რაც უფრო ძლიერად ანთია სურვილი როგორც შიში დამარცხების წინ, მით მეტია გარეგანი მნიშვნელოვნება და მით ნაკლებია წარმატების ალბათობა. უარი უნდა თქვათ მოლოდინზე მგზნებარე სურვილის ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. მიზნის მისაღწევად აუცილებელია განზრახვა - ის ეჭვებს მოკლებულია და ჩნდება, როდესაც უბრალო „ნდომიდან“ მოქმედებაზე გადადიან. მოუთმენლობის გასაქარწყლებლად დაზღვევა, წარუმატებლობის შემთხვევაში დამატებითი გზა უნდა იპოვოთ, ასევე თავიდანვე შეეგუოთ დამარცხებას. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ უნდა მიიღო წინასწარ დამარცხება, როდესაც გამარჯვების ჟინით ხარ შეპყრობილი? ჰოდა ნახავთ, როდესაც არაფერი გამოგივათ, სასოწარკვეთა, და შესაძლოა ბრაზიც მოსალოდნელ შედეგზე ხელის ჩაქნევას გაიძულებთ.
რაც უფრო ძლიერად ანთია სურვილი როგორც შიში დამარცხების წინ, მით მეტია გარეგანი მნიშვნელოვნება და მით ნაკლებია წარმატების ალბათობა. უარი უნდა თქვათ მოლოდინზე მგზნებარე სურვილის ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. მიზნის მისაღწევად აუცილებელია განზრახვა - ის ეჭვებს მოკლებულია და ჩნდება, როდესაც უბრალო „ნდომიდან“ მოქმედებაზე გადადიან.
მაგრამ შიშები უფრო დიდ ზიანს დასახულ მიზანს აყენებს, რადგან, როგორც წინა თავიდან იცით, ისინი სურვილს ჟინად აქცევენ.
საჭიროა განზრახვის ორიენტაციის შეგნებულად შეცვლა: იმის მაგივრად, რომ საკუთრი თავის წარმოჩენას ცდილობდეთ, მნიშვნელოვნების მომატება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს (თქვენ კი იცით, რომ ამას პრაქტიკულად ყველა აკეთებს, ყველა თავისებურად), გარშემომყოფები ინტუიციურად გრძნობენ, რომ ეს მნიშვნელოვნება დადასტურებას არ საჭიროებს. ხოლო რაკი ასეა, ადამიანს მეტი სიმპატიით და პატივისცემით ეპყრობიან. შედეგად სული და გონება თანდათან რწმუნდებიან, რომ „მე ნამდვილად რაღაც ვღირვარ“. სარკული წრე რომელიღაც მომენტში ერთ ადგილზე იყინება, შემდეგ შემობრუნდება და შემხვედრად მოდის. შედეგად თვითშეფასება მატულობს, და არასრულფასოვნების კომპლექსი თითქოს არც ყოფილა.
კერძოდ კი, უნდა შეწყდეს თავის მართლება. აქ ადგილი აქვს იმ განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც დაავადების როგორც შედეგის მკურნალობა მის მიზეზს აქრობს. თქვენ არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ არავის წინაშე დავალებული არ ხართ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩვეულებრივ ქმედებებს, რისთვისაც გაცნობიერებულობა დაგჭირდებათ. თუ ადრე ჩვევად გქონდათ მცირე მიზეზითაც კი ბოდიშები გეხადათ, ახლა სხვა ჩვევა შეიძინეთ: საკუთარი მოქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენით, როდესაც ეს ნამდვილად აუცილებელია.
ამ ნაგვიდან ყველაზე დესტრუქციული დანაშაულის გრძნობაა - გაცნობიერებული თუ არა - არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამჩნევთ, რომ სამყარო გსჯით ან გამცირებთ, ისე იქცევა, თითქოს დაგცინით, თქვენს დამორჩილებას ცდილობს, ე.ი. დაავადების ყველა ნიშანი სახეზეა. ეს სენი სულ წიხლებით გადენეთ თქვენგან. დანაშაულის გრძნობა - ესაა თქვენს სახლში შემოჭრილი სტუმარი, რომელიც სავარძელში გართხმულა და ფეხები მაგიდაზე შემოუწყვია, თავის პირობებს გკარნახობთ. თქვენ მისი გაგდება შეგიძლიათ, თუ გააცნობიერებთ, რომ ეს თქვენს ხელშია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამე მართლაც დააშავეთ, ბოდიშის მოხდა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.
თუმცა ისეთი ძველმანებიც არსებობს, რომლებსაც ასე მარტივად თქვენი სამყაროდან ვერ მოიცილებთ. ესაა პირველ ყოვლისა დანაშაულის გრძნობა, შემდეგ არასრულფასოვნების კომპლექსი, ეჭვები, მღელვარება, შიშები, უკმაყოფილება, ანტიპატია და უარესის მოლოდინები. ისინი დაავადებების მსგავსია,
ყველა ნეგატიური აზრი გადამწყვეტად და ხისტად უნდა მოიცილოთ, რომ მათ თქვენი სამყარო არ დააზიანონ. მომშორდი!
სხვა სიტყვებით, ადამიანი თავის სამყაროს საკუთარი მოქმედებებით და აზრებით ქმნის.
არ აქვს მნიშვნელობა, რომ აზრები ხანდახან კონტროლიდან გადიან. მთავარია, მათი მიზნობრივი სლაიდის კალაპოტში დაბრუნება ჩვევად გვექცეს. როდესაც თქვენი აზრები ჩვეულების გამო ისევ და ისევ მიზანს დაუბრუნდება, სლაიდი მუდმივი თანამგზავრი ხდება - მისი სურათი გამუდმებით ყველაფერს ფონად გასდევს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ - სურათ-ხატი ფორმირდება, და სამყაროს სარკე აუცილებლად ასახავს მას რეალობაში.
საერთო ჯამში, არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი აზრების სახე უმეტესწილად შეიცავდეს სურათს, რომლის დანახვაც დუალური სარკის ანარეკლში გსურთ. ამგვარად, მიზნის მისაღწევად არა სამყაროსთან ორგანული ერთიანობის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნაა აუცილებელი, არამედ მიზნობრივ სლაიდზე ყურადღების სისტემატურად დაფიქსირებაა საკმარისი. საკუთარი აზრების მიმართულების მართვით თქვენ რეალობას საკუთარ ნებას უმორჩილებთ.
მიზანმიმართულობა განზრახვის ენერგიას მკაცრად განსაზღვრულ მხარეს მიმართავს. აუცილებელია კონცენტრაცია - არა დაძაბულობა, არამედ ყურადღების გამახვილება. ჩვეულებრივ აზრები თავისთავად ირევიან. იდეები იბადებიან და ქრებიან უკონტროლოდ, აზრები ერთი თემიდან მეორეზე დახტიან. გონება ახალშობილივით „ფეხებს იქნევს“. რეალობის სამართავად კი აზრები უნდა ვაკონტროლოთ. თავიდან ეს ცოტათი გვძაბავს, მაგრამ შემდეგ ჩვევაში გადადის.