ფრანც ბარდონი - კითხვები და პასუხები

ფრანც ბარდონი
0
0

შესავალი

bardoooon

პასუხები ყველაზე ხშირად დასმული 185 სულიერი საკითხის შესახებ.
 
მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
 
წინასიტყვაობა
 
ავტორის შესახებ
  
ფრანც ბარდონი (1909 - 1958)
   
ღვთაებრივი განგებულების ნებართვით, უაღრესად განვითარებული ჰერმეტისტი სული შევიდა თოთხმეტი წლის ბიჭუნას სხეულში, რომელსაც ფრანც ბარდონი ერქვა. ზეციური განგებულების მიხედვით, ბარდონი უნდა გამხდარიყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მაგი.  
   
მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად "ნორმალური ცხოვრების" წესით ცხოვრიბდა, სწავლობდა ინდუსტრიული მექანიკოსის ხელობას და გახდა კიდეც "ოჯახის კაცი" ჩეხეთში, ქალაქ ოპავაში; ამავდროულად მისი ოკულტური ცხოვრება სავსე იყო წარმოუდგენელი სულიერი მიღწევებით, ძალაუფლებით და ტრაგედიითაც. 
   
მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში, ბარდონმა სამ-წელიწად ნახევარი გაატარა გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც საბოლოოდ გაქცევა და თავის დაღწევა შეძლო. ომის შემდეგ იგი მუშაობდა ნატუროპათიული განხრით (ნატუროპათია - ალტერნატიული სამედიცინო მიმართულება, სადაც სამკურნალოდ გამოიყენება ბუნებრივი და ხალხური მეთოდები) და თავი მიუძღვნა ჰერმეტისტულ სწავლებას. ბარდონმა სამყაროს დაუტოვა სამი კლასიკური და უკვე ლეგენდარული ეზოთერული ნაწარმოები: "ინიციაცია ჰერმეტიზმში", "მაგიური ევოკაციის პრაქტიკა" და "ჭეშმარიტი კაბალას გასაღები". 
   
თქვენს ხელთ არსებული ახლად აღმოჩენილი და შეგროვებული  ნამუშევარი (ოფიციალურად გამოვიდა 1998 წელს)  დაეხმარება დამწყებ და არამარტო დამწყებ ადეპტებს, ზუსტი ინფორმაცია მიიღონ უნივერსალური პრინციპების და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო საკითხის შესახებ. 
  
ამ პატარა წიგნის ხელნაწერი მომზადებულია პრაღაში, ფრანც ბარდონის სტუდენტების ჯგუფის მიერ, რომელიც შეგროვებულია 1950-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბარდონის პირველი ნაშრომი "ინიციაცია ჰერმეტიზმში" გამოქვეყნებული არ იყო. მოცემული წიგნი წარმოადგენს ერთადერთ ავთენტურ ნამუშევარს, რომელიც თავად ბარდონს არ დაუწერია, რადგან მასში თავმოყრილია პირადი შეხვედრებიდან შეგროვებული ავთენტური მასალები. მისტერ ჯონ შვარცმა ორიგინალი ტექსტი მიიღო მისის ირინა ნოვაკოვასგან, რომელთაც, თავის მხრივ ნება დამრთეს, გამომექვეყნებინა წიგნი ფართო მასებისთვის გასაცნობად, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. 
    
დიეტერ რუგებერგი. ქალაქი ვუპერტალი, აპრილი; 1997. 
 
მცირედი ინფორმაცია, რომელიც კითხვის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ: 
  
მოცემული ნაწარმოების სათანადოდ დასაფასებლად, აუცილებელია, რომ ოკულტიზმით დაინტერესებული სტუდენტები გაეცნონ ბარდონის ნაშრომებს. პირველი წიგნი, "ინიციაცია ჰერმეტიზმში" ეხება ჰერმეტისტული მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას. მეორე ტომში, "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში" გრძელდება ჰერმეტისტული განვითარება, სადაც აღწერილია სხვადასხვა პლანეტარული სფეროები და არსებები. ბარდონის მესამე და ბოლო ნაშრომში, "ჭეშმარიტი კაბალას გასაღებში", ბარდონი საუბრობს წმინდა ბგერებისა და სიტყვის მეცნიერების შესახებ. თქვენს ხელთ არსებული წიგნი დაგეხმარებათ შედარებით მარტივი პერსპექტივიდან დაინახოთ საინტერესო კითხვების შესახებ გაცემული პასუხების თეორიული ნაწილი. 
   
ბარდონის მიერ ნახსენებ ტერმინ "სავარჯიშოებში" იგულისხმება "ჰერმეტული სავარჯიშოები", რომლის შესახებაც ძირითადად თავის პირველ ნაშრომში საუბრობს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff