შეხვედრა სიკვდილთან

Admin
აზრები
0
0

მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქვეყანაზე, ჩემი ბავშვური ოცნებე...

   death

ავტორი: ეკატერინე  სამხარაძე

   მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქვეყანაზე, ჩემი ბავშვური ოცნებები, შიშები და ფანტაზიაბი მქონდა და რამდენიმე თვის და მყავდა, უამრავი საყვარელი, პატარა ნივთით, რომელთა შორის პატარა, ლამაზი ვარდისფერი საბანაო ტაშტიც იყო, რომელზე ხტუნაობასა და ხმამაღლა სიმღერაზე ვგიჟდებოდი.

 

   ერთხელაც , გაზაფხულის თბილ, მზიან შუადღეს ჩემი დის ლამაზი ვარდისფერი ტაშტი გამიტყდა. დედაჩემი ძალიან სამართლიანი ქალი იყო და გადაწყვიტა, რადგან ტაშტი ამას თავად ვერ იზამდა სამაგიეროს გადახდაში დახმრებოდა, მაგრამ ჯერ პაპაჩემის მოხუცი დედისთვის - ქალბატონი ეკატერინესთვის  უნდა დაეხედა. ვიცოდი დასჯას მაინც ვერ გადავურჩებოდი, ამიტომაც რაღაცნაირად შევემზადე, მაგრამ ოთახიდან გამოსულ დედას აღარც მე ვახსოვი, აღარც ტაშტი და საერთოდ რა ექნა აღარ იცოდა.

 

   იმ დღე პირველად ვნახე როგორ დგება სიკვდილი, მშვიდად, უხმაუროდ როგორც პაზოლინის ფილმებში და ამავე დროს ისე საზარლად დიდიან პატარაიანად რომ ქედს ახრევინებს.

 

 იმ ღამეს არ დამეძინა, მგონი ჩემი უდარდელი ბავშვობა ზუსტად მაშინ დამთავრდა - მთელი ღამე გაქცევის გეგმას ვადგენდი, როგორ დამეღწია თავი სრული გაქრობისგან. მე მაშინ ისე მიყვარდა სიცოცხლე და ისეთი ცნობისმოყვარე ვიყავი, საკუთარი თავი ვარსკვლავზე ნაკლები არ მეგონა. უცებ კი აღმოჩნდა, რომ რაღაც უხილავს შეეძლო მოულოდნელად ყველაფერი შეეწყვიტა და მარტო ჩემი კი არა - დედაჩემისაც და ყველა იმ დამინის ვინც მიყვარდა და მივხვდი, რომ ფაქტიურად უკვე მკვდრები ვიყავით მეც და ისინიც კი ვინცე ჯერ არც დაბადებულიყო.

 

   ამას მნიშვნელობების და გადაფასებების მთელი სერია მოჰყვა. უნდა მეპოვა ისეთი რამ რასაც სიკვდილი ვერ წაშლიდა, ვერ რა - არ. ის რაც სიკვდილის სახის თანასწორი იქნებოდა. ასე შევიძინე მეგობარი, მრჩეველი, მასწავლებელი. ასე გავიგე, რომ ჩვენ რც სხეული ვართ, არც სული და არც გონება, არც ვექტორული წყობა, არც ასტროლოგიური წყობა და არც არანაირი ფსიქოლოგიური თუ სხვა კლასიფიკაციის ტიპი და ამავე დროს ვართ კიდეც ყველფერი რაც ჩამოვთვალე, როდის ყველაფერი ერთად და როდის ცალცალკე რომელიმე კომბინაციაში. ის რაც ჩვენ ნამდვილად ვართ ეს ჩვენი არჩევანია, რომელსაც აქ და ახლა ვაკეთებთ და ზუსტად ეს ერთ წამში გაფრთოებული დროა ჩვენი სიცოცხლე და ჩემი აზრით მხოლოდ ჩვენი არა, ზოგადად ესაა სიცოცხლე.

 

  მერე მივეჩვიე და შემიყვარდა ჩრდილი რომელიც სულ თან დამდევს, ყველას დაგვდევს. უკვე ავტომატურად ყველფერს მისი სახის წინაშე ვამოწმებ, ყოველთვის ვეკითხები ჩემს სიკვდილს და ისიც ყოველთვის მპასუხობს და არასოდეს მოვუტყუებივარ.

   ერთი პატარა ეშმაკობაც ნუ დაგავიწყდებათ, - როცა ყველა შიში გაქრება, როცა მართლა შეგიყვარდებათ სწორედ მაშინ აღმოაჩენთ, რომ თქვენი შეყვარებული სინამდვილეში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მისი მოადგილე, მისივე სუსტი ანარეკლი - გარდაცვალება. ძებნას დაუწყებთ ნამდვილ სიკვდილს, ზუსტად იმას მე რომ ბავშვობაში დამზაფრა და ვერ იპოვით.

მსგავსი სტატიები

ტყუილის მეტაფიზკა


ავტორი: ერენიელი ტყუილი წარმოებადია ინდივიდის უნარისგან როგორ მო...

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

დიდი აფეთქება თუ სამყაროს მუდმივობა?


ავტორი: გურამ ჟღამაძე არსებობს ბევრი თეორია თუ როგორ შეიქმნა ჩვე...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

"პოხუისტი" გმირი


(ფოტოზე: კადრი ფილმიდან Barfly) ხშირად გინახავთ ალბათ ჰოლივუდურ ...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff