კარლ იუნგის მოგზაურობა ქვესკნელში

Admin
კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მონაკვეთი პიტერ კინგსლის წიგნიდან - "კატაფალკი: კარლ იუნგი და კაცობრიობის აღსასრული"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩვენ ყველანი მოტყუებულნი და შეცდომაში შეყვანილნი ვიყავით რწმენით, რომ დასავლური გონების დაბადება რაღაც ქალწულებრივად სუფთა, უბიწოდ რაციონალური ქმნილება იყო. პირიქით, ეს იყო მეთოდური მკვლელობა იმ ყველაფრისა, რაც პარმენიდემ ცოცხლების სამყაროში მოიტანა, როგორც ღვთაებრივი ძღვენი მკვდართა სამყაროდან. თავიდანვე, ის, რასაც გონებას ვეძახით, სისხლიანი ხელებით დაიბადა, რადგან ეს იყო უბრალოდ სიგიჟე, რომელიც სიგიჟეზე რეაგირებდა - გულუბრყვილო მცდელობა ადამიანისა, რომ დაეფარა ღვთაებრივი ექსტაზის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ილუზიის სამყაროში მისი ყველაზე დიდი სიღრმიდან იმზირება...

პლატონის მრავლისმეტყველური სიტყვებით, რომელიც შემდეგ არისტოტელემ და კიდევ უფრო გვიან მათმა მიმდევრებმა აიტაცეს, ამ თემის სერიოზულად მიღება არ შეიძლება. მაგრამ ეს ურყევი მრავლისმეტყველებაა სწორედ ის ფაქტორი, რომელმაც მკვლელობა ასეთი შემზარავი , ასეთი სრულიად გიჟური გახადა და მთელი კულტურა მოამზადა გონების სიგიჟისთვის. 

სწორედ აქ დევს იმის გასაღები, თუ რა დაემართა დასავლეთს, რათა წაებილწა საკრალური სიგიჟის სიწმინდე. 

და შემთხვევითი არაა, რომ მკვდართა სამყაროში თავის მტანჯველ მოგზაურობაში კარლ იუნგს მოუწია ეხილა და ჩაეწერა მოვლენები, რომლებიც ახლა აკვიატებამდე ნაცნობად გვეჩვენება. 

სიგიჟეში მისი დაშვების დასაწყისში, რომელსაც იგი "წითელ წიგნში" აღწერს და რომელიც ამდენი ხანია საიდუმლოდ რჩებოდა, მას შემოჰყავს ორი სული, ანუ არსება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი არიან მისი სამუშაოსა და ცხოვრების გაგებისთვის. ის, რომელსაც თავისი დროის სულს უწოდებს, სავსეა ამპარტავნებით, თავხედური ქედმაღლობით და გონივრულობით; იგი ბრმაა და სხვებსაც აბრმავებს; მიმაგრებულია გონებაზე, ცოდნაზე და მეცნიერებაზე, ან ყოველ შემთხვევაში იმაზე, რასაც მეცნიერებას უწოდებენ. 

მაგრამ მეორე სული, რომელსაც იუნგი იქ ხვდება - ესაა "სიღრმის სული", საიდუმლო რომელსაც მყისიერად მიაქვს ეს ყველაფერი. საოცარია ის მოულოდნელობა, რომლითაც ეს სული იუნგს ეკითხება: "დათვალე მკვლელები მეცნიერებს შორის?" თუმცაღა მანამდე, სანამ იუნგს პასუხის გაცემის შანსი გაუჩნდებოდა, მისი დროის სული წინ გამოვარდება და ერთი ფრაზით გამოხატავს იუნგისთვის მთელ შედეგს იმისა, რასაც მომავალში იგი დაწერს და ილაპარაკებს: "ყველაფერი, რასაც ამბობ - სიგიჟეა". 

როგორც კი იუნგი მიწისქვეშა სამყაროს დარბაზებში და კორიდორებში შედის, პირველი, რასაც იგი ეჯახება - ესაა მკვლელობა, რომელიც მეცნიერებმა ჩაიდინეს, და იმ სიგიჟის გარდუვალობა, რაც გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მიწისქვეშა სამყაროს გიჟური რეალობის განადგურება მეცნიერებმა თავისი სიგიჟით ჯერ კიდევ ოცდახუთი საუკუნის წინ დაიწყეს. 

რამდენადაც მეტად ან ნაკლებად გაცნობიერებული არ უნდა ყოფილიყო იუნგი, იგი ინსტინქტურად უბრუნდება იმას, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 

და კიდევ ერთი რამ, რაც მან ასობით სხვადასხვა გზით ისწავლა - ესაა სრული სიგიჟე, რომელიც ყველგან იმალება გონებისა და გონივრულობის მიღმა. მან იხილა, რომ გონება - ესაა შხამი, რომელმაც ნელ-ნელა მოგვედო და გაგვანადგურა ყველანი. 

ყველაფერი, რაც მიწისქვეშა სამყაროში იქნა ნანახი და გაგებული - დარჩება. ისინი სიცოცხლის ბოლომდე დატოვებენ კვალს. ისინი დავიწყებას არ მიეცემა, და იუნგის შემთხვევაში იგი იქიდან გამოვა ურყევი რწმენით იმაში, რომ ის, რასაც ჩვეულებრივ გონებას ვეძახით, სრულიად არაა ჩვეულებრივი.

ადამიანების უმეტესობას ცოტა სიგიჟე სჭირდება იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს გონების ფასეულობა და სარგებლობა. ესაა ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, და შესაძლოა მხატვრის ან მისტიკოსის შემთხვევაში იგი დროებით გვერდზე უნდა გადადოს, როცა არც ისე საჭიროა. 

მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისთვის ეს არ იყო უბრალოდ ადამიანური ბუნების ჩვენთვის მისაწვდომი ასპექტი, რომელიც მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როცა მოგვინდება. და ის არ გრძნობდა გადაუდებელ აუცილებლობას, რათა ერთგვარი გაწონასწორებული სურათი შეექმნა და უარი ეთქვა თავის მანერაზე - ხაზი გაესვა, რომ გონებას გაჩნია როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე, და რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სიკეთისთვის, ასევე ბოროტებისთვის. 

მისთვის  ეს იყო რაღაც გაცილებით უფრო სახიფათო, ძლიერი და რეალური, მაშინაც, კი, როცა შეიძლებოდა სრულიად უმოქმედო შთაბეჭდილება დაეტოვებინა. მისთვის ეს იყო შხამი და მკვლელობა. ძალიან ნატიფი ნალექი სიგიჟის ზედაპირზე. ესაა გამუდმებული ძალადობა ყველაფერ ბუნებრივზე, რაც ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთაა; ძალადობის თავისი მასშტაბით თითქმის აპოკალიპსური აქტი, რომელიც თავად ბუნების არსის წინააღმდეგაა მიმართული. 

ეს ყველაფერი რომ ავხსნათ: საქმე იმაში არაა, რომ რაციონალურობა თავისი სიზარმაცით ან სისასტიკით ზოგჯერ შემთხვევით აძლევს მოხდენის საშუალებას ამ სისასტიკეს და ბოროტად სარგებლობას. თავად რაციონალური გონებაა სისასტიკე და ბოროტად სარგებლობა. და შემიძლია ვთქვა, რომ ეს წინათგრძნობა საოცრად ზუსტი იყო.

carl jung 9359134 1 402

მიუხედავად იმისა, რომ იუნგი არ იცნობდა ისტორიულ წვრილმანებს იმისა, თუ როგორ გაჩნდა გონება და გონივრულობა, იგი სრულიად მართალი აღმოჩნდა. იგი მართალი იყო მკვლელობასთან დაკავშირებით. და ასევე მართალი იყო იმაში, რომ გონება - ესაა ჩვენივე ჩლუნგი არაცნობიერი ნაწილი, რომელიც თავისი არაბუნებრივობის წყალობით საკრალურს ტანჯვას აიძულებს, და ასევე ტანჯვას აიძულებს იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან რას აკეთებენ, ძალიან გაცნობიერებულად, როცა კომპენსირებას უკეთებენ გონივრულობას, რითაც აღადგენენ გარკვეულ წონასწორობას ადამიანურსა და ღვთაებრივს შორის. 

იუნგის წაკითხვა ისე, როგორც მას სურდა, და როგორც უნდა იქნეს წაკითხული, ისევე როგორც პარმენიდეს და ემპედოკლეს მსგავსი ძველი ბერძნების წაკითხვა, თითქმის შეუძლებელია. იგი ძალიან შორს სწევს ჩვენს მყარ წარმოდგენებს. გვირყევს ყველა იმ წარმოდგენას და საშუალებას, რომლიტაც ჩვენი და ჩვენს გარშემო სამყაროს სიმშვიდის ილუზიას ვინარჩუნებთ. 

კომენტატორები ყველა შესაძლებლობას ელოდებიან, რომ ჩაეჭიდონ მის კომენტარებს გონებასთან დაკავშირებით, რომლებიც დადებითი, ან ყოველ შემთხვევაში დამამშვიდებლად ნეიტრალურია. ისინი უყოყმანოდ გლეჯენ კონტექსტიდან იზოლირებულ განცხადებებს, ისე, რომ მარცხნივ და მარჯვნივ არც იხედებიან, და ქმნიან იუნგის ხატ-სახეს, რომელსაც ერთი სული აქვს დაადანაშაულოს ყველა, ვინც გაბედავს და ნეგატიურ აზრს გამოთქვამს გონების შესახებ, და რომ იგი ეშმაკის დაწყევლილ სამუშაოს ასრულებს და მზადაა განიკითხოს ყველა, ვინც საკმაოდ გიჟია შლეგი წინასწარმეტყველივით იმისთვის, რომ უარყოს, რომ გონება და მეცნიერება - კაცობრიობის უდიდესი ძალებია. 

მაგრამ მათ ავიწყდებათ იმის ხსნება, თუ როგორ განაგრძობს იუნგი ოდნავი სირცხვილისა და კომპრომისის გარეშე ეშმაკის სამუშაოს შესრულებას და შლეგი წინასწარმეტყველის როლის სრულყოფილად თამაშს. 

და მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ სარკაზმის ის მძიმე ნოტი, რომელსაც იგი მუდმივად დებს თავის შენიშნვნებში გონივრულობის შესახებ. იგი ღიად უცხადებს გამოწვევას და დასცინის ჩვენს გონივრულ წარმოდგენებს, და ასევე დგანს საკმაოდ თავაზიან ნაბიჯებს და ამ გონივრულობას ადიდებს, როგორც კაცობრიობის უდიდეს ძალას მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველგვარი შებრალების გარეშე და უცერემონიოდ ჩამოაგდოს იგი ტახტიდან. 

ნემისმიერ ნორმალურ სამყაროში ეს გახლეჩა ან უფსკრული იმას შორის, რასაც იუნგისგან მოველით და იმას შორის, რასაც ვიღებთ, ამ თავდასხმებს იმაზე, რასაც იგი განიხილავს როგორც გონების გამოვლინებას, დიდ კითხვას უნდა აჩენდეს იმაზე, თუ რა დევს ჩვენი ძვირფასი გონივრულობის შესახებ მისი უცვლელი მიდგომის მიღმა.

თუმცაღა აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რაც უნდა ვთქვა: ესაა ჯოჯოხეთში მოგზაურობის გარდაუვალი შედეგი. ქვესკნელი, როგორც იუნგს მშვენივრად ესმოდა, პარადოქსების სამყაროა: სინათლის შიგნით სიბნელის, სიგიჟის შიგნით გონივრულობის სამყარო. და რა თქმა უნდა, მსგავსი პარადოქსები - წყევლაა გონებისთვის, რადგან მისი ძირითადი ამოცანა მათი დაფარვა და ამავდროულად საკუთარი თავის დამალვაა. 

მაგრამ არაფერია იმაზე უფრო პარადოქსული, ვიდრე თავად ის ფაქტი, რომ იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყურება იგი თავისი ნიღბის მიღმა - მოჩვენებითი ნაცნობობის და ბანალურობის მიღმა, ყოველდღიური უბიწოებისა და შემპარავობის მიღმა - მიღმიერ სამყაროში გადასვლაა საჭირო. 

ჩვენი თანამედროვე მოხიბლულობა აზროვნებით და მითოლოგიის კითხვა შეიძლება დაგვეხმაროს იმის წარმოდგენაში, თითქოს ჯოჯოხეთში საკუთარი გზის პოვნა - ეს რაღაც უკიდურესად კეთილშობილური და გონივრული საქმეა. და მე შემხვედრია ბევრი იუნგიანელი, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიწისქვეშა სამყაროს მისტერიაში პირადი ინიციაციისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე კარგად მართული სესია იმისა, რაც მათ სამუშაოში ცნობილია, როგორც აქტიური წარმოსახვა. 

მაგრამ ეს ყველაფერი ახლოსაც კი არაა რეალობასთან. ყოველ ჩვენგანს საკუთარი ჯოჯოხეთი გვაქვს, მაგრამ პარადოქსული სახით - ქვესკნელი - ეს ქვესკნელია, რადგან მასში არაფერია პირადული, რაც არ გაშიშვლდებოდა. 

ქვესკნელი იუნგისთვისაც ისეთივეა, როგორც პარმენიდესთვის, ან ისეთივე, როგორიც ახლაა. იგი უბრალოდ ელოდება ნებისმიერს, ვინც საკმარისად გიჟია იქ გასამგზავრებლად. და იქ თქვენ ხვდებით ჭეშმარიტებას მთელი თავისი სიშიშვლით, რომელიც ძალიან საშინელია იმისთვის, რომ აიტანოთ. 

აი, რატომ იყო, რომ ყველაზე საბაზისო, ინსტინქტურ დონეზე, მეცნიერებისთვის ძალზე რთული იყო იმის გაგება, რომ ვიღაც პარმენიდეს, დასავლური ლოგიკის დამფუძნებლის, ან პითაროგას მსგავსი იძულებულნი იყვნენ მკვდართა სამყარო ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოენახულებინათ. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ასე სასოწარკვეთით პარმენიდეს შემზარავი, მატრანსფორმირებელი ლოგიკის ძალის ინტელექტუალიზებას. 

ამიტომაა, რომ დღემდე იუნგის ასისტენტები, რედაქტორები, გამომცემლები ასე ცდილობდნენ ამოეჭრათ მიწისქვეშა სამყაროს შესახებ ყოველგვარი მოხსენიება მისი წიგნებიდან. ამიტომ ცდილობდნენ ჩაეხშოთ ის პარალელი, რომელზეც იგი ასე დაჟინებით ამახვილებდა ყურადღებას, ქვესკნელში მის საკუთარ მოგზაურობასა და მკვდართა სამყაროში ტრადიციულ ბერძნულ მოგზაურობას შორის. 

ამიტომაც არავინ მისცა უფლება მისი ცნობილი ბიოგრაფიის დასაწყისში ჩაესვა სამი სიტყვა ორიგინალური კლასიკური ბერძნულით, როგორც ის ითხოვდა, და რომელიც მისთვის მისი ცხოვრების მთლიანობაში აღმწერ იდეალურ ეპიგრაფს წარმოადგენდა.

Asmenos ek thanatoio - ესაა სიტყვები ჰომეროსის "ოდისეა"-დან, რომლებიც გამოხატავენ უსაზღვრო მადლიერებას იუნგისა იმისთვის, რომ მას საშუალება მისცეს ცოცხალი და უვნებელი დაბრუნებულიყო საიქიოდან. ეს სიტყვები ნიშნავს: "აღსასრულს თავი დავაღწიე".

ახლა ჩვენ უკვე გვაქვს გამოცემული მოწმობა მისი წითელი წიგნის სახით, რომელიც უფრო სრულ ელფერს სძენს იმას, თუ სად გაემგზავრა იგი და როგორ შეცვალა ამან. 

ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ თავად იუნგის სიტყვები, სადაც იგი დაჟინებით ამბობს, რომ მხოლოდ მან იცოდა, თუ რა მოხდა იმ სამ დღეში, რომელიც ქრისტემ საიქიოში გაატარა, რადგან მან ტავად განიცადა ეს. და არსებობს აღწერილობა იმისა, თუ როგორ მიხვდა იგი, რომ "ჯოჯოხეთში მოგზაურობა, ეს ნიშნავს - თავად გახდე ჯოჯოხეთი". 

 

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff