლელი) კლაპანის ბოლომდე გახსნა. შეიძლება 3-4 ჭიქა გვქონდეს დალეული და იმდენივე სერია მოძრაობებისა ჩატარებული, მაგრამ ვგრძნობდეთ, რომ წყალი კუჭშია და არ გადის. კუჭი გადავსებულია და ღებინების შეგრძნებაა. ეს ნიშნავს რომ კლაპანი კარგად არაა გახსნილი.

ასეთ შემთხვევაში კიდევ 2-3-ჯერ უნდა გავაკეთოთ ვარჯიშების სერია, ოღონდ წყლის დალევის გარეშე.
იშვიათად ასეც ხდება, რომ შეიძლება ყოველი ჭიქის შემდეგ დაგვჭირდეს ვარჯიშების 2-3-ჯერ გამეორება. როგორც კი ღებინების შეგრძნება გაქრება, ე.ი. კლაპანი გაიხსნა. როგორც კი კლაპანი გაიხსნება, მაშინვე ამუშავდება ნიჟარა (სიფონი) და მერე შეიძლება (უნდა დააკვირდეთ) პირველი და მეორე ვარჯიში გამოვტოვოთ, წყალი მაინც თავისუფლად იმოძრავებს გასასვლელისაკენ.

ზოგჯერ ასეც ხდება, რომ წყლის გატარებას ხელს უშლის გაზის საცობი, რომელიც მუცელში დუღილის დროს წარმოიქმნება. ასეთ დროს საკმარისია მუცელზე ხელის დაჭერა და მსუბუქი მასაჟი.

5) თუ დავამთავრეთ 6 ციკლი (6 ჭიქა და ვარჯიშების 6 სერია) და ტუალეტში არ ვყოფილვართ, აუცილებლად შევდივართ და თუ დაძაბვის გარეშე არ მოხდა პირველი ევაკუაცია, ისევ ვიმეორებთ ვარჯიშებს, ოღონდ წყლის დალევის გარეშე. როგორც კი ერთხელ ამუშავდება "ევაკუატორი" შემდეგ წმენდა ადვილად წავა: ჭიქა მარილიანი წყალი-ვარჯიშები-ტუალეტი... და ასე, სანამ წყალი არ გამოვა ისეთივე სუფთა, როგორიც დავლიეთ.

არ გამოიყენით ტუალეტის ქაღალდი! მარილიანი წყალი აღიზიანებს ლორწოვან გარსს. მხოლოდ თბილი წყალი.

როდესაც პროცედურას დავამთავრებთ უნდა დავისვენოთ ჩვენ და დავასვენოთ ჩვენი კუჭ-ნაწლავიც 45-60 წუთი. წყლის დალევა არ შეიძლება სამი საათი, რადგან ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყალიბდება ახალი ლორწოვანი დამცავი გარსი და თუ წყალს დავლევთ "მოვხსნით" ახალ გარსს. ჭამა შეიძლება პროცედურის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ. ტუალეტში შესვლა კიდევ რამოდენიმეჯერ მოგვიწევს, რადგან ნაწლავებში ჯერ კიდევაა წყალი დარჩენილი.
ვარჯიშები:

55492942 2013924862247264 5807641982943625216 n1) ვარჯიში 1. სურათი 1. მიიღეთ სურათზე გამოსახული პოზა. ფეხები ერთმანეთს დააცილეთ 15 სმ-ზე. ხელები აწიეთ ზემოთ. მუცელი შეწიეთ, თავი და კისერი სწორად დაიჭირეთ და მოადუნეთ. დაჭიმეთ დუნდულები და მენჯის ძვალი წამოწიეთ წინ და მაღლა. აიწიეთ ფეხის წვერებზე და გაიწელეთ მთელ სიგრძეზე. ცოტახანს დაყოვნდით და ისევ დაეშვით ქუსლებზე. ზემოთ აწევისას ჩასუნთქვა, დაშვებისას ამოსუნთქვა.

2) ვარჯიში 2. სურათი 2. მიიღეთ სურათზე გამოსახული პოზა. ზურგი სწორადაა, სუნთქვა თავისუფალია. გადაიხარეთ გვერდზე (და არა წინ, ზუსტად გვერდზე) სანამდეც შეძლებთ და ისე, რომ არ დაყოვნდეთ, გადაიხარეთ მეორე მხარეს. 12-12-გადახრა რიგრიგობით ჯერ ერთ და შემდეგ მეორე მხარეს.

3) ვარჯიში 3. სურათი 3. მიიღეთ სურათზე გამოსახული პოზა. მარცხენა ხელი მიიტანეთ მარჯვენა ლავიწის ძვალთან. ზურგი სწორია, კისერი გამართული მაგრამ თავისუფალი. მარჯვენა ხელი წაიღეთ უკან და თან უყურეთ მარჯვენა ხელის თითიებს. ხელთან ერთად მთელი ტანი ტრიალდება რაც შეიძლება უკან. ხერხემალი ამ დროს "იგრიხება" ფეხები მხრების სიგანეზე დგას და ადგილიდან არ იძვრის, ტრიალებს მხოლოდ ტანი, რაც შეიძლება დიდი ამპლიტუდით. ბოლო უკიდურეს წერტილში არ უნდა დაყოვნდეთ და შემდეგ იგივეს აკეთებთ მეორე მხარეს. სულ 12-12-ჯერ.

4) ვარჯიში 4. სურათი 4. მიიღეთ სურათზე გამოსახული პოზა, ოღონდ იყურებით წინ. შემდეგ იწყებთ შემოტრიალებას მარცხნივ და იმდენად უნდა მოტრიალდეთ, რომ დაინახოთ მარჯვენა (საპირისპირო ) ფეხის ქუსლი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რაც შეიძლება ღრმად, როგორც გამოგივათ. იგივეს აკეთებთ მეორე მხარეს. ესეც 12-12-ჯერ.

5) ვარჯიში 5. სურათი 5. ჩაიკუზეთ, ქუსლები აწიეთ ჰაერში და დაჯექით ქუსლებზე. ხელები დაიდეთ მუხლებზე. მარცხენა მუხლი დაუშვით იატაკზე, მარჯვენა ხელით გარეთა მხრიდან მიაწექით მარჯვენა მუხლს და მიტრიალდით მარჯვნივ, რაც შეიძლება მეტად. იგივე გააკეთეთ მარცხენა მხარეს. ესეც 12-12-ჯერ.

54798536 390150205158067 8112491501797244928 nამ პროცედურას საოცარი ძალა აქვს, წმენდს არა მარტო კუჭნაწლავს, არამედ, ენერგეტიკასაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დამღლელია. პროცედურის კეთების სიხშირე ინდივიდუალურია. ზოგი აკეთებს კვირაში ერთხელ, ზოგი თვეში ერთხელ, ზოგი დღეგამოშვებით მიაყოლებს რამოდენიმე პროცედურას ზედიზედ, ზოგიც წელიწადში ერთხელ.

ზოგი საერთოდ არ აკეთებს :D
პირველი საკვების მიღება ხდება 45-60 წუთის შემდეგ. წყლის დალევა არ შეიძლება. სასურველია, რომ პირველი საკვები იყოს კარგად მოხარშული ბრინჯი, რადგან იწოვს ტრაქტში დარჩენილ მარილს. ბრინჯი შეიძლება კარაქიანი. პირველი 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება: რძის პროდუქტები, ჩაი, ყავა, უმი ხილი და ბოსტნეული (აღიზიანებს გამორეცხილ ლორწოვან გარსს), არანატურალური პროდუქტები (ქიმიური დანამატებით) საფუარიანი პური.

კარგია წყალზე მოთუშული ბოსტნეული ზეთით ან კარაქით, წყალზე მოხარშული ფაფები. სუპის ჭამა შეიძლება 24 საათის შემდეგ.
წყალი მიირთვით (ძნელი მოსათმენია) პროცედურის დამთავრებიდან 3 საათის შემდეგ.

თუ პროცედურის შემდეგ ძალიან არ დაიღალეთ, კარგია ცხელი შხაპისა და სოდიანი აბაზანის მიღება, თუნდაც 2 საათის შემდეგ - გაგრძელდება წმენდა....

 

 

მსგავსი სტატიები

ჰემოგლობინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ყველას გვგონია და ვიცით ასე, რომ სხეულში რკი...

D ვიტამინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაშ...

სწორი კვების ძირითადი პრინციპები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ადრე გამოქვეყნდა სტატია სწორი კვების შესახ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

 კოლაგენი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახ...

ვეგეტარიანელობა თუ ხორცით კვება?


ნაწყვეტი წიგნიდან „ანგელოზის გული“ ავტორი: იმმა ხშირად ისმის კი...

გამყოფი ზედაპირები და “ცოცხალი აურა”


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი, გან...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff