სრული იდიოტის სახით, როგორც შეიძლება „საღად მოაზროვნე“ ადამიანს მოეჩვენოს, ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტთ („ასე, ძალიან კარგი!“) ან ტაშს შემოკრავთ, ან სიხარულით ხტუნავთ. და მაშინ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ, მართლაც, გარემოება, რომელიც უიღბლოდ მიგაჩნდათ, სინამდვილეში თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სარკის ეს თვისება ყოველთვის იმდენად მოულოდნელად და გასაოცრად მოქმედებს, რომ ამასთან მიჩვევა შეუძლებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს თვალში მარცხი გამარჯვებად შემობრუნდება, ისეთ შეუდარებელ აღტაცებას იგრძნობთ, როდესაც გსურთ შესძახოთ: არა, ეს შეუძლებელია! ეს ნამდვილი მისტიკაა!
მაგალითად, გარკვეულ პრობლემას შეეჯახეთ. განშტოებაზე მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია - რთულად შერაცხავთ თუ ადვილად. ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება და რთული ცხოვრებისგან გადაღლა გაიძულებთ პრობლემის სიმძიმის ქვეშ მოიხაროთ და პირქუშად დაასკვნათ: ოჰ, რა მძიმეა! ძალზე რთული საკითხია. სამყარო მაშინვე გეთანხმებათ: როგორც გენებოს, ძვირფასო. ის ყოველთვის გეთანხმებათ. და რაკი ასეა, პირიქით გააკეთეთ, უთხარით საკუთარ თავს: ყველაფერი ძალზე მარტივად გადაწყდება. თუნდაც ძალდატანებით, ეს პრობლემა მარტივად მიიჩნიეთ. თუნდაც ეს მხოლოდ პოსტულატი იყოს. პრობლემას ხომ ძირითადად ერთი პატარა წვრილმანი - თანმხლები გარემოებები - ართულებს. ჰოდა, ამ წვრილმანს თქვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს. და სამყარო ისევ ყველაფერზე თანახმა იქნება. რაც არ უნდა ხდებოდეს. ყველაფერი ცუდადაა? არა, - ამბობთ თქვენ, - ყველაფერი მშვენივრადაა!
როდესაც ყველაფერი სასიკეთოდ ვითარდება, გულგრილად კი არ უნდა მიიღოთ, როგორც თავისთავად ნაგულისხმები, არამედ სიხარულით უნდა შეხვდეთ,
ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელი გარემოებების შემთხვევაშიც კი თქვენ საბოლოო ჯამში მოგებული დარჩებით, თუ მეშვიდე სარკულ პრინციპს შეასრულებთ: ნებისმიერი ანარეკლი პოზიტიურად აღიქვით. რაც არ უნდა იყოს იქ, თქვენ ზუსტად არ იცით, ეს თქვენთვის სასიკეთოა თუ ბოროტებაა. თქვენთვის უკეთესი ამოირჩიეთ!
გახსოვდეთ: სამყარო მხოლოდ და მხოლოდ უზადოდ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას რეალობისადმი. რაც არ უნდა პირქუში ჩანდეს ანარეკლი - ის კიდევ უფრო უარესი გახდება, თუ მას როგორც ნეგატიურს, ისე მიუდგებით. ზუსტად ანალოგიურად ნეგატივი პოზიტივად იქცევა, თუ მას თქვენი ნებით ასეთად გამოაცხადებთ. ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა ატარებს საკუთარ თავში თქვენთვის როგორც არასასურველ, ასევე სასარგებლო პოტენციალს. ამ განშტოებაზე თქვენი დამოკიდებულების გამოხატვით თქვენ მოვლენათა შემდგომ მსვლელობას განსაზღვრავთ - იღბლიან მხარეს წავა ის თუ არა.
სინამდვილეში, სამყაროს კვანტის დადება არ ახასიათებს. უსიამოვნებები ნორმა არაა, რადგან მათზე ყოველთვის დიდი ენერგია იხარჯება. ბუნება კი ენერგიას უაზროდ არ ხარჯავს. ვარიანტთა დინება ყოველთვის უმცირესი წინააღმდეგობის გზით მიედინება. შეიძლება ითქვას, ის გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის გზას მიუყვება. პრობლემების ძირითად მასას თავად ადამიანი ქმნის, როდესაც წყალზე ხელებს ატყაპუნებს და თანაბარი დინების საწინააღმდეგოდ ნიჩბებივით იქნევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნეგატივიზმისკენ მიდრეკილება შესაბამის სურათ-ხატს შობს, რომელსაც სარკე სინამდვილედ ახორციელებს.
და აი, ბოლო - ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ სარკულ პრინციპს მივადექით. სარკეს უზადო არეკლვის უნართან ერთად კიდევ ერთი ნიშან-თვისება გააჩნია: მასში მარჯვენა მარცხენა ხდება, ხოლო სივრცე, რომელიც გარბის, სინამდვილეში საპირისპირო მხარეს მოძრაობს. ადამიანები დიდი ხანია მიეჩვივნენ ამ თვისებას და გონებაში ილუზიის რეალობად გარდაქმნა ისწავლეს. მაგრამ დუალური სარკის ილუზიასთან გონება აქამდე ვერაფერს გახდა.
თქვენ თავად მიხვდებით, სად მოქაჩოთ სადავე, და სად შეგნებულად მოუშვათ. ხელი უშვით სამყაროს და მის მოძრაობას დააკვირდით. დააკვირდით როგორც ბრძენი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, მხოლოდ იშვიათად უბიძგებს საჭირო მიმართულებით. თქვენ დაინახავთ, როგორ დატრიალდება სამყარო თქვენს ირგვლივ.
ყველაფერს, რაც გარს გახვევიათ, დამკვირვებლის თვალებით შეხედეთ. თქვენ პიესის მონაწილე ხართ და იმავდროულად გვერდიდან აკვირდებით და გარშემო ნებისმიერ მოძრაობას ამჩნევთ. იღებთ რჩევას - შეეცადეთ დაუფიქრდეთ. სხვისი აზრი გესმით - ნუ იჩქარებთ დისკუსიაში ჩაბმას. გეჩვენებათ, რომ ვიღაც სწორად არ იქცევა - დაე ასე იყოს. გარემოებები შეიცვალა - განგაშის ზარს ნუ დაარისხებთ, შეეცადეთ ცვლილებები მიიღოთ. რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, ისე იმოქმედეთ, როგორც უფრო ადვილია. არჩევანის წინაშე დგახართ - ის აარჩიეთ, რომელიც უფრო ადვილი მოსაპოვებელია.
ამრიგად, მეექვსე სარკული პრინციპია: მარწუხებს მოვუშვათ და სამყაროს ნება მივცეთ იმოძრაოს ვარიანთა დინების მიმართულებით. შინაგანი განზრახვა საპირისპიროდ იცვლის მიმართულებას, რაც პარადოქსს იწვევს: კონტროლზე უარის თქმით, თქვენ სიტუაციაზე რეალურ კონტროლს იღებთ.
ამრიგად, საჭიროა ხელები სარკეს მოვაცილოთ და სამყაროს ნება მივცეთ, იმოძრაოს.
ძალის საიდუმლო მარწუხების მოშვებაში მდგომარეობს. ადამიანის გონება უმცირეს გაუთვალისწინებელ გარემოებას, ასევე საკუთარი სცენარიდან სულ უმნიშვნელო გადახრას წინააღმდეგობით ხვდება. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება ბუნებრივი და პრიმიტიული რეაქცია - მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა, ანუ შეწინააღმდეგება, უარის თქმა, გაჯიქება, შეკამათება, მკვეთრი მოძრაობები, გარკვეული აქტიური მოქმედებები და ა.შ. საერთო ჯამში, გონება ანარეკლს ებღაუჭება და საკუთარი ხაზის გატარებას ცდილობს.
🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)
🔥 წამყვანი - მამუკა გურული
🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა"
🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია.
🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...
🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...
🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.
🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:
1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.
2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“).
3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში.
🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.
🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ.
ლექციების ჩამონათვალი:
🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა;
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები;
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა
✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.
✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.
✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).
☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი
☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.
☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი
პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447
პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.
მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...