რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

რუდოლფ შტაინერი
0
0

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში ყოველ ჯერზე ახლებურად მოქმედებენ. საბერძნეთში ასეთ ფორმულად ითვლებოდა აპოლონის გამონათქვამი. ეს არის: „შეიცანი თავი შე...

ბოლოთქმა

ბოლოთქმა

ორნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ანგელუს სილეზიუსმა თავის „ქერუბიმულ მოგზაურში“ თავისი წინამორბედების ღრმა სიბრძნე შეკრიბა. ამ საუკუნეებმა ბუნებაში მდიდარი შეხედულებები შემოიტანა. გოეთემ ბუნებისმეტყველებაში დიდი პერსპექტივა გახსნა. ის ცდილობდა ეძებნა მარადიული, მტკიცე კანონები ბუნებისმოქმედებისა, რომლებიც ადამიანსაც ისეთივე აუცილებლობით წარმოშობენ, როგორც უდაბლეს საფეხურზე- ქვას. (შეადარეთ ჩემს წიგნს: „გოეთეს მსოფლმხედველობა“). ლამარკმა, დარვინმა, ჰეკელმა და სხვებმა ეს წარმოდგენა უფრო განავრცეს. „შეკითხვათა შეკითხვამ“ ადამიანის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ მეცხრამეტე საუკუნეში თავისი პასუხი მიიღო. ბუნებრივ პროცესში ამასთან დაკავშირებულმა სხვა ამოცანებმა თავისი ახსნა ნახეს.დღეს გასაგებია, რომ არ უნდა გამოვიდეთ ფაქტობრივისა და გრძნობადის ფარგლებიდან, როდესაც გვსურს ბუნებრივი გზით გავიგოთ არსებათა განვითარების საფეხურები, ადამიანის ჩათვლით. - და აგრეთვე ადამიანური „მე“-ს არსი დაგვანახა ი.გ. ფიხტეს მახვილმა გონებამ და ადამიანურ სამშვინველს აჩვენა, სად უნდა ეძებოს საკუთარი თავი და რას წარმოადგენს ის (შეადარეთ ზემოთ და თავი ფიხტეს შესახებ- „სამყაროსა და სიცოცხლის ხედვა მეცხრამეტე საუკუნეში“- ჩემ სწიგნში „ფილოსოფიის გამოცანა“.) ჰეგელმა გონება განავრცო ყოფიერების ყველას ფეროზე, და შეეცადა კანონზომიერად გაეაზრებინა როგორც გარეთარსებული, გრძნობადი,ბუნებრივი ყოფიერება, ისე ადამიანური სულის უმაღლესი ქმნილებანი(შეადარეთ ჩემს მიერ წარმოდგენილი ჰეგელი „ფილოსოფიის გამოცანაში“, I ტომი). - როგორ წარმოდგებიან სულები, რომელთა აზრები ამ ნაწერში არის აღწერილი, იმ სინათლის მსოფლმხედველობაში, რომელიც გაჯერებულია მათი ეპოქის შედგომი დროის სამეცნიერო მიღწევებით? მათ კიდევ ერთი „ზებუნებრივი“ შესაქმეს ისტორია იწამეს.როგორ მიესადაგება მათი აზრები „ბუნებრივს“, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბუნებისმეტყველებამ შექმნა? ამ ბუნებისმეტყველებამ არაფერი მისცა ბუნებას ისეთი, რაც მას არ ეკუთვნის, ხოლო მას წაართვა ის,რაც თავად არ ეკუთვნოდა. მისგან განდევნა ყველაფერი, რაც არა მასში,არამედ მხოლოდ ადამიანის შიგნით მოიპოვება. ის აღარ ხედავს არსს ბუნებაში, როგორც ამას ახერხებს ადამიანის სამშვინველი და ის, ვინც ადამიანის მსგავსად ქმნის. მისთვის ორგანიზმის ფორმები აღარ არის ადამიანის მსგავსი ღმერთის მიერშექმნილი. გრძნობად სამყაროში მათ განვითარებას ის მისდევს ბუნების კანონებით. მაისტერ ეკჰარტს,ისევე როგორც ტაულერს, იაკობ ბიომეს და ანგელუს სილეზიუსს ასეთ ბუნებისმეტყველებაზე დაკვირვებით უღრმესი კმაყოფილება უნდა განეცადათ.სული, რომელშიც ისინი სამყაროს დააკვირდებოდნენ, სრული მნიშვნელობით ბუნებაზე ასეთ დაკვირვებაზე გადის, თუ მისი სწორი გაგება მოხდება. რაც მაშინ არ შეეძლოთ, - ბუნებრივი ფაქტები გაეშუქებინათ ნათლით, რომელიც მათ გამოუბრწყინდა, - ეჭვგარეშე მათი ძლიერი სურვილი იქნებოდა, ეს ბუნებისმეტყველება მათ ხელთ რომ ყოფილიყო. მათ ეს არ შეეძლოთ.ბუნების პროცესების შესახებ მათ არავითარი გეოლოგია,არავითარი„ბუნებრივი შესაქმის ისტორია“ უამბობდა.მხოლოდ ბიბლია იყო მათი მთხრობელი ასეთი პროცესების შესახებ.ამის გამო, რამდენადაც შეეძლოთ, სულიერი ეძებეს იქ,სადაც მისი პოვნა შესაძლებელია: ადამიანში. დღეს მათ სხვა საშუალებები ექნებოდათ ვიდრე მაშინ, რათა ეჩვენებინათ,რომ არსებული სულის აღქმადი ფორმა მხოლოდ ადამიანში მოიპოვება. დღეს ისინი უყოყმანოდ დათანხმდებოდნენ მათ, ვინც სულს როგორც ფაქტს არა ბუნების ფესვებში, არამედ მის ნაყოფში ეძებენ. ისინი აღიარებდნენ,რომ სული გრძნობად სხეულშიგანვითარების შედეგია, და რომ განვითარების უმდაბლეს საფეხურებზე ასეთი სული არ მოიძებნება. ისინი მიხვდებოდნენ, რომ ორგანიზმში სულის წარმოქმნისას „შესაქმეს ჩანაფიქრი“ არ მოქმედებდა,ისევე როგორც „შესაქმეს ჩანაფიქრს“ არ შეუქმნია მაიმუნი ჩანთოსანი ცხოველებისგან. - ჩვენს თანამედროვეობას არ შეუძლია ბუნების ფაქტების შესახებ საუბარი ისე, როგორც ამაზე იაკობ ბიომე საუბრობდა. მაგრამ ამ თანამედროვეობაშიც არის მოსაზრება, რომელიც იაკობ ბიომეს ხედვას აახლოვებს იმ მსოფლმხედველობასთან, თანამედროვე ბუნებისმეტყველებას რომ უწევს ანგარიშს. საჭირო არარის სულის დაკარგვა, როდესაც ბუნებაში ბუნებრივს პოულობენ. ბევრი დღეს სხვაგვარად ფიქრობს, თითქოს საჭიროა ბრტყელ და მშრალ მატერიალიზმში გადავარდნა, როდესაც მისაღებია ბუნებისმეტყველების მიერ მიკვლეული„ფაქტები.“ მე თვითონ სრულად ვდგავარ ამ ბუნებისმეტყველების საძირკველზე. მე ნათლად ვგრძნობ, რომ ბუნების დაკვირვებისას, როგორც ამას ერნსტ ჰეკელი აკეთებდა, მხოლოდ მას შეუძლია მისი უმსგავსად ქცევა, ვინც მასთან ბრტყელი აზრებით მიდის. მე ვგრძნობ უფრო მაღალს,დიდებულს, როდესაც „ბუნებრივ შესაქმეს ისტორიას“ საშუალებას ვაძლევ იმოქმედოს ჩემზე გამოცხადებით, ვიდრე მაშინ, როდესაც სარწმუნოებრივ სწავლებათა ზებუნებრივი სასწაულებრივი ისტორიები ჩემში შემოდის. არცერთ „წმინდა“ წიგნში არ მინახავს ისეთი ამაღლებული, როგორც „მშრალ“ ფაქტში,რომელსაც ყოველი ადამიანური ჩანასახი დედის მუცელში იმეორებს ცხოველური ფორმების სახით, რომელიც მისმა ცხოველურმა წინაპრებმა გაიარეს. თუ ჩვენს თავს აღვავსებთ ფაქტების დიდებულებით, რომელსაც ჩვენი შეგრძნებები ჭვრეტენ, ნაკლები გვექნება „სასწაული“, რომელიც იმყოფება ბუნების რკალში. თუ სულს განვიცდით ჩვენში, აღარ გვჭირდება ის გარეთ,ბუნებაში. ჩემს „თავისუფლების ფილოსოფიაში“ მე აღვწერე მსოფლმხედველობა, რომელიც არ თვლის,რომ სული განიდევნება, როდესაც ის ბუნებას ამგვარად განიხილავს, როგორც მას დარვინი და ჰეკელი განიხილავდნენ. მცენარე ან ცხოველი არაფერს მოიგებენ ჩემთვის, თუ მე მათ მივცემ სამშვინველებს, რომელთა შესახებ ჩემს შეგრძნებებს არავითარი მოწმობა არ აქვთ. გარესამყაროში მე არ ვეძებ საგნების „ცხოველურ“, „მშვინვიერ“ არსებას,მე მას არასოდეს მოვიაზრებ წინასწარ, რადგან ვთვლი, რომ შემეცნება,რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში იხსნება, ამისგან მიცავს. მე ვფიქრობ,რომ გრძნობადი სამყაროს საგნები სინამდვილეში არიან ისეთი,როგორადაც წარმოგვიდგენენ თავს, რადგან მე ვხედავ, რომ ჭეშმარიტ თვითშემეცნებას მივყავართ იქითკენ, რომ ბუნებაში ვეძიოთ მხოლოდ ბუნებრივი პროცესები. მე არ ვეძებ არავითარ ღვთაებრივ სულს ბუნებაში, რადგან მჯერა,რომ ჩემს თავში ვატარებ ადამიანური სულის არსს.ჩემს ცხოველურ წარმომავლობასაც მშვიდად ვუყურებ,რადგან მჯერა, რომ იქ,საიდანაც წარმოიშვება ცხოველური, ვერავითარ სამშვინველის მსგავს სულს შეუძლია მოქმედება. მე შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო ერნსტ ჰეკელს, როდესაც ის უკვდავების მაგივრად, როგორსაც ზოგიერთი რელიგია ასწავლის (შეადარეთ ჰეკელის „სამყაროს გამოცანა“, გვ.139),„სამარის მარადიულ სიმშვიდეს“ არჩევს.რადგან მე აღმოვაჩენ სულის დამცირებას, მძიმე ცოდვას სულის წინააღმდეგშეხედულებაში, რომლის მიხედვით სამშვინველი გრძნობადი სახით აგრძელებს არსებობას. - მკვეთრი გამოხმაურება მესმის მე, როდესაც ჰეკელის წარმოდგენილი საბუნებისმეტყველო ფაქტები ზოგიერთი თანამედროვის „ღვთისმოსავობას“ ეჯახება.მაგრამ ჩემთვის რწმენა, რომლებიც ცუდად ეთანხმება ბუნების ფაქტებს, არ მეტყველებს იმ ღვთისმოსავობაზე, რომელსაც მე ვპოულობ იაკობ ბიომესთან და ანგელუს სილეზიუსთან. ეს უმაღლესი ღვთისმოსავობა უფრო ეთანხმება ბუნების მოღვაწეობას. არარის რაიმე წინააღმდეგობა იმაში, როდესაც ახალი დროის ბუნებისმეტყველების შემეცნებით განვიმსჭვალებით და იმავდროულად იმ გზას ვადგებით,რომელზეც ეძებდნენ სულს იაკობ ბიომე და ანგელუს სილეზიუსი.ვინც ამ მოაზროვნეთა თვალსაზრისით ადგება გზას,მას არ უნდა ეშინოდეს, რომ ჩავარდება უხეშმატერიალიზმში, როდესაც ბუნების საიდუმლოებებს „ბუნებრივი შესაქმეს ისტორიით“ შეიცნობს.ვინც ჩემს აზრებს ამ გაგებით მიიღებს, ჩემთან ერთად გაიგებს ბოლო ფრაზას „ქერუბიმული მოგზაურიდან“, რომლითაც უნდა დასრულდ ეს ეს წიგნი: „საკმარისია, მეგობარო.თუ მეტის წაკითხვა გსურს: წადი და თავად გახდი წიგნი და არსი.“

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff