სიზმარმხილველი და სიზმრადნახული
სიზმარმხილველი და სიზმრადნახული
გზას დონ ხუანის სახლისკენ გავუდექი და დილით უკვე მივაღწიე კიდეც. ღამე მოტელში გავატარე, დილით გარიჟრაჟზე ავდექი, ვცდილობდი მის სახლში საღამოს მაინც ვყოფილიყავი. ის სახლის უკან დამხვდა, მაგრამ როგორც კი დავუძახე, გამოვიდა, თბილად მომესალმა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა ძალიან გაეხარდა. მერე რაღაცა ისეთი მითხრა, რასაც წესით უნდა გავემხიარულებინე მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა.
- მანქანის ხმა გავიგონე და სახლისკენ გავიქეცი, - მითხრა მან ღიმილით, - ვიფიქრე, აქ რომ დაგხვედროდი შეგაშინებდი.
შეამჩნია, რომ მძიმე განწყობაზე და მოღუშული ვიყავი და მითხრა, რომ ელიჰიოს ვაგონებდი. თანაც დააყოლა, რომ ის არ იყო საკმარისად პირქუში იმისთვის, რომ კარგი ჯადოქარი ყოფილიყო, მაგრამ აი ცოდნის ადამიანისთვის ზედმეტადაც კი. ისიც დაამატა, რომ ჯადოქრული სამყაროს დამანგერეველი გავლენისაგან თავადასაცავად მასზე სიცილი ყველაზე კარგი ხერხი იყო.
ჩემი განწყობის შეფასებაში არ ცდებოდა. მართლაც შეშინებული და დაბნეული ვიყავი. წინ გრძელი გასერნება გველოდა. დასამშვიდებლად რამდენიმე საათი დამჭირდა. საოცარია, მაგრამ მასთან სეირნობამ იმაზე მეტად დამაწყნარა, ვიდრე ეს მასთან საუბრით გამომივიდოდა.
დონ ხუანის სახლში დღის ბოლოს დავბრუნდით, მშიოდა, ვივახშმეთ და ვერანდაზე დავსხედით. ცა მოწმენდილი იყო, ჩამავალი მზის შუქს სიმშვიდე მოჰქონდა და საუბარი მომინდა.
- რამდენიმე თვე ძალიან მოუსვენრად ვიყავი, - ვუთხარი მე, - ძალიან შემაშინა იმან რაც დონ ხენარომ გამიკეთა აქ, ბოლოს რომ ვიყავი.
დონ ხუანს არაფერი უპასუხია, ადგა და ვერანდას შემოუარა.
- მინდა ამაზე ვისაუბროთ, - გავაგრძელე მე, - ეს ჩიხში მამწყვდევს და ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.
- გეშინია? - მკითხა მან.
არ მეშინოდა, მაგრამ შემცბარი და მოსმენილითა და ნანახით გადატვირთული ვიყავი. ხვრელები ჩემს გონებაში იმხელა გამხდარიყო, რომ ან უნდა ამომელესა ან სულაც უარი მეთქვა გონებაზე.
ჩემმა შენიშვნებმა გაამხიარულა.
- ჯერ მაინც ნუ მოიცილებ გონებას, - მითხრა მან, - ჯერ ამის დრო არ დამდგარა, ეს მაინც მოხდება ოდესმე, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის.
- არის კი საჭირო იმის ახსნა რაც მოხდა?
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა მან,- შენი ვალია, შენი ჭკუა დააწყნარო. მეომრები თავის კედელზე რტყმით კი არ იგებენ ბრძოლებს, არამედ ამ კედლების დაპყრობით. ისინი არ ამცირებენ მათ.
- მე როგორ გადავახტე ამ კედელს? - ვკითხე მე.
- ყველაფერს აი ასე განიხილავ, - დაიწყო მან და გვერდით მომიჯდა, - არსებობს ცუდი ჩვევების სამი სახეობა და ჩვენ ყველას გვაქვს ეს ჩვევები ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
პირველი - ჩვენ უარვყოფთ იმას, რაც ხდება ან მოხდება და თავს ვაჯერებ, რომ ეს არც არასოდეს ყოფილა. ეს ფანატიკოსის გზაა.
მეორე - ჩვენ ყველაფერს ვიღებთ და ვიჯერებთ, თითქოს გვესმოდეს რა ხდება, ეს ღვთისნიერი ადამიანის გზაა.
მესამე - ჩვენ გვაბნევენ მომხდარი მოვლენები რადგან არც მათი უარყოფა შეგვიძლია და არც მთელი გულით მიღება. ეს სულელის გზაა.
შენი გზა კი მეოთხეა, სწორი და ნამდვილი, ეს მეომრის გზაა. მეომარი ისე მოქმედებს თითქოს არასოდეს არაფერი ხდება, რადგან მას არც არაფრის არ სჯერა. ის განუსჯელად იღებს ყველაფერს, ისე იღებს, რომ არც იღებს და ისე უკუაგდებს, რომ არც უკუაგდებს. ის არასოდეს თვლის თავს რამის მცოდნედ და არც ისე იქცევა თითქოს აქ არაფერი მომხდარიყოს. ის ისე იქცევა თითქოს ყველაფერს აკონტროლებს, თუმცა ამ დროს შეიძლება გული უკვე შიშისგან ეპარება. ასე თუ მოიქცევი ამით დაბნეულობას თავს დააღწევ.
დიდხანს ვდუმდით. დონ ხუანის სიტყვები მალამოსავით მომეცხო.
- შეიძლება დონ ხენაროსა და მის დუბლზე ვილაპარაკოთ? - ვიკითხე მე.
- ეს იმაზეა დამოკიდებული რისი თქმა გინდა, - მიპასუხა მან, - შენი დაბნეულობით ინდულგირებას აპირებ?
- მე ახსნებში მინდა ინდულგირება, -ვუპასუხე მე, - ჰო დაბნეული ვარ და შენთანაც ვერ გავბედე მოსვლა, რომ ამაზე მესაუბრა და სხვასაც ვერავის ვერაფერი ვუთხარი ჩემს სიძნელეებზე.
- შენს მეგობრებს არ ესაუბრები?
- კი, მაგრამ ისინი როგორ დამეხმარებოდნენ?
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ დახმარება გჭირდებოდა. შენ უნდა განივითარო შეგრძნება, რომ მეომარს არაფერი სჭირდება. შენ კი ამბობ, რომ დახმარებას ეძებ. დახმარებას რაში? იმ განსაკუთრებული მოგზაურობისთვის რომელსაც შენი ცხოვრება ჰქვია, შენ უკვე ყველაფერი გაქვს. ვცდილობდი შენთვის მესწავლებინა, რომ რეალური გამოცდილება ადამიანია და ერთადერთი, რაც მნიშვნელოანია ეს სიცოცხლეა - შენი სიცოცხლე. სიცოცხლე - ეს პატარა გასეირნებაა რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სიცოცხლე თვითკმარია, თავად ხსნის და ავსებს საკუთარ თავს.
მეომარს ესმის ეს და შესაბამისად ცხოვრობს. ამიტომ გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა გამოცდილებათა გამოცდილება ეს მეომრად ყოფნაა.
თითქოს ელოდა, რომ რაღაცას ვეტყოდი. წამით შევყოყმანდი, მინდოდა სიტყვები სათანადოდ შემერჩია.
- თუ მეომარს დამშვიდება სჭირდება, - განაგრძობდა ის, - უბრალოდ ნებისმირს ირჩევს და მას უყვება თავის დაბნეულობას. ბოლოს და ბოლოს მეომარი თანაგრძნობას და დახმარებას ხომ არ ეძებს. საუბრით ის უბრალოდ ტვირთს იხსნის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ მეომარს საუბრის ტალანტი აქვს. მაგრამ თუ ამის ნიჭი არ აქვს არც არავის ელაპარაკება. თუმცა შენ ხომ არ ცხოვრობ მეომარივით, ახლა მაინც. ჰოდა შენი ჩავარდნებიც მონუმენტური იქნება. გითანაგრძნობ.
ის არც ზედაპირული და არც გაფანტული არ იყო. მისი თვალებით თუ ვიმსჯელებთ საკუთარ თავთან იყო. ადგა და თავზე ხელი გადამისვა. ვერანდაზე წინ და უკან სიარულით სახლის გარშემო ჩაპარალს ათვალიერებდა, ამ მოქმედებებმა ჩემში ისევ მოუსვენრობა გააღვიძეს.
დასამშვიდებლად ჩემს პრობლემებზე დავიწყე საუბარი. ვგრძნობდი, რომ უკვე გვიანი იყო ისევ უბრალო დამკვირვებლად დავრჩენილიყავი. მისი ხელმძღვანელობით უკვე მივაღწიე ისეთ აღქმებს როგორც შინაგანი დიალოგის გაჩერება და სიზმრების კონტროლი იყო. ეს ისეთი რამ გახლდათ სადაც ვერ იცრუებდი და ვერ უგულებელყოფდი. ყოველვის მის რჩევას ვითვალისწინებდი, თუმცა ყოველთვის სიტყვა-სიტყვით არა. დღის განრიგის გადანაწილება ნაწილობრივ გამომივიდა, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება, პირადი ისტორიის წაშლა და საბოლოოდ მივაღწიე იმას რაც რამდენიმე წლის წინ საშინელებად მომეჩვენებოდა. შევძელი მარტო დავრჩენილიყავი ფიზიკური და ემოციური განწყობის რღვევის გარეშე. ალბათ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ტრიუმფი. ჩემი ადრინდელი ვარაუდებიდან და განწყობებიდან გამომდინარე მარტო დარჩენა და „არ გაგიჟება“ წარმოუდგენელი იყო. ყველა ცვლილებას განვიცდიდი რაც ჩემს ცხოვრებაში და სამყაროს ჩემეულ აღქმაში მოხდა. ვაცნობიერებდი იმას, რომ დონ ხუანის მონაყოლმა დუბლებზე ძალიან იმოქმედა. გარკვეული გაგებით ეს მეტისმეტი იყო.
- რა მჭირს დონ ხუან? - ვკითხე მე.
- შენ ინდულგირებ, - მიპასუხა მან, - შენ თვლი, რომ ეჭვებსა და მსჯელობებში ინდულგირება მგრძნობიარე ადამიანის თვისებაა. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ შენზე მგრძნობიარეს თქმა არაფრით არ შეიძლება. თავს რატომ იტყუებ? მე ადრეც გითხარი, რომ მეომარი მორჩილად იღებს იმას რაც არის.
- შენი სიტყვები ისე ჟღერს თითქოს განგებ შეგყავდე შეცდომაში, - ვთქვი მე
- ჩვენ განგებ შეგვყავს საკუთარი თავი შეცდომაში, - მიპასუხა მან, - ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს საქციელს, ჩვენი ტვინი განგებ გვაქცევს მონსტრად და თვლის, რომ ასეთები ვართ. თუმცა ის ძალიან პატარაა ასეთი უზარმაზარი ფორმისთვის.
მე ავუხსენი, რომ ჩემი პრობლემა იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ის წარმოიდგენდა. ვუთხარი, რომ ვიდრე მას და დონ ხენაროს ჩემს მსგავს ადამიანებად ვთვლიდი, მათი უმაღლესი კონტროლი ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მაგრამ თუ ისინი სინამდვილეში ჩემგან სრულიად განსხვავებულნი არიან, მაშინ მე მათ მოდელებად ვეღარ მივიღებდი, არამედ ვიღაც უცნაურ ადამიანებად, რომლებსაც რა თქმა უნდა ვეღარ მივბაძავდი.
- ხენარო ადამიანია, - მითხრა დონ ხუანმა გამამხნევებლად, - თუმცა კი უკვე ისეთი ადამიანი აღარაა როგორიც შენ, მაგრამ ეს მისი მიღწევაა და ამან არ უნდა შეგაშინოს. ის რომ სხვანაირია ეს უფრო უნდა აღგაფრთოვანებდეს.
-მაგრამ მისი განსხვავება არადამიანურია, ვთქვი მე.
-კი მაგრამ გგონია ეს ადამიანსა და ცხენს შორის განსხვავებაა?
-არ ვიცი მაგრამ ის არ არის ისეთი როგორიც მე.
-მაგრამ ოდესღაც ის შენნაირი იყო.
-გავიგებ კი მის ცვლილებას?
-რა თქმა უნდა, შენ ხომ თავადაც იცვლები.
-შენ იმის თქმა გინდა, რომ დუბლის განვითარებას შევძლებ?
-არავინ ავითარებს დუბლს, ეს უბრალოდ ამაზე საუბრის მეთოდია. ამ ლაპარაკის გამო სიტყვების ტომარას ემსგავსები. მათ მახეში ებმები. ახლა გგონია, რომ დუბლს რაიმე ბოროტი ჯადოქრობით ქმნიან. ყველა მანათობელ არსებას გვყავს დუბლი, ყველას! მეომარი ამის შემეცნებას სწავლობს სულ ესაა. ალბათ არის გადაულახავი წინააღმდეგობები, რომლებიც ამ შემეცნებას იცავს, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა. სწორედ ეს ბარიერები აქცევენ ამ შემეცნებას უნიკალურად.
-რატომ მეშინია ამის ასე ძალიან დონ ხუან?
-იმიტომ რომ გგონია, რომ დუბლი ეს ისაა რაც ამ სიტყვის მნიშვნელობაში დევს, ორეული ან სხვა შენში. მე ამ სიტყვას ამ მოვლენების ასაღწერად ვიყენებ. დუბლი შენ თავად ხარ და სხვანაირად მიდგომა აქ უკვე შეუძლებელია.
-და თუ მისი ქონა არ მინდა?
-ეს პირადი არჩევანი არაა. ისევე როგორც არაა პირად არჩევანზე დამოკიდებული ვის აირჩევენ ჯადოქრის ცოდნის გადასაცემად, რომელსაც ამგვარ ცნობიერებამდე მიყავხარ. როდისმე საკუთარი თავისათვის გიკითხავს რატომ მაინც და მაინც შენ?
-ყოველთვის. მე შენ ათასჯერ მაინც დაგისვი ეს კითხვა მაგრამ შენ არ მიპასუხე.
-მე არ მიგულისხმია, რომ ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოგეთხოვა. მე მეომრის ამოცანა ვიგულისხმე, რომ მას გაუმართლა და მოწოდება იპოვა. ამის ჩვეულებრივ საკითხად გადაქცევა, ჩვეულებრივი გონიერი ადამიანების საქმეა, რომლებიც ან აღიარებას ან სიბრალულს ესწრაფვიან. მე არ ვინტერესდები მსგავსი კითხვებით, რადგან მათზე პასუხი არ არსებობს. შენი არჩევა ძალის არჩევანი იყო. ძალის გეგმებს კი ვერავინ შეცვლის. ახლა კი, როცა უკვე არჩეული ხარ შენ ყველფერს იზამ მისი გეგმის შესრულების გარდა.
-მაგრამ დონ ხუან, შენ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ყოველთვის შემეძლო დაცემა.
-მართალია. დაცემა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ რაღაცა სხვას გულისხმობდი. შენ უკან დასახევ გზას ეძებ. შენ გინდა დაცემის უფლება და ყველაფრის შენი უფლებებით დამთავრდება. უკვე ძალიან გვიანია. მეომარი ძალის ხელში, მისი ერთადერთი თავისუფლებაა უნაკლო სიცოცხლე აირჩიოს. არ არსებობს არც გამარჯვების, არც დამარცხების გათამაშების საშუალება. შენ შეიძლება დაცემას და ბრძოლის სრულიად წაგებას ნატრობდე, რათა საკუთარ მთლიანობაზე უარი თქვა. მაგრამ არსებობს კონტრზომა, რომელიც არც ყალბი გამარჯვების და არც ყალბი დამარცხების აღიარების საშუალებას არ მოგცემს. თუ ფიქრობ, რომ დამარცხების წიაღში ჩაიძირები მაშინ გონზე არ ხარ. შენივე სხეული არ მოგცემს ამ გზით წასვლის საშუალებას.
მან სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს? - ვკითხე მე.
-საშინელ მდგომარეობაში ხარ, - თქვა მან, - უკან დახევა უვე ძალიან გვიანაა, მოქმედება კი ძალიან ადრე. შენ მხოლოდ დაკვირვება შეგიძლია. შენ ბავშვის უსუსურ მდგომარეობაში ხარ, რომელიც დედის საშოში ვერ ბრუნდება, მაგრამ არც მოქმედება და სირბილი არ შეუძლია. ბავშვს მხოლოდ მოქმედებაზე გასაოცარი მონაყოლის მოსმენა შეუძლია. შენ ახლა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხარ. შენ შენი ადრინდელი სამყაროს წიაღში ვერ ბრუნდები. მაგრამ, ამავე დროს, ძალის მოქმედებებიც ჯერ არ ძალგიძს. შენ მხოლოდ ძალის მოქმედებაზე დაკვირვება და მასზე - ძალაზე ზღაპრების მოსმენა შეგიძლია.
-დუბლი ერთ-ერთი ასეთი ზღაპარია. შენ იცი ეს და ამიტომაც მოუცავს მას შენი გონება. თუ თავს ისე მომაჩვენებ რომ გაიგე, გამოდის, რომ თავით კედლის დანგრევას ცდილობ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, რომ დუბლი, თუმცა კი მისი განვითარება სიზმარხილვის მეშვეობით ხდება, ისევე რეალურია როგორც ეს შეგიძლია წარმოიდგინო.
-შენს მონაყოლზე დაყრდნობით დონ ხუან, დუბლს შეუძლია რაღაცეების ჩადენა. ასეთ შემთხვეაში რა შეუძლია მას?
მან აზრი არ დამამთავრბიან და შემახსენა, რომ უადგილოა მტკიცება თითქოს მან მომიყვა დუბლზე, მაშინ როცა მე თავად ვნახე ის.
-რა თქა უნდა დუბლს შეუძლია გარკვეული საქციელის ჩადენა.
-ასეა, - მიპასუხა მან.
-მაგრამ შეუძლია კია ეს საქციელები თავად ჩაიდინოს?
-ეს თვითონაა დასწყევლოს ეშმაკმა!
ძალიან გამიჭირად საკუთარი აზრის გადმოცემა. მე მინდოდა მეთქვა, რომ თუ ჯადოქარს ერთდროულად ორი რამის ჩადენა შეეძლო მაშინ მისი საწარმო უნარებიც ორმაგდებოდა. მას შეეძლო ორ ადგილას მუშაობა, ორ ადგილას ყოფნა, ორი სხვა და სხვა ადამიანის ნახვა და ა.შ.
დონ ხუანი მოთმინებით მისმენდა.
-ნება მომეცი ასე გკითხო, -განვაგრძობდი მე, - შეუძლია თუ არა ჰიპოთეტურად დონ ხენაროს მოკლას ადამიანი დუბლის გამოყენებით?
დონ ხუანმა შემომხედა, თავი გააქნია და თვალი ამარიდა.
-თავი ძალადობის ამბებით გაქვს გამოტენილი, ხენროს არავის მოკვლა არ შეუძლია. უბრალოდ იმიტომ, რომ მას უკვე აღარანაირად აღარ აინტერსებს გარშემომყოფი ხალხი. იმ დროისთვის როცა მეომარი დაძლევს ხილვებს და სიზმარხილვებს და საკუთარ ნათებას აცნობიერებს მასში მსგავსი ინტერსები აღარ რჩება.
მე მივუთითე, რომ ჩვენი სწავლების დასაწყისში მან განაცხადა, რომ ჯადოქარი რომელსაც საკუთარი „ოლი“-სთვის მიმრთულების მიცემა შეეძლო, შეეძლო უპრობლემოდ გადაადგილებულიყო რამდენიმე ასეული მილის მანძილზე და თავისი მტრისათვის დარტყმა მიეყენებინა.
-ჩემი ბრალია შენი დაბნეულობა, - თქვა მან - მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ერთხელ მე ისიც გითხარი, რომ შენ იმ თანმიმდევრობას არ მისდევ რასაც ჩემთან ჩემი მასწავლებელი მისდევდა. ის ჯადოქარი იყო და ალბათ მეც უკეთ მოვიქცეოდი თუ მის სამყაროსკენ გიბიძგებდი. მაგრამ ასე არ მოვიქეცი, რადგან უკვე აღარ მანაღვლებს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების დაცემა და აღმასვლა. მაგრამ ჩემი მასწავლებლის სიტყვები გონებაში ჩამრჩა. მეც არაერთხელ მისაუბრია შენთან ისე როგორც ის საუბრობდა ჩემთან, ხენარო ცოდნის ადამიანია და ყველაზე სუფთაა მათ შორის. მისი ქცევები თავისუფალია. ის არც ჩვეულებრივი ადამიანია და არც ჯადოქარი. მისი დუბლი კი მისი სიხრულისა და იუმორის გამოხატულებაა. ამგავარად ის ორეულის საშუალებით ვერც შექმნის და ვერ მოაწესრიგებს ორდინალურ სიტუაციებს. რამდენადაც მე ვიცი დუბლი ეს ჩვენი - მანათობელი არსებების მდგომარეობაა. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია მაგრამ ურჩევნია რბილი და თავისუფალი იყოს.
- ჩემი მთავარი შეცდომა შენი შეცდომაში შეყვანა გახლდა, თანაც ე.წ ნასესხები გამოთქმებით. ჩემს მასწავლებელს ხენაროს მსგავსი ეფექტების შექმნა არ შეეძლო. მისთვის, ისევე როგორც შენთვის, ზოგიერთი რამ მხოლოდ ზღაპრები იყო ძალაზე.
ვგრძნობდი, რომ ჩემი აზრი უნდა დამეცვა და ვთქვი, რომ ჰიპოთეტურ აზრზე ვსაუბრობდი.
-არ არსებობს ჰიპოთეტური აზრი, როცა შენ ცოდნის ადამიანის სამყაროზე ლაპარაკობ. ცოდნის ადამიანს სხვებთან ცუდად ან მათთვის საზიანოდ მოქცევა არ შეუძლია. არც ჰიპოთეტურად და არც სხვაგვარად.
-მაგრამ თუ გარშემომყოფები მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საწინააღმდეგო რამეს გეგმავენ, შეუძლია თავისი დუბლი თავდაცვისთვის გამოიყენოს?
ენა გამაღიზიანებლად გააწკლაპუნა.
-როგორ წარმოუდგენელი ძალადობით სავსე აზრები გაქვს. არავის შეუძლია ცოდნის ადამიანის წინააღმდეგ განიზრახოს რამე. ის ამას ხედავს და ხიფათის თავიდან აცილება შეუძლია. მაგალითად ხენარომ განგებ გარისკა შენთან შეხვედრით. თუმცა კი შენ მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებდი. ასეთი აზრები რომ გქონოდა მისი ხილვები ამაზე გააფრთხილებდნენ. ხოლო თუ მაინც აპირებ მის წინააღმდეგ რაიმეს და ამაზე ხილვებმა არ გააფრთხილეს მაშინ ეს ბედისწერაა და ამას ვერ ხენარო და ვერც ვერავინ ვერ აღუდგება წინ. ამგავარად ხომ ხედავ, რომ ცოდნის ადამიანს შეუძლია აკონტროლოს ყველაფერი და არ აკონტროლოს არაფერი.
ვდუმდი, მზე თითქმის შეეხო სახლის დასავლეთით ხშირ ბუჩქნარს. მის ჩასვლამდე კიდევ 2 საათი რჩებოდა.
-რატომ არ დაუძახებ ხენაროს? - მკითხა უცებ დონ ხუანმა.
შევხტი, პირველი რაც თავში მომივიდა იყო ყველაფერი დამეყარა და მანქანისკენ გავქცეულიყავი. დონ ხუანმა გადაიხარხარა, მე კი მივუგე, რომ არ ვაპირებდი საკუთარი თავისთვის რაიმეს მტკიცებას და მასთან საუბრითაც კმაყოფილი ვიყავი. დონ ხუანი იცინოდა და ვერ ჩერდებოდა. ბოლოს კი მითხრა რა სირცხვილია დონ ხენაროს რომ არ შეუძლია ამ სცენით დატკბობაო.
-იცი რა, შენ თუ არ გინდა ხენაროს დაუძახო მე მინდა, - თქვა მან, - მე მომწონს მისი კომპანია.
პირში საშინლად მჟავე გემო ვიგრძენი. წარბებიდან და ზედა ტუჩიდან სახეზე ოფლის წვეთები წამომივიდა. მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ სათქმელი არაფერი იყო.
დონ ხუანი დიდხანს და გამომცდელად მიყურებდა.
-მიდი, - მითხრა მან, - მეომარი ყოველთვის მზად უნდა იყოს. მეომრად ყოფნა მხოლოდ სურვილი არაა. ეს უფრო უსასრულო ბრძოლაა რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.არავინ იბადება მეომრად ისევე როგორც გონიერ არსებებად არ იბადებიან. საკუთარ თავს თავად ვაქცევთ ამად ან იმად. გამხნევდი, არ მინდა ხენარომ ასეთი აცახცახებული გნახოს.
ის ადგა და ვერანდის იატაკზე გაიარა გამოაიარა. არ შემეძლო გულგრილად დავრჩენილიყავი. ჩემი ნერვიულობა ისეთი ინტენსიური გახდა, რომ წერა ვეღარ შევძელი და ფეხზე წამოვხტი.
დონ ხუანმა დასავლეთისკენ შემაბრუნა და ადგილზე სირბილი მიბრძანა. ამ ქმედებისთვის ადრეც მიგვიმართავს სხვა და სხვა დროსა და ვითარებაში. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გამუქებული ბინდიდან ძალა ამეღო მარაოსავით გაშლილი ხელების ზემოთ აწევით. მერე კი ხელები ძლიერედ მომემუშტა როცა ჩემი ხელები ჰორიზონტსა და ზენიტს შორის აღმოჩნდებოდა.
ვარჯიშმა იმოქმედა და მალე დავწყნარდი. არ შემეძლო არ შემემჩნია რა დაემართა ჩემს „ძველ მეს“, რომელიც ასეთი სულელური ვარჯიშებით ვერასოდეს მოდუნდებოდა.
მინდოდა მთელი ყურადღება იმ პროცედურებისათვის მიმექცია რაც დონ ხუანის მიერ დონ ხენაროს გამოძახებას მოჰყვებოდა. რაღაცა საოცრებას ველოდი. დონ ხუანი ვერანდის კიდეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით დადგა, ხელები პირთან მიიტანა და ხმამაღლა იყვირა: „ხენარო მოდი აქ“.
წამის შემდეგ ხენარო ჩაპარალიდან გამოვიდა. ორივეს სახეები უბრწყინავდათ. ისინი ფაქტიურად ცეკვავდნენ ჩემს წინაშე. დონ ხენარო ძალიან მხიარულად მომესალმა, მერე კი რძის ბიდონზე დაჯდა.
რაღაცა საშინლად ცუდი მემართებოდა. მშვიდად ვიყავი, ყოველგვარი დაბნეულობის გარეშე, უზრუნველობისა და გულგრილობის უცნაურ გრძნობებს მთელი ჩემი არსება მოეცვათ. თითქოს საკუთარ თავსაც კი ჩუმად ვათვალიერებდი. დონ ხენაროს დავუძახე და ძალიან უშუალოდ დავუწყე მოყოლა, რომ წინა გამოჩენისას მან კინაღამ სული გამაცხებინა შიშით და რომ ფსიქოტროპულ მცენარეებთან გამოცდილების მერეც კი არ ვყოფილვარ ასეთ ქაოსში. ისინი ისეთი სიამოვნებით მისმენდნენ თითქოს მათ გაცინებას ვცდილობდი. ბოლოს მეც მათთან ერთად გამეცინა.
რა თქმა უნდა ისინი აცნობიერებდნენ ჩემს ემოციური დამუნჯების მდგომარეობას. ისინი თვალყურს მადევნებდნენ და ისე მელაპარაკებიდნენ თითქოს მთვრალი ვყოფილიყავი. ჩემში რაღაც გაშმაგებით იბრძოდა და ცდილობდა ყველაფერი თავის კალაპოტში მოექცია. მინდოდა შეშინებული ვყოფილიყავი.
ბოლოს დონ ხუანმა სახეში წყალი შემასხა, მერე კი მთხოვა დავმჯდარიყავი და წერა განმეგრძო. როგორც ადრე ახლაც გამიმეორა, რომ თუ არ ჩავიწერდი მოვკვდებოდი. მართლაც სულ რამდენიმე სიტყვის ჩაწერის მერე ჩვეული სიმშვიდე დამირუნდა. თითქოს ყველაფერი კრისტალურად სუფთა გახდა, ყველაფერი რაც იქამდე ბუნდოვანი და მუნჯი იყო.
ჩემი ჩვეული მეს გამოღვიძებასთან ერთად ჩემმა შიშებმაც გაიღვიძეს. როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მე ნაკლებად მეშინობა რაღაცის შემშინებოდა ვიდრე ვიღაცას შევეშინებინე. ჩემი ძველი ჩვევების დაბრუნება, მათი უსიმოვნების მიუხედავად თითქოს წამლად დამედო.
აქ მე საბოლოოდ გავაცნობირე, რომ ხენარო გამოვიდა ჩაპარალიდან. ჩემი ჩვეული პროცესები ამოქმდდა. დავიწყე იმით, რომ ამაზე ფიქრი და განსჯა შევწყვიტე. გადავწყვიტე არაფერი არ მეკითხა და ამჯერად უტყვი მოწმე ვყოფილიყავი.
-ხენარო ახლაც მხოლოდ შენთვის ამოვიდა, - თქვა დონ ხუანმა.
დონ ხენარო ცარიელ, ჩაჭყლეტილ რძის ბიდონზე იჯდა და სახლის კედელს ეყრდნობოდა. ისე გამოიყურებოდა თითქოს ცხენზე იჯდა, ხელები წინ გაეწვდინა გეგონებოდათ ცხენის სადავე უჭირავსო.
-ეს მართალია კარლიტოს,- თქვა მან და რძის ბიდონი მიწაზე დადგა.
მან წარმოსახვით ცხენს კისერზე ფეხი გადააბიჯა და მერე მიწაზე ჩამოხტა. მისი მოძრაობები ისე სრულყოფილი იყო, რომ ერთი წუთით მომეჩვენა თითქოს მართლაც ცხენით მოსულიყოს. ჩემთან მოვიდა და მარცხნივ მომიჯდა.
-ხენარო იმიტომ მოვიდა რომ სულ სხვა რამე გითხრას. - თქვა დონ ხუანმა, თან ეს ისე გააკეთა თითქოს ხენაროს ტრიბუნას უთმობდა. დონ ხენარომ თავი დამიკრა და ოდნავ მობრუნდა, რომ ჩემთვის პირდაპირ ეყურებინა.
-რისი ცოდნა გინდა კარლიტოს? - მკითხა მან ხმამაღლა.
-იქნებ დუბლზე მომიყვე, ყველაფერი მომიყევი მასზე, - ვთხოვე უზრუნველი ტონით.
ორივემ თავი გაიქნია და ერთმანეთს შეხედეს.
-ხენარო აპირებს, რომ სიზმრისმხილვესა და სიზმარშინახულზე მოგიყვეს, - მითხრა დონ ხუანმა.
-როგორც შენ უკვე იცი კარლიტოს, - მითხრა დონ ხენარომ ორატორის ტონით, - დუბლი სიზმარხილვით იწყება.
ის ცოტა ხანს მიყურებდა და იღიმებოდა, მერე მისმა მზერამ ჩემი სახიდან ბლოკნოტსა და ფანქარზე გადმოინაცვლა.
-დუბლი ეს სიზმარია, - თქვა მან, ხელები წინ გაშალა და მერე ადგა, ვერანდის კიდესთან მივიდა და ჩაპარალში შევიდა. ის ბუჩქთან იდგა ნახევრად პროფილში და როგორც ჩანს შარდავდა. ერთი წამის შემდეგ კი შევამჩნიე, რომ როგორც ჩანს რაღაცა რიგზე ვერ ჰქონდა, თითქოს გამწარებით ცდილობდა მოეშარდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. დონ ხუანის სიცილმა მიმახვედრა, რომ დონ ხენარო ისევ ხუმრობდა. დონ ხენარო კი ისე კომიკურად ამოძრავებდა ტანს, რომ მეც და დონ ხუანიც სიცილით ვიხოცებოდით.
დონ ხენარო ვერანდაზე დაბრუნდა და დაჯდა. მისი ღიმილი საოცარ სითბოს ასხივებდა.
-თუ არ შეგიძლია ე.ი არ შეგიძლია, -თქვა მან და მხრები აიჩეჩა. ერთი წამის მერე კი დაამატა: „ხო კარლიტოს, დუბლი -სიზმარია.“
-იმის თქმა გინდა რომ ის არარეალურია? - ვკითხე მე.
-არა, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს სიზმარია.
დონ ხუანი ჩაერი და მითხრა, რომ ეს იმის გაცნობიერების პირველი გამვლინებაა, რომ ჩვენ მანათობელი არსებები ვართ.
-ჩვენ ყველა განსხვავებული ვართ, ჩვენი ბრძოლის მეთოდებიც განსხვავებულია, -თქვა დონ ხუანმა, - თუმცა საფეხურები, რომლებსაც დუბლთან მივყავართ ერთი და იგივეა. განსაკუთრებით პირველები - არამყარი და მყიფე.
დონ ხენარო დაეთანხმა და ამ სტადიაზე ჯადოქრის გაურკვევლობის გრძნობაც აღნიშნა.
-როცა მე ეს პირველად დამემართა არ ვიცოდი რა მოხდა - აგვიხსნა მან, - ერთხელ მთებში მცენარეებს ვაგროვებდი. იმ ადგილს მივაღწიე რომელიც სხვა მცენარეების შემგროვებლებს უკვე დაემუშავებინათ. მე მცენარეების ორი უზარმაზარი ტომარა მქონდა. გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი მაგრამ იქამდე ცოტა დამესვენა. მე ბილიკთან ახლოს ხის ჩრდილში წამოვწექი და დავიძინე. მერე მომესმა როგორ ჩამოდიოდა ხალხი ბორცვიდან და გამეღვიძა. სწრაფად გავიქეცი გზასთან ახლოს ბუჩქებთან დასამალად. ვიდრე ვიმალებოდი არ მასვენებდა აზრი, რომ რაღაც დამრჩა. მივხვდი, რომ ეს მცენარეების ტომრები იყო. იმ ადგილისკენ გავიხედე სადაც ცოტა ხნის წინ მეძინა და შიშისგან კინაღამ შარვალში ჩავისვარე. მე ჯერ კიდევ იქ მეძინა! სხეულს ხელი შევავლე, ეს ნამდვილად მე ვიყავი !
დონ ხენარომ მოყოლა შეწყვიტა და კითხვისა და შენიშვნის მოლოდინში შემომხედა.
-მეორედაც მოუყევი სად გაიღვიძე,- სთხოვა დონ ხუანმა.
-მე გზასთან გავიღვიძე, - თქვა დონ ხენარომ, - სადაც დავიძინე. მაგრამ რომელიღაც მომენტში მაინც არ ვიყავი დარწმუნებული სად ვიმყოფებოდი. თითქმის ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავს ვუყურებდი, როგორ ვიღვიძებდი. მერე თითქოს რაღაცამ გამკრა და უცებ თვალების ფშვნეტის მომენტში აღმოვჩნდი.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მერე რა გააკეთე? - ჰკითხა დონ ხუანმა.
დონ ხუანი საუბარს განაგრძობდა, მან თქვა, რომ წუთით გაშეშდა მერე კი ყველაფრის შესამოწმებლად წავიდა.
-ადგილი სადაც ვიმალებოდი ნაწილობრივ ისეთიც აღმოჩნდა როგორიც ვნახე, - თქვა მან, - ხალხმა, წინ რომ ჩამიარა გზა გააგრძელა, მე ეს იმიტომ ვიცი, რომ ბორცვიდან მოვდევდი მათ. ეს ზუსტად ის ხალხი იყო რომლებსაც მე ვხედავდი. მე მათ იქამდე ვდიე ვიდრე ქალაქამდე არ მივიდნენ. ალბათ გიჟადაც მიმიჩნიეს. მერე ვკითხე ხომ არ უნახავთ ჩემი მეგობარი რომელსაც გზის პირას ეძინა. ყველამ მიპასუხა, რომ არ ენახათ.
-ხედავ, - მითხრა დონ ხუანმა, - ყველა ერთნაირ ეჭვებს ვგრძნობთ, ჩვენც გვეშინია გაგიჟების მაგრამ საუბედუროდ ყველა ხომ ისედაც შეშლილები ვართ.
-შენ მაინც ოდნავ უფრო შეშლილი ხარ ვიდრე ყველა ჩვენგანი, - მითხრა დონ ხენარომ და თვალი ჩამიკრა, - და ოდნავ უფრო ეჭვიანიც.
მერე ჩემი ეჭვების გამასხარავება დაიწყო.
დონ ხენარომ მოყოლა ისევ განაგრძო.
-ჩვენ ყველა მყარი არსებები ვართ, - თქვა მან, - მხოლოდ შენ არა ხარ ასეთი კარლიტოს. ერთი ორი დღე კიდევ ვფიქრობდი ამ შემთხვევაზე, მერე კი მომიწია შევშვებოდი და სხვა უამრავ საქმეზე მეზრუნა. დრო აღარც კი მქონდა რომ ამ ამოცანაზე მეფიქრა. ამიტომ ყველაფერი ძალიან სწრაფად დამავიწყდა, მაშინ ძალიან გგავდი შენ.
მაგრამ ერთხელაც, რამდენიმე თვის შემდეგ, საოცრად დამქანცველი დღის ბოლოს მე მკვდარივით ჩამეძინა სადილის შემდეგ. წვიმა წამოვიდა და მისი წვეთების სახურავზე წკაპუნმა გამაღვიძა, წყალიც ჩამოვიდა და საწოლიდან წამოვხტი, სახურავზე ავედი რომ ხვრელი შემეკეთებინა ვიდრე სახლი წყლით გაივსებოდა. თავს ისე ფხიზლად და ძლიერად ვგრძნობდი და სამუშაო ისე დავამთავრე არც დავსლებულვარ. ვიფიქრე, რომ იმ ცოტა ხნის ძილმა იმოქმედა ჩემზე ასე კარგად. როცა ყველაფერს მოვრჩი და სახლში დავბრუნდი რაიმე რომ მეჭამა აღმოვაჩინე, რომ ვერაფერს ვყლაპავდი. ვიფიქრე, რომ ავად გავხდი. ცოტა ფოთლები და ფესვები დავჭყლიტე და ყელი შევიხვიე და დასაძინებლად გავეშურე. და ისევ როგორც კი საწოლს მივუახლოვდი კინაღამ შარვალში ჩავისვარე. მე საწოლში ვიწექი და მეძინა! მინდოდა საკუთარი თავი შემენჯღრია და გამეღვიძებინა. მაგრამ ვიცოდი, რომ იმას არ ვაკეთებდი რაც უნდა გამეკეთებინა. ამიტომაც პანიკით მოცული სახლიდან გამოვვარდი. უმიზნოდ დავეხეტებოდი ბორცვებს შორის, წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ იქ ვცხოვრობდი მაინც დავიკარგე. თავზე მაწვიმდა და ამას ვერც კი ვამჩნევდი - თითქოს ფიქრიც აღარ შემეძლო. მერე ჭექა-ქუხილი ისე გაძლიერდა რომ გამაღვიძა.
ერთი წამით დადუმდა.
-გაინტერესებს სად გავიღვიძე? - მკითხა მან.
-რა თქმა უნდა, - უპასუხა დონ ხუანმა.
-მე ბორცვებს შორის წვიმაში გამეღვიძა.
-მაგრამ საიდან იცოდი, რომ გაიღვიძე? - ვკითხე მე.
-ჩემმა სხეულმა იცოდა ეს, - მიპასუხა მან.
-ეს სულელური კითხვა იყო, - ჩაერია დონ ხუანი, - შენ თავადაც იცი, რომ მეომარში რაღაც ყოველთვის გრძნობს ცვლილებას. სინამდვილეში ესაა მეომრის მიზანი, უფრო სწორედ ამის გაცნობიერებულად გამყარება და ხელშეწყობა. მეომარი ასუფთავებს, ხვეწს და უფრთხილდება თავის სამუშაოს.
ის მართალი იყო, იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი. ვაცნობიერებდი ჩემში რაღაცის არსებობას რაც აღრიცხავდა და აცნობიერებდა ყველაფერს რასაც ვაკეთებდი.
თუმცა ამას არაფერი არ ჰქონდა საერთო ჩემს ორდინალურ ცნობიერებასთან. ეს რაღაც სხვა იყო, რის აღნიშვნასაც ვერ ვახერხებდი. მე ვუთხარი მათ, რომ შესაძლოა დონ ხენარომ უკეთ გადმოსცეს ეს.
-შენ თავად კარგად აკეთებ ამას, - თქვა დონ ხენარომ, - ეს შინაგანი ხმაა რომელიც გეუბნება რა რა არის. მაშინაც მან მითხრა, რომ მეორედ უნდა გამღვიძებოდა. რა თქმა უნდა როგორც კი გავიღვიძე დავრწმუნდი, რომ ისევ სიმზმარხილვაში ვიყავი. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი სიზმარი, მაგრამ არც ნამდვილი სიზმარხილვა იყო. ამიტომ მივხვდი, რომ კიდევ რაღაცა იყო. ალბათ ნახევრად მძინარე ძილში დავდიოდი, სხვაგვარად ვერ ავხსენი ეს.
დონ ხენარომ განაგრძო, რომ მისი მასწავლებელი უხსნიდა, რომ ეს არ იყო ძილი და არც იმაზე უნდა დაეჟინა, რომ ეს ძილში სიარულად მიეღო.
-გითხრა რა იყო ეს? - ვკითხე მე.
მათ ერთმანეთს გადახედეს.
-მან მითხრა, რომ ეს ბუა იყო, - მიპასუხა დონ ხენარომ ბავშვის ხმით.
მე გავუმოერე, რომ ამის გაგება მინდოდა ფა აღმოჩნდა, რომ დონ ხენაროს მასწავლებელმაც ასე ახსნა ეს ყველაფერი როგორც ისინი ახლა მე მიხსნიდნენ.
-რა თქმა უნდა ასეა, - თქვა დონ ხუანმა, - ჩემმა მასწავლებელმა ამიხსნა ეს როგორც სიზმარი სადაც ადამიანი საკუთარ თავს მძინარეს უყურებს.
-ესაა დუბლის დრო,- განაგრძო დონ ხენარომ.
მან მირჩია ჩემი ძალა მსჯელობასა და კითხვების დასმაზე არ დამეხარჯა და ამის მაგივრად ეს შემთხვევა მოქმედებისთვის გამომეყენებიანა. რადგან როცა მეორე შანსი მომეცემოდა მზად უნდა ვყოფილიყავი.
-მეორე შემთხვევა მასწავლებლის სახლში მოხდა. მე საშინაო საქმეებში ვეხმარებოდი. მერე დასასვენებლად წამოვწექი და რა თქმა უნდა ღრმად ჩამეძინა. მისი სახლი ჩემთვის ძალის ადგილი იყო და ეს დამეხმარა. უეცრად ძლიერმა ხმაურმა გამაღვიძა. ჩემს მასწავლებელს დიდი სახლი ჰქონდა. ხმა კი ისეთი მოდიოდა თითქოს ვიღაცა ნიჩბით ხრეშს თხრიდა. ჯერ წამოვჯექი და მივაყურადე, მერე წამოვდექი. ეს ხმა ძალიან მაწუხებდა მაგრამ ვერ ვიგებდი რატომ. უკვე ვფიქრობდი ხომ არ წავსულიყავი და მენახა რა იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ იატაკზე ვიწექი. ამჯერად ვიცოდი რა იყო მოსალოდნელი და რა უნდა გამეკეთებინა და ხმას მივყევი. სახლის უკანა ნაწილში გავედი იქ არავინ აღმოჩნდა. ხმა თითქოს სახლის გარედან მოდიოდა, მე ხმას გავყევი. რაც უფრო შორს მივდიოდი უფრო მიადვილდებოდა სიარული. ბოლოს იმით დამთავრად, რომ ძალიან შორს წავედი და უჩვეულო ამბებს შევესწარი.
მან მითხრა, რომ იმ პერიოდში სწავლა ჯერ ახალი დაწყებული ჰქონდა და ჯერ კიდევ ძალიან ცოტა გაკეთებული. თუმცა ძალდაუტანაბელი სიმსუბუქით იღებდა სიზმარში საკუთარი თავის ყურების ფაქტს.
-სად წახვედი დონ ხენარო? - ვკითხე მე
-ეს პირველად მოხდა როცა მართლა ვმოძრაობდი სიზმრხილვაში, - განაგრძო მან, - მაგრამ უკვე საკმარისად ვიცოდი მასზე რომ სწორად მოვქცეულიყავი. პირდაპირ მივდიოდი, არაფერს ვუყურებდი და ბოლოს ღრმა ხევთან აღმოვჩნდი. სადაც ჩემს მასწავლებელს ზოგიერთი ძალის მცენარე ეთესა.
- როგორ ფიქრობ, პატარა სიზმარხილვა იქნებ უკეთ მოქმედებს? - ვკითხე მე.
-არა, - დაამატა დონ ხუანმა, - ნებისმიერს აქვს შესალებლობა რაიმე ძალიან იოლად გააკეთოს. ხენაროს სიზმარხილვის ნიჭი აქვს.
-რა ნახე ხევში დონ ხენარო?- ვკითხე მე
-ვნახე როგორ აკეთებდა ძალიან სახიფათო მანევრებს ადამიაენბთან ჩემი მასწავლებელი. ვიფიქრე, რომ აქ მის დასახმარებლად ვიყავი და ხეების უკან დავიმალე, თუმცა არ ვიცოდი რით მივხმარებოდ. მაგრამ არც შეშინებული ვმდგარვარ, მერე კი ვიფიქრე, რომ ეს სცენა იმისთვის იყო, რომ თვალყური მედევნებინა და მონაწილეობა არ მიმეღო.
-სად, როდის და როგორ გაიღვიძე?
-არ ვიცი როდის გავიღვიძე. ალბათ რადენიმე საათის შემდეგ. ერთადერთი რაც ვიცოდი ჩემს მასწავლებელს და მის ხალხს გავყევი, როცა ისინი ჩემი მასწავლებლის სახლში უნდა შესულიყვნენ. მათ ხმამაღალი ჩხუბი ატეხეს და ამ ხმაურმა გამაღვიძა. მე იქ ვიყავი სადაც საკუთარი თავი მძინრე დავინახე. გამოღვიძებულმა შევამჩნიე, რომ რასაც ვაკეთებდი და ვხედავდი ჩემი სიზმარი იყო. მე მართლაც გავიარე რაღაც მანძილი, ხმას გავყევი.
-იცოდა შენმა მასწავლებელმა რასაც აკეთებდი?
-ის ახმაურებდა ნიჩაბს რომ დამხმარებოდა. როცა სახლში შემოვედი ისევ გამიმეორა საყვედური ჩაძინების გამო. ვიცოდი რომ მან მნახა, მოგვიანებით როცა მისი მეგობრები წავიდნენ, მითხრა, რომ ჩემი ნათება დაინახა ხეებს უკან.
დონ ხენარომ მითხრა, რომ ამ სამმა შემთხვევამ ის სიზმარხილვის ბილიკზე დააყენა და რომ კიდევ 15 წელი დასჭირდა შემდეგ შემთხვევამდე.
-მეორე ხილვა უფრო რთული იყო, - თქვა მან, - მე მძინარე აღმოვჩნდი ახალმოხნულ მინდორში. ერთ-ერთ ხნულში გვერძე გადაბრუნებულს მეძინა. ვიცოდი, რომ სიზმარხილვაში ვიყავი, რადგან ყოველღამე სიზმარხილვაში მოხვედრას ვცდილობდი. ყოველთვის როცა თავს მძინარეს ვხედავდი იმ ადგილას ვიყავი სადაც ჩამეძინა. ამჯერად არ ვიყავი ჩემს საწოლში თუმცა კი ვიცოდი, რომ ჩემს საწოლში დავიძინე. სიზმარხილვაში დღე იყო, ამიტომ დავიწყე გამორკვევა. დავიძარი იმ ადგილიდან სადაც მეძინა და ორიენტირება ვცადე. ვიცოდი სადაც ვიყავი. ჩემი სახლიდან არც ისე შორს, ალბათ სადღაც ორ მილზე. გარშემო შემოვუარე და ყოველ დეტალს ვაკვირდებოდი. ახლოს მდგარი დიდი ხის ჩრდილში დავდექი და პატარა მაღლობიდან ბორცვზე შეფენილ სიმინდის ყანებს გადავხედე . შემოგარენის დეტალები არც ქრებოდა და არც იცვლებოდა რამდენიც არ უნდა მეყურებინა. შემეშინდა და ისევ იმ ადგილისკენ გავიქეცი სადაც მეძინა. მე ისევ იქ ვიყავი როგორც ადრე და ისევ საკუთარი თავის თვალიერება დავიწყე. უცნაური გულგრილობის შეგრძნება გამიჩნდა იმ სხუელის მიმართ რომელსაც ვუყურებდი.
მერე მოახლოებული ხალხის ხმა მომესმა. თითქოს ეს ადამიანები სულ გარშემო მეხვია. პატარა ბორცვზე ავირბინე და ფრთხილად გადმოვიხედე იქიდან. ათი კაცი მაინც მიდიოდა იმ მინდვრებისკენ სადაც მეძინა. ყველა ახალგაზრდა იყო, ისევ იმ ადგილისკენ გავიქეცი სადაც მეძინა და საშინელი განცდა გადავიტანე ვიდრე ჩემს თავს ღორივით მხვრინავს დავყურებდი. ვიცოდი ჩემივე თავი რომ უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ისიც ვიცოდი, რომ საკუთარი თავის გაღვიძება სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ თუ ეს ბიჭები მიპოვიდნენ აქ ძალიან შეწუხდებოდნენ. ყველა ის აზრი რომელიც თავში მომდიოდა სინამდვილეში ჩემი არ იყო. ეს უფრო სცენები იყო ჩემს თვალებში. მაგალითად ჩემი მოუსვენრობა რითაც საკუარ თავს დავცქეროდი სცენა იყო. ამავეს ვგრძნობდი თითქოს მუშტებით მცემდნენ. მე ამას წუხილს ვეძახდი. პირველი შემთხვევის მერე ასეთი რამ არაერთხელ დამემართა.
ამგავარად არც ვიცოდი რა მექნა, ვიდექი და ამაზე ვფიქრობდი. ყველაზე უარესს მოველოდი. თვალწინ სურათების კალეიდოსკოპმა გამიელვა, განსაკუთრებით ერთს ჩავეჭიდე - ჩემს სახლსა და ჩემი საწოლის ხედს. სურათი ძალიან ნათელი იყო, ო როგორ მინდოდა ისევ ჩემს ლოგინში აღმოვჩენილიყავი. რაღაცამ შემაფუცხუნა, ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ ჩამარტყა და გამეღვიძა. საკუთარ საწოლში ვიყავი! წამოვხტი და ჩემი სიზმარხილვის ადგილას გავიქეცი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც დავინახე. იქ ახალგაზრდები მუშაობდნენ, დიდხანს ვაკვირდებოდი მათ. ისინი ზუსტად ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც მე ვნახე.
მერე, დღის ბოლოს, როცა ყველა წავიდა ისევ უკან დავბრუნდი იქ სადაც მეძინა.
იქ ვიღაც წოლილიყო.მიწა ჩაწოლილი დამხვდა. დონ ხუანი და დონ ხენარო მაკვირდებოდნენ. ისინი ორ უცხო ცხოველს გავდნენ. ზურგზე ეკლამა დამაყარა, უკვე ზღვარზე ვიყავი სრულიად გამართლებულ შიშში ინდულგირება დამეწყო, რომ ისინი ჩემნაირი ადამიანები არ იყვნენ და ამ დროს დონ ხენარომ გაიცინა.
-იმ დროს, -თქვა მან, - მე სწორედ ასეთი ვიყავი როგორიც შენ კარლიტოს. ყველაფრის შემოწმება მინდოდა, ისეთივე ეჭვიანი ვიყავი როგორიც შენ.
გაჩერდა, თითი მუქარით დამიქნია, მერე კი დონ ხუანისკენ შებრუნდა:
-შენ რა არ იყავი ასეთი ეჭვიანი ეს ბიჭი რომაა?
-არანაირად, - უპასუხა დონ ხუანმა, - ეგ ჩემპიონია.
დონ ხენარო ჩემსკენ მოტრიალდა და რაღაცა ბოდიშის მსგავსი მანიშნა.
-როგორც ჩანს შევცდი, - თქვა მან, - მე არ ვყოფილვარ შენსავით ეჭვიანი.
ნელა გაიცინა თითქოს ხმაურს ერიდებოდა, დონ ხუანის სხეულიც მოგუდული სიცილისგან ირწეოდა.
-ეს ძალის ადგილი შენთვისაა. - მითხრა დონ ხენარომ ჩურჩულით. - უკვე ძვლებამდე დაგივა თითები ამდენი წერით. აქ როდისმე ძლიერი სიზმარხილვა გამოგიცდია?
-არა სიზმარხილვა არა, - უპასუხა დონ ხუანმა, - მაგრამ ძალიან ძლიერი წერა კი გამოუცდია.
დაიჯღანნენ, თითქოს ხმამაღალი სიცილი არ უნდოდათ, სხეულები უცახცახებდათ. ჩუმი სიცილი რიტმულ ხველებას გავდა.
დონ ხენარო გასწორდა და უფრო ახლოს მომიჯდა. მხარზე ხელი რამდენჯერმე დამარტყა და თან არამზადას მეძახდა, მერე კი უცებ მარცხენა ხელით ძალიან ძლიერად მიმითრია თავისკენ. წონასწორობა დავკარგე და წინ გადავვარდი. სახით კინაღამ ძირს დავენარცხე და ხელი ავტომატურად გამოვტაცე , რომ ძირს დაცემა შემემსუბუქებინა. ერთ-ერთი მათგანი კისერზე მაწვებოდა, არ ვიცოდი რომელი. ხელი რომელიც მაკავებდა დონ ხენაროს ხელს გავდა. პანიკამ გამომაცარიელა, ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და ალბათ ასეც მოხდა. მუცელზე ისე მაჭერდა, რომ გული ამერია. მერე მახსოვს ვიღაცა ფეხზე წამოდგომაში მომემხმარა. ჩემს წინ ჩაცუცქული დონ ხენარო იდგა. მოვბრუნდი და თვალებით დონ ხუანი მოვძებნე, მაგრამ ის არსად იყო. დონ ხენაროს კი ღიმილი უნათებდა სახეს, თვალები უბრწყინავდა. დაჟინებით მიყუ რებოდა. ვკითხე რა გამიკეთა, მან კი მიპასუხა, რომ ნაწილებად დამშალა. მისი ტონით თუ ვიმსჯელებთ გაღიზიანებული და ჩემით უკმაყოფილო იყო. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რამდენიმე ნაწილად ვიყავი დაშლილი და ისევ უნდა შევგროვილიყავი. შეეცადა მკაცრი ტონით ესაუბრა, მაგრამ შუა წინადადებაზე გაეცინა. მითხრა, რა საშინელებაა მთელს ამ შემოგარენზე რომ ხარ მიმოფანტულიო, და ცოცხით თუ მოგაგაროვებ ერთ ადგილზეო. მერე კი დაამატა, რომ ალბათ ყველა ნაწილს საკუთარ ადილს ვერც უპოვიდა და ჩემი პენისი შესაძლოა ჩემი ცერა თითის ადგილას აღმოჩენილიყო. ამაზე გადაიხარხარა. მეც მომინდა გაცინება და ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა. სხეული ჩამომეშალა! თითქოს მექანიკური დასაქოქი სათამაშო ვყოფილიყავი, ნაწილებად რომ დაიშალა. ფიზიკური შეგრძნებები საერთოდ აღარ დამრჩა და არ აღარანაირ შიშსა და წუხილს აღარ ვგრძნობდი. ნაწილებად დაშლას თითქოს სხვისი თვალით ვადევნებდი თვალს, აღარანაირი შეგრძნება აღარ იყო.
მერე გავაცნობიერე, რომ ხენარო ჩემი სხეულით მანიპულირებდა. ფიზიკური შეგრძნებაც გამიჩნდა, ეს იყო ისეთი ინტენსიური ვიბრაცია თვალწინ საერთოდ გამიქრო ყველაფერი.
ისევ ვიგრძენი, რომ ვიღაცა და ჯადომაში მეხმარებოდა. ჩემს წინ ისევ ჩაცუცქული დონ ხენარო დავინახე. იღლიებში შემიდგა და სიარულში მომეშველა. ვერ ვიგებდი სად ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა მაგრამ დროის უწყვეტობის გრძნობაც არ მტოვებდა. არ მტოვებდა შეგრძნება, რომ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ერთად ვიყავი დონ ხუანის ვერანდაზე.
დონ ხუანი ჩემთან ერთად მოდიოდა და მარცხენა ხელზე მეყრდნობოდ. ლანდშაფტს ყურადღებას ვაქცევდი, ის გამუდმებით იცვლებოდა. მაგრამ არ შემეძლო იმის ბუნების განსაზღვრა რასაც ვაკვირდებოდი. ის რაც თვალწინ მქონდა გრძნობას ან განწყობას გავდა და ცენტრი საიდანაც ყველა ეს ცვლილება მოდიოდა უეჭველად ჩემი მუცელი იყო. ეს კავშირი განვსაზღვრე არა როგორც აზრი ან მოსაზრება არამედ როგორც ფიზიკური შეგრძნება, რომელიც უეცრად ფიქსირებადი და დამთრგუნველი გახდა.
ცვლილებები ჩემს გარშემო ჩემი მუცლიდან მოდიოდა. სამყაროში შევქმენი - სურათებისა და შეგრძნებების უწყვეტი ნაკადი. აქ ყველაფერი იყო რაც ვიცოდი, ეს თავად გრძნობა იყო და არა აზრი ან გაცნობიერებული დასკვნა.
წამით შევეცადე რაღაცას მივმხდარიყავი, ჩემი მოუშორებელი ყველაფრის აღმიშვნელი ჩვევის გამო, მაგრამ უცებ ერთ წუთში ეს აღნიშვნების პროცესი გაქრა და რაღაც უჩვეულომ მომიცვა. ეს იყო ყველანაირი გრძნობები და სურათები.
მერე ჩემში აღნიშვნის პროცესი ისევ ჩაერთო და შევამჩნიე, რომ ერთი სურათი სულ მეორდებოდა: დონ ხუანი და დონ ხენარო ჩემთან მოღწევას ცდილობდნენ. სურათი ძალიან სწარაფად გაცურდა, თითქოს ფანჯრიდან ჩაქროლებული მატარებელი დამენახოს. მაგრამ რაც უფრო ხშირად ბრუნდბოდა სურათი უფრო ნათელი ხდებოდა და უფრო დიდხანსაც რჩებოდა და უფრო ნათელიც ხდებოდა. რომელიღაც წამს მივხვდი, რომ განგებ გამოვყოფდი ამ სურათს დანარჩენი ნაკადიდან. თითქოს ყველაფერ დანარჩენში მხოლოდ ამას ვხედავდი. ბოლოს მასზე ფიქრით როგორც იქნა შევძელი მისი შეკავება. როგორც კი ფიქრი დავიწყე ჩემი ჩვეული პროცესებიც ამოქმედდნენ. ისინი ისე ზუსტი არ იყო როგორც ჩემს ორდინალურ რეალობაში, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ მცოდნოდა, რომ სცენა ან გრძნობა რომელიც მე გამოვყავი დონ ხუანისა და დონ ხენაროსგან შედგებოდა, რომლებიც იღლიებით მიჭერდნენ დონ ხუანის ვერანდაზე. მინდოდა კვლავ სხვა სურათებზე გადამენაცვლა, მაგრამ მათ ამის ნება არ მომცეს. ერთი წამით გავიბრძოლე, ძალიან მსუბუქად და ბედნიერეად ვგრძნობდი თავს. ვიცოდი, რომ ორივე ძალიან მიყვარდა და არც ერთის არ მეშინოდა. მინდოდა მეხუმრა მაგრამ არ ვიცოდი როგორ ამიტომ ვიცინოდი და მხარზე ხელს ვურტყამდი. სადღაც ცნობისმოყვარეობაც მაწუხებდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სიზმარხილვა იყო. თუ რაიმეზე ფოკუსირებას ვეცდებოდი ეს სურათი მაშინვე მისხლტებოდა.
დონ ხუანი და დონ ხენარო რაღაცას მეუბნებოდნენ. ვერც მათ სიტყვებს ვიჭერდი და ვერც ის გავარჩიე რომელი მესუბრებოდა. დონ ხუანმა შემაბრუნა და მიწაზე დაყრილ რაღაც გროვაზე მანიშნა. დონ ხუანმა უფრო მომხარა წელში და მაიძულა ამ გროვისთვის შემომევლო. გროვა მიწაზე მწოლარე ადამიანი აღმოჩნდა. ის, სახით მარჯვნივ მიბრუნებული, მუცელზე იწვა. დონ ხუანი ისევ ამ ადამიანზე მანიშნებდა და რაღაცას მეუბნებოდა. მაიძულებდა მის გარშემო მევლო. მე საერთოდ არ შემეძლო მასზე ფიქსირება მაგრამ ბოლოს სიმშვიდის გრძნობა დამიბრუნდა და ადამიანს შევხედე. ჩემში ნელა ამოიზარდა შეგრძნება, რომ ეს მიწაზე მწოლარე კაცი მე ვიყავი. ამ აზრს არც შიშის და არც მოუხერხებლობის შეგრძნებები არ გაუღვიძებია. უბრალოდ უემოციოდ მივიღე ყოველივე. ამ დროს არ მეძინა, მაგრამ არც მთლიანად გამოფხიზლებული გახლდით, უკვე ნათლად ვარევდი დონ ხუანსა და დონ ხენაროს და იმას რაზეც მესაუბრებოდნენ. დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩაპარალში ძალის მრგვალ ადგილას უნდა წავსულიყავით. როგორც კი მან ეს თქვა გონებაში იმ ადგილის სურათი გამოჩნდა. მის გარშემო კი მუქი მასა დავინახე. მარჯვნივ მივბრუნდი, დონ ხუანი და დონ ხენარო იქ იყვნენ. უცებ მათი შემეშინდა, იქნებ იმიტომ რომ სახიფათო ჩრდილებს გავდნენ. ისინი მიახლოვდებოდნენ. როგორც კი მათი ნაკვთები გავარჩიე ჩემი შიშები გაქრა. ისევ სიყვარული მომეძალა, თითქოს მთვრალი ვიყავი და ვერაფერს ვერ ვეჭიდებოდი. ისევ იღლიებში ამომიდგნენ და ნჯღრევა დამიწყეს. მიბრძანეს გამეღვიძა. მათი ხმები გარკვევით და ნათლად მესმოდა. ამას უნიკალური მომენტი მოჰყვა. გონებაში ორი სურათი, ორი სიზმარი მქონდა. ვგრძნობდი, რომ რაღაცას ჩემში ძალიან ღრმად ეძინა და ახლა ფხიზლდებოდა. მერე დონ ხუანის იატაკზე მწოლარე ჩემი თავიც აღმოვაჩინე, რომელსაც დონ ხუანი და დონ ხენარო ანჯღრევდნენ. მაგრამ ამავე დროს ძალის ადგილზეც ვიყავი და დონ ხუანი და დონ ხენარო იქაც მანჯღრევდნენ. ერთ წამს კრიტიკული სიტუაცია ჩამოწვა, როცა არც ერთგან ვიყავი და არც მეორეგან. მალე სულ სხვა ადგილებში აღმოვნდი როგორც დამკვირვებელი, რომელიც ერთდროულად ორ სცენას ხედავდა. ვგრძნობდი, რომ ერთდროულად ნებისმიერი მათგანისკენ შემეძლო წასვლა. ერთადერთი რაც უნდა გამეკეთებინეა ეს იყო შემეცვალა პერსპექტივა და იმის მაგივრად, რომ ამ სცენისთვის შორიდან მედევნებინა თვალყური მასში მოქმედ სუბიექტად შევსულიყავი.
გაჩნდა რაღაცა ძალიან თბილი, რაც დონ ხუანის სახლს უკავშირდებოდა და ეს სცენა ვამჯობინე.
მე საშინელ შეტაკებაში აღმოვნდი. ეს ისეთი ყოვლისმომცველი იყო, რომ ჩემი ორდინალური აღქმა მაშინვე დამიბრუნდა. დონ ხუანი და დონ ხენარო ვედროებით მასხამდნენ წყალს, ისევ დონ ხუანის ვერანდაზე ვიყავი.
რამდენიმე საათის შემდეგ უკვე სამზარეულოში ვისხედით. დონ ხუანმა დაიჟინა ისე მემოქმედა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მერე საჭმელი მომცა და მთხოვა მეტი მეჭამა რომ ჩემი დახარჯული ენერგია აღმედგინა.
უკვე საღამოს ათი საათი იყო საჭმელად რომ დავჯექი და საათს შევხედე. ჩემი გამოცდა რამდენიმე საათს გაგრძელდა. თუმცა თუ ჩემს მეხსიერებას ვენდობით სულ ცოტა ხნით ჩამეძინა.
მიუხედავად იმისა რომ უკვე საკუთარ თავს დავუბრუნდი მაინც გაშეშებული ვიყავი. ჩვეული აღქმა მხოლოდ მაშინ დამიბრუნდა როცა შენიშვნების ჩაწერა დავიწყე. გამიკვირდა როცა წერამ მომენტალურად დამიბრუნა აღქმა. როცა საკუთარ თავს დავუბრუნდი ჭკვიანური აზრების ნაკადმაც არ დააყოვნა. ეს აზრები იმას მახსენებდნენ რაც ცოტა ხნის წინ გადავიტანე. ისიც ვიცოდი, რომ დონ ხენარომ დამაჰიპნოზა როცა მიწაზე დამაჯინა. მე ვცდილობდი გამეგო როგორ გააკეთა ეს.
როცა ჩემი აზრები გამოვქვი ორივე ისტერიულად ახარხარდა. დონ ხენარომ ყურადღებით დაათვალიერა ჩემი ფანქარი და ბოლოს დაასკვნა, რომ ეს იყო ის გასაღები რომლითაც ჩემი ზამბარა იმართებოდა. დავიბენი, დაღლილი და გაღიზიანებული ვიყავი, აღმონდა, რომ მე მათ ვუყვიროდი მათი სხეულები კი სიცილისაგან იკლაკნებოდნენ.
დონ ხუანმა მითხრა, რომ რა თქმა უნდა შეიძლება ნავის მიღმაც გადააბიჯო მაგრამ არა ამხელა მანძილზე. ხოლო ხენარო მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ დამხმარებოდა და სიზმარმხილველისა და სიზმარშინახულის ამოცანა ამომეხსნა.
ჩემმა გაღიზიანებამ პიკს მიაღწია. დონ ხუანმა დონ ხნაროს თავით ანიშნა, ორივე წამოდგა და სახლის უკან მაგიყვანა. იქ დონ ხენარომ უამრავ ცხოველს მიბაძა ღრიალსა და კივილში, მერე კი შემომთავაზა ნებისმეირი ამერჩია და მეც მასწავლიდა.
ხანგრძლივი პრაქტიკის მერე იმას მივაღწიე, რომ მათი იმიტირება ადვილად გამომდიოდა. ბოლოს ისინი სიცილით დახოცა ჩემმა მოუხერხებელმა მანერებმა. დაძაბულობა მომეხსანდა ხმამაღალი ყვირილით ვბაძავდი ცხოველებს, ვხვდებოდი, რომ ჩემს ყვირილში იყო რაღაცა საშინელი. ჩემი სხეულის მშვიდ მოდუნებას ვერაფერი შეედრებოდა. დონ ხუანმა მითხრა. რომ თუ რომელიმე ცხოველის მიბაძვაში დავხელოვნდებოდი მაშინ შემეძლო ეს ძალის საქმედ მექცია ანდა დაბნეულობის მოსახსნელად გამომეყენებინა, როცა ეს საჭირო იქნებოდა. მთხოვა დასაძინებლად წავსულიყავი მაგრამ მეშინოდა. გარკვეული დრო ერთად ვისხედით სამზარეულოს ვერანდაზე, მერე კი უნებურად ძალიან ღრმად ჩამეძინა.
გათენებისას გამეღვიძა. დონ ხენაროს კართან ეძინა. მან ჩემთან ერთად გაიღვიძა. ჩემთვის რაღაც დაეფარებინათ, ჩემი ქურთუკი კი თავქვეშ ბალიშივით ამოედოთ. თავს მშვიდად და მოსვენებულად ვგრძნობდი. დონ ხენაროსაც ვუთხარი, რომ წინა ღამესაც ძალიან დავიქანცე. მან მიპასუხა, რომ მასაც ასე დაემართა.მერე კი მიჩურჩულა, რომ დონ ხუანიც ძალიან დაიღალა, რადგან ჩვენზე უფროსი იყო.
-ჩვენ ახალგაზრდები ვართ, - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა მან, - ის კი მოხუცია, ახლა ალბათ სამასიოდე წლისაა.
სასწრაფოდ ჩამოვჯექი, დონ ხენარომ სახეზე საბანი წამაფარა და ახარახარდა. ამ დროს ოთახში დონ ხუანი შემოვიდა.
მოწესრიგებული და მშვიდი ვიყავი, ამჯერად ნამდვილად არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი კინაღამ ვიტირე.
დონ ხუანმა მითხრა,რომ გასულ ღამეს ჩემი ნათების გაცნობიერება დავიწყე. გამაფრთხილა, რომ კარგ განწყობაზე ინდულგირება შემეწყვიტა, რადგან ბოლოს უკმაყოფილებაში გადაიზრდებდა.
-მოცემულ შემთხვევაში, - ვთქვი მე , - არაფრის ახსნა არ მინდა. არავითავი მნიშვნელობა არ აქვს რა გამიკეთა ხენარომ გასულ ღამეს.
-მე არაფერი გამიკეთებია შენთვის, - მომიგო დონ ხენარომ, - შემომხედა, ეს მე ვარ, ხენარო, შენი ხენარო, შემეხე!
დონ ხენაროს გადავეხვიე და ორივემ ბავშვებივით გავიცინეთ. მან მითხრა უცნაურად ხომ არ მეჩვენებოდა, რომ მისი გადახვევა შემეძლო. წინა შემთხვევაში კი მიკარებაც ვერ შევძელი. დავარწმუნე, რომ ეს საკითხები აღარ მანაღვლებდა.
დონ ხუანმა შენიშნა, რომ კარგ განწყობასა და ფართო აზროვნებაში ვინდულგირებდი.
-ფრთხილად იყავი, - მითხრა მან, - მეომარი თავის დაცვას არასოდეს იშორებს. თუ განაგრძობ ასე ბედნიერედ ყოფნას, იმ პატარა ძალასაც გაუშვებ რომელიც ჯერ კიდევ დაგრჩა.
-რა უნდა გავაკეთო? - ვკითხე მე
-იყავი ის ვინც ხარ, დაეჭვდი ყველაფერში, უნდობლობა გამოიჩინე. - მიპასუხა მან.
-მაგრამ მე მომწონს ასეთად ყოფნა, - შევწინააღმდეგე დონ ხუანს.
-არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მოგწონს ეს თუ არა, მნიშვნელოვანი ისაა რასაც შენ ფარად იყენებ. მეომარმა მისთვის ყველა ხელმისაწვდომი რამ უნდა გამოიყენოს, რომ ღია დგილები დაიფაროს, როცა ისინი იხსნებიან. ამიტომ არ არის მნიშვნელოვანი მოგწონს თუ არა შენი გაუთავებელი კითხვები და უნდობლობა. ახლა ეს შენი ერთადერთი ფარია. წერე, წერე, თორემ მოკვდები, აღფრთოვანებული სიკვდილი კი არაფრად ღირს.
-მაშ როგორ კვდება მეომარი? - იკითხა დონ ხენარომ ზუსტად ჩემი მსგავსი ხმით.
-მეომარი ძნელად კვდება, - თქვა დონ ხუანმა, - სიკვდილი იბრძვის მასთან, ის ადვილად არ ნებდება.
დონ ხენარომ ფართოდ გაახილა თვალები მერე კი დაახამხამა.
-ის რაც გუშინ ხენარომ განახა ძალიან მნიშვნელოვანია, - განაგრძო დონ ხუანმა, - ეს შენი ღვთისნიერობით არ უნდა გაანადგურო. გუშინ მითხარი, რომ დუბლის იდეამ გაგაგიჟა. ამაშია იმ ხალხის უბედურება, რომლებიც იშლებიან. ისინი ორივე მხარეს იშლებიან, გუშინ მთლიანად კითხვა იყავი, დღეს მთლიანად მიღება ხარ.
მე კი მივუგე, რომ ის ყოველთვის პოულობდა ნაკლს იმაში რასაც ვაკეთებდი იმისდა მიუხედავად როგორ ვაკეთბდი ამას.
-ეს ასე არაა, - წამოიძახა მან, - მეომრის გზაზე ორმოები არაა, მიჰყევი მას და შენს საქციელს ვერავინ ვერასოდეს ვერ გააკრიტიკებს. აი გუშინდელი დღე ავიღოთ მაგალითად. მეომერის გზა იქნებოდა კითხვების დაეჭვების და შიშის გარეშე დასმა, ხოლო მერე ნება მიგეცა ხენაროსთვის სიზმარხილვის საიდუმლო ეჩვენებინა ისე რომ არ შეწინააღმდეგებოდი და თავი არ გამოგეცარიელებინა. დღეს კი მეომრის გზა იქნებოდა რაც ისწავლე იმ ყველაფრის ღვთისნიერების გარეშე შეგროვება. ასე მოიქეცი და მე ვეღარ ვიპოვი შენ გზაზე ორმოებს.
მისი ტონიდან დავასკვენი, რომ დონ ხუანი ჩემი მოუხერხებმობით ძალიან უკმაყოფილო იყო. მაგრამ მან გამიღიმა, მერე კი გამიცინა თითქოს საკუთარმა სიტყვებმა გაამხიარულეს.
დონ ხუანს ვუთხარი, რომ თავს ვიკავებდი რადგან მისი კითხვებით გადატვირთვა რა მინდოდა. მე სავსე ვიყავი იმ შთაბეჭდილებებით რაც დონ ხენაროსგან ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მართლა ბუჩქებში იყო თუ არა დონ ხენარო სანამ დონ ხუანი დაუძახებდა. მერე კი ჩემი შიში გამოიყენა და კიდევ უფრო გამაკვირვა. ხოლო მას მერე რაც მიწაზე დამაკრეს ალბათ გონება დავკარგე და დონ ხენარომ დამაჰიპნოზა.
დონ ხუანმა მითხრა, რომ მე ძალიან ძლიერი ვიყავი და ასე იოლად არ დავნებდებოდი.
-მაშ რა მოხდა?
-ხენარო მოვიდა შენთან, რომ რაღაც განსაკურებული მოეყოლა, - მიპასუხა მან, - როცა ბუჩქნარიდან გამოვიდა მაშინ ის ხენაროს დუბლი იყო. არსებობს ახსნის სხვა მეთოდიც რომლის საშუალებითაც შენ ყველაფერს უკეთ გაიგებდი მაგრამ ახლა ამას ვეღარ გამოვიყენებთ.
-რატომ ვერა დონ ხუან?
-იმიტომ რომ შენ ჯერ საკუთარ მთლიანობაზე სასაუბროდ მზად არ ხარ. იქამდე კი მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ახლა ხენარო დუბლი აღარაა.
მან თავით ხენაროზე მანიშნა, ამ უკანასკნელმა კი თვალი ორჯერ დაახამხამა.
-გასული ღამის ხენარო დუბლი იყო, როგორც შენ უკვე თქვი, დუბლს წარმოუდგენელი ძალა აქვს. მან შენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გაჩვენა, ეს რომ გაეკეთებინა იძულებული იყო შენ შეგხებოდა. დუბლი უბრალოდ კისერზე შეგეხო იმ ადგილას სადაც რამდენიმე წლის წინ „ოლიმ“ დაგაბიჯა. ბუნებრივიცაა რომ შენ შუქივით ჩაქრი, ისიც, რომ ნაბიჭვარივით ინდულგირებდი. რამდენიმე საათი დაგვჭირდა შენს ასამუშავებლად. ამგავარად მთელი შენი ძალა გაფანტე და როცა მეომრის ამოცანის შესრულების დრო მოვიდა შენს ტომარაში ის უკვე არასაკმარისი იყო.
-რა ამოცანა იყო დონ ხუან?
-ხომ გეუბნები, ხენარო მოვიდა, რომ შენთვის რაღაც საიდუმლო ეჩვენებინა, მანათობელი არსებების საიდუმლო, როგორც სიზმარმხილველის. შენ გინდოდა რომ დუბლზე გაგეგო, ის კი სიზმრებში იწყება. მაგრამ მერე შენ იკითხე: „რა არის დუბლი?“ მე კი გიპასუხე, რომ დუბლი ეს შენ თვითონ ხარ. სიზამრში ხედავს ადამიანი თავის დუბლს. ეს უბრალო უნდა იყოს, რადგან ჩემთან მიმართებაში ამაზე იოლი არაფერია. შეიძლება შენი ჩვეულებრივი სიზმრები უბრალოა მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენც უბრალო ხარ. როგორც კი სიზმარში დუბლის დანახვას ისწავლი ჯადოქრულ გზაჯვარედინზე დადგები და დგება მომენტი როცა ხედავ, რომ ეს დუბლი გხედავს შენ სიზმარში.
ყველაფერი ჩავიწერე რაც თქვა, ყურადღებაც ყველაფერს მივაქციე, მაგრამ ყველაფერი ვერ გავიგე.
დონ ხუანმა კი თავისი განაცხადი გაიმეორა.
-გასული ღამის გაკვეთილი როგორც უკვე გითხარი სიზმრადნახულსა და სიზმარმხილველს შეეხებოდა ანუ იმას თუ ვინ ვის ხედავს.
-მაპატიე ვერ გავიგე, - ვუთხარი მე,- ვერ გავიგონე.
ორივემ გადაიხარხარა.
-გასულ ღამეს,- განაგრძო დონ ხუანმა, - შენ თითქმის უკვე აირჩიე ძალის ადგილას გაღვიძება.
-რისი თქმა გინდა დონ ხუან?
-აი ეს იქნებოდა საქციელი შენ რომ იმ სულელური საშუალებით ინდულგირება არ დაგეწყო ძალა გეყოფოდა მუცელს შეხებოდი და ალბათ შიშისაგან სულს გაცხებდი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძალა არ აღმოგაჩნდა. ფაქტიურად მთელი შენი ძალა უსაფუძვლო დაბნეულობაში დახარჯე ისე რომ სასიცოცხლოდაც ძლივს გეყო.
ამიტომ, იმედი მაქვს, ახლა უკვე კარგად გესმის, რომ შენს უსუსურ ეჭვებში ინდულგირება არა მხოლოდ სულელური საზიანოცაა.
მეომარი, რომელიც საკუთარ თავს აცარიელებს ვეღარ ცოცხლობს. სხეული დაურღვეველი არაა. მძიმედ დაავადება შეგეძლო, შენ კი მხოლოდ იმან გადაგარჩინა, რომ მე და ხენარომ შენი სისულელის ნაწილი მოგაშორეთ.
ჩემამდე ამ სიტყვების მთელმა მნიშვნელობამ იწყო დასვლა.
-გასულ ღამეს ხენარომ გაგატარა დუბლის მთელი სიძნელე, - აგრძელებდა დონ ხუანი, - მხოლოდ მან შეძლო ამის შენთვის გაკეთება. მაგრამ როცა შენ საკუთარი თავი მიწაზე მწოლარე დაინახე, ეს არც ხილვა იყო და არც ჰალუინაცია. შენ ამას ძალიან ნათლად გაიგებდი ინდულგირებაში რომ არ დაკარგულიყავი - მაშინ მიხვდებოდი, რომ შენ თავად ხარ სიზმარი და შენი დუბლი გხედავს სიზმარში, ზუსტად ისე როგორც შენ ხედავდი მას გასულ ღამეს.
-მაგრამ როგორ შეიძლება ეს?
-არავინ იცის ეს როგორ ხდება, ჩვენ მარტო ის ვიცით რომ ასე ხდება. ამაშია ჩვენი როგორც მანათობელი არსებების ამოცანა. გასულ ღამეს ორი სიზმარი გქონდა და შენ ნებისმიერში შეგეძლო გაღვიძება, მაგრამ საკმარისი ძალა არ გქონდა რომ ეს გაგეგო.
ერთი წამით დაჟინებით დამაკვირდა.
-მგონი ესმის, - თქვა დონ ხენარომ.