პიროვნების ტიპები კარლ იუნგის მიხედვით

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მთარგმნელი: ნინი ზურაშვილი

წყარო

სად იწყება ადამიანის პიროვნულობა?
 
იუნგის მიხედვით თითოეულ ადამიანს გააჩნია პოტენციალი,რომ იყოს როგორც ექსტრავერტი, ასევე ინტროვერტი. გამომდინარე იქიდან, ადამიანი საით მიმართავს ენერგიას იგი ყალიბდება ექსტრავერტად ან ინტროვერტად. ადამიანის ენერგია შესაძლოა მიმართული იყოს გარე სამყაროსკენ, ეს კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ექსტრავერტობისკენ. შესაძლოა მისი ენერგია ვითარდებოდეს პირიქით შინაგანი სამყაროსკენ, რაც გულისხმობს საკუთარ ფიქრებსა და განცდებზე დაკვირვებას. მაშინ როდესაც პიროვნების ენერგია ნეიტრალურ მდგომარეობაშია, მას გააჩნია პოტენციალი გახდეს, როგორც ექტრავერტი, ასევე ინტროვერტი. მეორე მხრივ, იუნგი ეწინააღმდებოდა ადამიანების რომელიმე კატეგორიაში ჩასმას.

3fd83d15 2278 4ae1 91ef 47c818948058 800x421
 
იმის მიუხედავად ადამიანს რომელი ძირითადი პიროვნული ტიპი გააჩნია, იქნება ის ექსტრავერტი თუ ინტროვერტი, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანის ენერგია ვითარდება და მასზე გავლენას ახდენენ ისეთი ფუნქციები როგორებიც არის: აზროვნება, გრძნობები, შეგრძნებები, ინტუიცია.
 
იუნგი აღწერს პიროვნების 8 ტიპს, რომლებიც წარმოადგენენ საფუძველს ბრიგს -მაიერსის პიროვნების 16 ტიპისთვის (რომელთა პიროვნების ტიპების აღწერას შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ). 
 
პიროვნების ტიპები:
 
- ექსტრავერტული აზროვნება;
- ინტროვერტული აზროვნება;
- ექსტრავერტული გრძნობა;
- ინროვერტული გრძნობა;
- ექსტრავერტული შეგრძნება;
- ინტროვერტული შეგრძნება;
- ექსტრავერტული ინტუიცია;
- ინტროვეტული ინტუიცია.
 
იუნგმა ჩამოაყალიბა პიროვნებათა ტიპები, მაგრამ მათი ვრცელი განმარტება და ანალიზი  მოახდინეს მაიერსმა და ბრიგსმა თავიანთ სისტემაში.
 
იუნგის მიხედვით, თითოეულ ადამიანს გააჩნია კომპლექსური ფსიქოლოგია და ერთ კონკრეტულ ტიპს ვერ მივაკუთვნებთ. ის ფიქრობდა, რომ ადამიანების რაიმე კატეგორიებად დაყოფა შეუძლებელია. თუ ჩვენ რომელიმე ადამიანს მივაკუთვნებთ ექსტრავერტულად მოაზროვნეებს, ეს ნიშნავს რომ მას ნაკლებად აქვს განვითარებული ინტროვერტული აზროვნებისა და გრძნობის ასპექტები. ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ეს განუვითარებელი მხარეები ადამიანის არაცნობიერში იქნა გადატანილი. იუნგი ნაკლებად განვითარებულ მხარეებს მოიაზრებს ჩახშობილ და განდევნილ თვისებებად. მისი შეფასებით, ადამიანის ჩახშობილი თვისებები დროდადრო იჩენს თავს. შესაძლოა, ეს მოხდეს სიზმარშიც კი. ეს ყველაფერი კი მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი თავი და მიაღწიოს მთლიანობის განცდას.

jungiantype300
 
ექსტრავერტული და ინტროვერტული აზროვნება
 
ლიდერულ პოზიციებზე ძალიან ხშირად გვხვდებიან ექსტრავერტი-მოაზროვნე პიროვნებები. ექსტრავერტი-მოაზროვნეები არიან რეფორმატორები. მათ არ ახასიათებთ კომპრომისზე წასვლა. იმ შემთხვევაში თუ ექსტრავერტმა მოაზროვნემ ვერ მოახერხა განვითარება და ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, ის შესაძლოა გადაიქცეს წუწუნა, მუდმივად გაღიზიანებულ და აგრესიულ პიროვნებად. 
 
ინტროვერტი-მოაზროვნე პიროვნული ტიპის კარგ მაგალითს წარმოადგენს, ემანუალ კანტი, რომელმაც ჩამოაყალიბა მოძღვრება კულტურის შესახებ.ინტროვერტულად მოაზროვნეები ხასიათდებიან ძლიერი გონებრივი შესაძლებლობებით. ინტროვერტებს ხშირად უჭირთ საკუთარი თავის გაგება. ისინი ხშირად ებრძვიან საკუთარ აზრებს და უჭირთ კომუნიკაციის დამყარება საკუთარ თავთან. ინტროვერტი-მოაზროვნეები ხშირად აღქმულნი არიან, როგორც ქედმაღალი პიროვნებები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მათი პიროვნულობისგან გამომდინარეობს.
 
ინტროვერტი-მოაზროვნეები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შეისწავლონ ნებისმიერი რამ, რაც დააინტერესებთ. სწავლის თვალსაზრისით შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული სირთულეები. 
 
ექსტრავერტული და ინტროვერტული გრძნობა
 
ექსტრავერტული გრძნობის ადამიანები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ ტრადიციული გზებით.  ისინი სხვა ადამიანებისთვის ყოველთვის აღქმულნი არიან, როგორც საყვარელი და მომხიბლავი ინდივიდები. იუნგის მიხედვით, მაშინ როდესაც ექსტრავერტული გრძნობის მქონე პიროვნება გადაუხვევს გზიდან და მის გულწრფელობას შეერევა ტყუილი, საზოგადოება მას აღიქვამს, როგორც ყალბსა და მატყუარას. იუნგი წერს: „ამის შემდგომ მისი სიტყვები აღარ არის გულიდან წამოსული, იშვიათად გამოხატავს გრძნობებს, ან უარესიც, ცდილობს მათ გაყალბებას“.
 
ინტროვერტული გრძნობის პიროვნების ტიპს, იუნგი განსაზღვრავს ანდაზის მეშვეობით: „წყალი ჯერ კიდევ ღრმად მიედინება“. ისინი ადამიანები არიან წყნარები და რთულები ამოსაცნობად. ისინი ჰგვანან მგრძნობიარე მიმოზას. მათი ფოთლები იკუმშება შეხების ან გარემოს ცვლილების დროს.
 
ინტროვერტული გრძნობის მქონე ადამიანებს გააჩნიათ უპირატესობა ექსტრავერტებთან მიმართებაში, კომუნიკაციის თვალსაზრისით. მათ ყოველთვის აქვთ ჩამოყალიბებული აზრები და კომუნიკაციის განსაზღვრული ფორმატი სხვადასხვა ადამიანებთან, მაშინ როდესაც ექსტრავერტებმა უნდა მოახერხონ მათი გრძნობების გადათარგმნა და გადმოცემა მოსაუბრის წინაშე ისეთ ფორმატში, რომ მოსაუბრემ შესძლოს მათი აღქმა და გაგება. იუნგს სჯერა, რომ ინტროვერტული გრძნობის ადამიანები ყოველთვის „ისწრაფიან აბსტრაქციისკენ, აბსტრაქციების გავლით“.
 
ექსტრავერტული და ინტროვერტული შეგრძნება
 
ექსტრავერტული-შეგრძნების პიროვნების ტიპები არიან რეალისტები. ისინი თავისუფლები არიან სუბიექტური პიროვნული გრძნობებისა და გამოცდილებისგან. ექსტრავერტული-შეგრძნების ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ძალას, სურთ მთელი არსებით შეიგრძნონ რეალობა. იუნგის მიხედვით ექსტრავერტული-შეგრძნების პიროვნებები არიან მხიარულები და მომხიბლავი ადამიანები. იუნგი მათ აღწერს როგორც „კომპანიის სული და გული“. ექსტრავერტული-შეგრძნების ადამიანებისთვის რეალობა წარმოადგენს მთავარ საყრდენს.

იუნგის მიხედვით მხატვრები ძირითადად, ინტროვერტული-შეგრძნების ადამიანები არიან. მხატვრები ვინც ხატავს პეიზაჟებს, თავის ტილოებზე გადმოსცემენ იმ ემოციებს, რისი გადმოცემაც სურთ რეალურად. ასეთი მხატვრების მიერ გამოყენებული ფერი და ფორმა, როგორც წესი, განსხვავებულია. მათზე გავლენას ახდენს ხასიათი, გამოცდილება და არაცნობიერი. ინტროვერტული შეგრძნების ადამიანებს ახასიათებთ ყველანაირი ხერხით გადმოსცენ თავიანთი ემოციები (ხელოვნების სხვადასხვა დარგი).
 

ინტროვერტული შეგრძნების ადამიანების ამოცნობა ძალზედ რთულია. ისინი საკუთარი თავის შესახებ არ გასცემენ ინფორმაციას. მათ შეუძლიათ იყვნენ ძალიან კარგი მასწავლებლები და გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს. ინტროვერტული შეგრძნების ადამიანებს აქვთ შინაგანი უნარი, გაუგონ სხვებს, მათ ამისთვის არ ესაჭიროებათ სწავლა. ემოციურად ინტროვერული პიროვნების ტიპი არ ცნობს და არ ემორჩილება ტრადიციებსა და კანონებს.
 
ექტრავერტულად და ინტროვერულად ინტუიციური პიროვნების ტიპი 
 
ინტუიცია წარმოადგენს არაცნობიერის მნიშვნელოვან ფუნქციას. იუნგი ექსტრავერტ-ინტუიციურ პიროვნებებს აღწერს, როგორც „მოლოდინზე დამოკიდებულები“. ინტუიციურად ექსტრავერტი პიროვნებები ყოველთვის ეძებენ ახალ გამოცდილებასა და ცვლილებებს. ისინი განუწყვეტილივ მიილტვიან ცვლილებებისკენ და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ, რათა დააკმაყოფილონ თავიანთი ინტუიცია.
 
ექსტრავერტი-ინტუიციური პიროვნებები არიან ინსპირაციული ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ უნარები შეიტყონ სხვათა შესაძლებლობების შესახებ. მათ შეუძლიათ მისცენ ინსპირაცია სხვა ადამიანებს. ასეთი პიროვნების ტიპები დგანან რისკის წინაშე, ვერ შეძლონ იმ ცხოვრებით ცხოვრება, რაც მათ რეალურ სურვილს წარმოადგენს. ისინი მიდრეკილნი არიან რომ მიატოვონ „ახლადდარგული მინდორი, მაშინ როდესაც სხვები უკვე მოსავალს იღებენ“. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად მალევე ყრიან ფარ-ხმალს და არ იბრძვიან შედეგების მისაღებად.
 
ემოციურად ინტროვერტები მიეკუთვნებიან პიროვნების ტიპს, რომლებიც „მისდევენ თითოეულ შესაძლებლობას, რათა დააკმაყოფილონ თავიანთი არაცნობიერი, თუმცა შესაძლოა ვერ მოახერხონ მიმდინარე მოვლენების დაკავშირება საკუთარ თავთან“. ეს იწვევს რეზონანსს მათ პიროვნებებში. მათ გააჩნიათ ნათელი გონება და ცვლილებები მხოლოდ მცირე დოზით სურთ. 
 
იუნგის მიხედვით, ემოციურად ინტროვერტი პიროვნების ტიპი თუ არის ხელოვანი, ის აუცილებლად იქნება ექსტრაორდინალური და განსაკუთრებულად სხვანაირი. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოძებნა გამოხატვის საშუალება, ის დარჩება „დაუფასებელ გენიოსად“.
 
პიროვნების ტიპების გამოხატულებანი ისტორიულად
 
იუნგის ნაშრომები ცდება პიროვნულობას, ფსიქოლოგიასა და ხანდახან მეცნიერებასაც კი. ის მოიცავს ადამიანურობას, კულტურას, ხელოვნებას და გარკვეული დონით მისტიკასაც კი. ანტიკური პერიოდის კლასიკური ხელოვნების მიხედვით იკვეთება, ექსტრავერტი ადამიანების დომინანტურობა. ამ დროს მხატვრობასა და მოქანდაკეობაში წინა ხაზზეა იდეალური ფორმები, იდეალური სილამაზე და ფიზიკური ესთეტიკა. შუა საუკუნეების პერიოდში რელიგიური გავლენები ახშობენ ფიზიკურ იდეალიზმს და ყურადღება მახვილდება სულიერებაზე. ამ პერიოდში ინტროვერტული ტიპის გავლენა იგრძნობა.
 
ჩვენს დროში როგორც ექსტრავერტები, ასევე ინტროვერტები ტოვებენ თავიანთ კვალს ისტორიაში. მეცნიერები და ხელოვანები ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა თეორიებს, რაც რაღაც ახლის დაბადების საწყისი შეიძლება გახდეს. პიროვნების ტიპების თეორიიდან ადამიანებს უკეთ შეუძლიათ აღქივან განსხვავებები. როგორიც არ უნდა იყოს პიროვნების ტიპი, მას აქვს შესაძლებლობა განავითაროს საკუთარი თავი და გახდეს ის, რაც სურს რომ იყოს!. 
 

მსგავსი სტატიები

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

ცნობიერების ომი


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff