პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ (I)

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

 ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  კბილის პასტების, დეზედორების, მაზების და საპნების შესახებ არ ...

  პასტა 1ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

 კბილის პასტების, დეზედორების, მაზების და საპნების შესახებ

არ იფიქროთ, რას გვერჩის და რას გვაშინებს ეს კაციო :) აქ ჩამოთვლილი და ჰიგიენის საშუალებებში შემავალი ეს ნივთიერებები ამოიწერეთ და მოიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია. დარწმუნდებით, რომ ნამდვილად შხამითაა სავსე ამ სტატიაში განხილული ჰიგიენის საშუალებები.
არავითარ შეთქმულების თეორიაზე არ ვაპირებ საუბარს, უბრალოდ ფაქტებს ჩამოვთვლი.

კბილის პასტით დავიწყებ.

თანამედროვე კბილის პასტები შეიცავს სხვადასხვა „სასარგებლო“ ქიმიურ დანამატებს. ესენია: ალუმინის ოქსიდი (ჟანგი), რომელიც იწვევს თირკმელების ფუნქციის მოშლას, პროვოცირებას უკეთებს სიმსივნის წარმოქმნას.

მეტრონიდაზოლი, ბისაბოლი და ბიკლოტიმოლი - ძლიერი ანტიბიოტიკებია. იწვევს ლორწოვანი გარსის დისბაქტერიოზს, შემდეგ ნელ-ნელა კუჭნაწლავის ტრაქტის დისბაქტერიოზს მთლიანად. ამის შედეგად კბილები იწყებს ნელა დაშლას და ბოლოს ადამიანს ემართება კანდიდოზი, რუსულად молочница.
ტრიკლოზანი - კბილის პასტა ამ ნივთიერებას შეიცავს, როგორც ანტიბაქტერიულ დანამატს. ტრიკლოზანი მავნე ბაქტერიების გარდა სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს. განსაკუთრებით მავნეა ფეხმძიმე ქალებისათვის. ტრიკლოზანის ზემოქმედებით ხდება საშვილოსნოსკენ სისხლის მიწოდების შეფერხება, რის გამოც ბავშვი განიცდის ჟანგბადის უკმარისობას.

ლაურილი და ნატრიუმის ლაურილსულფატი - შხამიანი ნივთიერებაა. პირის ღრუდან ადვილად შეიწოვება ორგანიზმში და გროვდება ქსოვილებში. იწვევს მოწამლვას, თვალების დაავადებებს და კიბოს. ლაურილსულფატი აშრობს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ღრძილები უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება ალერგენებისადმი და საკვები მჟავებისადმი. გარდა ამისა არის ძლიერი აბრეზიული ნივთიერება, რაც იწვევს კბილის ემალის გათხელებას.

ფტორიდები - ნივთიერება, რომელიც „აძლიერებს“ და „აჯანსაღებს“ კბილებს!!! ფტორიდები მიეკუთვნება ნეიროტოქსიკურ ნივთიერებებს. ფტორიდები თრგუნავს ადამიანის სხვადასხვა შესაძლებლობებს, როგორიცაა ენის შესწავლა, მეტყველება, გონებრივი მუშაობა და სხვა. აუარესებს მეხსიერებას. სამი გრამი ფტორიდის (დაახლოებით ამდენ ფტორიდს შეიცავს ერთი ტუბიკი კბილის პასტა) ერთბაშაად შეყვანა ორგანიზმში სიკვდილს იწვევს.

ფტორიდების ზემოქმედებით ხდება ეპიფიზის (ე.წ. გირჩისებური ჯირკვალი) მუშაობის ბლოკირება. ამის გამო იწყება ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და ქვეითდება ორგანიზმის თავისუფალ რადიკალებთან (კიბოს გამომწვევი ნივთიერებები) ბრძოლის უნარი.

თუ გამოვიყენებთ ფტორიან წყალს, რომელშიც ფტორის კონცენტრაციაა 1: 1 000 000, მაშინ ტვინის ქსოვილში იზრდება ალუმინის ადსორბცია და ტვინში იწყება ისეთივე ცვლილებები, როგორიც ალცჰაიმერის დაავადების დროს.

განსაკუთრებით საშიშია ფტორიანი წყლის გამოყენება ალუმინის ჭურჭელში. ასეთ დროს ალუმინი და ფტორი ქმნის ალუმინის ფტორიდს, რომელიც აღწევს თავის ტვინში, ლაგდება ნერვულ უჯრედებში და იწვევს გონებრივ სისუსტეს.

აბა ადამიანს ფტორი არ ჭირდება? რა თქმა უნდა, ჭირდება, ოღონდ არა ასეთი სახით (ქიმიურად) მიღებული, არამედ ბუნებრივად. მიირთვით პროდუქტები, რომლებშიც ბევრია ორგანული ფტორი. კბილის პასტით ფტორის მიღება, იგივეა, რომ, თუ რკინა შემოგვაკლდება, ლურსმნები ვძოვოთ ან ნაჯახი და ჩაქუჩი ვლოკოთ.
ეს ქიმიური ომია კაცობრიობის წინააღმდეგ. ფტორი არა მარტო არ და ვერ ამაგრებს კბილებს, არამედ პირიქით, ამაგრებს (პირდაპირი გაგებით), ახისტებს ტვინსა და არტერიებს.
ამგვარად, კბილების წმენდისას ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს და თანაც აბსოლუტურად ნებაყოფლობით. ყოველდღიურად, ერთხელ ან ორჯერ, პირის ღრუს „ჰიგიენური პროცესის“ ჩატარებისას, პირის ღრუდან სისხლში შეიწოვება ცოტაოდენი კბილის პასტა თავისი „სიმდიდრითა“ და „სასარგებლო“ ნივთიერებებით. შემდეგ მთელი ეს „სიმდიდრე“ მოედება სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებს. ცოტაოდენი კუჭნაწლავის ტრაქტშიც ხვდება. პატარა ბავშვები ხანდახან ჭამენ კიდეც კბილის პასტას მასში დამატებული „მარწყვისა“ თუ „ჟოლოს“ გამო.

201701160418441519504062 photoასე, რომ დღევანდელი ჰიგიენური მეთოდები პირის ღრუს მოვლისა ძალიან საგანგაშოა.
ზოგადად, პირის ღრუდან გაცილებით სწრაფად და ადვილად შეიწოვება სხვადასხვა ნივთიერება, ვიდრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სწორედ ამიტომაა, რომ თუ რაიმე წამალი გვინდა რომ სწრაფად მოხვდეს სისხლში, ექიმები წამლის ენის ქვეშ დადებას ურჩევენ. წამლის შეწოვა სისხლში თითქმის ისეთივე სისწრაფით ხდება, როგორც ვენაში გაკეთებისას.

შეგიძლიათ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება: შუაზე გაჭრილი ნივრის კბილი წაისვით ფეხის გულზე სველი მხრიდან. რამოდენიმე წუთში პირში იგრძნობთ ნივრის გემოს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ რას ვისვამთ კანზე და ყველა საშუალება ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ.

გადავიდეთ დეზოდორებზე.

სერიული წარმოების ყველა დეზოდორი შეიცავს ალუმინის მარილებს. ალუმინზე ზემოთ ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ. დავამატებ ერთს: ალუმინი შეიწოვება იღლიიდან და იწვევს მკერდის კიბოს ქალებში.

თუ დეზედორი ანტიპერპერანტია, მაშინ იგი ახდენს საოფლე ჯირკვლების ბლოკირებას და ოფლი რეალურად არ გამოიყოფა. ოფლის გამოყოფა, ეს ბუნებრივი პროცესია. ამ პროცესის ხელოვნური შეჩერებით, იღლიაში არსებულ ჯირკვლებში გროვდება ის წიდები და ტოქსინები, რომელიც ოფლთან ერთად უნდა გამოყოფილიყო. ეს თავის მხრივ, იწვევს ლიმფური კვანძებისა და საოფლე ჯირკვლების გაღიზიანებას, გადაგვარებას, ანთებას და სხვა.

გარდა ამისა, დეზედორში შემავალი ალუმინი შლის ესტროგენს (ქალის ჰორმონი), და შედეგად გვაქვს: დეპრესიული განწყობილება, კანის გამოშრობა და ამის გამო ნაოჭები, თმებისა და კანის არაჯანსაღი იერი, გულის რითმის დარღვევა, წყლის დისბალანსი ორგანიზმში, მარილების დაგროვება და სხვა.

სამწუხაროდ უალუმინო დეზედორები თითქმის არ არსებობს. თუ კი სადმე წავაწყდებით ჯანსაღ დეზედორს, იგი ჩვეულებრივზე ათჯერ ძვირია.

აბა რა ვქნათ, ოფლით აყროლებულებმა ვიაროთ? არაა გამოსავალი? რა თქმა უნდა არის.

მანამდე საპონზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.

საპნით ბანაობისას (თხევადი იქნება თუ მყარი) ხდება კანის ე.წ ჰიდროლიპიდური აპკის რღვევა. ამის გამო კანი გაცილებით მგრძნობიარე ხდება ყველაფრის მიმართ (ატმოსფერული მოვლენები, მტვერი, მზის სხივები...).

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი მასა ადამიანის მასის 20 პროცენტია, ხოლო ფართობი 1,5 კვადრატულ მეტრს აღწევს. ახლა წარმოიდგინეთ, საპნებს, შხაპის გელებს, ტანის მაზებს, როდესაც 1,5 კვადრატულ მეტრ ფართობზე წავისვამთ, მათში შემავალი რა რაოდენობის ალუმინი, ანტიბიოტიკი და სხვა „სასარგებლო“ დანამატები შეიწოვება სხეულში? ყოველი ბანაობისას „ცხენის დოზებით“ „ვამდიდრებთ“ ჩვენს სხეულს ამ ნივთიერებებით.

ამ „სასარგებლო“ ნივთიერებებითაა გაჯერებული კანის კონდიციონერები და დუშ-გელები, დამატენიანებლები და ტანის კრემები. საქვეყნოდ ცნობილი საპონი სეიფგარდი, ანტიბიოტიკებითაა გაჯერებული (თურმე ამიტომ „ასუფთავებს“ ასე ძლიერად).

ძველ ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ სხეულზე არის ათასობით ე.წ. აკუპუნქტურული წერტილი. ყველა ეს წერტილი სხეულის რომელიღაც ორგანოსთანაა დაკავშირებული. უფრო სწორად, ყველა ორგანოს ათეულობით აკუპუნქტურის წერტილი აქვს კანზე. თითქოს, ყველა ორგანო კანზე პროეცირდება. აკუპუნქტურის წერტილები არის „კარები“ არხისა ამ წერტილიდან ორგანომდე. როგორც კი აკუპუნქტურის წერტილში მოხვდება რაიმე ნივთიერება, სასარგებლო ან საზიანო, მეყვსეულად შეიწოვება ამ წერტილიდან და შესაბამისი არხის გავლით წამში ხვდება შესაბამის ორგანოში. არაა ძნელი წარმოსადგენი, თუ რა ხდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით „გამდიდრებული“ საპნების, კრემების, გელების, დეზედორების სხვა საცხები (და საპოხი :) ) ნივთიერებების გამოყენებისას.

1448698589966294ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ასეთია: კბილის პასტის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ოჯახში დამზადებული ან ჩვეულებრივი სარეცხის 72%-ნი საპონი. მართალია უგემურია, მაგრამ მშვენივრად ასუფთავებს პირის ღრუს. ან შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავამზადოთ კბილების საწმენდი ფხვნილი. ერთმანეთს შევურიოთ ფქვილის კონსისტენციამდე დაფქული მუხის ქერქი და გვირილა. ან ნატურალური ცარცი და პიტნა და ა.შ. კვირაში ერთი-ორჯერ (უფრო ხშირად არ შეიძლება) კბილები გავიხეხოთ საჭმელი სოდისა და ლიმონის წვენის ნაზავით. ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს იმდენი სოდა უნდა დავაყაროთ, რომ მოსქელო მასა მივიღოთ. ან შევიძინოთ (თუ აქ არ იშოვება, გამოვიწეროთ) კბილის ფხვნილი, რომელიც იგივე ფქვილისებრი ცარცი და პიტნაა, სხვა არაფერი. დღეს მოდაში შემოვიდა შავი კბილის ფხვნილები. პოპულარობის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ შემადგენლობით მავნე არაა, დაფქული ხის ნახშირი და რომელიმე ეთერზეთი. youtube სავსეა ვიდეოებით, სადაც კბილებს იხეხავენ შავი ფხვნილით.

დეზედორის ნაცვლად შეგვიძლია საჭმელი სოდის გამოყენება. კარგად დაბანილი იღლია დავისველოთ და შევიზილოთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა. 25 კილომეტრიანი კროსის მერეც კი ვერ იგრძნობთ ოფლის სუნს. დეზედორის ნაცვლად სოდის გამოყენებისას პირველ ხანებში შეიძლება იღლიაში გამონაყარი გაჩნდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ სოდას ოსმოსური წნევის გამო იღლიიდან გამოყავს წლების განმავლობაში შეწოვილი და იქ დაგროვებული დეზედორის მასალები.

კრემების ნაცვლად გამოვიყენოთ ნატურალური პროდუქტებისაგან შექმნილი მაზები. ან სულაც სელისა და ზეითუნის ზეთი. ქოქოსის ზეთი. ზეითუნის ზეთი უნდა იყოს ცივი გამოწურვის (extra virgin, cold pressed). ეს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატურალურ E ვიტამინს. მაგრამ ხშირი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე. სელის ზეთი კანის სიმშრალეს არ იწვევს და მდიდარია ვიტამინებით.

ed8176e20d0f7de01b68e99ec37cb0dfთითქმის ყველანაირი კანისათვის იდეალურია ქოქოსის კარაქი (ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყარია. ოდნავი შეთბობით თხევადდება. არის თოვლივით თეთრი).
ტანის დაბანისას ჩვეულებრივი 72 %-ნი საპონს თუ გამოვიყენებთ რაღაც პერიოდი და მერე ისევ „კარგი“ საპნით დავიბანთ ტანს, ვნახავთ, რომ ის კარგი საპონი თურმე ისე კარგად ვერ ბანს, როგორც 72 %-ნი საპონი.

კიდევ უკეთესია თუ ტანს კვირაში ერთხელ საჭმელი სოდით დავიბანთ. შეიძლება სველ ტანზე მოვიყაროთ სოდა და სველი ხელებით მსუბუქად ვიზილოთ. კიდევ უკეთესია ნახევარი კოლოფი სოდა აბაზანაში ჩავყაროთ და შიგნით ჩავწვეთ. ხელებზე კანის სახეხი ხელთათმანები გავიკეთოთ და მსუბუქად ვიხეხოთ. იდეალურად ბანს და ასუფთავებს სხეულს.

სოდიანი აბაზანები ასტიმულირებს ცხიმოვანი უჯრედების მუშაობას და ორგანიზმიდან ქაჩავს შხამებსა და ტოქსინებს.
რაც არ უნდა კარგი დაბანილი ჩავწვეთ სოდიან აბაზანაში, 45-60 წუთის შემდეგ, წყალი აუცილებლად მიიღებს მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერს, რადაგან ორგანიზმიდან წყალში გამოიქაჩება ტოქსინები და წიდები.

აბა, სასიამოვნო ბანაობას გისურვებთ!

 

მსგავსი სტატიები

ფერმენტირებული საკვები


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ბოსტნეულის ფერმენტაციას საქართველოში...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #2)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობ...

არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში


წყარო ავტორი: ვლასი ჯიბლაძე "არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით,...

D ვიტამინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაშ...

ცოცხალი სამზარეულო


 ავტორი: ვადიმ ზელანდი  მთარგმნელი: მამუკა გურული &nb...

თაფლის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქ...

ჩიას თესლი- ბუნებრივი აფთიაქი


ავტორი: ეკატერინე დგებუაძე  ​ჩიას თესლი წვრილი მარცვლეულია,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff