ოჯახური განლაგებები

ჯოი მანე
5
1

სექსი და ურთიერთობები: თავისუფალი სექსი არ არსებობს


 სექსი და ურთიერთობები: თავისუფალი სექსი არ არსებობს
 
სექსი გაცემის და მიღების კიდევ ერთი ფორმაა
 
ადამიანებს შორის ყველა ურთიერთობას აქვს შედეგები, თუნდაც ყველაზე ხანმოკლე საუბარს. გაცემის და მიღების წესები ვრცელდება ყველა შეხვედრასა და ურთიერთობაზე. ყოველთვის, როცა სხვა ადამიანს ვესაუბრებით, შესაძლებლობა გვაქვს  გამოვხატოთ პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, მგრძნობელობა და ა.შ. და მივიღოთ იგივე. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი გავლენა აქვს ისეთ ინტიმურ დონეზე ურთიერთობას როცა პარტნიორთან გვაქვს სექსი. განლაგებები აჩვენებენ, რომ თავისუფალი სექსი არ არსებობს.
 
გონივრული კავშირები
 
ოჯახური განლაგებები აჩვენებენ, რომ როგორც კი ვინმესთან სექსუალურ ურთიერთობაში შევდივართ, იქმნება კავშირი. ეს კავშირი ნარჩუნდება და ნაკლებ ენერგიას ტოვებს შემდგომი კავშრებისთვის. ამრიგად, ისინი სუსტდებიან. სწორედ ამიტომ მეორედ განქორწინება ან დაშორებაბევრად მარტივია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ურთიერთობაში ნაკლები სიყვარულია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კავშირი უფრო სუსტია.
 
ოჯახი სექსუალური აქტით იქმნება. წყვილს შორის კავშირი უფრო ძლიერია, როდესაც შვილები ჩნდებიან. ყოველი სექსუალური აქტი ქმნის კავშირს. იმ დროს, როდესაც შემთხვევითი სექსი ახლა ნებადართულია, ოჯახური განლაგებები ცხადყოფს, რომ სექსუალური აქტი არასდროსაათავისუფალი: უფრო სწორად, თითოეულ მათგანს შედეგები მოჰყვება. ქორწინება უფრო ძლიერი ვალდებულებაა და შესაბამისად, უფრო ძლიერი მაკავშირებელია, ვიდრე უბრალოდ თანაცხოვრება.
 
გაეცით და მიიღეთ გულუხვად
 
სექსუალურ გაცემასა და მიღებაში, ისევე როგორც ყველა გაცემასა და მიღებაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორებს შორის თანასწორობა დაიკარგება. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში როდესაც ყველაფერი დასაშვებია. მიუხედავად ამისა, როდესაც ერთი პარტნიორი აღგზნებულია და სექსუალური სურვილი აქვს, ხოლო მეორეს არა, მსურველმა შეიძლება თავი შეურაცხყოფილად ან შერცხვენილად იგრძნოს თავისი სექსუალური ლტოლვის გამო, ხოლო იმ პარტნიორმა, რომელსაც ეს სურვილი არ აქვს - უპირატესად. გაცემისა და მიღების ბალანსი ასეთ დროსაც ირღვევა. 
 
დედა და მამა ჩვენს საწოლში
 
ზოგჯერ სექსუალური გრძნობების გამოხატვაში შეზღუდულები ვართ ჩვენი ოჯახისადმიკუთვნილების გამო. თუ ჩვენს მშობლებს სქესობრივი შეზღუდვა ჰქონდათ, მათ მიმართ ლოიალობის გამო,  შეიძლება ჩვენც თავი შევიზღუდოთ.
 
წარმოიდგინეთ, თქვენს დედას ან მამას ეუბნებით: „ზოგჯერ ძვლივს ვითმენ, ისე მინდა ჩემს ცოლთან/ქმართან მოსიყვარულება“. (LHS, გვ. 35)
 
გონივრული ურთიერთობები -
 
წყვილები
 
თანაბრად დაუკავშირდით: ნუ ეცდებით ვინმეს შეცვლას
 
ჩვენ ურთიერთობაში შევდივართ იმ იმედით, რომ ჩვენი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა ასეა. თუმცა, როდესაც ჩვენი პრიორიტეტი ეს საჭიროებებია გვსურს დედა ან მამა და არა პარტნიორი. მაშინ ვერც პარტნიორისგან ვიღებთ მის საუკეთესო მხარეს და ვერც საკუთარი თავისგან.
 
რეალური პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობას. თითოეული ადამიანი სრულად არის აღიარებული და მიღებული ისეთი, როგორიც არის და არცერთის შეცვლის საჭიროება არ დგას. როდესაც ზეწოლა არ არის, რომ ვინმე უნდა შეიცვალოს, განვითარება თავისუფლად ხდება და პარტნიორები ავითარებენ თავიანთ პოტენციალს.
 
ვინც პირველი მოვიდა, პირველმა უნდა მიიღოს
 
ოჯახშიც და ურთიერთობებშიც არსებობს „სიყვარულის წესრიგი“. ოჯახში უპირატესობა ენიჭება მშობლების ურთიერთობას. რადგან ჯერ ის არსებობდა სანამ ბავშვები დაიბადებოდნენ. როდესაც ბავშვებს პირველ ადგილზე აყენებენ, ეს ასუსტებს კავშირს მშობლებს შორის და ბავშვები თავს დაუცველად გრძნობენ. ისინი თავს ყველაზე დაცულად გრძნობენ მაშინ, როცა მშობლების ურთიერთობა მყარია.
 
თითოეულ მშობელს საკუთარი გავლენის სფერო აქვს
 
დედებმა თავიანთი ვაჟიშვილები მამის გავლენის სფეროში უნდა დატოვონ, მამებმა კი ქალიშვილები დედის გავლენის სფეროში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო სქესის მშობელი უფრო მეტად უყვარს ბავშვს. ასე მშობლებს შორის ურთიერთობა მყარი რჩება და როდესაც შვილები იზრდებიან რეალური პარტნიორული ურთიერთობები შეუძლიათ. 
 
დედის ვაჟები და მამის ქალიშვილები
 
ურთიერთობებში ერთ-ერთი საშიშროება ის არის, რომ დროთა განმავლობაში თავდაპირველიენთუზიაზმი იკარგება და იქმნება უკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია გაუწონასწორებელ გაცემასთან და მიღებასთან. იმედგაცრუებული პარტნიორები ერთმანეთისგან დისტანცირდებიან. ამ დროს მამები თავიანთი ქალიშვილებისკენ ტრიალებიან, დედები კი ვაჟებისკენ და მათ აყენებენ პირველ ადგილზე.
 
ვაჟს, რომელიც დედის გავლენის სფეროში რჩება, ე.წ ,,დედიკოს ბიჭს’’ ქალების მოხიბვლა კი შეუძლია, მაგრამ ქალთან თანაბარ ურთიერთობაში ვერ იქნება. ქალს, რომელიც რჩება „მამიკოს გოგოდ“, ასევე შეუძლია აცდუნოს კაცები, მაგრამ კაცთან თანაბარ ურთიერთობაში ვერ იქნება. დედის ვაჟები და მამის ქალიშვილები ვერ ხდებიან ძლიერი მშობლები.
 
რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა შვილების გასათავისუფლებლად? წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ვაჟიშვილს, ან ქალიშვილს ეუბნებით: ,,როდესაც გიყურებ, შენში შენს დედასაც/მამასაც ვხედავ. მე ვხედავ შენს სილამაზეს და ასევე ვხედავ [მის] სილამაზეს შენში." ამ გზით მშობლების ურთიერთობას პატივი მიეგება და ბავშვები უბრუნდებიან გავლენის სფეროს, რომელიც მათ ყველაზე დიდ ძალას აძლევს.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
ჯგუფი დავყავი დედებად, მათ შვილებად და ვაჟების არჩეულ პარტნიორებად. დედებს ევალებოდათ, ხელი ჩაეკიდათ ვაჟიშვილებისთვის, წაეყვანათ ისინი პარტნიორებთან და ეთქვათ: „მე გაღიარებშენ მის არჩეულ პარტნიორად და ნებით გაძლევ მას“.
 
იმ დედებისთვის, ვისი ვაჟებიც „დედიკოს ბიჭები“ იყვნენ,  ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.
 
დაე ბიჭები გახდნენ კაცები და გოგოები - ქალები
 
გარდაუვალია ის რომ, ვაჟი თავისი სქესიდან გამომდინარე მამაკაცურობას მამისგან და მამრობითი წინაპრების ხაზისდან იღებს, ქალიშვილი კი ქალურობას დედისგან და წინაპრების ქალური შტოდან - და არ აქვს მნიშვნელობა როგორია ამ ადამიანიების პიროვნება და ისტორია. 
 
თუ პროტესტი გიჩნდებათ ამ იდეის მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სქესის მშობელს ამ სიტყვებს ეუბნებით:
 
ძვირფასო დედა, მე ქალი ვარ, ისევე როგორც შენ. პატივს ვცემ შენს ქალურობას რომელსაც შენგანვიღებ.
 
ძვირფასო მამა, მეც შენნაირი კაცი ვარ. პატივს ვცემ იმ ვაჟკაცობას, რომელსაც შენგან ვიღებ.
 
მძიმე ბედის შემთხვევა
 
როცა დედას ან მამას განსაკუთრებით მძიმე ბედი აქვს და მის ოჯახში საშინელებები მოხდა, მაშინ ჯობია ყველა შვილი უფრო მსუბუქი ბედის მქონე მშობლის გავლენის ქვეშ იყოს. ეს იქნება მათი ბუნებრივი ადგილი განლაგებებში.
 
ქალი მიყვება მამაკაცს, ხოლო მამაკაცი ემსახურება ქალს
 
ზოგადად, ურთიერთობები საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ქალი მიყვება მამაკაცს, მასთან შედის ოჯახში, იღებს მის ენასა და კულტურას, ხოლო მამაკაცი ემსახურება ქალს.
 
ჰელინგერის ეს იდეა ადამიანებში უამრავლესობაში პროტესტს იწვევს. მაგრამ ისინი პოეტურად უნდა გავიგოთ  და არა სიტყვასიტყვით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ ქალი ხართ, ,,ჩემს ქმარს მივყვები?’’ და თუ კაცი ხარ, ,,ვემსახურები ქალს?’’

და მიეცით საშუალება ამ იდეებს რომ კარგად გაიაზროთ.
 
როგორ დავშორდეთ სწორად
 
განშორება რთულია და ხშირად არ ხდება ისე, რომ ორივე პარტნიორი პატივისცემით დაემშვიდობოს იმას, რაც იყო. ეს ერთ-ერთი ჭეშმარიტების წინადადებაა, რომელსაც ჰელინგერი გვთავაზობს ამ შემთხვევისთვის:
,,მე ვიღებ ყველაფერს კარგს, რაც მომეცი. ეს უდიდესი საჩუქარია და მე მას ვაფასებ. ყველაფერი რაც მოგეცი, სიამოვნებით მოგეცი და შენია, შეგიძლია იქონიო. მე ვიღებ პასუხისმგებლობის წილს იმაზე, რაც ჩვენს შორის არასწორად წარიმართა. ხოლო შენს პასუხისმგებლობას შენ გიტოვებ. ახლა კი მშვიდად გტოვებ. (LHS, გვ. 78)
 
ქორწინებით დანათესავებულები ცოლ-ქმრის საწოლში
 
მამაკაცი და ქალი ქორწინდებიან. თითოეულ მათგანს ურთიერთობაში შემოაქვს საკუთარი ოჯახის სინდისი და ჩვეულებები და თითოეულს სურს შეინარჩუნოს მიკუთვნებულობის ეს ნიშნები. ზოგჯერ ერთ-ერთ პარტნიორს სჯერა, რომ მისი ოჯახი უპირატესია და სურს თავისი წესების დაწესება. მაშინ მეორე პარტნიორი განიხილება როგორც არასრულფასოვანი და საჭიროებს კომპენსაციას. ამის გარეშე გაცემისა და მიღების ბალანსი ირღვევა.
 
როდესაც ურთიერთობაში თითოეული პარტნიორის წარმოშობის ოჯახს პატივს სცემენ და ქმნიან საკუთარ სინდისს, რომელსაც იმ ადათ-წესებზე დააშენებენ, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღეს, ისინი ნამდვილ წყვილად იქცევიან.
 
წინა პარტნიორები ცოლ-ქმრის საწოლში
 
სიყვარულის წესრიგში, ამჟამინდელ პარტნიორს უპირატესობა ენიჭება წინა პარტნიორებთან მიმართებაში. თუმცა, წინა პარტნიორები გავლენას ახდენენ შემდგომ ურთიერთობებზე. ის ვინც დღეს ვართ სწორედ მათი გავლენით გავხდით. ჩვენ ახალ ურთიერთობაში ის სიმდიდრე შეგვაქვს რომელიც ჩვენი წინა პარტნიორებისგან ვისწავლეთ.
 
წარმოიდგინეთ და უთხარით თქვენი პარტნიორის წინა პარტნიორ(ებ)ს: ,,მე ვაღიარებ იმ როლს, რომელიც შენ შეასრულე იმაში, რომ  [პარტნიორის სახელი] გახდა ის ადამიანი ვინც მიყვარს".
 
როდესაც წინა პარტნიორები არ არიან აღიარებული და დაფასებული, ბავშვები მათთან ხდებიან იდენტიფიცირებულები.
 
მეორე და შემდგომი ურთიერთობები
 
მეორე ურთიერთობა შეიძლება იყოს უფრო მოსიყვარულე და მართლაც უფრო ბედნიერი, მაგრამ მისი კავშირის სიმკვრივე უფრო სუსტი იქნება. ამიტომ მეორედ განქორწინება ან განშორება უფრო ადვილია, მესამედ კი კიდევ უფრო ადვილი.
 
 
-გონივრული ურთიერთობები-
 
მამაკაცის და ქალის როლები
 
ტრადიცია
 
ოჯახები, როგორც წესი, უფრო ჰარმონიულად ცხოვრობენ როდესაც ქალი მართავს სახლს და მამაკაცი მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ბევრი ემანსიპირებული ქალის მსგავსად, მეც ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ შემიძლია ისეთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველთვის ასე არ არის.
 
საწინააღმდეგო შემთხვევის მაგალითი
 
ქალი საკმაოდ დატვირთულ სამუშაოზე მუშაობს. კაცი კი სახლშია. ამ დროს წყვილს საშუალება აქვს შვილები მათი შეხედულებისამებრ აღზარდოს - ერთი მშობელი მათთან რჩება სახლში. ისინიძალიან ბედნიერები არიან და დღის ბოლოს ორივეს შეუძლია მეორე ადამიანში მისი საუკეთესო მხარე დაინახოს.
 
თუმცა აღსანიშნავია რომ, ქალი მამაკაცს გაჰყვა მის ქვეყანაში საცხოვრებლად, ხოლო კაცს შენარჩუნებული აქვს თავისი მამაკაცურობა და ემსახურება ქალურს. 
 
ჰომოსექსუალიზმი ემსახურება ოჯახის ენერგეტიკულ ველს
 
ოჯახის ველი ორგანული არსებაა, რომელიც ყოველთვის ეძებს წონასწორობას და ჰარმონიას საკუთარი პირობებით. ის ყოველთვის არ არის ჩვენი გაგებით "სამართლიანი". ზოგიერთ ადამიანს უფრო რთული ბედი აქვს ოჯახურ ველში არსებული გარემოებების გამო, ვიდრე სხვებს, მაშინ როდესაც იგი სრულიად უდანაშაულოა. მათი რთული ბედი ოჯახური ველის ხელახლა დაბალანსებას ემსახურება.
განლაგებები აჩვენებს, რომ ჰომოსექსუალიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს ჩახლართულობით ან იდენტიფიკაციით. ეს ხდება მაშინ, როდესაც სისტემური დინამიკა ბავშვის იდენტიფიკაციასსაპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ახდენს, რადგან იგივე სქესის ბავშვი არ არის მისთვისხელმისაწვდომი.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
კლიენტის დედამ მაშინ დაკარგა და, როდესაც ძალიან პატარა იყო. კლიენტი მისი ერთადერთი ვაჟიშვილია. ის მიდრეკილია ამ დასთან იდენტიფიკაციისკენ და ჰომოსექსუალია.
 
ჰომოსექსუალიზმი ასევე ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი იდენტიფიცირებულია იმ ადამიანთან, რომელიც დაამცირეს და გარიყეს ოჯახური სისტემიდან.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
მას შემდეგ რაც დედის საქმრომ აღმოაჩინა რომ სიფილისი ჰქონდა, ნიშნობა გააუქმა. დედა აბუჩად იგდებდა მას. მისი ვაჟი ჰომოსექსუალია და ასევე აბუჩად აგდების და გარიყვის მსხვერპლია.
 
(LHS, გვ. 72)
 
კიდევ ერთი სისტემური დინამიკა, რომელიც ჰომოსექსუალობას იწვევს, ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი რჩება საპირისპირო  სქესის მშობლის გავლენის სფეროში.
 
ჰომოსექსუალობა ბედისწერაა და როგორც ყველა ბედისწერას, მასაც პატივი უნდა მიეგოს.
 
-გონივრული კავშირები-
 
მშობლები და შვილები
 
ითამაშეთ უსაფრთხოდ: პატივი ეცით მამას, დედას და უფროს და-ძმებს
 
მშობლები და შვილები გათანაბრებულები არ არიან. მშობლები პირველები იყვნენ. უფროსიშვილები უმცროს შვილებზე წინ დგანან: ისინი მეტს გასცემენ და მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ. როდესაც ამ აშკარა იერარქიას ემორჩილება, ურთიერთობები ჯანსაღია და ბავშვები თავს არიდებენ ჩახლართულობას.
 
მშობლები უფრო მეტს გასცემენ; ბავშვებს აქვთ ვალდებულებები
 
გაცემისა და მიღების ბალანსში მშობლები მეტს გასცემენ, ბავშვები კი მეტს იღებენ. შემდეგ ისინი თავის მხრივ უფრო მეტს მისცემენ თავიანთ შვილებს.
 
ასაკოვანი მშობლები
 
მშობლების გაცემა ბავშვებს ვალდებულებებს უქმნით. პრიორიტეტი ენიჭება მშობლების ბიზნესს, ჰობის და ა.შ. ზოგიერთ ბავშვს ეშინია და უკმაყოფილოა იმითი რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხანდაზმული მშობლების მიმართ, წარმოიდგენენ რა, რომ ვალდებულნი არიან ისე მიაქციონმშობლებს ყურადღება, როგორც ისინი მოითხოვენ. სისტემური სინდისი მოითხოვს, რომ მათზე ვიზრუნოთ ჩვენი სწორი მოქმედებებით. 
 
მშობლის როლის შესრულება: ბავშვები პატარები არიან, მშობლები დიდები
 
ოჯახის ენერგეტიკული ველი მოითხოვს, რომ ჩვენი, როგორც მშობლების როლი შევასრულოთ. ჩვენ არ შეგვიძლია მისი საზღვრების წაშლა, ან მისი ტვირთის შვილებთან გაზიარება.
 
ზოგჯერ მშობლები შვილებს ისე ექცევიან, როგორც მეგობრებს თითქოს ისინი ზრდასრულები იყვნენ. შედეგი არის ის, რომ როცა ისინი ინტიმურ ურთიერთობებს იწყებენ, აწყდებიან იგივე პრობლემებს, რაც მათ მშობლებს გადახდათ. ამ გზით მშობლები შვილებს თავიანთ პრობლემებში ხვევენ. ბავშვები თავიანთი „გიჟური სიყვარულით“ ცდილობენ მშობლების ტვირთის ატანას და მათი პრობლემების მოგვარებას. ეს შეუძლებელია. 
 
მშობლების ახლანდელი ან წინა ურთიერთობების ინტიმური დეტალები, ასევე მათი ურთიერთობის პრობლემები მშობლებთან ბავშვებს არ უნდა აწუხებდეთ. განლაგებაში, განკურნება ხდება მაშინ, როდესაც მშობლები ასრულებენ თავიანთ როლებს, პასუხისმგებლობებს და დანაშაულს აღიარებენ(როდესაც ეს მიზანშეწონილია). ქვემოთ მოყვანილია ჭეშმარიტების წინადადება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ მშობლები ძალიან ბევრ რამეს გიყვებოდნენ:
 
წარმოიდგინე, შენს მშობლებს ეუბნები: ,,შენ დიდი ხარ, მე კი პატარა. შენ უფროსი ხარ და მე ბავშვი. ზრდასრულების პრობლემებს შენ გიტოვებ".
 
ეს გაყენებს იმ პოზიციაში, როდესაც პატივს სცემ შენს მშობლებს და გჯერა, რომ ისინი საკუთარ პრობლემებს გაუმკლავდებიან ზრდასრულების შესაფერისად.
 
ჩვენ ყოველთვის სწორი მშობლები გვყავს
 
მრავალ თერაპიაში მოგვიწოდებენ, განვსაჯოთ ჩვენი მშობლები. ბავშვები მარცხდებიან და იტანჯებიან, ამაში მშობლებს ადანაშაულებენ, მშობლებიც დამნაშავედ გრძნობენ თავს. ეს არცერთი დაინტერესებული პირისთვის არაა სარგებლის მომტანი. ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად დაძლიონ ბავშვური პრობლემები და იყვნენ ბედნიერები, ხოლო ზრდასრულთა პრობლემებიმშობლებს და მათ ბედს უნდა მიანდონ. განლაგებებით მუშაობისას მოგვიწოდებენ, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე და დადანაშაულებისთვის ადგილს არ გვიტოვებენ. სისტემური სინდისი გვიჩვენებს, რომ ყოველთვის სწორი მშობლები გვყავს. როცა ამას ვაღიარებთ, გავძლიერდებით.
 
წარმოიდგინეთ რომ თითოეულ მშობელს ეუბნებით: ,,ახლა მე შენ მადლიერებით გიღებ, როგორც [დედას/მამას]. შენ ხარ ერთადერთი სწორი [დედა/მამა] ჩემთვის. მადლობას გიხდი ჩემი სიცოცხლისთვის."
თუ სრულად არ მივიღებთ მშობლებს, ჩვენ ვერ მოვწყდებით მათ და ვერ გავხდებით ავტონომიური.
 
გამეორება მიკუთვნებულობის შესანარჩუნებლად
 
ქალმა თქვა, რომ პირობა დადო, არასოდეს მოექცეოდა შვილების ისე, როგორც დედამისი მოიქცა მას. მიუხედავად ამისა, აღმოაჩინა, რომ სწორედ დედამისივით ეპყრობოდა ქალიშვილს. მას გასამეორებლად მიეცა ეს ჭეშმარიტების წინადადება:
 
,,მე ჩემი ქალიშვილის მიმართ არაკეთილსინდისიერი ვარ დედა, როგორც შენ იყავი ჩემდამი და ამით მეც შენნაირი ვარ".
 
ამ ქალმა აღმოაჩინა, რომ საკუთარი ქალიშვილის მიმართ არაკეთილსინდისიერად მოქცევით, საკუთარ დედასთან მიკუთვნებულობის განცდას ინარჩუნებდა, რომელსაც ის საერთოდ უარყოფდა.
 
ბოროტი მშობლებიც კი  სწორი მშობლები არიან
 
ძნელია დამეთანხმო, რომ ცუდი მშობლებიც სწორი მშობლები არიან. შესაძლებელია, რომ მთვრალი და მოძალადე მამა, ან აგრესიული და მაცდური დედა, მართლაც ჩვენი „ნამდვილი “ მშობლები იყვნენ? შეიძლება თუ არა მშობელი, რომელიც ინცესტზე წამოვიდა სწორი მშობელი იყოს ჩვენთვის? ძნელი წარმოსადგენია, და მაინც, სისტემური სინდისის წესები და საკითხის გადაწყვეტები, რომლებიც განლაგებებთან მუშაობას მოაქვს ოჯახის ენერგეტიკულ ველში, აჩვენებს, რომ ეს ნამდვილად ასეა. სისტემურ სინდისს სურს სიცოცხლის გაგრძელება. მხოლოდ სიცოცხლის გაცემის ფაქტი მშობელს სწორ მშობლად აქცევს. როდესაც გვჯერა, რომ ჩვენმა მშობლებმა ზიანი მოგვაყენეს, შემდეგი ჭეშმარიტების წინადადება ძალიან ძლიერად იმოქმედებს ჩვენზე:
 
,,ახლა მე შენ გიღებ როგორც ჩემს [მამას/დედას] და თანახმა ვარ იმ საფასურზე რასაც ამისთვის შენ და მე გავიღებთ. ‘’
 
წინა თავში გაგიზიარეთ ჭეშმარიტების წინადადებები, რომლებიც ხელს უწყობენ ინცესტთანგამკლავებას. ხაზს ვუსვამ: იმის მიღება, რომ მშობლები ყოველთვის სწორი მშობლები არიან ჩვენთვის, არ ნიშნავს რაიმე სახის შეურაცხყოფას. ამ თერაპიაში მოძალადე მშობლები არიან დამნაშავეები და მათ სრული პასუხისმგებლობა ენიჭებათ თავიანთ ქმედებებზე.
 
ბედისწერას შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს და მასვე შეუძლია გაგვაძლიეროს, თუ ამას დავუშვებთ
 
როდესაც დედა მშობიარობისას კვდება, მის შვილს რთული ბედი აქვს. რთულმა ბედმა შეიძლება გაგვაძლიეროს, თუ მათ მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
ქალიშვილი, რომლის დედაც მასზე მშობიარობისას გარდაიცვალა, დედის წარმომადგენელს ამ ჭეშმარიტების წინადადებას ეუბნება: „ახლა მე მიგიღებ დედად და თანახმა ვარ იმ საფასურზე რაც შენ და მე ეს დაგვიჯდა. ჩემს ცხოვრებას შენი პატივისცემით ვიცხოვრებ."
 
ეს ბავშვი თავის ბედს ატარებს და მისგან იღებს ძალასა და შთაგონებას.
 
ჩემი საყვარელი ჭეშმარიტების წინადადებები მშობლებისთვის სათქმელად
 
ეს არის ჩემი საყვარელი ჭეშმარიტების წინადადება, რომელსაც მშობლებისთვის გასამეორებლად ვიყენებ საკუთარ თავზე მუშაობისას.
 
ძვირფასო [დედა/მამა], მე ვიღებ ყველაფერს, რაც მომეცი და ამ ყველაფრისგან საუკეთესოს შევქმნი.
 
მომწონს რომ არავის ვადანაშაულებ, ჩვენ საკუთარ თავზე სრულად ვართ პასუხისმგებლები, როდესაც ვიყენებთ იმას, რაც მოგვეცა. და ბოლოს და ბოლოს, არჩევანი არ გვაქვს. წარსულს ვერ შევცვლით, მხოლოდ ის შეგვიძლია მივიღოთ მომხდარი და გამოვიყენოთ ის, საკუთარი თავის გასაძლიერებლად. ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც ჩვენს ხელთაა. ასე მოიპოვება თავისუფლება.
 
-გონივრული ურთიერთობები-
 
ბავშვები და მშობლები
 
როცა ბავშვები ახალგაზრდები კვდებიან
 
დაბადებამდე დაკარგულ ბავშვებს, ან რომლებიც მალე გარდაიცვალნენ, თავიანთი ადგილი აქვთ ოჯახის ენერგეტიკულ ველში და საჭიროებენ აღიარებას და პატივისცემას.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
სემინარზე მივიდა წყვილი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ბედნიერები არ არიან. ქალი აშკარად საყვარელი ადამიანია; მამაკაცი ცოტათი მოღუშული ჩანს. ქალის დედას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. დავაყენე ქალი, კაცი და დაუბადებელი ბავშვები. ქალი იატაკზე დაეცა, დაკარგულ და-ძმებს ჩაეჭიდა და სასოწარკვეთილი ატირდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელი გაიშვირა - ერთადერთი ნაწილი, რომლის მოშორებაც თავისი გარდაცვლილი დედმამიშვილების მასიდან მოახერხა - თქვა: ,, იქ არავინ არ არის’’ - თან ტიროდა. მამაკაცი შორიდან უყურებდა. მისი სხეულის ენიდან ირკვევა, რომ მიახლოება უნდოდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ ამდენ ტანჯვას გაუძლებდა. მაგრამ მაინც ძალიან ნელ-ნელა მიუახლოვდა და ფეხი იქით დაადო, სადაც ქალი ხელით მისწვდებოდა. ქალმა საბოლოოდ თავი ამოწია გვამების გროვიდან და ჯერ ტერფზე ჩაეჭიდა კაცს, შემდეგ კი ფეხზე, ბოლოს ხელს მისწვდა და გაიმართა, თავი დააღწია მიცვალებულის ტერიტორიას.
 
ყველაზე მშვენიერი ცვლილება კაცში მოხდა. მან თავმოყვარეობა დაიბრუნა თავისი გაბედულობის გამო და მანამდე მოღუშული სახე გაუნათდა.
 
აბორტი
 
აბორტი სულაც არ არის „არასწორი“, მაგრამ ფასი აქვს. გაცემისა და მიღების ბალანსის თვალსაზრისით, აბორტებულმა ბავშვმა სიცოცხლე გასცა. ამიტომ მშობლებმა გულწრფელად უნდაიგლოვნო და ატარონ დანაშაული გამართლების და ახსნა-განმარტებით მისი შესუსტების გარეშე,ამით ისინი ამ ბავშვს ადგილს მიუჩენენ თავის გულში და შემდეგ ხდება გამოსყიდვა: აბორტებულ ბავშვს პატივს სცემენ და შეიძლება ურთიერთობა გაგრძელდეს. როცა ეს არ ხდება, ან როცა ხდება მხოლოდ ერთ-ერთ მშობლის მხრიდან, აბორტის ფასი ურთიერთობა იქნება.
 
შვილად აყვანა
 
შვილად აყვანა წარმატებულია, როცა მშვილებლებს ესმით, რომ ისინი მშობლების შემცვლელები ან წარმომადგენლები არიან და არა მათი ჩამნაცვლებლები და როცა ბიოლოგიურ მშობლებს პატივს სცემენ.
 
როდესაც შვილად აყვანა ხდება ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე და არა მათი მშვილებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად - გაცემის და მიღების წესს პატივს სცემენ, მაშინ შვილად აყვანა წარმატებული იქნება. როდესაც შვილად აყვანა ემსახურება მშვილებელ მშობლებს, რადგან, მაგალითად, მათ არ შეუძლიათ საკუთარი შვილის ყოლა, გაცემის და მიღებისწესრიგი ირღვევა: ბავშვი მაშინ აძლევს მშობლებს იმას, რაზეც მათ ბუნებამ უარი უთხრა- ის მეტს აძლევს. მაშინ არსებობს იმის რისკი, რომ შვილად აყვანილი ბავშვი განაწყენებული დარჩეს.
 
წინაპრების ძალა
 
ჩვენ ჩვენი წინაპრებისგან ვიღებთ ძალას, ხოლო ჩვენი სისუსტეები შეიძლება წარმოიქმნას მათ სიტუაციებში ჩახლართვის და იდენტიფიკაციის შედეგად.
 
ისტორიული ჩახლართულობები
 
როდესაც დესტრუქციულად ვიქცევით ჩვენი პარტნიორის ან შვილების მიმართ, ჩვენი ქცევა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ჩახლართულობით ან იდენტიფიკაციით. როგორც თქვენი მშობლები ექცეოდნენ ერთმანეთს, თქვენც სავარაუდოა რომ იმავე ქცევას გაიმეორებთ. თუ თქვენს ბებია-ბაბუას პრობლემები ჰქონდათ პარტნიორებთან, შეიძლება თქვენც ჩაიხლართოთ მათ ისტორიებში და იგივე გააკეთოთ. 
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
პოლონეთში შევქმენი აბსტრაქტული განლაგება: კონკრეტულად არავინ იყო წარმოდგენილი. იყო კაცების ხაზი, რომლებიც წარმოადგენდნენ პოლონელ მამაკაცებს და ქალების ხაზი, რომლებიც წარმოადგენდნენ პოლონელ ქალებს. როდესაც განლაგება გაიშალა, გამოჩნდა უნდობლობა, შიში და მწუხარება. პოლონეთს მრავალსაუკუნოვანი ომის ისტორია აქვს. თითოეული კაცი-შვილი ჯარისკაცად და მოსაკლავად იბადებოდა. ყველა ქმარი წინასწარ იყო განწირული ჯარისკაცობისთვისრომელსაც მოკლავდნენ. კაცები ერთიმეორის მიყოლებით დაეცნენ მიწაზე. ქალები ერთმანეთს უყურებდნენ გასამხნევებლად.
 
თანდათან ქალები კაცებთან მიდიოდნენ და მიწიდან აყენებდნენ მათ. ქალებს ვუთხარი კაცებისთვის ეთქვათ: „ახლა მე გხედავ ქმრად, რომელიც ჩემთან ერთად იცხოვრებს სიბერემდე და ჩემთან ერთად გაიხარებს შვილიშვილებით“. ეფექტი ძალიან ძლიერი იყო, როგორც ქალების, ისე კაცების შემთხვევაში.
 
ჩვენი წინაპრების მიწა და რელიგია
 
ჩვენი ოჯახი ცხოვრობს ქვეყანაში და დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან. ეს კუთვნილება ჩვენი ქვეყნისადმი მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე დავიბადეთ კონკრეტულ რელიგიაში და ვალდებულნი ვართ მასაც ვცეთ პატივი.
 
კონკრეტული ისტორიის მაგალითი
 
დედის დედა გერმანიიდან გაიქცა, დედის მამა - რუსეთიდან. ამ ქალმა ქმარი მესამე ქვეყანაში გაიცნო და დაქორწინდა. მათი ვაჟი დაჟინებით მოითხოვდა გერმანული ენის სწავლას სკოლაში და საბოლოოდ ბერლინში წავიდა საცხოვრებლად, საიდანაც მისი ბებია იყო. მათმა ქალიშვილმა რუსული ისწავლა და სამუშაოდ რუსეთში წავიდა.
 
მშობლები, დაბადებით ებრაელები იყვნენ, მაგრამ არ მისდევდნენ იუდაიზმს,
ვითარება ისე აეწყო, რომ მათ შვილიშვილებს ებრაულ სკოლაში მოუწიათ სიარული.
 
წინაპრების მხარდაჭერა ურთიერთობებში
 
ზოგჯერ განლაგების დროს ვხედავთ, რომ მამაკაცი ან ქალი სუსტია. ის ძლიერად ვერ მიდის პარტნიორთან და ამიტომ მათი ურთიერთობა წარუმატებელია. ამ შემთხვევაში არსებობს სავარჯიშო წინაპრების ძალების მოხმობისთვის.
 
ძალის მიღება წინაპრებისგან
 
წარმოიდგინეთ, რომ პარტნიორის საპირისპიროდ დგახართ და უყურებთ მას. დააკვირდით თავს ძლიერად გრძნობთ თუ სუსტად. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მამაშენი, თუ მამაკაცი ხარ, ან დედაშენი, თუ ქალი ხარ, შენს უკან დგას. ეს გაძლიერებს თუ გასუსტებს? თუ გასუსტებს, მაშინ სავარაუდოა, რომ თქვენს იმავე სქესის მშობელს ასევე პრობლემები ჰქონდა ურთიერთობაში ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით.
 
წინაპრებისთვის მიმართვა მხარდაჭერისთვის
 
თუ მამაკაცი ხარ და ჯერ კიდევ ხედავ საკუთარ თავს მამაშენის წინ მდგომს, შენს წარმოსახვაში ბაბუა დაამატე მამის ზურგს უკან, ხოლო მის უკან ბაბუაშენის მამა. წარმოიდგინეთ ვაჟებისა და მათი მამების გრძელი რიგი, სადაც თქვენ დგახართ ყველა მათგანის წინ. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ნდობით ეყრდნობით მამას ზურგით მკერდზე და მხრებზე. გულში გაიმეორეთ:
 
,,ახლა მე ვაძლევ უფლებას ყველა ამ მამაკაცის ძალა შემოვიდეს ჩემში მადლიერებითა და პატივისცემით. ახლა მათგან ვიღებ ჩემს ძალას. მე მოვდივარ ძლიერი კაცების ამ ხაზიდან. პატივს ვცემ ძლიერ კაცთა იმ ხაზს, საიდანაც მოვდივარ."
 
თუ ქალი ხარ, წარმოიდგინე შენი წინაპარი ქალების ხაზი. წარმოიდგინე, რომ მთელი ძალითეყრდნობი დედის მკერდს და მხრებს ზურგით და გულში წარმოთქვი:
 
,,ახლა უფლებას ვაძლევ ყველა ამ ქალის ძალა შემოვიდეს ჩემში მადლიერებითა და პატივისცემით. ახლა მათგან ვიღებ ჩემს ძალას. მე მოვდივარ ძლიერი ქალების ხაზიდან. პატივს ვცემ ძლიერი ქალების იმ ხაზს, საიდანაც მოვდივარ."
 
აღიარება ჩვენი წინაპრებისგან
 
წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს წინაპარი გეუბნებათ: ,,ჩვენ გხედავთ, როგორც [ქალს/მამაკაცს].გვიხარია ის [ქალი/კაცი], რომელიც ხარ. ვლოცავთ იმ [ქალს/მამაკაცს], რომელიც ხარ."
 
ჩვენი წინაპრების სიყვარულისადმი გახსნა 
 
დაუშვით, რომ, სიცოცხლის მომნიჭებელი სიყვარული თქვენი წინაპართა ხაზით შემოვიდეს თქვენში.
 
ეს სავარჯიშოები საშუალებას მოგცემთ ძლიერად მიიტანოთ თქვენი ქალურობა ან მამაკაცურობა თქვენს პარტნიორამდე.
 
სიცოცხლის წყაროდან ძალის მიღება
 
ცხოვრება მხოლოდ ჩვენი მშობლებისგან არ მოდის. ის ასევე მოდის ჩვენი წინაპრების მეშვეობით და მისი წყაროდან. ჩვენი მშობლები გვაკავშირებენ სიცოცხლის წყაროსთან. როდესაც პატივს ვცემთ ჩვენს მშობლებსა და წინაპრებს, ასევე პატივს ვცემთ ამ სიცოცხლის წყაროს.
 
წარმოიდგინე შენი მშობლები, რომლებიც შენს უკან დგანან და მათი მშობლები მათ უკან და ასე შემდეგ უთვალავი თაობა. ახლა წარმოიდგინეთ დიდი და მშვენიერი შუქი ყველა მათგანის მიღმა და დაინახეთ, რომ ეს შუქი, რომელიც მათში მიედინება თქვენშიც შემოდის და თქვენი მეშვეობით თქვენს შვილებსა და შთამომავლობას გადაეცემა.
 
იყავი მადლიერი.
 
განლაგებების უფრო ფართო გამოყენება
 
ოჯახური განლაგების მეთოდი შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული მრავალი სახის ენერგეტიკულ ველებზე. განლაგებებს უკვე იყენებენ სამსახურებში, ეს მიმართულება სწრაფად განვითარებადია. ეს მეთოდი გამომიყენებია სიზმრის ასახსნელად. ასევე დიდი სიამოვნება მივიღე ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფთან მისით მუშაობისას. 
 
ბიზნეს განლაგებები
 
ეს განლაგებით შექმნილი ენერგიის ველის შედარებით ახალი გამოყენების სფეროა. რომელიცოჯახური განლაგების წესების გარკვეული ვარიაციებით იმართება. რაც შეეხება პრიორიტეტებსა და იერარქიებს, პრიორიტეტი ენიჭებათ კომპანიაში ახლად დასაქმებულებს, მაგრამ აქაც არსებობსგარკვეული გადახვევები: კონკრეტულ სამუშაო ჯგუფებში პრიორიტეტი შეიძლება განსხვავებულად იყოს გადანაწილებული. ყველა მუშაკის პატივისცემა თანაბრად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მათი წვლილის აღიარება და გაცემისა და მიღების ბალანსი. მიკუთვნებულობის უფლება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მისი ეფექტის აღიარება, როდესაც ვინმეს გაათავისუფლებენ. ფასილიტატორები ამ ტიპის განლაგებებთან ძალიან ფრთხილობენ, რომ შორს არ შეტოპონმონაწილეთა ცხოვრების ინტიმურ დეტალებში.[1]
 
სიზმრები
 
განლაგების გამოყენებით სიზმრები არაჩვეულებრივად იხსნება.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
კლიენტმა, რომელსაც კარგად ვიცნობ, სემინარის წინ მითხრა, რომ განმეორებით სიზმრებს ნახულობს. მასში ორი ქალია: ერთი კეთილი და მოსიყვარულე და მეორე მკვლელი. ასევე ექვსი კაცი. მან სიზმარი ოჯახური განლაგების წესებით განალაგა. შედეგად გამოვლინდა მამაკაცების მიმართ ის მავნე დამოკიდებულება, რომელიც მისი ოჯახის ქალებს ჰქონდათ თაობების განმავლობაში და რადიკალური ცვლილების საშუალება მიეცა.
 
თეატრი
 
განლაგება ჩავატარე ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფთან, როგორც მათი უნარების გაღრმავების საშუალება. კარგი სპექტაკლი ჩვენზე ღრმად მოქმედებს და შეიძლება საკუთარი ცხოვრების დანახვაში დაგვეხმაროს. თუმცა მის პერსონაჟებთან შედარებით ნაკლებად ვართ გაიგივებული, ვიდრე საკუთარ ოჯახთან.
 
ახალგაზრდა მსახიობებმა რომეო და ჯულიეტა აირჩიეს და ორჯერ შევადგინეთ განლაგება. ჯერ რეჟისორმა განალაგა. განლაგებამ აჩვენა, რომ რომეოს დედა და ჯულიეტას მამა ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ ერთმანეთით სექსუალურად. ჩვენ ყველას გვაინტერესებდა ეს, როგორც ამბის დამაჯერებელი გასაღები. შემდეგ, ერთ-ერთმა მსახიობმა განალგა. ამჯერად გამოიკვეთა რომეოსა და მამამისის კონფლიქტური ურთიერთობა.
 
ჩვენ ყველამ აღმოვაჩინეთ, რომ ეს განლაგებები უფრო ღრმად წარმოადგენდნენ პიესას. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოგვიკვლევია განლაგების პერსონალური ასპექტები.
 
განლაგებების ჭეშმარიტების წინადადებები  სხვა თერაპიებში
 
ჭეშმარიტების წინადადებებს ბევრ თერაპიაში ეთმობა მნიშვნელოვანი ადგილი, მე მათ ვიყენებ ჩემს სხვადასხვა პრაქტიკებში -  სუნთქვაზე მუშაობისას[2], ხმოვანი დიალოგისა[3] და ენერგეტიკული ცნობიერების სწავლებისას. ჭეშმარიტების წინადადებების სუნთქვითი მეთოდების სესიის თემად აღება ძალიან ღრმა გამოცდილებას იძლევა.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
კლიენტი განაწყენებული იყო დედამისზე და თავს დამნაშავედ გრძნობდა. ის ისეთი ბავშვი იყო, რომელსაც დღე ეძინა და ღამით ტიროდა. მას შემდეგი ჭეშმარიტების წინადადება გავამეორებინე: ,,ძვირფასო დედა, ვნანობ, რომ ვერ შევძელი გავმხდარიყავი ისეთი ბავშვი, როგორიც შენ გსურდა." ამან გამოიწვია მისი მსხვერპლის ცნობიერების დასრულება. მნიშვნელოვანი გარღვევა იყო.
 
ეს ჭეშმარიტების წინადადებები შეიძლება სასარგებლო იყოს თერაპიის მრავალ მეთოდსა და სიტუაციაში.
 
 
პრაქტიკული დეტალები
 
ვინ არის შესაფერისი კლიენტი?
 
ეს მეთოდი განკუთვნილია მათთვის, ვისაც შეუძლია და სურს პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და აქვს საკმარისი გამბედაობა, მიიღოს სიმართლე, რაც არ უნდა რთული იყოს იგი. ეს მეთოდი არის მათთვის, ვისაც არ სურს კომპრომისი პიროვნულ და სულიერ განვითარებაში. ის არ არის შესაფერისი ფსიქიკურად მყიფე პაციენტებისთვის, გარდა მათი თერაპევტის თანხლებისა. თუ გსურთ ისეთი თერაპია, რომელიც კომფორტის ზონიდან არ გამოგიყვანთ, მაშინ ამ მეთოდს ნუ გააკეთებთ.
 
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
 
პროფესიონალი თერაპევტების ჯგუფი, რომლებიც თერაპიის სხვადასხვა მიმართულების მეთოდებს იყენებდნენ, ოჯახურ განლაგებას გაეცნენ. ისინი მიჩვეულები იყვნენ კონტრაქტებით მუშაობას: თერაპევტსა და კლიენტს შორის ხელშეკრულება არის თერაპევტის კონტროლის საშუალება, რომ არ გასცდეს კლიენტის კომფორტის ზონას.
 
კლიენტად ქალი გამოვიდა. მისი პრობლემა ის იყო, რომ შვილად აყვანილი ქალიშვილი რთულად აღსაზრდელი იყო. ძალიან გამოცდილმა და ბრძენმა ფასილიტატორმა ნაშვილები ქალიშვილი ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად გამოიყვანა და მათ შორის მშვენიერი შერიგება შედგა. კლიენტი გაბრაზდა და უარყო შედეგი. ,,ჩვენი კონტრაქტი იყო, რომ თქვენ უნდა გემუშავათ ჩემთან და ჩვენს ნაშვილებ ქალიშვილთან”, - ამტკიცებდა ის. ახლა კი ქალიშვილის ბიოლოგიურ მშობლებთანურთიერთობამ პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო ბუნებრივი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში.
 
კლიენტს განლაგების გამოყენება, თავისი ნაშვილები ქალიშვილის კონტროლისა და დამორჩილებისთვის სჭირდებოდა. ეს არ არის განლაგების გამოყენება, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. საბედნიეროდ, განლაგებები არ ემორჩილებიან ამ სახის მანიპულაციას.
 
დისკლამაცია
 
ბევრ ქვეყანაში, სანამ ფასილიტატორები კლიენტებთან მუშაობაზე დათანხმდებიან, მათ ხელი უნდა მოაწერონ დისკლამაციაზე.
 
 
ვინ არის შესაფერისი ფასილიტატორი?
 
ბერტმა უარი თქვა სავაჭრო ნიშნით აკონტროლოს თავისი მეთოდის გამოყენება. პირიქით, გულუხვობა აირჩია და ნება მისცა თავის ნამუშევარს სამყაროში ისე გავრცელდეს, როგორც მოხდება.  
 
ოჯახური განლაგების თერაპიის ჩამოყალიბების ადრეულ დღეებში, ფასილიტატორობა ისწავლებოდა გამოცდილებით და შეგირდობით. ხალხი ბევრ ვორქშოფს ესწრებოდა, გაითავისებდა ამ მეთოდს და შემდეგ, ერთ დღეს, როცა საკმარის ცოდნას დააგროვებდნენ, ჯგუფების ჩატარებას იწყებდნენ. ახლა კონტროლი მკაცრდება და ეს თავისუფლება თანდათან ადგილს უთმობს აკრედიტირებულ ტრენინგებს. ბევრ ქვეყანაში ჩნდება ჰელიგერის ინსტიტუტები. ზოგიერთ მათგანში ფასილიტატორები აკრედიტაციას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი აქვთ ტრენინგი ფსიქოთერაპიაში.
 
შესაფერისია თუ არა ოჯახური განლაგების მეთოდი ყველა პრობლემასთან სამუშაოდ?
 
ვერცერთი მეთოდი ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. არის კონკრეტული პრობლემები, სადაც ოჯახური განლაგებები მძლავრი და ეფექტურია და სხვები, რომლებიც მის სფეროში არ შედის. ბრძენი ფასილიტატორი მიხვდება, როდის არის განლაგება შესაბამისი ინსტრუმენტი.
 
დასკვნა
 
იმედი მაქვს, ოჯახური განლაგებების მეთოდი ისე ავხსენი, რომ ადვილად აღვიქვით და დააკავშირეთ ოჯახებში არსებულ მრავალ პრობლემასთან. მათ შესახებ კითხვა მათი შეცნობის ერთ-ერთი განზომილებაა და აქ, რა თქმა უნდა, ბერტ ჰელინგერის წიგნები შეუცვლელია. მისისემინარების ნახვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. მოგიწოდებთ, უყუროთ რამდენიმე შთამაგონებელ ვიდეოს, რომელიც ბერტმა მუშაობისას ჩაწერა. ოჯახური განლაგებებისგამოცდილება ამ სამუშაოს არსია. თუ აღმოაჩენთ რომ ოჯახის ენერგეტიკულ სფეროში, იმეორებთ თქვენი მშობლებისა და წინა თაობების პრობლემებს, მე მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფებში, როგორც დამკვირვებლებმა, როგორც მონაწილეებმა და როგორც კლიენტებმა.
ამ სამუშაოთი მუშაობა დიდი პრივილეგია და ხელშეწყობა იყო პირადად ჩემთვის.
 
ბერტ ჰელინგერის მიერ განლაგებების მეთოდის განვითარება მოხდა სამ ფაზად: რასაც შეიძლება ვუწოდოთ კლასიკური, სულის მოძრაობა და სული-გონების მოძრაობა. ამ წიგნში მე აღვწერეკლასიკური და სულის მოძრაობები. სულიერი გონების მოძრაობები ახალი სფეროა და ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ თუ რას გულისხმობდა მასში ჰელინგერი (იხილეთ სტატიები The Knowing Field: www.theknowingfield.co.uk/). ეს ნაწილი ამ წიგნში არ შემიტანია.
 
ბიბლიოგრაფია და რესურსები
 
შენიშვნა: ჩემი წიგნი არის გამარტივებული შესავალი ბერტ ჰელინგერის იდეებში. გირჩევთ, უფრო ღრმად შეისწავლოთ იგი. ჰელინგერის ნაწერები და ვიდეოები ამაღელვებელი და შთამაგონებელია. მან დაწერა მრავალი წიგნი, გადაიღო მრავალი ვიდეო და დღემდე მართავს სემინარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცზე წელზე მეტისაა. მოგიწოდებთ დაესწროთ მათ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებსაიტზე: www.hellinger, com/international/english/index.shtml.
 
წიგნში გამოყენებული მაქვს: ბერტ ჰელინგერის, გუნთჰარდ ვებერის და ჰანტ ერ ბომონტის წიგნი -  სიყვარულის დაფარული სიმეტრია: როგორ მუშაობს სიყვარული ურთიერთობებში. (ეს წიგნი აღნიშნული მაქვს აბრევიატურით  LHS.) Phoenix, Arizona: Zeig, Tucker & Co., 1998 წ.
 
ამ წიგნის შემდეგ კარგი გაგრძლება იქნება ბერტ ჰელინგერის და გაბრიელ ტენ ჰოველის წიგნი, ,,აღიარე ის, რაც არის: საუბარი ბერტ ჰელინგერთან.’’  ინგლისურად თარგმნა კოლინ ბომონტმა. Phoenix, Arizona: Zeig, Tucker & Co., 1999 წ.
 
შემდეგი წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ იგი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბერტ ჰელინგერის ნამუშევარი ნაყოფიერად იქნას გამოყენებული სკოლებში ღრმად ტრავმირებულ ბავშვებთან და მათი მშობლებთან  სამუშაოდ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია Marianne Franke-Gricksch-ის წიგნი, ,,შენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ: სისტემური შეხედულებები და გადაწყვეტილებები მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და მშობლებისთვის’’. ინგლიურად თარგმნილია კარენ ლეუბის მიერ, ჰაიდელბერგი, გერმანია: Carl-Auer Systeme Verlag, 2003 წ.
 
დაან ვან კამპენჰაუტი, ,,სულის გამოსახულებები: სულის მოქმედება შამანურ რიტუალებში და ოჯახურ განლაგებებში’’- ეს წიგნი გვიჩვენებს ოჯახურ განლაგებებში გამოყენებულ შამანურ ელემენტებს. გამოცემულია ბერტ ჰელინგერის წინასიტყვაობით. ჰაიდელბერგი, გერმანია: Carl-Auer Systeme Verlag, 2001 წ.

 
[1] აქ ვეყრდნობი გუნთჰარდ ვებერის სტატიას, "Repareer niet wat werkt". Bert Hellinger, Gunthard Weber, Marianne Franke-Gricksch, Albrecht Mahr, Jakob Schneider, Leven so als het is: Werken met familieopstellingen. organisatieopstellingen en consultatieopstellingen. Zalsman Grafische Bedrijven, Groningen: Uitgeverij Het Noorderlicht, 2002.
[2] იხ. ჯოი მანე, ,,ცნობიერი სუნთქვა: როგორ შეუძლია შამანურ სუნთქვას შენი ცხოვრების ტრანსფორმაცია, North Atlantic Books, 2004.
[3] იხ. ჯოი მანე, ,,სულის თერაპია’’ North Atlantic Books, 1997.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff