კვებასთან დაკავშირებული საკითხები სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით

Admin
ანთროპოსოფია
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

(რუდოლფ შტაინერმა ეს ლექცია 1908 წლის 17 დეკემბერს ბერლინში, სავარაუდოდ არქიტექტორთა სახლში წაიკითხა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანიასა და შვეიცარიაში მოქმედებდა „სიცოცხლის რეფორმის“ (Lebensreform) მოძრაობა. ამ საზოგადოებაში ხშირად დოგმატური, ფანატიკური ან წმინდად მატერიალისტური კუთხით მიმდინარეობდა მწვავე დებატები ვეგეტარიანელობაზე, ნატუროპათიაზე, ალკოჰოლიზმსა და ნედლეულით კვებაზე. რუდოლფ შტაინერი საუბრობს საკვები ნივთიერებების კონკრეტულ ოკულტურ-ფიზიოლოგიურ ეფექტზე და მკაფიოდ ემიჯნება ფანატიზმს. იგი აცხადებს, რომ ლექციის მიზანი არ არის აგიტაცია „ჭამეთ ეს“, „ნუ ჭამთ იმას“, არამედ ადამიანს უნდა მიეცეს ზუსტი ცოდნა თუ რა პროცესებს იწვევს ესა თუ ის საკვები მის ორგანიზმში, რის შემდეგაც თითოეული ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით იღებს გადაწყვეტილებას.)

ზოგისთვის უცნაურია, როდესაც სულიერი მეცნიერება საუბრობს მრავალთაგან სამართლიანად მიჩნეულ ყველაზე მატერიალურ, ყველაზე ნაკლებად სულიერ რამეზე - კვებაზე. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ მიუთითონ თავიანთ განსაკუთრებულ იდეალიზმზე, თავიანთ მართლაც განსაკუთრებულ სულიერებაზე იმით, რომ ამბობენ: “ოჰ, ჩვენ მხოლოდ იმით ვინტერესდებით, რაც მატერიალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღლა დგას.” ასეთ ადამიანებს შემდეგ ასევე სჯერათ და გარკვეული აზრით ისინი შეიძლება მართლებიც იყვნენ რომ, არსებითად იდეალურისა და სულიერის განვითარებისთვის სულერთია, თუ როგორ აკმაყოფილებენ ადამიანები თავიანთ ფიზიკურ საჭიროებებს.

მატერიალისტური აზროვნების წესი სხვანაირად განსჯის. მეცხრამეტე საუკუნის დიდმა ფილოსოფოსმა ფოიერბახმა თქვა: „ადამიანი არის ის, რასაც იგი ჭამს“. იგი მრავალჯერ გაიმეორეს და შიშის ჟრუანტელს ჰგვრის ბევრ სულიერად იდეალისტ ადამიანს. ადამიანთა უმეტესობას ეს ესმის ისე და მატერიალისტური გონება რა თქმა უნდა დაეთანხმება ამას, რომ ადამიანი არის იმ ნივთიერებათა ჯამი, რომლითაც იგი კვებავს თავის სხეულს, და რომ ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი ორგანული ცხოვრების ურთიერთქმედებას, არამედ იმასაც, რაც ვვლინდება მის სულში.

როდესაც სხვა პირებს ხანდახან ესმით ესა თუ ის, მეტ-ნაკლებად ზედაპირული რამ სულიერი მეცნიერების შესახებ, მათ სჯერათ, რომ სულიერი მეცნიერების მიმდევრები მეტისმეტად არიან შეწუხებულნი საჭმლითა და კვებით. გარეშე პირს არ შეუძლია გაიგოს, თუ რატომ ანიჭებენ სულისმეცნიერები ასეთ დიდ მნიშვნელობას იმას, ჭამს თუ არა ვინმე ამას თუ იმას. უარყოფა შეუძლებელია იმისა, რომ ზოგიერთ თეოსოფიურ წრეში, მათ შორის, ვისაც სურს იოლი გზით ღრმად ჩაწვდეს სულიერ ცხოვრებას, არის დიდი გაუგებრობა. ზოგს სჯერა, რომ მათ მხოლოდ თავი უნდა აარიდონ ამას თუ იმას, არ უნდა ჭამონ ან დალიონ გარკვეული რამ, რათა მიაღწიონ შემეცნების გარკვეულ უმაღლეს საფეხურებს! ეს ზუსტად ისეთივე შეცდომაა, როგორიც ფოიერბახის გამონათქვამის - „ადამიანი არის ის, რასაც იგი ჭამს“ - ის შეხედულება, რომელიც ახლახან დახასიათდა. უკიდურეს შემთხვევაში, ეს არის ცალმხრივი შეხედულება.

მაგრამ გარკვეული აზრით, სულიერ მეცნიერებას შეუძლია ეს დებულება საკუთარ პრინციპად მიიჩნიოს, ოღონდ ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობით და თანაც ორი სხვადასხვა თვალსაზრისით ვიდრე ამას მატერიალისტები გულისხმობენ.

პირველ რიგში, ჩვენ ხშირად აღგვინიშნავს, რომ სულიერი მეცნიერებისთვის ყველაფერი ჩვენს ირგვლივ არის სულიერის გამოხატულება. მინერალი, მცენარე თუ ნებისმიერი სხვა რამ ჩვენს გარემოცვაში მხოლოდ გარეგნულადაა მატერიალური. ადამიანის ორგანოს მსგავსად, იგი არის გამოხატულება სულისა. ყოველივე მატერიალურის მიღმა არის რაღაც სულიერი, საჭმლის მიღმაც კი. საკვებთან ერთად ჩვენ არათუ უბრალოდ იმას ვიღებთ, რაც მატერიალურად არის ჩვენს თვალწინ, არამედ ჩვენ ასევე ვჭამთ იმასაც, რაც მის მიღმა სულიერია. კვების მეშვეობით ჩვენ შევდივართ ურთიერთობაში ამა თუ იმ სულიერ არსებასთან, არსთან, რომელიც დგას ამა თუ იმ მატერიალური სუბსტრატის მიღმა. ეს ძალიან ზედაპირული დახასიათებაა. მაგრამ ვინც ამას ჩასწვდება, იგი გარკვეული აზრით შეძლებს დაეთანხმოს მატერიალისტურ გამონათქვამს: „ადამიანი არის ის, რასაც იგი ჭამს“. თუმცა, მატერიალური პროცესთან ერთად სულიერი პროცესიც უნდა გავიგოთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებს სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით მივუდგეთ. (შენიშვნა N1)

როდესაც სულიერი მეცნიერება კვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მის ბუნებას იკვლევს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ სწორედ ამ გზით ვვლინდება ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობის სრულიად განსაკუთრებული ასპექტი. ადამიანი ბუნებასთან იმით არის დაკავშირებული, რომ გარკვეული სახით ითვისებს მის გარშემო არსებულ ბუნებრივ სამყაროს და მასში მოქმედ ძალებს საკუთარ ორგანიზმში გარდაქმნის. აქ იბადება კითხვა: როდესაც ადამიანი იმას ითვისებს, რაც მის გარეთ არსებობს, ნუთუ იგი ამავე დროს ემორჩილება იმ ძალებსაც, რომლებიც გარესამყაროში მოქმედებენ? და შეუძლია თუ არა მას ამ ძალებისგან გათავისუფლება? არსებობს კი ისეთი შესაძლებლობა, რომ კვებით ადამიანი გათავისუფლდეს თავისი გარემოს ზემოქმედებისგან და ამგვარად მოიპოვოს გარკვეული ძალა და გავლენა თავად გარემოზე? განა არ შეიძლება, რომ კვების გარკვეული სახეობის შედეგად ადამიანი მართლაც იქცეს იმად, რასაც ჭამს? და, მეორე მხრივ, განა არ შეიძლება, რომ კვების სხვა სახეობამ სწორედ ის შესაძლებლობა მისცეს, გათავისუფლდეს იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც მის საკვებსა და კვებით პირობებს მოაქვს?

ამგვარად, სულიერი მეცნიერების წინაშე დგება შემდეგი კითხვა: როგორი უნდა იკვებოს ადამიანმა, რათა იგი გათავისუფლდეს კვების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან, რომ თანდათანობით სულ უფრო მეტად გახდეს მის საკუთარ არსებაში მიმდინარე პროცესების ბატონი და მმართველი?

როდესაც ჩვენ დღეს ვსვამთ ამ შეკითხვას, რამდენიმე რამ უნდა ითქვას ამ საკითხებზე სულიერი მეცნიერების ზოგადი პოზიციის შესახებ. ეს შეკითხვა, ისევე როგორც შეკითხვები ჯანმრთელობის შესახებ, იმდაგვარად უნდა გავიგოთ, რომ სულიერ მეცნიერებას არავითარ შემთხვევაში არ მიეწეროს აგიტაცია ერთი ან მეორე მიმართულებით. ცდება ვისაც სჯერა, რომ ის, რაც დღეს უნდა ითქვას, აგიტაციაა ამა თუ იმ საკვების ან ფუფუნების საგნის მომხრედ თუ წინააღმდეგ. არავინ არ უნდა წავიდეს აქედან დღეს იმ შთაბეჭდილებით, თითქოს ჩვენ გამოდიოდეთ თავშეკავების, ვეგეტარიანელობის ან ხორცის მოხმარების მომხრედ ან წინააღმდეგ. ყველა ეს შეკითხვა დოგმის შესახებ, იმის შესახებ, რასაც მარტოდმარტო მოაქვს ხსნა, არაფერ შუაშია სულიერი მეცნიერების შინაგან განწყობასთან. ჩვენ არ გვსურს აგიტირება, ჩვენ არ გვსურს ვუბრძანოთ ადამიანებს გააკეთონ ესა თუ ის; ჩვენ მხოლოდ გვსურს ვთქვათ, თუ როგორ არის საქმეები სინამდვილეში. მაშინ, არსებობის ამ დიდ კანონთა შესაბამისად, ყველას შეეძლება მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც სურს. ასე რომ, დღევანდელი ლექცია მიზნად ისახავს მხოლოდ იმის აღწერას, თუ რა არის სინამდვილეში ჭეშმარიტი ამ სფეროში.

მეორე მხრივ, მე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე არ ვლაპარაკობ თეოსოფიური წრეებისთვის ვიწრო გაგებით, რომელთაც სურთ განვითარდნენ და უწევთ სპეციალური პირობების დაცვა. დღეს ეს საკითხი განიხილება ზოგადსაკაცობრიო აზრით. თემის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, მხოლოდ ცალკეული ასპექტებს განვიხილავთ და ყველაფერს გამოვტოვებთ, რაც უკავშირდება ცხოვრების ჯანმრთელობის ასპექტებს. ამის შესახებ ჩვენ მოვისმენთ მომდევნო ლექციაში.

დღეს ჩვენ საქმე გვექნება კვებასთან ვიწრო გაგებით. ამდენად, სუნთქვის პროცესს აქ არ განვიხილავთ. თავისი ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესის შესანარჩუნებლად, ადამიანმა უნდა მიიღოს ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები და მარილები. თქვენ იცით, რომ ადამიანი ე.წ. შერეული კვებით აკმაყოფილებს თავისი ორგანიზმის საჭიროებებს. ამ თვალსაზრისით ისინი იღებენ თავიანთი კვების ამ ძირითად კომპონენტებს ნაწილობრივ ცხოველთა სამეფოდან და ნაწილობრივ მცენარეთა სამეფოდან. ჩვენს თანამედროვეთა შორის დღეს გაცილებით მეტი მომხრეა შერეული კვებისა, ვიდრე ცალმხრივი კვებისა. ცალმხრივი კვება გულისხმობს მხოლოდ ცხოველურ ან მხოლოდ მცენარეული პროდუქტებისაგან შემდგარ საკვებს. ამიტომ უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს: როგორშეესაბამება ადამიანის ორგანიზმის ნამდვილ ძალებსა და მოთხოვნილებებს იმ გარემოსკანონზომიერებები, საიდანაც ადამიანი თავის საკვებს იღებს? დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ადამიანებზე და არა ცხოველებზე.

ადამიანი იოლად მიდრეკილია, თავისი ეპოქის სამეცნიერო შედეგებზე დაყრდნობით, საკუთარი ორგანიზმი სრულიად მატერიალისტურად განიხილოს. სულიერმა მეცნიერებამ ეს მიდგომა სულიერი ურთიერთკავშირების კანონებით უნდა ჩაანაცვლოს. თუნდაც ეს ყოველთვის თეორიულად არ იყოს გაცნობიერებული, მეტ-ნაკლებად არაცნობიერად მაინც იმგვარი წარმოდგენით ხელმძღვანელობენ, თითქოს ადამიანის ორგანიზმი მეტწილად მხოლოდ ფიზიკური სხეულისგან და მასში ურთიერთმოქმედი ქიმიური ნივთიერებებისგან შედგებოდეს. ამ ნივთიერებებს მათ ქიმიურ ელემენტებამდე მიაკვლევენ, ხოლო როდესაც მათი მოქმედება დადგენილია, ცდილობენ წარმოიდგინონ, თუ როგორ განაგრძობენ ისინი თავიანთ ქიმიურ მოქმედებას იმ დიდ კოლბაში, რომელსაც ადამიანი წარმოადგენს.

მტკიცებაც არ სჭირდება, რომ მრავალი უკვე არ გასცდენია იმ შეხედულებას, თითქოს ადამიანი უბრალოდ დიდი კოლბაა. მნიშვნელოვანი თეორიები კი არ არის, არამედ აზროვნების ჩვევები. ჭეშმარიტი პრაქტიკოსისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა იმას აქვს, რას ფიქრობს ადამიანი, არამედ იმას, თუ რა შედეგს წარმოშობს მისი აზროვნება. სწორედ ეს არის არსებითი. 

არ არის მნიშვნელოვანი, ადამიანი იდეალისტია თუ არა. სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა მას ნაყოფიერი აზრები, რომლებიც სიცოცხლეს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სულიერ მეცნიერებას ამ მხრივაც არაფერი აქვს საერთო არც დოგმასთან და არც რაიმე სახის რწმენასთან. რამდენადაც უნდა იცავდეს ვინმე ყველაზე „სულიერ“ თეორიებს, გადამწყვეტი ეს კი არ არის, არამედ ის, არის თუ არა ეს აზრები პრაქტიკაში ნაყოფიერი.

ამიტომ, თუ ვინმე ამბობს, რომ მატერიალისტი არ არის, რომ სწამს სიცოცხლის ძალისა, უფრო მეტიც - სულის არსებობისაც, მაგრამ კვების საკითხს ყოველთვის ისე უდგება, თითქოს ადამიანი მხოლოდ დიდი კოლბა იყოს, მაშინ მისი მსოფლმხედველობა ნაყოფიერი ვერ იქნება.

სულიერ მეცნიერებას ამგვარ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ მაშინ შეუძლია რაიმე თქვას, როდესაც მას ძალუძს სინათლე მოჰფინოს თითოეულ ცალკეულ საკითხს; და ამის გაკეთება მას შეუძლია როგორც კვების საკითხზე, ასევე ჯანმრთელობის საკითხებზეც.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევიქმნათ ნათელი წარმოდგენა მრავალწევრიან ადამიანურ არსებაზე. სულიერი მკვლევრისთვის ადამიანი მხოლოდ ფიზიკური არსება კი არაა, რომლის დანახვაც თვალებით, ხოლო შეხება ხელით შეიძლება, არამედ ეს ფიზიკური სხეული არის ადამიანური არსების მხოლოდ ერთი ნაწილი. ფიზიკური სხეული მართლაც შედგება იმავე ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც გვხვდება ბუნებაში.

მაგრამ ადამიანურ არსებას აქვს უმაღლესი წევრები. ადამიანური არსების მომდევნო ნაწილი უკვე ზეგრძნობადია და ფიზიკურ სხეულზე უფრო მაღალი რეალობის მატარებელია. იგი საფუძვლად უდევს ფიზიკურ სხეულს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბრძვის ფიზიკური სხეულის დაშლის წინააღმდეგ. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი გადის სიკვდილის კარიბჭეში, ფიზიკური სხეული ექვემდებარება მხოლოდ საკუთარ კანონებს და იშლება. სიცოცხლეში სასიცოცხლო სხეული იბრძვის დაშლის წინააღმდეგ. იგი ნივთიერებებსა და ძალებს აძლევს სხვა მიმართულებებს, სხვა კავშირებს, ვიდრე მათ ექნებოდათ, მხოლოდ საკუთარ ბუნებრივ კანონებს, რომ გაჰყოლოდნენ. ნათელხილვითი ცნობიერებისთვის ეს სხეული ისევე ხილვადია, როგორც ფიზიკური სხეული თვალისთვის. ადამიანები ამ სასიცოცხლო სხეულს, ანუ ეთერულ სხეულს  იზიარებენ მცენარესთან.

ჩვენ ვიცით სხვა ლექციებიდან, რომ ადამიანურ არსებებს აქვთ თავიანთი არსების მესამე წევრი - ასტრალური სხეული. როგორია იგი? იგი სიამოვნების, ტკივილის, სურვილების, ლტოლვებისა და ვნებების მატარებელია, ყველაფერს, რასაც ჩვენ ჩვენს შინაგან მშვინვიერ ცხოვრებას ვუწოდებთ. ყოველივე ამას თავისი ადგილი აქვს ასტრალურ სხეულში. იგი სულიერად ისევეა აღქმადი, როგორც ფიზიკური სხეულია აღქმადი ფიზიკური ცნობიერებისთვის. ადამიანები ამ ასტრალურ სხეულს იზიარებენ ცხოველებთან.

ადამიანური არსების მეოთხე წევრი არის მატარებელი „მე“-სი, თვითცნობიერებისა. ეს ხდის ადამიანურ არსებას შემოქმედების გვირგვინად, რაც მას აძლევს შესაძლებლობას ამაღლდეს დედამიწის იმ საგნებზე მაღლა, რომლებიც მას გარს აკრავს. ამრიგად, ადამიანური არსებები ჩვენ წინაშე დგანან სამი უხილავი წევრითა და ერთი ხილვადი წევრით. ესენი ყოველთვის ერთად მოქმედებენ და ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ყველა მათგანი მოქმედებს თითოეულ ინდივიდუალურ წევრზე და თითოეული ინდივიდუალური წევრი მოქმედებს ყველა დანარჩენზე.

ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ადამიანურ არსებებს - შესაბამისად ფიზიკური სხეული, როგორც იგი დგას ჩვენ წინაშე, თავის ყველა ნაწილში ასევე ადამიანური არსების უხილავი წევრების გამოხატულებაა. ამ ფიზიკურ სხეულს არ ექნებოდა თავის თავში ის წევრები, რომლებიც ემსახურებიან კვებას, გამრავლებასა და ზოგადად სიცოცხლეს, მას რომ არ ჰქონდეს ეთერული სხეული. ყველა ორგანო, რომელიც ემსახურება კვებასა და გამრავლებას, ჯირკვლები და ასე შემდეგ, არის გარეგნული გამოხატულება ეთერული სხეულისა. ისინი არიან ის, რასაც ეთერული სხეული აშენებს ფიზიკურ სხეულზე. სხვა რამეებთან ერთად, ნერვული სისტემა ფიზიკურ სხეულში არის ასტრალური სხეულის გამოხატულება. აქ ასტრალური სხეული არის მოქმედი ძალა, მშენებელი. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ზუსტად ისევე, როგორც საათი ან მანქანა იგება მესაათის ან მანქანათმშენებლის მიერ, ასევე ნერვები იგება ასტრალური სხეულის მიერ. ხოლო ადამიანის სისხლის მიმოქცევის თავისებურება, სისხლის მოქმედება, მე-ს მატარებლის, ანუ თვითცნობიერების მატარებლის, გარეგანი ფიზიკური გამოხატულებაა. გარკვეული აზრით, ადამიანის ფიზიკური სხეულიც ოთხმაგია. იგი არის გამოხატულება ფიზიკური წევრებისა, ესე იგი საკუთარი თავისა, და სამი უფრო მაღალი უხილავი წევრისა. შეგრძნების ორგანოები წმინდად ფიზიკურია; ჯირკვლები არის ეთერული სხეულის გამოხატულება, ნერვული სისტემა - ასტრალური სხეულისა, ხოლო სისხლი - „მე“-სი.

თუ ჩვენ ადამიანებს მცენარეებს შევადარებთ, ვხედავთ, რომ მცენარე ორწევრიანი არსებაა. ადამიანს მცენარეს ვადარებთ იმით, რომ საკითხს ყოვლისმომცველი თვალსაზრისით ვუდგებით დამის შინაგან, სულიერ მხარესაც ვითვალისწინებთ. ჩვენ ადამიანის ოთხწევრიან ორგანიზმსმცენარის ორწევრიან ორგანიზმს ვუპირისპირებთ. ამის დასასაბუთებლად შეგვიძლია ყველასთვის ცნობილი ფაქტებიდან გამოვიდეთ. შეგვიძლია მივუთითოთ, თუ როგორ აგებს მცენარე თავის ორგანიზმს. იგი არაორგანულ ნივთიერებებს აერთიანებს და მათგან საკუთარ სხეულს ქმნის. მას ძალუძს თავისი სხეული ყველაზე საოცარი სახით ააგოს ცალკეული უსიცოცხლო შემადგენელი ნაწილებისგან.

საკმარისია დავაკვირდეთ, თუ როგორი განსაკუთრებულად ურთიერთმოქმედებს მცენარე სუნთქვის პროცესთან. ადამიანი შეისუნთქავს ჟანგბადს და ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს. მცენარეს შეუძლია შეითვისოს ის ნახშირორჟანგი, რომელიც ადამიანისთვის გამოუსადეგარია. იგი მასში შემავალ ნახშირბადს ინარჩუნებს, რათა თავისი ორგანიზმი ააგოს, ხოლო ჟანგბადის უდიდეს ნაწილს კვლავ გარემოს უბრუნებს.

მაგრამ მცენარეს კიდევ რაღაც სჭირდება, რაც ბევრმა ადამიანმა შეიძლება განსაკუთრებულად არც კი მიიჩნიოს: მას სჭირდება მზის სინათლე. მზის სინათლის გარეშე იგი საკუთარ ორგანიზმს ვერ ააგებდა. სინათლე, რომელიც ჩვენზე გადმოიღვრება და სიხარულს გვანიჭებს, რომელიც სულიერადაც გვამხნევებს, იმავდროულად მცენარის ორგანიზმის აგების უდიდესი დამხმარეა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება სასწაული - როგორ ეხმარება მზის სინათლე ორგანული არსების აგებას. სწორედ ის, რაც ჩვენს თვალებს მხედველობის უნარს ანიჭებს, მცენარის ზრდასაც უწყობს ხელს.

ფიზიკური და ეთერული სხეულების გარდა, ადამიანს ასევე აქვს ასტრალური სხეული. მცენარეს ეს არ გააჩნია. ის, რაც მზის სინათლეს საშუალებას აძლევს, მცენარე ასეთი საოცარი წესითააგოს, სწორედ ეთერული სხეულია. ერთი მხრივ, იგი მატერიისკენ არის მიმართული.

ადამიანი თავის ფიზიკურ ორგანიზმს ვერ განავითარებდა, რომ არ ახორციელებდეს იმას, რაცგარკვეული აზრით მცენარის პროცესის საპირისპიროა. სუნთქვის პროცესშიც ადამიანი საპირისპიროპროცესს ასრულებს. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის მთელი კვების პროცესზეც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვება ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ყველაფერი, რაც მცენარეშიშენდება, ადამიანში კვლავ დაიშალოს. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი სრულიადთავისებურია. მხოლოდ ეთერულ სხეულს, რომ აეგო ფიზიკური სხეული, ცნობიერება და სულიერიგანცდა ვერასოდეს წარმოიშობოდა.

ის, რაც ეთერულმა სხეულმა ააგო, შინაგანად კვლავ და კვლავ უნდა დაიშალოს დაგანადგურდეს. ამიტომ, თუმცა ეთერული სხეული გამუდმებით ებრძვის დაშლას, თანდათანობითიდაშლის პროცესი მაინც მიმდინარეობს. და სწორედ ის, რაც ამ დაშლას იწვევს, რაც ადამიანსმუდმივად ხელს უშლის, მცენარედ იქცეს, არის ასტრალური სხეული.

მზის სინათლე და ადამიანის ასტრალური სხეული, გარკვეული აზრით, ორიურთიერთსაპირისპირო რამ არის. მათთვის, ვინც ნათელმხილველური ცნობიერების საშუალებითეცნობა ასტრალურ სხეულს, იგი შინაგანი, სულიერი ბუნების სინათლეა, რომელიც გარეგანითვალისთვის უხილავია. ეს ასტრალური სხეული სულიერი სინათლის სხეულია. იგი გარეგანი, გარეთმანათობელი სინათლის საპირისპიროა.

წარმოიდგინეთ, რომ მზის სინათლე თანდათან სუსტდება, ვიდრე საბოლოოდ სრულიადჩაქრება, შემდეგ კი ეს პროცესი კიდევ უფრო განაგრძეთ საპირისპირო მიმართულებით - თითქოსსინათლე უარყოფით მნიშვნელობამდე გადავიდეს. მაშინ მიიღებთ შინაგან სინათლეს. და ამშინაგან სინათლეს სწორედ გარეგანი სინათლის საწინააღმდეგო ამოცანა აქვს.

გარეგანი სინათლის ამოცანაა, არაორგანული ნივთიერებებისგან მცენარის სხეული ააგოს. შინაგანი სინათლე კი, რომელიც იწყებს იმ ნაწილობრივ დაშლას, რომელიც ერთადერთია, რაცცნობიერებას შესაძლებელს ხდის, ადამიანს მცენარეზე უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს, რადგანმცენარის პროცესს მის სრულ საპირისპიროდ გარდაქმნის. ამრიგად, თავისი შინაგანი სინათლისწყალობით ადამიანი გარკვეული თვალსაზრისით მცენარეს უპირისპირდება.

ეს არის საკითხის სულიერი გაგება. ხოლო თუ ამ განხილვას კიდევ უფრო გავაღრმავებდით, დავინახავდით, როგორ აგრძელებს ასტრალური სხეულის მიერ დაწყებულ დაშლის პროცესს მე. მაგრამ დღეს ამაზე შეჩერება აღარ გვჭირდება.

ახლა განვიხილოთ ადამიანისა და მცენარის ურთიერთობა მაშინ, როდესაც იგი თავის საკვებ ნივთიერებებს მცენარისგან იღებს. ამ შემთხვევაში ადამიანი მთელი მსოფლიო-პროცესის ფარგლებში მცენარის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. ის, რასაც მზის სინათლე აშენებს, ასტრალური სხეული კვლავ ანგრევს, მაგრამ ამავე დროს იგი ადამიანის არსებაში ნერვულ სისტემას ნერგავს და ამით სიცოცხლეს ცნობიერ სიცოცხლედ აღამაღლებს. ამრიგად, ასტრალური სხეული, როგორც უარყოფითი სინათლის სხეული, მცენარის საპირისპირო, მეორე პოლუსია.

მცენარის ორგანიზმის აგების ეს პროცესი სულიერ საფუძველზეა დამყარებული, რადგან სულიერი მეცნიერება სულ უფრო და უფრო გვიჩვენებს, რომ მას რასაც ჩვენ სინათლის სახით ვხედავთ, თვითონაც მხოლოდ რაღაც სულიერის გარეგანი გამოხატულებაა. სინათლის მეშვეობით განუწყვეტლივ მოედინება ჩვენამდე რაღაც სულიერი, ჩვენამდე სულთა სინათლე მოედინება. ის, რაც ამ ფიზიკური სინათლის უკან დგას, ასტრალურ სხეულში დანაწევრებული სახით ვვლინდება. გარეგნულად, მზის სინათლეში, იგი თავისი ფიზიკური სახით ჩნდება, ხოლო ასტრალურ სხეულში - ასტრალური სახით. სინათლის სულიერი არსი ჩვენში მოქმედებს და ჩვენს ნერვულ სისტემას აგებს. მცენარეული სამყარო და ადამიანის სიცოცხლე ამგვარად საოცრად თანამშრომლობენ.

ახლა დავუშვათ, რომ ადამიანი საკვების მეშვეობით ცხოველურ სამყაროსთან შედის ურთიერთობაში. მაშინ მდგომარეობა განსხვავებულია. იმ არსებაში, რომლისგანაც იგი თავის საკვებს იღებს, ეს პროცესი გარკვეული აზრით უკვე დასრულებულია. ის, რასაც ადამიანი სხვა შემთხვევაში მცენარისგან პირველქმნილი და ხელუხლებელი სახით იღებს, ცხოველში უკვე ნაწილობრივ გარდაქმნილია და წინასწარ არის დამუშავებული. რადგან ცხოველსაც აქვს ასტრალური სხეული და ნერვული სისტემა. ამრიგად, ადამიანი იღებს იმას, რაც მას უკვე აღარ ეძლევა პირველქმნილი სახით, არამედ უკვე გავლილი აქვს ეს პროცესი, უკვე შეიწოვა ასტრალური ძალები. ის, რაც ცხოველში ცოცხლობს, უკვე განვითარებული ასტრალური ძალებით არის განმსჭვალული. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ადამიანს შრომას უმსუბუქებს. მაგრამ ასეთი წარმოდგენა არასწორია.

წარმოიდგინეთ შემდეგი: მე სახლს სხვადასხვა მასალისგან ვაშენებ. ვიღებ თავდაპირველ სამშენებლო მასალებს. მაშინ შემიძლია მთელი სახლი თავიდან ბოლომდე ჩემი საკუთარი ჩანაფიქრის შესაბამისად ავაგო. მაგრამ დავუშვათ, რომ ამ მასალებზე უკვე სამმა ან ოთხმა სხვა ადამიანმა იმუშავა, თითოეულმა თავისი წილი შეიტანა და ახლა მე უნდა შევქმნა მათგან ერთი მთლიანი. განა ეს ჩემს საქმეს გააადვილებს? რა თქმა უნდა, არა.

თქვენ ფართოდ გავრცელებულ ლიტერატურაში წაიკითხავთ, რომ ადამიანს საქმეს უადვილებს ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც უკვე წინასწარ არის დამუშავებული. მაგრამ სინამდვილეში სწორედ პირველქმნილ, დაუმუშავებელ საწყისთან მუშაობით ხდება ადამიანი უფრო მოქნილი და უფრო დამოუკიდებელი არსება.

კიდევ ერთი მაგალითი: ვიღაცას აქვს სასწორი ორი თეფშით. თანაბარი სიმძიმეები სასწორს აწონასწორებს. თითოეულ მხარეს შეიძლება ორმოცდაათი ფუნტი იდოს. მაგრამ ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის. შეიძლება გვქონდეს ისეთი სასწორი, რომელზეც სიმძიმის გადაადგილებაა შესაძლებელი. მაშინ, თუ მანძილი ორჯერ იზრდება, მხოლოდ ნახევარი სიმძიმეა საჭირო. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმძიმის სიდიდეს კი არა, მანძილს აქვს.

ზუსტად ასევე, საქმე მხოლოდ ძალების რაოდენობას კი არ ეხება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ნივთიერებათა სიფაქიზესა და დახვეწილობას. ცხოველი ნივთიერებებს უფრო ნაკლებად სრულყოფილად ამუშავებს. ის, რასაც ადამიანი ითვისებს, კვლავაც აგრძელებს მოქმედებას იმის წყალობით, რაც მას ცხოველის ასტრალურმა სხეულმა გაუკეთა, და შემდეგ ადამიანს ამ ზემოქმედების გადალახვა უწევს. მაგრამ, რადგან ასტრალურმა სხეულმა უკვე იმგვარად იმოქმედა, რომ პროცესი ცნობიერ არსებაში ერთხელ უკვე განხორციელდა, ადამიანი თავის ორგანიზმში ისეთ რამეს იღებს, რაც მის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ეს არის მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მიღებულ საკვებს შორის ძირითადი განსხვავება. ცხოველური სამყაროდან მიღებული საკვები სრულიად განსაზღვრული სახით მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და, ამასთან ერთად, ასტრალურ სხეულზეც. მცენარეული საკვების შემთხვევაში კი ნერვული სისტემა გარედან მომდინარე არაფრის გავლენის ქვეშ არ ექცევა.

თუმცა, მაშინ ადამიანი თავისი ნერვული სისტემის ყოველივე იმისთვისაც თავად არის პასუხისმგებელი. ამის შედეგად, მისი ნერვული სისტემის მოქმედებას უცხო წარმოშობის პროდუქტები კი არ განსაზღვრავს, არამედ მხოლოდ ის, რაც თვით მისი შინაგანი არსებიდან მომდინარეობს. ვინც იცის, რამდენად დიდად არის ადამიანის მთელი ორგანიზმი დამოკიდებული ნერვულ სისტემაზე, ის მიხვდება, რას ნიშნავს ეს. როდესაც ადამიანი საკუთარ ნერვულ სისტემას თვითონვე აშენებს, იგი სრულიად ღია და მიმღები ხდება იმისთვის, რასაც ნერვულ სისტემას სულიერ სამყაროსთან მიმართებით უნდა შეეძლოს.

ადამიანი სწორედ მცენარეულ კვებას უნდა უმადლოდეს იმას, რომ მას ძალუძს მზერა მიაპყროს საგანთა უფრო ფართო და ყოვლისმომცველ ურთიერთკავშირებს, რომლებიც მას პირადი არსებობის ვიწრო საზღვრებიდან წარმოშობილ წინასწარ შეხედულებებზე მაღლა აყენებს.

სადაც ადამიანები თავისუფლად და შინაგანი სიმშვიდით წარმართავენ თავიანთ ცხოვრებასა და აზროვნებას ფართო თვალსაწიერიდან, ამ სწრაფ და ფართო ხედვას ისინი მცენარეულ საკვებს უნდა უმადლოდნენ. ხოლო იქ, სადაც ადამიანები ბრაზს, ანტიპათიასა და წინასწარ შეხედულებებს აჰყვებიან, ეს, ცხოველური სამყაროდან მიღებული საკვების გავლენასთან არის დაკავშირებული.

თუმცა, ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც მცენარეული კვების სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტი. პირიქით, ცხოველური საკვები ადამიანისთვის აუცილებელი იყო და მრავალ შემთხვევაში დღესაც აუცილებელია, რადგან ადამიანი დედამიწაზე უნდა დამკვიდრდეს, პიროვნულ არსებობაში უნდა იყოს ფესვგადგმული.

ყოველივე, რაც ადამიანს მის პირად ინტერესებთან აკავშირებს, ცხოველურ საკვების შედეგია. ის ფაქტი, რომ ადამიანებს ომები უწარმოებიათ, რომ ერთმანეთის მიმართ ჰქონიათ სიმპათიები და ანტიპათიები, გრძნობითი ვნებები, ცხოველური საკვებიდან მომდინარეობს. მაგრამ ის, რომ ადამიანი მთლიანად არ ჩაიკეტა თავისი პირადი ინტერესების ვიწრო წრეში და შეუძლია ზოგადსაკაცობრიო ინტერესების წვდომა, მისი კვებითი ურთიერთობის დამსახურებაა მცენარეულ სამყაროსთან.

ამგვარად, ის ხალხები, რომლებიც უპირატესობას მცენარეულ კვებას ანიჭებენ, უფრო მეტად არიან განწყობილნი სულიერისადმი, ხოლო სხვა ხალხები უფრო მეტად ავითარებენ სიმამაცეს, გამბედაობასა და უშიშრობას, რაც სიცოცხლისთვის ასევე აუცილებელია. ამგვარი თვისებები პიროვნული ელემენტის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ეს უკანასკნელი, ცხოველური საკვების გარეშე ვერ წარმოიქმნება.

დღეს ამ საკითხებს სრულიად ზოგადსაკაცობრიო თვალსაზრისით განვიხილავთ. მაგრამ აქედან ნათელი ხდება, რომ ადამიანს შეუძლია გადაიხაროს ერთ ან მეორე მიმართულებით; ანუ ცხოველური საკვების გავლენით შეიძლება მთლიანად ჩაიძიროს თავის პირად ინტერესებში. ეს აბინდებს მის უნარს, არსებობის ფართო ურთიერთკავშირები დაინახოს.

უმეტესად ადამიანები ვერც კი ამჩნევენ, რომ ეს კვებასთან არის დაკავშირებული, როდესაც ამბობენ: „ახლა აღარ ვიცი, ესა თუ ის როგორ გავაკეთო“, ან „ნეტავ მან როგორ მოახერხა ეს?“ — არსებობის მთლიანობის დანახვის ეს უუნარობა, კვებას უკავშირდება. ახლა შეადარეთ ასეთი ადამიანი მას, ვისაც საგანთა საერთო სურათის დანახვა შეუძლია. შემდეგ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ იმას, რას ჭამდა თითოეული მათგანი და, შესაძლოა, იმასაც, რას მიირთმევდნენ მათი წინაპრები.

ადამიანი, რომლის საგვარეულო ხაზშიც ნერვული სისტემა, ასე ვთქვათ, პირველქმნილი (ხელუხლებელი) დარჩა, სრულიად განსხვავებულია. ასეთ ადამიანს არსებობის მთლიანობის მიმართ სხვა გრძნობა აქვს. ზოგჯერ ერთი ადამიანის სიცოცხლე ვერ ანადგურებს იმას, რაც მისმა წინაპრებმა ჩამოაყალიბეს. მაგალითად, თუ გლეხური წარმოშობის ადამიანი თავის შინაგან ძალებს აამოქმედებს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იგი უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა.

რამდენადაც ცილის ფორმირება ადამიანს თავათ ჯერ არ ძალუძს პროგრესი იქნება ის რომ, ადამიანი შეიზღუდავს ცხოველურ საკვებს, ისეთი ცხოველური საკვებით რაც ვნებებით არ არის აღგზნებული - მაგალითად, რძით, ამასთან მცენარეული საკვები ადამიანის კვებაში თანდათან უფრო და უფრო დიდ ადგილს დაიკავებს.

ცალკეული საკვები პროდუქტების თვალსაზრისით შეგვიძლია გამოვყოთ მცენარეული კვების ზოგიერთი განსაკუთრებული უპირატესობა. როდესაც ადამიანი ცილას მცენარეული საკვებიდან იღებს, რაც, მართალია, ორგანიზმისგან მეტ შინაგან ძალისხმევას მოითხოვს, მასში ვითარდება ისეთი ძალები, რომლებიც მის ნერვულ სისტემას განაახლებს და აცოცხლებს. ბევრი იმ მავნე შედეგისა, რაც კაცობრიობას ხორცით კვების გაბატონების შემთხვევაში ემუქრება, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, თუ უპირატესობა მცენარეულ საკვებს მიენიჭება.

აქ ნათლად ჩანს, რამდენად ურთიერთსაპირისპიროა ვეგეტარიანული და ცხოველური საკვების ზემოქმედება. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია შემდეგი მოვიყვანოთ. თუ ფიზიკურ პროცესს ხორცით კვების გავლენის ქვეშ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სისხლის წითელი უჯრედები უფრო მძიმე და მუქი ხდება, ხოლო სისხლს შედედების უფრო ძლიერი მიდრეკილება უჩნდება. მინერალური მარილები და ფოსფატები უფრო ადვილად ილექება. უპირატესად მცენარეული კვების დროს კი სისხლის უჯრედებს დალექვისკენ გაცილებით ნაკლები მიდრეკილება აქვთ. ამგვარად, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, არ დაუშვას, რომ მისმა სისხლმა მეტისმეტად მუქი შეფერილობა მიიღოს.

ამის შედეგად ადამიანს შეუძლია თავისი მე-დან მართოს საკუთარი აზრების ურთიერთკავშირი, მაშინ როდესაც მძიმე სისხლი იმის გარეგანი გამოხატულებაა, რომ ადამიანი მონურად ემორჩილება იმას, რაც ცხოველური საკვების მეშვეობით მის ასტრალურ სხეულშია გადანერგილი. ეს სურათი, როგორც ჭეშმარიტების გარეგანი გამოხატულება, თვალსაჩინოდ გვიჩვენებს იმას, რის თქმაც გვინდოდა.

მცენარეულ სამყაროსთან თავისი კვებითი ურთიერთობის მეშვეობით ადამიანი შინაგანად ძლიერდება. ხორცით კვებისას კი იგი საკუთარ ორგანიზმში იღებს იმას, რაც თანდათან მისთვის უცხო ნივთიერებად იქცევა და მის შიგნით საკუთარი კანონების მიხედვით იწყებს მოქმედებას. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ უმთავრესად მცენარეული საკვებით ვიკვებებით.

როდესაც ჩვენში არსებული ნივთიერებები საკუთარ, დამოუკიდებელ გზას ადგება, ისინი ისეთ ძალებს წარმოშობენ, რომლებიც ისტერიულ და ეპილეფსიურ მდგომარეობებს იწვევს. რადგან ნერვული სისტემა ამგვარ ზემოქმედებებს გარედან იღებს, იგი სხვადასხვა ნერვული დარღვევებისადმი უფრო ადვილად ექვემდებარება. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, თუ რა აზრით შეიძლება ითქვას, რომ „ადამიანი ის არის, რასაც ჭამს.“ ამ ყველაფრის გაცილებით უფრო დაწვრილებით დამტკიცებაც შეიძლებოდა, მაგრამ ორი მაგალითიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ამ საკითხში ცალმხრივი არ უნდა ვიყოთ.

ცალმხრივმა ვეგეტარიანელმა შეიძლება თქვას: „არც რძე, არც კარაქი და არც ყველი არ უნდა მივიღოთ.“ მაგრამ რძე ისეთი პროდუქტია, რომლის წარმოქმნაშიც ცხოველში უპირველეს ყოვლისა ეთერული სხეული მონაწილეობს. ასტრალური სხეულის მონაწილეობა აქ გაცილებით ნაკლებია.

სიცოცხლის დასაწყისში, ჩვილობის პერიოდში, ადამიანი მხოლოდ რძითაც შეიძლება არსებობდეს. მასში ყველაფერია, რაც მას სჭირდება. რძის წარმოქმნის პროცესში ასტრალური სხეული მხოლოდ შეზღუდული ხარისხით მონაწილეობს. თუ ადამიანი უფრო მოწიფულ ასაკში ძირითადად, ან თუნდაც თითქმის მხოლოდ რძით იკვებება, ამას სრულიად განსაკუთრებული შედეგი მოაქვს. რადგან იგი ამ შემთხვევაში აღარ იღებს ისეთ საკვებს, რომელიც უკვე გარედან არის დამუშავებული და რომელსაც მისი ასტრალური სხეულის ზემოქმედება შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ, რძის სახით იღებს იმას, რაც უკვე გარკვეულწილად მომზადებულია, მასში ვითარდება ეთერული სხეულის განსაკუთრებული ძალები, რომლებსაც სხვა ადამიანებზე სამკურნალო ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. შესაბამისად მხოლოდ რძით კვება განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც სურს სხვები განკურნონ.

მეორე მხრივ, ახლა გვინდა აღვწეროთ მცენარეული სამყაროდან მიღებული ერთ-ერთი მასტიმულირებელი ნივთიერების - ალკოჰოლის ზემოქმედება. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ალკოჰოლის მოქმედება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც მცენარის ნამდვილი სიცოცხლის პროცესი - ის, რაც სინათლის იმ საოცარი მოქმედების შედეგად ხდება, რომლის საპირისპირო პოლუსსაც ასტრალური სხეული წარმოადგენს, უკვე დასრულებულია. ამის შემდეგ იწყება სხვა პროცესი, რომელიც უფრო დაბალ საფეხურზე მიმდინარეობს და ადამიანზე ცხოველურ საკვებზე უფრო ძლიერადაც კი მოქმედებს.

ადამიანი ნივთიერებებს ასტრალურ სხეულამდე მიიყვანს და ასტრალური სხეულის მეშვეობით მათ განსაკუთრებულ ორგანიზაციასა და სტრუქტურაში აყალიბებს. მაგრამ როდესაც ის, რაც ასტრალურ სხეულამდე უნდა იქნეს მიყვანილი, იმგვარად იშლება, როგორც ეს ალკოჰოლის შემთხვევაში ხდება, მაშინ ის, რაც ჩვეულებრივ ასტრალური სხეულის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, უკვე მის გარეშე სრულდება, კერძოდ, უშუალო ზემოქმედებს მე-ზე და სისხლზე.

ალკოჰოლის მოქმედების არსი შემდეგია - ის, რაც ჩვეულებრივ მე-ს თავისუფალი გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს, ალკოჰოლის ზემოქმედებით სრულდება. გარკვეული თვალსაზრისით სიმართლეა, რომ ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს მოიხმარს, ნაკლებ საკვებს საჭიროებს. იგი თავის სისხლს ალკოჰოლის ძალებით ავსებს და უცხო ნივთიერებას ანდობს იმას, რაც თავად უნდა შეესრულებინა. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანში ალკოჰოლი ფიქრობს, გრძნობს და შეიგრძნობს. როდესაც ადამიანი იმას, რაც მის მე-ს უნდა ექვემდებარებოდეს, ალკოჰოლს უთმობს, იგი საკუთარ თავს გარეგანი ძალის იძულებას უქვემდებარებს. იგი იძენს მატერიალურ მე-ს.

ადამიანმა შეიძლება თქვას: „ამის შედეგად ჩემი მე გამოცოცხლდა.“ გარკვეული განცდა მართლაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში მოქმედი უკვე თავად აღარ არის, მოქმედებს რაღაც სხვა, რაშიც მან საკუთარი მე გადაასახლა.

შეგვეძლო მრავალი სხვა მაგალითითაც გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი სულ უფრო მეტად იქცეს იმად, რასაც ჭამს. მაგრამ სულიერი მეცნიერება იმავდროულად გვიჩვენებს იმასაც, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გათავისუფლდეს საკვების ძალების ბატონობისგან.

დღეს ჩემი მიზანი იყო ფართო მონახაზად დამეხატა თქვენთვის ადამიანის ურთიერთობა მის გარემოსთან - როგორ დგას იგი საკვებთან და ბუნების იმ სამეფოებთან მიმართებით, რომლებიც მას გარს აკრავს.

ვინც მომავალშიც დაესწრება ამა თუ იმ ლექციას, დაინახავს, რომ ცალკეული საკითხების უფრო დაწვრილებით განხილვაც სხვა დროს იქნება შესაძლებელი. იმედი მაქვს, ამ ლექციამ დაგანახვათ, რომ სულიერი მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული იდეების სფეროს არ ეკუთვნის, არამედ იგი ადამიანის ცხოვრების ყველაზე მატერიალურ მოთხოვნილებებსაც ეხება.

სულიერი მეცნიერება არის ისეთი რამ, რაც შეიძლება კაცობრიობის მომავლის იდეალად იქცეს. დღეს, როდესაც ვაკვირდებით, თუ როგორ ერთიანდება და იშლება ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში, ხშირად ვამბობთ: „ეს ხომ უბრალოდ კოლბაში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს ჰგავს,“ და გვგონია, რომ ადამიანის განკურნებისთვისაც სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხი. მაგრამ დადგება დრო, როდესაც ის, რაც დღეს სინათლესა და ასტრალურ სხეულზე ითქვა, ასევე ნათელი გახდება ლაბორატორიაში მომუშავე მკვლევრისთვისაც. განა ქიმიკოსს არ შეუძლია ჩვეულებრივი ქიმიური დაკვირვებებიც ჩაატაროს და ამავე დროს აცნობიერებდეს, რომ სწორედ აქ, უმცირეს მოვლენებშიც კი, მოქმედებს უდიდესი ძალა - ის ძალა, რომელიც გარეგან ფიზიკურ მზის სინათლეს მსჭვალავს და ადამიანის ცნობიერების სულიერ სამყაროში ანათებს? მაშინ ეს მოვლენებიც იმ სინათლის შუქზე იქნება გამოკვლეული, რომელიც მთლიანობის დანახვის უნარს გვაძლევს.

ჩვენს გარშემო არსებული ყველაფერი, სულისგან შობილია. სული ყოველივე არსებულის პირველწყაროა. ჭეშმარიტებამდე მისასვლელად კვლევის დროს სული და სულიერება უნდა გავითვალისწინოთ. მაშინ შევიცნობთ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ადამიანსათვის აუცილებელია როგორც დიდში, ისე მცირეშიც.

 

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - I)


შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნებ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი III)


IV. სხეული, სამშვინველი და სული თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მ...

8 მთავარი მშვინვიერი პროცესი


მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IV)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო ბავშობისას,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff