ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ენერგია მუშაობდეს, აუცილებელია მას მიზნისკენ მკვეთრი მიმართულება მისცეთ.
ქვენ ყოველთვის ვერ იღებთ სასურველს დაუყოვნებლივ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იღებთ მხოლოდ იმას, რაზეც თქვენი განზრახვაა მიმართული. მაგალითად, თუ კუნთების წონის გაზრდა გსურთ, ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს სლაიდზე, რომელშიც კუნთები იზრდება. თუ გახდომა გნებავთ, მთელი აზრები უნდა იყოს იმის შესახებ, როგორ ხდება სხეული უფრო მოხდენილი. თუ თქვენი მიზანი - განზრახვის ენერგიის გაზრდაა, უნდა კონცენტრირდეთ ენერგეტიკულ ნაკადებზე და გარსზე
საჭიროა მიეჩვიოთ, რომ გამუდმებით ყურადღება მიაქციოთ გარშემო არსებულ მდგომარეობას, ამ სამყაროს ნაწილად იგრძნოთ თავი, მის კონტექსტში იმყოფებოდეთ, ეძებოთ ის კავშირები, რომლებიც მასთან გაერთიანებთ. სხვა სიტყვებით, სამყაროს ცალკეული ნაწილი იყოთ და იმავდროულად მასში განზავდეთ.
მაგრამ საკმარისია ადამიანმა საკუთარ სამყაროსთან ერთობა იგრძნოს, და ის მისი, ისევე როგორც საკუთარი სხეულის მართვის უნარს იძენს.
მაღალი ენერგეტიკა ძალის გამოყენებას არ ნიშნავს. საკუთარი სამყაროს ნიშის ეფექტიანად ფორმირებისთვის მასთან ერთიანობის და იგივეობის განცდაა საჭირო. გარშემო სინამდვილეს ახლებურად უნდა შევხედოთ: მე ვფლობ ჩემს რეალობას, როგორც ჩემს სხეულს. საჭიროა რეალობასთან ერთნაირ დროით რეჟიმში გადასვლა - არ უნდა ველოდოთ მომენტალურ ცვლილებებს, არამედ ვიყოთ მშვიდი, მომთმენი და მიზანდასახული.
ცხადია, რაც უფრო მძლავრია გამოსხივება, მით უფრო ეფექტიანია მატერიალიზაციის პროცესი. როგორც წინა თავში ითქვა, აზრების რეალიზაცია მომენტალურად არ ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსებოდა სრული ქაოსის სამყაროში. ანარეკლის ფორმირებისთვის სულის და გონების ერთობაში დაბადებული მკაფიო სურათ-ხატია საჭირო, ან საკმაოდ ხანგრძლივი ყურადღების მიზანმიმართული კონცენტრაცია. შესაძლოა, ოდესმე ვარიანტების სივრცის „მატერიალიზატორს“ გამოიგონებენ.
რაც უფრო მაღალია ენერგეტიკა, სასურველი მით უფრო ჩქარა რეალიზდება სინამდვილეში.
ნამდვილად რეალურ იდეებს მხოლოდ განზრახვის სტაბილური ენერგია შობს. ამასთან ისინი ვარიანტთა დინების ახლომახლოს იმყოფებიან.
ჩემი განზრახვის ენერგია ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იზრდება“. უკვე რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ისეთ აღმავლობას იგრძნობთ, რომ პირდაპირი გაგებით ხტუნვა და ფრენა მოგინდებათ.
ადრე ენერგიას ხარჯავდით მერყეობასა და ეჭვებზე, გტანჯავდათ კითხვები, სწორად იქცევით თუ არა. ახლა თავად საზღვრავთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა - არა.
ადრე თქვენ ენერგიას მღელვარებას და შფოთვას ახარჯავდით. ახლა ეს ენერგია მოქმედების გადაწყვეტილებად ტრანსფორმირდა.
თქვენ - რეალობის განმგებელი ხართ, თუ „საკუთარი თავის ამოძრავება“, იმავდროულად კი სამყაროსთვის თავისუფლების მინიჭება შეგიძლიათ. ამოძრაო საკუთარი თავი - ნიშნავს, ბოლო სამი სარკული პრინციპის დაცვას. განმგებელი - ეს იმდენად აქტიური შემოქმედი არაა, რამდენადაც დამკვირვებელი. არა დამორჩილება, არამედ ნების მიცემა - აი, რითი განსხვავდება მისი ნება.