რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

რუდოლფ შტაინერი
0
0

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში ყოველ ჯერზე ახლებურად მოქმედებენ. საბერძნეთში ასეთ ფორმულად ითვლებოდა აპოლონის გამონათქვამი. ეს არის: „შეიცანი თავი შე...

აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი და თეოფრასტუს პარაცელსუსი

აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი და თეოფრასტუს პარაცელსუსი

გზა, რომელიც ნიკოლაუს კუზელის წარმოდგენებს გვიჩვენებს, გაიარეს ასევე ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა ვონ ნეტესჰაიმმა (1487-1535) და თეოფრასტე პარაცელსუსმა (1493-1541). ისინი უღრმავდებიან ბუნებას და მის კანონებს ეძებენ ყველა საშუალებით, რომელსაც მათი ეპოქა სთავაზობდა, რათა შეესწავლათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ამ საბუნებისმეტყველო ცოდნით ხედავდნენ ისინი ჭეშმარიტ საფუძვლებს ყოველი სახის უმაღლესი შემეცნებისა. ეს უმაღლესი შემეცნება სურთ მათ განავითარონ ბუნებისმეტყველებიდან, რის წყალობითაც ის აღორძინდება სულში.
 
აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი მრავალფეროვნად ცხოვრობდა. ის წარჩინებულ წრეს ეკუთვნის და დაიბადა კიოლნში. მან ადრე შეისწავლა მედიცინა და სამართალი და ცდილობდა ბუნების მოვლენებში გარკვეულიყო იმგვარად, როგორც ამას მაშინ გარკვეული წრეები და საზოგადოება, ან ცალკეული პიროვნება ცდილობდა, რომლებიც საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რასაც შეიმეცნებდნენ ბუნებაში.ამ მიზნით მან არა ერთხელ იმოგზაურა პარიზში, იტალიასა და ინგლისში, და ასევე ესტუმრა ცნობილ აბატს, ტრიტჰაიმ შპონჰაიმელს ვიურცბურგში. ის სხვადასხვა დროს სამეცნიერო დაწესებულებებში და სხვადასხვა ადგილას მსახურობდა წარჩინებულებთან და მდიდრებთან, რომელთაც გამოსაყენებლად სთავაზობდა თავის სახელმწიფოებრივ და საბუნებისმეტყველო ცოდნას. თუ ბიოგრაფები მის მსახურებას აღწერენ, როგორც არც თუ ყოველთვის უმწიკვლოს, რადგან ის ფინანსურ მოგებას ნახულობდა თავისი საიდუმლო ცოდნის მეშვეობით, ამას შეიძლება დავუპირისპიროთ, რომ ის უდავო, დაუღალავი ლტოლვით ისწრაფვოდა თავისი დროის სრული ცოდნისკენ, რათა გაეთავისებინა და გაეღრმავებინა იგი, სამყაროს უმაღლესი შემეცნებისათვის. მასთან ნათლად წარმოგვიდგება ლტოლვა იმისკენ, რომ მკაფიო დამოკიდებულება ჰქონდეს, ერთის მხრივ, ბუნებისმეტყველებისადმი, მეორე მხრივ - უმაღლესი შემეცნებისადმი. მაგრამ ასეთი დამოკიდებულების ქონა შესაძლებელია მხოლოდ მისთვის, ვინც იცის, თუ რომელი გზით მიდიან ამ ორ შემეცნებასთან. რამდენად ცხადია ის, რომ ბუნებისმეტყველება სულიერ სფერომდე უნდა ამაღლდეს, რათა უმაღლეს შემეცნებას მიაღწიოს, იმდენად ცხადია ასევე, რომ ის ჯერ უნდა დარჩეს მისთვის ჩვეულ საზღვრებში,  რათა უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელი საფუძველი შექმნას. „სული ბუნებაში“ არსებობს მხოლოდ სულისთვის. და თუ ამ აზრით ბუნება ეჭვგარეშე სულიერია, ისევე ეჭვგარეშე არაფერია ბუნებაში უშუალოდ სულიერი, რაც სხეულის ორგანოებით შეიძლება აღიქვა. არ არსებობს რაიმე სულიერი, რაც ჩემს თვალს შეიძლება წარმოუდგეს როგორც სულიერი.სული, როგორც ასეთი, არ უნდა ვეძიო ბუნებაში. ამას ვაკეთებ, როდესაც გარესამყაროს მოქმედებას უშუალოდ სულიერად გადმოვცემ, როდესაც, მაგალითად, მცენარეს სამშვინველის ქონას მივაწერ, რომელიც ადამიანის სამშვინველის შორეული ანალოგი უნდა იყოს. ამას მაშინაც ვაკეთებ, როდესაც სულს ან სამშვინველს სივრცით ან დროებით ყოფიერებას მივაწერ, როდესაც, მაგალითად, ადამიანის მარადიულ სამშვინველზე ვამბობ, რომ ის სხეულის გარეშე, მაგრამ სხეულის მსგავსად, არა როგორც წმინდა სული, განაგრძობს დროში ცხოვრებას. ან როდესაც მჯერა, რომ გარდაცვლილის სული რომელიმე, გრძნობადი აღქმისთვის მისაწვდომი სახით შეიძლება გამოცხადდეს. სპირიტიზმი, რომელიც ამ შეცდომას უშვებს, გვაჩვენებს მხოლოდ, რომ მას ჯერ ვერ მიუღწევია სულის ჭეშმარიტ წარმოდგენამდე, არამედ სურს უშუალოდ ჭვრეტდეს სულს უხეშ, გრძნობად ფორმაში. ის ვერ ცნობს ვერც გრძნობადის და ვერც სულიერის არსს.ის სულიერის აცილებს ჩვეულ გრძნობადს, რომელიც ჩვენს თვალწინ ტრიალებს დროდადრო, რათა რაღაც გამაოგნებელი, უჩვეულო უშუალოდ სულად გამოაცხადოს. ის ვერ წვდება იმას, რომ ‘სული ბუნებაში“ ცხადდება, მაგალითად ორი ელასტიური ბურთის ერთმანეთთან შეჯახების დროსაც მისთვის, ვისაც სულის ხილვა შეუძლია, და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე ქმედება თავისი იშვიათობით გვაოცებს და გაუგებარია თავისი ბუნებრივი კავშირით. სპირიტისტს სული ყველაზე დაბალ სფეროშიც შემოჰყავს. მაგივრად იმისა, რომ ახსნას რაც სივრცეში ხდება და რასაც აღიქვამს შეგრძნებებით, ახსნას ძალებითა და არსით, რომელიც ისევ სივრცეში და გრძნობადად აღიქმება, ის ებღაუჭება „სულებს“, რომელთაც სრულად ათანაბრებს გრძნობადით აღქმადთან. ასეთი წარმოდგენის საფუძველი სულიერი წვდომის შეუძლებლობაა. მათ არ შეუძლიათ სულიერი სულიერად დაინახონ; ამის გამო ისინი სულიერის მოთხოვნილებას ცარიელი გრძნობადით იკმაყოფილებენ. სული ასეთ ადამიანებს არ უცხადებს სულს; ამრიგად ისინი მას შეგრძნებებით ეძებენ. მათ სურთ იხილონ სულები ისევე, როგორც ღრუბლები, რომლებიც ჰაერში დაცურავენ.
 
აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი იბრძვის ჭეშმარიტი ბუნებისმეტყველებისათვის, რომელიც ბუნების გამოვლინებებს გრძნობად სამყაროში სამყაროში დაფარული სულიერი არსებებით კი არ გვიცხადებს, არამედ რომელიც ბუნებაში მხოლოდ ბუნებრივს, ხოლო სულში მხოლოდ სულიერ ხედავს. ბუნებრივია, აგრიპას საერთოდ ვერ გავუგებთ, თუ მისბუნებისმეტყველებას გვიანი საუკუნეების ბუნებისმეტყველებას შევადარებთ, რომელიც სრულიად სხვა გამოცდილებას იყენებს. ასეთი შედარების დროს ადვილად გამოჩნდება, რომ ის მოვლენებს ჯერ კიდევ უშუალო სულიერი მოქმედებით ხსნის, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ კავშირებს ან მცდარ გამოცდილებას ეფუძნება. ასეთ უმართლობას მის მიმართ უშვებს მორიც კარრიერიც, როდესაც, არა ბოროტი განზრახვით, ამბობს: „აგრიპა გვაძლევს დიდ ჩამონათვალს საგნებისა, რომელიც მზეს, მთვარეს, პლანეტებს ან უძრავ ვარსკვლავებს ეკუთვნის და რომელთაგან გავლენას განიცდიან; მაგალითად, მზეს უკავშირდება ცეცხლი, სისხლი, დაფნა, ოქრო, ქრიზოლიტი; ისინი იძლევიან მზის ძღვენს: სიმამაცეს, ამაღლებულ განწყობას, სინათლეს... ცხოველებს აქვთ ბუნებრივი შეგრძნება, რომელიც წინასწარჭვრეტის სულს უფრო აღმატებულად ფლობს, ვიდრე ადამიანის გონება... ადამიანებს შეიძლება შევულოცოთ სიყვარული ან სიძულვილი, სნეულება ან ჯანმრთელობა. ასე შეულოცავენ ქურდებს, რათა არაფერი მოიპარონ, ვაჭრებს, რათა არ ივაჭრონ, გემებსა და წისქვილებს, რათა არ იმუშავონ, მეხს, რათა არსად დაეცეს. ეს ხდება სასმლით, მალამოებით, სურათებით, ბეჭდებით, ჯადოთი; აფთრის ან ვასილისკოს სისხლი ასეთი მიზნებისთვის გამოიყენება - ეს ხომ არ გვაგონებს შექსპირის კუდიანთა ქვაბს.“ არა, ამას არ გვაგონებს, როდესაც აგრიპას სწორად ვუგებთ. მას თავისთავად სწამდა ფაქტების, რომელთა შესახებ დაეჭვება მის დროს შეუძლებლად მიაჩნდათ. მაგრამ ამას ჩვენც ვაკეთებთ იმის მიმართ, რაც დღეს „ფაქტობრივად“ მიიჩნევა. თუ ფიქრობთ, რომ მომავალი საუკუნეები „ბრმა“ ცრურწმენის საყრელზე არ მოისვრის იმას, რასაც ჩვენ უეჭველ ფაქტად მივიჩნევთ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანური ცოდნის სფეროში ნამდვილად არის წინსვლა. „ფაქტი“, რომ დედამიწა მრგვალია, ოდესღაც აღმოჩენილია, ხოლო სხვა მოსაზრებებმა „ცრურწმენათა“ სფეროში გადაინაცვლეს. იგივე ხდება ასტრონომიის, ბიოლოგიის და სხვა გარკვეულ ჭეშმარიტებათა შემთხვევაში. ბუნებრივი გადარჩევის შესახებ სწავლება ყველა წინა „შესაქმეს შესახებ ჰიპოთეზის“ საწინააღმდეგოდ ისეთივე წინსვლაა, როგორც ცოდნა იმისა, რომ დედამიწა მრგვალია, ყველა წინა ვარაუდის საპირისპიროდ.ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საბუნებისმეტყველო ნაშრომებსა და ნარკვევებში ისეთი „ფაქტებიც“ იმალება, რომელთაც მომავალი საუკუნეები ისევე ნაკლებად მიიჩნევენ ფაქტებად, როგორც დღეს აგრიპასა და პარაცელსუსის მიერ დასაბუთებულს არ მივიჩნევთ ასეთად. საქმე ის არ არის, თუ რას განიხილავდნენ ისინი „ფაქტებად“, არამედ ის, როგორი სულისკვეთებით ხსნიდნენ ისინი ამ ფაქტებს. - აგრიპას დროს, მის მიერ დაცული „ბუნებრივი მაგია“, რომელიც ბუნებაში ბუნებრივს, ხოლო სულიერს მხოლოდ სულში ეძებდა, ნაკლებად იყო გაგებული; ადამიანები ეძალებოდნენ „ზებუნებრივ მაგიასთან“, რომელიც გრძნობად სამყაროში სულიერს ეძებდა და რასაც აგრიპა ეჭვქვეშ აყენებდა. ამის გამო ურჩია მას აბატმა ტრიტჰაიმ ფონ შპონჰაიმმა, რათა თავისი შეხედულებები როგორც დაფარული სწავლება გადაეცა მხოლოდ რჩეულთა მცირე წრისათვის, რომელსაც ექნებოდა უნარი ბუნებისა და სულის შესახებ იგივე იდეამდე ამაღლებულიყო, რადგან „ხარებს მხოლოდ თივას აძლევენ და არა შაქარს, როგორც მგალობელ ფრინველებს“. ამ აბატს უნდა უმადლოდეს აგრიპა ალბათ სწორი შეხედულებისთვის. ტრიტჰემიუსმა მის „სტეგანოგრაფიაში“ დაწერა ნაშრომი, რომელშიც დაფარული ირონიით გადმოგვცემს წარმოდგენას, რომელიც ბუნებას სულთან ურევდა. ის წიგნში ცხადად საუბრობს მხოლოდ ზებუნებრივი მოვლენების შესახებ. ვინც ამას კითხულობს ისე, როგორიც ის არის, შეიძლება იფიქროს, რომ ავტორი სულებისთვის შელოცვაზე, სულების ჰაერში ფრენაზე და სხვათა შესახებ საუბრობს. მაგრამ თუ გარკვეულ სიტყვებსა და ასოებს ამოვიღებთ ტექსტიდან, დარჩება - როგორც ეს ვოლფგანგ ერნსტმა 1676 წლის გამოცემაში გვაჩვენა - ასოები, რომლებიც სიტყვებად ერთიანდება და გადმოგვცემენ წმინდა ბუნებრივ პროცესებს.(მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, შელოცვის ფორმულაში პირველი და ბოლო სიტყვა მთლიანად უნდა ამოვიღოთ, შემდეგ დარჩენილიდან მეორე, მეოთხე, მეექვსე და მომდევნო სიტყვები. დარჩენილი სიტყვებიდან კვლავ უნდა ამოვიღოთ პირველი, მესამე, მეხუთე და მომდევნო ასოები. რაც ბოლოს დარჩება, ერთიანდება სიტყვებად; და შელოცვის ფორმულა გადაიქცევა წმინდა ბუნებრივ შეტყობინებად.)
 
როგორი რთული იყო აგრიპასთვის თავისი დროის მოსაზრებებისგან გათავისუფლება და წმინდა შეხედულებებამდე ამაღლება, გვიჩვენებს ის, რომ მან თავისი, უკვე 1510 წელს დაწერილი „დაფარული ფილოსოფია“(De philosophia occulta) 1531 წლამდე არ გამოსცა, რადგან ის მოუმზადებლად მიაჩნდა. იმავეზე მეტყველებს მისი ნაშრომი „მეცნიერებათა ამაოების შესახებ“(De vanitate scientiarum), რომელშიც ის წუხილით საუბრობს თავისსი დროის სამეცნიერო და სხვა მისწრაფებებზე. ამაზე სრულიად ნათლად საუბრობს, რომ ძნელად დააღწია თავი მათი შეხედულებებისგან, რომლებიც გარეგნულ წყობაში უშუალოდ სულიერ პროცესებს, გარეგნულ ფაქტებში მომავალზე პროფეტულ მითითებებს ხედავენ. აგრიპა სამი საფეხურის გავლით ადის უმაღლეს შემეცნებამდე. პირველ საფეხურზე ის განიხილავს სამყაროს, როგორიც ის წარმოუდგება შეგრძნებებს, გადმოცემული მის ნივთიერებებში, მის ფიზიკურ, ქიმიურ და სხვა ძალებში.ამ საფეხურზე განხილულ ბუნებას ის ელემენტარულს უწოდებს. მეორე საფეხურზე ის ეხება სამყაროს როგორც ერთ მთლიანობას მის ბუნებრივ კავშირში, თუ როგორ აწესრიგებს ის თავის საგნებს ზომის, რაოდენობის, წონის, ჰარმონიის და სხვ. მეშვეობით. პირველი საფეხური აწესრიგებს საგნებს, რომლებიც ერთმანეთთან ყველაზე ახლოს დგანან. რაიმე პროცესის განმაპირობებელ საფუძველს ის იმავე პროცესის გარშემო ეძებს. მეორე საფეხური განიხილავს ერთ, ცალკე აღებულ პროცესს მთელს სამყაროსთან კავშირში.ამას მივყავართ იმ აზრთან, რომ ყოველი საგანი სამყაროს დანარჩენ საგანთა გავლენას განიცდის. ეს სამყაროს მთლიანობა წარდგება როგორც ერთი დიდი ჰარმონია, რომელშიც ყოველი ერთეული არის მისი წევრი. ამ თვალსაზრისით გადმოცემულ სამყაროს აგრიპა უწოდებს ასტრალურს ან ზეციურს. შემეცნების მესამე საფეხური არის ის, რომელზეც სული საკუთარ თავში ჩაღრმავებით თავად სულიერს, სამყაროს თავდაპირველ არსს ჭვრეტს. აგრიპა ამ საფეხურზე საუბრობს სულიერ-მშვინვიერი სამყაროს შესახებ. შეხედულებები, რომლებსაც აგრიპა სამყაროსა და ადამიანის მასთან დამოკიდებულების შესახებ ავითარებს, გვხვდება თეოფრასტუს პარაცელსუსთან  მსგავსი, მაგრამ უფრო სრულყოფილი სახით. ამრიგად, უმჯობესია ეს მასთან განვიხილოთ.
 
პარაცელსუსისაკუთარ თავს ახასიათებს, როდესაც თავისი პორტრეტის ქვეშ აკეთებს წარწერას: „არავინ უნდა იყოს თავისი მსახური, როდესაც მას შეუძლია ეკუთვნოდეს საკუთარ თავს.“ მთელი მისი დამოკიდებულება შემეცნების მიმართ ამ სიტყვებშია მოცემული. მას თავად სურს ჩაწვდეს საბუნებისმეტყველო ცოდნის საფუძვლებს, რათა საკუთარი ძალით ავიდეს შემეცნების უმაღლეს სფეროებამდე. მას არ სურს ამტკიცოს ის, რასაც მისი თანამედროვენი უბრალოდ იღებენ იმას, რაც თავის დროზე მაგალითად გალენმა ან ავიცენამ, როგორც ავტორიტეტებმა, დაასაბუთეს; მას სურს უშუალოდ ბუნების წიგნში კითხვა. „ექიმმა ბუნების მეშვეობით უნდა გაიაროს გამოცდა, რომელსაც სამყარო ჰქვია; და მთელი მისი საწყისი. და თავისთავადი, რასაც მას ბუნება ასწავლის, უნდა მოიხსენიოს თავის სიბრძნედ, არ ეძებოს თავისი სიბრძნით, არამედ ყოველივე ბუნების ნათელში.“ ის არაფრის წინაშე არ იხევს უკან, რათა შეისწავლოს ბუნება და მისი მოქმედებები. ამ მიზნისთვის ის მოგზაურობს შვედეთში, უნგრეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და აღმოსავლეთში. მას შეუძლია თქვას საკუთარ თავზე: „მე დახელოვნებისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე და არ მომერიდა, და ვისწავლე ის მოხეტიალეების, ჯალათებისა და დალაქებისგან. ჩემი სწავლება გამოიცადა არანაკლებ, ვიდრე ვერცხლი გამოიცდება სიღარიბეში, ომსა და გაჭირვებაში.“ რაც ძველი ავტორიტეტებისგან გადმოიცა, მისთვის არავითარი ფასი აქვს; რადგან მას სწამს, რომ სწორ ხედვას მიაღწევ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად განიცდი ბუნებრივი ცოდნიდან უმაღლეს შემეცნებამდე ასვლას.ეს თავისთავადი განცდა მისი პირიდან ამაყ სიტყვებს იწვევს:“ვინც სიბრძნეს მისდევს, ის ჩემს სამეფოში უნდა მომყვეს... ჩემთან და არა თქვენთან, ავიცენა, რაზეს, გალენ, მეზურ!  ჩემთან და არა თქვენთან, რომლებიც ხართ პარიზიდან, მონპელიედან, შვაბიიდან, მაისენიდან, კიოლნიდან, ვენიდან და ყველა იმ ადგილიდან, რომელიც დუნაისა და რაინის ნაკადთან არის; თქვენ, ზღვის კუნძულებო, შენ იტალია, შენ დალმაცია, შენ ათენო, შენ ბერძენო, შენ არაბო, შენ ებრაელო; ჩემსკენ და არა თქვენსკენ! ჩემია სამეფო!“ - პარაცელსუსს ადვილად შეიძლება ვერ გავუგოთ მისი გარეგნული მხარის გამო, რომელიც ხუმრობის უკან ღრმა სერიოზულობასმ მალავს. ის თავად ამბობს: „ბუნებისგან მე დახვეწილობით არ ვარ დაჯილდოვებული, და არ გავზრდილვარ ლეღვითა და ფეტვის პურით, არამედ ყველით, რძითა და ქატოს პურით, ამიტომ, რა თქმა უნდა, უხეში ვარ ფაქიზ და ნაზ ხალხთან შედარებით; რადგან ისინი რბილ სამოსში გაიზარდნენ, ჩვენ კი - ნაძვის გირჩში, და ერთმანეთის რთულად გვესმის. და რომც მეჩვენებოდეს ჩემი თავი ლამაზად, სხვებისთვის გაუთლელი უნდა ვიყო. როგორ არ უნდა მოვეჩვენო უცნაურად მას, ვისაც მზეში არასოდეს უსეირნია?“
 
გოეთემმშვენიერი სიტყვებით გადმოსცა ადამიანის დამოკიდებულება ბუნებისადმი (თავის წიგნში ვინკელმანის შესახებ): „როდესაც ადამიანის ჯანსაღი ბუნება მოქმედებს როგორც ერთი მთლიანობა, როდესაც ის სამყაროში საკუთარ თავს გრძნობს როგორც ერთ დიდ, მშვენიერ, ღირსეულ და ფასეულ მთლიანობას, როდესაც ჰარმონიულობის შეგრძნება მას წმინდა, თავისუფალ აღფრთოვანებას უბოძებს: მაშინ იხარებსკოსმოსი, მას რომ საკუთარი თავის შეგრძნება შეეძლოს, როდესაც თავის მიზანს აღწევს, და გაოცდება საკუთარი ქმნადობისა და არსის გამო.“პარაცელსუსი ღრმად არის გამსჭვალული იმ შეგრძნებით, რომელიც ასეთ ფრაზებში გამოითქმის. ამ შეგრძნებაში გამოიხატება მისთვის ადამიანის გამოცანა. თვალი მივადევნოთ, როგორ ხდება ეს, პარაცელსის აზრით. უპირველეს ყოვლისა, ადამიანის შემეცნებითი შესაძლებლობისათვის დახშულია გზა, რომელითაც ბუნება მიდის, რათა საკუთარი მწვერვალი შვას. ის ავიდა ამ მწვერვალზე. მაგრამ ეს მწვერვალი არ ამბობს: მე ვგრძნობ ჩემს თავს როგორც მთელს ბუნებას; ეს მწვერვალი ამბობს: მე ვგრძნობ თავს როგორც ეს განცალკევებული ადამიანი. რაც სინამდვილეში მთელი სამყაროს ქმედებაა, განიცდის საკუთარ თავს განცალკევებულ, განმარტოვებულ, თავისთვის მდგომ არსებად. დიახ, სწორედ ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება, რომ მან სხვად უნდა იგრძნოს საკუთარი თავი და არა იმად, რაც ის საბოლოოდ არის.და თუ ეს წინააღმდეგობრივობა არის, ადამიანი ხორცშესხმულ წინააღმდეგობრივობად უნდა იწოდებოდეს. ადამიანი თავისებური სამყაროა. ის თავის თანახმიერებას სამყაროსთან ორმაგად ხედავს. ის იგივეა, რაც სამყარო; მაგრამ ის მისი განმეორებაა, როგორც განკერძოებული არსება. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც პარაცელსუსი როგორც მიკროკოსმოსს (ადამიანი) და მაკროკოსმოსს (სამყარო) გრძნობს. ადამიანი მისთვის პატარა კოსმოსია. რაც ადამიანს ასე დაანახვებს სამყაროს, სწორედ ეს არის მისი სული. ეს სული წარმოგვიდგება როგორც ერთ განკერძოებულ არსებოაზე, ერთ კონკრეტულ ორგანიზმზე მიჯაჭვული. ეს ორგანიზმი ეკუთვნით, მთელი თავისი არსებით, კოსმოსის დიად ნაკადს. იგი წევრია იმისა, რასაც მხოლოდ ყველა დანარჩენთან კავშირში აქვს თავისი შემადგენლობა. მაგრამ სული წარმოგვიდგება როგორც შედეგი ამ განკერძოებული ორგანიზმისა. ის საკუთარ თავს მხოლოდ ამ ორგანიზმთან კავშირში ხედავს. ის წყვეტს ამ ორგანიზმს იმ წიაღიდან, რომლიდანაც ამოიზარდა. ამგვარად, პარაცელსუსისთვის ღრმა კავშირი ადამიანსა და მთელს სამყაროს შორის იმალება ყოფიერების ბუნებრივ წყობაში, და ეს კავშირი განპირობებულია სულის არსებობით. სული, რომელსაც ჩვენ უმაღლესი შემეცნებისკენ მივყვავართ, რომელშიც ჩვენ ცოდნას გვაწვდის, და ამ ცოდნას უმაღეს საფეხურზე ხელახლა შობის საშუალებას აძლევს, ჩვენთვის ადამიანებისთვის პირველ რიგში აქვს შედეგი, რომელიც ჩვენს საკუთარ კავშირს კოსმოსთან ფარავს. ამრიგად პარაცელსუსისთვის ადამიანური ბუნება სამ წევრად იყოფა: ჩვენს გრძნობად-სხეულებრივ ბუნებად, ჩვენს ორგანიზმად, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგება როგორც ბუნებრივი არსება, დანარჩენ ბუნებრივ არსებებთან ერთად და ისეთივეა, როგორიც ყველა დანარჩენი ბუნებრივი არსება; ჩვენს დაფარულ ბუნებად, არის წევრი მთელი კოსმოსის ჯაჭვში, რომელიც არ არის შემოფარგლული ჩვენი ორგანიზმით, არამედ ძალთა ქმედებას გასცემს და იღებს მთელი კოსმოსიდან; და უმაღლეს ბუნებად: ჩვენი სული, რომელიც მხოლოდ სულიერად ცოცხლობს. ადამიანური ბუნების პირველ წევრს პარაცელსუსი მოიხსენიებს როგორც ელემენტარულ სხეულს; მეორეს როგორც ეთერულ-ზეციურს ან ასტრალურ სხეულს, და მესამე წევრს უწოდებს სამშვინველს.– „ასტრალურ“ გამოვლინებებში პარაცელსუსი ხედავს შუალედურ საფეხურს წმინდა სხეულებრივ და თავად მშვინვიერ გამოვლინებებს შორის. ისინი ხილული გახდებიან მაშინ, როდესაც სული, რომელიც ჩვენი ყოფიერების ბუნებრივ საფუძვლებს ფარავს, თავის მოღვაწეობას შეწყვეტს. ამ სფეროს ყველაზე მარტივი გამოვლინება ხელთ გვაქვს სიზმრების სამყაროში. სურათები, რომლებიც სიზმარში მოგვიცავენ, თავიანთი საყურადღებო, აზრით სავსე კავშირებით ჩვენი გარესამყაროს პროცესებთან და ჩვენს შინაგან მდგომარეობასთან, არიან ჩვენი ბუნებრივი საფუძვლების მიერ შობილნი, რომლებიც ჩვენი სამშვინველის უფრო ჭარბი ნათლით იფარებიან. როდესაც ჩემი საწოლის გვერდით სკამი ვარდება, და მე მესიზმრება მთელი დრამა, რომელიც დუელით გამოწვეული გასროლით მთავრდება, ან როდესაც ჩემი გული ბაგუნებს, და მე გავარვარებული ღუმელი მესიზმრება, ცხადდება ბუნების ზემოქმედებანი, აზრით სავსე და მნიშვნელოვანი, რომლებიც სიცოცხლით სუნთქავენ, რომლებიც წმინდა ორგანულ ფუნქციებსა და სულის ნათელ ცნობიერებაში აღძრულ წარმოდგენებს შორის მოიპოვება.ამ სფეროს ეკუთვნის ყველა გამოვლინება, რომლებიც ჰიპნოზისა და ჩაგონების ფარგლებშია. ჩვენ შეგვიძლია ჩაგონებაში დავინახოთ ზემოქმედება ერთი ადამიანისა მეორეზე, რომელიც წარმოდგენილია, როგორც უფრო აღმატებული სულიერი მოღვაწეობით დაფარული არსებათა კავშირი ბუნებაში. აქედან იხსნება შესაძლებლობა რათა გასაგები გახდეს, რას აღწერს პარაცელსუსი როგორც „ასტრალურ“ სხეულს. ის არის ჯამი ბუნების ზემოქმედებათა, რომელთა გავლენის ქვეშ ვართ ან განსაკუთრებული გარემოებების გამო შეგვიძლია ვიყოთ; რომელიც ჩვენგან მომდინარეობს ისე, რომ ჩვენი სამშვინველი ამას არ აკვირდება; და რომლებიც წმინდა ფიზიკური გამოვლინებებით არ განისაზღვრება.ის, რომ პარაცელსუსს ამ მხრივ მოჰყავს ფაქტები, რომელსაც დღეს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ადამიანური ბუნების შესახებ ასეთი შეხედულებების საფუძველზე დაყო ეს პარაცელსუსმა შვიდ წევრად. ეს არის იგივე, რასაც ჩვენ ძველი ეგვიპტელების, ნეოპლატონიკოსთა და კაბალას სიბრძნეში ვხვდებით. ადამიანი უპირველეს ყოვლისა ფიზიკურ-სხეულებრივი არსებაა, ესე იგი იმ კანონებს დაქვემდებარებული, რომელსაც ყოველი სხეული ემორჩილება. ის ასევე, ამ თვალსაზრისით, არის წმინდა ელემენტარული სხეული. წმინდა სხეულებრივ-ფიზიკური კანონები მონაწილეობენ ორგანულ სიცოცხლის პროცესში. პარაცელსუსი ორგანულ კანონზომიერებას მოიხსენიებს როგორც „Archaeus”-ს ან „”Spiritus vitae”. ორგანული ამაღლებდება სულიერის მსგავს გამოვლინებებამდე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სული. ეს არის „ასტრალური“ გამოვლინებები. „ასტრალური“ პროცესებიდან ამოიზრდებიან „ცხოველური სულის“ ფუნქციები. ადამიანი მოაზროვნე არსებაა. ის თავისი გონებით აზრობრივად აკავშირებს გრძნობად შთაბეჭდილებებს. მასში ცოცხლობს „განსჯითი სამშვინველი“. ის უღრმავდება საკუთარ სულიერ წარმონაქმნებს, ის სწავლობს სულის როგორც სულის შემეცნებას. ამგვარად ის ამაღლდება „სულიერი სამშვინველის“  საფეხურზე. ის საბოლოოდ შეიცნობს, რომ ის ამ სულიერ სამშვინველში კოსმიური ყოფიერების უღრმეს საფუძველს განიცდის; სულიერი სამშვინველი წყვეტს არსებობას როგორც ინდივიდუალური, განცალკევებული. შემოდის ცნობიერება, რომლის შესახებ ეკჰარტი საუბრობდა, როდესაც გრძნობდა, რომ არა თვითონ, არამედ პირველარსება საუბრობდა მასში. შემოსულია მდგომარეობა, რომელშიც კოსმიური სული ადამიანში საკუთარ თავს ჭვრეტს. პარაცელსუსმა ამ მდგომარეობის შეგრძნება მარტივი სიტყვებით გადმოსცა: „ეს არის ის დიადი, რომელმაც უნდა დაგაფიქროთ: არაფერია ზეცასა და დედამიწაზე, რაც ადამიანში არ არის. და ღმერთი, რომელიც ზეცაშია, არის ადამიანშიც.“ ადამიანური ბუნების ამ შვიდი ძირითადი ნაწილით პარაცელსუსს სხვა არაფრის გამოხატვა სურს, როგორც გარეგანი და შინაგანი განცდის ფაქტებისა. ამით არ შეიძლება უარვყოთ ის,რაც უმაღლეს რეალობაში ერთობაა, რომელიც ადამიანური გამოცდილებისთვის იყოფა როგორც შვიდი წევრისგან შემდგარი სიმრავლე. ამისთვის არის უმაღლესი შემეცნებაც: ერთობის წარმოჩენა ყველაფერში, რაც ადამიანს თავისი სხეულებრივი და სულიერი მოწყობის გამო უშუალო განცდით სიმრავლედ წარმოუდგება.უმაღლესი შემეცნების საფეხურზე ისწრაფვის პარაცელსუსი იმისკენ, რომ ერთიანი, კოსმიური წინარე-არსება მის სულთან შედუღაბდეს. მაგრამ მან იცის, რომ ადამიანს ბუნების შემეცნება მის სულიერებაში მხოლოდ მაშინ შეუძლია შეიმეცნოს, როდესაც მასთან უშუალო ურთიერთობაში შედის. ადამიანი ბუნებას შეიმეცნებს არა იმით, რომ მასში თვითნებურად, თავის მიერმოცემულ არსებებს ასახლებს, არამედ იმით, რომ იღებს და აფასებს მას ისეთს, როგორიც არის ბუნება. პარაცელსუსი ამრიგად ეძებს არა ღმერთს ან სულს ბუნებაშილ არამედ ბუნება, რომელიც წარმოდგება მის თვალწინ, მისთვის უპირობოდ ღვთაებრივია. განა სულიერის საპოვნელად მცენარეს უნდა მივაკუთვნოთ სამშვინველი, რომელიც ადამიანის სამშვინველის მსგავსი იქნება? ამის გამო ხსნის პარაცელსუსი საგანთა განვითარებას, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მისი თანადროული სამეცნიერო საშუალებები იძლევა, როგორც გრძნობად ბუნებრივ პროცესს. ის ყველა საგანს წარმოშობილად თვლის პირველმატერიიდან, პირველსითხიდან (Yliaster). შემდგომ ბუნებრივ პროცესს ის განიხილავს როგორც პირველმატერიის (რომელსაც ის დიდ ლიმბუსადაც მოიხსენიებს) დაყოფას ოთხ ელემენტად: წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი. როდესაც ის ამის შესახებ საუბრობს, რომ „ღვთაებრივმა სიტყვამ“ პირველმატერიიდან ყოფიერების სიმრავლე გამოიწვია, უნდა გავიგოთ იმგვარად, როგორც დაახლოებით ახალ მეცნიერებაში ძალის დამოკიდებულება ნივთიერებასთან. “სული“ ამ საფეხურზე ფაქტობრივად არ არსებობს. ეს „სული“არის არა ბუნებრივი პროცესის ფაქტობრივი საფუძველი, არამედ ამ პროცესის ფაქტობრივი შედეგი. ეს სული ქმნის არა სულს, არამედ ავითარებს საკუთარ თავს მისგან. პარაცელსუსის ზოგიერთი სიტყვა საწინააღმდეგო მნიშვნელობით გადმოიცეს. ასე, როდესაც ის ამბობს: „არ არსებობს სხეულებრივი, რომელშიც არ არის დამარხული და არ ცოცხლობს სული. ცოცხალია არა მხოლოდ ის, რაც აღიძვრება და მოძრაობს, როგორც ადამიანები, ცხოველები, ჭიაყელები მიწაში, ფრინველები ცაში, და თევზები წყალში, არამედ ყოველი სხეულებრივი და არსებული საგანი.“ მაგრამ ასეთი გამონათქვამებით პარაცელსუსს სურს მხოლოდ გაგვაფრთხილოს ბუნების ზედაპირული დაკვირვების შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ საგნის არსი რამდენიმე “hingepfahlten” განსაზღვრებით (გოეთეს მოსწრებული გამონათქვამით) შეიძლება ამოიწუროს. მას სურს საგნებში არა გამოგონილი არსების ჩადება, არამედ ადამიანის ყველა ძალის ამოძრავება, რათა გამოიხმოს ის, რაც საგანში ფაქტობრივად დევს. - არ უნდა შევცდეთ იმის გამო, პარაცელსუსი თავისი დროის სულისკვეთებით გამოხატავს თავს. უფრო მნიშვნელოვანია შემეცნება იმისა, რომელი საგნები წარმოუდგება მას, როდესაც ის, ბუნების ჭვრეტისას, თავისი დროის გამოხატვის საშუალებებით გადმოსცემს აზრებს. მაგალითად, ის ადამიანს მიაწერს ორგვამოვნებას, ესე იგი ორმაგ სხეულებრივ შემადგენლობას. „გვამი უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ ის ორმაგია, კერძოდ, გვამი რომელიც ადამისგანაა წარმომდგარი და გვამი, რომელიც ადამისგან არ არის. ადამისმიერი გვამი არის უხეში გვამი, რადგან ის მიწიერია და სხვა არაფერი გვამის გარდა, რომელიც იკვრება და მოიხელთება როგორც ხე და ქვა. სხვა გვამი, რომელიც ადამისგან არ არის, ნატიფი გვამია და არ იკვრება და არ მოიხელთება, რადგან მიწისგან არ არის აღებული.“ რა არის ადამისმიერი გვამი? ეს არის ყოველივე, რაც ადამიანმა საკუთარი ბუნებრივი განვითარების შედეგად მიიღო, ის, რაც მან მემკვიდრეობით მიიღო. ამას მიეწერება ის, რაც ადამიანმა ბუნებასთან ურთიერთობაში, დროთა განმავლობაში შეიძინა. თანამედროვე საბუნებისმეტყველო წარმოდგენები, რომლებიც მიღებულია მემკვიდრეობით და შეძენილია შეთავსებით, შეიძლება განვავითაროთ პარაცელსუსის მიერ მოყვანილი მოსაზრებებიდან. „უფრო ნატიფი გვამი“, რომელიც ადამიანს თავისი ქმედითად განაწყობს თავისი სულიერი მოღვაწეობისათვის, თავდაპირველად არ იყო ადამიანში. ის იყო „უხეში გვამი“ როგორც ცხოველი, რომელიც „შეიძლება დააბა და აიღო, როგორც ხე და ქვა“. საბუნებისმეტყველო თვალსაზრისით სამშვინველიც არის „უხეში გვამის“ შეძენილი თვისება. ტერმინ „ადამისმიერი გვამით“ პარაცელსუსი ამბობს იგივეს, რასაც მეცხრამეტე საუკუნის ბუნებისმეტყველნი აცხადებენ, როდესაც ის საუბრობს ცხოველთა სამყაროსგან მიღებულ მემკვიდრეობაზე.ამ მსჯელობებით, რა თქმა უნდა, არ უნდა წაიშალოს განსხვავება, რომელიც არის მეთექვსმეტე და მეცხრამეტე საუკუნეების ბუნებისმეტყველებს შორის. მხოლოდ ბოლო საუკუნემ შეძლო, რომ სრულიად სამეცნიერო თვალსაზრისით დაენახა ცოცხალი არსის გამოვლინებანი იმ კავშირით, რომელიც გვიჩვენებს მათ ნათესაობას ერთმანეთან და ნამდვილ წარმოშობას, ადამიანის ჩათვლით. ბუნებისმეტყველება ხედავს მხოლოდ ბუნებრივ პროცესს, რომელშიც ჯერ კიდევ ლინემ მეთვრამეტე საუკუნეში სულიერი პროცესი დაინახა და ეს დაახასიათა სიტყვებით:
 
„ცოცხალ არსთა სახეობები იმდენია, რამდენიც შეიქმნა თავდაპირველად მრავალი ფორმის სახით.“ თუ ლინესთან სული ჯერ კიდევ სივრცით სამყაროშია და მას მითითება ეძლევა, რათა აღზარდოს, „შექმნას“ სასიცოცხლო ფორმები, მეცხრამეტე საუკუნის ბუნებისმეტყველებას შეუძლია ბუნებას მისცეს ის, რაც ბუნებისაა, ხოლო სულს - რაც სულისაა.ბუნებას თავად ეძლევა დავალება, ახსნას თავისი ქმნილებები; და სულს ძალუძს საკუთარ თავში ჩაიძიროს მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელია მისი პოვნა, ადამიანში. მაგრამ, როდესაც პარაცელსუსი განსაზღვრული გაგებით საკუთარი დროის სულისკვეთებით ფიქრობს, ღრმად მოიცავს ადამიანის ურთიერთობას ბუნებასთან, განვითარების, ქმნადობის იდეასთან მიმართებით. ამ კოსმიურ პირველარსში ის ხედავდა არაფერს ისეთს, რაც მოიხელთება როგორც ჩაკეტილი, არამედ ის წვდებოდა ღვთაებრივს ქმნადობაში. ამით მას მართლაც შეეძლო ადამიანისათვის თვითქმნადი მოღვაწეობა მიეწერა. თუ ღვთაებრივი პირველარსი ერთხელ და სამუდამოდ არის მოცემული, ადამიანის ჭეშმარიტ შემოქმედებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ქმნის არა ადამიანი, რომელიც დროში ცხოვრობს, არამედ ქმნის ღმერთი, რომელიც მარადისობას ეკუთვნის. მაგრამ პარაცელსუსისთვის ასეთი ღმერთი მარადიულობისგან არ არსებობს. მისთვის არსებობს მხოლოდ მარადიული მოვლენა, და ადამიანი არის ნაწილი ამ მარადიული მოვლენისა. რასაც ადამიანი ადგენს, მანამდე არ არსებობდა რაიმე სახით. რასაც ადამიანი ქმნის, არის ისეთი, როგორსაც ის ქმნის, თავდაპირველი ქმნილება. თუ მას ღვთაებრივს ვუწოდებთ, ასეთად ის იწოდება მხოლოდ იმ გაგებით, რომ ის ადამიანური ქმნილებაა. ამის გამო პარაცელსუსსშეუძლია ადამიანს დაუდგინოს როლი სამყაროს მშენებლობაში, რაც მას თავად აქცევს ამ ქმნილების შენების თანაოსტატად. ადამიანის გარეშე ღვთაებრივი პირველარსი არ არის ის, რაც არის ადამიანთან ერთად. „რადგან ბუნებას არ შემოაქვს დღის სინათლეზე არაფერი, რაც მის მიერ დასრულებული იქნება, არამედ ადამიანმა უნდა დაასრულოს ის.“ ადამიანის ამ თვითქმნად მოღვაწეობას ბუნების მშენებლობაში პარაცელსუსი უწოდებს ალქიმიას. „ეს სრულქმნა არის ალქიმია, ანუ ალქიმიკოსი არის მცხობელი, როდესაც პურს აცხობს, მეღვინე, როდესაც აყენებს ღვინოს, მკერავი, როდესაც კერავს ტილოს.“ პარაცელსუსს სურს თავის სფეროში იყო ალქიმიკოსი როგორც ექიმი.“ამიტომ მსურს დავწერო ალქიმიის შესახებ ბევრი დავწერო, რათა თქვენ ის შეიცნოთ, და გამოსცადოთ, რა არის და როგორ გავიგოთ ის:რათა არ იყოს დრტვინვა იმის გამო, რომ მისგან ოქროს ან ვერცხლს ვერ ვიღებთ. არამედ დააკვირდი, რომ გაგეხსნას არკანები (სამკურნალო საშუალებები)... მედიცინის მესამე ბურჯი არის ალქიმია, რადგან წამლების მომზადება მის გარეშე არ შეიძლება, რადგან ბუნება ხელოვნების გარეშე ვერ გამოიყენება.“
 
ამრიგად პარაცელსუსის მზერა მიმართულია ბუნებისკენ, რათა მიაყურადოს მას, თუ რას ამბობს საკუთარ ქმნილებებზე. მას სურს ქიმიური კანონზომიერებანი შეისწავლოს, რათა თავისი გაგებით იმოქმედოს როგორც ალქიმიკოსმა. ის თვლის, რომ ყოველი სხეული სამი ძირითადი ნივთიერებისგან შედგება, მარილისგან, გოგირდისგან და ვერცხლისწყლისგან. რასაც ასე აღნიშნავს, ბუნებრივია, არ გულისხმობს იმად, რასაც ამ სახელებით გვიანდელი ქიმია მოიხსენიებს. პარაცელსუსის ძირითად ნივთიერებასაც ბევრი არაფერი საერთო აქვს გვიანდელი ქიმიით გაგებულ ნივთიერებასთან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საგნები აღინიშნებოდნენ ამ სახელებით. რასაც ადრე ყოფდნენ ოთხ ელემენტად, - მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, - დღესაც ცნობილია ჩვენთვის. ამ ოთხ „ელემენტს“ აღარ ვუწოდებთ „ელემენტებს“, არამედ აგრეგატულ მდგომარეობს და ამისთვის გვაქვს აღნიშვნები: მყარი, თხევადი, აირადი, ეთერული. მიწა, მაგალითად, ძველი ხალხებისთვის იყო არა მიწა, არამედ „მყარი“. ასევე პარაცელსუსის სამ ძირითად ნივთიერებასაც შევიმეცნებთ თანამედროვე ცნებებით, მაგრამ არა იგივე სახელწოდებებით. პარაცელსუსისთვის სითხეში გახსნა და წვა არის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ის იყენებს. როდესაც სხეული იხსნება სითხეში ან იწვის, ის იშლება ნაწილებად. ნაწილი ხდება ნარჩენი, - ნალექი ან ფერფლი, - ნაწილი კი იხსნება ან იწვება. ასეთ ნარჩენს მისთვის აქვს მარილის ბუნება, ხსნადს (თხევადს) - ვერცხლისწყლის, ხოლო რაც იწვის, იმას უწოდებს გოგირდს. 
 
ვინც ასეთი ბუნებრივი პროცესების მიღმა არ იხედება, მისთვის ეს მატერიალურად და მშრალად დარჩება. ვინც სულის მოხელთებას შეგრძნებებით დააპირებს, ის ამ პროცესში ყველა შესაძლო მშვინვიერ არსებას ჩართავს. მაგრამ, ვინც პარაცელსუსივით, ამას განიხილავს კოსმოსთან კავშირში, რომელიც თავის საიდუმლოს ადამიანის შინაგან არსში განაცხადებს, ის მიიღებს მას ისე, როგორც ისინი შეგრძნებებს წარმოუდგება. ის მათ არ შეუცვლის მნიშვნელობას თავდაპირველად. როგორც ბუნებრივი პროცესები დგანან თავიანთი გრძნობადი რეალობით დგანან ჩვენს წინაშე, ისე თავისებურად ცხადდება ჩვენთვის ყოფიერების გამოცანები. ის, რაც მათ შეუძლიათ ადამიანის სამშვინველიდან ამ თავიანთი გრძნობადი რეალობით გამოიტანონ, ყოველგვარ ზებუნებრივ სასწაულზე მაღლა დგას მათთვის, ვინც ისწრაფვის უმაღლესი შემეცნების სინათლისკენ ისწრაფვის, დგას ყველაფერზე მაღლა, რაც ადამიანს შეუძლია მოიგონოს ან რაც შეუძლია შეიტყოს გამოცხადების საშუალებით მათი მოჩვენებითი „სულის“ შესახებ. არ არსებობს არავითარი „ბუნების სული“, რომელსაც შეუძლია უფრო ამაღლებული ჭეშმარიტებანი გადმოსცეს, ვიდრე თავად ბუნების დიადი ქმნილებანი, როდესაც ჩვენი სამშვინველი ემოყვრება ამ ბუნებას და ნდობით აღსავსე ურთიერთობაში ყურს უგდებს მისი საიდუმლოებების გაცხადებას. ბუნებასთან სწორედ ასეთ მეგობრობას ეძებდა პარაცელსუსი.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff