ტონალის შეკუმშვა
ტონალის შეკუმშვა
ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 10 საათზე მე სასტუმროდან 15-იოდე წუთით ადრე გამოვედი დონ ხუანთან შესახვედრად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ავიასალაროების ახლოს შევხვდებოდით პასეო დე ლა რეფორმაზე, სასტუმროდან 5-6 კვარტალში.
გასვლამდე ჩემს ნაცნობთან ერთად ვისაუზმე. მასაც უნდოდა გამომყოლოდა, მაგრამ მე თავი მოვაჩვენე თითქოს ქალთან შესახვედრად მივდიოდი. განზრახ გავეშურე ქუჩის საწინააღმდეგო მხარეს, იქ არა სადაც სალაროები იყო განლაგებული. თავს არ მანებებდა უსიამოვნო ეჭვი, რომ ჩემი ნაცნობი, რომელიც უკვე დიდი ხანია მეხვეწებოდა დონ ხუანი გამეცნო, მიხვდებოდა ჩემს ტყუილს და ამედევნებოდა.
დონ ხუანი მეორე მხარეს, საგაზეთო კიოსკთან დავინახე. გზაზე გადასვლისას გაჩერება მომიხდა - მანქანა გავატარე. მერე ფრთხილად მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ჩემი ნაცნობი მომდევდა. ის ქუჩის კუთხეში იდგა და მოჩვენებითი დამნაშავის ჟესტით შლიდა ხელებს, თითქოს მანიშნებდა, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო. როგორც კი მანქანამ გაიარა გავიქეცი და საშუალება აღარ მივეცი დამწეოდა.
როგორც ჩანს დონ ხუანი მიხვდა ჩემს მდგომარეობას. როცა მასთან მივირბინე მან სწრაფად გადაიხედა ჩემი მხრიდან.
-ის გვიახლოვდება, - მითხრა მან,- ჯობია გვერდით ქუჩაზე გავუხვიოთ.
მან იმ ქუჩაზე მანიშნა, რომელიც დიაგონალურად უერთდებოდა პასეო დე ლა რეფორმას სწორედ იმ ადგილას სადაც ჩვენ ვიდექით. ორიენტირება სწარაფად მოვახერხე. ამ ქუჩაზე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დაახლოებით ორი დღის წინ ვესტუმრე ავიაბილეთების სალაროს და კარგად მახსოვდა შენობის გეგმა. ის ამ ქუჩებით შექმნილ ვიწრო კუთხეში მდებარეობდა და ყოველ ქუჩაზე გამავალი ერთმანეთისგან 3-4 მეტრით დაშორებული, თითო კარი ჰქონდა. შენობაში ერთი კარიდან მეორემდე მისვლა ძალიან ადვილი გახლდათ და ასე ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასვლაც მარტივდებოდა. იმ დღეს როცა მივედი სალარო ხალხით იყო სავსე.
მინდოდა მაშინვე შევვარდნილიყავი, თუმცა დონ ხუანი ნელი ნაბიჯით მომყვებოდა. როგორც კი ავიასალაროს კარს მივადექით, ზურგს უკან ჩემი მეგობარიც გადმოვიდა ბულვარზე. ქუჩასაც გადმოირბენდა და უკვე ჩვენთან იქნებოდა. დონ ხუანს იმედით შევხედე და შველას ველოდი. მან მხრები აიჩეჩა. გავბრაზდი და ჩემი ნაცნობისთვის ცხვირში მოდების მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
ამ წუთას მე ალბათ ან ჩავისუნთქე ან ამოვისუნთქე და ვიგრძენი როგორ უეცრად დავრჩი უჰაეროდ დონ ხუანის მკვეთრი და ძლიერი დარტყმის გამო და უცებ შენობის ღია კარში შევვარდი. დონ ხუანის ეს საქციელი ისე მოულოდნელი იყო, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მისი ბიძგის მერე ჩემი შიში ნამდვილ საშინელებას შეერწყა.
სახის დასაცავად უნებურად ხელები წინ გავიშვირე. ბიძგი იმდენად ძლიერი იყო, რომ ოთახში შევარდნილს თვალთ დამიბნელდა და პირიდან ნერწყვი წამომივიდა. წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ არ წავქცეულიყავი, ადგილზე რამდენჯერმე დავტრიალდი. გაურკვეველი სცენა იყო, ალბათ ჩემი ასეთი სწრაფი მოძრაობების გამო. მე ბუნდოვნად გავარჩიე დამსწრეთა ბრბო, რომლებიც თავისი საქმით იყვნენ დაკავებულნი და მივხვდი, რომ ყველა ძალიან გააღიზიანა ჩემმა ასე მოულოდნელმა შემოვარდნამ და ოთახში ტრიალმა. ჩემთვის იმის გაფიქრება, რომ ძალიან სულელურად გამოვიყურებოდი ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა.
გონებაში მთელმა რიგმა საშიშროებებმა ჩამირბინა. შემეშინდა სახით რომელიმე დამსწრეს არ დავცემოდი; ეს შესაძლოა აგერ ის მოხუცი ქალბატონი ყოფილიყო, რომლესაც დიდი ალბათობით რამეს დავუშავებდი დაჯახებისას. შესაძლოა უფრო უარესიც - შუშის კარს შევსკდომოდი, რომელიც ამ დროს დაკეტილი იყო და ალბათ თავით გავიტანდი.
თითქმის გონებაგაფანტულმა მივაღწიე რიო დე ლა რეფორმაზე გამავალ კარამდე. ის ღია აღმოჩნდა და ფაქტიურად გავვარდი. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ჩემი აზრები მიმართულება არ შეცვლილა და ისევ დონ ხუანზე ფიქრს განვაგრძობდი. თვალის გახელის გარეშე, ავტომატურად მარჯვნივ მოვბრუნდი და ბულვარს ქალაქის ცენტრისკენ გავუდექი თან დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანი სადაცაა შემომიერთდებოდა და მეზობელ ქუჩაზე ისევ ჩემს მეგობარს შევეჩეხებოდით.
თვალი გავახილე დ განცვიფრებულმა უცებ ვერც კი გავიაზრე რა მოხდა. მე პასეო დე ლა რეფორმაზე კი არა ლაგუნილას ბაზარზე ვიდექი, სულ რაღაც 1,5 მილით დაშორებული სალაროებისგან.
თვალებს არ ვუჯერებდი და გარშემო გაოცებული ვიყურებოდი.
მიმოვიხედე, ორიენტირებას შევეცადე და მივხვდი, რომ შორს არ ვიყავი იმ ადგილიდან სადაც პირველად შევხვდი დონ ხუანს მექსიკაში ჩასვლისას. სწრაფად მოვბრუნდი რათა კანტორაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემს უკან მხოლოდ წიგნებითა და ძველი ჟურნალებით სავსე დახლები დავინახე. გაღიმებული დონ ხუანი კი ჩემს მარჯვნივ იდგა.
თავში სიმძიმე ვიგრძენი და ცხვირიც ამქავდა, თითქოს ცხვირიდან ლიმონათის გაზი ამომდიოდა. ხმა ვერ ამოვიღე, ვცდილობდი რაღაც მეთქვა მაგრამ უშედეგოდ. გარკვევით გავიგონე როგორ მთხოვა დონ ხუანმა არაფერზე მეფიქრა და არაფერი მეთქვა. თუმცა მე მაინც მინდოდა რაღაცის თქმა, სულ ერთია რის. ჩემში საოცარი ნერვოზულობა იზრდებოდა და ვგრძნობდი როგორ მეღვრებოდა ცრემლები სახეზე.
დონ ხუანს არ შევუნჯღრევივარ როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე როცა უკონტროლო შიში მომიცავდა. ამის ამგივრად თავზე ხელი გადამისვა.
-აბა, აბა ჩემო პატარა კარლიტოს, - მითხრა მან, - შენს ბურთებს ნუ დაკარგავ.
ერთი წამით ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია.
-არ ეცადო ისაუბრო, - მითხრა მან. ჩემს სახეს ხელი გაუშვა და გარშემომყოფებზე მიმანიშნა.
-ეს სასაუბროდ არაა, - თქვა მან, - მხოლოდ დააკვირვებისთვისაა. დააკვირდი! ყველას დააკვირდი !
სინამდვილეში მე ვტიროდი, მაგრამ ამაზე ჩემი რეაქცია ძალიან უცნაური იყო. ტირილს ვგრძნობდი და ამას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. სულ არ მანაღვლებდა ამ მომენტში სულელურად გამოვიყურებოდი თუ არა.
მიმოვიხედე, პირდაპირ ჩემს წინ იდგა საშუალო ასაკის მამაკაცი ვარდისფერი პერანგით და მუქი ნაცრისფერი შარვლით, ერთი შეხედვით ამერიკელს გავდა. ზორბა ქალს, როგორც ჩანს მის ცოლს, მისთვის ხელი ჩაეკიდა. მამაკაცი მონეტებს ითვლიდა, ხოლო 13 წლის ბიჭუნა, როგორც ჩანს მათი შვილი, მამას მისჩერებოდა. ბიჭი მამაკაცის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა. ბოლოს მამამ მონეტები მაგიდაზე დააწყო და ბიჭიც მომენტალურად მოეშვა.
-ყველაფერს დააკვირდი, - ისევ მთხოვა დონ ხუანმა.
გარშემო არ იყო არცერთი ისეთი უჩვეულო რამ რაც ჩემს ყურადღებას მიიპყრობდა. ადამიანები ყველა მიმართულებით მოძრაობდნენ. მოვბრუნდი. მამაკაცი, რომელიც ჟურნალების კიოსკის მფლობელი მეგონა მაკვირებოდა და თვალებს იფშვნეტდა თითქოს ახლახანს გაეღვიძაო. მეგონა ის ძალიან დაქანცული, ან სულაც ავადმყოფი იყო.
ისეთი შთაბეჭდიელბა მრჩებოდა, რომ აქ დასაკვირვებელი არაფერი იყო, ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერი ღირებული ვერ დავინახე. აქეთ-იქით ვიყურებოდი მაგრამ საინტერესოს ვერფერს ვხედავდი. დონ ხუანმა გარშემო შემომიარა, თითქოს მაფასებდა, მერე თავი გააქნია და ტუჩები გამოწია.
-წამოდი! წამოდი!, - მითხრა და ხელი ჩამკიდა, - გასეირნების დროა.
როგორც კი დავიძარით მომეჩვენა, რომ სხეული ძალიან შემიმსუბუქდა. ისეთი შთაბეჭდიელბა მქონდა თითქოს ჩემი ფეხსაცმელების ძირები რეზინის ბურთებივით ხტოდა.
დონ ხუანი მიხვდა ჩემს შეგრძნებებს. მან ხელი მაგრად ჩამჭიდა თითქოს ეშინოდა რომ გავიქცეოდი. ქვემოთ მექაჩებოდა და ეშინოდა საჰაერო ბუშტივით არ ავფრენილიყავი. გასეირნებამ შვება მომგვარა, ხასიათი გამომიკეთდა, ნერვიულობა სასიამოვნო საუბარმა შეცვალა.
დონ ხუანი ისევ განაგრძობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ყველაფერს დავკვირვებოდი, მე კი ვუპასუხე, რომ აქ დასაკვირვებელიც არაფერია და რომ სრულიად არ მაინტერესებს რას აკეთებენ ადამიანები ბაზარში და ისიც, რომ არ მინდოდა თავი იდიოტად მეგრძნო როცა მონეტებისა და წიგნების მყიდველებს მივაშტერდებოდი, მაშინ როცა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მხედველობის მიღმა შეიძლებოდა დამრჩენოდა.
-რას ნიშნავს „უფრო მნიშვნელოვანი რამ“ ? - მკითხა მან.
როცა გავჩერდით მე დარწმუნებით განვაცხადე, რომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო ის რისი განცდაც მან მაიძულა, როცა თითქმის ერთ წამში დავძლიე მანძილი ავიაბილეთების სალაროსა და ბაზარს შორის. ამ სიტყვების ხმამაღლა გამოთქმამ კანკალი მომგვარა და ვიგრძენი, რომ სადაცაა ცუდად გავხდებოდი. დონ ხუანმა მაიძულა ხელი მუცელზე მიმეჭირა. მან ხელი გარშემო შემოავლო და განმიცხადა, რომ ჩვენს გარშემო გამეფებული ყოველდღიურობა იყო სწორედ ის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ. ვიგრძენი, რომ ამან გამაღიზიანა. ფიზიკურად თავბრუსხვევის შეგრძნება გამიჩნდა და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
-ეს რა მიყავი დონ ხუან? - ვკითხე მოჩვენებითი გულგრილობით.
დამამშვიდებელი ხმით მიპასუხა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემთვის ამის ახსნა. მაგრამ ის რაც ახლა ჩემს გარშემო ხდებოდა უკვე აღარასოდეს განმეორდებოდა. ამაში არც შევკამათებივარ. გასაგები იყო, რომ სცენები რომელსაც ვაკვირდებოდი აღარასოდეს განმეორდებოდა ყველა წვრილმანი დეტალით. თუმცა მე მაინც ვთვლიდი, რომ ასეთი სცენების ნახვა ნებისმიერ მომენტში შემეძლო. უფრო მნიშვნელოვნად იმის გაგება მიმაჩნდა როგორ დავძლიე ამხელა სივრცე. ეს რომ ვუთხარი დონ ხუანი ისე დაიჯღანა თითქოს ჩემი სიტყვები ტკივილს აყენებდა. ცოტა ხანს მდუმარედ მივდიოდით. ციებ-ცხელებამ შემიპყრო. ხელისა და ფეხის გულები მეწვოდა, ასეთივე უჩეულო ცხელება დამეწყო ნესტოებსა და თვალის ქუთუთოებში.
-რა გამიკეთე დონ ხუან? - საცოდავი ხმით ვკითხე მე.
პასუხის ნაცვლად მკერდზე ხელი დამკრა და გაიცინა. მან მითხრა, რომ ადამიანები ძალიან სუსტი არსებები არიან და თავინთი ინდულგირებით კიდევ უფრო ისუსტებენ თავს. მერე ძალიან სერიოზული ტონით მთხოვა გლოვა შემეწყვიტა, საკუთარი საზღვრებიდან გამოვსულიყავი და ყურადღება უბრალოდ გარე სამყაროსთვის მიმეპყრო. ძალიან ნელა განვაგრძობდით გზას. კალაპოტიდან სრულიად ამოვარდნილი ვიყავი და ყურადღებასაც ვერაფერს ვუთმობდი. დონ ხუანი შეჩერდა, პირი გააღო რომ რაღაცა ეთქვა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ისევ გზა განვაგრძეთ.
-ის მოხდა რომ შენ ისევ აქ მოხვედი, - თქვა მან და მკვეთრად მობრუნდა ჩემსკენ.
-როგორ მოხდა ეს?
მან კი მითხრა, რომ ერადერთი რაც მან იცოდა იყო ის რომ მე ეს ადგილი თავად ავირჩიე.
როცა საუბრი განვაგრძეთ საერთოდ აღარაფერი აღარ მესმოდა. მინდოდა ყველაფერი დამელაგებინა, მაგრამ მან დაიჟინა, რომ მხოლოდ იმაზე უნდა გვესაუბრა თუ როგორ მოვედით აქ. მაგრამ რადგანაც თავადაც არ ვიცოდი რატომ ავირჩიე ასე, სალაპარაკოც აღარაფერი იყო. ყოველგვარი მორიდების გარეშე გამაკრიტიკა და ჩემი სურვილი ყველაფერი გონივრულად განმეხილა არასაჭირო ინდულგირებად გამოაცხადა. მან მითხრა, რომ უფრო ადვილი და ეფექტურია მოქმედება როცა ეს არ ეხება გამართლებას, რომ როცა ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ და ვფიქრობ მე მას ვაუბრალოებ.
გარკვეული დროის შემდეგ მითხრა, რომ ეს ადგილი უნდა დამეტოვებინა, რადგან მე ის უკვე გავაფუჭე და ჩემთვის სულ უფრო და უფრო საზიანო ხდებოდა. ბაზარს გავცდით და ლა ალმეიდას პარკამდე მივედით. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ პირდაპირ დავეხეთქე სკამზე. მხოლოდ ახლა მომივიდა აზრად საათზე დამეხედა. თერთმეტის ოცი წუთი იყო. დიდი ძალისხმევის მიმართვა დამჭირდა ყურადღების მოსაკრებად. ზუსატდ არ მახსოვს როდის შევხვდი დონ ხუანს, მაგრამ გადავითვალე და დაახლოებით 10 საათი გამომივიდა. ხოლო ბაზრიდან პარკამდე მისასვლელად 10 წუთზე მეტი არ დამჭირდებოდა. რჩემობა მხოლოდ 10 წუთი. მე დონ ხუანს ჩემი გამოთვლების შესახებ ვამცნე. მან გაიღიმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ღიმილის უკან ჩემით უკმაყოფილება იმალებოდა. თუმცა კი სახეზე ამას ვერ ვატყობდი.
-შენ მე უიმედო სულელად მთვლი ხომ დონ ხუან?
-კი! - თქვა მან და ფეხზე წამოხტა, მისი ასეთი რეაქცია ისე მოულოდნელი იყო რომ მეც მაშინვე ფეხზე ავდექი.
-მითხარი გთხოვ შენი აზრით მე ახლა რას განვიცდი? - მკითხა მან.
მე ვგრძნობდი რომ მისი განცდების გამოცნობა შემეძლო. თითქოს თავად განვიცდიდი მათ. მაგრამ როცა მათზე საუბარი ვცადე, მივხვდი, რომ სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო. საუბარი უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა. დონ ხუანმა განმიმარტა, რომ ჯერ კიდევ არ მქონდა მის „დასანახად“ საკმარისი ძალა. მაგრამ მე უკვე საკმარისად „ვხედავდი“ იმისთვის რომ მომხდარი სათანადოდ ამეხსნა.
-ნუ ღელავ, - მითხრა მან, - ზუსტად ამიღწერე რას ხედავ?
უცებ საოცარი აზრი გამიჩნდა, იმათი მსგავსი, რომლებიც, როგორც წესი, ძილის წინ მომდის ხოლმე. ეს უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ აზრი. მისი გადმოცემა უფრო მთლიანი ხატის სახით შეიძლებოდა. ვხედავდი ეკრანს სხვა და სხვა პერსონაჟებით. ჩემს პირდაპირ ფანჯრის რაფაზე ადამიანი იჯდა. ფანჯრის რაფის მიღმა სივრცე კი ბუნდოვანი იყო, თუმცა თავად მამაკაცი და ფანჯრის რაფა გარკვევით ჩანდა. ის მე მიყურებდა, თავი ოდნავ მარცხნივ მოებრუნებინა და მზერა ალმაცერი გამოსდიოდა. ვხედავდი მისი თვალების მოძრაობას როცა ჩემზე ფოკუსირებას ცდილობდა. მარჯვენა ხელით ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა. მუშტები შეეკრა და კუნთები დასძაბვოდა.
მამაკაცისგან მარცხნივ ეკრანზე სხვა ხატება ჩანდა - მფრინავი ლომი. თავი და ფაფარი ლომისა ჰქონდა, ხოლო სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ხუჭუჭა ფრანგულ პუდელს მიუგავდა. მე უკვე მინდოდა ყურადღება მასზე შემეჩერებინა, როცა მამაკაცმა ტუჩებით კოცნის მსგავსი ხმა გამოსცა და ნახევრად გადაყირავდა ფანჯრიდან. მისი სხეული ისე გადაიხარა თითქოს რაღაცას ეწეოდა. ერთი წამით თითის წვერებით რაფაზე ეკიდა და ოდნავ ირხეოდა, მერე კი ხელები გაშალა.მე თავად, ჩემივე სხეულში განვიცადე ვარდნის შეგრძნება. ეს არ იყო მძიმე დაცემა, არამედ ნაზი ლივლივი და ჰაერში აფრენა. ეს ადამიანი უწონადო იყო. ცოტა ხანს ჰაერში დარჩა, მერე კი მხედველობის არედან გამიქრა, თითქოს რაღაცა გაუკონტროლებელმა ძალამ შეიწოვა. ერთი წამის მერე კი ისევ თვითონ გამოჩნდა ფანჯარაში და ისევ ალმაცერად შემომხედა. მარჯვენა ხელით ისევ ჩარჩოს ეყრდნობოდა, თუმცა ამჯერად უკვე დასამშვიდობებლად დამიქნია ხელი.
დონ ხუანმა შეამჩნია , რომ ჩემი „ხილვა“ ძალიან გართულდა.
-უკეთესად შეგიძლია მოქმედება, - მითხრა მან, - ვიცი გინდა აგიხსნა რა მოხდა, მაგრამ მე მიაჩნია, რომ ჯობს შენი საკუთარი ხედვა გამოიყენო. შენ ხედავდი, მაგრამ სისულელეები ნახე. ასეთი ინფორმაცია მეომრისთვის უსარგებლოა. ძალიან დიდ დროს წაიღებს იმაში გარკვევა რა რას ნიშნავდა. ხილვა პირდაპირი უნდა იყოს, რადგან მეომარს არ შეუძლია დრო თავისი ხილვის გაშიფვრაში დაკარგოს. ხილვას ამიტომაც ჰქვია ხილვა რომ ის მთელ ამ უაზრობაში იჭრება.
მაშინ მე ვკითხე ხომ არ ფიქრობდა ის, რომ ჩემი ხილვა სინამდვილეში ჰალუცინაცია იყო. თუმცა დეტალების სირთულის გამო ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ხილვა იყო. მაგრამ ამ შემთხვევისთვის ის შეუფერებელი აღმოჩდა.
-როგორ ფიქრობ ჩემი ხილვა რაიმეს ხსნის?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მე შენს ადგილზე ამ ყველაფრის გამორკვევას არ ვეცდებოდი. პირველ ხანებში ხილვები გაფრთხობს და მათში დაკარგვა ადვილია. მერე კი, როცა მეორმარი უფრო მტკიცე ხდება მისი ხილვაც იმად იქცევა რადაც საჭიროა - პირდაპირ ცოდნად.
სანამ დონ ხუანი ლაპარაკობდა, მე ერთ-ერთი ჩემთვის ნაცნობი ჩავარდნა დამეწყო შეგრძნებებში და ნათლად ვიგრძენი, რომ აი ახლა ფარდას ავხდიდი ისეთ რაღაცას რაც უკვე დიდი ხანია ვიცოდი. თუმცა მე ეს არ გამომივიდა და ყველაფერი უფრო ბუნდოვანი გახდა. მივხვდი, რომ რაღაც დაპირისპირებაში მითრევდნენ და რაც უფრო ვცდილობდი ცოდნის ეს სრიალა ნაწილი მომეხელთებინა მით უფრო ღრმად იძირებოდა ის.
-ეს ხილვა ძალიან არაპრაქტიკული იყო - თქვა დონ ხუანმა.
მისი ხმის ჟღერადობამ გამომაფხიზლა.
-მეომარი სვამს კითხვას და თავისი ხილვის საშუალებით იღებს პასუხს. მაგრამ ეს პასუხი მარტივია. ის არასოდეს რთულდება მფრინავი ფრანგული პუდელების დონეზე.
ჩვენ ამ ხილვაზე გავიცინეთ და მე ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ ის ძალიან მკაცრი იყო და ნებისმიერი ადამიანი ვინც ის გამოიარა რაც მე დღეს დილით ცოტაოდენ თანაგრძნობას იმსახურებდა.
-ეს ადვილი გამოსავალია, - თქვა მან, - ეს ინდულგირების გზაა. შენი სამყარო გრძნობებზე დგას. შენთვის ყველაფერი ნამეტანია. შენ მეომარივით არ ცხოვრობ.
მე ვუთხარი, რომ იმას რასაც ის მეომრის გზას ეძახდა ძალიან ბევრი შეზღუდვა ჰქონდა და შეუძლებელი იყო ყველას ცოდნა; და ის, რომ ამ ყველაფრის მნიშვნელობა ნათელი მაშინ ხდებოდა როცა ამის პრაქტიკაში გამოყენებას ვიწყებდი.
-მეომრისთვის დაუწერელი კანონია შეასრულოს თავისი გადაწყვეტილებები ისე ბეჯითად, რომ ვერაფერმა რაც არ უნდა მოხდეს ამ დავალების შესრულებისას არ გააკვირვოს და მით უფრო არ გამოფიტოს მისი ძალები.იყო მეომარი ნიშნავს იყო თავმდაბალი და ფხიზელი. დღეს შენ მოგეთხოვებოდა დაკვირვებოდი შენს თვალწინ გათამაშებულ სცენას და არა გემსჯელა იმაზე თუ როგორ იყო ეს შესაძლებელი. შენ კი სულ სხვა რამეს მიაქციე ყურადღება. უფრო ლმობიერი რომ ვიყო გეტყოდი, რომ ის იმიტომ მოხდა, რომ ასეთ სიტუაციაში პირველად მოხვდი და მზად არ იყავი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან შენ იქ მოხვდი როგორც სიკვდილისთვის გამზადებული მეომარი ამიტომაც მომხდარს პირდაღებული არ უნდა შეხვედროდი.
აქედან დასკვნა გამოვიტანე, რომ მე შიში და დაბნულობა ინდულგირბიკენ მიბიძგებდა.
-მოდი ასე ვთქვათ, შენი მთავარი წესი მუდმივად სიკვდილისთვის მზადება უნდა იყოს, როცა ჩემთან მოდიხარ, - მითხრა მან, - თუ შენ აქ სიკვდილისთვის მზადმყოფი მოხვედი მაშინ არ იქნება არანაირი ხაფანგი, არანაირი სიურპრიზი და არანაირი არასაჭირო საქციელი. ყველაფერი თავისთავად დალაგდება თავის ადგილას რადგან შენ არაფერს არ ელი.
-სათქმელად ადვილია დონ ხუან, მე კი ამით ცხოვრება მიწევს.
-ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერ ამასთან ერთად უნდა იცხოვრო. შენ თავად წარმოადგენ ყველაფერ ამას და არა უბრალოდ დროებით ეგუები. შენს გადაწყვეტილებას ძალები მაგიის ბოროტ სამყაროსთან გაგეერთიანებინა უნდა გაექრო დაბნეულობისა და მერყეობის ყველა შეგრძნება და მოეცა ძალა ეს მთელი შენი სამყაროთი გაგეთავისებინა.
მე გაღიზინებისა და სევდის ნარევი ვიგრძენი. დონ ხუანის მოქმედება, იმისგან დამოუკიდებლად რამდენად მომზადებული ვიყავი, ისე მუშაობდა, რომ მასთან ყოველი კონტაქტი უკან დახევის საშუალებას აღარ მიტოვებდა. ის მაიძულებდა თავი მოსულელო, კირკიტა და ჯუჯღუნა ადამიანად მეგრძნო და ასევე მემოქმედა. რისხვის ტალღა მომაწვა და წერის სურვილი გამიქრა. მომინდა მთელი ჩემი ნაწერები დამეხია და ნაგვის ურნაში მომესროლა. ასეც მოვიქცეოდი რომ არა დონ ხუანი, რომელმაც გაიცინა და ხელი დამიჭირა. დამცინავი ტონით მითხრა, რომ ჩემი ტონალი ისევ აპირებდა თავისი თავი გაესულელებინა. მირჩია შადრევანთან მისვულიყავი და ყურებსა და ყელზე წყალი შემესხა. წყალმა დამამაშვიდა. მერე ორივე დიდხანს ვდუმდით.
-მიდი, მიდი წერე, - მეგობრულად მიბიძგა დონ ხუანმა, - შენი ჩანაწერების წიგნი ერთადერთი მაგიაა რომელსაც შენ ფლობ. მისი დახევა იგივეა საკუთარი გულმკერდი სიკვდილს მიუშვირო. ეს რისხვის კიდევ ერთი აფეთქება იქნებოდა, საუკეთესო შემთხვევაში იდეალური რისხვის, მაგრამ ცვლილებების ვერანაირად. მეომარი ტონალის კუნძულს არასოდეს ტოვებს, ის მას იყენებს.
მან ხელი სწრაფად მოავლო ჩემს გარშემო, მერე კი ბლოკნოტს შეეხო.
-ეს შენი სამყაროა და შენ მას ვერ უარყობ. უსრგებლოა საკუთარ თავზე გაბრაზება და იმედგაცრუება. ის რაც ახლა ხდება, სხვა არაფერია თუ არა შენი ტონალის შინაგანი ბრძოლა. საკუთარი ტონალის შიგნით მიმდინარე ბრძოლები ყველაზე უფრო არასასურველი მდგომარეობაა. მეომრის უზადო ცხოვრება სწორედ იმისთვისაა განკუთვნილი რომ ეს ბრძოლა დაამთავროს. თავიდან მე გასწავლე სიცარიელეს და დაქანცულობას როგორ გაქცეოდი. ახლა შენში აღარ მიმდინარეობს ომი. ისე აღარ როგორც ადრე იყო,რადგან მეომრის გზა თავიდან ეს ჰარმონიაა მოქმედებასა და გადაწყვეტილებას შორის, მერე კი უკვე ტონალსა და ნაგუალს შორის.მთელი იმ დროის განმავლობაში რაც გიცნობ, მე გესაუბრები და მოგმართავდი როგორც შენს ტონალს ისე შენს ნაგუალს. სწორედ ესაა ინსტრუქციების მოცემის სწორი გზა.
-თავიდან ტონალს უნდა მიმართო, რადგან სწორედ ტონალი გითმობს კონტროლს. ხოლო მან ეს სიხარულით უნდა დათმოს. მაგალითად შენმა ტონალმა განსაკუთრებული ბრძოლების გარეშე დათმო კონტროლის ნაწილი, რადგან მიხვდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შენი მთლიანობა დაირღვეოდა. სხვა სიტვებით რომ ვთქვათ ტონალი თმობს ისეთ უსარგებლო რამეებს როგორიც საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება და საკუთარი სურვილების მორჩილებაა. ესენი ყოველთვის სადარდებელს გვიჩენს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ტონალი ამ ყველაფერს ებღაუჭება, მაშინ როცა მთელი ეს მორევი სიხარულით უნდა დათმო. თავიდან აუცილებელია დაარწმუნო ტონალი რომ ის თავისუფალი და მიმდინარე გახდეს. ჯადოქარს პირველ რიგში ძლიერი და თავისუფალი ტონალი სჭირდება. რაც უფრო ძლიერდება ის, მით ნაკლებად ებღაუჭება თავის მოქმედებებს და მით უფრო ადვილია მისი შეკუმშვა.
-აი დღეს დილით რა მოხდა, მე მივხდი, რომ შენი ტონალის შეკუმშვის შესაძლებლობა არსებობდა. შენ დაბნეული იყავი, ჩქარობდი და ვერ მიხვდი რომ მე მომენტით ვისარგებლე და ხელი გკარი.
-დრო და დრო ტონალი თითქოსდა იკუმშება, განსაკუთრებით მაშინ როცა შეწუხებულია. საერთოდ სიფრთხილე და დაეჭვება ტონალისთვის დამახასიათებელია. იმ შემთხვევაში კი როცა ტონალს თავს წაადგებიან შიში აიძულებს შეიკუმშოს.
-დღეს მე შენს ერთ კუბურ სანტიმეტრ შანსს ჩავეჭიდე. იმ კანტორის ღია კარი დავინახე და ხელი გკარი. ეს ხელისკვრა ტონალისთვის შეკუმშვის ნიშანივით იყო. ხელისკვრა შეიძლება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ დროს, ამისთვის კი ხედვაა საჭირო.
-თუ ადამიანს ხელი კრეს მისი ტონალი შეიკუმშება, მისი ნაგუალი კი თუ ოდნავ მაინც გამოღვიძებულია მის ადგილს იკავებს და უჩვეულო რამეებს სჩადის. ამ დილით შენი ნაგუალი ამოძრავდა და შენ ბაზარზე აღმოჩნდი.
დონ ხუანი კითხვის მოლოდინში დადუმდა. ერთმანეთს შევხედეთ.
-არ ვიცი ეს როგორ მოხდა, - მითხრა მან თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა, ნაგუალს საოცარი რამეები შეუძლია, ესაა სულ რაც ვიცი.
-დღეს დილით გთხოვე ყურადღბით ყოფილიყავი. შენ რომ უყურებდი იმ სცენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ შენ ჩემს სიტყვებს არ დაუჯერე და უსარგებლოდ ინდულგირებდი.
-გარკვეული პერიოდი შენ მთლიანად ნაგუალი იყავი და ლაპარაკი არ შეგეძლო. ამ დროს შენ მხოლოდ დაკვირვება გევალებოდა. მერე შენმა ტონალმა ისევ იძალა. შენი ტონალისა და ნაგუალის სასიკვდილო დაპირისპირებისთვის რომ ამერიდებინე იმიტომ მოგიყვანე აქ.
-რა იყო ამ სცენაში განსაკუთრებული დონ ხუან?
-არ ვიცი. მე ეს არ მინახავს.
-რას გულისხმობ?
-ეს შენი გამოცდილება იყო ჩემი კი არა.
-მაგრამ შენ ხომ ჩემთან იყავი ასე არაა?
-არა, შენ მარტო იყავი. ამიტომაც გიმეორებდი რომ ყველაფერს დაკვირვებოდი, ეს სცენა მხოლოდ შენთვის იყო.
-კი მაგრამ დონ ხუან, შენ ხომ ჩემს გვერდით იდექი?
-არა იქ არ ვყოფილვარ. მაგრამ აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს. რაც არ უნდა გითხრა შენთვის მაინც უმნიშვნელო იქნება. რადგან ამ დროს ორივე ნაგუალის დროში ვიყავით. ნაგუალის მოქმედების აღქმა მხოლოდ სხეულით შეიძლება და არა გონებით.
-მაგრამ თუ შენ ჩემთან არ იყავი ვინ იყო ის ვისაც შენად ვთვლიდი?
-ეს მე ვიყავი მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ.
-მაშ სად იყავი?
-შენთან ვიყავი, მაგრამ იქ არა. ასე ვთქვათ შენთან ვიყავი მაგრამ არა იმ ადგლას სადაც ნაგუალმა გადაგიყვანა.
-შენ იმის თქმა გინდა რომ არ იცოდი ბაზარზე რომ ვიყავით?
-არ ვიცოდი. უბრალოდ შენ გადევნებდი თვალს რომ არ დამეკარგე.
-მაგრამ ეს მართლაც საშიშია დონ ხუან!
-ჩვენ ნაგუალის დროში ვიყავით და აქ არაფერია საშიში. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ასეთია ჩვენი როგორც მანათობელი არსებების ბუნება. ჩვენი ნაკლია დაჟინებით ვეცადოთ ჩვენს მოსაწყენ მონოტონურ და მოსაბეზრებელ კუნძულზე დავრჩეთ. ჩვენი ტონალი ობივატელია მაგრამ ის ასეთი არ უნდა იყოს.
მოვყევი ყველაფერი რაც მახსოვდა. ის დაინტერესდა ხომ არ მახსოვდა რაიმე განსაკუთრებული - ცის ფერი, დღის შუქი, მზე ან ღრუბლები, ხომ არ მესმოდა რაიმე უცნაური ხმა, რამე უჩვეულო ხალხი ან სცენა ხომ არ გინახავს. მკითხა ხომ არ იყო იქ ჩხუბი, ყვირილი და თუ ვინმე ყვიროდა - რას.
ვერც ერთ მის კითხვას ვერ ვუპასუხე. მე გულწრფელად დავიჯერე ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ დონ ხუანის ცოდნის წყალობით, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის მე რამდენიმე წამში „გავფრინდი“ და ჩემივე სხეულით აღმოვჩდი ბაზარში. ჩემი რეაქცია ასეთი ინტერპრეტაციის პირდაპირი შედეგი იყო. მინდოდა პროცედურა გამეგო „ეს როგორ გამეკეთებინა“, ამიტომაც არ ვაკვირდებოდი, იმას რასაც ჩვეულ ქმედებად ვთვლიდი არანაირი მნიშნელობა არ ჰქონდა.
-როგორ ფიქრობ ხალხი ბაზარში მე მხედავდა? - ვკითხე მე.
დონ ხუანმა არ მიპასუხა. გაიცინა და მსუბუქად მომარტყა მუშტი ფერდში. ვცდილობდი გამეხსენებინა მქონდა თუ არა ამ ადამიანებთან რაიმე სახის ფიზიკური კონტაქტი მაგრამ უშდეგოდ.
-რა დაინახეს ავიაბილეთების სალაროში ადამიანებმა როცა იქ შევედი?
-სავარაუდოდ ის, რომ ვიღაც კაცი ერთი კარიდან მეორესკენ გაიქცა.
-მაგრამ მათ დაინახეს როგორ გავქრი ჰაერში.
-ამაზე ნაგუალი იზრუნებს. ეს უკვე მისი საქმეა.ჩვენ ძაფებისაგან ნაქსოვი მიმდინარე მანათობელი არსებები ვართ. მხოლოდ ტონალის წყალობით ვთვლით თავს მკვრივ ობიექტებად. როცა ტონალი იკუმშება შეიძლება საოცარი რამეები მოხდეს. მაგრამ არაჩვეულებრივი ისინი მხოლოდ ტონალისთვისაა. ნაგუალისთვის ისე მოძრაობა როგორც შენ დღეს დილით მოძრაობდი არაფერი არაა. განსაკუთრებით შენი ნაგუალისთვის რომელიც უკვე მომზადებუალია რთული ქმედებებისთვის. ამჯერად ის მართლაც რაღაცა საშინლად იდუმალს მიუახლოვდა. შენ ვერ გრძნობ რა არის ეს?
მაშინვე მილიონი კითხვა და შეგრძნება მომაწვა, მთელი ჩემი მოჩვენებითი თავდაჯერება ჰაერში აორთქლდა. მთელი სხეულით ვიგრძენი უფსკრული ფეხებთან და ავკანკალდი. ცოდნის იდუმალ, მაგრამ კონკრეტულ ნაკუწს ვებრძოდი. თითქოს აი საცაა რაღაცას მაჩვენებდნენ, მაგრამ ამავე დროს ჩემი მეორე ნაწილი ჯიუტად ცდილობდა ყველაფერი ისევ გაებუნდოვანებინა. ამ ბრძოლამ იქამდე დამამუნჯა, რომ სხეულსაც ვეღარ ვგრძნობდი. პირი ჩემდაუნებურად გავაღე და თვალები ამოვატრიალე. გამიჩნდა შეგრძნება რომ ვხედავდი როგორ მიმაგრდებოდა სახე, ვიდრე გვამის მოყვითალო კანგადაკრულ სახეს არ დაემგვანა.
მერე ბიძგი ვიგრძენი, დონ ხუანი ჩემს გვერდით იდგა და ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა. ჩემთვის თავზე წყალი გადაესხა. ვახველებდი და სველ სახეს ვიწმენდდი, მამცივნებდა. სკამიდან წამოვხტი, დონ ხუანმა წყლის ნარჩენები კისერზე დამასხა. ბავშვების ჯგუფი მიყურებდა და იცინოდა. დონ ხუანმა გამიღიმა, ხელში ჩემი ბლოკნოტი ეჭირა და მითხრა, რომ ჯობდა სასტუმროში წავსულიყავი და გამომეცვალა. მერე პარკიდან გამიყვანა, დაახლოებით ერთი წუთი ტროტუართან ვიდექი ვიდრე ტაქსი არ მოვიდა.
რამდენიმე საათის მერე, როცა უკვე დავისვენე და ვისადილე, მის საყვარელ სკამზე დავსხედით ეკლესიასთან. შემოვლითი გზებით მივუახლოვდით ჩემი უცნაური რეაქციის თემას. მომეჩვენა, რომ ძალიან ფრთხილობდა. ცდილობდა საკითხი პირდაპირ არ დაეყენებინა.
-ცნობილია, რომ ხდებოდა მსგავსი რაღაცეები, - მითხრა მან, - ნაგუალი, როცა ერთხელ უკვე ისწავლის ზემოთ ამოსვლას საშინელ ზიანს აყნებს ტონალს და ზედაპირზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე ამოდის. თუმცა შენი შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. შენ ნიჭი გაქვს ისე გადამეტებით ინდულგირების , რომ სიკვდილსაც კი წინააღმდეგობის გარეშე მიიღებდი ან უფროუარესი ვერც კი გაიაზრებდი რომ კვდები.
მე ვუპასუხე, რომ ჩემი რეაქცია მაშინ დაიწყო როცა ვკითხე ვგრძნობდი თუ არა რა გააკეთა ჩემმა ნაგუალმა და აქ მე მივვხდი, რომ ზუსტად გავიგე რასაც ამბობდა. მაგრამ როცა ვცადე ეს ამეღწერა აღმოჩნდა, რომ ნათლად აზროვნებაც კი არ შემეძლო. თითქოს არაფერი არ მაინტერესებდა. მერე ეს შეგრძნება ჰიპნოზურ კონცენტრაციაში გადავიდა. თითქოს აზრობრივად გამომწურეს. ჩემი ყურადღება მიიპყრო შეგრძნებამ, რომ სადაცაა დიდ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა და რომ არ მინდოდა წინ აღვდგომოდი ამ გამომჟღავნებას.
-ის რასაც ფარდა უნდ ახდოდა - შენი სიკვდილია - მითხრა დონ ხუანმა, - ამაშია ინდულგირების საფრთხე. განსაკუთრებით შენთვის. ამიტომაა ბუნებრივი რომ ყველაფერს აზვიადებ. შენი ტონალი ისეთი ნიჭიერია ინდულგირებაში, რომ საკუთარი თავის მთლიანობას ემუქრება. ეს არსებისთვის საშინელი მდგომარეობაა.
-რისი გაკთება შემიძლია?
-შენი ტონალი გონებამ უნდა დაარწმუნოს, ნაგუალი კი მოქმედებამ. ვიდრე ერთმანეთს არ გაუთანაბრდებიან, როგორც ადრე გეუბნებოდი. ტონალი მართავს მაგრამ ამასთან ძალიან მოწყვლადიცაა, ნაგუალი კი პირიქით არასოდეს ან თითქმის არასოდეს მოქმედებს, მაგრამ როცა მოქმედებს ტონალს საშინელ შიშში აგდებს.
-ამ დილით შენი ტონალი შეშინდა და თავისთავად დაიწყო შეკუმშვა და ამ დროს შენმა ნაგუალმა მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში.
-იძულებული გავხდი პარკში ფოტოგრაფისთვის წყლიანი ვედრო გამომერთმია და შენი ნაგუალი გაავებული ძაღლივით შემეგდო უკან. ტონალი ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა. გვირგვინი უნდა მოხადო მაგრამ არაფერი არ უნდა მიაკარო და დატოვო როგორც დაცული ზედაპირული დამკვირვებელი. ნებისმიერი საფრთხე ტონლისთვის როგორც წესი, მისი სიკვდილით მთავრდება.ხოლო როცა ტონალი კვდება ადამიაიც მას მიჰყვება. ტონალის განადგურება მისივე მტრული სისუსტის გამო ძალიან ადვილია. ამიტომ მეომრის წონასწორობის ერთ-ერთი ხელოვნება ნაგუალის ზედაპირზე ამოყვანა და მისი ტონალთან გათანაბრებაა. მე ვამბობ, რომ ეს ხელოვნებაა, მაგრამ ყველა ჯადოქარმა იცის, რომ მხოლოდ ტონალის გაძლიერებით შეუძლია ნაგუალის ამოყვანა. გესმის ხომ რასაც ვგულისხმობ? ეს ძალისხმევა პირადი ძალაა.
დონ ხუანი ადგა, გაიჭიმა და წელი გადაზნიქა. მეც წამოვიწიე მაგრამ მან მსუბუქი მოძრაობით ისევ დამსვა.
-შენ ამსკამზე შებინდებამდე უნდა დარჩე, - მითხრა მან, - მე კი ახლა უნდა წავიდე. მთებში ხენარო მელოდება. მოდი მის სხლთან ასე სამი დღის მერე და იქ შეგხვდებით.
-რას გავაკეთებთ დონ ხენაროსთან? - ვკითხე მე
-ეს იმაზეა დამოკიდებული გექნება თუ არა საკმარისი პირადი ძალა, ხენარომ შესაძლოა ნაგუალი გაჩვენოს.
მინდოდა მისგან კიდევ ერთი რამ მომესმინა. მინდოდა გამეგო მისი კოსტიუმი ჩემთვის მოწყობილი მშვენიერი წარმოგენა იყო თუ მისი ცხოვრების ნაწილი. მის არც ერთ საქციელს ასე არ დავუბნევივარ. ჩემთვის არა უბრალოდ მისი კოსტიუმში გამოწყობის ფაქტი იყო შემაშინებელი არამედ ისიც რომ დონ ხუნი ასე ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. ფეხები ყმაწვილივით ჩამოქნილი ჰქონდა, თითქოს ფეხსაცემელებმა მისი წონასწორობის წერტილი გადაწიეს და მისი ნაბიჯები უფრო გრძელი და ჩვეულებრივზე უფრო მტკიცე გახდა.
-შენ ყოველთვის ატარებ კოსტიუმს? - ვკითხე მე.
-კი, - მიპასუხა მხოლოდ ღიმილით, - სხვებიც მაქვს, მაგრამ დღეს სხვები არ ჩავიცვი, რადგან ეს უფრო შეგაშინებდა.
არ ვიცოდი რა მეფიქრა. ვიგრძენი, რომ ბილიკის ბოლოს მივადექი - თუ დონ ხუანს შეუძლია კოსტიუმი ატაროს და ელეგანტური იყოს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.
როგორც ჩანს მას ჩემი შეცბუნება მოეწონა და სიცილი დაიწყო.
-მე მანუფაქტურული ფაბრიკის მფლობელი ვარ, - თქვა მან ღიმილით და იდუმალი ხმით, თუმცა გულგრილი ტონით და წავიდა.