კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე"

კარლოს კასტანედა
5
2

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა შეხვედრა ცოდნასთანსიზმრის მხილველი და სიზმარში ნახულიმანათობელ არსებათა საიდუმლო ნაწილი 2 - ტონალი და ნაგვალი უნდა ...

შეხვედრა ცოდნასთან

ნაწილი პირველი - ძალის მოქმედების მოწმობა

შეხვედრა ცოდნასთან

დონ ხუანი რამდენიმე თვე არ მენახა. 1971 შემოდგომა იდგა. დარწმუნებული ვიყავი ცენტრალურ მექსიკაში დონ ხენაროს სახლში იქნებოდა ამიტომ 6-7 დღიანი მოგზაურობისთვის მოვემზადე. მაგრამ გზის დაწყებიდან მეორე დღესვე, შუადღისას ინსტინქტურად სონორაში დონ ხუანის ბინის ახლოს გავჩერდი. მანქანა გავაჩერე და სახლთან მივედი. ჩემდა გასაკვირად შინ დამხვდა.

-დონ ხუან! არ ველოდი აქ შენს ნახვას, - ვუთხარი მე.

მან გაიცინა, ჩემდა გასაკვირად, კმაყოფილი ჩანდა. თავისი კარის წინ რძის ცარიელ ბიდონზე იჯდა. თითქოს მელოდა. იმ სიმსუბუქეს რომლითაც შემხვდა რაღაცა სადღესასწაულო ახლდა. ქუდი მოიხადა და სასაცილოდ გადაიქნია წინ, მერე ისევ დაიხურა და სამხედრო სალამი მომცა. მერე ისევ ბიდონს დაუბრუნდა,იჯდა ასე კედელს მიყრდნობილი, თითქოს უნაგირზე ყოფილიყოს.

-დაჯექი, დაჯექი, - მხიარულად მითხრა მან, - მიხარია შენი ისევ დანახვა.

-მე კი სულ ტყუილად წავიდოდი ამხელა გზაზე ცენტრალურ მექსიკაში, მერე კი ისევ ლოს ანჯელისში დაბრუნება მომიწევდა. შენმა აქ პოვნამ რამდენიმე დღე მომაგებინა.

-რამენაირად მაინც მიპოვიდი, - მიპასუხა იდუმალი ხმით,- თუმცა მოდი ვთქვათ,რომ შენ ჩემი 6 დღე გმართებს, რომლებსაც იმაზე გაცილებით საინტერესო რამეში დახარჯავ, ვიდრე შენს მანქანში „გაზის პედლის“ დაჭერაა.

დონ ხუანის ღიმილში რაღაცა დამაიმედებელი იყო, მისი სითბო კი გადამდები.

-სადაა შენი საწერი მოწყობილობები?

ვუპასუხე, რომ მანქანში დამრჩა, მითხრა, რომ მათ გარეშე არაბუნებრივად გამოვიყურებოდი და მათი მოტანა მიბრძანა.

-წიგნის წერა დავამთავრე, - ვუთხარი მე.

მან ხანგრძლივი, უცნაური მზერა მომაპყრო, რომელმაც ჩემი მუცლის ცენტრში მღელვარება გამოიწვია. თითქოს მუცელზე რაღაც რბილი და თბილი საგნით მიბიძგებდნენ. ვგრძნობდი, რომ სადაცაა ცუდად გავხდებოდი, მაგრამ მან თავი მიაბრუნა და ისევ სასიამოვნო შეგძნება დამიბრუნდა.

მინდოდა ჩემს წიგნზე მელაპარაკა, მაგრამ მანიშნა, რომ ამაზე არაფრის მოსმენა არ უნდოდა. გაიღიმა, მსუბუქ და მომნუსხველ განწყობაზე იდგა და მაშინე ჩამითირა ხალხზე და მიმდინარე მოვლენებზე საუბარში.

საბოლოოდ მაინც შევძელი საუბარი ჩემთვის საინტერესო თემაზე გადამეტანა. დავიწყე იმით, რომ გადავხედე რა ჩემს ყველა პირველად შენიშვნას, აღმოვაჩინე, რომ ის (დონ ხუანი) ჯადოქრების სამყაროს ჩვენი პირველი შეხვდრისთანავე დეტალურად აღმიწერდა. იქიდან გამომდინარე, რაც მან ამ საწყის სტადიაზე მითხრა, დავიწყე გამოკითხვა ჰალუცინოგენური მცენარეების როლზე.

-რატომ მაიძულე ეს ძლიერი მცენარეები რამდენიმეჯერ გამომეყენებინა? - ვკითხე მე

მან გაიცინა და ძალიან ჩუმად ჩაიჩურჩულა: „იმიტომ რომ მუნჯი ხარ“.

მე მაშინვე გავიგე, რაც მითხრა მაგრამ მაინც მინდოდა დავრწმუნებულიყავი და თავი ისე დავიჭირე თითქოს ვერ გავიგე.

-მაპატიე ვერ გავიგონე, - ვუთხარი მე.

- შენ იცი რაც გითხარი- მიპასუხა მან, ადგა, თავზე ხელი მომარტყა და გვერდით ჩამიარა. - შენ ძალიან ნელი ხარ, - მითხრა მან - და არ იყო სხვა საშუალება რომ შემენჯღრიე.

-აქედან გამოდის, რომ ეს არაა განსაკუთრებულად აუცილებელი? - ვკითხე მე

-შენს შემთხევაში იყო, თუმცა არსებობს ადამიანების ისეთი ტიპი, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ.

გვერდით დამიდგა და სახლის მარცხენა მხარეს ხის კენწეროების თვალიერება დაიწყო. მერე ისევ დაჯდა და თავის სხვა მოსწავლეზე ელისიოზე დაიწყო საუბარი. მან თქვა, რომ ელისიომ მხოლოდ ერთხელ ისარგებლა ფსიქოტროპული მცენარით მას შემდეგ რაც მისი მოსწავლე გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც ბევრად იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე მე.

-ზოგიერთი ადამიანისთვის, იყოს მგრძნობიარე, ბუნებრივი მდგომარეობაა, - თქვა მან - შენ კი, ისევე როგორც მე ამ კატეგორიას არ ეკუთვნი. ბოლოს და ბოლოს მგრძნობიარობა ხომ ძალიან ცოტას ნიშნავს.

-მაშინ ბევრს რა ნიშნავს? -მკითხა მან და შემომხედა თითქოს შესაფერის პასუხს ეძებდა.

-მნიშვნელოვანია მეომარი იყოს განთავისუფლებული, უნაკლო, - თქვა ბოლოს, - მაგრამ ეს მხოლოდ საუბრის საშუალებაა, საშუალება საკითხის შორიახლოს ამოძრავო. შენ უკვე გაართვი თავი მაგიის მთელ რიგ ამოცანებს და მე მჯერა, რომ შენიშნე ყველაფერ იმის პირველწყარო, რაც მნიშვნელოვანია. მე კი გეტყვი, რომ მეომრისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მთლიანობაში იმყოფებოდეს.

- საკუთარი თავის მთლიანობა რა არის დონ ხუან?

- მე ხომ ვთქვი, რომ მხოლოდ აღნიშვნას ვაპირებდი. შენს ცხოვრებაში კიდევ უამრავი გახსნილი კვანძია რომლის შეკვრაც მოგიწევს ვიდრე საკუთარი თავის მთლიანობამდე მიხვალ.

ამით მან საუბარი დაამთავრა. ხელით მანიშნა, რომ სურდა საუბარი მეც შემეწყვიტა. ჩვენთან ახლოს ნამდვილად იმყოფებოდა რაღაც ან ვიღაც. მან თავი მარცხნივ გადახარა და რაღაცას მიუგდო ყური. მე მის თვალებს ვუყურებდი როცა მან მზერა სახლის მარცხნივ, ბუჩქებზე შეაჩერა. რამდენიმე წამი რაღაცას ყურადღებით უსმენდა,მერე წამოდგა, ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა რომ სახლიდან სასეირნოდ უნდა გავსულიყავით.

-აქ რამე ხდება? - ჩურჩულით ვიკითხე მე.

-არა ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი წესრიგშია.

მან მე უკაცრიელი ჩაპარალისკენ წამიყვანა. დაახლოებით ნახევარი საათი მივდიოდით, მერე მომცრო მრგვალ ნაკვეთთან მივედით, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდებოდა. დაახლოებით 4 მეტრი დიამეტრის მქონე ლაქა, მოსწორებული წითელმიწა ნიადაგით. თუმცაღა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ნიადაგი მანქანებმა მოასწორეს არ იყო. დონ ხუანი ამ წრის ცენტრში დაჯდა სახით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მე მანიშნა, მისგან დაახლოებით ნახევარ მეტრში სახით მისკენ დავმჯდარიყავი.

-რის გაკეთებას ვაპირებთ? - ვკითხე მე

-დღეს ჩვენ აქ პაემანი გვაქვს, - მიპასუხა მან.

მერე სწრაფად დაიწყო გარემოს თვალიერება და ტრიალი, ვიდრე ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ არ დაჯდა.

მისმა მოძრაობამ შემაშინა. ვკითხე ვისთან გვქონდა პაემანი.

-ცოდნასთან,- მითხრა მან - ასე ვთქვათ ცოდნა ახლა ჩვენს გარშემო ტრიალებს.

არ მომცა საშუალება ამ იდუმალ პასუხს ჩავჭიდებოდი, ხუმრობით მირჩია ბუნებრივად მოვქცეულიყავი, მესაუბრა და ჩამეწერა ყველაფერი ისე თითქოს მის სახლში ვყოფილიყავით.

ის რაც ყველაზე ცხადად მაწუხებდა იყო ის ცოცხალი და ცხადი შეგრძნება რომელიც რამდენიმე თვის წინ გამიჩდა კოიოტთან საუბრისას. ეს მოვლენა კი ჩემთვის ნიშნავდა იმას,რომ პირველად შევძელი ფხიზელ მდგომარეობაში სამყაროს იმ აღწერილობით აღქმა და ვიზუალიზირება რომელსაც ჯადოქრები აკეთებდნენ.

-მე არ ვაპირებ მსგავსი ცოდნის შესახებ მსჯელობას, - მითხრა დონ ხუანმა ჩემი შეკითხვის შემდეგ,- არ შეიძლება ინდულგირება გირჩიო - შენი წარსულის მოვლენებზე კონცენტრირებით შეგვიძლია მათაც შევხოთ მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად.

-რატომ დონ ხუან?

-იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს საკმარისი პირადი ძალა, რათა ჯადოქრების ახსნები იკვლიო.

-ეს ნიშნავს რომ ჯადოქრების ახსნები არსებობს?

-რა თქმა უნდა. ჯადოქრებიც ხალხია, ჩვენ აზრების წარმონაქმნები ვართ. ჩვენ ახსნას ვეძებთ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ჩემი ძირითადი ნაკლი ახსნის ძებნა იყო.

-არა, შენი ნაკლი ისაა, რომ შენ შესაფერის ახსნებს ეძებ. ისეთებს, რომლებიც შენს სამყაროს მოერგება, მე კი შენი რაციონალიზმის წინააღმდეგი ვარ. ჯადოქარიც ხსნის ყველა მოვლენას თავის სამყაროში მაგრამ ის ისეთი გაშეშებული არ არის როგორც შენ.

- როგორ უნდა მივაღწიო ჯადოქრების ახსნებს?

-პირადი ძალის დაგროვებით. პირადი ძალა გაიძულებს ძალიან იოლად ჩაერთო ჯადოქრების ახსნებში. ეს კი არ არის ახსნა. მიუხედავად ამისა, ის ქმნის სამყაროს თავისი სასწაულებით, თუ ნათელს არა, ნაკლებად საშიშს მაინც. ესაა ახსნის აზრი,მაგრამ ეს ის არაა, რასაც შენ ეძებ. შენ შენი იდეების ანარეკლს ეძებ.

შეკითხევის დასმის ხალისი დავკარგე, მაგრამ მისი ღიმილი მიბიძგებდა საუბრის გაგრძელებისკენ. შემდეგ თემას კი ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ეს იყო მისი მეგობარი ხენარო და ის არაჩვეულებრივი მოქმედებები რომელსაც ჩემზე მისი მოქმდბები ახდენდა.ყოველთვის, როცა მემასთან კონტაქტში შევდიოდი მე გრძნობის ორგანოების წყობიდან გამოსვლას ვგრძნობდი.

-ხენარო მომაჯადოებელი, - თქვა მან - მაგრამ ჯერ არანაირი აზრი არ აქვს არც მასზე და არც იმაზე ლაპარაკს თუ როგორ მოქმედებს ის შენზე. შენ ჯერ არ გაქვს საკმარისი პირადი ძალა ამ თემის წამოსაწევად. მოიცადე ვიდრე შეიძენ და მერე ვილაპარაკოთ.

-მაგრამ თუ ის არასოდეს მექნება?

-თუ არასოდეს გექნება მაშინ ვერასოდეს ვისაუბრებთ.

-იმ სიჩქარით რომლითაც მე წინ მივიწევ მექნება კი ოდესმე? - ვკითხე მე.

-ეს შენზეა დამოკიდებული, მე მთელი ინფორმაცია მოგეცი, ახლა შენ აგებ პასუხს ქერცლზე შესახებად საკმარისი პირადი ძალის დაგროვებაზე.

-მეტაფორებით მელაპარაკები,- მივუგე მე - პირდაპირ მითხარი რა უნდა გავაკეთო, ხოლო თუ ეს უკვე ნათქვამი გაქვს ჩათვალე, რომ დამავიწყდა.

დონ ხუანს გაეცინა, დაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

-შენ მშვენივრად იცი რა გჭირდება,- მიპასუხა მან.

მე კი მივუგე, რომ ზოგჯერ მგონია, რომ ვიცი მაგრამ უმეტესად თავდაჯერება მაკლია.

-ვშიშობ შენ თემები გერევა.- მითხრა მან - მეომრის თავდაჯერბა ეს საშუალო ადამიანის თავდაჯერება არაა. საშუალო ადამიანი ეძებს დარწმუნებულობას იმის თვალში ვინც მას უყურებს და ამას თავდაჯერებას ეძახის. მეომარი კი უნაკლობას საკუთარ თვალში ეძებს და ამას მორჩილებას ეძახის. საშუალო ადამიანი მისი გარშემომყოფების ტყვეობაშია მაშინ როცა მეომარი მხოლოდ საკუთარ თავზეა მიჯაჭვული. იქნებ შენ ცისარტყელაზე ნადირობდე: საშუალო ადამიანის თავდაჯერებისკენ მიისწრაფვოდე, მაშინ, როცა მეომრის მორჩილებისკენ გმართებს სვლა. ამ ორს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. თავდაჯერება ნიშნავს, რომ შენ რაღაცა ზუსტად იცი. მორჩილება კიგულისხმობს, რომ შენ არც ქცევებში და არც მოქმედებებში მოწყვლადი არ ხარ.

-მე ვცდილობდი შენს შემოთავაზებებთან თანხმობაში მეცხოვრა, - ვუთხარი მე - შეიძლება ყველაფერს მაქსიმალურად არ ვაკეთებდი, მაგრამ ეს იყო იმის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც მე შემეძლო. ესაა უნაკლობა?

-არა, შენ უფრო მეტად უნდა ეცადო, გამუდმებით უნდა ცდილობდე საკუთარ ჩარჩოებს დააღწიო თავი.

-მაგრამ დონ ხუან, ეს სიგიჟე იქნება, ეს არავის შეუძლია.

-უამრავი რამაა ისეთი, რასაც ახლა აკეთებ, 10 წლის წინ კი სიგიჟედ ჩათვლიდი. ეს საქმეები თავისთავად არ შეცვლილან. შენი საკუთარ თავთან დამოკიდებულება შეიცვალა. ის რაც მაშინ შეუძლებლად გეჩვენებოდა ახლა სავსებით შესაძლებელია. შეიძლება შენი საკუთარი თავის ცვლილებაში სრული წარმატება მხოლოდ დროის საკითხი იყოს. ამ შემთხვევაში ერთადერთი შესაძლო გზა, რაც მეომარს გააჩნია, ესაა უპირობო მოქმედება უკანდახევის გარეშე. შენ კი მეომრის გზაზე საკმაოდ ბევრი იცი იმისთვის, რომ სათანადოდ იმოქმედო. მაგრამ შენი ძველი ჩვევები და ცხოვრების გეგმები გეღობებიან.

მე მივხვდი, რასაც გულისხმობდა.

-შენ გგონია, რომ წერა ჩემი ერთ-ერი ძველი ჩვევაა რომელიც უნდა შევცვალო? იქნებ ჯობს ჩემი ეს ჩანაწერი გავანადგურო?

არ მიპასუხა, ადგა და ჩაპარალის კიდეს გახედა. მე ვუთხარი, რომ უამრავი ადამიანის წერილი მივიღე რომლებიც მწერდნენ, რომ არასწორია ჩემს სწავლაზე წერა. როგორც პრეცენდენტის მაგალითს ისინი ახდენდნენ ციტირებას, რომ აღმოსავლური ეზოთერული სკოლის ოსტატები თავის მოსწავლეებისგან აბსოლუტურ გასაიდუმლოებას მოითხოვდნენ.

-იქნებ ის ოსტატები მხოლოდ ინდულგირებენ, რომ ოსტატები არიან? - მკითხა დონ ხუანმა და შემომხედა. მე ოსტატი არ ვარ, მე მეომარი ვარ ამიტომაც არც ვიცი რას იტყოდა ოსტატი.

-მაგრამ იქნებ ისეთ საგანზე ვლაპარაკობთ, რაც არ არის სალაპარაკო დონ ხუან?

-არ აქვს მნიშვნელობა, რას აქვეყნებს ადამიანი ან რას მალავს. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ და წარმოვადგენთ ჩვენს პირად ძალას ეფუძნება. თუკი ეს საკმარისია, მაშინ ერთი ზღაპრული სიტყვაც საკმარისია იმისთვის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების მდინარება შევცვალოთ. მაგრამ თუ ჩვენი პირადი ძალა საკმარისი არ არის მაშინ უმშვენიერესი და ყველაზე უფრო მგრძნობიარე არსებები სიბრძნეები რომლებიც გვეცნობება შეიძლება სრულიად არაფრისმომცემი აღმოჩნდეს.

მერე ხმას დაუწია თითქოს დიდი საიდუმლოს გამხელას აპირებდა.

-მე ვაპირებ გაგიმხილო ცოდნის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი,- მითხრა მან - ვნახოთ რას უზამ მას. იცი რომ თუ ისურვებ ახლავე შეგიძლია მარადისობით იყო გარშემორტყმული.

ხანგრძლივი პაუზის მერე, რომლის დროსაც ფრთხილად მანიშნებდა თვალით, რაიმე დასკვნა გამომეტანა. ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა.

შემდეგ ზემოთ მიმანიშნა.

-ან იქ, ან შეგვიძლია ვთქვათ,რომ მარადისობაში რაღაც ამის მსგავსია, - თქვა მან დახელები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ გაშალა.

ერთმანეთს შევხედეთ. მისი თვალები თითქოს რაღაცას მეკითხებოდნენ.

-რას იტყვი ამაზე,- მკითხა და მიბიძგა მის სიტყვებზე.

არ ვიცოდი რა მეპასუხა .

-იცი რომ შეგიძლია საკუთარი თავი ნებისმიერი ჩემი მითითებული მიმართულებით გაწელო,- განაგრძობდა ის,- იცი რომ ნებისმიერი მომენტი შეიძლება მარადისობა იყოს. ეს გამოცანა არ არის, ეს ფაქტია. მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ შენ ამ მომენტის დაჭერას შეძლებ და გამოიყენებ საკუთარი მთლიანობის საპოვნელად სამუდამოდ და ნებისმერი მიმართულებით.

შემომხედა.

-ადრე შენ ეს ცოდნა არ გქონდა, - გამიღიმა მან, - ახლა გაქვს. მაგრამ ის ვერაფერს გაძლევს რადგან არ გაქვს საკმარისი პირადი ძალა იმისთვის, რომ ეს ცოდნა გამოიყენო. რადგან საკმარისი პირადი ძალა რომ გქონოდა ჩემი მხოლოდ ეს სიტყვებიც კი საკმარისი იქნებოდა შენთვის საკუთარ მთლიანობაზე კონცენტრაციისა და საკუთარი კრიტიკული ნაწილის იმ საზღვრებიდან გასაყვანად სადაც ის მომწყვდეულია.

ის გვერდიდან მომიახლოვდა და ძალიან ფრთხილად მკერდზე დამკრა ხელი.

-აქ ის საზღვრებია რომელზეც მე გეუბნები. შეიძლება მათგან თავის დაღწევა. ჩვენ სინამდვილეში აქ მოქცეული გრძნობები და აღქმები ვართ.

ორივე ხელი მხრებზე დამკრა ისე, რომ ჩემი ბლოკნოტი და კალამი მიწაზე დამიცვივდა. დონ ხუანმა ფეხი ბლოკნოტს დაადგა და მე შემომხედა სიცილით.

მე ვკითხე წინააღმდეგი ხომ არ იყო შენიშვნებს რომ ვაკეთებდი. მან გამამხნევებელი ტონით მიპასუხა „არა“ და ფეხი აიღო.

- ჩვენ მანათობელი არსებები ვართ, - თქვა მან თავის რიტმული ქნევით - მანათობელი არსებებისთვის კი მხოლოდ პირად ძალას აქვს მნიშვნელობა. მაგრამ თუ შემეკითხები, რა არის პირადი ძალა, მაშინ იძულებული ვიქნები გიპასუხო, რომ რამდენიც არ უნდა აგიხსნა ეს მაინც არაფერს მოგცემს.

დონ ხუანმა დასავლეთის ჰორიზონტს შეხედა და თქვა, რომ რამდენიმე საათი ჯერ კიდევ არ დაღამდებოდა.

- აქ დიდხანს მოგვიწვს ყოფნა, - ამიხსნა მან, - ამიტომ ან წყნარად ვიჯდებით, ან ვილაპარაკებთ. დუმილი შენთვის არაბუნებრივია, ამიტომ საუბარი განვაგრძოთ. ეს ძალის ადგილია და ვიდრე დაღამდება ის ჩვენთვის უნდა გამოვიყენოთ. ეცადე რაც შეიძლება ბუნებრივად იჯდე, შიშისა და მოუთმენლობის გარეშე. მე მგონი შენ ყველაზე კარგად შენიშვნების წერისას მშვიდდები, ამიტომ წერე რამდენიც გაგეხარდება. ახლა კი მოდი შენს სიზმარხილვებზე მომიყევი რამე.

ასეთმა უცნაურმა გადასვლამ გამაოცა და დამაბნია, მან თხოვნა გამიმეორა. ამაზე ბევრი უნდა მელაპარაკა. სიზმარხილვა საკუთარ სიზმრებზე განსაკუთრებული კონტროლის კულტივირებას გულისხმობდა. თანაც ისეთს, რომ სიზმრისა და ცხადის გამოცდილება დაახლოებით ერთნაირ მნიშვნელობას იძენდა. ჯადოქრების მიდგომა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვეული კრიტერიუმი სიზმრებისა და ცხადის ერთმანეთისგან გასარჩევად უკვე აღარ მუშაობდა.

სიზმარხილვის პრაქტიკა სიზმარში საკუთარი ხელების პოვნაში მდგომარეობდა. სხვაგავარად რომ ვთქვათ საჭირო იყო წინასწარგანზრახულად დაგენახათ სიზმარში თქვენი ხელები.

რამდენიმე წლის უშედეგო მცდელობის შემდეგ მე როგორც იქნა გავართვი თავი ამ დავალებას.

უკან რომ მოვიხედე ცხადი გახდა, რომ მე მხოლოდ მაშინ მივაღწიე წარმატებას როგორც კი რაღაც დონეზე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოვიპოვე კონტროლი.

დონ ხუანს ყველაფრის დაწვრილებით გაგება უნდოდა. მე ვუთხარი, რომ სიზმარში ხელებზე დახდვის ბრძანების გაცემა ხშირად გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. მან გამაფრთხილა,რომ მოსამზადებელი სამუშაობი ადრეულ ეტაპზე, რასაც ის სიზმარხილვისთვის მომართვას უწოდებდა, სასიკვდილო თამაში იყო, რასაც ადამიანის გონება საკუთარ თავს ეთამაშებოდა, რომ ჩემი რაღაც ნაწილი გამუდმებით ეცდება ამ ამოცანის შესრულებაში ხელი შეგიშალოს.

-ამას შეიძლება დაემატოს - განაგრძობდა დონ ხუანი, - ფიქრები ამ ყველაფრის უაზრობაზე, მელანქოლიის და დეპრესიის შემოტევებიც კი, თვითმკვლელობის სურვილიც.

თუმცა მე ასე შორს არ წავსულვარ. ჩემი გამოცდილება უფრო ნათელ და მხიარულ ტალღაზე იყო. მიუხედავად ამისა შედეგი მაინც ყოველთვი უიმედო გახლდათ. ყოველ ჯერზე როდესაც სიზამრში ხელებზე დახედვას ვცდილობდი, რაიმე არაჩვეულებრივი ხდებოდა, მე ან ფრენას ვიწყებდი ან ჩემი სიზმარი კოშმარად იქცეოდა ან აღგზნების ძალიან სასიამოვნო განცდა მოდიოდა. სიზმარში ყველაფერი ძალიან შორს სცდებოდა ნორმალურის ფარგლებს და ამის გამო ძალიან მითრევდა. ჩემი განზრახვა დამენახა ხელები ახალი გარემოებების გამოჩენისას უკვალოდ ქრებოდა.

ერთ ღამესაც, სრულიად მოულოდნელად ჩემს ხელებსაც მივაგენი. სიზმარში ვნახე, რომ უცნობი ქალაქის ქუჩაზე მივდიოდი და უეცრად მე ხელები ავწიე და სახესთან მივიტანე. თითქოს ჩემს შიგნით რაღაცა ბოლოს და ბოლოს დამნებდა და მომცა საშუალება ხელისგულებისთვის შემეხედა.

დონ ხუანის ინსტრუქციის მიხედვით, როგორც კი ჩემი ხელები გაქრობას დაიწყებდა, მზერა მაშინვე სხვა რამეზე უნდა გადამეტანა. ამ კონკრეტულ სიზმარში მე მზერა ქუჩის ბოლოს მდებარე შენობაზე გადავიტანე. როგორც კი ამ შენობის ხატიც დაინისლა, მე კონცენტრცია სიზმრის სხვა ელემენტებზე გადავიტანე. საბოლოო შედეგი უკაცრიელი ქუჩის საოცრად ნათელი და მკვეთრი ხატი აღმოჩნდა უცნობ ქალაქში.

დონ ხუანმა ჩემი სიზმარხილვის სხვა გამოცდილებებიც მომაყოლა, ჩვენ ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ.

როგორც კი ყველაფრის მოყოლას მოვრჩი, ის ადგა და ბუჩქებისკენ გაეშურა. მეც გავყევი, ვნერვიულობდი, ეს სრულიად უსაფუძვლო გრძნობა იყო რადგან არც მეშინოდა და არც არაფერი მანაღვლებდა. დონ ხუანი მალე მობრუნდა და ჩემი მოუსვენრობაც შეამჩნია.

-დამშვიდდი,- მითხრა მან, ხელი მომკიდა, დამსვა, მუხლებზე ბლოკნოტი დამიდო და მთხოვა მეწერა,თავის გასამართლებლად კი თქვა, რომ არ იყო ძალის ადგილის არასაჭირო მოუსვენრობითა და შიშით შეწუხება.

-ასე რატომ ავღელდი? - ვკითხე მე.

-ეს ბუნებრივია, - მითხრა მან, - რაღცას შენს შიგნით ძალიან ემუქრება შენი სიზმარხილვის გამოცდილება. ვიდრე ამ საქმიანობაზე ფიქრი არ გადაწყვიტე, ყველაფერი წესრიგში გქონდა. მაგრამ ახლა, როცა შენი ქმედებები შეაჯამე ლამისაა გული წაგივიდეს.

-ყველა მეომარს სიზამრხილვის საკუთარი მეთოდი აქვს და ყველას მეთოდი განსხვავებულია. რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანს რაღაც გვაერთიანებს, ეს ჩვენივე თავს ჩვენივე ეშმაკური ხრიკების საშუალებით უკან დახევის იძულებაა. შხამსაწინააღმდეგო ამ ყველაფრისგან კი არის, რომ ისევ გააგრძელო მცდელობები, მიუხედავად ბარიერისა და წინააღმდეგობისა.

მერე მკითხა შემეძლო თუ არა ჩემი სიზმრის თემის არჩევა. მე ვუპასუხე, რომ იდეის დონეზეც კი არ ვიცოდი რა მექნა.

-ჯადოქრების ახსნები, რაც სიზმრის თემის არჩევას შეეხება იმაში მდგომარეობას, რომ მეომარი თავად ირჩევს თემას და თავის გონებაში მის ხატებას ქმნის და ამავე დროს შინაგან დიალოგს რთავს. სხვა სიტყვებით, თუ მას აქვს უნარი გარკვეული დროით, თუნდაც ერთი წამით მაინც, ნახოს ის რაც სურს მაშინ ასეთი სიზამრი მივა მასთან. დარწმუნებული ვარ გააკეთებდი ამას თუმც კი ჯერ ვერ ხვდები.

ამას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. შემდეგ დონ ხუანმა ჰაერის ყნოსვა დაიწყო, თითქოს ცხვირის გაწმენდას ცდილობდა სამ-ოთხჯერ ძლიერად ამოისუნქა ცხვირიდან, მუცლის კუნთები ეკუმშებოდა და ამას კი მოკლე ჩასუნთქვებით აკონტროლებდა.

-აღარ ვილაპარაკებთ სიზამრხილვებზე, - თქვა მან - ეს შეიძლება თავსმოხვეულ იდეად გექცეს. თუ შეგიძლია რამეში წარმატებას მიაღწიო ეს წარმატება ნელ-ნელა უნდა მოვიდეს, არც ისე დიდი ძალისხმევით მაგრამ სტრესისა და აკვიატების გარეშე.

ის ისევ ადგა და ბუჩქებთან მივიდა, დაიხარა და ფოთლებს დახედა, თითქოს იქ რაღაცას ეძებდა, მაგრამ ძალიან ახლოს არ მისულა.

-რას აკეთებ? - ვკითხე მე და ცნობისმოყვარეობა ვერ შევიკავე.  ის მობრუნდა და წარბები ასწია.

-ბუჩქები უცნაური რაღაცებითაა სავსე,- თქვა მან და ისევ დაჯდა. მისმა მშვიდმა ტონმა უფრო შემაშინა. ბლოკნოტი და ფანქარი ხელიდან გამივარდა, მან გაიცინა, გამომაჯავრა და თქვა, რომ ჩემი გადაჭარბებული რეაქციები ერთ-ერთი ის თავისებური მხარეა რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ჩემს ცხოვრებას.

მინდოდა ამაზე მელაპარაკა მაგრამ მან ნება არ მომცა.

-სულ ცოტა დღის სინათლეღა დარჩა,- თქვა მან, - არის კიდევ რაღაცეები, რაც უნდა ვნახოთ, სანამ სულ ჩამობნელდება.

შემდეგ დაამატა, რომ თუ სიზამრხილვაში ჩემი მიღწევებით ვიმსჯელებთ, მე როგორც ჩანს, მისწავლია შინამაგანი დიალოგის გაჩერება. მეც დავუდასტურე ეს.

ჩვენი შეხვედრის დასაწყისში დონ ხუანმა სხვა კონცეფცია შეიმუშავა - აკეთებდა გრძელ გადასვლებს და არაფერზე ფოკუსირდებოდა. მისი რეკომენდაცია გახლდათ არაფრისთვის შემეხედა პირდაპირ, არამედ ოდნავ დაელემებით, შემენარჩუნებინა პერიფრიული მხედველობა და ყველაფერი ერთდროულად დამენახა. მან დაიჟინა, თუმცა კი მე მაშინ ვერ ვიგებდი რატომ, თუ მე ამგვარ უფოკუსო მზერას ჰორიზონტზე ოდნავ ზემოთ მივმართავდი,შევძლებდი შემემჩნია თითქმის ყველაფერი 180 გრადუსიან სექტორში ჩემი მზერის არეალში. მან დამარწმუნა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა შინაგანი დიალოგის გასაწყვეტად. ის ჩვეულებრივად განაგრძობდა საუბარს ჩემს პროგრესზე, მაგრამ მერე ინტერესი გაუქრა.

მე ვუთხარი დონ ხუანს, რომ რამდენიმე წელი მივდევდი ამ პრაქტიკას, მაგრამ ვერანაირ ცვლილებას ვერ მივაღწიე. მაგრამ ერთხელ მე შევამჩნიე რომ აი ახლა უკვე 10 წუთი მივდიოდი ისე რომ საკუთარი თავისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს.

ვუთხარი დონ ხუანს, რომ გავაცნობიერე ფაქტი, რომ შინაგანი დიალოგის გაჩერება ეს არ არის მხოლოდ იმ სიტყვების შეკავება, რომლის თქმასაც მისთვის ვაპირებ. მთელი ჩემი ფიქრთა მდინარება გაჩერდა და თავი ჰაერში გამოკიდებულად ვიგრძენი. ამ გაცნობიერებიდან წამოსული პანიკის შეგრძნებამ მაიძულა აღმედგინა დიალოგი ჩემს თავთან.

- მე უკვე გითხარი, რომ შინაგანი დიალოგი ესაა ის, რაც მიწაზე მიგვაჯაჭვავს,- მიხრა დონ ხუანმა - ეს სამყაროა მხოლოდ ესაა და ეს, ან ასეთია და ასეთი მხოლოდ იმიტომაა რომ საკუთარ თავს ამაში ვარწმუნებთ.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ჯადოქრების სამყაროში შესასვლელი მხოლოდ მაშინ გაიხსნება რაც მეომარი შინაგანი დიალოგის გაჩერებას ისწავლის.

- საკუთარი სამყაროს აღქმის მეთოდის შეცვლა, - თქვა მან - წარმოადგენს მაგიის გასაღებს. შინაგანი დიალოგის გაჩერება კი ერთადერთი გზაა ამის მისაღწევად. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ წინსვლაა. ახლა შენ ისეთ სამყაროში ხარ, რომ იცი, რომ არაფერს, რაც კი გაგიგონია გინახავს, შინაგანი დიალოგის გაჩერების გარდა, არ შეეძლო თავისთავად შეეცვალა რამე სამყაროს შენეულ აღქმაში. აქვე უნდა დავაზუსტო, რომ ასეთი ცვლილება ძალით შეუძლებელია. ახლა ხომ გესმის, რატომ არ არიან მასწავლებლები მოსწავლეებთან მკაცრები. ეს მოსწავლეს მხოლოდ სიმკაცრეს და თავსმოხვეულ იდეებს მოუტანს.

შემდეგ ჩემი სხვა გამოცდილების დეტალები გამოიკითხა შინაგანი დიალოგის გაჩერების ჩათვლით. მოვუყევი ყველაფერი, რაც გამახსენდა. ვილაპარაკეთ, სანამ არ ჩამობნელდა და ჩაწერა შეუძლებელი გახდა. წერას უკვე ნაკლებ დროს ვუთმობდი და ამან ჩემი კონცენტრაცია შეცვალა. დონ ხუანი მიხვდა ამას და სიცილი დაიწყო. მანიშნა, რომ მე ახლა მაგიის კიდევ ერთი ამოცანა შევასრულე. ვიწერდი ყურადღების კონცენტრაციის გარეშე.

მხოლოდ მისი სიტყვების მერე მივხვდი,რომ უკვე აღარავითარ ყურადღებას აღარ ვაქცევდი წერას, თითქოს ეს ჩემგან სრულიად დამოუკიდებელი საქმიანობა ყოფილიყოს. დონ ხუანმა მთხოვა მასთან ერთად წრის ცენტრში დავმჯდარიყავი. მითხრა, რომ უკვე ძალიან დაბნელდა და ჩაპარალის ნაპირთან ჯდომა უსაფრთხო აღარ იყო. ზურგზე სიცივემ დამიარა და მისკენ გადავხტი. მან სახით სამხრთ-აღმოსავლეთისკენ დამსვა და მთხოვა, უბრალოდ წყნარად ვმჯდარიყავი ყოველგვარი ფიქრების გარეშე.

თავიდან ეს არ გამომივიდა და მოუთმენლობამ შემიპყრო. დონ ხუანი ჩემსკენ ზურგით მობრუნდა და მირჩია, მის მხარს დავყრდნობოდი. ასევე მითხრა, რომ როგორც კი ფიქრების მდინარებას შევაჩერებდი თვალი ბუჩქნარსკენ უნდა მჭეროდა - სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. იდუმალი ხმით დაამატა,რომ მან კიდევ ერთი ამოცანა მომცა და თუ ამასაც ამოვხსნიდი ჯადოქრების სამყაროს ახალი სეგმენტი გაიხსნებოდა ჩემთვის.

მე ამ ამოცანაზე მცირეოდენი კითხვა გამიჩნდა. მან ჩაიცინა. ასეთ რეაქციას ველოდი, მერე კი ჩემში თითქოს რაღაცა ჩაირთო. თავი ჰაერში გამოკიდებულად ვიგრძენი. თითქოს ყურებიდან საცობები გამომაცალეს ჩაპარალის მილიონობით ხმა შემოიჭრა იმდენი, რომ მათი ერთმანეთისაგან გარჩევა გამიჭირდა. მიმეძინა, მაგრამ მერე რაღაცამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს არ იყო არაფერი ისეთი, რაც ჩემი აზროვნების პროცესს ჩაითრევდა. ეს არც მოჩვენება იყო, არც შემოგარენის ლანდი, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც რაღაცამ მიიპყრო. სრულიად ფხიზელი ვიყავი, მზერა ჩაპარალის განაპირას მივმართე, მაგრამ მე არ ვუყურბდი, არც ვუსმენდი და არც საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. ჩემი გრძნობები მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებები იყო. მათ სიტყვები არ სჭირდებოდათ. ვგრძნობდი, რომ რაღაცა გაურკვევლის მიღმა გავდიოდი. იქნებ ის, რაც ჩვეულ მდგომარეობაში ჩემი აზრები იქნებოდა გარეთ გამოდიოდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზვავში მოვყები და ნამქერი ისევ მეცემოდა ზემოდან. მუცელში წვა ვიგრძენი. რაღაცა ჩაპარალისკენ მითრევდა. შემეძლო ჩემს წინ მუქი ბუჩქების კონტურები გამერჩია. თუმცა ეს არაიდენტიფიცირებული სიბნელე იყო. როგორც ყოველთვის, ყოველი ცალკეული ბუჩქის დანახვა შემეძლო. ისინი თითქოს მოძრაობდნენ. მათი ფოთლების მასა შავ ქვედაბოლოებს გავდა,რომლებიც ქარზე ჩემსკენ მოფრინავდნენ. მაგრამ ეს ქარი არ იყო. მე მათ დამაჰიპნოზებელ მოძრაობებში ჩავიძირე. თითქოს რაღაცა მფეთქავი თრთოლვა მათ ჩემთან უფრო და უფრო ახლოს იზიდავდა. შემდეგ უფრო ნათელი სილუეტი გამოჩნდა რომელიც ბუჩქაბის ბნელ მხარეს ედებოდა. მზერა ამ ნათელი სილუეტის გვერდით შევაჩერე, მერე ფოკუსირების გარეშე შევხედე და ნათლად დავრწმუნდი, რომ ნათელი სილუეტი ბუჩქებში დამალული ადამიანი იყო.

ამ დროს მე ცნობიერების განსაკუთრებულად უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი. მე ვაცნობიერებდი გარემოს იმ გონებრივ პროცესებსაც რასაც ეს გარემო ჩემში იწვევდა. თუმცა კი არაფერზე არ ვფიქრობდი,როგორც ამას ჩვეული ვიყავი. მაგალითად, როცა მივხვდი, რომ ბუჩქაბზე განფენილი სილუეტი ადამიანი იყო მე სხვა შემთხვევაც გამახსენდა უდაბნოში. მაშინ, დონ ხენაროსან გასეირნების დროს ღამის ჩაპარალში მე შევამჩნიე, რომ ჩვენს უკან ადამიანი იმალებოდა. თუცა როგორც კი ვცადე გონივრულად აღმეწერა ეს მოვლენა ადამიანი თვალთახედვიდან გამიქრა. ამჯერად კი თავს ბატონ-პატრონად ვგრძნობდი და უარი ვთქვი ყოველგვარ ახსნაზე და გაფიქრებაზეც კი. წამით გამიელვა აზრმა, რომ შემეძლო მოცემული ადამიანი დამეკავებინა და იქვე გამეჩერებინა სადაც იყო. ამას მუცლის ცენტრში საოცარი ტკივილი მოჰყვა,თითქოს რაღაცამ გამოგლიჯა და ვეღარ შევძელი პრესის კუნთების დაჭიმულ მდგომარეობაში გაჩერება. და სწორედ ამ უკან დახევის მომენტში ჩაპარალიდან ჩემსკენ გამოფრინდა ფრინველი ან უზარმაზარი მფრინავი ცხოველის ფიგურა, თითქოს ადამიანის ფორმა ფრინვლის ფორმად გადაიქცა. მე გამიჩნდა შიშის რეალური შეგრძნება,შევკივლე და ზურგზე დაცევი.

დონ ხუანი წამოდგომაში დამეხმარა. სახე თითქმის სახესთან მომიტანა სიცილით.

-რა იყო ეს ? - ვიკითხე.

მან პირზე ხელი ამაფარა და გამაჩუმა.

მერე ტუჩები ყურთან მომიტანა და მითხრა, რომ ეს ადგილი სწრაფად უნდა დაგვეტოვებინა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. გვერდი გვერდ მივაბიჯებდით. ის თანაბრად და აუჩქარებლად მიდიოდა, ორჯერ სწრაფად მოიხედა უკან. მეც მას მივბაძე და აღმოვაჩინე რაღაცა ბნელი მასა რომელიც ჩვენ მოგვყვებოდა. უკნიდან მე რაღაცა არამიწიერი, ხმამაღალი ყვირილი მომესმა, წამით საშინელმა შიშმა მომიცვა, გამაჟრჟოლა. კანკალი სპაზმურად იწყებოდა და მისი ინტენსივობა იქამდე გაგარძელდა ვიდრე სხეული არ აიძულა ერბინა.

მხოლოდ დონ ხუანის ტერმინების გამოყენებით თუ შეიძლებოდა ჩემი რეაქციების აღწერა. ასე რომ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ შიშის შემდეგ ჩემი სხეული ჩავარდა იმ მდგომარეობაში რასაც ის „ძალის სირბილს“ ეძახდა. ეს გარკვეული ტექნიკა რომელიც მან რამდენიმე წლით ადრე მასწავლა მდგომარეობდა იმაში, რომ სიბნელეში ისე გერბინა, რომ არაფერს წამოდებოდი და არ დაზიანებულიყავი.

ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, რა ან როგორ გავაკეთე. უეცრად ისევ დონ ხუანის სახლთან გავჩნდი. ისიც მორბოდა და ჩვენ ერთდროულად მივირბინეთ. მან თავისი ნავთის ლამპა აანთო, ჭერის ფიცარზე ჩამოკიდა და მშიდად მთხოვა დავმჯდარიყავი და მომესვენა.

გარკვეული დრო ერთ ადგილზე ვიჯექი,ვიდრე ჩემი ნერვების კონტროლი ისევ არ დავიბრუნე. მერე წამოვდექი. მან ხაზგასმით მიბრძანა, ისე მემოქმედა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მერე ჩემი ბლოკნოტი მომაწოდა ამ სიჩქარეში მე ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამივარდა.

-რა მოხდა იქ დონ ხუან? - ვკითხე ბოლოს და ბოლოს.

-შენ შეხვდი ცოდნას, - მიპასუხა და თან ნიკაპით ჩაპარალის ბნელ მხარეზე მიმითითა - მე აქ იმიტომ ოგიყვანე, რომ შევამჩნიე, როგორ დაბორიალებდა ცოდნა სახლის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნამ იცოდა შენი ჩამოსვლის შესახებ და გელოდა. იმის მაგივრად, რომ მას აქ შეხვედროდი მე ჩავთვალე, რომ ჯობდა ეს ძალის ადგილას მომხდარიყო. მერე კი გადავწყვიტე გამომეცადე გქონდა თუ არა საკმარისი პირადი ძალა, რომ მისი ყველა გარშემორტმული საგნის გამოყოფა შეგძლებოდა და შენ ამას ბრწყინვალედ გაართვი თავი.

-ერთი წუთით,- გავაპროტესტე მე - მე ადამიანის სილუეტი დავინახე ბუჩქებში დამალული, მერე კი უზარმაზარი ჩიტი.

-შენ ადამიანი არ გინახავს - მიპასუხა მან - არც ჩიტი. სილუეტი ბუჩქებში და ისიც რაც ჩვენსკენ გამოფრინდა პეპელა იყო. თუ გინდა უფრო დააზუსტო და ჯადოქრების ტერმინები ან საკუთარი სასაცილო ტერმინები გამოიყენო მაშინ შეგიძლია თქვა, რომ დღეს პეპელას შეხვდი. ცოდნა - პეპელაა.

მან ყურადღებით შემომხედა, ლამპის შუქი მის სახეზე უცნაურ ჩრდილებს ქმნიდა და თვალი ავარიდე.

-იქნებ საკმარისი პირადი ძალა აღმოგაჩნდეს და ეს ამოცანა ამაღამ ამიხსნა, - მითხრა მან - ან თუ ამაღამ არა მაშინ ხვალ, გაიხსენე შენ ჩემი 6 დღე გმართებს.

დონ ხუანი წამოდგა და სახლის უკან სამზარეულოში გავიდა. მან ლამპა აიღო და კედელთან ტაბურეტზე დადო. ჩვენ იატაკზე ერთმანეთის პირისპირ დავსხედით და ქოთნიდან ხორცისა და ლობიოს ჭამა დავიწყეთ. ჩუმად შევექცეოდით.

დრო და დრო მოკლე მზერას მესროდა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ საცაა ახარხარდებოდა. მისი თვალები ორ ჭუჭრუტანას გავდა, როცა მიყურებდა ოდნავ უფრო ფართოდ აღებდა და სისველე მათ კუთხეებში ლამპის შუქს ირეკლავდა. თითქოს შუქს სარკისებური გამოსახულებისთვის იყენებდა. ის ამით თამაშობდა და ყოველ ჯერზე როცა მზერას ჩემზე შეაჩერებდა, თავს გააქნევდა ხოლმე. შუქის თამაშით მომაჯადოებელი ეფექტი იქნმნებოდა. მისი მანავრები გავაცნობიერე, დარწმუნებული ვიყავი ამას გუნებაში გარკვეული მიზნით აკეთებდა და თავი ვალდებულად ჩავთვალე ამაზე მეკითხა.

-ამისთვის შორს მიმავალი მიზეზები მაქვს, - მიპასუხა მან - ვცდილობ ჩემი თვალებით დაგამშვიდო, უკვე ისე ხომ აღარ ნერვიულობ?

-გამოგიტყდები თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

მისი თვალების შუქის ციმციმი სულაც არ იყო ავის მომასწავებელი. არც მაშინებდა და არც მაღიზიანებდა.

-როგორ მამშვიდებ შენი თვალებით? - ვკითხე მე

მან თავი შეუმჩნევლად დაიქნია, მისი თვალები მართლაც ლამპის შუქს ირეკლავდა.

-მოდი შენც სცადე ამის გაკეთება - მითხრა მან და საჭმელი კიდევ გადაიღო - შეიძლება თვითონვე დაიმშვიდო თავი. ვცადე და ძალიან მოუხერხებლად გამომივიდა.

-თავის ასე ქნევით ვერ დამშვიდდები უფრო თავის ტკივილს მოიმკი. საიდუმლო არა თავის ქნევაში არამედ იმ გრძნობაში რომელიც მუცლის ქვემოდან თვალებში მოდის სწორდ ეს გაიძულებს თავის ქნევას.

ის ჭამას მორჩა და მუცელზე ხელი გადაისვა. მე ცარიელი ტომრების გროვას მივეყრდენი. შევეცადე თავი მისაბურად მექნია, თითქოს დონ ხუანი უსასრულოდ ერთობოდა. ის იცინოდა და ხელებს ბარძაყებზე ირტყამდა.

უეცარმა ხმამ სიცილი შეწყვიტა. უცნაური ხეზე კაკუნის მსგავსი ყრუ ხმა მოისმა ჩაპარალის მხრიდან. დონ ხუანმა ნიკაპი ასწია და მანიშნა ყურადღებით ვყოფილიყავი.

-ეს პეპელა შენ გეძახის, - მითხრა მან - ხმაში ყოველგვარი ემოციის გარეშე.

ფეხზე წამოვხტი, ხმა მაშინვე შეწყდა მან კი სასაცილოდ და უსუსურად აიჩეჩა მხრები.

- თქვენი შეხვედრა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, - დაამატა მან.

ვუთხარი, რომ თავს ამის ღირსად არ მივიჩნევდი სახლში მიბრუნება მერჩივნა და მაშინ დაბრუნება, როცა თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობდი.

- რა სისულელეებს ამბობ, - მითხრა მან - მეომარი ისე იღებს თავის ბედს როგორც არის, და სრული მორჩილებით ეკიდება მას. ის მორჩილებით იღებს იმას რასაც წარმოადგენს და იმისთვის კი არა რომ მერე ინანოს. სანანებლად კი არა, ცოცხალი გამოწვევის გამო.

- ყოველ ჩვენგანს სჭირდება დრო ამის მისაღებად და ცხოვრებაში გამოსაყენებლად. მე მაგალითად თავად სიტყვა მორჩილების ჟღერადობაც კი მაღიზიანებს. მე ინდიელი ვარ. ჩვენ, ინდიელები კი ყოველთვის მორჩილები ვიყავით. ყოველთვის თავს ვხრიდით. ვფიქრობდი, რომ მორჩილება ვერ იქნებოდა მეომრის თანამგზავრი. მეომარი არავის უხრის თავს და არც არავის ახრევინებს თავს მის წინაშე. გლახაკი კი პირიქით, ქუდის მოხდასთან ერთად მუხლებზე ეცემა და მტვერში გორაობს ნებისმიერის წინაშე, ვისაც თავის ზემდგომად თვლის. მაგრამ ამავე დროს მოითხოვს, რომ იმან, ვისაც ის თავისზე ქვემდგომად თვლის, მის წინაშე მოიხაროს ქედი.

-აი, ამიტომ გეუბნები, რომ არ მესმის, რას გრძნობენ ოსტატები. მე მხოლოდ მეომრის მორჩილება ვიცი, ეს კი არასოდეს მომცემს ნებას ვინმეს ოსტატი გავხდე.

გარკვეულ დროს ვდუმდი. მისმა სიტყვებმა ძალიან ამაღელვა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამავე დროს კი მაწუხებდა, ის რისი მოწმეც ჩაპარალში გავხდი. გავაცნობიერე, რომ დონ ხუანი რაღაცას მიმალავდა. მას უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში.

ფიქრებში წავედი, იქიდან კი ისევ უცნაურმა კაკუნმა გამომიყვანა. დონ ხუანმა ჯერ გაიღიმა მერე კი ხითხითი დაიწყო.

-შენ გლახაკის მორჩილება გიყვარს, - რბილად მითხრა მან, - შენ გონებას უხრი თავს.

-სულ მგონია, რომ მათამაშებენ, - ვუპასუხე მე,- ეს ჩემი ძირითადი პრობლემაა.

-მართალი ხარ, შენ გათამაშებენ, - აღნიშნა ღიმილით - ეს ვერ იქნება შენი პრობლემა. შენი რეალური პრობლემა იმის შეგრძნებაა თითქოს მე გატყუებ, ასე არაა?

-კი ნამდვიალად არის ჩემში რაღაც რაც არ მაძლევს საშუალებას მომხდარის რეალურობა დავიჯერო.

-ისევ მართალი ხარ, არაფერია რეალური, რაც ხდება.

-რისი თქმა გინდა ამით დონ ხუან?

-საგნები მას შემდეგ ხდებიან რეალურები, როგორც კი მათ რეალურობას შეეგუები. ხოლო ის, რაც ამაღამ ხდება, შენთვის ალბათ რეალური არაა, რადგან მხარს არავინ გიჭერს ამის რეალურობაში.

-შენ იმის თქმა გინდა, რომ არ დაგინახავს რაც ხდებოდა?

- რა თქმა უნდა ვხედავდი, მაგრამ მე არ ვითვლები. გაიხსენე, მე ხომ ის ვარ, ვინც გატყუებს. დონ ხუანმა იმდენი იცინა ვიდრე ხველა არ აუტყდა და სუნთქვა არ შეეკრა. ის მეგობრულად იცინოდა, იმისდა მიუხედავად, რომ დამცინოდა.

- ნუ აქცევ ამდენ ყურადღებას ყველა იმ სისულელეს რასაც გეუბნები, - მითხრა მან გამამხნევებლად - მე უბრალოდ ვცდილობ ცოტა მოგეშვას. თანაც ვიცი, რომ შენ თავს კარგად მაშინ გრძნობ, როცა ცოტა შემცბარი ხარ.

მისი გამომეტყველება იმდენად სასაცილო იყო, რომ ორივემ გადავიხარხარეთ. მე ვუთხარი, რომ ყველაზე მეტად მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა შემაშინა.

-ჩემი გეშინია? - მკითხა მან.

-არა შენი კი არა იმისი რასაც შენ წარმოადგენ.

-მე მეომრის თავისუფლებას წარმოვადგენ. ამისი გეშინია?

-მასში ჩემთვის შვება არაა, თავს ვერსად მივაყრდნობ.

-ისევ ყველაფერს ურევ, შვება, ხსნა, შიში, - ეს ყველაფერი განწყობაა, შენ რომ შეისწავლე და არც კი გიკითხავს მათ ფასეულობებზე. როგორ ჩანს, რომ შავმა მაგებმა მთელი შენი ერთგულება მიისაკუთრეს.

-ვინ არიან შავი მაგები?

-ჩვენს გარშემო მყოფი ხალხი შავი მაგები არიან. ხოლო ვინაიდან შენც მათთან ხარ შენც შავი მაგი ხარ. ერთი წამით წარმოიდგინე, შეძლებ კი იმ ბილიკიდან გადაუხვიო რომელსაც ისინი გთავაზობენ? არა, შენი აზრები და საქციელები სამუდამოდაა აღბეჭდილი მათი ტერმინებით. ეს მონობაა. მე კი პირიქით თავისუფლება მოგიტანე. თავისუფლება ძვირფასია. ამიტომაც შენი ციხის ზედამხედველებისა გეშინოდეს, შენი ოსტატების. ნუ დახარჯავ შენს დროსა და ძალას ჩემს შიშში.

ვიცოდი რომ ის მართალი იყო. მაგრამ ჩემი გულწრფელი თანხმობის მიუხედავად მე მაინც ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხივრებისეული ჩვევები მაინც ძველი გზისაკენ მიმაბრუნებდნენ. თავს მართლაც მონად ვგრძნობდი.

დიდი ხნის დუმილის შემდეგ დონ ხუანმა ისევ მკითხა საკმარისი პირადი ძალა მქონდა თუ არა, რომ ისევ შევხვედროდი ცოდნას.

-შენ გინდა თქვა შევხვდე პეპელას? -ვკითხე ნახევრად ხუმრობით. სიცილისაგან ორად მოიხარა თითქოს ახლახანს მისთვის მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ხუმრობა ეთქვათ.

-შენ რა მართლა თვლი რომ ცოდნა პეპელაა? - მკითხა მან.

-ხო მე სხვაგვარად არც ვთვლი,- მიპასუხა მან - პეპელა პეპლაა, მე ვიფიქრე, რომ ამ დროისთვის მთელი შენი მიღწევების გათვალისწინებით საკმარისი ძალა გექნებოდა „დასანახად“. ამის მაგივრად შენ ადამიანი შენიშნე. ეს კი ნამდვილი „ხილვა“ არ იყო.

ჩემი მოსწავლეობის დასაწყისშივე დონ ხუანმა „ხილვის“ კონცეფცია შემოიტანა, როგორც განსაკუთრებული შესაძლებლობის, რომელიც უნდა განავითარო და რომელიც საგნების „ნამდვილი“ ბუნების აღქმის საშუალებას მოგცემს.

ჩვენი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის დროს მე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ „ხილვაში“ ის გულისხმობდა საგნების ინტუიტიურად აღქმის ანდა რაღაცის ერთბაშად მიღების უნარს ან თუნდაც ადამიანის საქციელის ან მისი ფარული მიზნების და მნიშვნელობების გამოაშკარავების უნარს.

-მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საღამოს როცა შენ პეპელას შეხვდი, შენ ნახევრად უყურებდი და ნახევრად ხედავდი,- განაგრძობდა ის- მართალია ამ მდგომარეობაში შენ როგორც ყოველთვის შენს თავს არ ეკუთვნოდი მაგრამ მიუხედავად ამისა შეძელი სრულიად შეგენარჩუნებინა ცნობიერება, რათა შენეული მსოფლიოს ცოდნა გემართა.

დონ ხუანი შეჩერდა და შემომხედა. მე არ ვიცოდი რა მეთქვა.

-კი მაგრამ როგორ ვმართავდი მსოფლიოზე ჩემს ცოდნას?

-შენმა ცოდნამ მსოფლიოზე გიკარნახა, რომ ბუჩქებში შეიზლება მხოლოდ ადამიანი ან ცხოველი ყოფილიყო რომელიც ფოთლებში იმალებოდა. შენ ამ აზრს ჩაეჭიდე და რა თქმა უნდ ამსოფლიოც ისეთი გახდა როგორიც შენი შეხედულება მასზე.

-მაგრამ მე საერთოდ არ ვფიქრობდი დონ ხუან

-მაშინ ნუ ვუწოდებ ამას ფიქრს, ეს ალბათ უფრო ჩვევაა ყოველთვის ისეთი წარმოიდგინო სამყარო, რომ შენს აზრებს ემთხვეოდეს. ადამიანის ტოლი პეპლები კი ფიქრშიც ვერ გაგივლია. ამიტომ ჩათვალე, რომ ის რაც ბუჩქაებში იყო აუცილებლად ადამიანი უნდა ყოფილიყო. ასე მოხდა კოიოტთანაც. შენმა ძველმა ჩვევამ ასევე განსაზღვრა ეს შეხვედრა. შენსა და კოიოტს შორის რაღაც მოხდა,მაგრამ ეს საუბარი არ იყო. მე თავადაც მოვხვედრილვარ ასეთ ვითარებაში, ხომ მოგიყევი როგორ ვესაუბრე ერთხელ ირემს. ახლა შენ ესაუბრე კოიოტს. მაგრამ ვერც მე და ვერც შენ ვერ გავიგებთ რა ხდებოდა ამ დროს.

-რას მეუბნები დონ ხუან?

-როცა ჯადოქრების ახსნები ჩემამდე მოვიდა უკვე ძალიან გვიანი იყო იმის გაგება რა გააკეთა ჩემთვის ირემმა.მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ასე არ იყო. იმის თქმა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ნიშნავს წარმოიდგინო ყოველივე ისე როგორც წარმოგიდგენია. ირემი და მე რაღაცას ვაკეთებდით მაგრამ ამავე დროს როცა ეს ხდებოდა მე იძულებული ვიყავი სამყარო ჩემი იდეებისთვის მომერგო. ზუსტად ისე როგორც ამას აკეთებდი. ისევე როგორც შენ მეც მთელი ცხოვრება ვლაპარაკობდი. ამგავარდ ჩემმა ჩვევებმა მძლია და ისინი ირემზეც გავრცელდა. როცა ირემი მომიახლოვდა და ის გააკეთა რაც გააკეთა მე იძულებული ვიყავი ეს საუბრად მიმეღო.

-ესაა ჯადოქრების ახსნები?

-არა, ამას მე გიხსნი შენ, მაგრამ ეს ჯადოქრების ახსნებს არ ეწინააღმდეგება.

ამ განაცხადმა აღტკინებაში ჩამაგდო. ცოტა ხნით დამავიწყდა მოახლოებული პეპელა და ჩაწერაც კი შევწყვიტე. შევეცადე მისი განაცხადის პერიფრაზირებას და ამან ჩვენი სამყაროს რეფლექსური ბუნების შესახებ ვრცელი საუბარი გამოიწვია. სამყარო, დონ ხუანის აზრით, მის აღწერილობას უნდა შეესაბამებოდეს, ეს აღწერა კი საკუთარ თავს ასახავს.

მისი მსჯელობის მეორე ნაწილი წარმოადგენდა იმას, რომ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ საკუთარი თავს ისე შეფარდებას სამყაროსთან რასაც მე ტერმინით „ჩვევები“ გამოვხატავდი. აქ მე უფრო მრავლისმომცველი ტერმინი „განზრახვა“ შემოვიტანე - ადამიანური ცნობიერების თვისება რისი საშუალებითაც ეწყობიან ობიექტს ანდა განიზრახავენ მოცემული ობიექტის ფლობას ზუსტად ამ სახით.

ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესო მსჯელობაში გადაიზარდა. თუ დონ ხუანის განხილვებს მხედველობაში მივიღებდი ჩემი და კოიოტის საუბარი ახლებურად წარმომიდგებოდა. მე მართლაც წინასწარგანზრახულად გამოვიწვიე დიალოგი. რადგან კომუნიკაციისსხვა გზა არ ვიცოდი. მე ვაიძულე ის ეპასუხა და დიალოგში ამყოლოდა.
უდიდესი აღმასვლის შეგრძნება გამიჩნდა. დონ ხუანმა გაიცინა და მითხრა, რომ ასეთი შეძრული ვიყო სიტყვებით ეს ჩემი სისულელის კიდევ ერთი ასპექტია.

-ყველანი ერთსა და იმავე ფოკუსებს გავდივართ,- ვრცელი პაუზის მერე დაამატა მან - მათი დაძლევის ერთადერთი გზა კი მეომარივით მოქმედებაა. დანარჩენი თავისთავად მოვა.

-დანარჩენი რა არის დონ ხუან?

-ცოდნა და ძალა. ცოდნის ადამიანებს ერთიც აქვთ და მეორეც. მაგრამ ამავე დროს ვერც ერთი ვერ გეტყვის როგორ შეიძინა ეს, გარდა იმისა, რომ ყოველთვის მოქმედბდა მეომარივით და ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა.

მან შემომხედა, თითქოს მერყეობდა, მერე სწრაფად ადგა და მითხრა, რომ მე არ მქონდა სხვა გამოსავალი და უნდა გამეგრძელებინა შეხვედრა ცოდნასთან.

შემამცივნა, გულა ბაგა-ბუგი დამიწყო.მე წამოვდექი და დონ ხუანმა გარშემო შემომიარა, თითქოს ჩემს ტანს ათვალიერებდა, მერე მანიშნა დავმჯადარივაყი და წერა გამეგრძლებინა.

-თუ ძალიან შეგეშინდება შეხვედრას ვეღარ განაგრძობ. მეომარი მშვიდი და მოწესრიგებული უნდა იყოს და არასოდეს მოადუნოს ალღო.

-მე მართლაც შეშინებული ვარ, - ვუპასუხე მე - პეპელა თუ სხვა რამ არ ვიცი,მაგრამ ნამდვილად ვიღაც დაძვრება ბუჩქაბში.

-რა თქმა უნდა,- წამოიყვირა მან - მე სწორედ ამას ვფიქრობ, რომ შენ მას ისევ ადამიანად მიიჩნევ, სწორედ ისე, როგორც გგონია, რომ ესაუბრე კოიოტს.

ჩემმა გარკვეულმა ნაწილმა ბოლომდე გაიგო მისი ნათქვამი, თუმცა ამავე დროს არსებობდა ჩემი სხვა ასპექტი რომელიც უკან არ იხევდა და ყველა თვასაჩინოების მიუხედავად გონებას ებღაუჭებოდა.

-ამაშია შენი სიტყვების სუსტი მხარე, - მითხრა გამამხნევებლად - ისინი ყოველთვის განათლებულად გაგრძნობინებენ თავს, მაგრამ როგორც კი ვტრიალდებით რომ სამყაროს შევხედოთ ისინი მაშინვე გვღალატოვებ და ყველაფერი იმით მთვრდება რომ სამყაროს ვუყურებთ ისე როგორც აქმდე, ყოველგვარი განათლების გარეშე. ამიტომ ჯადოქარი ცდილობს უფრო მეტი აკეთოს ვედრე ილაპარაკოს. ამის საპასუხოდ ის სამყაროს ახალ აღწერილობას იღებს. ახალ აღწერილობაში საუბარი აღარ არის მნიშვნელოვანი. იქ ახალ ქმედებებს ახალი საპასუხო რეაქციები მოსდევს.

ის ჩემს გვერდით იჯდა. თვალებში შემომხედა და მთხოვა მომეყოლა სინამდვილეში რა დავინახე ჩაპარალში.

ერთი წამით სრულმა დაბნეულობამ მომიცვა. მე ადამიანის მუქი ფიგურა დავინახე, მაგრამ ისიც დავინახე როგორ გადაიქცა ეს ფიგურა ჩიტად. ამგავარად მე იმაზე მეტი დავინახე ვიდრე ჩემი გონება შესაძლებლად ჩათვლიდა. თუმცა იმის მაგივრად, რომ გონებისთვის საერთოდ არ მიმექცია ყურადღება, რაღაცამ ჩემში ჩემივე გამოცდილების ცალკეული ნაწილები ამოარჩია,მაგალითად: ზომა, ფიგურის მოხაზულობა და წარმომიდგინა ეს როგორც გონივრული შესაძლებლობა და უგულებელყო სხვა დეტალები, მაგალითად თუ როგორ გადაიქცა მუქი ფიგურა ჩიტად. ამგავარად თავი დავირწმუნე რომ ადამიანი ვნახე.

როცა ჩემს სირთულეებზე მოვუყევი დონ ხუანმა გადაიხარხარა. მერე კი მითხრა, რომ ადრე თუ გვიან ძველი ჯადოქრების ახსნები მოაქწევდა ჩემომდე და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდებოდა.

-მანამდე კი ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, რომ გარანტიას გაძლევ ეს ადამიანი არ იყო, - თქვა მან.

დონ ხუანმა ნერვიულად შემომხედა, უნებურად გამაკანკალა, ამან გამაღიზიანადა გამანერვიულა.

-მე შენს ტანზე ნიშანს ვეძებ, - მითრა მან - შენ შეიძლება არც იცოდე ეს მაგრამ ამ საღამოს შენში რაღაც შეიცვალა.

-რა ნიშანს ეძებ?

-ნამდვილს არა, ნიშნებს შენს ფიზიკურ სხეულზე. ეს ნიშნები შენს მანათობელ ძაფებში განათებულ რაიონებს მიანიშნებს. ჩვენ მანათობელი არსებები ვართ და ყვლაფერი რასაც წარმოვადგენთ და რასაც ვგრძნობთ ჩვენს მანათობელ ძაფებში ჩანს. ადამიანებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნათება აქვთ. ეს ერთადერთი საშუალებაა ისინი სხვა ცოცხალი არსებებსაგნ განასხვაო.

-შენ რომ „ხედავდე“ ამ საღამოს შეამჩნევდი, რომ ფიგურა ბუჩქებში სულაც არ იყო მანათობელი ცოცხალი არსება.

მე კიდევ მინდოდა რაღაცის კითხვა. მაგრამ მან პირზე ხელი ამაფარა და გამაჩუმა, მერე ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა რომ უნდა ვუსმინო და ვეცადო მსუბუქი შარი-შური გავიგო, პეპლის მსუბუქი ნაბიჯების ხმა გამხმარ ბალახსა და ტოტებზე.

მე არაფერი მესმოდა, დონ ხუანმა აიღო ლამპა და განაცხადა, რომ მისი სახლის წინ ვისხდებოდით. მან უკანა კარიდან გამიყვანა და სახლის გარშემო შემომატარა, ჩაპარალის პირას მიმიყვანა. იმის მაგივრად რომ უბრალოდ გაგვევლო ოთახი და წინა კარიდან გავსულიყავით. მან ამიხსნა, რომ ჩვენი იქ ყოფნა პეპლისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო. მარცხნიდან ნახევრად შემოვუარე სახლს, დონ ხუანის ნაბიჯები ძალიან ნელი და ფრთხილი იყო, ლამპიანი ხელი უკანკალებდა.

შევეკითხე რა დაგემართამეთქი, მან თვალი ჩამიკრა და ჩამჩურჩულა, რომ დიდი პეპელა, რომელიც გარშემო დაბზრიალებს, ახალგაზრდა კაცთან აპირებდა შეხვედრას და მოხუცის სუსტი ნაბიჯები ნათელი მინიშნება იყო ამაზე.

როგორც იქნა სახლის წინა ნაწილს მივაღწიეთ. დონ ხუანმა ლამპა შესასვლელთან დადგა. მე ზურგით კედლისკენ დამსვა და თვითონ მარჯვნივ მომიჯდა.

-ჩვენ აქ ვისხდებით, - მითხრა მან -შენ კი ჩვეულებრივ შეგიძლია წერო და მელაპარაკო. პეპელა რომელიც დღეს შენსკენ მოფრინავდა ახლა აქაა ბუჩქებში, ცოტა ხნის შემდეგ უფრო მოგვიახლოვდება და შემოგვხედავს. აი ამიტომ დაგსვი ლამპის ქვემოთ, შუქი პეპელას შენს პოვნას გაუადვილებს. როცა ბუჩქების კიდესთან მოვა დაგიძახებს. ეს ძალიან სპეციფიური ხმაა. ამ ხმასაც კი შეუძლია შენი შველა.

-რა ხმაა ეს დონ ხუან?
-ეს სიმღერაა, თითქოსდა თავსმოხვეული ხმა რითაც პეპლები მღერიან. როგორც წესი ამ სიმღერის გაგონება შეუძლებელია, მაგრამ ეს პეპელა ბუჩქებში რომაა განსაკუთრებულია. შენ ნათლად გაიგონებ მის ხმას თუ უმწეობას არ გამომაჟღავნებ და ეს ხმა შენი ცხოვრების ბოლომდე შენთან დარჩება.

-რით დამეხმარება ეს?

-ამაღამ შეეცდები ის დაასრულო რაც ადრე უკვე დაიწყე „ხილვა“ მხოლოდ მაშინ იწყება თუ მეომარი შინაგანი დიალოგის გაჩერებას ისწავლის. დღეს შენ, შენივე ნებით შეაჩერე ის - იქ ბუჩქებში და „დაინახე“. ის რაც შენ „დაინახე“ ნათელი არ იყო. შენ იფიქრე, რომ ეს ადამიანია მე კი გეუბნები, რომ ეს პეპელაა და არც ერთი ჩვენგანი არაა მართალი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ საუბარი გვიწევს. მე მაინც უფრო მეტი მეთქმის რადგან მე უკეთ „ვხედავ“ ვიდრე შენ, ამიტომ ვიცი, რომ ეს არაა სრულიად ზუსტი, რომ ფიგურა რომელიც შენ დღეს ნახე პეპელაა.

-ახლა კი აღარაფერი თქვა, არც იფიქრო და მიეცი პეპელას საშუალება მოგიახლოვდეს.

ძლივსღა ვიწერდი. დონ ხუანს გაეცინა და მთხოვა წერა არ შემეწყვიტა, ისე მოვქცეულიყავი თითქოს არაფერი მაწუხებდა. მან ხელი მომკიდა და მითხრა, რომ შენიშვნების კეთება ყველაზე კარგი დამცავი ფარია რაც კი გამაჩნია.

-ჩვენ არასოდეს ვლაპარაკობთ პეპლებზე, - განაგრძობდა ის - აქამდე დროც არ იყო შესაფერისი. შენც ხომ იცი, რომ შენი სული გაწონასწორებული არ იყო. მისი გაწონასწორებისთვის მე მეომრის ცხოვრება გასწავლე. მეომარი რწმენით იწყებს, იმის რწმენით, რომ მისი სული გაუწონასწორებელია. მერე კი სრული კონტროლითა და შეგნებით ცხოვრობს. ყოველგვარი აჩქარების გარეშე ის აღწევს ამ წონასწორობას.

-ახლაც, როგორც ყველა ადამიანის შემთხვევაში, შენი გაუწონასწორებლობა შენივე საქციელებით იყო გამოწვეული. ახლა კი როგორც ჩანს შენი სული საჭირო დონეზეა რათა პეპელაზე გელაპარაკოს.

-საიდან გაიგე, რომ ეს შესაფერისი დღეა პეპლებზე სასაუბროდ?
-მე პეპელას ნათება შევნიშნე, რომელიც აქეთ-იქით აწყდებოდა სანამ შენ მოხვიდოდი. თავიდან ის ძალიან მეგობრული და გულღია იყო. მე ის ადრეც მინახავს მთებში დონ ხენაროს სახლთან, მაგრამ მაშინ ის მუქარით მიყურებდა და ეს შენი წონასწორობის არქონაზე მიუთითებდა.

სწორედ ამ წუთას უცნაური ხმა გავიგონე. ეს ტოტების მტვრევის ყრუ ხმა გახლდათ, თითქოს ტოტები ერთმანეთს ეხახუნებოდნენ, ეს პატარა მოტორის ხმასაც გავდა რომელიც შორიდან ისმის. ის მუსიკალური ტონივით იცვლიდა მასშტაბებს და მოუხელთებელ რიტმს ქმნიდა. მერე კი სრულიად მიწყდა.

-ეს პეპელა იყო, - მითხრა დონ ხუანმა - შესაძლოა შენ უკვე შეამჩნიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლამპა ანთია რათა პეპლები მოიზიდოს, არც ერთი მათგანი არ დაფრინავს შუქის გარშემო.

მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როცა დონ ხუანმა მითხრა შევნიშნე. საოცარი სუჩუმე ჩამოწოლილიყო სახლის გარშემო უდაბნოში.

-ნუ გახდები მოუთმენელი, - მითხრა მან - სამყაროში არაფერია ისეთი რასაც მეომარი მხედველობაში არ მიიღებდა. მეომარი საკუთარ თავს გარდაცვლილად განიხილავს და ამიტომ დასაკარგი არაფერი აქვს. ყველაზე უარსი მას უკვე დაემართა, ამიტომ ის მშვიდი და წყნარია. მისი საქციელითა და სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ვერასოდეს მიხვდები, რომ ის ყველაფერს ამჩნევს.

დონ ხუანის სიტყვებმა და უფრო მეტად კი საქციელმა და განწყობამ ძალიან დამაწყნარა. მე ვუთხარი, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ განმეცადა ისეთი შიში და რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი თუ რა იმალება სიბნელეში.

-იქ მხოლოდ ცოდნაა, - მითხრა მან, თითქოს ეს თავისთავად ცხადი იყო, - მართალია შიშის გამომწვევი ცოდნაა, მაგრამ თუ მეომარი ცოდნის შემაშინებელ ბუნებას იღებს, ის უკუაგდებს იმას რაც აშინებს.

უცნაური ხმა ისევ გაისმა.ის უფრო ახლოს და უფრო მკვეთრად ჟღერდა. მე ყურადღებით ვუსმენდი. რაც მეტ ყურადღებას ვუთმობდი მისი ბუნების გაგება უფრო მიჭირდა. ის არ ჰგავდა არც ცხოველის არც ფრინვლის ხმას, ყოველი მისი ტონი ღრმა და მდიდარი იყო, ზოგი დაბალი ტონალობისა გახლდათ, ზოგი - მაღალი. მათ რიტმი და განსაკუთრებული სიგრძე ჰქონდათ. ზოგიერთი ხანგრძლივი იყო, მე ისინი როგორც ცალკეული ხმოვანი ერთეულები ისე მსმოდა, ზოგი მოკლე იყო, ერთმენთს ერწყმოდა და ტყიამფრქვევის ჯერივით ჟღერდა.

-პეპლები მაცნეები არიან, ან უკეთ თუ ვიტყვით, მარადისობის მცვლები, - მითხრა დონ ხუანმა როცა ხმა მიწყდა - გარკვეული მიზეზებით ან სულაცუმიზეზოდ ისინი მარადისობის ოქროს მტვრის მცეველები არიან.

ეს მეტფორა არ მეცნო და ვთხოვე აეხსნა.

-პეპლები ფრთებზე მტვერს ატარებენ, - მითხრა მან - მუქ ოქროსფერ მტვერს, ეს ცოდნის მტვერია.

ამგვარმა ახსნამ მეტაფორამ უფრო ბუნდოვანი გახადა. ცოტა ხანს ჩავფიქრდი, ვცდილობდი კითხის დასამელად საჭირო სიტყვები შემერჩია,მაგრამ ის ისევ ალაპარაკდა.

-ცოდნა ეს ძალიან თავისებური რამაა, - თქვა მან, - განსაკუთრებით მეომრის ცოდნა. მეომრისთვის ეს ისეთი რამაა, რაც უეცრად მოდის, შთანთქავს მას და მერე ისევ მიდის.

-მაგრამ რა კავშირია ცოდნის მტვერსა და პეპლის ფრთების მტვერს შორის, - ვკითხე დიდი პაუზის შემდეგ.

-ცოდნა ისე მიფრინავს როგორც ოქროს მტვრის ფთილები, იმ მტვრის პეპლის ფრთებს რომ ფარავს. ამიტომ მეომრისთვის ცოდნა შხაპის მიღებას გავს ანდა მუქი ოქროსფერი მტვრის ნაკადის ქვეშ გდომას.

ძალიან თავაზიანად აღვნიშნე, რომ მისმა ახსნამ კიდევ უფრო დამაბნია. მან გაიცინა და დამარწმუნა, რომ სავსებით გააზრებულად ლაპარაკობდა და რომ მხოლოდ ჩემი გონების ბრალი იყო რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.

-პეპლები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იყვნენ ჯადოქრების ახლო მეგობრები და დამხმარეები. შენ აქამდე მხოლოდ იმიტომ არ შეხვედრიხარ რომ ჯერ მზად არ იყავი.

-მაგრამ როგორ იქნება ფრთების მტვერი ცოდნა?
-თავად ნახავ.

მან ხელი ჩემს ბლოკნოტს დაადო და მთხოვა გავჩუმებულიყავი, თვალები დამეხუჭა და არაფერზე მეფიქრა. მან მითხრა, რომ პეპლისხმა ჩაპარალიდან დამეხმარებოდა. თუ მე მას ყურადღებას დავუთმობდი ის საოცარ რამეებს მომიყვებოდა. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდაროგორ დამყარდებოდა კავშირი ჩემსა და პეპელას შორის., არც ის იცოდა ეს კავშირი რა პირობებში ჩაივლიდა. მთხოვა მსუბუქად და თავდაჯერებულად მეგრძნო თავი და ჩემს პირად ძალას მივნდობოდი.

თავდაპირველი ნერვიულობის შემდეგ სიმშვიდეს მივაღწიე, ჩემი აზრები ნელ-ნელა პატარავდებოდა და ბოლოს იმასაც მივაღწიე, რომ გონება სრულიად გამითავისუფლდა. როცა უფრო დავმშვიდდი ჩაპარალიც ახმაურდა.

უცნაური ხმა, რომელსაც დონ ხუანის თქმით, პეპელა გამოსცემდა ისევ გაისმა. ის სხეულისმიერი შეგრძნებასავით აღიქმებოდა და არა აზრად გონებაში. დავინახე, რომ ის არც მემუქრებოდა და არც ბოროტი არ იყო. ის მშვენიერი და უბრალო გახლდათ. ის ბავშვის ძახილს გავდა. ის პატარა ბიჭს მაგონებდა რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი. გრძელი ნოტები მის პატარა, მრგვალ, თეთრა თავს მახსენებდა, მოკლე სტოკატო კი მის სიცილს. ძალიან ძლიერმა გრძნობამ მომიცვა და მაინც ჩემს თავში არანაიარი აზრი არ იყო. სხეულში კი მოუსვენრობას ვგრძნობდი. მჯდომარემ ვეღარ გავძელი და გვერდიდან იატაკზე ჩავცურდი. ისე ძალიან მოვიწყინე რომ ფიქრი დავიწყე. მთელი ჩემი სევდა და ტკივილი შევაფასე და უეცრად აღმოვჩნდი ამ პატარა ბიჭზე შინაგანი ჭიდილის შუაგულში, პეპლის ხმა მიწყდა. თვალები დახუჭული მქონდა, გავიგონე როგორ ადგა დონ ხუანი მერე კი დაჯდომაში დამეხმარა. საუბარი არ მინდოდა, მასაც არაფერი უთქვამს. მისი მოძრაობა მესმოდა და თვალები გავახილე. ის ჩემს წინ, ლამპით ხელში დაჩოქილიყო და სახეზე მაკვირდებოდა. მთხოვა ხელები მუცელზე დამედო, მერე სახლში წავიდა და წყალი მოიტანა, ნაწილი სახეზე შემასხა, დანარჩენი დამალევინა.

ის ჩემს გვერდით დაჯდა და ხელში ჩემი ჩანაწერები ჩამიდო. მე მოვუყევი, რომ ხმამ ძალიან სევდიანი მოგონებები აღმიძრა.

-შენ შენს შესაძლებლობებზე მეტად ინდულგირებ, - მითხრა მან მშვიდად - ის ჩაფიქრდა თითქოს შესაფერის ფრაზას ეძებდა.

-ამ ღამის „ხილვის“ პრობლემა ადამიანების „ხილვაშია“, - თქვა მან, - ჯერ შენი შინაგანი დიალოგი უნდა გააჩერო. მერე ის სახე უნდა გამოიხმო რომლის ნახვაც გინდა. ნებისმიერი აზრი რომელიც მდუმარებისას გონებაში გაქვს ბრძანებას უდრის რადგან იქ სხვა აზრი არაა რომ კონკურენცია გაუწიოს. დღეს პეპელას ბუჩქებში შენი დახმარება უნდა და შენთვის იმღერებს. ეს სიმღერა ოქროს მტვერს მოგიტანს და შენ იმ ადამიანს დაინახავ რომელსაც აირჩევ.

მე უფრო დაწვრილებით მინოდა გამეგო მაგრამ მან ჟესტით გამაწყვეტინა და გაჩუმება მიბრძანა.

შიანგალი დიალოგის გასაჩერებლად რამდნიმეწუთიანია ბრძოლის შემდეგ სრულიად დავმშვიდდი. მერე ჩემს მეგობრებზე პატარა აზრი შევაჩერე გონებაში. თვალე დავხუჭე და ერთი წუთით მომეჩვენა როგორ მაჯანჯღარებდა ვიღაცა მხრებით. ეს ნელა გავაცნობირე, თვალი გავახილე და მივხვდი რომ მარცხენა მხარზე ვიწექი. ნათელი იყო, რომ ისე ღრმად ჩამეძინა, რომ ვერც კი მივხვდი როგორ დავეცი მარცხენა მხარზე. დონ ხუანი დაჯდომაში დამეხმარა, იცინოდა, ხვრინვაში გამომაჯავრა და მითხრა, რომ თავად რომ არ დაენახა როგორ ჩამეძინა ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ასე სწრაფად ჩაძინება შეიძლებოდა. მითხრა, რომ ჩემთან იმ დროს ყოფნა როცა ისეთ რამეს ვაკეთებ რასაც ჩემი გონება ვერ იღებს ძალიან ართობდა. მან ბლოკნოტი ხელიდან გამომგლიჯა და მიბრძანა ისევ თავიდან დამეწყო.

მე ყველა აუცილებელი საფხური გავიარე. ისევ გავიგონე საოცარი ხმა, მაგრამ ამჯერად ეს არა ჩაპარალიდან არამედ ჩემსშიგნიდან ისმოდა, თითქოს მას ჩემი ტუჩები, ფეხები, ხელები გამოსცემდნენ. ამ ხმამ თითქოს შთანმთქა. თითქოს პატარა რბილი ბურთები ხან ჩემსკენ ხან ჩემგან მიფრინავდნენ. ეს დამამაშვიდებელი, მომნუსხველი გრძნობა იყო თითქოს ბამბის დიდი ბურთები დამიშინეს. უეცრად გავიგონე როგორ გაიღო კარი და ისევ ფიქრი დავიწყე. იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს შანსიც ხელიდან გავუშვი. თვალი გავახილე და მივხვდი რომ ჩემს ოთახში ვიყავი. საწერ მაგიდაზე ყველა ნივთი ისე იდო როგორც დავტოვე. კარი ღია დამხვდა. გარეთ ძლიერი ქარი ქროდა. ვიფიქრე წყლის გამაცხელებელი შემემოწმებინა. მერე ფანჯარაზ კაკუნი მომესმა. ფანჯარა ჩავკეტე, ის ჩარჩოში ცუდად ჯდებოდა. ეს დაჟინებული კკაუნი იყო თითქოს ვიღაცა შემოსვლას ცდილობდა. შიშისგან გავშტერდი. სავარძლიდან წამოვიწიე და ვიგრძენი ვიღაცა როგორ მიმათრევდა.

დონ ხუანი მხრებით მაჯანჯაღარებდა. მე გაღიზიანებულმა მოვუყევი ყველაფერი. ეს განცდა ისეთი ცოცხალი იყო, რომ ჯერ ისევ ვკანკალებდი. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს იმ საწერი მაგიდიდან ახლახანს დავბრუნდი სისხლსა და ხორცში.

დონ ხუანმა თავი გააქნია, თითქოს არ დამიჯერა და თან მითხრა, რომ საკუთარი თავის გასულელებაში ბადალი არ მყავდა. ჩანს ის სულ არ გაუოცებია იმას რაც გავაკეთე. მან უბრალოდ უარი თქვა ამის განხივაზე და მიბრძანა ისევ მეყურებინა.

მაშინ ისევ მისტიური ხმა მაგიგონე. ის ჩემთან როგორც დონ ხუანმა თქვა ოქროს მტვრის წვიმის სახით მოვიდა. ეს ბრტყელი ფირფიტები ან ქერცლი არ იყო, როგორც მათ ნაგვალი აღწერდა უფრო სფერული ბუშტები გახლდათ. ისინი ჩემსკენ მოცურავდნენ. ერთ-ერთი მათგანი გასკდა და სცენა დავინახე. თითქოს ის ჩემს წინ ახტა, გაიხსნა და უცნაური საგანი დამანახა. ის სოკოს გავდა. მე მას ვუყურებდი, ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდებოდა სიზმარი არ იყო. სოკოს მსგავსი ობიექტი არ იცვლებოდა,მერე კი ახტა თითქოს მისი მანათობელი შუქი გამორთულიყოს. ამას სიბნელე მოჰყვა. გამაჟრჟოლა და რაღაცამ მიბიძგა, მერე კი უცებ მივხვდი, რომ ვიღაცა მაჯანჯღარებდა. ჩემი გრძნობები მაშინვე დაბრუნდა. დონ ხუანი ძალიან ძლიერად მანჯღრევდა მე კი მას ვუყურებდი. ალბათ ახლახანს გავახილე თვალები სიბნელეში.

მან სახეზე წყალი შემასხა,წყლის სიცივემ მკვეთრად გამომაფხიზლა. ერთი წამის შემდეგ კი მთხოვა მომეყოლა რა მოხდა, მე ჩემი ხილვის ყოველი დეტალი მოვუყევი.

-მაგრამ რა „ნახე“, - ვკითხე მე.
-შენი მეგობარი, - მიპასუხა მან მერე გაიცინა და მოთმინებით ამიხსნა, რომ მე ვნახე სოკოსებური ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ ზომის არანაირი კრიტერიუმიარ მქონდა ის ერთი ფუტის სიმაღლის მაინც იქნებოდა.

დონ ხუანმა ამიხსნა რომ მხოლოდ გრძნობებს უნდა მივნდობოდი და ჩემმა გრძნობებმა შექმნეს საგნის მსგავსი მოხაზულობა რომელიც მე ვნახე.

-შენი აღწერილობისა და შეგრძნების მიხედვით შემიძლია დავასკვნა, რომ შენი მეგობარი ძალიან ლამაზი ადამიანია, -თქვა მან. შევცბი.

მან მითხრა, რომ სოკოს მსგავსი წარმონაქმნები ადამიანური არსებების არსებითი ფორმა იყო. ასე ხდება როცა ადამიანი მათ შორ მანძილზე „ხედავს“. მაგრამ როცა ჯადოქარი პირდაპირ უყურებს ადამიანს რომელსაც „ხედავს“ მაშინ ადამიანური თვისებები ისე მჟღავნდება როგორც მანათობელი ძაფების კვერცხისებური წარმონაქმნი.

-შენ კი შენი მეგობრის პირისპირ არ იყავი, ამიტომაც მოგეჩვენა სოკოდ, - მითხრა მან.

-რატომაა ასე დონ ხუან?

-არავინ იცის, უბრალოდ ეს ის ხერხია რომლითაც ადამიანები ამ განსაკუთრებულ „ხილვაში“ შემოდიან.

მან დაამატა, რომ ამ კვერცხისებურ წარმონაქმნებში ყველა თვისებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომ დამწყებისთვის შეუძლებელია იმის ზუსტი ახსნა რა რას ნიშნავს.

მერე დამაბნეველმა მოგონებამ გაიღვიძა, რამდენიმე წლის წინანადელმა, არაჩვეულებრივად რეალისტურად რაც ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების შედეგი იყო - ჩემსკენ მოცურავდნენ ბუშტები რომელბიც მყლაპავდნენ. ის ოქროსფერი ბუშტებიც, ახლახანს რომ ვნახე ასევე მოფრინავდნენჩემსკენ და ასევე მსანსლავდნენ. შემეძლო თამამად მეთქვა, რომ ამათ და იმ ბუშტებს ერთნაირი პატერნი და სტრუქტურა ჰქონდათ.

დონ ხუანმა ჩემი კომენტარები ინტერესის გარეშე მოისმინა.

-წვრილმანებზე ნუ ხარჯავ ძალას. თემათა უსასრულობასთან გვაქვს საქმე, - მითხრა მან და ხელის მოძრაობით ჩაპარალისკენ მანიშნა.

-თუ მის სიდიადეს გონეაბს დაუკავშირებ მაშინ ვერაფერს ვერ მიიღებ. აქ ჩვენ თვით მარადისობა გვარტყია გარს და თუ მას კონტროლს დაქვემდებარებულ (მართვად) სისულელედ გადააქცევ, ეს არა მხოლოდ უგუნური მავებელიც იქნება.

მერე დაიჟინა „დამენახა“ სხვა ადამიანი ჩემი ნაცნობების წრიდან. მან მირჩია როცა „ხილვა“ დამთავრდებოდა თავად მეცადა თვალის გახელა და ხედაპირზე გასვლა გარემოს სრული გაცნობიერებით.

წარმატებით შევძელი მეორე სოკოსმაგვარი ფიგურის შეჩერება, თუმცა თუ პირველი მომცრო და მოყვითალო იყო, მეორე მოთეთრო, უფრო დიდი და მკვრივი გახლდათ.

იმ დროისათვის როცა ჩვენ ამ ორ ფორმაზე საუბარი დავამთავრეთ, ბუჩქებში მყოფი პეპელა სულაც გადამავიწყდა. ჯერ კიდევ ახლახანს კი ის მთელს ჩემს ყურადღებას იკავებდა. დონ ხუანს ვუთხარი, რომ ამოცებდა როგორ ადვილად შეეძლო უკუეგდო რაღაცა მართლაც არაჩვეულებრივი. თითქოს სხვა პიროვნება გავხდი, ის აღარ ვიყავი ვინც აქამდე.

-არ მესმის ამის გამო ამდენ ხმაურს რატომ ტეხ, - მითხრა დონ ხუანმა.

-ყოველთვის, როცა დიალოგს წყვეტ სამყარო ინგრევა და ჩვენი არაჩვეულებრივი საზღვრები ზედაპირზე ამოდიან, თითქოს ისინი სადმე ჩვენი სიტყვების ზეგავლენით იყვნენ დაცულები. შენ ისეთი ხარ როგორიც ხარ იმიტომ რომ თავად არწმუნებ ამაში საკუთარ თავს.

ასეთი შესვენების მერე დონ ხუანმა მთხოვა ჩემი მეგობრების „გამოძახება“ განმეგრძო. მან განმიმარტა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პუნქტია ვეცადო „დავინახო“ იმდენჯერ რამდენჯერაც შევძლებ რომ გრძნობისთვის ხიდის გადება მოვახერხო.

მე 32 ადამიანი გამოვიძახე რიგრიგობით. ყოველ ცდის შემდეგ ის ჩემი „ხილვის“ პროცესში შეგრძნებების დეტალურ აღწერილობას ითხოვდა. თუმცა როგორც კი მცირ წარმატებას მივაღწიე მანაც შეცვალა ეს პროცედურა. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგანი დიალოგის რამდენიმე წამით გაჩერება ვისწავლე და შემეძლო ჩვეული მოქმედების ყოვლგვარი გადასვლის გარეშე აღდგენა მე ცვლილება შევამჩნიე იმ დროს როცა სოკოსმაგვარი წარმონაქმნების ფერებს განვიხილავდი. მან ამიხსნა, რომ ფერები არ იყო ფერები არამედ სხვა და სხვა ინტენსივობის ნათებები. მე უკვე მოყვითალო ნათების აღერას ვაპირებდი, ახლახანს რომ დავინახე ამ დროს მან გამაწყვეტინა და ზუსტად აღწერა რასაც „ვხედავდი“. ამ მომენტიდან დაწყებული ის ისე აღწერდა ჩემს „ნანახებს“ თითქოს ეს თავად მას „დაენახა“ და არა ჩემი მონაყოლიდან გამომდინარე. მე ახსნა ვთხოვე, მაგრამ მან ამაზე საუბარზე საერთოდ უარი ვთქვა.

როგორც კი 32 ადამიანის გამოძახებად მოვრჩი მივხვდი, რომ სოკოსმაგვარი ფიგურების დიდი სახესხვაობა ვნახე და გრძნობათა დიდი მრავალფეროვნებაც განვიცადე მათთან მიმართებაში - მოკრძალებული აღფრთოვანებით დაწყებული და აშკარა ზიზღით დამთავრებული.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ადამიანები სავსენი არიან ისეთი წარმონაქმენბით როგორიცაა - სურვილები, სევდა, საზრუნავები და ა.შ. მითხრა ასევე, რომ მხოლოდ ძლევამოსილ ჯადოქარს შეეძლო გაერჩია ამ წარმონაქმნების მნიშვნელობა. მე კი იმითაც კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი, რომ ადამიანების საერთო ფორმებს ვხედავდი.

დავიღალე. ამ უცნაურ ფორმებში იყო რაღაცა მომქანცველი, ხოლო ჩემი შეგრძნება კი უფრო უსიამოვნო დაღლას ემსგავსებოდა. ეს არ მომწონდა, ეს მაიძულებდა განწირულად და ხაფანგში მომწყვდეულად მეგრძნო თავი.

დონ ხუანმა მიბრძანა მეწერა რომ უსიამოვნოშეგრძნება გამეფანტა. დიდი ხნის დუმილის შემდეგ, როცა მე საერთოდ აღარ შემეძლო წერა, მან მთხოვა ის ადამიანები გამომეძახა რომლებსაც თავად აირჩევდა.

ფორმათა ახალი სერია დაიწყო, ისინი სოკოებს არ გავდნენ არამედ უფრო გადმოტრიალებულ იაპონურ საკეს ფიალებს. ზოგიერთს თავის მსგავსი წარმონაქმნი ჰქონდა, როგორც საკეს ფიალის ფეხი, დანარჩენები მომრგვალებული იყო. მათი მოხაზულობა სასიამოვნო სიმშვიდეს მგვრიდა. თითქოს მათში თანდაყოლილი ბედნიერება ყოფილიყოს, ისე დაფრინავდნენ თითქოს დედამიწის მიზიდულობას მოწყვეტოდნენ. აქამდე გამოძახებული ფორმებისაგან განსხვავებით რაღაცნაირად თავად ამ ფაქტმა შეასუსტა ჩემი დაღლილობა.

იმ ადამიანთა შორის რომლებიც მან აირჩია, მისი მოსწავლე ელიჰიოც იყო. როცა ელიჰიოს ხილვა გამოვიძახე, ბიძგი ვიგრძენი, რომელმაც დამკვირვებლის მდგომარეობაში ჩამაგდო. ელიჰიო გრძელი თეთრი ფორმა იყო და ისე ისე შეინძრა თითქოს მომახტა. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ელიჰიო ძალიან ნიჭიერი მოსწვლე იყო და აუცილებლად შეამჩნევდა როცა ვიღაცა უყურებდა.

შემდეგ დონ ხუანის არჩევანი პაბლიტოზე, დონ ხენაროს მოსწავლეზე შეჩერდა. პაბლიტოს ხილვამ ელიჰიოზე მეტად შემძრა.

დონ ხუანი ისე იცინოდა რომ ცრემლი მოსდიოდა.

-რატომ აქვთ ამ ადამიანებს სხვანაირი ფორმა? - ვკითხე მე.
-მათ მეტი პირადი ძალა აქვთ, - მიპასუხა მან- როგორც უკვე შეამჩნიე ისინი არ არიან მიჯაჭვული მიწას.
-რამ მისცა ასეთი სიმსუბუქე, ისინი რა, ასეთებად დაიბადნენ?
-ჩვენ ყველა ასეთი მსუბუქი და მოფარფატე ვიბადებით. მაგრამ მერე დედამიწას ვეჯაჭვებით და ვიყიბენით, ჩვენ თვითონ ვაქცევთ თავს ასეთებად. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ხალხს არანაირი ფორმა არ აქვთ, რადგან ცხოვრობენ როგორც მეომრები. თუმცა ეს საინტერესო არაა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენ უკვე საზღვარს მიუახლოვდი. შენ 47 ადამიანი გამოიძახე და მხოლოდ ერთიღა დაგრჩა რომ თავდაპირველი 48 შეასრულო.

ამ დროს გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ მან მარცვლის მაგიაზე და ჯადოქრობაზე მიამბო., რომ მარცვლების რაოდენობა რომელიც ჯადოქარს გააჩნია 48. მაგრამ არასოდეს უთქვამს რატომ.

-რატომ 48? -კვლავ ვკითხე მე.

-48 ეს ჩვენი რიცხვია, - მიპასუხა მან - სწორედ ეს გვაქცევს ადამიანებად. არ ვიცი რატომ. ნუ კარგავ შენს ძალას სულელურ კითხვებზე.

ის ადგა, ხელები და ფეხები გაჭიმა, მთხოვა მეც იგივე გამეკეთებინა. შევამჩნიე, რომ აღმოსავლეთით ცაზე ნათელი ზოლი გაჩნდა. მე დავჯექი, მან ტუჩები ყურთან მომიტანა.

-უკანასკნელი ადამიანი ვინც უნდა გამოიძახო ხენაროა, - მითხრა მან -ნამდვილი ვარსკვლავი.

მე ცნობისმოყვარეობისა და აღგზნების ტალღა მომაწვა. ყველა საჭირო საფეხური გავიარე. უცნაური ხმა ჩაპარალიდან გაცოცხლდა და საოცარი ძალა შეიძინა. მე ის თითქმის დამავიწყდა. ოქროსფერი ბუშტები გარს შემომერტყა და ერთ მათგანში დონ ხენარო დავინახე. ის ჩემს წინ იდგა და ხელში შლაპა ეჭირა. მან გაიღიმა, მე სასწრაფოდ გავახილე თვალები და უკვე დონ ხუანთან დალაპარაკებას ვაპირებდი, რომ შევამჩნიე სხეული ხის დაფასავით გამქავავებოდა. თმა ყალყზე დამიდგა და დიდხანს ვერ გადავწყვიტე რა მეთქვა ან გამეკეთებინა. ჩემს წინაშე დონ ხენარო იდგა, პირადად!

მე დონ ხუანისკენ მოვბრუნდი. ის იღიმებოდა, მერე კი ორივე ხმამაღლა ახარხარდა. ვცადე მეც გამეცინა მაგრამ წამოდგომაც კი ვერ შვძელი.

დონ ხუანმა წყლიანი ჭიქა მომაწოდა. მე ავტომატურად დავლეა და ვიფიქრე, რომ წყალს სახეში შემასხამდა მაგრამ მან ისევ ამისვო ჭიქა.

დონ ხენარომ თავი მოიფხანა და ჩუმად ჩაიცინა.

-არ მიესალმები ხენაროს? - მკითხა დონ ხუანმა.

გრანდიოზული ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი აზრები და გრძნობები მომეწესრიგებინა. საბოლოოდ რაღაცა ჩავიბუტბუტე მისალმების ნიშნად. მან თავი დამიკრა.

-შენ მეძახდი არა?- ღიმილით მკითხა.

მე გაკვირვება გამოვხატე, რომ მას აქ, ჩემს წინაშე მდგომს ვხედავდი.

-ის გეძახდა, - თქვა დონ ხუანმა.

-აი მეც აქ ვარ, რა შემიძლია შენთვის გავაკეთო?

ჩემი გონება ნელ-ნელა დალაგდა და უეცრად საოცრად გამინათდა. ჩემი აზრები საბოლოოდ გასუფთავდა და მე მივხვდი რაც მოხდა, ვიფიქრე, რომ დონ ხენარო სტუმრად იყო დონ ხუანთან და როგორც კი გაიგონა ჩემი მანქანის ხმა, მაშინვე გაიქცა ბუჩქებში და იქ დარჩა ვიდრე არ ჩამოღამდა. ეს მტკიცებულებები დამაჯერებლად მიმაჩნდა. ხოლო დონ ხუანი კი,რომლემაც მთელი ეს სპექტაკლი დადგა, დროდა დრო მითითებებს მაძლევდა და ბოლოს ყველაფერი დააგვირგვინა.საჭირო დროს დონ ხენარომ მისი იქ ყოფნა მანიშნა. ხოლო როცა მე და დონ ხუანი სახლისკენ ვბუნდებოდით უკან მოგვყვებოდა, რათა ჩემი შიში უფრო გაეძლიერებინა. მერე ჩაპარალში იმალებოდა და როცა დონ ხუანი ანიშნებდა უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ბოლოს კი როცა მე თვალები დახუჭული მქონდა, დონ ხუანმა გამოსვლის ნიშანი მისცა. მე კი ამავე დროს ხენაროს გამოძახება მთხოვა. მაშინ ალბათ დონ ხენარო ამოვიდა ვერანდაზე და ელოდა როდის გავახელდი თვალებს რომ შევეშინებინე.

ერთადერთი შეუსაბამობა ჩემს ლოგიკურ სისტემაში ის იყო, რომ მე ნათლად დავინახე როგორ გადაიქცა ჩიტად ბუჩქებში დანახული ადამიანი, და კიდევ ის რომ დონ ხენარო თავდაპირველად ჩემს ხილმაში ოქროს ბუშტში დავინახე. ჩემს ხილვაში მას სწორედ ისე ეცვა როგორც სინამდვილეში. რადგან ამშეუსაბამობების ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი, როგორც ხდებოდა ხოლმე ასეთ შემთხევევბში, მე დავასკვენი, რომ ემოციურმა სტრესმა თავისი როლი ითამაშა იმის განსაზღვრაში რაც მე ჩავთვალე რომ „დავინახე“.

სრულიად უნებურად მე მათ კარგად გათამაშებულ ხუმრობაზე სიცილი დავიწყე. მათ ჩემს დასკვნაზე მოვუყევი. მერე მათ ჩემი დასკვნები გაუზიარე, ისინი სიცილისაგან ჩაბჟირდნენ. მე კი გულწრფელად ჩავთვალე რომ ეს სიცილი მათ გასცემდათ.

-შენ ბუჩქებში არ იმალებოდი? - ვკითხე დონ ხენაროს.

დონ ხენარო დაჯდა და თავი ორივ ხელით დაიჭირა.
-არა მე არ ვიმალებოდი, - მოთმინებით მიპასუხა მან - მე აქედან შორს ვიყავი, მერე კი შენ დამიძახე და მეც შენს სანახავად გამოვეშურე.

-სად იყავი დონ ხენარო?
-შორს.
-რამდენად შორს?
აქ დონ ხუანმა გამაწყვეტინა და მითხრა, რომ დონ ხენარომ თავაზიანობა გამოიჩინა და რომ მე მეტი აღარაფერი უნდა ვკითხო რადგან ის არსად იყო.

დონ ხენარომ კი განაცხადა რომ ყველაფერი წესრიგში იყო და შემეძლო კითხვების დასმა გამეგრძლებინა.

-მაგრამ თუ სალთან ახლოს არ იმალებოდი, მაშ სად იყავი დონ ხენარო? - ვკითხე მე,

-ჩემს სახლში ვიყავი, - მიპასუხა დიდმნიშვნელოვნად.

-ცენტრალურ მექსიკაში?

-ხო ეს ჩემი ერთადერთი სახლია.

მათ ერთმანეთს შეხედეს და ისევ ახარხარდნენ. ვიცოდი, რომ ამამსხარავებდნენ, მაგრამ გადავწყვიტე ამას მეტად აღარ ჩავღმავებოდი. ვიფიქრე, რომ ასეთი რთული მოქმედებებისთვის მიზეზიც ექნებოდათ. დავჯექი.

ვგრძნობდი, რომ შუაზე ვიხლიჩებოდი. ჩემი ერთი ნაწილი სულაც არ იყო შოკირებული და ნებისმიერი მოვნელის მიღება შეეძლო.მაგრამ არსებობდა მეორე ნაწილიც რომელიც ამის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ეს უფრო ძლიერი ნაწილი გახლდათ. ჩემი გაცნობიერებული დასკვნა იყო ის, რომ მე მივიღე სამყაროს ჯადოქრული აღწერა რომელიც დონ ხუანმა მომცა, ოღონდ ინეტექტუალურ ბაზაზე. მაგრამ ამავე დროს ჩემი სხეული როგორც მთლიანობა უარს ამბობდა ამის მიეღებაზე. სწორედ ეს იყო ჩემი დილემა. მაგრამ მერე დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ჩემი ხანგრძლივი კავშირის შედეგად მე უკვე არაჩვეულებრივ მოვლენას განვიცდიდი და ეს უკვე ინტელექტუალური კი არაა სხეულებრივი შეგრძნება იყო. ცოტა ხნით ადრე, იმავე ღამეს მე „ძალის რბოლა“ შევასრულა, რაც ჩემი ინტელექტიდან გამომდინარე წარმოუდგენელი მიღწევა იყო. მე საოცარი ხილვები მქონდა, რომელიც ჩემი ყოველგვარი ჩარევის გარეშე რჩებოდა.

მე ავუხსენი მათ ჩემი ავადმყოფური და ამავე დროს მოსალოდნელი სიძნელეების ბუნება.

-ეს ბიჭი გენიოსია, - უთხრა დონ ხუანმა დონ ხენაროს და თავი გააქნია.

- კარლიტოს შენ გენიოსი ხარ, - გაიმეორა მისი სიტყვები დონ ხენარომ თითქოს გზავნილს გადმომცემდა.

ისინი ჩემს გვერდით დასხდნენ დონ ხუანი მარჯვნივ, დონ ხენარო მარცხნივ. დონ ხუანმა აღნიშნა, რომ მალე გათენდებოდა. ამ დროს მე ისევ გავიგონე პეპლის ძახილი. ის გადაადგილებულიყო ხმა საწინააღმდეგო მხრიდან მოდიოდა. მე ორივეს შევხედე, ჩემმა ლოგიკურმა სისტემამ ნგრევა დაიწყო. ხმას დამაჰიპნოზებელი სიღრმე და ძალიან მდიდარი ტონები გააჩნდა, მერე ნაბიჯების დახშული ხმა დავიგე, ვიღაცის რბილი ფეხები ხმელ ლაფაროზე მოდიოდნენ. ხმა უფრო ახლოს გაისმა, მე დონ ხუანს მივეკარი. მან კი მშრალად მომიწოდა ეს „დამენახა“. მე დიდ ძალისხმევას მივმართე, არა იმდენად მისი რამდენადაც უფრო საკუთარი თავის საამებლად. დარწმუნებული ვიყავი, რომ პეპელა დონ ხენარო იყო. თუმცა დონ ხენარო ჩემს გვერდით იჯდა. აბა რაღა იყო მაშინ ბუჩქებში? პეპელა? ეს უცნაური ხმა ექოდ მეორდებოდა ჩემს ყურებში. მე შემეძლო სრულიად გამეწყვიტა შინაგანი დიალოგი. მე მესმოდა ეს ხმა მაგრამ სხეული ამ ხმას ვერ გრძნობდა. გარკვევით ჩამესმოდა ნაბიჯები, სიბნელეში რაღაც მიახლოვდებოდა. ხმამაღალი ტკაცანი გაისმა თითქოს ვიღაცამ ტოტს დააბიჯა და უეცრად საშინელმა მოგონებამ მომიცვა. რამდენიმე წლის წინ მე საშინელი ღამე გავატარე მთებში და რაღაცა რბილი და მსუბუქი დამესხა თავს. ის ყელში მიჭერდა მე კი მოკეცილი ვიწექი მიწაზე. დონ ხუანმა ეს როგორც „ოლისთან“ შხვედრა ისე ამისხნა. „ოლი“ ესაა მისტიური ძალა რომელსაც ჯადოქარი ისე იღებს როგორც არსებას.

მე უფრო მეტად მივეკარი დონ ხუანს და წავჩურჩულე რაც გამახსენდა. დონ ხენარო მუხლებზე დაჩოქილი მოგვიახლოვდა რომ უფრო ახლოს ყოფილიყო.

-რა თქვა? - ჩურჩულით ჰკითხა დონ ხუანს.

-მან თქვა რომ იქ ბუჩქებში ოლია, - წყნარად უპასუხა მან.

დონ ხენარო უკან გაცოცდა და დაჯდა, მერე მომიტრიალდა და ხმამაღლა მითხრა ყურში: „შენ გენიოსი ხარ.“

ისინი ჩუმად ახითხითდნენ, დონ ხენარომ ნიკაპითა ჩაპარალისკენ მიანიშნა.

-მიდი და დაიჭირე, ტანისამოსი გაიხადე და ამ ოლისგან ეშმაკები განდევნე.

სიცილისაგან ავკანკალდი. ამასობაში ხმა გაქრადონ ხუანმა მიბრძანა „ხედვა“ შემეწყვიტა მაგრამ თვალები ღია დამეტოვებინა და ფოკუსირება ჩაპარალის კუთხეში პირდაპირ ჩემს წინ მომეხდინა. მან მითხრა, რომ პეპელა თავის მდებარეობას იცვლიდა რადგან დონ ხენარო იყო აქ. ხოლო თუ ის აპირებდა დამნახებოდა მაშინ ჩემს წინ გამოჩნდებოდა.

სულ ერთი წამით ვეცადე აზრები მომეწესრიგებინა და ეს ხმა ისევ გავიგონე. თავიდან ნაბიჯების ყრუ ხმა და ტოტების ტკაცუნი გავიგონე. მერე კი ეს საკუთარ სხეულზე ვიგრძენი. იმავე წუთას მუქი მასა გავარჩიე პირდაპირ ჩემს წინ ჩაპარალის ნაპირთან.

ვიგრძენი, რომ ვიღაცა მანჯღრევდა, დონ ხუანი და დონ ხენარო ჩემს წინ იდგენენ. მე კი მუხლბზე ვიდექი თითქოს დაჩოქილს ჩამძინებოდა. დონ ხუანმა წყალი მომცა, მე ისევ დავჯექი და კედელს მივეყრდენი. მალე გათენდა ჩაპარალმა თითქოს გაიღვიძა. დილის სიცივემ გამამხნევებლად დამიარა სხეულში.

პეპელა არ იყო დონ ხენარო, ჩემი ჭკვიანური დასკვნები ჩამოიშალა. სხვა კითხვების დასმა აღარ მინდოდა.მაგრამ არც გაჩუმება შემეძლო, ბოლოს მაინც საუბრის გაბმა მომიწია.

-კი მაგრამ დონ ხენარო, თუ ცენტრალურ მექსიკაში იყავი აქ როგორ მოხვედი?

დონ ხენარომ რაღაც სასაცილო და გაუგებარი ჟესტი გააკეთა პირით.

-მაპატიე, - მითხრა მან - ჩემს პირს ლაპარაკი არ სურს.

მერე ღიმილით მიუბრუნდა დონ ხუანს და უთხრა:

-რატომ არ მოუყვები ყველაფერს?

დონ ხუანი შეყოყმანდა, მერე კი მითხრა, რომ დონ ხენაროს როგორც მაგიის არაჩვეულებრივ ოსტატს ბევრი რამე შეუძლია.

დონ ხენარო ჩემს წინ გაიჯგიმა, იმდენი ჰაერი შეისუნთქა, რომ მკერდი ორჯერ გაებერა. საცაა აფრინდებოდა, ის ჰაერში შეხტა, მე კი მომეჩვენა, რომ ფილტვბში ჰაერმა აიძულა ამხტარიყო. მერე მიწის იატაკზე წინ და უკან სიარულს მოჰყვა, ვიდრე საკუთარი მკერდი არ დაიმორჩილა. ის ძლიერად დააწვა მკერდს ხელებით და მუცლამდე ჩაჰყვა თითქოს ჰაერის შინაგანი მილის საშუალებით ამოტუმბვას აპირებდა. ბოლოს როგორც იყო დახდა და დონ ხუანს გაუღიმა. თვალები კმაყოფილებით უბრწყინავდა
.
-მიდი შენი ჩანაწერები გააკეთე,-რბილადმიბრძანა მან - მიდი, მიდი თორემ მოკვდები!
მერე შევამჩნიე, რომ უკვე დონ ხენაროსაც აღარ ეჩვენებოდა ჩემი ჩანაწერები რაღაც არამიწიერად.
-მართლა, - აღნიშნა დონ ხენარომ - ვიფიქრე მეც ხომ არ დამეწყო ჩანაწერების გაკეთება.

-ხენარო ცოდნის ადამიანია, - მშრალად მითხრა დონ ხუანმა -და რადგან ასეა მას თავისუფლად შეუძლია დიდ მანძილზე დაუბრკოლებლად გადაადგილება.

მან შემახსენა, რომ ერთხელ მთებში, რამდენიმე წლის წინ როცა იქ ერთად ვიყავით დონ ხენარო შეეცადა დამხმარებოდა, რომ ჩემი გონება დამეძლია და დიდი ნახტომი შეასრულა მთის წვერზე რომელიც ჩვენგან 10 მილით მაინც იყო დაშორებული. მე ეს მახსოვდა, მაგრამ ისიც მახსოვდა, რომ ჯერ კიდევ არ შემეძლო იმის აღიარება, რომ ის გადახტა.

დონ ხუანმა დაამატა, რომ დონ ხენაროს გარკვეულ დროს სრულიად უჩვეულო დავალებების შესრულება შეეძლო.

-გარკვეული პერიოდი დონ ხენარო, ეს ხენარო კი არა მისი ასლია.

მან ეს 3-4-ჯერ გიმეორა, მერე ორივე ადგა და მომაჩერდა ჩემი დაგვიანებული რეაქციის მოლოდინში. მე ვერ გავიგე „ასლში“ რას გულისხმობდნენ. მას ეს ადრე არასოდეს უხსენებია, ახსნა ვთხოვე.

-არის კიდევ სხვა ხენაროც, - ამიხსნა მან. სამივემ ერთმანეთს შევხედეთ. მე დონ ხუანის თვალებმა საუბრის გაგრძელება მაიძულა.

-შენ ტყუპისცალი ძმა გყავს? - ვკითხე მე დონ ხენაროს.

-რა თქმა უნდა, - მითხრა მან - მე მყავს ორეული.

ვერ გავიგე ხუმრობდნენ თუ არა. ორივე ისე უდარდელად ხითხითებდა ცელქი ბავშვებივით.

-შეიძლება ითქვას, - თქვა დონ ხუანმა - რომ დონ ხენარო ამჟამად მისი ორეულია.

ამ განცხადების შემდეგ ორივე მიწაზე დაეცა და ახარხარდა. ვერ ვხვდებოდი რა ამხიარულებდათ. უნებურად მაკანკალებდა. დონ ხუანმა უხეშად მითხრა, რომ ძალიან მძიმე ვარ და საკუთარი მნიშვნელოვნებაც ძალიან განვითარებული მაქვს.

-გაუშვი, - მშრალად მიბრძანა მან - ხომ იცი, რომ ხენარო ჯადოქარია და ძლიერი მეომარი. ამიტომაც მას ისეთი საქმეების ჩადენა შეუძლია რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. მისი ორეული, სხვა ხენარო ერთ-ერთი ასეთი საქმეა.

სიტყვა ვერ დავძარი, არ მინდოდა მეფიქრა, რომ უბრალოდ მეხუმრებოდნენ.

-ხენაროს მსგავსი მეომრისთის, - აგრძელებდა ის - ასლის შექმნა არც ისე რთული ამოცანაა.

დიდხანს ვიფიქრე რა მეთქვა და ბოლოს ვკითხე.

-და ის მეორეც ისეთივეა როგორიც თვითონ?

-მეორე -ეს თვითონაა, - მიპასუხა დონ ხუანმა.

მისმა ახსნებმა მოულოდნელი სახე მიიღო, მაგრამ იმაზე მოულოდნელი და არაჩვეულებრივი მაინც არ იყო რასაც ეს ორივე აკეთებდა.
-მეორე რისგანაა შექმნილი? - ვკითხე დონ ხუანს დაბნეულმა.

-ამის ცოდნა შეუძლებელი, - მიპასუხა.

-ეს რეალურია თუ ილუზიაა?

-რა თქმა უნდა რეალურია.

-შეიძლება ითქვას, რომ ეს სისხლისა და ხორცისგან შედგბა?

-არა ეს შეუძლებელია, -მიპასუხა დონ ხუანმა.

-მაგრამ თუ ის ისევე რეალურია როგორც მე ...

-ისეთივე რეალური როგორც შენ, - ერთდროულად მიპასუხეს დონ ხუანმა და დონ ხენარომ, მერე ერთმანეთს შეხედეს და ისე ახარხარდნენ მეგონა ცუდად გახდებოდნენ. დონ ხენარომ თავისი შლაპა მიწაზე დააგდო და მის გარშემო ცეკვას მოჰყვა. მისი ცეკვა რთული, გრაციოზული, თუმცა რაღაც აუხსნელი მიზეზების გამო სასაცილოც კი იყო. ალბათ მთელი იუმორი მის შესრულებილ „პროფესიონალურ“ მოძრაობებში იყო. მათი შეუსაბამობა ისეთი დახვეწილი და ამავე დროს ისეთი შესამჩნევი იყო, რომ სიცილისაგან ჩავბჟირდი.

-შენი უბედურება ისაა, რომ შენ გენიოსი ხარ კარლიტოს, -მითხრა და დაჯდა

-მე ყველაფერი უნდა გავიგო დუბლზე, - ვთქვი მე.

-შეუძლებელია იმის გაგება ისიც სისხლისა და ხორცისგან შედგება თუ არა, - მომიგო დონ ხუანმა - იმიტომ, რომ ის არაა ისეთივე რეალური როგორიც შენ. ხენაროს დუბლი ისეთივე რეალურია როგორც ხენარო, ხვდები რასაც ვგულისხმობ?

-მაგრამ რატომ არ მეუბნები რა საშულება არსებობს ამის ზუსტად გასარკვევად?

-დუბლი ეს თვითონაა. ეს ახსნა საკმარისი უნდა იყოს. შენ რომ „ხედავდე“ გეცოდინება რამხლა განსხვავებაა ხენაროსა და მის დუბლებს შორის. იმ ჯადოქრისთვის რომელიც „ხედავს“ დუბლი უფრო ღია ფრისაა, უფრო ნათელია.

თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი და კითხვების დასმა აღარ გამიგრძელებია. ბლოკნოტი დავდე და წამით მომეჩვენა რომ გონს ვკარგავდი. ჩემი მხედველობის არე თითქოს დავიწროვდა და გვირაბს დაემგვანა. გარშემო ჩამობნელდა, მხოლოდ ჩემს თვალწინ რჩებოდა ნათელი ლაქა.

დონ ხუანმა მირჩია, რომ ჯობდა მეჭამა. მე არ მშიოდა. დონ ხენარომ კი განაცხადა, რომ შიმშილით კვედებოდა. ადგა და სახლის უკანა ნაწილში გავიდა. დონ ხუანიც ადგა და მანიშნა უკან გავყოლოდი. სამზარეულოში დავინახე, რომ დონ ხენაროს საჭმელი უკვე თეფშზე გადმოეღო და ისეთ სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა თითქოს ძალიან უნდოდა ეჭამა და ვერ ახრხებდა. ვიფიქრე დონ ხუანი მოკვდებოდა - ის ყმუოდა, ყვიროდა და იგუდებოდა სიცილისაგან. მეორე წუთს მეც მასავით ვხარხარებდი, დონ ხენარო ძალიან სასაცილოდ თამაშობდა.

როგორც იქნა თავისი უსარგებლო ცდები შეწყვიტა, მერე ჯერ მე მერე კი დონ ხუანს შეხედა, თვალები უცინოდა.

-არ მომეხმაროთ, - თქვა მან და მხრები აიჩეჩა.

მე და დონ ხუანი კარგად დავნაყრდით, მერე კი სახლის წინ ვერანდაზე დავბრუნდით. მზე მოწმენდილ ცაზე კაშკაშებდა, გრილი ნიავი სასიამოვნოდ უბერავდა. ძალას და ბედნიერებას ვგრძნობდი. ერთმანეთის პირისპირ სამკუთხად დავჯექით. ზრდილობიანად ვთხოვე ჩემი პრობლემა აეხსნათ. თავს ისე მშვენიერ ფორმაში ვგრძნობდი, რომ ჩემი ძალის გამოყენება მინდოდა.

-კიდევ მომიყევი დუბლზე დონ ხუან, - ვთხოვე მე.

დონ ხუანმა დონ ხენაროზე მანიშნა, მან კი გამიღიმა და თავი დამიკრა.

-აი ის,- მითხრა დონ ხუანმა - აქ სათქმელი არაფერია, ის აქაა, შეხედე.

-მაგრამ ეს დონ ხენაროა, - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე- დონ ხენაროს დუბლი სადღაა?

-კითხე, - მითხრა და დონ ხენაროზე მანიშნა - მას შეუძლია საუბარი, მე მუნჯი ვარ.

-დუბლი ეს თავად ჯადოქარია რომელიც თავის სიზამრხილვაში განვითარდა, - ამიხსნა დონ ხუანმა - დუბლი ეს ძალის მოქმედებაა ჯადოქრისთვის მაგრამ შენთვის მხოლოდ ზღაპრებია ძალაზე. ხენაროს შემთხვევაში მისი ასლი ორიგინალისაგან არაფრით განსხვავდება, ეს იმიტომ, რომ მისი როგორც მეომრის სრულყოფილება განუზომელია. ამიტომაც ვერასოდეს იჭერდი სხვაობას. მაგრამ იმ წლების მანძილზე რაც მას იცნობ შენ ნამდვილი ხენარო მხოლოდ ორჯერ ნახე. მთელი დანარჩენი დრო მის ასლთან გაატარე.

-მაგრამ ეს არაბუნებრივია!- წამოვიძახე მე.

ვგრძნობდი მკერდში როგორ იზრდებოდა შიში. ისე ავღელდი, რომ ბლოკნოტი ხელიდან გამივარდა და ფანქარიც სადღაც გამიგორდა. დონ ხუანმა და დონ ხენარომ მაშინვე დაიწყეს მათი ძებნა, თანაც გადამეტებული ძალისხმევით. მე არასოდეს მენახა ილუზიონისტისა და მისი ასისტენტის ასეთი თეატრალური წარმოდგენა. აქ არ იყო არც დეკორაციები, არც არანაირი რეკვიზიტი, მონაწილეები მხოლოდ ხელების მოხერხებული მოძრაობებით გადიოდნენ იოლად.

მთავარმა ილუზიონისტმა დონ ხენარომ და მისმა ასისტენტმა დონ ხუანმა მიწიდან სრულიად წარმოუდგენელი საგნები აკრიფეს.

ესტრადის ილუზიონისტის ოსტატობით ასისტენტი ნაპოვნ ნივთებს თანმიმდევრობით ალაგებდა. მოცემულ შემთხვევაში ეს რამდენიმე საგანი იყო: ქვები, ტომრები, ხის ნაჭრები, რძის მათარა, ლამპა და ჩემი პიჯაკი. მერე ილუზიონისტი დონ ხენარო ჩემი ფანქრის ძებნას შეუდგა. ყველა სხვა ნივთს კი ყრიდა. ნაპოვნი ნივთები იყო: ტანისამოსი, პარიკები, სათვალე, სათამაშოები, ხელთათამანები, ქალის ქვედა საცვალი, ადამიანის კბილები, სენდვიჩები, რელიგიური ნივთები. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საზიზღარი იყო - ადამიანის ექსკრემენტები რომელიც დონ ხენარომ ჩემი პიჯაკიდან ამოიღო. საბოლოოდ დონ ხენარომ იპოვა ჩემი ფანქარი და ხელში დამაჭერინა, მანამდე კი პერანგის კალთით გაწმინდა. ბოლოს თავიანთი კლოუნადა სიცილ-ხარხარით და შეძახილებით დაასრულეს. მე დამკვირვებელი აღმოვჩნდი რომელიც ვერ აყვა თამაშში.

-ასე სერიოზულად ნუ იღებ ყველაფერს კარლიტოს, - მითხრა დონ ხუანმა - თორემ...

აქ მან სასაცილო ჟესტი გააკეთა რასაც შეიზლება უამარავი მნიშვნელობა ჰქონოდა.

როგორც კი მხიარულება შეწყდა, მე ვკითხე დონ ხენაროს რას აკეთებდა დუბლი ანდა ჯადოქარი რას აკეთებდა დუბლის საშუალებით. დონ ხენარომ მითხრა, რომ დუბლს აქვს ძალა და ის იმ ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენება რომელიც ჯადოქრისთვის ჩვეულ მდგომარეობაში წარმოუდგენელია.

-მე უკვე არაერთხელ გითხარი, რომ სამყარო განუზომელია, - განაგრძო მან - ასევე ჩვენც და ყველა არსება რომელიც სამყაროში ცხოვრობს. ამიტომაა გონებისთვის წარმოუდგენელი დუბლის არსებობა. თუმცა კი შენ იხილე ის და ეს საკმარისზე მეტიც კი უნდა ყოფილიყო.

-მაგრამ ხომ არსებობს რაიმე საშუალება მასზე სასაუბროდ? - ვკითხე - შენ თავად მითხარი, რომ ამიხსენი ირემთან საუბარი იმისთვის რომ ჩემთან გელაპარაკა. არ შეგიძლია რომ ახლაც იგივე გაიმეორო?

ის დუმდა. მე კიდევ ერთხელ ვთხოვე. წარმოუდგენელი მოუთმენლობით ვცდილობდი მისთვის რაიმე მაინც მეთქმევინებინა.

-ჰო ჯადოქარს შეუძლია გაორება, - მითხრა დონ ხუანმა - ეს ყველაფერია რისი თქმაც შემიძლია.

-მაგრამ აცნობიერებს ის რომ გაორდება?

-რა თქმა უნდა აცნობიერებს.

-და იცის რომ ერთდროულად ორ ადგილასაა ?

მათ ჯერ ორივემ მე შემომხედეს მერე ერთმანეთს მიაჩერდნენ.

-სადაა მეორე დონ ხენარო?

დონ ხენარო დაიხარა და თვალებში ჩამხედა.

-არ ვიცი, - რბილად თქვა მან - არც ერთმა ჯადოქარმა არ იცის სადაა მისი მეორე.

-ხენარო მართალია, - განაგრძო დონ ხუანმა - ჯადოქარს არ აქვს ინფორმაცია იმაზე რომ ერთდროულად ორ ადგილასაა. ამის შეგრძნება შენს საკუთარ დუბლთან პირისპირ დგომის ტოლფასი იქნება. ხოლო ჯადოქარი რომელიც საკუთარი თავის პირისპირ აღმოჩნდა -მკვდარი ჯადოქარია. ასეთია კანონი. ასე განსაზღვრა ძალამ და არავინ იცის რატომ.

დონ ხუანმა მითხრა, რომ როგორც კი მეომარი დაამარცხებს სიზმარხილვას, ხილვას და შექმნის დუბლს მან პირადი ისტორია უნდა წაშალოს, ასევე საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობაც და ცხოვრების სტილიც. ისიც მითხრა, რომ მთელი ის ტექნიკა რომელიც მასწავლა. რომელსაც მე უბრალოდ ცარიელ საუბრად განვიხილავდი, სინამდვილეში დუბლის ამქვეყნად არსებობის მოუხრხებლობის აღკვეთის საშუალებები იყო და თავის თავში გულისხმობდა ჩემს და მთელ სამყაროს მდინარებად გადაქცევას და ამ ყველაფრის აღქმის მიღმა გატანას.

-მოქმედ მეომარს არ შეუძლია სამყაროისევ ძველ წესრიგში განიხილოს, - ამიხსნა დონ ხუანმა - მისთვის სამყაროც და თვითონაც უკვე აღარ არიან საგნები, ის უკვე მანათობელი არსებაა მანათობელ სამყაროში. დუბლი ეს ჩვეულებრივი უბრალო რამეა ჯადოქრისთვის, იმიტომ რომ მან იცის რასაც აკეთებს. ჩაწერა ძალიან უბრალო რამეა შენთვის მაგრამ აი ხენაროს ჯერ ისევ ეშინია შენი ფანქრის.

-მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დაინახოს, რომ ჯადოქარი ერთდროულად ორ ადგილასაა? - ვკითე მე

-რა თქმა უნდა, ეს ხომ ერთადერთი საშუალება მათ საცნობად.

-მაგრამ განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ჯადოქარს თავადაც სცდნოდა, რომ ის ორ ადგილასაა.

-აჰა,- წამოიძახა დონ ხუანმა - როგორც იქნა მართალი ხარ. ჯადოქარი რა თქმა უნდა ამჩნევს, რომ ერთდროულად ორ ადგილასაა, მაგრამ ეს მხოლოდ რეგისტრაციაა და არაფრით არ მიესადაგება ფაქტს, რომ როცა მოქმედებს ის გრძნობს თავის გაორებას.

აზრები მერეოდა. ვგრძნობდი, რომ თუ წერას შევწყვეტდი ავფეთქდებოდი.

-იცი რაზე იფიქრე, - განაგრძობდა ის - სამყარო არ გვეძლევა პირდაპირ. მათ შორისაა ზუსტად სამყაროს აღწერილობა, ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით და ჩვენეული სამყაროს აღქმა სხვა არაფერია თუ არა მოგონება მის აღქმაზე. ჩვენ გამუდმებით ვიხსენებთ ახლახანს ჩავლილ წამს, ვიხსენებთ, ვიხსენებთ, ვიხსენებთ, - ხელი ჰაერში დაატრიალა და მანიშნა რას გულისხმობდა.

-მაგრამ თუ მთელი ჩვენი გამოცდილება გახსენებაა მაშინ სულ იოლია იმის გააზრება, რომ ჯადოქარს ერთდროულად ორ ადგილას შეუძლია ყოფნას. ეს არა იმდენად საკუთარი ცნობიერებიდან გამომდინარეა, რადგან სამყაროს შესამეცნებლად ჯადოქარმა, როგორც ნებისმიერმა სხვამ, უნდა გაიხსენოს საქციელი რომელიც ახლახანს ჩაიდინა, მოვლენები, რომლის მოწმეც ცოტა ხნის წინ გახდა, გამოცდილება რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო. მის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი მოგონებაა, მაგრამ უცხო დამკვირვებელს, რომელიც ჯადოქარს უყურებს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჯადოქარი ორ სხვა და სხვა ეპიზოდშია. მაშინ როცა ჯადოქარი ორ სხვა და სხვა ერთგვაროვან მოვლენებს იხსენებს, რადგან სამყაროს შემეცნების წებო მასზე აღარ მოქმედებს.

როგორც კი დონ ხუანმა საუბარი დაასრულა ვიგრძენი რომ სიცხე მიწევდა.

დონ ხენარომ ცნობისმოყვარედ შემომხედა.

-ეს მართალი თქვა, ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით და მანაც ხელების ტრიალი დაიწყო დონ ხუანის მსგავსად. უკან გადახტა მხდომარე პოზაში, თითქოს ასლოკინებდა და ყოველი დასლოკინება მის სხეულს უკან აგდებდა. უკან და უკან ხტებოდა და ბოლოს ვერანდაზე აღმოჩნდა. მერე ისევ უკან დაბრუნება დაიწყო.

ასე დონ ხენაროს ალბათ უნდოდა გავემხიარულებინე მაგრამ ამის მაგივრად ძალიან შემაშინა. ისე, რომ დონ ხუანს მოუწია რამდენჯერმა წამოერტყა ჩამთვის.

-უბარლოდ არ შემიძლია ამ ყველაფერს ჩავწვდე.

-მეც არ შემიძლია, - მიპასუხა დონ ხუანმა და მხრები აიჩეჩა.

-მეც არ შემიძლია ძვირფასო კარლიტოს, - დაამატა დონ ხენარომ

დაღლილობა, მთელი ეს ახალი შგრძნებები, ეს იუმორისა და სიმსუბუქის განცდა, დონ ხენაროს კლოუნადა ჩემი ნერვებისთვის ძალიან დიდი სიმძიმე აღმოჩნდა. მუცლის კუნთების კანკალს ვერ ვაკონტროლებდი.

დონ ხუანმა მირჩია იმენ ხანს მეგორავა მიწაზე სანამ არ დავწყნარდებოდი. ასეც მოვიქეცი. მერე ისევ დავჯექი და მათ შევხედე.

-დუბლი მატერიალურია? - ვკითხე დონ ხუანს დიდი ხნის დუმილის მერე.
მან შემომხედა.

-დუბლს მატერიალური სხეული აქვს? - განვაგრძე მე

-რა თქმა უნდა , - მიპასუხა დონ ხუანმა - სიმკვრივე და მატერიალურობა ეს მოგონებებია. ამიტომ ყველაფერი დანარჩენი რასაც სამყაროში ვგრძნობთ ეს მოგონებაა რომელიც უკვე დავაგროვეთ. მოგონება აღწერილობაზე. შენ გაქვს მოგონება კომუნიკაციაზე სიტყვების საშუალებით, ამიტომ ესაუბრე კოიოტს და მეც მატრიალურად აღმიქვამ.

დონ ხუანმა მხარი ოდნავ გამკრა.

-შემეხე, - თქვა მან.

მე ხელი მეგობრულად დავარტყი მერე კი ჩავეხუტე, ატირებას ცოტაღა მაკლდა.

დონ ხენარო ადგა და მომიახლოვდა, ის პატარა, ცელქ, თვალებანთებულ ბავშვს გავდა, ტუჩები გაებუშტა და გვიყურებდა.

-მე? -იკითხა და თან შეეცადა ღიმილი დაემალა - მე არ გადამეხვევი?

მე ავდექი და ხლები გავუწოდე, რომ შეხებოდა. ჩემი სხეული თითქოს ადგილზე გაქვავდა, მოძრაობის ძალა აღარ შემრჩა. ვდილობდი ხელით შევხებოდი, მაგრამ ამაოდ. დონ ხუანი და დონ ხენარო გვერდით იდგნენ და მაკვირდებოდნენ. ვგრძნობდი როგორ მიცახცახებდა სხეული გარკვეული სიმძიმის ქვეშ.
დონ ხენარო დაჯდა და მოჩვენებითი წყენით შემომხედა რომ არ გადავეხვიე. მიწას ფეხებით კაწრავდა და აბაკუნებდა, მერე კი ორივე ახარხარდა.

მუცლის კუნთები მითრთოდა და ეს მთელს სხეულს მითრთოლებდა. დონ ხუანმა აღნიშნა, რომ უკვე ისე ვგრძნობდი თავს როგორ მან მასწავლა. მან ძალით გამომათრია ვერამნდიდან და ისა დამაწვინა მიწაზე, რომ მზეს პირდაპირ სახეში მოენათებინა. კანკალმა დამიარა. შევამჩნიე, რომ ბლოკნოტი ჩამებღუჯა და გავიგონე როგორ ამბობდა დონ ხენარო რომ ქაღალდის სიმძიმეს ვერ ვუძლებდი.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ სხეული წასვლას მაიძულებდა. დონ ხენაროს ხელი დავუქნიე, არ მინდოდა საშუალება მიმეცა დარჩენაზე დავეყოლიებინე.

-ნახვამდის დონ ხენარო, - დავუძახე მე - უნდა წავიდე.

მან ხელი დამიქნია. დონ ხუანმა მანქანამდე მიმაცილა.

-შენც გყავს დუბლი დონ ხუან?

-აბა რა !

აი ამ დროს ჭკუიდან შემშლელი აზრი მომივიდა და ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და წასასვლელად გავიჩქარე. მაგრამ ის მოსვენებას არ მაძლევდა. მთელი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ვიცოდი, რომ თუ დონ ხუანის ნახვა მინდოდა მასთან სონორაში ან ცენტრალურ მექსიკაში უნდა წავსულიყავი. იქ კი ყოველთვის ჩემს მომლოდინეს ვპოულობდი. მე ამას ისე ვიღებდი როგორც მოსალოდნელს და არასოდეს მომსვლია აზრად ამის შესახებ მეკითხა.

-მითხარი რამე დონ ხუან, -ვუთხარი ნახევრად ხუმრობით - ეს შენ ხარ თუ შენი ასლი?

ის ღიმილით დაიხარა ჩემსკენ და მითხრა: „ასლი“

ისე შევხტი თითქოს საშინელმა ძალამ მიბიძგა და მანქანისკენ გავიქეცი.

-მე გაგეხუმრე, - მომაძახა დონ ხუანმა - და ჯერ ვერ წახვალ. შენ კიდევ 5 დღე გმართებს.

ორივემ მოირბინა დაძრულ მანქანსთან და ხარხარებდნენ

-კარლიტოს, ნებისმიერ დროს დამიძახე, - მომძახოდა დონ ხენარო.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff