ელონ მასკი _ ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეწარმეა. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ცხოვრობს ის და რა ეხმარება მას ასეთ პროდუქტიულობაში.
ჩემთვის ელონ მასკი არის დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადამიანი. იგია ერთერთი პოპულარული PayPal საგადასახადო ინტერნეტ სისტემის, პირველი მასობრივი ელექტრომობილის (Tesla), მსოფლიოში ორიდან ერთი არასახელმწიფოებრივი კოსმოსური სადგურის (SpaceX) და მარსის კოლონიზაციის პროექტის შემქმნელი.
თუკი ვინმე დაიპყრობს სამყაროს მომავალში, ეს რა თქმა უნდა მასკი იქნება.
მე დავინტერესდი, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რა წესებს იცავს და როგორ შეძლო მიეღწია ასეთი სიმაღლეებისათვის ყველა წამოწყებაში. ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ბევრია, ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ილონ მასკის ცხოვრების წესებს, მის დამოკიდებულებას საჭმელისადმი, ალკოჰოლისადმი და პროდუქტიულობისადმი.
როგორ ახერხებს რომ იყოს ასეთი პროდუქტიული
1. ის ხელს ჰკიდებს მხოლოდ გლობალურ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც დიდ სარგებელს მოუტანს ადამიანებს.
2. ის არ უგულვებელყოფს პროექტებს, რომელთაც აქვთ წარმატების სულ მცირე შანსიც კი
3. გულმოდგინე მუშაობა + შიშის არ არსებობა შეცდომებისადმი.
4. არანაირი მაგია: ყველა ფული რაც ჩადებული იყო მის კომპანიაში, იყო მისი საკუთარი, და გამომუშავებული მისი წინა წარმატებული პროექტებიდან.
5. მასკი მუშაობს კვირაში 100 საათი 15 წლის განმავლობაში.
პირველი რაკეტის SpaceX გაშვება კოსმოსში წარუმატებლად დასრულდა. მეორე გაშვება წარუმატებლად დასრულდა, მესამეც წარუმატებლად დასრულდა. ამ დროისათვის მასკის კომპანიას თანხები აღარ ჰქონდა და თავადაც ყურებამდე ვალებში იყო. მას ჰქონდა ბოლო შანსი, და ისიც რომ წარუმატებელი გამოსულიყო, მაშინ ეს მისთვისაც და კომპანიისთვისაც დასასრული იქნებოდა.
ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ რომ გაგეშვათ საკუთარი პროექტი, შეძლებდით მეოთხეჯერ გეცადათ სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ? სწორედ ეს თვისება გამოარჩევთ წარმატებულ ადამიანებს სხვებისაგან. ისინი მზად არიან ყველაფერი გაწირონ, დებენ საკუთარ თანხებს და ძალებს, მხოლოდ იმისათვის რომ უზრუნველყოს თავისი შთამომავლობა.
რაკეტის მეოთხე გაშვება აღმოჩნდა წარმატებული, და კომპანიამ SpaceX მიიღო მილიარდიანი პროექტი ნასასაგან, და უდიდესი შემოსავლები ინვესტორებისაგან. SpaceX გადარჩენილ იქნა, მაგრამ იყო კი ეს საწაული? სულაც არა, უფრო მეტად დაეხმარა მისმა გამძლეობამ და მისმა რწმენამ რომ ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ.
დამოკიდებულება ალკოჰოლთან და ენერგეტიკულ სასმელებთან
მასკის ცხოვრებაში არის ორი ენერგეტიკი: კოფეინი და მარსის კოლონიზაციის სურვილი
იქამდე, სანამ ელონი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაიწყებდა, ის სვამდა 6 შუშა დიეტურ კოლას და რამოდენიმე დიდი ზომის ფინჯან ყავას. მაგრამ ახლაც კი, თანამშრომლები ამბობენ, რომ ზოგჯერ ის იმდენად არის გართული სამუშაოთი, რამდენჯერმე ვეძახით რომ როგორმე გადმოერთოსო.
თავის ინტერვიუში მასკმა თქვა, რომ კოლეჯში საერთოდ არ სვამდა. მიზეზი მარტივია, უბრალოდ არ მოსწონს ალკოჰოლის გემო. მისი ერთერთი კურსელი ყვებოდა, რომ ამ მიზეზით ის ყოველთვის მიდიოდა პოლიციასთან მოლაპარაკებაზე, როდესაც მისი რომელიმე მეგობარი ნასვამი მართავდა ავტომობილს. თუმცა ზოგჯერ იგი სვამს ხოლმე ჭიქა ღვინოს.
როგორ წიგნებს კითხულობს ილონ მასკი
მას მრავალ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ უყვარს გამოჩენილი ადამიანების ინტერვიუების კითხვა, განსაკუთრებით ბენ ფრანკლინი, უინსტონ ჩერჩილი და ჰენრი ფორდი. ასევე უყვარს დეილ კარნეგის წიგნები. და რათქმა უნდა უამრავი წიგნი: ინჟინერიის, დიზაინის, ბიზნესის და ფიზიკის შესახებ.
თავის საყვარელ წიგნად ასახელებს დუგლას ადამსის რომანს „ავტოსტოპი გალაქტიკაში“. Favobooks-მა შეკრიბა მასკის 80 საყვარელი წიგნი, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლია იხილოთ ამ ლინკზე.
წარუმატებლობები
ისეთი პროექტების შემდეგ როგორიცაა ელექტრომობილი ტესლა და კოსმოსური პროგრამა SpaceX, მასზე საუბარი დაიწყეს როგორც წარმატებულ მეწარმეზე. მაგრამ ყველაფერი ასე კარგად იყო? შეგიძლიათ თავად უპასუხოთ ამ კითხვას:
1. კინაღამ გაკოტრდა PayPal.
2. განთავისუფლებული იყო CEO-ს თანამდებობიდან PayPal-ში.
3. განთავისუფლებული იყო CEO-ს თანამდებობიდან Tesla-ში.
4. 2008 წელს კინაღამ გაქრა კომპანიები Tesla და SpaceX.
5. 2010 წელს გაკოტრდა.
ელონ მასკი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას რაც მოსწონს, არა ფულის გამო. მას შემდეგ რაც მიჰყიდა PayPal ინტერნეტმაღაზია eBay-ს, მას შეეძლო მთელი ცხოვრება ეცხოვრა უზრუნველად. შეეძლო თავისი ფული ჩაედო ფასიან ქაღალდებში ან განვითარებად ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
მაგრამ მან გადაწყვიტა შეექმნა ელექტრომობილი, კომპანია რომელიც აწარმოებს კოსმოსურ რაკეტებს და სადგური რომელიც აწარმოებს მზის ენერგიას. ვინ იფიქრებდა რომ ასეთი პროექტები რეალურია ჯერ კიდევ 10 წლის წინ?
წარმატების 5 საიდუმლო
სამხრეთკალიფორნიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მასკმა თქვა 5 რჩევა, რომლებიც მას დაეხმარნენ წარმატების მიღწევაში:
1. იმუშავეთ, როცა საჭიროა მუშაობა. ბევრისთვის სამუშაო გადაიქცა სოციალური ქსელების და გასართობი საიტების მონაცვლეობად. ნუთუ საჭიროა იმის თქმა, რომ წარმატების მისაღწევად გულმოდგინედ უნდა იმუშაო?
2. მოიძიეთ თანამშრომლები, რომლებიც თავის საქმეს აღმერთებენ.
3. ჩადეთ ფული და ენერგია პროდუქტის გაუმჯობესებაში. ამის მაგალითად მან მოიყვანა, რომ თითქმის არ ჩაუდიათ თანხა ტესლას სარეკლამო კამპანიაში. ამის ნაცვლად კონცენტრირდნენ ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევის შემუშავებაში. ეხმარება კი თქვენი ძალისხმევა რომ პროდუქტი გახდეს უკეთესი? თუ არა, შეწყვიტეთ ის.
4. არ ღირს მიჰყვეთ ტრენდებს.
5. რაც უფრო ახალგაზრდა ხართ მით მეტად შეგიძლიათ გარისკვა.
დასკვნა
მე შემიძლია ვუყურო ინოვაციებს, მაგრამ ასევე შემიძლია ვიყო მისი ნაწილი. (ელონ მასკი)
ცხოვრების ასეთ წესს ნაკლოვანებებიც აქვს. მაგალითად მასკი შვილებთან უმეტესად ელექტრონული ფოსტით ურთიერთობს. მაჩვენეთ ადამიანი ვისაც ამის გაკეთება შეგნებულად სურს.
თანამშრომლები ამბობენ იმას, რომ მასკი ძალიან მომთხოვნი ხელმძღვანელია, რომელიც თვლის, რომ თუ ის მუშაობს დღეღამეში 12 საათს, მაშინ სხვებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
ტყუილად არავის არაფერი არ ეძლევა, და სანამ ადამიანი გახდება წარმატებული, უწევთ უამრავი წარუმატებლობის გადალახვა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგი ფეხზე დგება და აგრძელებს სვლას წინ, ზოგი კი თავს ანებებს წამოწყებულ საქმეს. სწორედ ამაშია განსხვავება ისეთ ადამიანებს შორის როგორიცაა ელონ მასკი და ისინი ვისი სახელებიც არ ვიცით.
მთარგმნელი: noa nonaano