კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე"

კარლოს კასტანედა
5
2

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა შეხვედრა ცოდნასთანსიზმრის მხილველი და სიზმარში ნახულიმანათობელ არსებათა საიდუმლო ნაწილი 2 - ტონალი და ნაგვალი უნდა ...

ტონალის კუნძული

 

ტონალის კუნძული

მეორე დღეს შუადღისას იმავე ადგილას შევხვდით. მას ისევ ის ყავისფერი კოსტიუმი ეცვა. პიჯაკი გაიხადა და ფრთხილად, მაგრამ გრაციოზული დაუდევრობით დაკეცა და სკამზე დადო. მისი ეს დაუდევრობა ერთდროულად გათამაშებულიც ჩანდა და საოცრად ბუნებრივიც. საკუთარი თავი დავიჭირე, რომ უბრალოდ მას ვაკვირდებოდი . ის კი, თითქოს მიხვდა პარადოქსს რომლის წინაშეც დამაყენა, მიღიმოდა. ჰალსტუხი შეისწორა, გრძელსახელოებიანი, კრემისფერი პერანგი ძალიან უხდებოდა.

-ჯერ ისევ ეს კოსტიუმი მაცვია, რადგან მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აგიხსნა, - თქვა მან და მხარზე ხელი მსუბუქად დამარტყა, - გუშინ შენთვის კარგი სპექტაკლი გათამაშდა, ახლა კი დროა საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ.

დიდი პაუზა გააკეთა, თითქოს რაღაცა მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. მუცელში უცნაური შეგრძნება გამიჩდა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ჯადოქრების ახსნების გამხელას აპირებდა. ორიოდეჯერ წამოდგა და გაიარ-გამოიარა, თითქოს სიტყვების მოძებნა უჭირდა.

-აქვე რესტორანში შევიდეთ და წავიხემსოთ, - შემომთავაზა მან ბოლოს.

მერე თავისი დაკეცილი პიჯაკი გაშალა და ვიდრე ჩაიცვამდა მაჩვენა რა კარგად იყო შეკერილი.

-განგებ შევაკერინე,- მითხრა ღიმილით და კმაყოფილმა, თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

-ამისთვის ყურადღება უნდა მიგექცია, შენ კი უბრალოდ ვერც კი შეამჩნიე. სამწუხაროა. მნიშვნელოვანია გააცნობიერო როგორი მნიშვნელოვანია ეს. შენ მიეჩვიე, რომ მხოლოდ იმას აცნობიერებ რაც შენთვისაა მნიშვნელოვანი, მეომარი კი ყოველთვის და ყველაფერს უნდა აცნობიერებდეს.

-ჩემი კოსტიუმიც და სხვა ყველაფერი დანარჩენიც მნიშვნელოვანია, რადგან ამის მიხედვით შეგიძლია იმსჯელო ჩემს კეთილდღეობაზე ანდა სულაც ჩემი მთლიანობის ერთ ნაწილზე. უკვე დიდი ხანია ამ საუბრის დრო დადგა. მივხვდი, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. მაგრამ ისე უნდა აგიხსნა ყველაფერი როგორც საჭიროა, ისე არაფერს ექნება აზრი. კოსტიუმის საშუალებით მინდოდა პირველი მინიშნება მომეცა. ვთვლი, რომ შენ მიიღე კიდევაც ის. ახლა კი მსჯელობის დროა, რადგან ამ თემის გასაგებად სერიოზული საუბარია საჭირო.

-განა რა თემაა ასეთი დონ ხუან?

-საკუთარი მთლიანობა.

ის მკვეთრად წამოდგა და მოპირდაპირე რესტორანში გამიძღვა. დიასახლისმა საკმაოდ ცივად მიგვითითა თავისუფალ მაგიდაზე შორეულ კუთხეში. როგორც ჩანს რჩეული ადგილები ფანჯრებთან იყო.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ ეს დიასახლისი მახსენებდა იმ არიზონელ დიასახლისს რომლის რესტორანშიც ერთხელ მე და მან ვისადილეთ. ვიდრე მენიუს მომაწვდიდა ქალმა ჯერ მკითხა საკმარისი ფული მქონდა თუ არა.

-ვერ გავამტყუნებ საწყალ ქალებს, - მიპასუხა დონ ხუანმა მოჩვენებითი თანაგრძნობით, -ამასაც, ისევე როგორც არიზონელს, ძალიან ეშინია მექსიკელების.

მან თბილად გაიცინა. რესტორნის რამდენიმე სტუმარი მობრუნდა და შემოგვხედა.

დონ ხუანმა კი მითხრა, რომ ისე რომ ვერც კი მიხვდა, თავისივე სურვილის საწინააღმდეგოდ ქალმა რესტორნის ყველაზე კარგ მაგიდასთან დაგვსხა.

-აქ სრულიად თავისუფლად ვილაპარაკებთ და შენც იმდენს დაწერ რამდენსაც გინდა.

როგორც კი ჯიბიდან ბლოკნოტი ამოვიღე ჩვენს მაგიდასთან მიმტანმა მოირბინა. თითქოს ისიც ცუდ განწყობაზე იყო. გამომწვევი მზერით გვათვალიერებდა.

დონ ხუანმა თავისთვის საკმაოდ რთული სადილი შეუკვეთა. მენიუში არც კი ჩაუხედავს, იფიქრებდი ზეპირად იცისო. დავიბენი. მიმტანი ისე მოულოდნელად გამოჩნდა მანიუს გადაშლაც კი ვერ მოვასწარი. ამიტომ ვითხოვე ჩემთვისაც იგივე მოეტანათ.

დონ ხუანმა ჩამჩურჩულა:

-დაგენაძლევები არაფერი არ აქვთ რაც შევუკვეთე.

ის მოხერხებულად მოკალათდა სკამზე და მეც იგივე მირჩია, რადგან ჩვენი სადილის მზადება ძალიან დიდი დროს წაიღებდა.

-შენ ძალიან საფრთხილო მოსახვევთან ხარ, - მითხრა მან, - შესაძლოა ეს უკანასკნელი და გასაგებად ყველაზე რთულიც კი იყოს. ალბათ ზოგი რამ, იქიდან რასაც ახლა გეტყვი გასაგები შენთვის არც არასოდეს გახდება. მაგრამ ასეც უნდა იყოს. ამიტომ იმედს ნუ გადაიწურავ და ნუ შეშფოთდები. მაგიის სამყაროში შებიჯებისას ყოველი ჩვენგანი ნამდვილი ბრიყვია. თუმცა უკეთესი ცვლილებები არც ამას მოაქვს. ზოგიერთი ბოლომდე იდიოტად რჩება.

მესიამოვნა როცა იდიოტების რიცხვს საკუთარი თავიც მიათვალა, ვიცოდი ეს გულკეთილობით კი არა იმ განზრახვით გააკეთა მე რომ უკეთ გამეგო.

-ნუ დაიბნევი თუ ჩემი ახსნებიდან რაიმეს ვერ გაიგებ, - განაგრძო მან, - შენს ტემპრამენტს თუ გავითვალისწინებ, გააზრების ცდაში შესაძლოა მთელი ენერგია დაკარგო. არ გინდა! ის რასაც ახლა გაიგებ მხოლოდ მიმართულებას მიგანიშნებს.

უეცრად განგაშმა მომიცვა. დონ ხუანის გაფრთხილებამ გონებაში ნამდვლი ქაოსი გამოიწვია. მას ასე ადრეც გავუფრთხილებივარ და ყოველ ჯერზე ეს რაიმე საშინელ კატასტროფად ქცეულა.

-ძალიან ვღელავ როცა ასე მელაპარაკები, - ვუთხარი მე.

-ვიცი, - მშვიდად მიპასუხა მან,- განგებ ვცდილობ ყურადღება გაგამახვილებინო. მე ის მთლიანად მჭირდება.

გაჩუმდა და შემომხედა. ნერვიულად გამეცინა. ვიცოდი, რომ ის განგებ ახდენდა სიტუაციის დრამატიზებას და უტრირებას.

-ამ ყველაფერს ეფექტისთვის არ გეუბნები, - მითხრა თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, - უბრალოდ დროს გაძლევ რომ მოემზადო.

ამ დროს ჩვენთან მიმტანი მოვიდა და განგვიცხადა, რომ მათ არაფერი არ ჰქონდათ რაც შევუკვეთეთ. დონ ხუანმა ხმამაღლა გაიცინა და ხორციანი ტორტილიები და ლობიო შეუკვეთა. ოფიციანტმა თავაზიანად გაიღიმა და განგვიცხადა, რომ ასეთ საჭმელს არ ამზადებდნენ და სტეიკი და წიწილა შემოგვთავაზა, ჩვენ წვნიანი ვარჩიეთ.

ჩუმად შევექცეოდით. მე წვნიანი არ მომეწონა და ვერ დავამთავრე, აი დონ ხუანი კი ბოლომდე გეახლათ.

-პიჯაკი ამიტომ ჩავიცვი, - უეცრად მითხრა მან, - რომ შენთვის უკვე ცნობილ თემებზე მისაუბრა. რადგან ცოდნა ეფექტური რომ გახდეს ის კარგად უნდა გაიხსნას. ამიტომ გადავდე მე ეს საუბარი ასე დიდი ხნით რომ ხენარო თვლიდა მხოლოდ შენი სურვილი ცოდნის გზაზე დასადგომად საკმარისი არ იყო. შენი საქციელი უზადო უნდა იყოს, რათა ამ ცოდნის ღირსი გახდე. შენ კარგად იქცეოდი, ახლა კი ჯადოქრების ახსნებზე მოგიყვები.

ისევ დადუმდა, ლოყები და კბილები შიგნიდან ენით მოისინჯა.

-მინდა ტონალსა და ნაგუალზე გელაპარაკო, ბოლოს და ბოლოს თქვა მან და ყურადღებით დამაკვირდა.

მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე მისგან ასეთი სიტყვები პირველად მესმოდა. ეს ორი ტერმინი ბუნდოვნად მახსოვდა ანთროპოლოგიური ლიტერატურიდან ცენტრალური მექსიკის ინდიელების კულტურის შესახებ. ვიცოდი, რომ ტონალი წარმოითქმის როგორც ტოჰ-ნაჰლ, ესაა თავისებური მცველი სული, როგორც წესი ცხოველი, რომელსაც ახალშობილი დაბადებიდანვე იღებდა და რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მასთან მთელი ცხოვრების მანძილზე.

ნაგუალი (ნაჰ-უაჰლ) იმ ცხოველის სახელია რომლად გადაქცევაც ჯადოქარს შეეძლო ან იმ ჯადოქრის რომელსაც მსგავსი ტრანსფორმაცია შეეძლო.

-ეს ჩემი ტონალია, - მითხრა დონ ხუანმა და ხელი მკერდზე ჩამოისვა.

-შენი კოსტიუმი?

-არა ჩემი პიროვნება.

ხელი ჯერ მკერდზე მიირტყა მსუბქად, მერე ნეკნებსა და ფეხებზე.

-ყველაფერი ეს ჩემი ტონალია.

მან ამიხსნა, რომ ყოველ ადამიანურ არსებას ორი მხარე აქვს, ორი ცალკე აღებული არსი, ორი საწინააღმდეგო ფორმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაბადებისთანავე იწყებენ. ერთს „ტონალი“ ჰქვია, მეორეს - „ნაგუალი“.

მე მას ამ ორი ტერმინის შესახებ ანთროპოლოგების აზრი გავანდე.

არ გაუწყვეტინებია, ბოლომდე მომისმინა.

-გამოდის, რომ ყვლაფერი რაც მათზე იცი ან გგონია რომ იცი უბრალოდ სისულელეა, - მითხრა ბოლოს, - სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან შეუძლებელია ტონალსა და ნაგუალზე ის ცოდნა გქონდეს, რის გამხელასაც ახლა ვაპირებ. ბავშვიც კი მიხვდება რომ ამაზე არაფერი იცი. მათ რომ გაეცნო ჯადოქარი უნდა იყო. შენ კი ჯადოქარი არ ხარ. შესაძლოა სხვა ჯადოქარს მოეყოლა ამის შესახებ. მაგრამ არც ასე ყოფილა. ამიტომაც დაივიწყე ყველაფერი რაც აქამდე იცოდი, ეს არაფერში გამოგადგება.

-ეს მხოლოდ შენიშვნა იყო, - ვუთხარი მე.

მან წარბები მხიარულად ასწია.

-ახლა შენი შენიშვნები უადგილოა, - მითხრა მან , - ამჯერად მე შენი ყურადღება მთლიანად მჭირდება. მინდა ტონალი და ნაგუალი გაგაცნო. ჯადოქრებს განსაკუთრებული და უნიკალური ინტერესი აქვთ მათ მიმართ. მე იმასაც დავამატებდი, რომ ტონალი და ნაგუალი მხოლოდ ცოდნის სფეროში და აქ მოღვაწე ადამიანებში არსებობს. შენთვის კი ჯერ ჯერობით ეს შირმაა, რომელიც ეფარება ყველაფერს რასაც აქამდე გასწავლიდი. ამიტომაც ვიცდიდი ასე დიდხანს, რომ მათზე მომეყოლა.

-ტონალი ადამიანის მცველი სული არაა. მე ვიტყოდი რომ ეს ცხოველია ანდა რომელსაც შესაძლოა ცხოველის ფორმა ჰქონდეს მაგრამ მთავარი ეს არაა.

მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

-ახლა კი შენს სიტყვებს გამოვიყენებ, განაგრძო მან, - ტონალი სოციალური სახეა.

ისევ გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.

-ტონალი მცველია, შემნახველი, მცველი რომელიც ყველაზე ხშირად ხდება მფარველი.

მე ხელი ბლოკნოტს წამოვავალე. მან გაიღიმა და გამომაჯავრა.

-ტონალი სამყაროს მენეჯერია, - განაგრძობდა ის, - მისი უზარმაზარი შრომის აღწერა ასე სჯობს - მის კისერზე მსოფლიოს ქაოსისა და წესრიგის შექმნის ამოცანაა. სულაც არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვი, რომ ყველფერი რასაც ადამიანები ვაკეთებთ და ვსწავლობთ ტონალის ნაღვაწია. ასე ამბობენ ჯადოქრები.

მაგალითად ამწუთას შენი ძალისხმევა, აღიქვა და აზრი გამოიტანო ჩემი სიტყვებიდან, ტონალია. მის გარეშე მხოლოდ უაზრო ბგერები და ჟესტები დარჩებოდა და ჩემი ნათქვამიდან ვერაფერს გაიგებდი.

უფრო მეტიც, ტონალი შემნახველია, ის უძვირფასეს რამეს ინახავს, თავად ჩვენს არსებობას. ამიტომაც ტონალის თანდაყოლილი თვისებაა კონსერვატულობა და უნდობლობა მისივე ქმედებების მიმართ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქმედებები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, არცაა გასაკვირი, რომ ის თითოეული ჩვენგანის მცველიდან თან და თან მფარველად გადაიქცევა.

ის გაჩერდა და მკითხა გავიგე თუ არა. მე თავი მექანიკურად დავუქნიე, მან კი უნდობლად ჩაიღიმა.

-მფარველი ფართოდ აზროვნებს და ყველაფერი არ ესმის, - ამიხსნა მან, - მაგრამ მფარველი ყურადღებიანია, წვრილმანებზე დაკვირვებული და ხშირად დესპოტიც. შესაბამისად ტონალიც თითოეულ ჩვენგანში წვრილმანებზე დაკვირვებულ და დესპოტ მფარველად გადაიქცევა, მაშინ, როცა ის უბრალოდ ფართოდ მოაზროვნე მცველი უნდა ყოფილიყო.

აშკარად ხელიდან გამისხლტა მისი აზრი. გავიგონე და ჩავწერე თითოეული სიტყვა, მაგრამ ჩემი შინაგანი უწყვეტი და არეულ დარეული დიალოგი ძალიან მიშლიდა ხელს.

-ძალიან მიჭირს მოგყვე, - დავიჩივლე მე.

-საკუთარ თავთან საუბარს თუ გაწყვეტ აღარ გაგიჭირდება, - მომიგო მან.

დიდხანს და მონოტონურად ვცდილობდი თავის დაცვას, თუმცა ბოლოს ყველაფერი გავიაზრე და ბოდიში მოვიხადე ჩემი ჩვევის გამო - გამუდმებით თავი მემართლებინა.

გამიღიმა და მანიშნა, რომ სულაც არ ბრაზობდა.

-ტონალი ესაა ყველაფერი რაც ჩვენ ვართ, - განაგრძო მან, - გამოთქვი ის! ყველაფერი რის გამოსახატავადაც სიტყვები არსებობს ტონალია. ხოლო რადგან ტონალის მოქმედების სფერო თავად ტონალიცაა - ყველაფერი მასში ხვდება.

შემახსენა როგორ თქვა დასაწყისში, რომ ტონალი სოციალური პირია. მე ვიყენებდი მასთან საუბრისას ამ ტერმინს ადამიანის როგორც სოციალური პროცესის საბოლოო შედეგის განსაზღვრისთვის. მე ვუთხარი, რომ თუ ტონალი ამ მოვლენის შედეგი იყო, მაშინ ის ვერ იქნებოდა ყველაფერი, რადგან ჩვენი გარემომცველი სამყარო სოციალური პროცესის ნაწილი არაა.

დონ ხუანი შემეკამათა, რომ ჩემს არგუმენტს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მან ხომ უკვე მითხრა, რომ ფართო გაგებით არანაირი სამყარო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სამყაროს ხატი, რომლის ვიზუალიზაციაც ჩვენ ვისწავლეთ და ვიღებთ როგორც უკვე თავისთავად არსებულს.

-ტონალი ესაა ყველაფერი რაც ვიცით, - მითხრა მან, - ვფიქრობ რომ ეს უკვე თავისათავად საკმარისი მიზეზია ტონალის ძლევამოსილების გამოსახატად.

წამით შეჩერდა, თითქოს ჩემს კითხვებსა და შენიშვნებს ელოდა. მაგრამ არც ერთი არ მქონდა. თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ვალდებული ვიყავი კითხვა დამესვა და გონებაში შესაფერისის ფორმულირებას ვცდილობდი. ვერ შევძელი. მთელი იმ გაფრთხილების მერე, რაც საუბრის სადაწყისში მომცა, რაღაცნაირად აღარ მინდოდა კითხვების დასმა. უკმაყოფილებამ მომიცვა, არც ყურადღების მოკრება შემეძლო და აღარც აზრების კონტროლი. ფაქტიურად ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიცოდი, რომ ფიქრი არ შემეძლო, ვიცოდი, ვგრძნობდი, მაგრამ გონებით არა, თუ რა თქმა უნდა ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

დონ ხუანს შევხედე. ის ჩემი სხეულის შუა ნაწილს უყურებდა, მაგრამ როგორც კი თვალი მომაშორა ნათელი გონება დამიბრუნდა.

-ტონალი ესაა ყველაფერი, რაც ვიცით, - გაიმეორა მან, - მაგრამ ის მოგვიცავს არა მხოლოდ ჩვენ როგორც პიროვნებებს, არამედ ყველაფერს ამ სამყაროში. შეიძლება ითქვას, რომ ტონალი ყველაფერია რისი თვალით დანახვაც შეგვიძლია.

ჩვენ მას დაბადების მომენტიდან ვზრდით. პირველივე ჩასუნთქვით ძალას და ტონალს ერთად ჩავისუნთქავთ. ამიტომაც ჭეშმარიტი იქნება თუ ვიტყვი, რომ ადამიანის ტონალი საკრალურადაა დაკავშირებული მის დაბადებასთან.

ეს უნდა დაიმახსოვრო. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ტონალი დაბადებით იწყება და სიკვდილით მთავრდება.

მინდოდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამემეორებინა და უკვე პირი დავაღე რომ მეთხოვა, მაგრამ რაოდენი იყო ჩემი გაკვირვება, როცა სიტყვაც კი ვერ წარმოვთქვი. სიტყვები დამძიმებულიყო, მე კი სრულიად დამეკარგა კონტროლი საკუთარ თავზე.

დონ ხუანს შევხედე და ვეცადე მისთვის დამენახებინა, რომ ვერ ვსაუბრობდი, ის კი ისევ მუცელზე მიყურებდა. მერე თავი ასწია და მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი.

სიტყვები ისე მომაწვა როგორც ნიაღვარი. მოვუყევი, რომ სასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, თითქოს არც საუბარი და არც ფიქრი არ შემეძლო და ამავე დროს ჩემი აზრები კრისტალურად სუფთა იყო.

-შენი აზრები იყო კრისტალურად სუფთა? - ჩამეკითხა ის.

ამ დროს მივხვდი, რომ სისუფთავე ჩემს აზრებს კი არა სამყაროს ჩემეულ აღქმას ეხებოდა.

-დონ ხუან შენ რამეს მიკეთებ? - ვკითხე მე.

-ვცდილობ დაგარწმუნო, რომ შენი შენიშვნები არაა საჭირო, - მითხრა და გაიცინა.

-გამოდის არ გინდა რომ კითხვები დაგისვა?

-არა, არა მკითხე რაც გინდა, უბრალოდ ყურადღება სხვა რამეზე ნუ გადაგაქვს.

იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ თემის არაორგანიზებულობამ დამაბნია.

-დონ ხუან მე ჯერ კიდევ არ შემიძლია გავიგო რას გულისხმობ როცა ამბობ რომ ტონალი ეს ყველაფერია, - ვკითხე პატარა პაუზის შემდეგ.

-ტონალი ესაა რაც სამყაროს ქმნის.

-ტონალი სამყაროს შემოქმედია?

-დონ ხუანმა საფეთქლები დაიზილა.

-ტონალი სამყაროს ქმნის მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით. მას არც არაფრის შექმნა და არც შეცვლა არ შეუძლია და მაინც ის ქმნის სამყაროს, რადგან მისი ფუნქციები განსჯა, შეფასება და დამოწმებაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ქმნის სამყაროს რადგან ეს ემოწმება და აფასებს მას თავისი წესების თანახმად, ტონალის წესების თანახმად. საკმაოდ უცნაურად ხდება ტონალი შემოქმედი რომელიც არაფერს არ ქმნის, უფრო უკეთ რომ ვთქვათ ტონალი ქმნის კანონებს რომლებითაც აღვიქვამთ სამყაროს, ასე რომ გარკვეული გაგებით ის ქმნის სამყაროს.

დონ ხუანი პოპულარულ მელოდიას ღიღინებდა და თან თითებით იგივე მელოდია გამოჰყავდა ხის სკამზე. თვალები უბრწყინავდა, ასხივებდა. გაიცინა და თავი რიტმს ააყოლა.

-შენ მე არ მისმენ, - გაიღიმა მან.

-არა გისმენ ნუ ღელავ, - დავარწმუნე მე.

-ტონალი ესაა კუნძული, - განაგრძო მან, - მის აღსაწერად ყველაზე კარგი ხერხია აი ამასთან შედარება.

და მან ხელი მაგიდის კუთხეს მოავლო.

-თუ ვიტყვით, რომ ტონალი ამ მაგიდის ზედაპირია, როგორც კუნძული და ყველაფერი ამ კუნძულზეა. სწორედ ეს კუნძულია მთელი ჩვენი სამყარო.

ყოველ ჩვენგანს თავისი ტონალი აქვს და არსებობს კიდევ კოლექტიური ტონალი ნებისმიერ მოცემულ დროს და სწორედ ესაა დროის ტონალი.

მან რესტორნის სხვა მაგიდაზე მიმითითა.

-შეხედე, ეს მაგიდები ერთნაირია და ყოველ მაგანზე ერთი და იგივე ნივთები აწყვია. მაგრამ ყოველ მათგანს აქვს მისი საკუთარი განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი. ერთ მაგიდას უფრო მეტი ხალხი უზის ვიდრე მეორეს. ყოველი მათგანი გაწყობილიასხვა დასხვა კერიძით, ჭურჭლით და სხვა და სხვა ატმოსფეროა. მაგრამ ამაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ყველა მაგიდა რესტორანში ერთმანეთს ჰგავს. იგივე ეხება ტონალსაც. დროის ტონალი ერთმანეთს გვამსგავსებს, ისე როგორც ეს მაგიდები ჰგავს ერთმანეთს და ამავე დროს ყოველი მათგანი თავისთავადია, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანის პირადი ტონალი. თუმცა უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - ყველაფერი რაც ვიცით ჩვენზე და ჩვენს სამყაროზე ტონალის კუნძულზე მდებარეობს. გესმის რას გეუბნები?

-თუ ტონალი ყველაფერი რაც ვიცით საკუთარ თავსა და სამყაროზე მაშ ნაგუალი რაღაა?

-ნაგუალი ეს ჩვენი ნაწილია, რომელთანაც არავითარი საქმე არ გვაქვს.

-მაპატიე, მაგრამ ვერ გავიგე.

-ნაგუალი ჩვენი ის ნაწილია, რომლის აღსაწერად არც სიტყვა არსებობს, არც სახელდება, არც გრძნობა და არც ცოდნა.

-მაგრამ ეს წინააღმდეგობრივია დონ ხუან, მგონია, რომ თუ მისი არც აღწერა, არც შეგრძნება, არც სახელდება არ შეიძლება მაშინ ის არც არსებობს.

-ეს წინააღმდეგობა მხოლოდ შენს გონებაში არსებობს. უკვე ხომ გაგაფრთხილე რომ ქანცი გაგძვრებოდა ამის გაგებაში.

-იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ნაგუალი გონებაა?

-არა, გონება მაგიდაზე, ეს ტონალის ნაწილია, აი მაგალითად გონება ეს მწარე სოუსია.

მან აიღო სოუსის ბოთლი და ჩემს წინ დადგა.

-იქნებ სულია ნაგუალი?

-არა, სულიც მაგიდაზე. ვთქვათ სული საფერფლეა.

-იქნებ აზროვნება?

-არა, აზროვნებაც მაგიდაზე. აზრები ეს ვერცხლის დანა-ჩანგალია.

მან აიღო ჩანგალი და სოუსის ბოთლსა და საფერფლეს გვერდით დაუდო.

-იქნებ ეს ზეციური ნეტარების მდგომარეობაა?

-არა, არც ეს. ეს რაც არ უნდა იყოს მაინც ტონალის ნაწილია, მაგალითად - ქაღალდის ხელსახოცი.

მე განვაგრძობდი იმის ჩამოთვლას თუ რის შესახებ მესაუბრებოდა ის: სუფთა ინტელექტი, ფსიქიკა, ენერგია, სასიცოცხლო ძალა, უკვდავება, პრინციპები. ყველაფრისთვის რაც დავუსახელე მან მაგიდაზე ნივთი იპოვა და ჩემს წინ დადო. ეს იქამდე გაგრძელდა ვიდრე მაგიდაზე ყველაფერი ერთ გროვაში არ აღმოჩნდა.

დონ ხუანი უსასრულოდ გააგრძელებდა ამ სიამოვნებას. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალს ვასახელებდი ხელებს იფშვნეტდა და იცინოდა.

-იქნებ ნაგუალი ეს უმაღლესი არსებაა, ყოვლისშემძლე ღმერთი?

-არა, ღმერთიც მაგიდაზეა, დავუშვათ ღმერთი სუფრაა.

მან ხუმრობით ისეთი ჟესტი გააკეთა თითქოს სუფრა დაჭმუჭნა და ჩემს წინ დადო.

-მაშ შენი აზრით ღმერთი არ არსებობს?

-არა მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ ნაგუალი ღმერთი არაა, რადგან ღმერთი ეკუთნის ტონალს, ჩვენს პირადსა და დროის ტონალს. მაშ ასე, ტონალი არის ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოადგენს სამყარო და ღმერთი ამ სამყაროში. ღმერთი არაა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყნად.

-ჩემი აზრით დონ ხუან, ღმერთი ყველაფერია. ნუთუ ერთი და იმავეზე არ ვლაპარაკობთ?

-არა, ღმერთი მაინც ისაა, რის შესახებ ფიქრი ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ერთი საგანია ამ მაგიდა - კუნძულზე. შეუძლებელია ღმერთის ნახვა როცა მოისურვებ. მასზე მხოლოდ საუბარი შეიძლება. ნაგუალი კი ყოველთვის მეომრის სამსახურშია და მასზე თვალის მიდევნება შეიძლება, მაგრამ მისი სიტყვებით გამოთქმა შეუძლებელია.

-თუ ნაგუალი არაფერი ისეთი არაა რაც მე ჩამოგითვალე დონ ხუან, მაშინ მისი ადგილმდებარეობა მაინც მითხარი სადაა?

დონ ხუანმა ხელები გაშალა და მაგიდის გარშემო სივრცეზე მანიშნა. მან თითქოს ხელი შემოავლო სიცარიელეს მაგიდის გარშემო.

-აი აქაა ნაგუალი,- თქვა მან, - კუნძულის გარშემო. ნაგუალი იქაა სადაც იბადება ძალა. ჩვენ მას დაბადებიდან ვგრძნობთ, ეს ჩვენი ორი ნაწილია. დაბადების მომენტში და ცოტა ხანს ამის შემდეგაც ჩვენ მთლიანად ნაგუალს წარმოვადგენთ. მერე კი ვხვდებით, რომ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია იმის საწინააღმდეგო ნაწილი რაც უკვე გვაქვს. ტონალი ჯერ არაა ჩართული და ეს მთლიანობის შეგრძნებას გვიკარგავს. მერე ტონალი ვითარდება და ჩვენი არსებობის მთავარი ნაწილი ხდება. იმდენად აუცილებელი და გარადუვალი რომ ანელებს ნაგვალის ბრწყინვალებას. იმ მომენტში კი, როცა მთლიანად ტონალად ვიქცევით, ჩვენში ისევ ძველებურად იღვიძებს მთლიანობის რღვევის შეგრძნება. ეს კი გამუდმებით გვახსენებს, რომ არსებობს ჩვენი არსების მეორე ნაწილი რომელიც ჩვენს მთლიანობას ქმნის.

როგორც კი მთლიანად ტონალად გადავიქცევით ჩვენ ვიწყებთ წყვილების შექმნას. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს ორ მხარეს მაგრამ ჩვენ ისინი ორივე ტონალის ნაწილები გვგონია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ორი ნაწილი ეს სული და სხეულია, აზრი და მატერია, სიკეთე და ბოროტება, ღმერთი და ეშმაკი და ა.შ. ჩვენ ვერასოდეს ვაცნობიერებთ, რომ ერთი და იმავე ნაწილის შემდგენლებს ვაწყვილებთ, მაგალითად როგორც ყავა და ჩაი, პური და ფუნთუშა, ჩილი და მდოგვი. უცნაური არსებები ვართ, მხოლოდ ჩვენს ერთ მხარეს ვავითარებთ და თან მთელი ჩვენი სიბრიყვე მოვიხმეთ და თავი დავირწმუნეთ, რომ სწორად ვიქცევით.

დონ ხუანი წამოდგა და ორატორივით მომიბრუნდა, საჩვენებელი თითით მიბიძგა და თავი გააქნია.

-ადამიანი სიკეთესა და ბოროტებას შორის კი არ იხლიჩება, - პათეტიკურად თქვა მან და თან თეატრალური ჟესტით სამარილე და საპილპილე შეარხია, - ადამიანი რეალურად დადებითსა და უარყოფითს შორის იხლიჩება.

აქ მან სამარილე და საპილპილე ხელიდან გააგდო და დანასა და ჩანგალს წამოავლო ხელი.

-თქვენ ცდებით! არ არსებობს არანაირი მოძრაობა, - განაგრძო მან თითქოს საკუთარ თავს ეწინააღმდეგებაო, - ადამიანი მხოლოდ გონებაა.

მაგიდიდან სოუსის ბოთლი აიღო, ზემოთ ასწია და მერე ისევ ძირს დაუშვა.

-როგორც ხედავ, - მითხრა მან, - ჩვენ ადვილად შეგვიძლია გონების მწარე სოუსით ჩანაცვლება და შევთანხმდით იმაზე, რომ „ადამიანი მწარე სოუსია“. ეს იმაზე მეტად ვერ შეგვშლის ვიდრე უკვე ვართ.

-მგონი არასწორი კითხვა დაგისვი, - ვთქვი მე, - უფრო უპრიანი იქნებოდა თუ გკითხავდი განსაკუთრებული რა არის ამ კუნძულის მიღმა.

-არ არსებობს ამის პასუხი. თუ ვიტყვი, რომ ეს „არაფერია“ ამით მე მას ტონალის ნაწილად ვაქცევ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტონალის კუნძულის მიღმა ნაგუალია.

-მაგრამ როცა მას ნაგუალს უწოდებ ნუთუ ტონალად არ აქცევ მას?

-არა, მე ასე მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ შენთვის მისი აღქმის შესაძლებლობა მომეცა.

-კარგი! მაგრამ ნუთუ ჩემი შემეცნება არ აქცევს მის ტონალს ახალ საგნად?

-ვშიშობ შენ ვერაფერი გაიგე. მე ნაგუალი და ტონალი წარმოგიდგინე როგორც ჭეშმარიტი წყვილი. სულ ესაა რაც გავაკეთე.

მან შემახსენა, როგორ ვცდილობდი ერთხელ ამეხსნა მისთვის ჩემი გადაუდებელი სურვილი ყველაფერში რაღაც აზრი დამენახა და ეს შემდეგ მაგალითზე ავუხსენი. ბავშვებს არ შეუძლიათ აღიქვან სხვაობა დედასა და მამას შორის, ვიდრე ამ ტერმინების გარჩევას არ ისწავლიან. ხოლო იქამდე ისინი ასხვავებენ მამას როგორც შარვლიანს და დედას როგორც კაბიან ადამიანს, ანდა რაიმე სხვა სხეულებრივი განმასხვავებელი ნიშნით, ვარცხნილობით აქსესუარებით და ა.შ.

-ჩვენც ზუსტად ამას ვუკეთებთ ჩვენს ორ ნაწილს, - თქვა მან, - ჩვენ ვიცით რომ არსებობს მეორე ნაწილიც, მაგრამ როგორც კი მის მოხელთებას ვცდილობთ, ტონალი მაშინვე ერთვება როგორც ეჭვიანი და მძლავრი ბოსი და მართვის სადავეებს თავის ხელში იღებს. ის თავისი ეშმაკობით გვაზარმაცებს და ცდილობს მეორე ნაწილზე სულ მცირე მინიშნებაც კი დაგვავიწყოს, ხოლო ეს მეორე ჭეშმარიტი ნაწილი - ნაგუალია.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff