თქვენ მოგიწევთ გონებას გამუდმებით შეახსენოთ, რომ სარკე დაგვიანებით მუშაობს და მას ანარეკლის ფორმირებისთვის, ანუ სურათ-ხატის სინამდვილეში განხორციელებისთვის გარკვეული პაუზა ესაჭიროება. პაუზის დროს უდრეკად უნდა იდგეთ თქვენსაზე, გჯეროდეთ წარმატების იმ პირობებში, როდესაც გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოვა. რამდენადაც კადნიერება გეყოფათ არ დაყვეთ გულგატეხილობას, იმდენს მიიღებთ. სწორედ ესაა ჯადოსნურ ატრიბუტებს მოკლებული, მაგრამ რეალური ძალის მქონე ნამდვილი მაგია.
თქვენ ფართოდ გაღებული თვალებით უნდა უყურებდეთ ყველაფერს, რაც ადასტურებს სამყაროს მოძრაობას მიზნისკენ, და თვალდახუჭული თანმხლებ (და გარდაუვალ) ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ გამძლეობა გეყოფათ და „არ მიიხედავთ“, როგორც წესი, შედეგები ყოველგვარ მოლოდინს აღემატება. თქვენ არა მარტო მოგცემენ სათამაშოს, არამედ ატრაქციონზეც დაგსვამენ, და ნაყინითაც გაგიმასპინძლდებიან.
თქვენ მოგიწევთ გონებას გამუდმებით შეახსენოთ, რომ სარკე დაგვიანებით მუშაობს და მას ანარეკლის ფორმირებისთვის, ანუ სურათ-ხატის სინამდვილეში განხორციელებისთვის გარკვეული პაუზა ესაჭიროება. პაუზის დროს უდრეკად უნდა იდგეთ თქვენსაზე, გჯეროდეთ წარმატების იმ პირობებში, როდესაც გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოვა. რამდენადაც კადნიერება გეყოფათ არ დაყვეთ გულგატეხილობას, იმდენს მიიღებთ. სწორედ ესაა ჯადოსნურ ატრიბუტებს მოკლებული, მაგრამ რეალური ძალის მქონე ნამდვილი მაგია.
ყურადღება საბოლოო მიზანზე უნდა იყოს დაფიქსირებული, თითქოს ის უკვე მიღწეულია. სამყარო თქვენსკენ მოდის მანამ, სანამ სურათ-ხატზე ხართ ფოკუსირებული.
უბრალოდ მიენდეთ სამყაროს - მან უკეთ იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, და თავადვე იზრუნებს ყველაფერზე. თქვენ ხომ არ გაწუხებთ ის ამბავი, რა გზით ახერხებს უბრალო სარკე ასე ზუსტად ანარეკლის ასახვას? მის წინ მდგომი, თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რის დანახვას ისურვებდით ანარეკლში. სამყაროს სარკეც ასე უზადოდ მუშაობს, მხოლოდ დაყოვნებით.
ეს უნდა შეიგრძნოთ. გაუშვათ სამყარო, მისცეთ მას ნება კომფორტული იყოს თქვენთვის უკვე ამ წამიდან.
სურვილი, როგორც ასეთი, აუცილებელია, მის გარეშე ხომ მისწრაფება არ არსებობს. თუ ამას მოქმედების გადაწყვეტილებას დავუმატებთ, მიიღება საკუთარი მიზნის მიღწევის განზრახვა. მაგრამ თუ რეალობაში მისი მიღწევის ეჭვებს და წარუმატებლობის შიშს დავამატებთ, გამოვა ჟინი. აი, სწორედ ესაა ის მნიშვნელოვნება, რომელიც შეგნებულად უნდა დავწიოთ. თავისთავად სურვილი შესამჩნევ ჭარბ პოტენციალს არ ქმნის - ის წარმოიქმნება, როდესაც თქვენი ეჭვებით და შიშებით სამყაროს ყელში სწვდებით.
იმ მომენტში, როდესაც არჩევანი კეთდება, ანუ საბოლოო მიზნის-სურათის დასახვა ხდება, სამყაროს სარკე შეკვეთას ღებულობს და გარკვეული გეგმით მის რეალიზაციას იწყებს. რა გზით მოხდება სურათის ანარეკლის ფორმირება, მხოლოდ სარკემ იცის - გონებისთვის ეს გზა შეუცნობელია. მაგრამ, როდესაც გონება ხედავს, რომ მოვლენები რაღაც უცნაური სცენარით ვითარდება, ის განგაშის ზარს შემოკრავს, და ადამიანი სამყაროს ყელში ეცემა. რაღაცის გაკეთებაა საჭირო! ის ფიქრობს, რომ არაფერი გამოდის, და ამით ამახინჯებს სამიზნე სურათს. დამატებით კი ისე იწყებს მოქმედებას, რომ საკუთარ სცენარს დაეხმაროს, და ისევ მხოლოდ სწორედ იმ მისთვის უცნობი გეგმის რეალიზაციას უშლის ხელს, რომელიც ნამდვილად მიიყვანს წარმატებამდე. ამრიგად, საკუთარ სცენარს ჩაბღაუჭებული ადამიანი, რომელზეც, როგორც თავად ეჩვენება, მიზნისკენ მიმავალი გზა გადის, ამ მიზნის რეალიზაციას თავადვე უშლის ხელს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. თავისი დაუოკებელი სურვილით, მალე მიიღოს სათამაშო, ადამიანი ისეთ ჭარბ პოტენციალს ქმნის, რომ სარკე ფაქტობრივად მრუდდება.
ტრანსერფერს უნდა ესმოდეს: მის მიერ გაკეთებული არჩევანი უცვლელ კანონად იქცევა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. და ამისთვის მხოლოდ საბოლოო მიზანზე ყურადღების ფიქსაციაა საჭირო.
ს ნამდვილად მარტივია. იმისთვის, რომ აზროფორმა მატერიალურ სინამდვილეში დაფიქსირდეს, ის სისტემატურად უნდა იქმნებოდეს. სხვა სიტყვებით, აზრობრივად მიზნობრივი სლაიდის რეგულარული ტრიალია საჭირო. უსარგებლო ოცნებებისგან განსხვავებით, რომლებიც დრო და დრო ჩნდება, ეს კონკრეტული სამუშაოა. ამგვარად, საკუთარი გრძნობების კონტროლქვეშ აყვანით, რომლებიც ანარეკლთან გაბამენ, თქვენ სარკისგან თავისუფლდებით. თუმცა ემოციების დათრგუნვა არ ღირს, ისინი მხოლოდ დამოკიდებულების შედეგია. თავად დამოკიდებულების - რეაგირების საკუთარი მეთოდის და სინამდვილის აღქმის - შეცვლაა საჭირო. თავისუფლების მოპოვების შემდეგ თქვენ საჭირო ანარეკლის ფორმირების უნარს იძენთ. სხვა სიტყვებით, თქვენი აზრების მიმდინარეობის მართვით თქვენ რეალობას მართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობა თქვენ გმართავთ.
მატერიალური რეალიზაციის ინერტულობის გათვალისწინებით ანარეკლი ნელ-ნელა პოზიტიურად შეიცვლება. თქვენი სამყაროს ნიშაში იმდენი სასიამოვნო დაგროვდება, რომ აღარ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ გამხიარულდეთ. სარკული წრე მსუბუქად და ძალდაუტანებლად დატრიალდება. მთავარია - ის ადგილიდან დაძრათ და თქვენი განზრახვით ააჩქაროთ, შემდეგ ყველაფერი იოლად გაგრძელდება.
ახალი წესი გაითავისეთ - კი არ ჩაიხედოთ, არამედ უთვალთვალეთ სამყაროს სარკეს. კარგი ეძებეთ, ცუდი კი დააიგნორეთ - ყველაფერი ამ ფილტრში გაატარეთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რისი მიღებაც გსურთ.

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.
🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება.
☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით
☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)
წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com