ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ადამიანების უმეტესობას სიბნელი...

d2

ავტორი: ანა თოფურიძე

გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო...

ადამიანების უმეტესობას სიბნელის გვეშინია. რატომ გვეშინია სიბნელის? რა ხდება სიბნელეში? რეალურად სიბნელეში არაფერი ხდება. ბნელ ოთახში შესულები ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ გვიპყრობს შიში და გაქცევა გვინდა რადგან ჩვენივე ცნობიერების კუნჭულებში მიმალული მონსტრები გამოდიან გარეთ და ჩვენ მათ პროექცირებას ბნელ ოთახში ვხედავთ.

ბნელ ოთახში ყოფნას რეალურად დიდი სულიერი დატვირთვა აქვს. სხვადასხვა კულტურებში ეს განწმენდის რიტუალიც იყო. საქართველოშიც, ხევსურეთში ქონდათ ასეთი ტრადიცია „ბნელაში ჯდომა“, შედიოდნენ ადამიანები ბნელ ოთახში მარტო, ჩუმად, გარემოსთან კონტაქტის გარეშე და რამდენიმე დღის შემდეგ გამოდიოდნენ. ეს რიტუალი ინდოეთშიც ცნობილია როგორ ერთ-ერთი მედიტაციის გზა. ფილოსოფია იმაშია რომ ადამიანი შინაგანად სინათლეს ატარებს, მაგრამ ყოველდღიურობაში გართული ის თავის თავში არ იყურება. ბნელ ოთახში მარტო დარჩენილი კი მთელს ყურადღებას შინაგანი სამყაროსკენ მიმართავს და გაანათებს. სიბნელეში მოხვედრა საჭიროა იმისთვის რომ განათება ისწავლო.

სიბნელის შიში სინათლის შიშია და თუ უარს იტყვი სიბნელეში შებიჯებაზე მაშინ სინათლეში შებიჯებაზეც უარს იტყვი.

ბნელი ადგილები ცნობიერებაშიც ბევრი გვაქვს, სადაც ჩვენივე შექმნილი მონსტრები ცხოვრობენ და თუნდაც ვერ ვხედავდეთ ისინი არსებობენ და ჩვენი სასიცოცხლო ენერგიით იკვებებიან. ამას ქმნის ყველა ბავშობიდან, საკითხი მხოლოდ ისაა აღიარებს თუ არა. ადამიანის გონება ასეა მოწყობილი. უსაზღვრო შესაძლებლობებით, თუმცა ძირითადად ამ შესაძლებლობებით ვაწყობთ ისე რომ საკუთარი თავი ციხეში მოვაქციოთ, არ გამოვავლინოთ პოტენციალი და ვიყოთ სხვის აზრზე და შხვადასხვა შიშებზე მიჯაჭვული ნახევრადცოცხალი სევდიანი არსებები.

უამრავი პოემა, ფილმი და მითი მოგვითხრობს სიყვარულის ძალაზე რომელიც ყველაფერს ამარცხებს და სად არის ის რეალურად? თუ არსებობს მაშინ რატომ არ მოდის არავინ და არ გვიხსნის და არ გვაგრძნობინებს ამ უზენაეს მაგიას? იმიტომ რომ მას ჩვენ თავად არ ვაძლევთ უფლებას. ჩვენივე გონებამ ბევჯერ, ბევრ მოცემულ დროში და სივრცეში გადაწყვიტა რომ განდეგილიყო სიყვარულისგან და შექმნა თავისი ბნელი კუთხე სადაც კომფორტულად უბედურია და იმდენი ხანია უკვე მიჩვეული სიცივეს და სიბნელეს, რომ სინათლის შიში აქვს, რადგან თავის თავს აიგივებს იმასთან რაც არ არის.

d3

„გიყვარდეს შენი თავი ყველაზე ბნელ ადგილებში და შენ გაიმარჯვებ“

ჩვენ გვეშინია იმის რომ აღმოვჩნდებით რაიმე სიტუაციაში სადაც ვიქნებით უარყოფილები და დამარცხებულები, მარტოებიდა უბედურები, ვიქნებით იქ საიდანაც არ არის გზა გადარჩენისკენ. ჩვენ გვეშინია ამის წლების განმავლობაში და არ ვდგამთ ნაბიჯებს არც სიბნელისკენ და არც სინათლისკენ. ჩვენ ვცხოვრობთ შიშში და დროს ვკარგავთ, რადგან ერთადერთი სწორი გზა სინათლისკენ სიბნელის გავლაა.

„თუ ჯოჯოხეთში მიდიხარ, გზა გააგრძელე“

განა ყველა ზღაპარი ამას არ გვიყვება? განა ყველა გმირი ბნელ საშიში გამოქვაბულში არ ჩადის ურჩხულის დასამარცხებლად? ცხრა მთას ან ცხრა ზღვას არ გადალახავს? ლაბირინთში არ ამარცხებს მინოტავრს? შენ რატომ უნდა გეშინოდეს იყო გმირი და გაიარო ზღაპრული ცხოვრება?

ადამიანები ვისაც გმირობების ეშინიათ რჩებიან ბედნიერების გარეშე რადგან სირთულეების გადალახვა არ სურთ. ხოლო ისინი ვინც შიშებს ჯობნიან, ყველა ბნელ კუთხეს ანათებენ და პოულობენ სინათლეს მოიპოვებენ ისეთ ბედნიერებას, რისთვისაც ცხოვრება ღირდა.

რა არის სიბნელე ჩვენში? სიბნელე და სიცარიელე რასაც ვგრძნობთ ილუზიაა. ყველა რთული გამოცდილებები ყველაზე დიდ გაკვეთილებს იმიტომ გვასწავლიან, რომ ჩვენ სიბნელეს ვჯობნით. ვაბიჯებთ, შევიცნობთ და ვძლიერდებით. გვემატება საკუთარი თავის რწმენაც, ცოდნაც და ბედნიერების შეგრძნებაც.

მთავარი სადუმლო იმაშია რომ საკუთარი თავის მივიღოთ ყველაზე რთულ, ბნელ და საშიშ გარემოში. გვიყვარდეს ვინც ვართ და ვიყოთ აწმყოში ჩვენს თავთან. პირველ რამდენიმე ჯერზე შეიძლება ეს რთულად მოგეჩვენოთ, რადგან გონება გაქცევასაა მიჩვეული, მაგრამ ამის გადალახვის შემდეგ შიში გაქრება, ახალი ჩვევა ჩამოგიყალიბდებათ და ცხოვრებას როგორც თამაშს ისე აღიქვამთ, როგორც გამოწვევებს და როგორც საკუთარი ძალების შემეცნებისთვის ხელსაყრელ გარემოებებს. რა ჯობია სირთულეს? რა ჯობია შეუცნობელ სიბნელეში შებიჯებას და ახალ ტავგადასავალს? გარანტიას გაძლევთ რომ ყველა ბნელი ოთახი სინათლეა, მხოლოდ ეს თქვენივე თავისთვისაა შექმნილი ბნელი დეკორაციები, ხრიკი კი იმაშია რომ ეს უნდა შეიცნოთ და გამოსცადოთ.

ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება. არის იდეა რომელიც არ ჟღერდება ხშირად, მაგრამ თუ გაიგებ ამ აზრს და გააცნობეირებ, შემდეგ კი პრაქტიკულ რეალობაში გადაიტან, შესაძლოა მრავალი კარჩაკეტილი ოთახიც გააღო.

d1

ნებისმიერი შიშის და წარმოდგენის მიღმა დაინახე შენი თავი და გიყვარდეს ის იქ. ნებისმიერ მოლოდინში წარმოდგენილ შიშში იპოვე შენი თავი რა პოზიციაზეა მიუღებელი და გიყვარდეს ის იქ. წარსულის ნებისმიერ ბნელი მოგონების მტკივნეული გახსენებისას, იპოვე შენი მეს მდგომარეობა რომელიც ვერ მიიღე და განდევნე და გიყვარდეს ის იქ. გიყვარდეს ნიშნავს დაინახო, აღიარო, მისცე უფლება იყოს ისეთი როგორიც არის და შეიყვარო. გიყვარდეს შენი თავი ყველაზე მიუღებელ ფორმებში და სამყაროს შეიყვარებ. მიიღე მარტოობა საქმეში, ოჯახში, გარემოებში და იპოვე ძალა გიყვარდეს შენი თავი იქ სადაც არ გინდოდა მოხვედრილიყავი, ამის შემდეგ მიხვდები რომ ეს ჯილდო იყო, რადგან შეიცანი შენი მეს ის მხარეები სადაც სიბნელეში მოხვედრის გარეშე ვერ დაინახავდი.

ეს მხოლოდ იდეაა, რომლის ცხოვრებაში რეალზიებაც არც ასეთი ადვილია, მაგრამ ერთ-ერთი სწორი გზაა სულიერი ამაღლების და წინსვლისკენ.

 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

მიუტევე რამეთუ არ იციან...


"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

პეპლის ეფექტი


ავტორი: იოანე შენგელია თუ არ გაქვს კალამი, ვერ დაწერ დავალებას. ...

თეზა #6


ავტორი: მამუკა გურული "ნუ ჩასვავ ადამიანებს შენი წარმოდგენების გ...

შემეცნების რაობა


ავტორი: აკაკი სხულუხია ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, შეიძლება ითქვ...

თავისუფლების ცნება


ავტორი: ლუკა ბაკურაძე თავისუფლებაზე ან იმაზე მსჯელობისას თუ რა ა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff