სერგეი ლაზარევი - კორონავირუსის სიღრმისეული მიზეზების შესახებ

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო დღეს დილით ნაცნობმა დამირეკა და მკითხა: როგორ ფიქრობთ, კორონა...

1.1 67

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

დღეს დილით ნაცნობმა დამირეკა და მკითხა: როგორ ფიქრობთ, კორონავირუსი, რომელიც ამჟამად პანდემიად გამოაცხადეს, სამხედრო ლაბორატორიების პროდუქტია, თუ ვირუსმა უბრალოდ მუტაცია განიცადა? და რატომაა მსოფლიოში ამხელა აჟიოტაჟი?

იცით, - ვუპასუხე მე, - მე დიდად არ ვარ შეთქმულების თეორიების მიმდევარი. საბოლოოდ ნებისმიერი შეთქმულება ასევე უზენაესი ნებით ხდება. ამიტომ თუ დამნაშავეების ძებნას დავიწყებთ, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვერ მივუახლოვდებით. საჭიროა მიმდინარე მოვლენების კანონზომიერება გავიგოთ. ნებისმიერი პროცესის ორგანიზატორად უმაღლესი კანონზომიერებები უნდა დავინახოთ. რა კანონზომიერება შეიძლება იყოს კორონავირუსის ეპიდემიის შემთხვევაში?

მე შემიძლია შემოგთავაზოთ ჰიპოთეზა, რომელიც ჩემს კვლევებს ემყარება. მე საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: ვირუსმა მუტაცია განიცადა. იგი მშვენივრად სახლობდა რომელიღაც ცხოველებში, შემდეგ კი უცებ მუტაცია განიცადა, ადამიანში მოხვდა და სახიფათო გახდა. რატომ განიცადა მან მუტაცია? და სად შეეძლო მუტაცია? ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ეს ცხოველებში და ბუნებრივ გარემოში მოხდა, და უფრო ადვილია იმის დაჯერება, რომ იგი რომელიღაც ლაბორატორიაში შექმნეს. ვცადოთ და მაინც განვიხილოთ ბუნებრივი მიზეზების შესაძლებლობა.

მე მიწერია ჩემს წიგნებში, რომ ინფექციებს და ვირუსებს ადამიანი თვითონ წარმოშობს. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით ჩვენი ქვეცნობიერი ავადმყოფებებს იმისთვის გვიქმნის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ქცევა და ჩვენი ხედვა. ჩვენმა ქვეცნობიერმა ყველაფერი იცის. მას მთელი ინფორმაცია აქვს წარსულის და მომავლის შესახებ, ამიტომ თუ არასწორად ვიქცევით და კანონებს ვარღვევთ, რამაც შეიძლება სულს ავნოს, ჩნდება დაცვითი რეაქცია, ჩნდება ვირუსები, პრობლემები, და ამაშია განვითარების მექანიზმი.

ჩემი აზრით ვირუსი მუტაციებს სწორედ ადამიანში განიცდის. როგორ? დავუშვათ, საზოგადოებაში ფორმირდება გარკვეული სახიფათო ტენდენცია, რომელიც აძლიერებს ადამიანის მიჯაჭვულობას, აძლიერებს აგრესიას, და შესაძლოა საბოლოო ჯამში ადამიანების განადგურებამდეც მიგვიყვანოს. საჭირო ხდება ამ სახიფათო ტენდენციის შეჩერება, და უნდა გაჩნდეს ვირუსი, ან რაიმე ავადმყოფობა, რომელიც მიზანმიმართულად ამუხრუჭებს არასწორ მიმართულებას. ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, როგორებიცაა ჩვენი ცოდვები, ისეთი უნდა იყოს ჩვენი ავადმყოფობებიც. გაიხსენეთ სიფილისის, შავი ჭირის და ქოლერის ეპიდემიები ევროპაში. როდის დაიწყო ეს ყველაფერი? მაშინ, როცა აღორძინების ეპოქის განთიადი დაიწყო, და ეს ამავდროულად გახრწნის ეპოქაც იყო. სექსუალური გარყვნილება, თავშეუკავებლობა, თაყვანისცემა საჭმლისადმი, სექსისადმი და სიამოვნებებისადმი, - ეს ყველაფერი უნდა შეჩერებულიყო, და ამერიკიდან ჩამოსულმა მოგზაურებმა ახალი უცნობი ავადმყოფობა - სიფილისი შემოიტანეს. თუ ინდიელებს სიფილისი ვერაფერს ვნებდა, ევროპელებს სერიოზული გართულებები გაუჩნდათ. ანუ ეპიდემიები, კატაკლიზმები და სხვა უბედურებები კორელაციაში არიან ადამიანთა დიდი მასების შინაგან მდგომარეობასთან.

როცა ჩინეთში ვიყავი 2020 წლის იანვარში, შევამჩნიე, რომ გაურკვეველი პრობლემები დამეწყო ფილტვებზე. გაურკვეველი ტკივილები... თავს ჯანმრთელად ვგრძნობდი, მაგრამ ენერგეტიკა არ მომეწონა. რაღაც ხდებოდა, კანზე გამონაყარიც კი გამიჩნდა ფილტვების მიდამოებში. და ენერგეტიკულად ეს დაკავშირებული იყო მძლავრ შინაგან ბედით უკმაყოფილებასთან. მე გავაანალიზე, თუ რაში იყო საქმე, და გავაცნობიერე, რომ ჩინეთის ენერგეტიკასთან შევედი რეზონანსში. რატომ აღმოჩნდა იგი ასეთი არასასიკეთო? ჩინეთი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა. იგი ცდილობს, რომ მთელი მსოფლიო დაიწყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ჩინეთი აღმავლობის გზაზეა, და მისი უპირატესობის და რჩეულობის შეგრძნება უფრო ცხადად ვლინდება. ეს ისაა, რასაც ამპარტავნებას უწოდებენ.

როგორ შეიძლება დააბალანსო ენერგეტიკა იმ ადამიანთა დიდ მასებში, რომლებშიც გაშვებულია უპირატესობის გრძნობა, როგორც კეთილდღეობისადმი, წარმატებისადმი, ფულისადმი, სტაბილურობისადმი და ა.შ. თაყვანისცემის შედეგი? საჭიროა წაართვათ მათ ეს სტაბილურობა. უნდა მოვიდეს ინფექცია, რომელმაც, როგორც იტყვიან, ბედი უნდა დაუმციროს მათ. როგორ რეაგირებს ადამიანი, რომელიც კეთილდღეობას ეთაყვანება (ადამიანი მომატებული ამპარტავნებით), ბედის დარტყმებზე? იგი შინაგანად არ იღებს მათ, წყინს, და როგორც წესი ეს ფილტვებზე ურტყამს. ე.ი. უნდა გაჩნდეს ავადმყოფობა, რომელზე რეაქციაც ფილტვებს შეუქმნის პრობლემებს. და რაც უფრო მეტად ეჭიდება ადამიანი სტაბილურობას, მით უფრო რთულად წარიმართება დაავადება.

მე დიდი ხანია შემიმჩნევია პაციენტებში: როცა ადამიანი ხისტი და შეურიგებელია, და ხიშტივით იღებს ბედის ცვლილებებს, მაშინ მას ხშირად აქვს ფილტვების პრობლემები. და ეს ვირუსი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ქვეცნობიერი მცდელობაა კაცობრიობისა, რომ გადაარჩინოს თავისი სული გამხრწნელი ტენდენციებისგან, რომლებსაც რწმენისგან, სიყვარულისგან და ღირსებისგან მიჰყავს იგი.

დასკვნა შემდეგია: მიმდინარე ცივილიზაცია აწმყო მომენტში წინ მიიწევს კაპიტალიზმის ლოზუნგით. კაპიტალიზმის არსი - ესაა შემოსავლისადმი თაყვანისცემა. ესაა მამონასადმი თაყვანისცემა - ფულისადმი, კეთილდღეობისადმი, სტაბილურობისადმი და სიამოვნებებისადმი. ქრისტე ამბობდა: არ შეიძლება ერთდროულად ღმერთის და მამონას თაყვანისცემა. გამოდის, რომ თუ ადამიანებს თავიანთი სულის, შესაბამისად თავიანთი მომავლის და შთამომავლობის გადარჩენა სურთ, საჭიროა დამუხრუჭდეს კეთილდღეობისადმი, სტაბილურობისადმი და სიამოვნებებისადმი თაყვანისცემა. შესაბამისად, ეს ეპიდემია მხოლოდ დასაწყისია, პირველი მერცხალია. შემდეგ იქნება იმუნიტეტის დაქვეითება, რადგან იმუნიტეტი - ესაა შინაგანი სასიცოცხლო ენერგია, და იგი მცირდება, როცა ადამიანი სულში აგრესიას აგროვებს და თავის მიჯაჭვულობებს ზრდის. დაქვეითდება იმუნიტეტი და გაჩნდება ახალი ეპიდემიები და პანდემიები.

ანუ როცა კაცობრიობა თავის ძირითად მასაში იწყებს ღმერთისადმი რწმენის დაკარგვას, და სწორედ ეს ემართება თანამედროვე ცივილიზაციას, როცა იგი კარგავს სიყვარულს, რწმენას და ღირსებას, მაშინ იწყება შინაგანი აგრესიულობა დიდ მასშტაბებში, რომელიც აფორმირებს ეპიდემიებსაც და კატაკლიზმებსაც. რატომ კატაკლიზმებს? იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქვეცნობიერი ზემოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ყველა ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენაზე. რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვეძახით, მას ველის ბუნება აქვს, და ყველა მოვლენა ველში მისი მახასიათებლების შესაბამისად ხდება. მაშ ასე, ცოდვები, რომლებიც სულშია, განსაზღვრავენ სწორედ იმას, თუ რა უბედურებები და ავადმყოფობები დაგვემართება.

ახლა ადამიანებმა როგორც იქნა დაიწყეს იმ ტრაგედიაზე ფიქრი, რომელიც გვიახლოვდება. ბევრი ცდილობს, რომ გადაჭრას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: როგორი უნდა იყოს ჰარმონიული საზოგადოება და სახელმწიფო? კაპიტალიზმი კვდება და ეს კარგად ჩანს. კომუნიზმიც ვერ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. როგორი უნდა იყოს საზოგადოება? სინამდვილეში ეს ყველა მოდელი ფრიად არასრულყოფილია მარტივი მიზეზით. ისინი მატერიალისტურები არიან. ისინი გამომდინარეობენ იქიდან, რომ მატერია პირველადია. იმისთვის, რომ საზოგადოება შეიცვალოს, საჭიროა პირველ რიგში არა მატერიალურ ფაქტორზე ორიენტირება. რატომ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, წარმოებაზე? იმიტომ, რომ მივეჩვიეთ დამოკიდებულებას, რომ ეს ყველაფერი მატერიალური ჩვენ გარშემო - რეალური ძალაა, და მატერიალური ზემოქმედებები გარესამყაროს რეალური ტრანსფორმაციის შესაძლებლობას იძლევა. რა არის სული არავინ იცის. მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, არსებობს თუ არა იგი, ამიტომ, როცა ვინმე ამბობს, რომ სულით უნდა დავიწყოთ და ყველაფერი მოგვარდება, ეს მიამიტურად ჟღერს. რაღაც უხორცო სული, რაღაც გრძნობები, თუკი მათ მივხედავთ, მთელი მსოფლიო შეიცვლება. ანუ სულის მნიშვნელობა მატერიასთან მიმართებაში ძალიან მცირედ გვეჩვენება.

სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ის, რასაც სულს ვეძახით, ძირითადად ჩვენი ქვეცნობიერია, ან არაცნობიერი, რომელიც ჩვენ 95-97 პროცენტით გვმართავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ქვეცნობიერში ინახება ინფორმაცია ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ. მან განუზომლად მეტი იცის, ვიდრე ჩვენმა ცნობიერებამ. ამიტომ ჩვენ ვიმართებით ჩვენი სიღრმისეული გრძნობებით. თუ ისინი რიგზე ვერაა, თუ მათ სამყაროს არასწორი სურათი აქვთ, რომელიც შორდება რეალურ, ღრმა სწორ მოდელს, ჩვენ მრავალი პრობლემა გვეწყება. იმისთვის, რომ კაცობრიობის გადარჩენის პროცესი დაიწყოს, საჭიროა მოხდეს ქვეცნობიერის ჰარმონიზება. იმ პირობების, რომლებზეცაა დამოკიდებული ჩვენი ქცევა, შეხედულებები, წარმოდგენები. თუ ეს ყველაფერი დამახინჯებულია, მაშინ ჩვენ გვმართავს სამყაროს არასწორი მოდელი, და მაშინ ვერანაირი მატერიალური მოდელი, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური, ჩვენ ვერ გვიხსნის. ჩვენ გვეჩვენება, რომ ჭკვიანები და შორსმჭვრეტელები ვართ, და რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონები ვართ. ცნობიერება თვლის, რომ ყველაფერს მართავს. სინამდვილეში მისი წილი 2-3 %-ია.

ხშირად ჭკვიანი, ნიჭიერი და ენერგიული ადამიანი ბევრ ფულს შოულობს, დიდი გავლენები აქვს, და ეჩვენება, რომ მსოფლიოს მართავს. იგი ბიზნესის ახალ ფორმებს ხსნის, წარმატებას აღწევს ყველაფერში, რაც არ უნდა აკეთოს, და შეუმჩნევლად უჩნდება თავისი პირველობის, სხვებზე აღმატებულობის განცდა. თითქოს რა წვრილმანია, - რაღაც ნიუანსები ჩვენს სულში. გარეგნულად კორექტულად იქცევა, კანონს არ არღვევს, ანუ ადამიანური თვალსაზრისით ყველაფერი მშვენივრადაა, და უეცრად ეწყება უსიამოვნებები და უბედურებები. არსებობს გამოთქმა: „მოვიდა უბედურება, გააღე ჭიშკარი“. რას ნიშნავს ეს? რატომ შენიშნეს ადამიანებმა, რომ თუ ერთი უსიამოვნება და უბედურება იწყება, მას სხვებიც მოჰყვება? თვალსაჩინო მაგალითი: ცოტა ხნის წინ ამერიკულმა პროკურატურამ ცნობილი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი დააპატიმრა. დამატებით აღმოჩნდა, რომ მას ასევე სისხლის გათეთრებაც აქვს. ანუ ბედის და ჯანმრთელობის პრობლემები ერთად დაეყარა თავზე. რატომ?

ჩემი კვლევებისას ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნე. როცა კარმულ სტრუქტურებზე ვზემოქმედებდი, ადამიანს ეცვლებოდა არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ბედი და ხასიათიც. და ყოველთვის, როცა ყოველ ახალ პაციენტს ვაკვირდებოდი, ვამჩნევდი, რომ ჯანმრთელობაც, ბედიც და ხასიათიც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. მათ ფორმირებას ერთი და იგივე სასიცოცხლო ენერგია ახდენს. ანუ ადამიანს შეუძლია გააუმჯობესოს თავისი კეთილდღეობა, მაგრამ ამასთან შეიძლება ხასიათი გაუფუჭდეს, თუ მთელ ძალას და ენერგიას მხოლოდ კეთილდღეობისკენ მიმართავს. თუ ადამიანი მთელ ძალებს და ენერგიას მხოლოდ ჯანმრთელობისკენ მიმართავს, მას შეიძლება შეექმნეს კეთილდღეობის პრობლემები. თუ ადამიანი ჰარმონიულია, იგი ყველა მიმართულებით კარგადაა. მაგრამ თუ ადამიანი არასწორად იქცევა და უმაღლეს კანონებს არღვევს, მაშინ იწყება ენერგიის კარგვა, და ყველაფერი მიდის იობის სქემით. ჯერ იკარგება მომავლის ნატიფი ენერგია. ესაა პრობლემები შთამომავლობასთან. შემდეგ იკარგება ახლო რადიუსის ენერგია. იწყება უბედურებები და უსიამოვნებები. შემდეგ ავადმყოფობები, და თუ ადამიანი სწორ გზაზე არ დგება, იგი კვდება.

დასვნა: როცა უსიამოვნებები და უბედურებები გვეწყება, ექიმთან წასვლა ნაკლებად ეფექტური იქნება. საჭიროა სულის მდგომარეობაზე დავფიქრდეთ. და რაც მთავარია, სანამ უსიამოვნებები დაგვეწყება, ცხოვრების ხარისხი ფულით, წარმატებით, სტატუსით, სტაბილურობით და კეთილდღეობით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ ჩვენი ხასიათის თვისებებით, ჩვენი სულის (душа) გრძნობებით. თუკი ზიზღის, აღმატებულობის გრძნობები გვიჩნდება, თუკი განვსჯით, თუკი ვწუწუნებთ და გვწყინს, მაშინ უკვე ავად ვართ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ ვიცით. ავადმყოფობა სულიდან იწყება. სული კი, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ადამიანს 95-97 %-ით არაცნობიერი მართავს, ამიტომ ჩვენ ჯერ ჩვენი ქმედებებით და გრძნობებით ვთესავთ თესლებს, რომლებიც შემდეგ ჩვენს ბედად, ჩვენს ხასიათად და ჯანმრთელობად ამოიზრდებიან.

ბიბლიაში ნათქვამია: „და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი...“ (მათეს სახარება; თავი 24)... და კიდევ ნათქვამია, „რაკი გამრავლდება ურჯულოება, ბევრში განელდება სიყვარული“. ამგვარად, სიყვარულის განელება სულში, შედეგია ყოფიერების სხვადასხვა ასპექტების თაყვანისცემისა, და მივყავართ იქამდე, რომ უკვე არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი ცივილიზაცია განიცდის პრობლემებს ჯანმრთელობასთან, ეკოლოგიასთან და ბედთან დაკავშირებით. ამიტომ საჭიროა არა მატერიალური ასპექტებით დაწყება (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), არამედ იმით, რაც მთავარი და პირველადია - სულით, რწმენით, სიყვარულით და ღირსებით. და თუ ვერ გავიგებთ ამას და მხოლოდ მატერიალური ფაქტორების დონეზე ვეცდებით გადარჩენის და ჯანმრთელობის საკითხების გადაჭრას, ეს ნაკლებად ეფექტური იქნება. ვფიქრობ, კარგი იქნება ყველასთვის, თუ ბიბლიას წაიკითხავთ, რათა გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი სულიდან იწყება. სულზე პირველ რიგში უნდა იზრუნოთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... და მოიწონეთ ჩვენი გვერდი...

მსგავსი სტატიები

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

ქანქარა


ქანქარა - ეს არის ნივთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ პლან...

ფიზიკური და ეთერული სხეულები


რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთარგმ...

მულადჰარა - ფუძისეული ჩაკრა


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ამ სტატიაში ჩვენ ყურადღებას გავ...

რუდოლფ შტაინერი - ჩაკრების შესახებ


მასალების ძირითადი ნაწილი ამოღებულია წიგნიდან „როგორ მიიღწევ...

ოშო - პრანას გამოვლინება შვიდ სხეულში


ავტორი: ოშო რაჯნიში მთარგმნელი: მამუკა გურული რა არის პრანა და რო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff