კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე"

კარლოს კასტანედა
5
2

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა შეხვედრა ცოდნასთანსიზმრის მხილველი და სიზმარში ნახულიმანათობელ არსებათა საიდუმლო ნაწილი 2 - ტონალი და ნაგვალი უნდა ...

ნაგუალის სამი მოწმე

 

ნაწილი 3 - ჯადოქრების ახსნები

ნაგუალის სამი მოწმე

როგორც კი სახლში დავბრუნდი აღმოჩნდა, რომ აუცილებელი იყო ჩემი ჩანაწერების მოწესრიგება. როცა წარსულის მოვნელებს ხელახლა გადავხედე, ის რაც დონ ხუანმა და დონ ხენარომ გამომაცდევინეს, უფრო გასაგები გახდა. რაღაცა ახალიც შევამჩნიე. ჩემი ჩვეული რეაქცია - ადრე რომ თვეები გასდევდა შიში და შფოთვა, ახლა შედრებით ნაკლები იტენსივობით გამოვლინდა. რამდენჯერმე განზრახ ვცადე ძველი შეგრძნების აღდგენა, საკუთარი თავის სიბრალულსაც მივმართე, მაგრამ ძველებურ სურათს მაინც რაღაცა აკლდა. ასევე მოვამზადე მთელი რიგი კითხვები დონ ხუანისთვის დასასმელად. თუმცა ეს გეგმა იქამდე ჩამეშალა ვიდრე მის აწყობას შევეცდებოდი.

სულაც არ ვჩქარობდი ისევ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან დაბრუნებას, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა სულაც არ მაშინებდა. თუმცა ერთხელაც, ჩემთვისაც კი სრულიად მოულოდნელად ვიგრძენი, რომ უკვე მოსულიყო მათი ნახვის დრო.

ადრე, ყოველთვის როცა მექსიკაში წასასვლელად ვემზადებოდი სულ მიგროვდებოდა დონ ხუანისთვის დასასმელი ათასობით კითხვა. ამჯრად კი არაფერი მსგავსი არ მომხდარა. დავამუშავე რა ჩემი ჩანაწერები მე ამით თითქოს საკუთარი თავი წარსულისგან გავანთავისუფლე და დონ ხუანისა და დონ ხენაროს სამყაროსთვის - „აქ და ახლასთვის“ მოვემზადე.

სულ რამდენიმე საათი ლოდინი მომიწია ვიდრე დონ ხუანი ცენტრალური მექსიკის პატარა ქალაქის ბაზარში „მიპოვიდა“, ის ძალიან თბილად მომესალმა და სხვათაშორის მითხრა, რომ დონ ხენაროს სახლამდე ვიდრე მივიდოდით ჯერ მისი მოსწავლეები პაბლიტო და ნესტორი უნდა მოგვენახულებინა. როცა შარაგზიდან გადავუხვიეთ, მთხოვა ყურადღებით დავკვირვებოდი ყველა უჩვეულო მოვლენას გზაზე ან გზასთან ახლოს. ვთხოვე დაეზუსტებინა რას გულისხმობდა.

-არ შემიძლია, - მიპასუხა მან, - ნაგუალი არ საჭიროებს ზუსტ ახსნას.

ამას მის ნათქვამზე ავტომატური რეაქცია მოჰყვა და დავამუხრუჭე. მან კი ხმამაღლა გაიცინა, თან ხელით მანიშნა გზა გამეგრძელებინა. როცა იმ ქალაქს მივუახლოვდით სადაც ნესტორი და პაბლიტო ცხოვრობდნენ დონ ხუანმა მანქანის გაჩერება მთხოვა. მან ნიკაპით შეუმჩნევლად მანიშნა რამდენიმე საშუალო ზომის ქვის ლოდზე გზის პირას.

-იქ ნაგუალია, - მიჩურჩულა მან.

მე ველოდი, რომ დონ ხენარო გამოჩდებოდა მაგრამ იქ არავინ იყო. მერე ისევ ლოდებს შევხედე და ყურადღებით დავათვალიერე მათი შემოგარენი. თვალში არაფერი უჩვეულო არ მომხვედრია. მხედველობა დავძაბე, რომ უმცირესი მოძრაობაც კი გამერჩია - ცხოველი, მწერი, ჩრდილი, რაიმე უცნაური წარმონაქმნი ქვაზე - რაღაცა მაინც. მაგრამ ძალიან სწრაფად დავნებდი და ისევ დონ ხუანს მივუბრუნდი. მან ყოველგვარი ღიმილის გარეშე მიიღო ჩემი მზერა, მერე კი რბილად მიბიძგა ხელის გულით და ისევ ლოდებისკენ მიმაბრუნა. მე ისევ ქვებს მივაჩერდი. მერე დონ ხუანი მანქანიდან გადმოვიდა და მითხრა მეც მას გავყოლოდი და ქვები ახლოდან დამეთვალიერებინა.

ნელა ავდიოდით დამრეც აღმართზე კლდეების სათავესთან. დონ ხუანი ერთი წამით შეჩერდა და მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა, რომ ნაგუალი სწორედ იმ ადგილას მელოდა. მე კი ვუპასუხე, რომ ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად მხოლოდ ქვების, ბალახის და რამდენიმე კაკტუსის გარჩევა შემეძლო. თუმცა ის მაინც დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ნაგუალი აქ იყო და მე მელოდა.

მან მიბრძანა დავმჯდარიყავი, შინაგანი დიალოგი გამეჩერებინა და უფოკუსო მზერა ქვების მწვერვალებისთვის მიმეპყრო. ის გვერდით მომიჯდა, ტუჩები მარჯვენა ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა, რომ ნაგუალი აქ იყო და მხედავდა, მიუხედავად იმისა რომ მე მის ვიზუალიზებას ვერ ვახერხებდი, მან ასევე მითხრა, რომ ყველაფერი იმის ბრალი გახლდათ, რომ ჩემი შინაგანი დიალოგის გათიშვა ვერ მოვახერხე. მისი, სიჩუმეში წარმოთქმული ყოველი სიტყვა მესმოდა, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო და პასუხის გაცემა მაინც არ შემეძლო. უნოყოფო იყო ყოველი ძალისხმევა, რომ მეფიქრა და მელაპარაკა. მის შენიშვნებზე ჩემი რეაქცია იყო არა ფიქრები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ შეგრძნებათა გარკვეული დასრულებული ერთეულები. მათ ყველა იმ მნიშვნელობათა ელფერი დაჰკრავდათ რასაც მე როგორც წესი აზროვნებას ვუკავშირებდი.

მან ჩამჩურჩულა, რომ ძალიან ძნელია თავად მოძებნო ნაგუალისკენ მიმავალი გზა და რომ ძალიან გამიმართლა, რომ პეპელას და მის სიმღერას შევხვდი. ასევე დაამატა, რომ თუ პეპელას ძახილს გავიხსენებდი მაშინ მის უკან დაბრუნებას შევძლებდი რომ დამხმარებოდა.

ან მისი სიტყვები იყო ზეძლიერი შთაგონება ან მე გამახსენდა ის პერცეპტული მოვლენა, რასაც ის პეპლის ძახილს ეძახდა. არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ როგორც კი მან ეს ჩაიჩურჩულა, უჩვეულო ხმებმა მოაღწია ჩემს ყურამდე. ამ ხმის ჟღერადობის გაშიფრვის სიმძლავრე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს უზარმაზარ ცარიელ დარბაზში ვიჯექი. ხმის გაძლიერებასა თუ მოახლოებასთან ერთად მე აღმოვაჩინე, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში, რომ ლოდების წვეროზე ვიღაცა მოძრაობდა. ამ მოძრობამ ისე დამაფრთხო, რომ მაშინვე აღმიდგა სრულიად სუფთა აღქმა. ისევ ლოდებს მივშტერებოდი. ერთ-ერთ მათგანზე დონ ხენარო იჯდა! თავისი ფეხსაცმლის ძირებით ქვას უკაკუნებდა და რიტმულ ხმებს გამოსცემდა. ის „პეპლის ძახილთან“ სინქრონიზდებოდა. მან გამიღიმა და ხელი დამიქნია. ვცდილობდი რაციონალურად მეფიქრა. მინდოდა გამეგო როგორ აღმონდა იქ, ან მე როგორ ვხედავდი მას ასე. მაგრამ გონების მთლიანად ჩართვას ვერ ვახერხებდი. მოცემულ მომენტში მხოლოდ მისთვის ყურება შემეძლო; ის იჯდა, იღიმებოდა და ხელს მიქნევდა.

მეორე წამს მომეჩვენა, რომ ის ქვაზე ჩამოსასრიალებლად მოემზადა. დავინახე როგორ დაძაბა ფეხები, ტერფები მყარ მიწაზე დასადგმელად მოამზადა, ზურგი გაასწორა და ქვის ზედაპირს თითქმის შეეხო, რათა სრიალის ინერცია განევითარებინა. მაგრამ ზუსტად შუა გზაზე ჩამოსრიალებული მისი სხეული შეჩერდა. მომეჩვენა თითქოს ის ქვას მიეკრო. მან ორჯერ ისე გაიქნია ფეხები თითქოს მიცურავდა. გეგონებოდათ იმ ვიღაცის თუ რაღაცისაგან განთავისუფლებას ცდილობდა ვინც უკნიდან შარვლით დაიჭირა. გააფთრებული იზელდა დუნდულებს ორივე ხელით. მე სრულიად ჩამომიყალიბდა შთაბეჭდილება, რომ მას ძალიან მტკივნეულად აკავებდნენ. მინდოდა მასთან მიმერბინა და დავხმარებოდი, მაგრამ დონ ხუანმა ხელი მტაცა. გავიგონე როგორ მეუბნებოდა ახარხარებული.

-თვალი ადევნე მას, თვალი ადევნე!

დონ ხენარო წიხლებს ისროდა, მთელი ტანით იგრიხებოდა და აქეთ იქით ექანებოდა, თითქოს მილურსმნულია და ახსნას ცდილობსო. მერე ხმამაღალი ტკაცანი გავიგონე და ის ჩამოსრიალდა ანდა რაღაცამ იქ ჩამოაგდო სადაც მე და დონ ხუანი ვიჯექით. ის ფეხზე დადგა ჩემგან 4-5 ფუტის მოშორებით. ისევ დუნდულებს იზელდა თან ტკივილისაგან ცეკვავდა და იკლაკნებოდა.

-კლდეს ჩემი გაშვება არ უნდოდა და ტრაკით დამიჭირა, - თქვა უკმაყოფილო ხმით.

ამ დროს შეუდარებელი სიხარულის განცდა დამეუფლა და ხმამაღლა გავიცინე. ჩემი მხიარულება, როგორც მერე შევამჩნიე ჩემივე აზროვნების სიცხადეს დაემთხვა. ამ მომენტში გაცნიბიერების უზარმაზარმა გრძნობამ მომიცვა. გარშემო ყველაფერი ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა. აქამდე მთვლემარე და გაფანტული ვიყავი ჩემი შინაგანი დუმილის გამო. თუმცა მერე რაღაცამ დონ ხენაროს გარეგნობაში ისეთი შეგრძნება შემიქმნა თითქოს ყველაფერი გაცისკროვნებული იყო.

დონ ხენარო გარკვეული დრო ისევ განაგრძობდა ხტუნვას და დუნდულების სრესას. მერე ჩემი მანქანისკენ გაქანდა, კარი გამოაღო და უკანა სავარძელზე მოკალათდა. მე ავტომატურად მოვბრუნდი, რომ დონ ხუანს დავლაპარაკებოდი, მაგრამ ის არსად ჩანდა. ხმამაღლა ვეძახდი. დონ ხენარო მანქანიდან გადმოვიდა, მის გარშემო სირბილი და ხუანის სახელის ძახილი დაიწყო. როგორც კი მას შევხედე, მივხვდი, რომ დონ ხენაროსთან მარტო დავრჩი, ამან ისე შემაშინა რომ უკვე შეგნებულად დავიწყე მანქანის გარშემო სირბილი და დონ ხუანის ძახილი.

დონ ხენარომ მთხოვა, რომ პაბლიტო და ნესტორი გაგვეყოლებინა და დონ ხუანიც სადმე გზაში შეგვხვდებოდა. როგორც კი შიშმა გამიარა ვუთხარი, რომ მისი ნახვა ძალიან მიხაროდა. დონ ხენარომ ჩემი რეაქცია გაამასხარავა; თან წამკბინა, რომ დონ ხუანი ჩემთვის მამასავით კი არა დედასავით იყო. ამას რამდენიმე სასაცილო ხუმრობაც მოაყოლა დედის თაობაზე. ამან ისე გამამხირულა, რომ ვერც კი მივხვდი პაბლიტოს სახლს ისე მივუახლოვდით. დონ ხენარომ მთხოვა გავჩერებულიყავი და მანქანიდან გადმოვსულიყავი. პაბლიტო კართან იდგა, მოირბინა და მანქანის წინა სავარძელზე დაჯდა.

-ნესტორის სახლისკენ წავიდეთ, - თქვა მან ისე თითქოს ძალიან ვჩქარობდით.

მოვიხედე, თვალებით დონ ხენაროს ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. ის არსად იყო. პაბლიტო შემეხვეწა მეჩქარა.

ჩვენ ნესტორის სახლს მივუახლოვდით. ისიც კართან მიცდიდა. მანქანიდან გადმოვედით. ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ მათ ცოდნენ რაც ხდებოდა.

-სად მივდივართ? -ვკითხე მე.

-ნუთუ ხენარომ არ გითხრა? - უნდობლად მკითხა პაბლიტომ.

დავარწმუნე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.

-ძალის ადგილთან მივდივართ, - მითხრა პაბლიტომ.

-რა უნდა გავაკეთოთ იქ? - ვკითხე.

მათ ერთხმად მომიგეს, რომ არ იცოდნენ. ნესტორმა კი დაამატა, რომ დონ ხენარომ დაავალა მათ ჩემი ამ ადგილზე მიყვანა.

-ხენაროს სახლიდან მოდიხარ? - მკითხა პაბლიტომ.

ვუპასუხე, რომ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ერთად ვიყავი და მერე დონ ხუანმა დონ ხენაროსთან ერთად დამტოვა გზაზე.

-სად დაიკარგა დონ ხენარო? - მკითხა პაბლიტომ.

მაგრამ პაბლიტომ არ იცოდა რაზე ვლაპარაკობდი. ის დონ ხენაროს ჩემს მანქანაში ვერ ხედავდა.

-მგონი შენს მანქანაში ნაგუალი იყო, - თქვა შეშინებულმა ნესტორმა.

მან უკან პაბლიტოსთან ჩაჯდომა არ მოინდომა და წინა სავარძელზე დაჯდა. ჩუმად მივდიოდით, თუ არ ჩავთვლით ნესტორის მცირე შენიშვნებს მიმართულებასთან დაკავშირებით.

მინდოდა დღევანდელი დღის მოვლენებზე მეფიქრა. მაგრამ რაღაცნაირად ვიცოდი, რომ ჩემი მხრიდან ახსნის ყოველგვარი მცდელობა უნაყოფო ინდულგირება იქნებოდა დ შევეცადე საუბარში ნესტორი და პაბლიტოც ამეყოლიებინა. მათ კი მითხრეს, რომ მანქანაში ძალიან ნერვიულობდნენ და საუბარი არ შეეძლოთ. მე მათი ამ გულწრფელი პასუხით დავკმაყოფილდი და მეტი კითხვა აღარ დამისვამს.

ნახევარსაათიანი სიარულის მერე მანქანა გზასთან დავტოვე. ჩვენ კი დიდი მთის ციცაბო ფერდობზე ავძვერით. თითქმის ერთი საათი მდუმარედ მივდიოდით, წინ ნესტორი მიგვიძღვოდა. მერე კი უზარმაზარი კლდის პირას შევჩერდით. კლდე სიმაღლეში 200 ფუტზე მეტი ინებოდა და ავისმომასწავებლად გადმოხრილიყო. ნესტორმა მოჭუტული თვალებით მოათვალიერე გარემო და დასაბანაკებლად შესაფერი ადგილი მოძებნა. მე კი ამ დროს მტკივნეულად გავაცნობიერე, რომ ის ამ ტექნიკაში მოუხერხებელი იყო. ჩემს გვერდით მდგომი პაბლიტო რამდენჯერმე თითქმის ზღვარზე მივიდა, რომ წინ აღდგომოდა და შეესწორებინა, მაგრამ ბოლოს მაინც თავი მოთოკა.

მერე კი, წუთიერი ყოყმანის შემდეგ ნესტორმა როგორც იქნა ადგილი შეარჩია. პაბლიტომ შვებით ამოისუნთქა. მეც ვიცოდი, რომ ნესტორის შერჩეული ადგილი სწორი იყო. მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა საიდან ვიცოდი ეს. ამგვარად ფსევდოსირთულეში აღმოვჩნდი და იმაზე ფიქრი დავიწყემე როგორ ადგილს შევარჩევდი წინამძღოლი რომ ვყოფილიყავი. თუმცა მე ჯერ ამის გააზრებაც კი არ დამეწყო, რომ პაბლიტო მიხვდა რით ვიყავი დაკავებული.

-ასე არ უნდა მოიქცე, - ჩამჩურჩულა მან.

ოდნავ გაღიზიანებულმა გავიცინე, თითქოს რაღაცა შეუფერებელზე წამასწრეს. პაბლიტომაც გაიცინა და მითხრა, რომ დონ ხენაროს ყოველთვის ორივე მიჰყავდა მთებში და დრო და დრო რომელიმე მათგანს წინამძღოლობის საშუალებას აძლევდა. ამიტომაც მან იცოდა, რომ არ იყო არავითარი გზა ისე მოვქცეულიყავი როგორც მინდოდა.

-საქმე იმაშია რომ არსებობს სწორი და არასწორი არჩევანი, - თქვა მან, - როცა არასწორ არჩევანს აკეთებ შენმა სხეულმა ეს ზუსტად იცის, ისე როგორც სხვების სხეულებმა. მაგრამ როცა სწორ არჩევანს აკეთებ სხეულმა ესეც იცის და ეშვება და სრულიად ავიწყდება, რომ საერთოდ იყო არჩევანი. ახლა შენ შენი სხეული თოფივით გადატენე შემდეგი არჩევანისთვის და თუ გინდა, რომ ისევ ამ არჩევნისთვის გამოიყენო ის აღარ იმუშავებს.

ნესტორმა შემომხედა. მას ძალიან აინტერესებდა ჩემი ჩანაწერები და თავი ისე დაიჭირა თითქოს პაბლიტოს ეთანხმებოდა, ხოლო მერე მთელი ამ დროის მანძილზე პირველად გამიღიმა. ორი წინა კბილი დაბრეცილი ჰქონდა. პაბლიტომ ამიხსნა, რომ ნესტორი არც გაბრზებული იყო და არც გაბოროტებული, უბრალოდ მას თავისი კბილებისა სცხვენოდა და ამიტომ არ იღიმებოდა არასოდეს. ნესტორმა გაიცინა და პირზე ხელი აიფარა, მე კი ვუთხარი, რომ შემეძლო მერჩია კბილის ექიმი რომელიც ამ პრობლემას მოუგვარებდა. მან ჩემი შეთავაზება ხუმრობად ჩათვალა და ორივე ბავშვივით ახარხარდა.

-ხენარო ამბობს, რომ მან სირცხვილი თავისით უნდა დაძლიოს, - მითხრა პაბლიტომ, - გარდა ამისა ხენარო ამბობს, რომ მას გაუმართლა. მაშინ როცა ყველა ერთნაირად იკბინება, ნესტორს შეუძლია თავისი ძლერი მოღრეცილი კბილით ძვალი სიგრძეზე გაკვნიტოს. აი მაგალითად შენს თითს ისე გახვრეტს როგორც ლურსმანს.

ნესტორმა პირი გააღო და თავისი კბილები მაჩვენა, მარცხენა საჭრელი და ეშვი ერთმანეთს შეზრდოდა. მან კბილები გააკრაჭუნა და ძაღლივით აყმუვლდა. ორ-სამჯერ კი ჩემსკენ გამოიწია ხუმრობით, პაბლიტო უყურებდა და იცინოდა.

ნესტორი ასეთი მხიარული არასოდეს მინახავს. იმ რამდენიმე შეხვედრით თუ ვისმჯელებთ რაც აქამდე მასთან მქონდა მე ის საშუალო ასაკის სერიოზული ადამიანი მეგონა. ახლა კი, როცა ჩემს წინ იჯდა და თავისი მოღრეცილი კბილებით იღიმებოდა მომეჩვენა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო. ოც წელზე სულ ოდნავ მეტის ყმაწვილს ჰგავდა.

პაბლიტომ ამჯერადაც უშეცდომოდ წაიკითხა ჩემი ფიქრები.

-ის თავისი მნიშვნელოვნების გრძნობას ჰკარგავს, - მითხრა მან, - ამიტომაც აღარ ეტყობა ასაკი.

ნესტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნია, არაფერი არ უთქვამს და უცებ ძალიან ხმამაღლა გააკუა. მოულოდნელობისგან ხელიდან ფანქარი გამივარდა.

პაბლიტო და ნესტორი კინაღამ სიცილისაგან დაიხოცნენ. როგორც კი დამშვიდდნენ, ნესტორი ჩემთან მოვიდა და თვითნაკეთი სათამაშო მაჩვენა, რომელიც განსაკუთრებულ ხმას გამოსცემდა როცა ხელს უჭერდი. მან მითხრა, რომ ხენარომ აუხსნა ეს როგორ გაეკეთებინა. სათამაშოს დამზადებას სჭირდებოდა ცოტაოდენი ბეწვი, ხოლო ვიბრაციისთვის ნებისმეირი ფოთლის გამოყენება შეიძლებოდა, რომელიც ხის ორ პატარა ფირფიტას შორის თავსდებოდა და მერე ამ ფირფიტებს ხელს უჭერდი. ნესტორმა მითხრა, რომ ხმა რომელსაც სათამაშო გამოსცემდა ფოთლის ტიპზეა დამოკიდებული. მერე შემომთავაზა მეც მეცადა, იქამდე კი ამიხსნა როგორ დამეჭირა ხელი კომრესორზე ამა თუ იმ ბგერის გამოსაცემად ან როგორ გამეხსნა სათამაშო ფოთლის შესაცვლელად, რომ სხვანაირი ხმაც გამომეცა.

-რისთვის იყენებ ამას? - ვკითხე მე.

მათ ერთანეთს გადახედეს.

-ეს სულების დამჭერია შტერო, - მითხრა უცებ პაბლიტომ. მას მკაცრი ტონი ჰქონდა, მაგრამ მეგობრულად მიღიმოდა. ორივე მათგანი თითქოს საკუთარ თავებში შეიცავდნენ დონ ხუანისა და დონ ხენაროს უცნაურ, ფეთქებად მიქსს.

მე ძალიან საშინელმა აზრმა შემიპყრო. იქნებ ეს დონ ხუანი და დონ ხენარო მამასხარავებდნენ? მე იმ წამს უსაზღვრო საშინელებამ მომიცვა, მაგრამ უცებ მუცელში რაღაცამ გაიტკაცუნა და დავმშვიდდი. მე ვიცოდი, რომ ნესტორი და პაბლიტო დონ ხუანსა და დონ ხენაროს ქცევის მოდელებად იყენებდნენ. ამ დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ მეც უკვე მათსავით ვიქცეოდი.

პაბლიტომ თქვა, რომ ნესტორს ძალიან გაუმართლა, რომ სულების დამჭერი ჰქონდა. თავად მას ასეთი არ გააჩნდა.

-რა უნდა გავაკეთოთ ახლა აქ? - ვკითხე პაბლიტოს. ნესტორმა კი ისე მიპასუხა თითქოს მისთვის მიმემართოს.

-ხენარომ თქვა, რომ აქ უნდა დაველოდოთ, ხოლო სანამ ველოდებით უნდა ვიცინოთ და ერთმანეთი გავართოთ.

-შენ როგორ ფიქრობ რამდენ ხანს მოგვიწევს აქ ლოდინი? - ვკითხე მე.

მან არ მიპასუხა, თავი გააქნია და პაბლიტოს შეხედა თითქოს პასუხს მისგან ელოდა.

-წარმოდგენა არ მაქვს, - თქვა პაბლიტომ.

მერე გაცხოველებული საუბარი წამოვიწყეთ პაბლიტოს დებზე. ნესტორი ამბობდა, რომ მის უფროს დას ისეთი ბოროტი მზერა ჰქონდა, რომ მხოლოდ შეხედვით შეეძლო ბაღლინჯოების დახოცვა. ისიც დაამატა, რომ პაბლიტოს მისი ეშინოდა, რადგან გააფთრებულმა მან ერთხელ ისე ამოგლიჯა თმის ბღუჯა თითქოს ეს ქათმის ბუმბული ყოფილიყოს.

პაბლიტომ დაასკვნა, რომ მისი უფროსი და ცხოველი იყო, მაგრამ ნაგუალმა შეაჩერა ის. პაბლიტო და ნესტორი მომიყვნენ როგორ აიძულა ნაგუალმა გოგონას სათანადოდ მოქცეულიყო და შევამჩნიე, რომ არც ერთხელ არ უხსენებიათ დონ ხენაროს სახელი, მას ნაგუალს ეძახდნენ. ნათელი იყო, რომ დონ ხენარო ჩაერია პაბლიტოს ცხოვრებაში და ყველა მისი და უფრო ჰარმონიული ცხოვრებისკენ წაიყვანა.პაბლიტომ მითხრა, რომ რაც ნაგუალმა იმუშავა მათთან, ისინი სათნოების განსახიერებები გახდნენ.

ნესტორმა მთხოვა მეთქვა რაში მჭირებოდა ჩანაწერები. მე მას ჩემი მუშაობის არსი ავუხსენი. როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ისინი დაინტერესებულები ჩანდნენ. ბოლოს საუბარი ანთროპოლოგიას და ფილოსოფის მიადგა. თავს სასაცილოდ ვგრძნობდი და გაჩერება მინდოდა, მაგრამ ძალიან ამითრია ჩემმა განმანათლებლურმა საუბარმა და ვეღარ ვწყდებოდი. თან უსიამოვნო შეგრძნება მებრძოდა, რომ ორივემ რაღაცნაირად მოახერხეს და მაიძულეს ეს გრძელ-გრძელი ახსნები მიმეცა. ორივე მათგანი ისე მომშტერებოდა, თითქოს ეს არც ღლიდათ და არც აღიზიანებდათ.

შუაგულ საუბარში უცებ პეპლის სუსტი ძახილი გავიგონე, სხეული დამეჭიმა და მაშინვე გადავერთე.

-ნაგუალი აქაა, - ვთქვი ავტომატურად.

პაბლიტომ და ნესტორმა უდიდესი შიშით გადახედეს ერთანეთს. მერე ჩემსკენ ისკუპეს და ორივე გვერდზე მომეკვრნენ. პირები შეშინებული ბავშვებივით დაეღოთ.

მერე წარმოუდგენელი შეგრძნება დამეუფლა. ჩემი მარცხენა ყური ამოძრავდა. მეჩვენებოდა, რომ ის თავისთავად ტრიალებდა. მან ჩემი თავი თითქოს ნახევრად მიაბრუნა, ვიდრე სახით აღმოსავლეთისკენ არ აღმოვჩნდი. თავი ოდნავ მარჯვნივ მიბრუნდა. ამ პოზაში შემეძლო „პეპლის ძახილის“ მთელი სიმდიდრე და სილამაზე აღმექვა. ის თითქოს ძალიან შორიდან, სადღაც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოდიოდა. როგორც კი ეს მიმართულება დავაფიქსირე, ჩემმა ყურმა ხმების ძალიან დიდი რაოდენობის აღქმა დაიწყო.თუმცა არ ვიცოდი, შესაძლოა ეს იმ ხმების მოგონებები ყოფილიყო ადრე რომ მომისმენია ან შესაძლოა ნამდვილად ახლა მესმოდა ისინი.

ადგილი სადაც ვიყავით მთიანი უღელტეხილის დასავლეთ ნაწილი იყო. ჩრდილო-აღმოსავლეთით ხეებისა და მთის ბუჩქების ჭალა გახლდათ. ჩემი ყური თითქოს რაღაც მძიმე ხმებს იჭერდა, რაც ქვებს მიუყვებოდა ჩვენსკენ მოდიოდა. ნესტორი და პაბლიტო ან ჩემს ქცევაზე რეაგირებდნენ ან მათაც ესმოდათ ეს ხმები. მინდოდა მათთვის ამაზე მეკითხა მაგრამ ვერ გავბედე და შეესაძლოა უბრალოდ კონცენტრაციის დარღვევა არ შემეძლო.

ნესტორი და პაბლიტო ორივე გვერდზე მეკვროდნენ, ხმა კი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა. როგორც მომეჩვენა ამას ნესტორზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მისი სხეული უნებლიედ კანკალებდა. რაღაც მომენტში მარცხენა ხელმა ხტუნვა დამიწყო. ის ჩემი ჩარევის გარეშე აიწია იქამდე ვიდრე სახესთან არ მოვიდა. მერე კი მკვეთრად მიმითითა ბუჩქებზე. მე მთრთოლვარე ხმა და ღრიალი გავიგონე. ეს ხმა მეცნობოდა, ის ძალიან დიდი ხნის წინ გავიგე ფსიქოტროპული მცენარის ზემოქმედების ქვეშ. ბუჩქებში გიგანტური მწვანე ფორმა გავარჩიე. თითქოს თავად ბუჩქები არ მუქდებოდნენ სანამ ერთიან სიშავედ არ იქცნენ. ამ სიშავეს განსაზღვრული ფორმა არ ჰქონდა, მაგრა ის მოძრაობდა. თითქოს სუნთავდა კედეც და სულისშემძვრელი მოთქმა მესმოდა, რომელსაც შეშინებული ნესტორისა და პაბლიტოს წამოძახილები ერთვოდა და ბუქები ან ის შავი ფორმა რადაც ბუჩქები გადაიქცნენ პირდაპირ ჩვენსკენ გამოფრინდა.

წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ შევძელი. თითქოს ჩემში რაღაცამ ბრძოლა შეწყვიტა. მუქმა ფორმამ ჯერ დაგვფარა მერე კი გადაგვყლაპა. გარშემო ყველაფერი ისე ჩაქრა თითქოს დაღამებულიყოს. პაბლიტოს და ნესტორის თავებს ჩემს იღლიებში ვგრძნობდი. მე ხელები მათ თავებს მოვხვიე გაუცნობიერებელი დაცვის ნიშნად და მიწისკენ გავფრინდი.

თუმცა ქვიან მიწას ვერ მივაღწიე, რადგან ერთი წამის შემდეგ რაღაცნაირად ისევ იქ ვიდექი სადაც ადრე, ორივე გვერდზე აკრული პაბლიტოთი და ნესტორით. ორივე ისე მოკუნტულიყო, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მაღლები იყვნენ, რომ მათი თავები ზუსტად იღლიებში მედებოდა.

ჩვენს წინ დონ ხუანი და დონ ხენარო იდგნენ. დონ ხენაროს თვალები ღამეში კატის თვალებივით ანათებდა. დონ ხუანის თვალებიც ზუსტად ასე ანათებდა. არასოდეს მენახა დონ ხუანი ასეთი. ის ნამდვილად საშინელი იყო. დონ ხენაროზე ბევრად უფრო საშიში. ის ჩვეულებრივზე უფრო ახალგაზრდა და ძლიერი ჩანდა. მათი შემხედვარე ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ ისინი ჩემნაირი ადამიანები არ იყვნენ.

პაბლიტო და ნესტორი ხმადაბლა წკმუტუნებდნენ. მაშინ დონ ხენარომ თქვა, რომ წმინდა სამებას განვასახიერებდით. მე მამაღმერთი ვიყავი, პაბლიტო - ძე და ნესტორი - სული წმინდა. დონ ხენარო და დონ ხუანი ახარხარდნენ. პაბლიტომ და ნესტორმაც საცოდავად გაიღიმეს.

დონ ხენარომ ისიც გვითხრა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაგვეშვა ხელი ერთმანეთისთვის, რადგან ხვევნა მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის იყო მისაღები ანდა მამაკასცა და მის ვირს შორის.

აქ მე მივხვდი, რომ ისევ იქ ვიდექი სადაც ადრე და სულაც არ გადავვარდნილვარ უკან, როგორც მომეჩვენა. ნესტორი და პაბლიტო ისევ იქ იყვნენ სადაც ადრე.

დონ ხენარომ თავის მოძრაობით ანიშნა პაბლიტოს, ხოლო დონ ხუანმა მთხოვა მას გავყოლოდი. ნესტორი წინ წავიდა და გვანიშნა ადგილზე სადაც მე და პაბლიტო უნდა დავმჯდარიყავით. ჩვენ ერთ ხაზზე დავჯექით დაახლოებით 50 იარდის მოშორებით კლდის პირიდან იქ სადაც დონ ხუანი და დონ ხენარო იდგნენ. სანამ მათ ვუყურედბი ჩემმა მზერამ ფოკუსი დაკარგა. ზუსტად ვიცოდი, რომ სიელმე შემომეპარა რადგან მათ უკვე ოთხად ვხედავდი. მერე ჩემს მარცხენა თვალში გამოსახული დონ ხუანის ხატება მარჯვენაში გამოსახულ დონ ხენაროს დაედო. ასეთი შერევის შედეგად მე ცისარტყელისფერი მანათობელი არსება დავინახე, რომელიც დონ ხუანსა და დონ ხენაროს შორის იდგა. ეს არ იყო ისეთი ადამიანი რომლების ნახვასაც მე ჩვეული ვიყავი. ის უფრო მეტად თეთრი ალის ბურთს ჰგავდა. მას რაღაცა მანათობელი ძაფები ფარავდა. თავი გავიქნიე. ორმაგი გამოსახულება გაიფანტა, თუმცა დონ ხენაროს და დონ ხუანის გამოსახულებები როგორც მანათობელი არსებებისა დარჩა. მე ორ უცნაურ, მანათობელ, წაგრძელებულ საგანს ვუყურებდი. ისინი ორ ცისარტყელიფერ, მანათობელ, რაგბის ბურთს გავდნენ, რომლებსაც საკუთარი ნათება გააჩნდათ.

ეს ორი მანათობელი არსება შეირხა. ნამდვილად დავინახე როგორ შეირხა მათი ძაფები და მერე თვალთახედვიდან გაქრა. ისინი ზემოთ აიწია ობობის ქსელის გრძელი ძაფით რომელიც თითქოს კლდიდან იზრდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სინათლის გრძელი სხივი ან მანათობელი ძაფი დაეცა კლდიდან და აიტაცა ისინი. ეს მოვლენა მხოლოდ თვალებით კი არა მთელი ჩემი სხეულით აღვიქვი. ჩემს აღქმაში კი შევამჩნიე უდიდესი წინააღმდეგობები. მაგრამ ახლა არ შემეძლო ამაზე ასე მემსჯელა როგორც სხვა დროს გავაკეთებდი. ამგვარად გავიაზრე, რომ კლდის სათავეს პირდაპირ ვუყურებდი და ამავე დროს იმავე კლდის წვერზე დონ ხუანსა და დონ ხენაროსაც ვხედავდი, თითქოს თავი 45* ამეწიოს.

მომინდა შევშინებულიყავი, სახეზე ხელები ამეფარებინა და ავტირებულიყავი ანდა რაიმე მსგავსი გამეკეთებინა ჩემი ჩვეული რეაქციების არსენალიდან, მაგრამ თითქოს რაღაცამ ჩამკეტა. ჩემი სურვილები ფიქრებად ამ სიტყვის ჩვეული გაგებით ვერ გადაიქცნენ. ამიტომაც მათ იმ ემოციის გამოწვევა არ შეეძლოთ, რომელსაც ასე მიჩვეული ვიყავი.

დონ ხუანი და დონ ხენარო მიწაზე ჩამოხტნენ. ვიცოდი, რომ მათ ეს გააკეთეს ყოვლისმომცველი ვარდნის შეგრძნებაზე დაყრდნობით რომელიც მუცელში გამიჩნდა.

დონ ხენარო მათი ჩამოხტომის ადგილას დარჩა, დონ ხუანი კი ჩვენთან მოვიდა და ჩემს უკან მარჯვნივ დაჯდა. ნესტორი მოხრილი იჯდა. ფეხები მუცელზე მიეჭირა, ნიკაპი კი ერთმანეთზე ჩაჭიდებულ ხელებზე ედო და თავისივე მუხლებზე დაწყობილ იდაყვებს ეყრდნობოდა. პაბლიტო იჯდა მთელი ტანით ოდნავ გადმოხრილი და ხელები მუცელზე მიეჭირა. ამ დროს მეც შევამჩნიე, რომ ხელები მუცელზე მქონდა მიჭერილი და გვერდებზე კანს ვებღაუჭებოდი, თან ისე ძლიერად რო ფერდები მტკიოდა.

დონ ხუანმა მშრალი ხმით დაიწყო, ყველას მოგვმართავდა.

-თქვენი მზერის ნაგუალზე დაფიქსირება უნდა შეძლოთ, - თქვა მან, - ყველა აზრი და სიტყვა უნდა მოიშოროთ.

მან ეს 5-6-ჯერ გაიმეორა. მისი ხმა უცნაური და უცხო იყო. ის ჩემში ხვლიკის კანზე გაჩენილი ხორკლების რეალურ შეგრძნებას იწვევდა. ეს მსგავსება გრძნობა იყო და არა რეალური ფიქრი. ყოველი სიტყვა ისა გამოიყოფოდა როგორც ხორკლი. ის თითქოს რაღაც ჯადოსნური რიტმით ამბობდა სიტყვებს. ისინი ყრუდ ჟღერდა და წყნარ ხველას გავდა. რიტმული ჩურჩული ბრძანებებად გადაიქცა.

დონ ხენარო გაუნძრევლად იჯდა. როცა პირდაპირ ვუყურებდი არ შემეძლო თვალი მის გარადაქმნილ ხატებაზე გამეჩერებინა და ოდნავ გამექცა. ამ მდგომარეობაში ისევ შევამჩნიე უცნაური ნათება დონ ხენაროს სხეულში. თვალები მეხუჭებდა დონ ხუანი ჩემს დასახმარებლად მოვიდა. გავიგონე როგორ მიბრძანა თვალების დაელმება. მერე თავზე მსუბუქი დარტყმა ვიგრძენი. აშკარად ქვა მესროლა. დავინახე როგორ შეირხა ქვა კლდეზე ჩემს ახლოს. ალბათ პაბლიტოსა და ნესტორსაც ასე ესროლა თავში, რადგან სხვა ორი ქვის ბალახში ჩავარდნის ხმა გავიგონე. დონ ხენარომ უცნაური საცეკვაო პოზა მიიღო. მუხლები მოკეცა, ხელები განზე გაწია და თითები გაშალა. თითქოს ტრიალისთვის ემზადებოდა. მართლაც, ის ორჯერ დატრიალდა და მერე ზემოთ აიწია. გარკვევით ვარჩევდი თითქოს გიგანტურ მატლზე იყო მიბმული ძაფით და ამ ძაფმა მისი სხეული კლდის ყველაზე მაღალ წერტილზე ასწია.

ზემოთ აწევის ჩემეული აღქმა ვიზუალური და სხეულებრივი შეგრძნებების რთული ნაზავი იყო. მე თან ვგრძნობდი თან ვხედავდი ამ აფრენას კლდეზე. იყო რაღაცა, რაც გამოიყურებოდა და იგრძნობოდა როგორც შუქის თითქმის შეუმჩნეველი ხაზი, რომელიც მას მიათრევდა. მე ვერ ვხედავდი მის მაღლა აფრენას ისე როგორც მაგალითად ჩიტები ფრინდებიან. მის მოძრაობაში სწორხაზოვანი თანმიმდევრობა არ იყო. არ მჭირდებოდა თავის აწევა რომ თვალთახედვის არეში შემენარჩუნებინა. ვხედავდი ძაფი როგორ სწევდა მაღლა. მერე მოძრაობა საკუთარ სხეულში ვიგრძენი და მეორე წამს ის უკვე კლდის წვერზე იყო, მიწიდან ასობით ფუტის სიმაღლეზე.

რამდენიმე წუთში პიკირებით წამოვიდა მიწაზე. მისი დაცემა ვიგრძენი და უცნაურად დავიკვნესე.

დონ ხენარომ თავისი მოქმედება 3-4 გაიმეორა. ჩემი აღქმა ყოველ ჯერზე იცვლებოდა. მისი ბოლო ზემოთ ახტომისას რეალურად გავარჩიე მისი სხეულის ცენტრალური ნაწილიდან წამოსული ხაზების სერია. როცა ის ზემოთ ახტომას აპირებდა ხაზებიც ზემოთ იპრიხებოდა. ხოლო როცა ქვემოთ ჩამოხტომას აპირებდა პირიქით ქვემოთ იხრებოდნენ.

მეოთხე ნახტომის მერე დონ ხენარო ჩვენთან მოვიდა და ნესტორისა და პაბლიტოს უკან დაჯდა. მერე დონ ხუანი გამოვიდა წინ და იქ დადგა სადაც ადრე დონ ხენარო იდგა. დაჯდა. ცოტა ხანს უძრავად იჯდა. დონ ხენარომ პაბლიტოსა და ნესტორს რამდენიმე მოკლე მითითება მისცა, მე ვერ გავარიჩიე თუ რა უთხრა. მაგრამ მათ რომ შევხედე მივხვდი, რომ უთხრა ქვა აეღოთ და ჭიპთან მიედოთ. არ ვიცოდი მეც თუ იგივე უნდა მექნა. მაგრამ დონ ხენარომ მითხრა, რომ მე არ მმართებდა ასე მოქცევა, თუმცა ქვა მაინც უნდა მომემზადებინა იმ შემთხევევისთვის თუ თავს ცუდად ვიგრძნობდი. მერე დონ ხენარომ ნიკაპით მანიშნა, რომ დონ ხენაროსთვის მიმექცია ყურადღება. მერე რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. მერე ისევ გაიმეორა და მიუხედევად იმისა, რომ არ მესმოდა რას ამბობდა მაინც მივხვდი, რომ ეს იგივე ფორმულა იყო რასაც დონ ხუანი იმეორებდა. სიტყვებს მართლაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ. მნიშვნელოვანი იყო მშრალი ტონი, რიტმი და სიტყვების ხველებასავით თქმის მანერა. დარწმუნებული ვიყავი, რომ რა ენაც არ უნდა გამოეყენებინა ხენაროს, ის მაინც ესპანურზე უფრო შესაფერისი იქნებოდა მისი განსხვავებული რიტმის გამო.

თავიდან დონ ხუანიც ასე იქცეოდა როგორც დონ ხენარო, მაგრამ მერე, იმის მაგივრად რომ მაღლა ამხტარიყო ტანმოვარჯიშესავით ტრიალი დაიწყო. ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში ვიცოდი, რომ ფეხებით დაეშვებოდა. თუმცა ის ასე არ მოქცეულა, მისი ტანი რხევას განაგრძობდა მიწიდან რამდენიმე ფუტზე. თავიდან სწრაფად ტრიალებდა მაგრამ მერე შენელდა. იმ ადგლიდან სადაც ვიდექი შემეძლო შემემჩნია, რომ დონ ხუანის სხეული დონ ხენაროს მსგავსად შუქისმაგვარ ძაფებზე ეკიდა. ის ძალიან ნელა ბრუნავდა, თითქოს ყველას გვაძლევდა საშუალებას კარგად დაგვეთვალიერებინა. მერე ზემოთ აიწია. იქამდე მაღლდებოდა ვიდრე კლდის ქიმზე არ აღმოჩნდა. დონ ხუანი ჰაერში ეკიდა უწონადო ობიექტივით. ის ძალიან ნელა ბრუნავდა და კოსმონავტის მოძრაობებს გავდა უწონადო გარემოში რომ დაცურავს.

ვიდრე მას თვალს ვადევნებდი თავბრუდამეხვა. ჩემმა ასეთმა გრძნობამ თითქოს უბიძგა მას და ბრუნვის სიჩქარეს მოუმატა. კლდეს მოსცილდა და როგორც კი უფრო აჩქარდა მე თავი ძალიან საშინლად ვიგრძენი. მაშინვე ქვას ვტაცე ხელი, მუცელზე მივიჭირე და იქამდე ვუჭერდი სანამ შემეძლო. ამან ოდნავ მიშველა. ქვის მუცელზე მიჭერისას ორიოდე წამი გამომინთავისუფლდა და თუმცა დონ ხუანისთვის თვალი არ მომიშორებია, ამან მაინც დაარღვია ჩემი კონცენტრაცია. სანამ ქვის ასაღებად დავიხრებოდი მე შევამჩნიე, რომ სიჩქარემ რომელიც სულ უფრო მატულობდა მისი სხეულის კონტურები გააბუნდოვნა. ის მბრუნავ დისკს გავდა, მერე კი მორიალე ცეცხლს დაემგვანა. ხოლო როგორც კი მუცელზე ქვა მივიჭირე მისი სიჩქარე შემცირდა. ის ჰაერში მოფარფატე შლაპას გავდა ანდა ფრანს რომელიც ზემოთ-ქვემოთ ირწეოდა.

ფრანის მოძრაობები ძალიან მაშფოთებდა. თავი ცუდად ვიგრძენი, გავიგონე ჩიტმა როგორ ააშრიალა ფრთები, ხოლო ერთი წამის ყოყმანის მერე მივხვდი, რომ მოვლენა დასრულდა.

ისე დავიღალე და ცუდად გავხდი რომ ზურგზე დავწექი და თვალები დავხუჭე. ალბათ ჩამეძინა კიდეც და როცა გამოვერკვიე ვიღაცა მხარზე მექაჩებოდა. ეს პაბლიტო აღმოჩნდა. ის სასოწარკვეთილი ხმით მემუდარებოდა არ დამეძინა, რადგან თუ დავიძინებდი ყველანი დავიღუპებოდით და მეხვეწებოდა მაშინვე დაგვეტოვებინა ის ადგილი, აქედან ოთხზე ფორთხვაც რომ დაგვჭირვებოდა. მასაც საოცრად დაქანცული სახე ჰქონდა. სიბნელეში მანქანისკენ წასვლა საშინელი გადაწყვეტილება მეგონა და შევეცადე პაბლიტო დამერწმუნებინა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ღამეს აქ გავატარებდით. ის კიდევ უფრო დიდ სასოწარკვეთაში ჩავარდა. ნესტორი ამ დროს უკვე ისე ცუდად იყო, რომ მისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი გახლდათ.

სრულიად სასოწარკვეთილი პაბლიტო მიწაზე დაეშვა. შევეცადე აზრები მომეკრიბა, უკვე ძალიან დაღამდა თუმცა ჯერ კიდევ საკმარისი შუქი იყო, რომ გარშემო ქვები გამერჩია. სრული სიუმე იდგა, რომელიც თან მამშვიდებდა თან მაშფოთებდა. თითქმის ვტკბებოდი ამ მომენტით, მაგრამ უცებ ჩემი სხეული უნებლიედ ახტა და გადატეხილი ტოტის შორეული ხმა გავიგონე. ავტომატურად მოვბრუნდი პაბლიტოსკენ, თითქოს მან იცოდა რა მოხდა. ორივემ ხელი დავტაცეთ ნესტორს და თითქმის ძალით წავათრიეთ მანქანისკენ. ნესტორი ერთადერთი იყო რომელმაც გზა იცოდა, დრო და დრო ის სუსტი ხმით მკარნახობდა მიმართულებას.

თუმცა ჩემი ყურადღება იმაზე კი არ იყო მიმართული რას ვაკეთებდი, არამედ მარცხენა ყურზე, რომელიც თითქმის დამოუკიდებელ ერთეულად იქცა. რაღაც შინაგანი განცდა მაიძულებდა დრო და დრო გავჩერებულიყავი და გარემოს სკანირება სწორედ ამ მარცხენა ყურით მომეხდინა. ვიცოდი, რომ რაღაცა დიდი და მასიური მოგვდევდა და გვიახლოვდებოდა. ის გზა და გზა პატარა კენჭებს ამსხვრევდა.

ნესტორი ცოტათი გამოცოცხლდა და ნაბიჯები თავისით გადადგა. მხოლოდ დრო და დრო ჰკიდებდა ხელს პაბლიტოს. ხეების ჯგუფამდე მივაღწიეთ. უკვე სრულიად ჩამობნელდა. ამ დროს ძალიან ხმამაღალი მკვეთრი ტკაცუნი გავიგონე, თითქმის უზარმაზარი რაღაც დაეცა ხის კენწეროებს. თავს ზემოთ თითქოს რაღაცა დრეკადმა ტალღამ ჰაერი გააპო.

პაბლიტომ და ნესტორმა დაიწივლეს და გაიქცნენ რაც ძალა და ღონე ჰქონდათ. მინდოდა შემეჩერებინა, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ თავად შევძლებდი სიბნელეში სირბილს. მაგრამ ამ დროს ჩემგან მარჯვნივ მძიმე ამოოხვრის მთელი სერია გავიგონე. ენითაუწერლად შემეშინდა. სამივე გავიქეცით და მანქანამდე ვირბინეთ. ნესტორი რაღაც უცხო გზით მიგვიძღოდა.

ვფიქრობდი ჯერ ისინი დამერიგებინა სახლებში მერე კი ქალაქში დავბრუნებულიყავი სასტუმროში, რადგან ახლა არაფრის დიდებით არ წავიდოდი დონ ხუანის სახლისკენ. მაგრამ არც ნესტორს ად არც პაბლიტოს მანქანიდან გადმოსვლა არ უნდოდათ. არც მე მინდოდა მარტო დარჩენა. ამგვარად ბოლოს პაბლიტოს სახლთან გავჩერდით. მან ნესტორი ლუდისა და გაზიანი წყლის საყიდლად გაგზავნა, ვიდრე დედამისი და მისი დები საჭმელს გვიმზადებდნენ. ნესტორმა იხუმრა, პაბლიტოს უფროსი და ხომ არ გამომყვება გზაში ძაღლები ან მთვრალი კაცები არ დამესხნენ თავსო. პაბლიტომ გაიცინა და მითხრა, რომ ნესტორი მასზე მინდობლი იყო.

-ვინ მოგანდო?

-ძალამ რა თქმა უნდა, - მიპასუხა მან, - ერთი პერიოდი ნესტორი ჩემზე უფროი იყო, მაგრამ ხენარომ რაღაცა გაუკეთა და ახლა ის ჩემზე პატარაა. შენც ხომ შეამჩნიე ეს?

-რა გაუკეთა ხენარომ?

-იცი, მან ის ისევ ბავშვად აქცია. ნესტორი ძალიან სერიოზული და მძიმე იყო. მოკვდებოდა ისევ რომ არ გაახალგაზრდავებულიყო.

პაბლიტოში ნამდვილად იყო რაღაცა თბილი და სასიამოვნო. მისი ახსნის სიმარტივემ გამაოცა. ნესტორი სინმდვილეში არა მხოლოდ უფრო უმცროსად გამოიყურებოდა, არამედ იქცეოდა კიდეც უცოდველი ბავშვივით. უეჭველად ვიცოდი, რომ ის ნამდვილად ასე გრძნობდა თავს.

-მე მასზე ვზრუნავ, - განაგრძობდა პაბლიტო, - ხენარომ მითხრა, რომ დიდი პატივია მეომარზე ზრუნვა. ნესტორი კი ბრწყინვალე მეომარია.

მისი თვალები ხენაროს თვალებივით ანათებდა. ენერგიულად დამარტყა ზურგზე და გაიცინა.

-სიკეთე უსურვე მას კარლიტოს, - მითხრა მან, - უსურვე!

ძალიან დავიღალე. უცნაური, ბედნიერი სევდის ტალღა დამერია. მე მას ვუთხარი, რომ ისეთი ადგილიდან მოვედი სადაც ადამიანები ერთმანეთს ძალიან იშვიათად ან საერთოდ არასოდეს უსურვებდნენ სიკეთეს.

-ვიცი, - მიპასუხა მან, - მეც ასე ვიყავი. მაგრამ ახლა მეომარი ვარ და შემიძლია ნება მივცე ჩემს თავს მას სიკეთე ვუსურვო.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff