ინტერვიუ ვუდი ალენთან

Admin
პერსონა
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ინტერვიუერი: მისტერ ალენ, ნამდვილად ფიქრობთ, რომ ბედნიერების მ...

Woody Allen

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

წყარო

ინტერვიუერი: მისტერ ალენ, ნამდვილად ფიქრობთ, რომ ბედნიერების მიღწევა ცხოვრებაში შეუძლებელია?

ვუდი ალენი: ეს არის ჩემი პერსპექტივა ცხოვრებაზე, და ყოველთვის ასე იყო - ძალიან მკაცრი და პესიმისტური ხედვა. ბავშვობიდან ასე ვიყავი, და შემდეგ წლებთან და სხვა რაღაცებთან ერთად, უფრო მეტად დავრწმუნდი. ნამდვილად ვიცი, რომ ეს ძალიან სასტიკი, მტკივნეული, კოშმარული, უაზრო გამოცდილებაა და რომ, ერთადერთი გზა, იყო ბედნიერი, არის ის, რომ უთხრა საკუთარ თავს ტყუილი.

ი: ძალიან ბევრი ადამიანი არ დაგეთანხმებოდათ.

ვ: მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს. ამას ამბობდა ნიცშეც, ფროიდიც. ადამიანს უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ შეძლოს ცხოვრება. თუ შენს ცხოვრებას ზედმეტად გულწრფელად და მკაფიოდ შეხედავ, ის აუტანელი გახდება, რადგან ცხოვრება სასტიკია, და ამას აღიარებ.

ი: ჩემთვის, რთულია, წარმოვიდგინო, რომ ვუდი ალენს ასეთი რთული ცხოვრება აქვს...

ვ: მე ძალიან იღბლიანი ვარ და ჩემმა ნიჭმა პროდუქტიული ცხოვრება შემიქმნა, მაგრამ სხვა რამეებში სულაც არ ვარ კარგი. არ ვარ კარგი ცხოვრებაში. თუნდაც წვრილმანებში. ისეთი რამეები, რაც ბავშვური თამაშია სხვებისთვის, ჩემთვის ტრავმაა.

ი: მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?

ვ: აეროპორტში ან სასტუმროში მისვლა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება, გასეირნება, საგნების გაცვლა მაღაზიაში... თექვსმეტი წლიდან ერთიდაიგივე საწერ მანქანაზე, Olympia-ზე ვმუშაობ, და ახლაც ახალივით გამოიყურება. ყველა ჩემი ფილმი ამ მანქანაზე დაიწერა, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც მისი ლენტიც გამოცვლა ვისწავლე. იყო მომენტები, როცა ხალხს ვპატიჟებდი სადილზე, რომ მერე ლენტის გამოცვლა შესძლებოდათ. ტრაგედია იყო.

ი: ეჭვნეულად უყურებთ კარგ რამეებს ცხოვრებაში?

ვ: ცხოვრება სავსეა მომენტებით, რომლებიც ნამდვილად არის კარგი - ლატარიის მოგება, ლამაზი ქალის ნახვა, დიდებული სადილი - მაგრამ მთლიანი რამე ტრაგედიაა. ეს სასიამოვნო ოაზისია. აიღეთ ფილმი, მაგალითად, როგორიცაა, ბერგმანის “მეშვიდე ბეჭედი“. ეს არის ფილმი დიდებულ ტრაგედიაზე, მაგრამ არის მომენტიც, როცა ის ზის ბავშვებთან ერთად, სვამს რძეს და მიირთმევს ველურ მარწყვს. შემდეგ ეს საოცარი მომენტი გადის და უბრუნდები ეგზისტენციას, ისეთს, როგორიც ის ნამდვილად არის.

ი: სიყვარულშიც ასეთი პესიმისტი ხართ?

ვ: შენ იმაზე მეტად ხარ დამოკიდებული იღბალზე, ვიდრე ფიქრობ. ხალხი ამბობს, რომ თუ გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, ამაზე უნდა იმუშაო. მაგრამ შენ ვერასოდეს გაიგებ ამას რამეზე, რაც ნამდვილად მოგწონს, მაგალითად, გემით გაცურვაზე ან ფეხბურთის თამაშზე წასვლაზე. არასოდეს იტყვი: ამაზე უნდა ვიმუშაო. ის უბრალოდ გიყვარს. ურთიერთობაში ვერ იმუშავებ, მას ვერ აკონტროლებ. იღბლიანი უნდა იყო. თუ იღბლიანი არ ხარ, რაღაც დონის ტანჯვისთვის უნდა მოემზადო. ამიტომაა, რომ ურთიერთობების უმეტესობა რთულია და გარკვეული სახის ტკივილს შეიცავენ. ხალხი ერთმანეთთან რჩება ინერციის გამო, მათ ენერგია არ გააჩნიათ. იმიტომ, რომ ეშინიათ მარტო ყოფნის, ან შვილები ჰყავთ.

ი: შეიძლება, კაცს, უყვარდეს ორი ქალი ერთდროულად?

ვ: ორზე მეტიც (იცინის). ვფიქრობ, რომ შეუძლია. ამიტომაა, რომ სიყვარული ძალიან რთული და მტკივნეული რამეა, რთული, ძალიან რთული რამე. შეიძლება იყო შენს ცოლთან, ბედნიერ ქორწინებაში, და შემდეგ შეხვდები ქალს, და ის გიყვარს. მაგრამ შენი ცოლიც გიყვარს. და ისიც გიყვარს. ან, ის ხვდება ვიღაც კაცს და უყვარს, და შენც უყვარხარ. და მერე შენ შეხვდები ვინმეს და უკვე სამნი ხართ (იცინის). რატომ მხოლოდ ერთი ადამიანი?

ი: რაღაცები უფრო რთული გახდება, თუ ადამიანი თქვენს რჩევას მიჰყვება...

ვ: მნიშვნელოვანია, აკონტროლო საკუთარი თავი, რადგან ცხოვრება ზედმეტად ჩახლართული გახდება, თუ ამას არ გააკეთებ. მაგრამ იმპულსი ხშირადაა ადამიანებში. ზოგიერთები ამბობენ, რომ საზოგადოება უფრო გახსნილი უნდა იყოს. არც ეს იმუშავებს. მე ვფიქრობ, აქ ისეთი სიტუაციაა, როცა ორივე შემთხვევაში მარცხდები. თუ განდევნი იმ სხვა ქალს, მარცხდები, რადგან ეს არ არის კარგი არც შენი ურთიერთობისთვის და არც შენი ქორწინებისთვის. თუ შენი ქორწინება გახსნილია და შეგიძლია სხვა ქალთან იყო, არც ეს არის კარგი. არ არსებობს, რეალურად გზა, რომ ბედნიერი იყო, თუ ძალიან იღბლიანი არ ხარ.

ი: ოდესმე ტირი?

ვ: კინოში ყოველთვის ვტირი. ეს ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც ოდესმე ვტირი, იმიტომ, რომ ხშირად ამას ვერ ვაკეთებ, უბრალოდ ვერ. „ჰანა და მის დებში“ არის ერთი სცენა, სადაც უნდა მეტირა, მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. რაღაცები ჩამაწვეთეს კიდეც, და მაინც ვერ ვიტირე, მაგრამ კინოში კი, ვსლუკუნებ. ეს მაგიასავითაა. ეს ერთადერთი ადგილია - არასდროს თეატრში და თითქმის არასდროს ცხოვრებაში.

ი: ადრე თითქმის ყველა შენს ფილმში თამაშობდი, ახლა კი, უფრო ნაკლებად და ნაკლებად. რატომ?

ვ: მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ ნაწილს ვერ ვპოულობ. წლების განმავლობაში რომანტიკულ კომედიებში ვთამაშობდი და შემდეგ ეს ვეღარ გავაკეთე, რადგან დავბერდი. არ არის სახალისო, რომ არ ითამაშო იმ ბიჭის როლი, რომელსაც საბოლოოდ რჩება გოგო. წარმოიდგინეთ, როგორი გამაღიზიანებელია, როცა მსგავს ფილმებს ვიღებ სკარლეტ იოჰანსონთან და ნაომი უოთსთან ერთად, და შემდეგ ვიღაც სხვა ტიპს რჩება ისინი. მე კიდევ, რეჟისორი ვარ. მე ვარ ის ბებერი კაცი, ვინც რეჟისორია. არ მომწონს ეს. მომწონს, რომ ვიყო ის ტიპი, ვინც ზის მათ წინ რესტორანში, თვალებში უყურებს მათ და იტყუება. ასე რომ, თუ ამის გაკეთება არ შემიძლია, ფილმებში თამაში სახალისო აღარაა.

ი: რას ფიქრობ დაბერებასთან დაკავშირებით?

ვ: ძალიან საძაგელი რამეა. დაბერება არანაირი თავგადასავალი არ არის. უფრო ჭკვიანი არ ხდები, არც უფრო ბრძენი, არც უფრო მშვიდი, არც უფრო კეთილი, არაფერი კარგი არ ხდება. ზურგი უფრო მეტად გტკივა, უფრო ხშირად გეშლება კუჭი, უფრო ცუდად ხედავ; რომ გაიგონო, აპარატი გჭირდება ყურში. დაბერება ცუდი რამეა და ჩემი რჩევაა, თავიდან აიცილო ის, თუ შეგიძლია. არანაირი რომანტიკა მასში არ დევს.

ი: ოდესმე შეწყვეტ კინოს კეთებას?

ვ: მე მსიამოვნებს მუშაობა. სხვაგან, სად შეიძლება გამოვავლინო ამბიციები? როგორც მსახიობი, შენ ყოველთვის იბრძვი რაღაც საბოლოო წარმატებისთვის, მაგრამ თითქოს ვერასოდეს აღწევ. შენ იღებ ფილმს, და შედეგი ყოველთვის შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. შემდეგ ისევ ცდი, და კიდევ ერთხელ ფლავდები. რაღაც პერსპექტივით, ამას სასიამოვნოდ ვთვლი. თითქოს, შენს მიზანს არასოდეს კარგავ. კინოს ფულისთვის არ ვქმნი, მე უბრალოდ რაღაცებს ვცდილობ. რა მოხდებოდა,თუ იდეალურობას მივაღწევდი? მერე რას გავაკეთებდი?

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

უდაბნოში


სტატიის და ფოტოების ავტორი: ქრისტინე ბებია ავტოსტოპერებისთვის, ვ...

ჰონგ-კონგელი რეჟისორის, ვონგ კარ-ვაის ინტერვიუ


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი ვონგ...

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი მესამე)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

ინტერვიუ თამაზ ბუთხუზთან (ნაწილი მეორე)


მოამზადა მამუკა გურულმა ნაწილი მეორე (პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზ...

ინტერვიუ სერგეი მელნიკოვთან


ავტორი: მამუკა გურული მ.გ. გამარჯობა სერგეი. ს.მ. გამარჯობა. მ...

ინტერვიუ თამაზ ბუთხუზთან (ნაწილი პირველი)


მოამზადა მამუკა გურულმა ნაწილი პირველი ჩვენი მომდევნო სტუმარია თა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff