თავი მეორე
თავი მეორე
სიზმარხილვის ბუნება
სიზმარი - ესაა უნივერსალური, ადამიანური გამოცდილება. ფენომენოლოგიური გაგებით, სიზმარი არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც გაცნობიერება სჭირდება. ფსიქიკა იმდენად რეალურად აღიქვამს სიზმრის სამყაროს, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხვდებით როდის ვიმყოფებით სიზმარში. ეს იმის გამოც ხდება, რომ სიზმარში ადამიანი იმ ემოციათა იდენტურ ნაკრებს განიცდის, რასაც სიფხიზლის დროს.
სიზმრები მოიცავს მოვლენებს, რომლებსაც რეალობაში ადგილი არ ჰქონიათ. მაგალითად: დროისა და სივრცის ცვლილება, ასაკის ცვლილება, პიროვნებები და ცხოველები რომელთაც არასდროს შევხვედრივართ სიცოცხლეში... ალბათ, ყველაზე რადიკალურ მოვლენას სიზმრებში წარმოადგენს ეგო-იდენტობის ცვლილება ერთი პიროვნებიდან მეორეში, ან თუნდაც ეგო-იდენტობის საერთოდ არ არსებობა, რადგან როგორც ჩანს "ეგო" სიზმარში განვითარებულ მოვლენებს ერთგვარი "ყოვლისმცოდნეობის" პოზიციიდან უყურებს.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სიზმრის ნეიროფიზიულოგიური ბუნების შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია დაგროვდა. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანი სიზმარს ხედავს ეგრედწოდებული ძილის REM ფაზაში ყოფნის დროს, რა დროსაც მძინარე ადამიანის დახუჭული თვალები სწრაფად მოძრაობს. ძილის REM ფაზაში არის მაღალი შესაძლებლობა (მაგრამ არა გარდაუვალი), რომ ადამიანმა გააცნობიეროს სიზმარი და სიზმარშივე გამოიღვიძოს. არსებობს რამდენადმე იშვიათი გამონაკლისი, როდესაც პიროვნება სიზმარს ხედავს არა-REM ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დამაინტრიგებელი კვლევები, თითქოს მძინარე მდგომარეობაში თვალების მოძრაობის მიმართულების განსაზღვრით შესაძლებელია სიზმრის შინაარსის დადგენა, მსგავსი კვლევები ჯერ კიდევ არასაკმარისადაა დადასტურებული ექსპერტების მიერ და მისი საზოგადოდ მიღებული არაა.
დადასტურებულია, რომ როდესაც REM ფაზა გონების ნაწილს იკავებს, დაბერების პროცესი ფერხდება. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს ბიოლოგიურად განსაზღვრული მდგომარეობა და უბრალო დამხმარე სუბიექტის ფსიქოლოგიური საჭიროებებისთვის. ძილის REM ფაზა გვხვდება უამრავ ცხოველშიც, სადაც ფსიქოლოგიური ფაქტორები არ არის მნიშვნელოვანი; ეს შესაძლოა განასახიერებდეს რაიმე სახის ინფორმაციის გადამუშავებას ან ღამის საათებში პერიოდულ გაფრთხილებას ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ.
როგორიც არ უნდა იყოს სიზმრის ბიოლოგიური საფუძველი, ადამიანისთვის იგი ემსახურება გარკვეულ პროცესს, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ფსიქოლოგიური ფუნქციონირებისთვის. იუნგის მიხედვით სიზმარი ახდენს ცნობიერი ეგოს შეზღუდული შეხედულებების კომპენსაციას, იმ მიზნით, რომ მოხდეს ინფორმაციის უფრო ჰარმონიული გადამუშავება, რომელიც თავის თავში მოიცავს უბრალო ასიმილაციის მიღმა ამ მონაცემების გაფართოებას.
სიზმრები, როგორც კომპენსაციის საშუალება
სიზმრები იუნგიანურ ფსიქოლოგიაში განიხილება როგორც ბუნებრივი, ფსიქიკის მარეგულირებელიპროცესი; სხეულის შინაგანი მექანიზმის ფუნქციონირების ანალოგიური სტრუქტურა. ცნობიერისიცხადე, რომლის მეშვეობითაც ეგო საკუთარ თავს წარმართავს, მხოლოდ ნაწილობრივი მხარეა, ხოლოუამრავი პროცესი ამ ცნობიერების მიღმა მიმდინარეობს. არაცნობიერი შეიცავს მივიწყებულ, დაფარულმასალას, როგორიცაა მაგალითად არქეტიპები; პრინციპში ისინი შეუძლებელია ცნობიერად იქცნენ, მაგრამ ცნობიერების ცვლილება მათ არსებობაზეა დამოკიდებული.
არსებობს სამი გზა, რომლის მიხედვითაც სიზმარი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ფსიქიკისკომპენსაციის ელემენტი და ამათგან ყველა მნიშვნელოვანია სიზმრების კლინიკური დანიშნულებისგასაგებად.
პირველი: სიზმარი შესაძლოა ახდენდეს ეგოს სტრუქტურის დროებითი დამახინჯების კომპენსირებას. ამდროს სიზმარი მიმართავს ადამიანს დამოკიდებულებებისა და მოქმედებების უფრო ყოვლისმომცველიგააზრებისკენ. მაგალითად: ადამიანი გაბრაზებულია თავის მეგობარზე, მაგრამ ვერ ახერხებს ან უჭირს ამდამოკიდებულების ცნობიერად დაფიქსირება, რა დროსაც მას ესიზმრება, რომ მთელ თავის ბრაზსანთხევს თავის მეგობარს. თუ მსგავსი სიზმარი ადამიანს გაღვიძებისას ემახსოვრება, ეს ნიშნავს, რომსხვადასხვა ნევროზული მიზეზის გამო დათრგუნული ემოცია გამონთავისუფლდა და ფსიქიკამ, სიზმრის სახით ამ ფაქტის კომპენსაცია მოახდინა. მნიშვნელოვანია სიზმარმხილველმა გააცნობიეროს, რომელი კომპლექსი გააქტიურდა მოცემულ სიტუაციაში.
მეორე, და უფრო ღრმა კომპენსაციის რეჟიმს წარმოადგენს სიზმარი, რომელშიც თვითგანსახიერებულიფსიქიკა შესაძლოა მკაფიოდ შეეჩეხოს ეგოს სტრუქტურის ფუნქციონირებას, რომელსაც ინდივიდუაციისპროცესთან უფრო მჭიდრო ადაპტაცია სჭირდება. ჩვეულებრივ, ეს ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდიმისთვის სწორი და ნამდვილი გზიდან საკმარისად გადაუხვევს. ინდივიდუაციის მიზანს არასდროსწარმოადგენს უბრალოდ არსებულ პირობებთან მორგება; ჩვენთვის რაც არ უნდა ადეკვატურადჟღერდეს მსგავსი "ადაპტაციის" აუცილებლობა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ყოველთვის ჩვენსმოლოდინშია (უკანასკნელი ინდივიდუალური მოვლენა - სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა). მეორეტიპის კომპენსაციის მაგალითია პიროვნება, რომელიც საკმაოდ კარგად არის ადაპტირებულისოციალურ, ოჯახურ და სამსახურეობრივ სფეროებში; მას სიზმარში ჩაესმა მკაფიო ხმა, რომელმაცშემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "შენ არ მიყვები შენს ნამდვილ ცხოვრებას!". ამ განცხადების ძალამ, გამოღვიძების შემდეგ მასში შეცვალა მიმართულება იმ ჰორიზონტებისკენ, რომლის შესახებაცწარმოდგენა არ ჰქონდა, თავად ამ სიზმრის ხილვის დროს.
კომპენსაციის ეს ორი ფორმა: 1. სიზმარი, როგორც "გზავნილი" ეგოსთვის და 2. თვითგანსახიერებულიფსიქიკა, წარმოადგენს კლასიკურ იუნგიანურ იდეებს სიზმრების კომპენსაციურ ფუნქციებში დაარსებითად განსხვავდება ფროიდის იდეებისგან - სიზმარი, როგორც სურვილების ასრულების დაძილის დამცველობითი ფუნქცია.
არსებობს უფრო ამოუცნობი და დახვეწილი, მესამე პროცესი, როდესაც სიზმარი ახდენს კომპენსაციას. ჩვენ ვიცით, რიმ არქეტიპული ეგოს ბირთვი არის ე.წ "მე", მაგრამ მან შეიძლება იდენტიფიცირებამოახდინოს სხვადასხვა პერსონასთან ან ეგო-იდენტობებთან. სიზმრები შესაძლოა დავინახოთ როგორცკომპლექსების სტუქტურის შეცვლის მცდელობა, როდესაც უფრო ცნობიერ დონეზე არქეტიპული ეგოსაკუთარ იდენტობას ეყრდნობა. მაგალითად: ბევრი სიზმარი ასახავს მძინარე ეგოსთვის ისეთგამოწვევებს, სადაც სიზმრის სიუჟეტში შესასრულებელია გარკვეული სახის დავალება, ერთგვარი მისია, რომელთა შესრულებამაც შეიძლება შეცვალოს მღვიძარე ეგოს სტრუქტურა - რადგან, მძინარე დამღვიძარე ეგო, სტრუქტურულად ერთმანეთის იდენტურია. მოვლენები, რომლებიც მძინარე ეგოს მიერსიზმარში აღიქმება, სიზმრის სტრუქტურის "გარეგან" ინტერაქციას წარმოადგენს, მაგრამ, სიზმარშიდანახული მოვლენები შეიძლება პირდაპირ ასახავდეს იმ კომპლექსებს, რომელსაც ყოველდღიურადმღვიძარე ეგო განიცდის. მსგავს სიზმრებში გარკვეული ცვლილებების ცნობიერ ასახვას წარმოადგენსმღვიძარე ეგოს მიერ პირადი დამოკიდებულებების ან განწყობის ცვლილება. მარია ლუიზა ფონ-ფრანციგანსაკუთრებით მკაფიო მაგალითს გვაძლევს მსგავსი კომპენსაციის შესახებ მისივე საკუთარისიზმრიდან: სიკვდილის სიახლოვის გამძაფრებული შეგრძნებიდან ერთი დღის შემდეგ მას ესიზმრარომანტიკული ახალგახრდა ბიჭუნა (ანიმუსი), რომელიც გარდაიცვალა.
იუნგიანური ანალიზის სტანდარტულ კურსში, სიზმრები ხშირად გამოიყენება, როგორც საორიენტაციოწერტილი ანალიტიკურ პროცესში. სიზმრის ანალიზის მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა"შეტყობინების" მოცემა უნდა ჩვენთვის სიზმარს. ვინაიდან არ არსებობს პრივილეგირებული პოზიცია, საიდანაც შესაძლებელია პიროვნების ფსიქიკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის "ჭეშმარიტების" დადგენა, ანალიზის დროს მნიშვნელოვანი დრო ეთმობა "ანალიზსა" და "ანალიზის მომწოდებელს" შორის ნდობის დამყარებას. თუ სიზმარი ფოკუსირებულია მსგავს ურთიერთობაზე, მისი შესწავლაანალიტიკური მეთოდით მიმდინარეობს.
სიზმრების ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, არასდროს იგრძნოთ რომ სიზმარიამოწურული და ბოლომდე შესწავლილია. საუკეთესო შემთხვევაში შეგიძლიათ იპოვოთ მოცემულიმომენტისთვის სასარგებლო და გამოსადეგი მნიშვნელობა, მაგრამ ესეც კი შეიძლება რადიკალურადშეიცვალოს მომდევნო რამდენიმე სიზმრის განმავლობაში, რადგან სიზმრების ინტერპრეტაცია მოიცავსგანგრძობით დიალოგს "ეგოსა" და "არაცნობიერს" შორის.
მაშინაც კი, როდესაც სიზმარი არ არის ინტერპრეტირებული, როგორც ჩანს ისინი ხანდახან ავლენენ ღრმაეფექტს ცნობიერების გამოღვიძებაში. გაუანალიზებელ სიზმრებზე დაკვირვებით, კიდევ ერთი ფაქტიცდასტურდება; იმ შემთხვევაში თუ თქვენ არამარტო არ აანალოზებთ, არამედ საერთოდ არ გახსოვთსიზმარი, მეხსიერებიდან წაშლილ სიზმარსაც შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა და ეფექტი ჰქონდესთქვენს ცნობიერ ცხოვრებაში. იუნგიანურ ხედვაში, სიზმრები განუწყვეტლივ ფუნქციონირებენ, აკომპენსირებენ და ავსებენ (კომპენსაციის მსუბუქი ფორმა) მღვიძარე ეგოს შეხედულებებსრეალობასთან დაკავშირებით. სიზმრების ინტერპრეტაცია გვაძლევს საშუალებას ცნობიერადმივაქციოთ ყურადღება ინდივიდუაციის პროცესს, რომელიც ფსიქიკაში უკვე გაშვებულია, მაგრამარაცნობიერად. როდესაც წარმატებით მოხდება ცნობიერი განზრახვის და არაცნობიერიინდივიდუაციის პროცესის დინამიზმის ერთმანეთთან დაკავშირება, შემდგომ შეგვიძლია სიზმრებისანალიზს შევეშვათ.
სიზმრების ინტერპრეტაციის დამატებითი სარგებელი მდგომარეიბს იმაში, რომ ადამიანი ინარჩუნებსგაცნობიერებულ მეხსიერებას სიზმართან დაკავშირებით, რომელიც პიროვნებას საშუალებას აძლევსიდენტიფიცირება მოახდინოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სიზმრის მსგავსი მოტივების მიმართ, შესაბამისი დამოკიდებულებებითა და ქმედებებით, რის შედეგადაც ვლინდება არაცნობიერის მიერნაკლები კომპენსაციის საჭიროება კონკრეტული პრობლემის წინაშე.
სიზმრების არაინტერპრეტაციული გამოყენება
სიზმარში გამოცხადებული პერსონიფიკაციები, ხატ-სახეების, სხვადასხვა სცენების და არაცოცხალი ნივთების ჩათვლით, ასახავს ფსიქოლოგოური კომპლექსების სტრუქტურას, რომელიც პერსონალურ არაცნობიერში ბინადრობს. ეს კომპლექსები, რომლებიც სიზმარში სხვადასხვა სახით წარმოგვიდგება, კონკრეტულად ასახავს "თვითობის" ავტონომიურ აქტივობას ეგოსთან მიმართებაში (იგულისხმება როგორც მძინარე, ასევე მღვიძარე ეგო). აქედან გამომდინარე, ჩვენთვის შესაძლებელია დავინახოთ, რას უკეთებს "თვითობა" კომპლექსებს, რომელიც ფსიქიკის შიგთავსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასეთი დაკვირვება ხორციელდება სიზმრის არაინტერპრეტაციული გზით, რომელიც სინამდვილეში ყველაზე ხშირად გამოიყენება არაიუნგიანურ თერაპიებში.
სიზმრის მოტივი შეიძლება ეხებოდეს წარსულს, აწმყოს ან მომავალს, შეიძლება მასში გამოჩნდნენ ცოცხალი, გარდაცვლილი ან ისეთი პიროვნებები, რომელთაც არასოდეს შევხვედრივართ. ადამიანები, რომლებიც გვესიზმრებიან მაგრამ სიცოცხლეში არასოდეს შევხვედრილვართ, სავარაუდოა, რომ ჩვენივე ფსიქიკის პერსონიფიცირებული ნაწილები არიან. ამ დეტალებზე ყურადღების ფრთხილად გამახვილებით, შეგვიძლია გავიგოთ ფსიქიკის რომელი ნაწილი ან ეგოს წარსული გამოცდილების რომელი მომენტია თავმოყრილი კონკრეტულ სიზმარში. მსგავსი საკითხების მიმართ ფსიქოთერაპიულმა კვლევამ, თუნდაც სიზმრების ფორმალური ინტერპრეტაციის გარეშე, შესაძლებელია თერაპიული პროცესი წაიყვანოს იგივე მიმართულებით, საითაც ინდივიდუაციის ბუნებრივი ნაკადი მოძრაობს.
როდესაც კომპლექსები დაფიქსირებულია, ფსიქიკამ მასზე ყურადღების გამახვილებით, მისი გაცნობიერების ხასისხის გაზრდას უნდა ეცადოს. ასეთი ქმედებები (იგულისხმება სიზმრების არაინტერპრეტაცია), იუნგიანურ ანალიზში არ გამოიყენება, მაგრამ ხშირად იყენებენ კომპლექსების სტრუქტურის დასადგენად.
როდესაც ანალიტიკოსს შეძენილი აქვს უნარი ღრმად ერკვეოდეს სიზმრების ინტერპრეტაციის საკითხში, სიზმრები, მისი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მასალის თვალსაზრისით საუკეთესო დამხმარეები ხდებიან. სიზმრების ანალიზი უამრავ პაციენტს ეხმარება სამუდამოდ დაივიწყოს მედიკამენტები რომლებსაც ღებულობს და შეცვალოს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის სიხშირე. მაგალითად: ფსიქიკურად ძალიან სერიოზულად დაავადებულ ახალგაზრდას ხშირად ესიზმრებოდა მწყობრიდან გამოსული ავტომობილი, რომელიც უკონტროლოდ მოძრაობდა სხვადასხვა მიმართულებით, სანამ მან არ გააცნობიერა მისივე ფსიქიკურ სიმპტომებთან და კომპლექსებთან მუშაობის გარდაუვალი საჭიროება. რამდენიმე შემთხვევაში საპირისპიროც ხდებოდა - მას ესიზმრებოდა გამორჩეული მიღწევები და გმირობები (როგორიცაა მაგალითად, მითოლოგიური მინოტავრის დამარცხება), როდესაც მისი ფიქიკური მდგომარეობა ოდნავი სიჯანსაღისკენ იწყებდა შემობრუნებას. ერთხელ მას დაესიზმრა, რომ ცირკის მასხარას ჰქონდა ატომური ბომბის ყველა ფორმულა, ერთი დეტალის გარდა. ეს სიზმარი გამოიყურებოდა როგორც "აფეთქების" წინა პროცესის დასაწყისი, რომელიც მისი ცნობიერების გამოსწორების დაუსრულებელი ძალისხმევების პარალელურად მიმდინარეობდა. (რამდენიმე წლის და რამდენიმე თერაპევტის უშედეგოდ ჩანაცვლების შემდეგ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. მისი უკანასკნელი სიზმრები ჩემთვის უცნობია).
გაღვიძების შემდეგ, სიზმრის მასალისადმი ყურადღებით დაკვირვება მინიმუმამდე ამცირებს ყველაზე სერიოზული ფსიქიკური დარღვევების გამოვლინების საშიშროებას.
სიზმრების ინტერპრეტაცია და წარმოსახვის ტექნიკები
თანამედროვე ფსიქოთერაპია უფრო ხშირად იყენებს სხვადასხვა წარმოსახვის ტექნიკებს, ვიდრე სიზმრების ინტერპრეტაციას. წარმოსახვის ტექნიკები გამოიყენება პერსონალური წარმოსახვის აქტივობის გაზრდისკენ, რომელიც ხშირად მიმართულია ნევროზული უსიხარულობის განცდის შემცირებისკენ.
მსგავსი ტექნიკების დიფერენციისას ხშირად ავღნიშნავ, რომ არაცნობიერისთვის ზემოთნახსენები ტექნიკები ზოგადად, არასასურველია. რადგან, ასეთი ტექნიკების ნაადრევად გამოყენებისას, გამოცდილების არაცნიბიერი სტრუქტურა დამატებით კონფლიქტს განიცდის.
ორივე საშუალება: სიზმრების ინტერპრეტაციაც და წარმოსახვის ტექნიკებიც გავლენას ახდენს გონებაში კომპლექსების პატერნზე, ისევე როგორც, იგივე გავლენას ახდენს ყოველდღიური ემოციური გამოცდილება ან ფსიქოთერაპია. სიზმრებთან მუშაობა ყველაზე პირდაპირი და ბუნებრივი გზაა კომპლექსების შესაცვლელად, თუმცა ამდენადვე დაფასებას იმსახურებს იუნგის კიდევ ერთი პრაქტიკა: აქტიური წარმოსახვა, რომლის დროსაც არაცნობიერი შინაარსი წახალისებულია, რათა მან თავისი თავი "გამოავლინოს", მაშინ, როდესაც "ეგო" ინარჩუნებს მღვიძარე როლს ფსიქიკის საპირისპირო მხარეების კონფლიქტურ ზეწოლაში.
სიზმრების მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაცია ფუნდამენტური დისციპლინა უნდა იყოს ნებისმიერი წარმოსახვის ტექნიკის გამოყენებისას ფსიქოთერაპიაში.
ეგო-იდენტობა და კომპლექსების სტრუქტურა
უმეტესწილად, სიზმრების კლინიკური დანიშნულების მიზანია დაეხმაროს სიზმარმხილველს, მისი პერსონალური ფსიქიკური სტრუქტურის ცხადად დანახვაში, რომელიც ძირითადად არაცნობიერია. ფსიქიკური სტრუქტურის გაუმართავად ან გარკვეულწილად შეფერხებით მუშაობა ხშირად იწვევს ნევროზულ უსიხარულობას, რის გამოც იქმნება პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის პროფესიული ჩარევის აუცილებლობა. ფსიქოთერაპევტის სამუშაო არსებითად იდენტურია იმისა, რის ფუნქციასაც სიზმარი ასრულებს; სიზმრები, თავის ფესვებში, ცდილობენ გამოიყვანონ ადამიანი ნევროზული მდგომარეობიდან ინდივიდუაციის პროცესისაკენ. სიზმრებს არ ვნახულობთ იმისთვის, რომ ისინი გავაანალიზოთ და გავიგოთ, მაგრამ სიზმრის ანალიზი გვეხმარება გავიგოთ, თუ სად ცდილობს არაცნობიერი ეგოს იმიჯის შეცვლას და მის მობრუნებას ინდივიდუაციის სიჯანსაღისკენ.
თუმცა, სიჯანსაღე და ინდივიდუაცია ყოველთვის ერთად არ მიდიან, რადგან ის, რაც ხშირად "ჯანსაღად" აღიქმება ეგო-იდენტობისთვის, შესაძლოა დამღუპველად არაჯანსაღი იყოს ინდივიდუაციისთვის. ფსიქოლოგიურ კონტექსტში რომ ვთქვათ, "კარგად ყოფნა", "უკეთესად ყოფნის" მტერია. ინდივიდუაცია ბევრად უფრო ფართო და კომპლექსური ცნებაა, ვიდრე "სიჯანსაღე". ინდივიდუაცია არის დინამიური პროცესი; იგი მოიცავს მუდმივ ცვლილებას და ადამიანი საბოლოოდ მიჰყავს სიცოცხლის სასრულობისა და სიკვდილის გარდაუვალობის მიღებამდე.