ოჯახური განლაგებები

ჯოი მანე
5
1

ოჯახური განლაგებით მუშაობის მეთოდი


 
ოჯახური განლაგებით მუშაობის მეთოდი
 
ჩვეულებრივ, ოჯახური განლაგება ტარდება ჯგუფურად, მაგრამ ზოგიერთი ფასილიტატორი ინდივიდუალურ სესიებსაც ატარებს. ორივე შემთხვევაში, გარკვეული ნაბიჯები იდგმება. ფასილიტატორი იწყებს სიცხადის ძიებას იმ საკითხთან ან პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც კლიენტს აწუხებს. შემდეგ ჯგუფიდან ირჩევენ წარმომადგენლებს/რეპრეზენტატორებს, იქმნება განლაგება და მუშაობა გრძელდება მანამ, სანამ ცხადი არ გახდება კონკრეტული საკითხები, ან არ გამოჩნდება, რომ მეტი სიცხადის შეტანა ამ თემაში შეუძლებელია, რაც თავისთავად უკვე სიცხადეა. ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს დახურვის რიტუალი და რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შევითვისოთ ის ყველაფერი, რაც განლაგებამ გამოავლინა.
 
ოჯახური განლაგება ჯგუფებში
 
ეტაპი პირველი: საკითხის დაზუსტება
 
თავდაპირველად, ფასილიტატორი კლიენტს ეკითხება, თუ რა საკითხმა გადააწყვეტინა მას ოჯახური განლაგების სესიაზე დასწრება. ინფორმაცია, რომელსაც ფასილიტატორები ეძებენ, მკაცრად ფაქტობრივია. მათ არ სურთ კლიენტის ინტერპრეტაციების, განსჯის და ახსნა-განმარტების მოსმენა. საკითხები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: „არ შემიძლია ბედნიერი ვიყო“, „სიმსივნე მაქვს“, ,,ჩემს შვილს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.’’
 
ფენომენოლოგიური მეთოდის არსი ფაქტებზე კონცენტრირებაა, იმაზე, რაც არის. როდესაც კლიენტი ამბობს, რომ დედას არ უყვარს, ეს უკვე მისი ინტერპრეტაციაა დედის ქცევაზე. ფასილიტატორი შეეცდება მოიპოვოს ფაქტობრივი ინფორმაცია ჩაძიებით, მაგალითად იკითხავს - საიდან იცი ეს?" კლიენტს ეს ვერ ეცოდინება. რაც ამ სამუშაოდან გამომდინარე შეიძლება ამ შემთხვევაზე ვთქვათ ისაა, რომ როდესაც ბავშვი გრძნობს რომ არ უყვართ, დედამისი დატყვევებულია ან ჩახლართულია ისეთ პატერნებში, რომლებიც ხელს უშლის მას იყოს ისეთი მოსიყვარულე დედა, როგორად ყოფნასაც ისურვებდა. ოჯახური განლაგება ცხადყოფს იმ არსებით ჭეშმარიტებას, რომელიც მტკივნეული სიტუაციის მიღმა იმალება.
 
საკითხის განსაზღვრის შემდეგ, ჩვეულებრივ ისმევა შემდეგი შეკითხვა: ,,რა მოხდა თქვენს ოჯახში?" 
 
ქვემოთ მოყვანილია ერთ-ერთი ჩატარებული განლაგების მაგალითი:
 
ფასილიტატორი: რამ შეგაწუხათ?
 
კლიენტი: კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ მაინც არ შემიძლია ბედნიერი ვიყო
 
ფასილიტატორი: რა მოხდა თქვენს ოჯახში?
 
კლიენტი: დედაჩემმა ბავშვი დაკარგა, პატარა ბიჭი. ეს ჩემს დაბადებამდე მოხდა.
 
ფასილიტატორი: რამდენი ხნით ადრე?
 
კლიენტი: ორი წელით.
 
ბევრი ფასილიტატორისთვის ეს საკმარისი ინფორმაციაა განლაგების დასაწყებად. სხვებს შეიძლება მეტი ინფორმაცია დასჭირდეთ და დასვან შემდგომი კითხვები:
 
ფასილიტატორი: სხვა და-ძმები გყავთ? 
 
კლიენტი: დიახ, უფროსი ძმა და უმცროსი და. 
 
ფასილიტატორი: ისინი როგორ არიან?
 
კლიენტი: ჩემს დას გასულ წელს ოჯახი დაენგრა, ძმას კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 
 
ფასილიტატორი: თქვენი მშობლები ისევ ერთად არიან?
 
...
 
ეტაპი მეორე: წარმომადგენლების არჩევა
 
კლიენტი ირჩევს მონაწილეებს, რომლებიც წარმოადგენენ ოჯახის შერჩეულ წევრებს, მათ შორის თვითონ მასაც. როგორც წესი ფასილიტატორები იწყებენ მინიმალური რაოდენობის მონაწილეებით. ამ მაგალითში იგი ითხოვს წარმომადგენლებს კლიენტისთვის, მისი პარტნიორისთვის და გარდაცვლილი ძმისთვის.
 
მას შეუძლია მოგვიანებით დაამატოს წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაემატებიან კლიენტის მშობლები და ცოცხალი და-ძმები, მაგრამ ეს თავდაპირველად არ არის გარკვეული, რადგან თითოეული განლაგება უნიკალურია და წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ საით წავა პროცესი. 
 
ეტაპი მესამე: განლაგება
 
ფასილიტატორი კლიენტს სთხოვს განალაგოს თავისი წარმომადგენლები. განლაგება ნიშნავს რეპრეზენტატორების განთავსებას სივრცში, კონკრეტული მიმართულებით ისე, რომ ეს აღწერდეს ოჯახის ამ წევრების ერთმანეთთან ურთიერთობას. კლიენტი მთლიანად კონცენტრირდება პროცესზე, შემდეგ რიგრიგობით დადგება თითოეული წარმომადგენლის უკან, ხელებს მოათავსებს წარმომადგენლის მხრებზე და ნელი მოძრაობით გაუძღვება რეპრეზენტატორს მისი ადგილისკენ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული იმ პოზიციას არ დაიკავებს, რომელზეც კლიენტი თვლის რომ სწორია. წარმომადგენლების განთავსება ხდება ინტუიციურად და დაუფიქრებლად. განლაგების შემდეგ იქმნება ავტონომიური ენერგეტიკული ველი. 
კლიენტი დაჯდება მონაწილეებს შორის და უყურებს პროცესს. 
 
ზოგჯერ ფასილიტატორი განალაგებს წარმომადენლებს. ხანდახან შესაძლებელია თვითონ კლიენტის განლაგებაში დაყენება, როგორც საკუთარი თავის რეპრეზენტატორის.  ამ მაგალითში კლიენტი განალაგებს წარმომადგენლებს საკუთარი თავისთვის (C), მისი გარდაცვლილი ძმისთვის (†B) და მისი პარტნიორისთვის (P) და ათავსებს მათ ისე, რომ თვითონ თავის გარდაცვლილ ძმას უყურებს, ხოლო მისი გარდაცვლილი ძმა და პარტნიორი მას უყურებენ.

%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%901


 C = კლიენტის რეპრეზენტატორი
 
+B= გარდაცვლილი ძმის წარმომადგენელი 
 
P = პარტნიორის წარმომადგენელი
 
განლაგება აჩვენებს, რომ კლიენტის ინტერესის ფოკუსი მისი გარდაცვლილი ძმაა, ხოლო მისი პარტნიორისა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ დიაგრამა ვერ გადმოსცემს წარმომადგენელთა დიალოგებს, ბუნებრივია, ფასილიტატორი, კლიენტი და ჯგუფი ამას ნათლად ხედავენ. ისინი ხედავენ კლიენტს და მის გარდაცვლილ ძმას, რომლებიც სიყვარულით უყურებენ ერთმანეთს, ხოლო პარტნიორი შეშფოთებით უყურებს კლიენტს.
 
ეტაპი მეოთხე: მუშაობა საკითხის გადაწყვეტაზე
 
განლაგებასთან მუშაობის ორი გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში ფასილიტატორი ერთვება პროცესში და წარმომადგენლებს უსვამს კითხვებს, ეკითხება თუ რა ხდება მათ თავს. მას აინტერესებს ფაქტობრივი და ფენომენოლოგიური ინფორმაცია ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ფასილიტატორებს შეუძლიათ წარმომადგენლების გადაადგილებაც - მაგალითად, ერთმანეთის პირისპირ დაყენება, ერთმანეთისგან მოშორება, ან თუნდაც განლაგებიდან გაყვანა. თუმცა, როდესაც წარმომადგენლები განიცდიან ენერგეტიკული ველის გავლენას იგი აღარ ერევა პროცესში, პირიქით, ნებას აძლევს მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილდნენ. მოძრაობები ნელია, ენერგია ძალიან ინტენსიური. ამას ,,სულის მოძრაობას" უწოდებენ, ამ მოძრაობას შეუძლია განლაგების საკითხის გადაწყვეტა სიტყვის წარმოთქმის გარეშე. ,,სულის მოძრაობების" მრავალი მაგალითია ნაჩვენები იმ მრავალრიცხოვან ვიდეოებში, რომლებიც ჰელინგერმა ჩაწერა მუშაობისას. 
 
ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითში, ფასილიტატორი ერთვება განლაგებაში და სვამს კითხვებს.
 
ფასილიტატორი ეკითება კლიენტის წარმომადგენელს (C): რა ხდება? 
კლიენტის წარმომადგენელი: მე მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი ძმა მაინტერესებს (†B). ვერ ვხედავ ჩემს პარტნიორს (მიუთითებს პარტნიორის წარმომადგენელზე, P).
 
ფასილიტატორი ეკითხება პარტნიორის რეპრეზენტატორს: რა ხდება? 
პარტნიორი: მე მხოლოდ მას ვხედავ (C). მისი ძმა არ მაინტერესებს (†B). მასთან მისვლა მინდა. 
ფასილიტატორი მიმართავს გარდაცვლილ ძმას: შენთან რა ხდება?
გარდაცვლილი ძმა: მე ის მიყვარს. მასთან მინდა მისვლა.(С) 
 
და-ძმა ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს და ძლიერად ეხუტებიან. და მხარზე ადებს ძმას თავს და ტირის. 
 
ფასილიტატორი ელოდება შესაფერის მომენტს და შემდეგ კლიენტს სთხოვს  განლაგებაში ჩაანაცვლოს თავისი რეპრეზენტატორი. 
 
წარმომადგენლის კლიენტით შეცვლა
 
ზოგჯერ კლიენტები თავიდანვე იკავებენ ადგილს განლაგებაში, ზოგჯერ კი მათ რეპრეზენტატორი წარმოადგენს,  როგორც ამ მაგალითში. შემდეგ რაღაც მომენტში ფასილიტატორი კლიენტს სთხოვს ჩაენაცვლოს თავის წარმომადგენელს. ეს კეთდება ნელა და სენსიტიურად.
 
კლიენტთან მუშაობის გაგრძელება განლაგებით
 
ფასილიტატორი: უთხარი მას: ,,მთელი ჩემი ცხოვრება მენატრებოდი."
კლიენტი გარდაცვლილ ძმას: ,,მთელი ჩემი ცხოვრება მენატრებოდი.’’ (კლიენტი განცდებში შედის და თავისი ნებით ამატებს:) ძალიან მსურდა ძმად მყოლოდი.
 
ჩანს რომ კლიენტს შვებას ჰგვრის ამის გახმოვანება და როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამს რამდენიმეჯერ ნელა აქნევს თავს, რადგან აცნობიერებს რამდენად ღრმა ჭეშმარიტებაა ეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ენერგია იცვლება. კლიენტი თავის გარდაცვლილ ძმას უშვებს და ერთი ნაბიჯით უკან იხევს. მას ჯერ კიდევ ხელში უჭირავს ძმის ხელი, მაგრამ პირველად უყურებს პარტნიორს და იღიმება.
 
ფასილიტატორი: უთხარი შენს ძმას: ,,ეს ჩემი პარტნიორია". 
კლიენტი მიმართავს გარდაცვლილ ძმას: ეს ჩემი პარტნიორია.
 
გარდაცვლილი ძმა მეგობრულად უყურებს პარტნიორს. კლიენტი პარტნიორს გვერდით მიიზიდავს და ძმას ხელს უშვებს. გარდაცვლილი ძმის პირისპირ დგანან და სიყვარულით უყურებენ მას.
 
ფასილიტატორი: უთხარი მას (უთითებს გარდაცვლილ ძმაზე) ,,შენ ჩემში ცოცხლობ. მე შენ პატივს გცემ, შენი ადგილი ყოველთვისაა ჩემს გულში. ცოტა ხანში, როცა ჩემი დრო ამოიწურება, შემოგიერთდები იქ, სადაც ხარ. მანამდე კი გთხოვ, კეთილად გადმომხედე“.
 
ეტაპი მეხუთე: რეზოლუცია
 
გარდაცვლილი ძმა ორივეს უღიმის. პარტნიორებმა ხელები ერთმანეთს წელზე შემოახვიეს. გარდაცვლილი ძმა უახლოვდება მათ და ორივეს ხელს შემოხვევს.
 
ფასილიტატორი: მოდი აქ გავჩერდეთ. 
 
ამ გადაწყვეტამ განლაგების ყველა წევრს მოუტანა შვების განცდა. ოჯახის ენერგეტიკულ ველში სიმშვიდე და კმაყოფილება დასადგურდა.
 
მეექვსე ეტაპი: დახურვის რიტუალი
 
წარმომადგენლები როლებიდან სხვადასხვა ხერხებით შეიძლება გამოვიდნენ. შეუძლიათ ოთახში გაიარ-გამოიარონ,  შეანჯღრიონ სხეულები, ან ოთახიდან გავიდნენ.
 
ოჯახური განლაგების დროს როლში ყოფნა ძალიან ღრმა გამოცდილებაა და ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს მისგან გამოსვლა. კლიენტისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს თითოეულ წარმომადგენელთან რიგრიგობით მისვლა, მათი ხელების დაჭერა და მათთვის მადლობის გადახდა.
 
კლიენტი: გმადლობ, რომ ჩემი [დედა/მამა/პარტნიორი/ძმა] წარმოადგინე ამ განლაგებაში. ახლა ისევ [წარმომადგენლის პირადი სახელი, მაგალითად, ქეროლაინი] ხარ.
 
მეშვიდე ეტაპი: რჩევა განლაგების ინტეგრირების შესახებ
 
განლაგების ენერგეტიკული ველი ძალიან მგრძნობიარეა. მას ძლიერი ტრანსფორმაციული ძალა აქვს. ხდება დიდი განმაკურნებელი ცვლილებების დაძვრა და დროა საჭირო რომ იგი კლიენტის ცხოვრების ყველა ასპექტში გადავიდეს - ზოგჯერ ამას ორ წლამდე პერიოდი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შეუშალოთ ამ პროცესს. ამიტომ ფასილიტატორები, ზოგადად, ურჩევენ კლიენტებს, საერთოდ არ განიხილონ თავიანთი განლაგებები: არც ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან და არც დაინტერესებულ ჯგუფის წევრებთან. ისინი ასევე სთხოვენ ჯგუფის წევრებს, არ განიხილონ განლაგებები კლიენტებთან, ან არ დაუსვან კითხვები მომხდარის ან ოჯახის წევრების შესახებ. საუბარი იმაზე, რაც მოხდა, ამცირებს რეზოლუციის ენერგეტიკულ დონეს, ზღუდავს კლიენტების თავისუფლებას და სივრცეს არ უტოვებს გამოცდილების საკუთარი გზით ინტეგრირებისთვის, შესაბამისად, ასუსტებს მათ გამოცდილებას. მიუხედავად ამისა, განლაგების შემდეგ, ჯგუფში ხშირად ხდება გაზიარება. წარმომადგენლებმა შეიძლება მოისურვონ ინფორმაციის დამატება, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს კლიენტისთვის. და იმის გამო, რომ ამ სამუშაოს არ გააჩნია აბსოლუტური წესები, არამედ სრული პატივისცემა იმისა, რაც არის (ფენომენოლოგიური მიდგომა), ზოგჯერ კლიენტს სურვილი აქვს თავისი ოჯახის ისტორიით დაინტერესებულ წევრებს მოუყვეს რა მოხდა. სასწავლო ჯგუფებში კითხვების არსებობის შემთხვევაში, კლიენტს ან სთხოვენ ოთახის დატოვებას, ან ეძლევა შესაძლებლობა თავად გააკეთოს არჩევანი, დარჩეს თუ წავიდეს.
 
კლიენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, გაითავისოს ის, რაც განლაგებამ გამოაჩინა. ეს წარმატებით ხორციელდება, როდესაც ის გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. ის კლიენტები, რომლებიც არ იღებენ პასუხისმგებლობას და მუდამ ეძებენ საბაბს, რომ  სხვები დაადანაშაულონ მათი  უბედური ცხოვრების გამო, სამუშაოს ცხოვრებაში ინტეგრირებას ვერ ახდენენ, რადგან მისი არსი სწორედ ისაა, რომ ,,აღიაროთ ის, რაც არის".
 
როგორ მივხვდეთ როდისაა განლაგება დასრულებული
 
განლაგება მთავრდება მაშინ, როდესაც საჭირო მოძრაობები განხორციელებული და გათავისებულია, სიცხადე მიღწეულია. ამის კარგი ნიშანია, როცა ენერგეტიკული ველი აღარ ამოძრავებს წარმომადგენლებს.
 
საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ისეთი აღმოჩნდეს, როგორსაც არ ველოდებით.  განლაგება უნდა შეწყდეს მაშინ, როცა მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ პრობლებისგან გათავისუფლების შედეგი არ დამდგარა. როდესაც არ არის საკმარისი ინფორმაცია განლაგებასთან მუშაობისთვის, ის უნდა შეწყდეს. ეს უკვე თავისთავად არის გადაწყვეტა.
 
პროცესი უნდა შეჩერდეს მაშინ, როდესაც კლიენტები ცდილობენ განლაგებაში  გვერდიდან ჩარევას, ან იმართებიან საკუთარი პირადი მოტივებით, როცა საკუთარ თავს წარმოადგენენ, ან თუ ხელს უშლიან ფასილიტატორს ან უპატივცემულობას იჩენენ ველის მიმართ ამ ან სხვა გზით. თუ კლიენტები კარგავენ კონცენტრაციას, ან მოქმედებენ ისე, რომ შეამცირონ ენერგიის ინტენსივობა ხუმრობით, ან ირონით განლაგება უნდა შეწყდეს.
ზოგიერთი ფასილიტატორი იცავს წესს, რომ როდესაც განლაგების დროს ერთი მოძრაობა მოხდება, შეწყვიტოს განლაგება, იმის ნაცვლად, რომ ენერგიას მიჰყვნენ, ისინი ცდილობენ გააკონტროლონ იგი. ეს  დისკომფორტს იწვევს კლიენტში და ორიენტაციას აკარგვინებს მათ, რადგან არ მოხდა რაღაც ლამაზი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
კლიენტმა წარმოშობის ოჯახში თავისი ადგილი ვერ იპოვა, მაშინაც კი, როცა წინა პარტნიორები და გარდაცვლილი შვილები აღიარეს. ის მოშორდა ოჯახს და გარკვეულ დისტანციაზე გაჩერდა. ფასილიტატორმა დაინახა, რომ ის მიზანმიმართულად მოძრაობდა რაღაცისკენ და სცენაზე შემოიყვანა საიდუმლოს რეპრეზენტატორი, რომელიც მას გვერდით დაუყენა. ენერგია ჯერ კიდევ მუშაობდა, კლიენტი იწყებდა თავისი საიდუმლოს აღიარებას, რომ სათაყვანებელი გარდაცვლილი ბიძა ჰყავდა. სანამ ის ამბის მოყოლას დაასრულებადა, ფასილიტატორმა შეწყვიტა განლაგება. ენერგიის დინება შეწყდა, კლიენტი კი დაბნეული დარჩა. 
 
მოგვიანებით კლიენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ განაახლა. ბიძამ ხელები გაშალა და კლიენტს მოხვია- მე შენთან ვარ, - თქვა მან, - და მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები. კლიენტი მიხვდა, რომ ცხოვრებაში ხშირად გრძნობდა ამ ბიძის მის გვერდით ყოფნას და მხარდაჭერას. 
 
 
განლაგება ინდივიდუალური სესიების დროს
 
ინდივიდუალურ სესიებზე, ზოგიერთი ფასილიტატორი თვითონ არის ყველას წარმომადგენელი, ზოგ შემთხვევაში კი კლიენტს უწევს ამის გაკეთებას, მე ამ უკანასკნელზე ვაკეთებ არჩევანის. ვიყენებ ფურცლებს, რომლებზეც დაწერილია იმ ოჯახის წევრის სახელები, რომლებიც განლაგებაში მონაწილეობენ, ამ ფურცლების ერთ ბოლოს ვკეცავ, რომ მათი მიმართულება განისაზღვროს სივრცეში. კლიენტს ვთხოვ წარმოიდგინოს, რომ ფურცლები რეალური ადამიანები არიან და ჩვეულებრივ განალაგოს ისინი. შემდეგ ისინი თითოეულ ფურცელზე დგებიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც წარმომადგენლებს უნდა გაეკეთებინათ. როდესაც რაიმეს გაზიარება უნდათ, გადმოაბიჯებენ ფურცლებიდან და ჩემს გვერდით სხდებიან. ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც გამოიკვეთა. ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს.
 
ჩემი აზრით, ინდივიდუალური განლაგება ყველა ვითარებაში და ყველა კლიენტთან არ გამოდის. როდესაც კლიენტები მოწყვეტილნი არიან თავიანთ ემოციებს, მათ არ გამოსდით რეპრეზენტაცია არც ინდივიდუალურ, არც ჯგუფურ გარემოში. 
 
ჭეშმარიტების წინადადებების გამოყენება
 
განლაგების მსვლელობისას, კონკრეტულ დროს ფასილიტატორი წარმომადგენელს სთხოვს გაიმეორს წინასწარ კარგად შერჩეული წინადადება. ზემოთ მოყვანილ მაგალითში ეს წინადადება ასეთი იყო. ,,მთელი ცხოვრება მენატრებოდი." ამ „კარგად შერჩეული წინადადებებიდან ბევრი რეგულარულად გამოიყენება განლაგებების კონკრეტულ ვითარებაში. მე მათ ვუწოდებ ,,ჭეშმარიტების წინადადებებს’’.
 
ჭეშმარიტების წინადადებები არ გამოიყენება ავტომატურად. ისინი ექსპერიმენტული ტესტებია. წინასწარ შეირჩნენ, რადგან აშკარა ცვლილებები შემოაქვთ ენერგეტიკულ ველში. მათი თქმის შემდეგ წარმომადგენლები თავისუფლდებიან და ველის მუხტი მსუბუქდება.  როდესაც ეს წინადადებები შეუსაბამოა, მათ არანაირი ეფექტი არ მოაქვთ. ჭეშმარიტების მოქმედებები მნიშვნელოვანია ძველი აღმოსავლეთ ინდოეთის რელიგიებში და ასევე ბიბლიაში იესო ამბობს: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. ჭეშმარიტების წინადადებების არსი არის ის, რომ ის უზრუნველყოფს სისტემურ ენერგეტიკულ ველს და ,,აღიარებს რაც არის’’ ამ ველის თვალსაზრისით. ჭეშმარიტების მტკიცებულებები წარმოთქმული უნდა იყოს  გულწრფელად. ისინი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ სულის დონეზე. როდესაც წარმოითქმის მათი მნიშვნელობისადმი ღრმა პატივისცემით, შეგრძნება აღწევს ეგოს ფილტრიდან და წარმოქმნის ახალ ხედვას. ჭეშმარიტების წინადადებები სასარგებლოდ მოქმედებენ წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზეც.
 
 
ზოგიერთი სიმბოლური პოზიცია განლაგებებში
 
როდესაც კლიენტი ცენტრირებულია, როგორც ჩანს, განლაგება თავის თავს აყალიბებს: წარმომადგენლები ,,იკავებენ" გარკვეულ ადგილებს. მათ პოზიციას და მიმართულებას თავისი მნიშვნელობა აქვს და საშუალებას გვაძლევს გავერკვეთ საკითხის საფუძვლებში. არ არსებობს აბსოლუტური წესები, მაგრამ არის გარკვეული ნიშნები, რომლებსაც ფასილიტატორები იცავენ. მაგალითად, მშობლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთისგან მოშორებით არიან განლაგებული, ან ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, აჩვენებენ, რომ მათი ურთიერთობა დისტანციური ან კლაუსტროფობიულია. ვინც იატაკს უყურებს, როგორც წესი, უყურებს გარდაცვლილს. ზოგჯერ წარმომადგენლებს სურთ იატაკზე დაწოლა: იატაკზე წოლა არის გარდაცვლილი ადამიანის ნიშანი. თუმცა, როდესაც ცოცხალი ადამიანის წარმომადგენელი წევს იატაკზე, ეს აჩვენებს, რომ ადამიანს სურს მოკვდეს, სურს მიჰყვეს იმის გზას, ვინც ადრე გარდაიცვალა. როდესაც წარმომადგენლებს ჯგუფიდან ზურგით აყენებენ, ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ მათ სურთ სიტუაციის დატოვება, შესაძლოა სიკვდილიც კი.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff