ოჯახური განლაგებები

ჯოი მანე
5
1

წესები, რომლებიც ოჯახურ სისტემებს მართავენ

 

წესები, რომლებიც ოჯახურ სისტემებს მართავენ
 
ოჯახი ენერგეტიკული ველია, შეგვიძლია ქსელს შევადაროთ. როდესაც მისი  ერთი უბანი დაზიანებულია, მის ირგვლივ მთელი სისტემა სუსტდება. ხოლო ქსელის ძლიერი ნაწილი მის ირგვლივაც ინარჩუნებს სიძლიერეს. ქსელი შექმნილია ტრანსპერსონალური ღირებულებებით. ოჯახის ენერგეტიკულ ველს თავისი მოთხოვნები აქვს: ზიანის მიყენების ყველა ფორმა რაღაც მომენტში მოითხოვს გამოსყიდვას და შურისძიებას. შემდგომი თაობები გადაიხდიან იმას, რაც ოჯახის ამჟამინდელ და წარსულ წევრებს გაუკეთებიათ. თავად ველი უპიროვნოა. ოჯახური განლაგება ცხადყოფს, თუ სად მოხდა  ფასეულობების უპატივცემულობა და გვიჩვენებს განკურნების გზას.
 
ნებისმიერი ინდივიდისთვის, ოჯახის ენერგეტიკული ველის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე გავლენიანია, ძირითადად შედგება მისი პარტნიორისგან, შვილებისგან, და-ძმებისგან, მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან და დეიდა-ბიძიებისგან. წინა ურთიერთობების ბავშვები, ისევე როგორც წინა პარტნიორებიც ამ ველს მიეკუთვნებიან.
 
მიკუთვნებულობა
 
ყველას, ვინც ოჯახში იბადება, უფლება აქვს მიეკუთვნებოდეს ამ ოჯახს, შეუძლებელია ვინმესთვის ამ უფლების წართმევა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ველს. როდესაც ოჯახის წევრებს უარს ეუბნებიან ამ უფლებაზე, შემდგომი თაობები ეხვევიან იგივე პრობლემებში, (იხ. ქვემოთ) და იმეორებენ ქცევას, რომლის გამოც მათი წინაპრები გარიყეს. 
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
რამდენიმე თაობის წინ, ოჯახის წევრის ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, რადგან იგი დაქორწინების გარეშე დაორსულდა. მისი შვილი ოჯახის სხვა წევრმა წაიყვანა. ამ ქალის შვილიშვილი თუ შვილთაშვილი გათხოვების გარეშე ფეხმძიმდება და გაგიჟებულია. იგი ჩახლართულია წინაპრის სიტუაციაში და იდენტიფიცირებულია მასთან. 
 
ეს ამბავი გავლენას მოახდენს იმ ადამიანის, და/ან მისი შთამომავლების ცხოვრებაზე, ვინც პირველი დაუქორწინებელი დედის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა, დანაშაულის გამოსყიდვისთვის შესაძლოა დადგეს იგივე სიტუაცია, რომლის გამოც თავის მხრივ თვითონ მათ გარიყავენ.
 
მსხვერპლის და მოძალადის შემთხვევა
 
ოჯახური განლაგებები აჩვენებენ, რომ მსხვერპლები და დამნაშავეები ერთად არიან. მათ შორის კავშირი უფრო ძლიერია, ვიდრე კავშირი, რომელიც წარმოშობის ოჯახებთან აკავშირებთ. როდესაც მსხვერპლსა და მოძალადეს შორის შერიგება არ ხდება, მოგვიანებით მათი ოჯახის წევრები იხლართებიან სიტუაციაში. მსხვერპლისა და მოძალადი ურთიერთობა გვიჩვენებს რომ შურისძიება ამაოა.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
ბებიაჩემი საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს. შეიქმნა განლაგება მასსა და იმ ნაცისტს შორის, რომელმაც მოკლა. მათ სინაზით გადახედეს ერთმანეთს და დაწვნენ - რაც ამ მეთოდში გარდაცვალების ნიშანია - ასე მშვიდად იწვნენ ერთად. ისინი ეკუთვნიან საერთო ბედისწერას, ერთი მსხვერპლის მხარეს, მეორე - დამნაშავის.
 
ჩემი მთელი ცხოვრება დიდ მწუხარებას ვგრძნობდი. როდესაც მივხვდი, როგორ ბებიას გვერდით მინდოდა დაწოლა, გავაცნობიერე, რომ მასთან ვიყავი იდენტიფიცირებული და მის მწუხარებაში ჩახლართული. ამ განლაგების შემდეგ მწუხარებამ დამტოვა.
 
სინდისი
 
ოჯახურ განლაგებებში ვხვდებით სინდისის სამ დონეს: ოჯახური და სოციალური, სისტემური და უმაღლესი სინდისი.
 
ოჯახური და სოციალური სინდისი
 
იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახს მივეკუთვნებოდეთ, საფასურის გადახდა გვიწევს: დავემორჩილოთ ოჯახურ სინდისს. ვემხრობით იმ ჯგუფებს, რომლებსაც ჩვენი ოჯახი ემხრობა და გვძულს ისინი, ვინც ჩვენს ოჯახს ეზიზღება. ჩვენ მივყვებით ჩვენი ოჯახის რელიგიას და მის ღირებულებებს. პროფესიებიც ხშირად ოჯახიდან გამომდინარე ირჩევა.
 
ასევე ვეკუთვნით ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს: სამსახურეობრივს, კლუბურს, სპორტულს, კულტურულს, პოლიტიკურს და ა.შ. თითოეულ ამ ჯგუფს საკუთარი სინდისი აქვს და იმისთვის, რომ მივეკუთვნოთ, მას უნდა მივყვეთ. ჩვენს ერს ასევე აქვს თავისი სინდისი და ჩვენ მისითაც განვისაზღვრებით,  კუთვნილებითა და თანხმობით - ან მის წინააღმდეგ  აჯანყებით (და მეამბოხე ჯგუფთან მიკუთვნებულობით). 
 
სინდისი და კუთვნილება ქმნის გარიყვას. კუთვნილება გვაკავშირებს ზოგიერთ ჯგუფთან და ამავდროულად გვაშორებს სხვებისგან. ჰელინგერმა აღნიშნა, რომ ყველაზე საზიზღარი საქმეები, საზარელი ომები ჩადენილია სუფთა სინდისით. 
 
სისტემური სინდისი
 
სისტემური სინდისი არის ენერგეტიკული ველის შენარჩუნების პატერნი. მისი წესები  თაობების განმავლობაში მართავენ ოჯახურ ურთიერთობებს. მისი ბუნება არის ყველაზე ღრმა და უპიროვნო სიყვარული, დაფასება და პატივისცემა. ის არის როგორც უპიროვნო, ასევე ტრანსპერსონალური. მასთან ინდივიდუალურ დონეზე მოლაპარაკება შეუძლებელია. მისი წესები არსებითად და წმინდად ბიბლიურია: ათი მცნება გამონაკლისების გარეშე. ჩვენ ვკლავთ, ვიპარავთ, ვიტყუებით და ვმრუშობთ და ამით ჩვენი ოჯახის ტანჯვას ვიწვევთ თაობების განმავლობაში. თუ მშობლებს არ ვცემთ პატივს, ყველანაირად დამარცხებულები ვართ: ცხოვრებაში, ურთიერთობებში, წარმატებაში, ჯანმრთელობაში და ა.შ. ეს იმას ჰგავს, რომ დიდ ხეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესვების მოვაჭრათ- ის გამართული ვეღარ იდგება- ვერ იცოცხლებს და აყვავდება. როდესაც ეს წესები უგუნებელყოფილია, საფასურს ჩვენ და ჩვენი შთამომავლები ვიხდით. 
 
ჰელიგერი სისტემურ სინდისს აღწერს, როგორც „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის გზას დანაშაულისა და უდანაშაულობის გრძნობის მიღმა, რაც ემსახურება სიყვარულს“ (LHS, გვ. 29).
 
უმაღლესი სინდისი
 
უმაღლესი სინდისი არის სისტემური ცოდნის უნივერსალური დონე. ეს არის ღრმა სულიერი გზა, რომელიც მიგვიძღვის დიდი მთლიანობისკენ. როდესაც ამ სინდისს ვემსახურებით, მის ფასეულობებს უფრო მაღლა ვაყენებთ ვიდრე ჩვენი ოჯახის სინდისს და ამიტომ ვწირავთ ჩვენს კუთვნილებას და ვიხდით ამის საფასურს.  უარს ვამბობთ რწმენასა და ცრურწმენებზე, რომლებიც ოჯახური კუთვნილების ნაწილია, განსაკუთრებულობას, განცალკევებას, აზრს რომ „ჩვენ სხვების წინააღმდეგ“ ვართ. ამ უმაღლესი მოწოდებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ვწირავთ ჩვენს კუთვნილებას რელიგიისა და კულტურის მიმართაც. 
 
გაცემა და მიღება
 
ურთიერთობა მოითხოვს გაცემისა და მიღების ბალანსს. ჰარმონია არსებობს მაშინ როცა ეკვალიბრიუმი მყარდება. როდესაც ვინმე გვიყვარს, გავცემთ; საყვარელი ადამიანი ცოტათი მეტს გვიბრუნებს; ჩვენ თავის მხრივ ცოტა მეტს ვაძლევთ; და ყველას ბედნიერება სულ უფრო და უფრო მატულობს. რაღაც მომენტში ჩვენ შორის გაუგებრობა ხდება. გვიწევს ტკივილის უკან დაბრუნება და დგება იმის საშიშორება, რომ ისეთ სპირალში აღმოვჩნდებით, რომელშიც ტანჯვა მატულობს და მატულობს. თუმცა, თუ გავიგებთ, რა ხდება, შეიძლება ნაკლები ტკივილი გავცეთ და მალევე დავუბრუნდეთ ბედნიერების აღმავალ სპირალში. მადლიერება გაცემისა და მიღების წონასწორობის ერთ-ერთი გზაა.
 
წინაპრები, მშობლები და შვილები 
 
მშობლები შვილებს აძლევენ ყველაზე დიდ საჩუქარს, ეს არის სიცოცხლე. ბავშვებსა და მშობლებს შორის გაცემა არასოდეს შეიძლება იყოს თანაბარი: მშობლები ყოველთვის მეტს აძლევენ. ბავშვები, რომლებიც თავის მხრივ მშობლები ხდებიან, გადასცემენ მშობლების საჩუქრებს თავიანთ შვილებს. სიყვარული მიედინება მშობლებიდან შვილებზე და მათგან მათ შვილებზე.
 
პატივისცემა და დაფასება
 
ჩვენი წინაპრების, მათ შორის მშობლების პატივისცემა, რა თქმა უნდა, მათი დამსახურებაა. მათთან მიმართებაში ჩვენ მხოლოდ ბავშვები ვართ და პატივისცემით უნდა მოვექცეთ მათ. ეს ნიშნავს, რომ მათვე უნდა ვანდოთ საკუთარი ზრდასრულთა პრობლემების მოგვარება. არ უნდა გავდიდგულდეთ და ვიფიქროთ, რომ მათი პრობლემების საკუთარ თავზე აღება შეგვიძლია. მაგალითად, როდესაც ქორწინება უიღბლოა, ბავშვი თავის თავზე იღებს ერთი ან მეორე მშობლის უბედურების ტვირთს. ხშირად განლაგებაში ბავშვს სთხოვენ, მშობლებს ასეთი წინადადება უთხრას: ,,შენ ზრდასრული ხარ და მე ბავშვი. მე პატარა ვარ და შენ დიდი". ზოგჯერ კლიენტი მუხლებზე დგება, რათა ნამდვილად იგრძნოს თავისი პატარაობა. როდესაც ის უარს ამბობს იმ ზრდასრულთა ტვირთზე, რომელიც მის ძალებს აღემატება, უზარმაზარ შვებას გრძნობს.
ჩვენთვის შეუფერებელია მშობლებისა და წინაპრების გაკრიტიკება ან საკუთარი თავის მათზე მაღლა დაყენება. არანაკლებ მიზანშეუწონელია მათი მხრიდან ისე მოქცევა, თითქოს მეგობრები იყოთ. მშობლები მშობლები არიან. ისინი მეგობრები არ არიან. რასაც ისინი შვილებს ეუბნებიან, არ შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც მეგობრების მიმართ თქმული. ბევრი რამ, რაც უფროსებს შორის ხდება, არ ეხებათ ბავშვებს, მათ ზრდასრულ ბავშვებსაც კი. 60-იანი წლების ჩემნაირმა ადამიანებმა, რომელთა იდეალი იყო ჩვენი შვილების მიმართ მეგობრების მსგავსად და თანასწორად მოქცევა, მათთან ყველაფრის გაზიარება, მათ შორის ჩვენი ზრდასრული პრობლემების, მშობლის როლის სრულად შესრულების მნიშვნელობის გააზრება ვერ მოახერხეს.
 
ჩვენი ოჯახი და წინაპრები ჩვენში ცხოვრობენ. როდესაც რომელიმე მათგანი ადრეულად გარდაიცვალა, განლაგების დროს ხშირად მივმართავთ მათ შემდეგი სიტყვებით: 
 
მიყვარხარ და პატივს გცემ, შენ საკუთარი ადგილი გაქვს ჩემს გულში. შენ ჩემში ცოცხლობ და შენს პატივსაცემად ვიცხოვრებ მე ჩემს სიცოცხლეს.
 
დანაშაული და უდანაშაულობა
 
დანაშაულისა და უდანაშაულობის გრძნობა წარმოიქმნება ჩვენს პირად სინდისში და დაკავშირებულია ჩვენს სოციალურ განპირობებასთან. ისინი სულაც არ ემსახურებიან მორალურ ღირებულებებს. ჩვენ თავს უდანაშაულოდ ვგრძნობთ, როდესაც ვიქცევით ისე, რომ ვუზრუნველვყოთ ჩვენი კუთვნილება მნიშვნელოვან ჯგუფებთან და დამნაშავედ, როდესაც ვიქცევით ისე, რომ საფრთხეს ვუქმნით ამ კუთვნილებას. ასე რომ, ცოლი, რომელსაც რომანი აქვს, საფრთხეს უქმნის მის კუთვნილებას მის მიერ შექმნილ ოჯახთან და შვილებთან - და თავს დამნაშავედ გრძნობს. წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, რომელიც მსხვერპლს უმალავს მოძალადეებს, საფრთხეს უქმნის მის კუთვნილებას ქვეყნისადმი, მაგრამ თავს უდანაშაულოდ გრძნობს.
ჰელინგერმა აღნიშნა, რომ „დანაშაული და უდანაშაულობა იგივე არაა, რაც სიკეთე და ბოროტება (LHS, გვ. 10). ბოროტი საქმეები შეიძლება სუფთა სინდისით იყოს ჩადენილი, თუ ის უზრუნველყოფს ჩვენს კუთვნილებას და გადარჩენას.
 
პატიება, გამოსყიდვა და შერიგება
 
პატიება მოდური გახდა თერაპიაში, განსაკუთრებით მშობლებთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არც ძალა გვაქვს და არც უფლება. ჩვენ ვიყენებთ პატიებას, როგორც მათზე მაღლა დგომის საშუალებას და ეს ეწინააღმდეგება სისტემური სინდისის წესებს. ჰელინგერი ამას ,,თავხედობას" უწოდებს.
 
როდესაც ვინმეს რაიმეს ,,ვპატიობთ" საკუთარ თავს მათზე უკეთესად მოვიაზრებთ. იმისთვის, რომ პატიება მართლაც განმაკურნებელი იყოს, უნდა დავიცვათ გაცემის და მიღების წესი და სხვას პატივი ვცეთ იმ დონეზე, რომ  შესაბამისი გამოსყიდვა მოვითხოვოთ. ამით დამნაშავე ინარჩუნებს თავის ღირსებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად ტირანი შეიძლება იყოს გაბრაზებული მსხვერპლი. საპასუხო ტკივილის მიყენებით, მსხვერპლები უარს ამბობენ რომ რაიმენაირად უკეთესები არიან და  ამიტომაც შერიგება შესაძლებელი ხდება. როცა გვტკენენ, საპასუხო ტკივილით უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სათანადოდ და სიყვარულით. დედა, რომელიც შვილს დანაშაულისთვის სჯის, ამას სიყვარულით აკეთებს და სიყვარულით ხშირად ათავისუფლებს ბავშვს სასჯელის ნაწილისგან. 
 
ბმების უპირატესობები
 
სისტემურ სინდისს აქვს მტკიცე კანონები, რომელიც ურთიერთობებს მართავენ. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი წარმოშობის ოჯახს ვეკუთვნით. ეს შედგება ძირითადად ჩვენი მშობლებისგან და ბებია-ბაბუისგან, ჩვენი დედმამიშვილებისგან და ჩვენი მშობლების დედმამიშვილებისგან - ჩვენი დეიდებისგან, მამიდებისგან და ბიძებისგან. როდესაც ჩვენს ოჯახს ვტოვებთ საკთარი ურთიერთობის დასაწყებად, ჩვენი ახალი ურთიერთობა ხდება პრიორიტეტული. პრიორიტეტია ჯერ ჩვენი პარტნიორი, შემდეგ კი ამ ურთიერთობის ნებისმიერი შვილი. ახალ სექსუალურ ურთიერთობაში შესვლა ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ წინა ურთიერთობა დასრულდა. თუ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა და დავიწყებთ მეორეს, მაშინ ეს არის ჩვენი ახალი პარტნიორი და ურთიერთობა, რომელიც პრიორიტეტულია. თუმცა, ყოფილი ურთიერთობის ნებისმიერი ბავშვი პირველი იყო და კვლავაც პირველ ადგილზეა. წინა პარტნიორებს პატივი უნდა სცეთ: ჩვენ გავხდით ის, ვინც ახლა ვართ მათთან ურთიერთობით. როდესაც ეს პრიორიტეტები არ არის დაცული, ჩვენი შვილები იხლართებიან იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც უარყოფენ მათთან კუთვნილებას და იმეორებენ მათ ქცევას.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
მამაკაცი, რომელსაც შვილი ჰყავს და ხელმეორედ დაქორწინდა, ცუდად საუბრობს თავის ყოფილ პარტნიორზე. არანაირ პატივს არ სცემს მას. ამ კაცის ქალიშვილი გაიგივებულია (იხ. ქვემოთ) კაცის ყოფილ პარტნიორთან და მის ქცევებს იმეორებს.
 
ჩახლართულობა
 
სისტემური სინდისი მოითხოვს, რომ შენარჩუნდეს გაცემისა და მიღების ბალანსი. როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი მსხვერპლის როლში რჩება და არ მოქმედებს სიყვარულითა და გამოსყიდვის მოთხოვნით, რათა წონასწორობა გამოსწორდეს, მომავალ თაობაში ვიღაც იხლართება ამ სიტუაციაში და მიისწრაფვის მას ჩაენაცვლოს.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
ბაბუას რომანები ჰქონდა. ბებიამ იცოდა ეს ყველაფერი და ითმენდა. მათ დროს განქორწინება სამარცხვინო იყო. გარდა ამისა, ბაბუას გარკვეული პოზიცია ეჭირა საზოგადოებაში და ბებია ამას დაკარგავდა, მისი მიტოვებით. მაგრამ გულში გაბრაზებული იყო მასზეც და ყველა მამაკაცზეც. ახლა მის შვილიშვილს არ შეუძლია ურთიერთობის შენარჩუნება. ის სწრაფად ხდება აგრესიული და ბრაზდება თავის პარტნიორებზე. მასში გადმოვიდა ბებიის რისხვა რომელიც ყველა მამაკაცის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
 
იდენტიფიკაცია
 
ოჯახის სისტემა სრულყოფილებას ეძებს. როდესაც წევრები გარიყულნი, იგნორირებულნი, დავიწყებულნი არიან, ან გლოვის გარეშე დატოვებულები, ის ანაცვლებს მათ სხვა წევრით, ერთი ან რამდენიმე თაობის შემდეგ, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან გარიყულ ადამიანთან და დგებიან ამ პიროვნების ადგილზე. სისტემური სამართლიანობა არის ბრმა სამართლიანობა, რომელსაც მოითხოვს უპიროვნო ენერგეტიკული ველი. სისტემური დისბალანი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოიძებნება ამის განკურნების გზა.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
ქალის პირველი საქმრო ავარიაში გარდაიცვალა. მოგვიანებით იგი დაქორწინდა და შექმნა ოჯახი. მისი ქალიშვილი აღმერთებს დედას და არ შეუძლია მამასთან ურთიერთობა. იგი იდენტიფიცირებულია გარდაცვლილ საქმროსთან.
 
თუ ოჯახის ენერგეტიკულ ველს ბადეს შევადარებთ, მაშინ იდენტიფიკაციები ბადის ჩახლართული ნაწილებია, რომლებიც უნდა გაიხსნას, ეს კი ოჯახური განლაგებებით არის შესაძლებელი. 
 
შვილების ,,გიჟური" სიყვარული და ერთგულება 
 
მშობლების მიმართ ბავშვების სიყვარული იმდენად უსაზღვროა, რომ ლამის ,,გაგიჟებულები’’ არიან. ეს გამოთქმა პირველად რომ გავიგე, აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ ფასილიტატორად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს მართლაც შეესაბამება სიმართლეს.  

ბავშვები ყველაფერს გააკეთებენ მშობლებისთვის. ისინი სიკვდილამდე ერთგულები არიან. წინაპრების დანაშაულების გამოსასყიდად თავს სწირავენ, რათა მათმა ოჯახურმა სისტემამ კვლავ დაამყაროს წონასწორობა. ისინი პრობლემური ხდებიან, რათა მშობლების ერთად ყოფნას შეუწყონ ხელი. ავადდებიან და მშობლების ნაცვლად კვდებიან. იმასაც კი უშვებენ, რომ მშობლების სექსუალური პარტნიორები იყვნენ. ეს იდეა იმდენად აღმაშფოთებელი და საკამათოა, რომ მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ ჩვენ  სისტემური სინდისის გადმოსახედიდან ვსაუბრობთ და არა ნორმალურიეგოს ცნობიერებიდან: ეს არ ხდება, ან მხოლოდ ძალიან იშვიათად ხდება, ცნობიერ დონეზე.
 
როცა ვიღაცის სიკვდილი გვსურს
 
თუ ვინმეს სიკვდილი გვსურს, ან ეს რაიმე მხრივ  ხელსაყრელია ჩვენთვის, შემდგომი თაობის ბავშვი შეეცდება ხელი შეგვიშალოს ამ სარგებლის მიღებისგან, ან შეიძლება საკუთარი სიკვდილი შემოგვთავაზოს.
 
ბაბუას სურდა, რომ მისი ავადმყოფი ცოლი ჩქარა მომკვდარიყო, რათა თავისი მდივანი შეერთო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათმა ვაჟმა, რომელიც მამასთან იყო გაიგივებული მდივანთან გააჩაღა რომანი, ხოლო შვილიშვილი, რომელიც ბებიას სიტუაციაში იყო გახლართული, თვითმკვლელობამდე მივიდა.
 
როდესაც მშობელმა პატარა ასაკში დაკარგა და ან ძმა და უნდა მისი ბედი გაიზიაროს.
 
მშობელმა, რომელმაც ძალიან პატარა და ან ძმა დაკარგა შეიძლება გაუცნობიერებლად მოისურვოს თვითონაც მოკვდეს და ამითი მიჰყვეს თავის დედმამიშვილს. ბავშვმა შეიძლება ამის თავიდან აცილება სცადოს.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი 
 
მამის ტყუპი ძმა დაბადებისთანავე გარდაიცვალა. მამა ძმისკენ და სიკვდილისკენ მიიზიდება. მის შვილს მძიმე ავადმყოფობა აქვს. განლაგება გვიჩვენებს, რომ ის  მამასა და სიკვდილს შორის დგას. ფასილიტატორი სთხოვს ბავშვს, რომ მამას შემდეგი სიტყვები გაუმეოროს: ,,მე წავალ შენს ნაცვლად".
 
როდესაც და-ძმები ახალგაზრდები იღუპებიან და მშობლები არ გლოვობენ მათ
 
როცა და-ძმები ახალგაზრდები იღუპებიან, ეს მთელი ოჯახის ენერგეტიკულ ველზე ახდენს გავლენას.იმ შემთხვევებში, როდესაც გარდაცვლილი  სრულად არ არის გამოგლოვებული, შესაძლოა ერთ-ერთი მშობელი მიჰყვეს მას. შესაძლოა რომელიმე სხვა შვილმა მასთან შეწინააღმდეგება სცადოს.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი: „მე წავალ შენს ნაცვლად“ 
 
წყვილი ავარიის შედეგად კარგავს პირველ ქალიშვილს, რომელიც ოთხი ან ხუთი წლისაა. დანაკარგზე ლაპარაკი ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ისინი ამაზე არც ერთმანეთს ესაუბრებიან და არც მათ სხვა შვილების, ბიჭსა და გოგოს. გოგონას განუკურნებელი დაავადება ემართება. განლაგებაში წარმოდგენილები არიან მშობლები და მათი ორი გადარჩენილი შვილი. მამა დედას უყურებს, რომელიც მისგან ზურგშექცევით დგას. ხოლო დედა - მის წინ მდგომ სასიკვდილოდ დაავადებულ ქალიშვილს. ვაჟიშვილი მთელს სიტუაციას უყურებს.

%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90 2

 

F=მამა
 
M=დედა
 
S=ვაჟი
 
D=უკურნებელი სენით დაავადებული ქალიშვილი
 
განლაგება გვიჩვენებს, რომ ქალიშვილი ხელს უშლის დედის განლაგების სივრციდან გასვლას, სიმბოლურად სიკვდილს, რათა გარდაცვლილ შვილთან ერთად იყოს. ბავშვის ავადმყოფობა მშობლებისადმი „გიჟური“ სიყვარულიდან მომდინარეობს.
 
ფასილიტატორს სცენაზე შემოყავს გარდაცვლილი ბავშვის წრმომადგენელი და სთხოვს იატაკზე დაწვეს მამასა და დედას შორის. შემდეგ დედას, მამას და ავადმყოფ ქალიშვილის მკვდარიბავშვისკენ ატრიალებს. დედა ცოტა ხანს მზერას აშორებს ბავშვს, შემდეგ კი მიწაზე ეცემა და ამ ბავშვის გვერდით წევს.
 
განლაგებებით შემდგომი მუშაობის საფუძველზე, ავადმყოფ ქალიშვილს სთხოვენ უთხრას დედას: ,,მე წავალ შენს ნაცვლად".
 
ინცესტი
 
სისტემური ფსიქოთერაპია მთელი ოჯახური ურთიერთობის სისტემის კონტექსტს ითვალისწინებს და ეძებს საუკეთესო გამოსავალს ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის, რათა მან სიმშვიდის მოპოვება შეძლოს. 
 
ბერტ ჰელინგერი წერს:
 
,,ინცესტის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, არსებობს ორი დამნაშავე. ერთი ღია -  ჩვეულებრივ კაცი და ერთიც მიმალული: დედა. ძალიან ხშირად, დედას ქმრისგან წასვლა სურს, ამიტომ ურთიერთობას წყვეტს. მერე მას ქალიშვილი ანაცვლებს. ძალიან ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე ინცესტის საიდუმლო შინაგანი დინამიკა“. (www.hellinger.com/international/ english/hellinger_lectures articles/2001_taipei_familiy _constellations.shtml#incest)
 
ინცესტის შემთხვევაში ბავშვი ყოველთვის მსხვერპლია: უფროსებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგრამ ბავშვი იხდის საფასურს. 
 
ინცესტი ჰელიგერის სამუშაოში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სფეროა, რადგან ის რთულ კითხვასსვამს: ,,ნამდვილად ეხმარება ბავშვს ინცესტის აღმის მსხვერპლი-მოძალადის მოდელი?" (LHS, გვ. 124). ხალხი თითოეული მოძალადის დადანაშაულებას და განდევნას მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ დანაშაულზე, ჰელიგერმა აღმოაჩინა, რომ მათი განდევნა ბავშვის განკურნების წინაპირობა არაა.  
 
რა თქმა უნდა, ჰელინგერი აღიარებს, რომ ბავშვი არის მსხვერპლი, „ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო მომხდარის თავიდან აცილება“ (LHS, გვ. 127). თუმცა, მან აღმოაჩინა, რომ „თუ მსხვერპლს სურს რაიმეს შეცვლა, ისინი უნდა დაუკავშირდნენ მათ ავთენტურ ძალას“ (LHS, გვ. 127) და ბავშვების ავთენტური ძალა მათი სიყვარულია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ცდილობდა სისტემის პრობლემების გადაჭრას სიყვარულით (LHS, გვ. 127). ჰელინგერი მუშაობს იმაზე, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, როგორ შეიძლება მშობლისადმი სიყვარულის გამოხატვის სურვილი მოიცავდეს დესტრუქციულ და მცდარ არჩევანს.
 
კონკრეტული შემთხვევების მაგალითები
 
ქალს ინცესტური ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან. განლაგებამ აჩვენა, რომ ეს იყოქალიშვილის მცდელობა დედის წასვლის გამო, კომპენსირება გაეწია მშობლების ურთიერთობისთვის. ქალიშვილი ეუბნება დედის წარმომადგენელს: „მე ეს შენთვის გავაკეთე.’’
 
ანალოგიურად, როგორც კი ეს დინამიკა გამოვლინდა და დედის ზურგშექცევა გამოჩნდა,  ქალი ეუბნება თავისი ინცესტური მამის წარმომადგენელს: „მე ამას ვაკეთებ დედისთვის და თანახმა ვარ გავაგრძელო მის გამო. " (LHS, გვ. 126)

ეს სიმართლე ნათელს ჰფენს სისტემის დინამიკას. ის შეახსენებს შეურაცხყოფილ ბავშვს, რომ ის სიყვარულით მოქმედებდა, ცდილობდა რაიმე კარგი გაეკეთებინა მშობლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასწორი იყო. კარგად შერჩეული ჭეშმარიტების წინადადებები დაშავებულ ადამიანებს უბრუნებს თავმოყვარეობას და მთლიანობას.
 
პატიების საკითხთან დაკავშირებით, ჰელინგერის მიდგომა ცალსახაა: ძალადობის მსხვერპიბავშვები მშობლებს არ პატიობენ. მშობლების დანაშაულისგან გათავისუფლება მათ ძალას აღემატება. ამიტომ შეიძლება წარმოსათქმელად შეთავაზებული იყოს შემდეგი ჭეშმარიტების წინადადებები:
 
,,რაც გააკეთე ცუდი იყო ჩემთვის და მე გტოვებ შენი ქმედებების შედეგებთან ერთად. მიუხედავად მომხდარისა, მე ცხოვრებას გავაგრძელებ."
 
"შენ ჩემ მიმართ უდიდესი შეცდომა ჩაიდინე და ვერ გაპატიებ. ამის უფლება არ მაქვს."
 
"შენ ხარ დამნაშავე და არა მე. შენვე უნდა მოიმკა მისი შედეგები და არა მე." (LHS, გვ. 130)
 
დამნაშავეებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა. თუ მოძალადე მზადაა თავისი წვლილიშეიტანოს ოჯახური სისტემის განკურნებაში, ჰელინგერი გვთავაზობს ოთხ ნაბიჯს: მოძალადემ სრულად უნდა მიიღოს მისი ქმედებების შედეგები; მან უნდა დაინახოს მისი მსხვერპლის მდგომარეობა, რაც მან გამოიწვია;  უნდა უთხრას თავის მსხვერპლს, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა და მისი ქმედებების სრული შედეგები; თავისი მსხვერპლი სიმშვიდეში უნდა დატოვოს (LHS, გვ. 128).
 
ბევრი მაგალითი მოვიყვანე იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს მეთოდი არანაირად არ ამართლებს დამნაშავეებს და მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებით ამ მტკივნეულ თემას. ფასილიტატორების ამოცანაა ზრდასრულებს პასუხისმგებლობა ააღებინოს მათ ქმედებებზე."[LHS, გვ.124-135]

ბედისწერა და ბედი
 
საოჯახო განლაგებები აღიარებენ და პატივს სცემენ ბედისწერას და ბედს და საშუალებას აძლევენადამიანებს მათგან ძალა მიიღონ. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვის ყოლა, ომში გარდაცვალება, ოჯახის დაკარგვა უბედური შემთხვევის დროს და ასე შემდეგ, ბედისწერის აქტებია.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი: დაბადებიდან ინვალიდი ქალი
 
ქალი დაინვალიდდა, რადგან დედამისი არასწორად ამშობიარეს. იგი წუხდა ამის გამო. განლაგებაშიიგი საკუთარი თავის წარმომადგენლად დააყენეს, ხოლო მისი უნარშეზღუდულობა წინ დაუყენეს. მისდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოსწონდა მისი ნაკლი: ეს იყო საყრდენი რომლისგანაც ძალასიღებდა.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი: დევნილი
 
ებრაელმა კაცმა ყველა ნათესავი მეორე მსოფლიო ომში დაკარგა. განლაგებისთვის შეიქმნა დაღუპული ნათესავების რიგი. ნელ-ნელა, საკუთარ შვილთან ხელჩაკიდებული, იგი მივიდა თითოეულ ოჯახის წევრთან და ქედი მოიხარა მათი ბედის წინაშე. 
 
მიცვალებულთა სამეფო
 
ოჯახური განლაგებები გვიჩვენებს, რომ გარდაცვლილთა და ცოცხალთა სამეფოები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და რომ მკვდრებს მუდმივი გავლენა აქვთ ცოცხლებზე. ბევრმა კულტურამ იცის ეს. ისინი პატივს მიაგებენ თავიანთ წინაპრებს და ამშვიდებენ მათ სულებს. ზოგჯერ მკვდრები მშვიდად არიან, განურჩევლად იმისა, თუ როგორ გარდაიცვალნენ: აბორტით, ახალგაზრდობისას, უბედური შემთხვევის შედეგად თუ სხვა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ისინი სიმშვიდეს ვერ პოულობენ: მაგალითად აბორტირებულ ბავშვს სურდა რომ დაბადებულიყო და თავის დედმამიშვილებთან ერთად გაზრდილიყო. უბედური შემთხვევის დროს დაღუპული პირი, დამნაშავე იყო და მასთან ერთად სხვებიც გარდაიცვალნენ. რა თქმა უნდა, სიმშვიდეს ვერ პოულობენ მკვლელები; ისინი  გამოსყიდვას ითხოვენ. ამ გარდაცვლილებისთვის სიმშვიდის მოპოვებაჩვეულებრივ შესაძლებელია განლაგებების მეშვეობით.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
როდესაც განსაკუთრებით ახალგაზრდა ნათესავი გარდაიცვლება, ჭეშმარიტების წინადადებებისერთი ვარიანტი, რომელიც ამ დროს ცოცხლებსა და მკვდრებს ერთმანეთთან აკავშირებს, შემდეგია:,,შენ მკვდარი ხარ. მე კიდევ ცოტა ხანს ვიცოცხლებ და მერე მეც გარდავიცვლები. გთხოვ, კეთილადშემომხედე სანამ აქ დავრჩები, მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მომეცემა“.
 
სიყვარული უმაღლესი კანონია
 
ოჯახის ენერგეტიკულ ველს სიყვარულის კანონები მართავს, რომელთა დარღვევაც შეუძლებელია. როდესაც ეს კანონები შებღალულია, ინდივიდები იტანჯებიან; ამ კანონებისადმი მორჩილებისას, ადამიანები აყვავდებიან, მათ ბედი დაასაჩუქრებთ. ოჯახური განლაგება გამოასწორებს სისტემის შეურაცხყოფას და ამ გზით მოაქვს განკურნება. ისინი ამას აკეთებენ განსჯის გარეშე და იმიტომ, რომ სიყვარულით ხელმძღვანელობენ.

 

 ოჯახური განლაგებების სიბრძნის ყოველდღიურობაში გადატანა
 
ოჯახური განლაგებები გვიჩვენებს, რომ ჩვენ პაიკები ვართ ჩვენი ოჯახის ენერგეტიკულ ველში და მოქმედება შეგვიძლია. ამ წიგნში მოყვანილია რამდენიმე წესი, რომლებიც განლაგებამ გამოავლინა ცხოვრების სხვადასხვა სფეროების შესახებ, სასარგებლო მედიტაციები, სავარჯიშოები და ჭეშმარიტების წინადადებები, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარი თავის გასათავისუფლებლადგამოიყენოთ. მე მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ განლაგების სემინარებშიც.
 
ზოგიერთი ადამიანი საეჭვოდ მიიჩნევს დინამიკას, რომელსაც ოჯახური განლაგებები ავლენს. ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, უჩვეულოა ჩვენი დროისთვის, განსაკუთრებით აქცენტი ეთიკისა და ათი მცნების ღირებულებებზე. სხვა ადამიანებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, შვებაა ეთიკური, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი ცხოვრების ღირებულების აღიარება და დამტკიცება ოჯახური განლაგებისენერგეტიკულ ველში.
 
გამოაფხიზლეთ თქვენი კონსტრუქციულად კრიტიკული სულისკვეთება და ჩაერთეთ ექსპერიმენტში, რომელიც აღმოგაჩენინებთ თუ როგორ შეიძლება ოჯახური განლაგების სიბრძნემ გააფართოვოს თქვენი ბედნიერების შეგრძნების საზღვრები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 
როგორ გავაკეთოთ ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები
 
ჭეშმარიტების მრავალმა წინადადებამ შეიძლება გაგვაკვირვოს - სწორედ ამიტომ აქვთ მათ ასეთი ეფექტი. ხშირად მათში ჩადებული იდეები საკამათოა. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს ჩვეულ რწმენებს, ანგრევენ ჩვენი აზროვნების ძველ პატერნებს და მივყავართ აზროვნებისა და გაგების ახალი გზებისკენ.
 
ზუსტად შევიძლია გითხრათ, რომ როდესაც სავარჯიშო ან ჭეშმარიტების წინადადებები ცვლილებებს იწვევენ, ისინი არამხოლოდ ინტელექტუალურ დონეზე გვცვლიან, არამედ გაცილებით ღრმად. მათი საშუალებით ემოციურ და ფიზიკურ განთავისუფლებას ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მყისიერია, მაინც საჭიროა დრო გამოყოთ, რომ ამ იდეებმა და გამოცდილებამ დროთა განმავლობაში დამატებითი ცვლილებეი მოგვიტანოს. ისინი მართლაც ძალიან ძლიერები არიან. მე მოგიწოდებთ, მისცეთ მათ საშუალება იმუშავონ თქვენზე და ინტეგრირდნენ თქვენს ცხოვრებაში. დაიმახსოვრეთ, ყოველთვის უმჯობესი დახმარებისთვის თერაპევტს მიმართოთ, როდესაც სიღრმისეული თემები ზედაპირზე ტივტივდებიან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff