ადრენალინი - საფრთხის ჰორმონი

Admin
მეცნიერება
0
0

ადრენალინი გვაიძულებს ვიმოქმედოთ მანამ, სანამ ფიქრს და სიტუაციის გააზრებას დავიწყებდეთ. ყოველთვის გამოიყოფა უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველი საფრთხის საპასუხოდ. ადრენალინი არეგულირებს სტრესზე რეაქციას „გაიქეცი“, რომელიც ცნობილია როგორც „იბრძოლე ან გაიქეცი“. სინამდვილეში, ეს რეაქცია სრულად ასე ჟღერს: „გაიქეცი, გაჩერდი ან ებრძოლე“, ანუ სტუპორიც (გაშტერება) უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი არჩევანი. არეგულირებს ურთიერთმიმართებას დამნაშავესა და მართალს, მსხვერპლსა და მტაცებელს, საფრთხეში მყოფსა და უშუალო საფრთხეს შორის.

ჰორმონი გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე:

გული და სისხლის წნევა: ადრენალინით გამოწვეული რეაქცია ასტიმულირებს ბრონქებისა და სხვა სასუნთქი გზების გაფართოებას. ეს არის კლასიკური რეაქცია, რომელიც მიმართულია კუნთების დამატებითი ჟანგბადით უზრუნველყოფისკენ. ადრენალინი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, სისხლის გადამისამართებას ძირითადი კუნთების ჯგუფებისკენ, ასევე გულისა და ფილტვებისკენ. ეს პროცესი იწვევს გულისცემის სიხშირისა და დარტყმითი მოცულობის გაზრდას, ხელს უწყობს გუგების გაფართოებას და არტერიოლების შევიწროებას.

ნივთიერებათა ცვლის პროცესები: მამაკაცებსა და ქალებში სტრესის ჰორმონი იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას, რაც განპირობებულია ღვიძლში გლიკოგენის გლუკოზამდე კატალიზის (დაშლის) გაძლიერებით. ანალოგიური პრინციპით აქტიურდება გლიკოგენის დაშლა კუნთებშიც.
ცენტრალური ნერვული სისტემა: ადრენალინი გამომუშავდება ცენტრალური ნერვული სისტემის კონტროლით. თავის ტვინში მდებარე ჰიპოთალამუსი იღებს სიგნალს საფრთხის შესახებ. ეს სიგნალი სხეულს სიმპათიკური ნერვული სისტემის მეშვეობით უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ადრენალინი ხელს უწყობს ტვინის აქტივობისა და ფიზიკური ძალის გაზრდას. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი ადვილად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს და პოულობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

გლუვი და ჩონჩხის კუნთები: ადრენალინის მოქმედებით კუნთების უმრავლესობა დუნდება. ეს იწვევს იმას, რომ სტრესული სიტუაციის დროს ადამიანები განიცდიან დისკომფორტს შინაგანი ორგანოების, მათ შორის კუჭისა და გულის არეში.

სისხლის შედედება: კრიტიკულ სიტუაციებში სისხლის შედედების უნარი იზრდება, რაც დადასტურებული ფაქტია. სტრესზე ორგანიზმი პასუხობს თრომბოციტების რაოდენობის გაზრდით და სისხლის შედედების სიჩქარის აჩქარებით. აღსანიშნავია, რომ ადრენალინი თრგუნავს ერექციას და გავლენას ახდენს მამაკაცის პოტენციაზე.

ადრენალინური სტრესის დროს ძლიერდება ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. აღსანიშნავია, რომ ეს ჰორმონი გამოიყენება ანაფილაქსიური შოკის, სეფსისისა და ასთმის სამკურნალოდ.

რით არის საშიში ადრენალინის ჭარბი რაოდენობა?

სტრესის ჰორმონის მომატებისას ორგანიზმმა შეიძლება ნეგატიური რეაქცია მოგვცეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადრენალინის ჭარბი გამომუშავება შეიძლება გამოწვეული იყოს არა სტრესით, არამედ სხვა მიზეზებით. ჰორმონის მომატებულ რაოდენობას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე, ასევე:

გახშირებული გულისცემა;
ტაქიკარდია;
ზოგადი შფოთვა;
თავის ტკივილი;
კიდურების ტრემორი (კანკალი);
ჰიპერტენზია (მაღალი წნევა).
მძიმე სიტუაციებში არ არის გამორიცხული ფილტვების მწვავე შეშუპება. ჰორმონის მუდმივი ჭარბი რაოდენობისას შეინიშნება ქრონიკული შფოთვა და გაღიზიანებადობა. 

როგორ ვლინდება მაღალი მაჩვენებლების დროს?

რაიმეზე ფოკუსირების უუნარობა, თვალებით რაიმეს ძებნის აკვიატებული, შფოთვითი სურვილი.
საკუთარი თავის ხელში აყვანისა და დამშვიდების უუნარობა.
სიმხდალე, შფოთვა, შიშიანობა, ნერვული მოძრაობები, ეჭვიანობა.
საკუთარი ადგილის პოვნის უუნარობა; ჩნდება მოძრაობისა და გაქცევის სურვილი.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ადრენალინი, ნორადრენალინისგან განსხვავებით, ფსიქიკაზე ზემოქმედების მხრივ არავექტორულია. ანუ, ადამიანს თავად არ ესმის, რა სურს, არ ესმის „საით“ გარბის — მან მხოლოდ იცის, რომ უნდა გაიქცეს „რაღაცისგან“.

როგორ ვლინდება დაბალი მაჩვენებლების დროს?

სიტუაციის სრული კონტროლის შეგრძნება.
სრული ემოციური მობილიზებულობა (შეკრულობა).
ტოტალური უშიშრობა.
ძლიერი გარეგანი და შინაგანი ზეწოლის ადვილად ატანის უნარი.

კავშირი სხვა ჰორმონებთან და ნეირომედიატორებთან

ადრენალინი ნაკლებად გამომუშავდება ტესტოსტერონის მაღალი დონისა და კორტიზოლის დაბალი დონის ფონზე: რაც უფრო სუბიექტურად ძლიერად და ბრძოლისუნარიანად განსაზღვრავს ორგანიზმი საკუთარ თავს, მით ნაკლებად იქნება იგი მიდრეკილი ადრენალინური რეაქციებისკენ.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?

ფიზიკის მეშვეობით

აქტიური გადაადგილება: მოძრაობა და არა ერთ ადგილზე ტკეპნა. თვალწინ სურათი (ხედი) უნდა იცვლებოდეს. სარბენი ბილიკები და დახურული სივრცეები ამ ამოცანისთვის ცუდად მუშაობს. გამოდგება მანქანით,  ველოსიპედით მგზავრობა ან სერფინგი. ჩვენი ტვინი სწორედ ჩვენ მიმართ ობიექტების მოძრაობით ხვდება, რომ გადავადგილდებით. როდესაც იგი აცნობიერებს, რომ შორს გავიქეცით იმ ადგილიდან, სადაც გვეშინოდა — იგი უკვე წყვეტს ადრენალინის გამოყოფას.

კანკალი და განმუხტვა: ყბებითა და მთელი სხეულით კანკალი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ველურ ბუნებაში იყენებენ ცხოველები, რომლებიც ახლახან გაექცნენ მტაცებელს, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენიათ ადრენალინის ნარჩენები. თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვობიდანვე გვაჩვევენ „კორექტულ უმოძრაობას“ (ანუ გვასწავლიან სწორად ჯდომას, ხმამაღლა არ საუბარს), იმ სიტუაციების დროს, როდესაც ადრენალინი გამოიყოფა, ჩვენ მას ვერ ვანეიტრალებთ, რადგან ეს შესაძლებლობა გამოგვირთეს. ჩვენ არ გავრბივართ, არ ვკანკალებთ. ვსხედვართ ერთ ადგილას, შიგნიდან ვცახცახებთ და ნელ-ნელა ვკვდებით.

ფსიქიკის მეშვეობით

რეალობის აღქმა (ილუზიის მსხვრევა): როდესაც, მაგალითად, პანიკური შეტევები გვაქვს — ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ილუზია. „სად არის მტაცებელი? სად არის საფრთხე?“. პანიკური შეტევები — ეს არის უბრალოდ ადრენალინის გეგმური გამოყოფა დღის განმავლობაში, რომელიც ხვდება ჩვენს ჰიპოდინამიას (უმოძრაობას).

კითხვების დასმა: როდესაც ვშფოთავთ და გვეშინია — გარშემო უნდა მიმოვიხედოთ და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „აბა, სად არის საფრთხე? ის ხომ არ არსებობს“. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება სიცარიელეში ყვირილიც, თუ მარტო ხარ ოთახში ან ტყეში: „აბა გამოდი, სად ხარ?“. ანუ, ჩვენ თითქოს პროვოცირებას ვუკეთებთ მტაცებელს, შეურაცხყოფას ვაყენებთ მას, ვხედავთ, რომ არ გვპასუხობს, რაც ნიშნავს, რომ იგი არც არსებობს.

სოციუმის მეშვეობით

გარემოცვა: ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ერთ ტალღაზე ხართ, და შეწყვიტოთ ურთიერთობა მათთან, ვინც მოსვენებას არ გაძლევთ, შუაღამისას გირეკავთ და თავადვე არის შფოთვის მატარებელი.

ცხოვრების წესი: კარგი იქნება, თუ საკუთარ ცხოვრებას ისე მოაწყობთ, რომ არავის შეეძლოს თქვენი მოულოდნელად მოცდენა და ცხოვრების რიტმიდან ამოგდება.

ციფრული დეტოქსი: ნუ წაიკითხავთ ნეგატიურ ამბებს, ნუ გექნებათ ტელეფონზე 5 მილიარდი შეტყობინება და გამორთეთ ზარისა და სმს-ის ხმა. სმარტფონის თითოეული ხმოვანი სიგნალი იწვევს ადრენალინის აფეთქებას, რადგან ყოველთვის არსებობს ქვეცნობიერი მოლოდინი იმისა, რომ ცუდი ამბავი მოვიდა. შეტყობინების ხმა დამოკიდებულებას აყალიბებს სწორედ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ვმშვიდდებით, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე — ახალი ამბავი სულაც არ ყოფილა ცუდი.

შეცდომები

შფოთვის საფუძველი: პანიკური შეტევები და შფოთვითი მდგომარეობები ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ არასაკმარისი მოძრაობისა და თავში სტრესული სცენარების ზედმეტი ტრიალის შედეგი.

ადრენალინური დამოკიდებულება: ომის, ექსტრემალური გატაცებების ან მძიმე, დრამატული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გაჩენილ ადრენალინურ დამოკიდებულებას შეუძლია ადამიანი მოგონებების მძევლად აქციოს. ეს ხდება იმიტომ, რომ მაღალი მაჩვენებლების დროს ადრენალინს აქვს უნარი დაუკავშირდეს დოფამინის რეცეპტორებს და ამით მსგავსი სახიფათო ქცევა ქვეცნობიერში პოზიტიურად დააფიქსიროს.
 

მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით

ავტორი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

ატმოსფეროდან CO2-ის გამოდევნის ახალი გზა


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: ჯენიფერ ვილკოქსი მთარგმნელ...

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანი, რომელმაც ყველა გაა...

თვითშეთანხმებული და ერთიანი ბუნება


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი ფუნდა...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

ოუმუამუას ამბავი - პირველი ვიზიტორი სხვა ვარსკვლავური სისტემიდან


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია. მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე NASA ყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff