ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ

Admin
აზრები
0
0

ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით უცნობ მომავალში და რომლი...

42867085 330355564437691 3203166487435018240 nავტორი:ანა თოფურიძე

"ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით უცნობ მომავალში და რომლის შექმნაშიც ჩვენი წერილი იღებს მონაწილეობას, რადგან შიგ ჩვენ თავად დავწერეთ როგორი მომავალი გვსურს"

ორ საშინელებათა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ჩემს თვალწინ მოხდა და ორჯერვე ვერ შევძელი ამის შეჩერება, რადგან ის საშინელება რაც ხდებოდა, ჩვენს საზოგადოებაში ნორმადაა მიღებული..

ამბავი პირველი:
ნათესავის ქორწილზე თუ დაკრძალვაზე მივდიოდით არ მახსოვს, როგორც ქართულ ამბებში ხდებახოლმე სხვის მანქნაში იყო თავისუფალი ადგილი და მე იქ ჩავჯექი. ჩემს გვერდით აღმოჩნდა ცოლი, ქმარი და პატარა შვილი, ორი წლის დაახლოებით, მხიარული, ენერგიეული და საოცრად მოსიყვარულე პატარა. ის ხან იცინოდა, ხან ფანჯარაში იყურებოდა გაოცებული და პატარა თითს უშვერდა ხეს ხან ღრუბელს, ხან თავისებურ ენაზე ყვებოდა ისტორიებს. განსაკუთრებული სიყვარულის ენერგიის გამცემი ბიჭი იყო, მე ყოველთვის ვგრძნობ ასეთებს, ჩემი ზემგრძნობიარობის ნიჭის გამო და მისდამი პიროვნული სიმპატიაც და თანაგრძნობაც შესაბამისად გამიჩნდა. მოჭარბებული ენერგიით მანქანის უკანა სკამიდან წინ მამასთან გადაფოფხდა, მელოტ მსუქან თავზე ჩაეხუტა და კოცნა დაუწყო "მამა, მამიკო, მამიკო მიყვარხარ", ხოლო მამა გართული მძღოლთან სხვა საჭირბოროტო თემაზე საუბარში შეწუხდა და შეუყვირა ცოლს "მომაშორე ქალო ეს ბავშვი!" და ხელით დაიჭირა და უკან გადმოაწოდა შვილის პატარა სხეული, ბავშვმა რათქმაუნდა ამის გამო ტირილი დაიწყო, მისთვის ხომ იმ მომენტში მამა ღმერთი იყო, მამა მთელი სამყარო იყო და თავის მთელ სიყვარულს გასცემდა და ასე უხეშად უარყვეს. ტირილის დაწყებას კი დედის გაბარზებაც დაემატა, "რა გატირებს, გაჩუმდი ერთი ნუ აწუხებ ხალხს, რა გატირებს გოგო ხაარ?" დედის გაბარზებამ კიდევ უფრო ატკინა გული პატარას და კიდევ მეტად ატირდა, საბოლოოდ "წაუთაქეს" ორივემ დააშინა ცემით და ბავშვს ისღა დარჩენოდა თავისი სიხარულიც და მწუხარებაც თავის თავში ჩაეხში, გადაეყლაპა და ჩუმად თავისთვის ესლუკუნა.

ამბავი მეორე:
მარშუტკაში მამა და შვილი ამოვიდნენ. პატარა გოგოს ცისფერმა თვალებმა და გაბრწყინებულმა სახემ მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. იმდენ ბედნიერებას და სინათლეს აფრქვევდა, ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ მას ვუყურებდი. დიდი ცისფერი თვალები, გაბერილი ლოყებით, წკრიალა ხმა და ხითხითი რომელიც მხოლოდ მისი იყო, ასე სხვა ბავშვი ვერ გაიცინებდა დედამიწაზე, რაწამს დაინახვდა რაღაც ლამაზს, თუნდაც გზაზე გადამავალ სხვა ბავშვს მშობელთან, ან მარშუტკაში ამოსულ ადამიანს, ამბობდა "ნახე რა კარგი ადამიანია". ან ჩიტს, ან მის საყვარელ თავში თუ სასაცილო იდეა მოვიდოდა, თვალები უბწყინდებოდა და მამას უყურებდა რომ გადაეცა მისთვის თავის ეს სიხარული. ამ ყველაფერს მე ვხედავდი, მაგრამ არ ხედავდა საკუთარი მამა, რადგან ძმაკაცს ელაპარაკებოდა მობილურზე და უყვებოდა "გუშინდელ სუფრაზე", იმაზე რომ 380 ლარი დაუჯდა ყველაფერი და მერე მწვანილეულის და ყავის მოტანაზე დასჭირდა ცოტა დამატება, იმაზე რომ მაგრად იქეიფეს და მალე კიდევ გაიმეორებენ, ბოლოს კი შეწუხებული ხმით გაწყვიტა საუბარი "ეს ბავშვი არ მასვენებს მერე დაგირეკავო". რამდენჯერმე დაუყვირა, ფიზიკური ძალადობაც გამოიყენა, გააჩუმა, შემდეგ დააშინა რომ არაფერს აღარ უყიდდა, დააშინა რომ საქანელებზე აღარ წაიყვანდა, დააშინა კიდევ რაღაცეებით და მართალია ჩემს საყვარელ გოგონაში ის სიხალისე და სინათლე ვერ ჩაკლა, მაგრამ გაჩუმება მაინც აიძულა.

ალბათ ბევრს ჰგონია რომ ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, რომ შვილს უნდა დაატყა და უნდა გააჩუმო თუ საჭიროა. ალბათ თვითონაც ასე გაზარდეს და ასე არიან მიჩვეულები და ასე იციან მხოლოდ პატარა საოცრებებთან ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ არავინ არ იცის რეალურად რას აკეთებს.

ბავშვის ცნობიერი 13–14 წლამდე მუდამ მიმღებია და ის ენერგეტიკულად დაკავშირებულია მშობლებთან, იკვებება, სუნთქავს, სწავლობს და იმეორებს ყველაფერს რასაც მისი მშობლები აკეთებენ. მან არ ცის რა არის კარგი და რა არის ცუდი, რასაც ხედავს რომ აკეთებს დედა მისთვის სწორია და ის მას ბაძავს, რადგან მთელი სამყარო, მთელი სიყვარული ეს ორი ადამიანია. ზოგჯერ ბებიაცაა და ბაბუაც, მაგრამ დედა და მამა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ვერ ვხვდავთ ჩვენს ქვეცნობეირს მაგრამ ჩვენში არის არის მათი ადგილი, დაბადებიდანვე განსაზღვრულია რომ ადამიანს ვიღაც უნდა უყვარდეს და ვიღაცისადმი გასცემდეს იმ სიყვარულს რასაც ჩვილობიდან ავლენს.

42910117 167131110875512 1781250360740937728 nმხოლოდ გარემო პირობების მიხედვით ისინი იზღუდებიან ხოლმე, ზემოთ მონაყოლი მაგალითების მსგავს შემთხვევბში მათი გული უფრო და უფრო იკეტება, ისინი თავის თავის რწმენას კარგავენ, ყოველი მცირე მოვლენა მოქმედებს ბავშვზე და არაცნობეირად ის იზღუდება. შემდეგ კი ზრდასრულ ასაკში თუ არ ისწავლა თავისი მეს მდგომარეობის გაცნობიერება, იგივეს გაიმეორებს, ზუსტად ისევე უყვირებს თავის შვილს, ზუსტად ისეთივე კომპლექსები ექნება როგორც დედას ქონდა, ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება ექნება საპირსპირო სქესის მიმართ გაუცნობეირებლად როგორც მისი მშობლისადმი ქონდა. შესაბამისად, ყალიბდება დამახინჯებული, საშუალო სტატისტიკურად უბედური ადამიანი, ვინც არც იცის რატომაა ცუდად და რა აკლია. ცხოვრებას აბრალებსხოლმე თავისი მეს გამოუვლინებლობას...

ჩემი პოზიციის გასამყარებლად მოვიყვან ძველ ქართულ ტრადიციას, რომელიც ხევსურებს ქონდათ, რომელსაც ბევრი ყვება და ვაჟა-ფშაველასაც აქვს ამაზე დაწერილი და თავად ხევსურებისგანაც ვიცი გადმოცემით... მე გაოცებული ვარ ამ ხალხს საიდან ქონდა ფსიქოლოგიის და პიროვნული აღზრდის ამდენი ცოდნა: ხევსური მამა ბიჭს არასოდეს სცემს და არც დაუყვირებს, ეს მათი ტრადიციაა და წესია.  როცა ხევსური პატარა ბიჭი ოთახში შემოდის, მას ფეხზე წამოუდგებოდნენ და ისე მიესალმებოდნენ როგორც დიდ კაცს, ასევე საქმეში აზრსაც ეკითხებოდნენ. მამა შვილს არ სცემდა არასდროს და არ შეულახავდა თავმოყვარეობას, ეს იყო ტრადიცია და ამიტომაც იზრდნებოდნენ ხევსურები ვაჟკაცები.

თუ ამდენი ცოდნა ადრე ქონდათ ქართველებს, ახლა სად გაქრა? ახლა რატომ ექცევიან შვილებს როგორც უსულო, უსურვილო არსებებს ვინც არაფერი იცის, ვისაც შეუძლიათ უყვირონ, ცემონ და ის გააკეთებინონ რაც თავად უნდათ. უბრალოდ ქუჩაში სიარულისას ან ტრანსპორტში ყოფნისას მოუსმინეთ მშობლებს როგორ ელაპარაკებიან ისინი შვილებს, რამდენ შიშს შთააგონებენ, რამდენ პირობას უყენებენ, რამდენ შეურაცხყოფას აყენებენ "ღორი ხარ", "მარცხვენ" "არსად წასაყვანი შენ არ ხარ" და ა.შ.. მე პირადად ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვეჯახები და ვხედავ როგორ განიცდის თითეული ბავშვი მსგავს მიმართვებს...

გყავდეს და გაზარდო შვილი დიდი პასუხისმგებლობაა, ვფიქრობ ამას სწავლა და მომზადება სჭირდება, ჩემი აღქმით ასევე აუცილებელია გაითვალისწინო ბავშვის დაბადების დროით გამოთვლილი ჰოროსკოპი, თუ თევზი გყავთ სხვა მიდგომა უნდა, თუ თქვენი პატარა ლომია, მშვილდოსანი, ტყუპები თუ მერწყული ყველას თავისებური ხასიათი აქვს და არ შეიძლება ყველას თანაბრად მოექცე. არ შეიძლება ვერძი ბავშვი სპორტის ან ფიზიკური აქტივობის რომელიმე სახეობაზე არ შეიყვანო, ხოლო თევზი ხელოვნებას არ აზიარო, ხატვას ან მუსიკას.

ახალდაბადებული რომ ყველას აბედნიერებს და უყვარს ეს დროებითი ბედნიერების ილუზიაა. საკამრისია მან სიარული და ლაპარაკი ისწავლოს და თავისი სურვილების გამოვლენა, ის მშობლებისთვის უკვე პრობლემა ხდება. უკვე აწუხებს, უკვე უყვირიან და უკვე ასწავლიან თუ როგორ იყოს ბავშვი მშობლის მონა. როგორ მოიქცეს, იფიქროს, იჯდეს, იდგეს და ისუნთქოს ისე როგორც მშობლებს აწყობს. რადგან ის ამისთვის დაიბადა მშობლების გასართობად და საამაყოდ, არანაირი პირადი მე მას არ გააჩნია. ალბათ სრულწლოვანებამდე ან ზოგჯერ ძალიან დიდ ასაკამდეც მშობლები შვილებს განიხილავენ არა როგორც ინდივიდუალურ თავისუფალ პიროვნებას, არამედ თავის საკუთრებას და სარგებლობის მომტან მუშას.

უყვარს იმ დედას შვილი რომელიც მას სცემს? უყვარს მამას შვილი რომელიც მას ცემს? უყვარს იმ დედას შვილი რომელიც ჩუმადაა როცა მამა შვილს სცემს? რათქმაუნდა არა. ეს არაა სიყვარული. ესაა დამახინჯებული ცნობეირების შედეგი და ითვლება ნორმალურ აღზდად რაც რეალურად სისასტიკეა.

დღესვანდელ საქართველოში ცოტა ზრუნავს თავის თავში იყოს გუწრფელი და ცნობიერი, საკუთარი ქცევების ანალიზი და შედეგის გათვალისწინება ცოტას უნდა. ეს ხომ მოსაწყენი სამუშაოა. სჯობს იქეიფო, თუ გინება მოგინდება იგინო, თუ ქეიფი მოგინდება ძმაკაცებთან რესტორანში წახვიდე, და ბავშვით სიამაყე თუ მოგინდება გამოიყვანო და ლექსი ათქმევინო.. ეს ნორმაა, თუმცა ჩემი აზრით ეს არანორმალურობაა და იმედი მაქვს შეიცვლება. შეიცვლება რადგან თუ პროგრესი გვინდა, ბავშვებს უკეთ უნდა მოვექცეთ, პატარაობიდან უნდა სიყვარული მივცეთ და ყველაფერი კარგი რაც მოგვიპოვებია. თავი პატივცემულ ადამიანებად ვაგრძნობინოთ.

იმედი მაქვს ვინც ამას წაიკითხავს ოდნავ მაინც სხვა თვალით შეხედავს ბავშვებთან ურთიერთობას და თუ თქვენს გონებაში მოგივათ ფიქრი: "შვილი რომ გეყოლება მერე წერეო" ეს ნიშნავს რომ თავდაცვითი პროგრამა გააქტიურდა და ეს ნიშნავს რომ ზუსტადაც საჭიროა კიდევ ერთხელ გუწრფელად გადაიკითხოთ და თქვენს შვილს უფრო მეტი ემოციური და მენტალური მზრუნველობით მიუდგეთ, რაც რათქმაუდა თქვენივე, როგორც პიროვნების ზრდას და განვითარებას ნიშნავს.

რომ გაზარდო კარგი შვილი ჯერ საკუთარი თავი უნდა გაზარდო უკეთეს ადამიანად. თუ ვინმე თვლის რომ მშობლებს სწავლა და მუდმივი განვითარება არ სჭირდება, ძალიან ცდება.

ხოლო თუ მზადაა მეტი შეისწავლოს და განვითარდეს „სისტემა-ვექტორული ფსიქოლოგია“ ყველაზე სწორი მიმდინარეობაა ფსიქოლოგიის და მშობლებს ასწავლის უკეთ გაიცნოს თავის შვილიც და თავის თავიც, სწორად იპოვოს გზები რა მიმართულება მისცეს ბავშვს. რისი შედეგიც წარმატებული და ბედნიერი ადამიანი იქნება.

მსგავსი სტატიები

აზრის თავისუფლება


ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში...

ფიქრებზე დაკვირვების გაკვეთილები


ავტორი: ანა თოფურიძე "დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სი...

აღდგომის ფრაქტალი


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველგან ვხდებით ფრაქტალებს. ერთ-...

ქვეცნობიერი - (შეუცნობელ/შესაცნობელი) - არის ' ღ მ ე რ თ ი ' !


ავტორი:ნინო დიდებაშვილი  კიდევ ერთი მცდელობა - კოლექტიურ ცნ...

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff