ჩემი განზრახვა რეალიზდება, ყველაფერი იქით მიდის, რომ ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა“.
თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო პრობლემასთან შეჯახებისას საკუთარ თავს უთხარით: „მე ნებას ვრთავ სამყაროს იზრუნოს ჩემზე“. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფრის გაკეთება არაა საჭირო და გულხელი უნდა დაიკრიფოთ. საუბარია იმაზე, რომ საკუთარი თავი მიაჩვიოთ აზრს, რომ ყველაფერი თავისთავად უნდა ეწყობოდეს ხელსაყრელად. სარკე თქვენს წარმოდგენას შესაბამისად ასახავს: „იყოს ასე, რაკი თქვენ ასე თვლით“.
მუშაობა შემდეგში მდგომარეობს. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო გარემოებებთან შეხვედრისას, ამალგამას ფორმულას იმეორებთ - ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ხდებოდეს - ცუდი თუ კარგი. თუ გიმართლებთ - არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავს დაუდასტუროთ, რომ სამყარო ნამდვილად ზრუნავს თქვენზე. აღნიშნეთ ეს მტკიცება ყოველ წვრილმანში. როდესაც სამწუხარო გარემოებებს ხვდებით - მაინც ამტკიცეთ, რომ ყველაფერი ჯეროვნად მიდის, განზრახვის კოორდინაციის პრინციპის შესაბამისად. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენი რეაქცია ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს - სამყარო ნებისმიერ შემთხვევაში თქვენზე ზრუნავს. თუ გაგიმართლათ, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, ხოლო თუ არ გაგიმართლათ - დაიცავით განზრახვის კოორდინაციის პრინციპი, და თქვენ ყოველთვის ცხოვრების წარმატებულ ხაზზე დარჩებით. თქვენ ხომ არ გჭირდებათ იმის ცოდნა, რა უსიამოვნებებისგან გიცავთ სამყარო და როგორ აკეთებს ის ამას. მიენდეთ მას. მინდობა უნდა ისწავლოთ.
ანამ სიმოვნებით მიიწევთ უცხო მიზნისკენ უცხო კარის გავლით, თქვენ ქანქარას ემსახურებით. ამ გზაზე თქვენი სული ყოველთვის იტყვის „არ მინდა“, ხოლო გონება დაამტკიცებს, რომ „საჭიროა“. ესაა გზა არსაით, რაც არ უნდა გონივრული არგუმენტებით და ლამაზი დეკორაციებით იყოს ის გაფორმებული. გამოსავალი ერთია - განსაზღვროთ საკუთარი მიზანი და მისკენ წახვიდეთ.
თუ საკუთარი მიზნისკენ ივლით, თავის დაყოლიება და იძულება არ დაგჭირდებათ. სული ხტუნვა-ხტუნვით გაიქცევა საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით. თქვენი კარი სხვისთვის შეიძლება მძიმე სამუშაოდ ჩანდეს, მაგრამ თქვენთვის ეს სასიამოვნო იქნება.
ჩვენი სამყარო სინამდვილეში იმდენად მდიდარი და გულუხვია, რომ მისი სიკეთეები ყველას ეყოფა, თუ ყოველი ადამიანი საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით წავა.
თქვენი თვისებები არანაირ ცვლილებას არ იწვევს გარშემომყოფ ენერგეტიკულ სურათში მანამ, სანამ თავად არ დაიწყებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. მაგალითად, ფიქრობთ: მე დისციპლინირებული ვარ, ისინი კი ზარმაცები არიან; ისინი სულელები არიან, მე კი მიზანსწრაფული ვარ. სწორედ ეს ურთიერთდაპირისპირება იწვევს პოლარიზაციას.
თქვენ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ, თუ ის თქვენია. თუ მიზანი სხვისია, გარკვეული სულიერი დისკომფორტის გრძნობა გექნებათ, როდესაც გონებაში ატრიალებთ სურათს, რომ მიზანი თითქოს უკვე მიღწეულია.
წინააღმდეგობის მინიმუმამდე დასაყვანად, აუცილებელია მნიშვნელოვნების სამანის დაბალ დონეზე შენარჩუნება, ანუ გადამეტებულად დიდი მნიშვნელობა არაფერს არ უნდა მიანიჭოთ.
გარემოებები თავისთავად შეიცვლება სასიკეთოდ, თუ თქვენ წყალში ხელების ქნევის ნაცვლად დინების მიმართულებით ცნობიერად იმოძრავებთ. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი მუშაობს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. სამყარო არავისთვის აპირებს უსიამოვნებების მოწყობას. იმიტომ არა, რომ თითქოს არსებობს ძალები, რომლებიც თითქოსდა თქვენზე ზრუნავს. არამედ იმიტომ, რომ ასე ნაკლები ენერგია იხარჯება.
მღელვარების მოშორების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მოქმედება - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი. შფოთვის და მღელვარების პოტენციალები მოქმედებისას იფანტება. უმოქმედო მღელვარება მანამ შენარჩუნდება, სანამ აქტიურ მოქმედებაზე არ გადახვალთ. მოქმედების სახეობას შეიძლება არავითარი კავშირი არ ჰქონდეს შფოთვის მიზეზთან. საკმარისია რაიმეთი დაკავდეთ, და უცებ იგრძნობთ, რომ შფოთვა იკლებს.
მნიშვნელოვნების სამანის დაწევისთვის კარგ საყრდენ წერტილს განზრახვის კოორდინაციის პრინციპი წარმოადგენს: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. თავს ნება მიეცით არ იცოდეთ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. მოუშვით კონტროლის მარწუხები სცენარზე და სიტუაციას საშუალება მიეცით წარმატებულად დასრულდეს.

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.
🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება.
☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით
☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)
წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com