აგრესია და მისი გამოვლინებები გამომწვევი ფაქტორები

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე აგრესია არის ადამიანის ერთერთი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ვლინდება ...

agression2222

ავტორი: ნანა აბესაძე

აგრესია არის ადამიანის ერთერთი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფაქტორებში.

მოვიყვან მარტივ მაგალითებს:

დაიმკვიდროს ადგილი ნებისმიერი გზით, დაჩაგროს მასზე სუსტი, არ აღიაროს შეცდომა,თავს მოახვიოს თავისი აზრები და შეხედულელები სხვას და ა.შ

რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანში აგრესიის გამოვლინებას:

ბავშვობისდროინდელი ტრავმები, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია: მშობლების ჰიპერმზრუნველობა ან ინდიფერენტულობა. კონფლიქტი. მშობლების მცდელობა, შვილზე მოახდინონ ზეგავლენა (მშობელში დაგროვილი აგრესიის გამოვლინება).

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი, ატარებენ მუსიკაზე, იმის გამო რომ ეს მათ, მიაჩნიათ სწორად, უნდა ეს ბავშვს თუ არა, არანაირად არ ითვალისწინებენ. გამუდმებით აძლიონ შენიშვნები,ნაცვლად იმისა, რომ აუხსნან,რატომ არ უნდა მოიქცეს ბავშვი ისე, როგორც იქცევა, მხოლოდ ეუბნებიან, ეგრე არ გააკეთოს, არა იმიტომ რომ ეს მისთვის ცუდი არა. იმიტომ, რომ დედას ან მამას ასე უნდათ. ეს ეხებათ ზოგიერთ პედაგოგს (მათი აგრესიის გამოვლინება).

უფრო მეტიც, ბავშვები და მოზარდები, ხშირად ისმენენ ფრაზებს- „მე უფრო უკეთესად ვიცი შენ რა გინდა“. “არ დამიჯერებ და ნახავ რაც მოხდება“; „რანაირად იქცევი, შეხედე იმას, რა კარგია და მიბაძე“ და სხვა. რაც შეეხება მისაბაძ ობიექტს,მასშიც თავისთავად ღვივდება აგრესია,რადგან,მისი მშობლები დიქტატორები არიან. აი ,ასეთი „მისაბაძი“ ბავშვი, შესაძლოა გახდეს დიდი აგრესორი, ან ინფანტილური (ესეც აგრესიის ერთერთი სახეობაა).

ამის და კიდევ უამრავი ფაქტორის შედეგად ყალიბდება აგრესია.

აგრესიის სახეებია:

*ექსპრესიული აგრესია - რისხვისა და სიბრაზის ემოციათა აფეთქება, რომელიც არ არის მიზანმიმართული და სწრაფად ახდენს განმუხტვას. ასეთი აგრესიის ფორმას თან სდევს ფრუსტრაცია, ამდენად ის სხვათათვის, ნაკლებად საზიანოა, თუმცა აქაც კონკრეტული სიტუაციები განიხილება. მაგალიათად:

1.ინდივიდში დაგროვილი აგრესია გამოვლინდა იმპულსურად, უხეშად და პიროვნებისათვის შეურაცმყოფელად. ეს არ იყო ფატალური არცერთისთვის. (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე მას, მერე გადამიარა წყენამ. მასაც. მერე შევრიგდით)

2.ინდივიდში დაგროვილი აგრესია ასევე იმპულსურად გამოვლინდა, თუმცა ამას ისეთი უხეში გამოვლინება ჰქონდა, რომ ერთ-ერთი მხარე ძლიერ დაზიანდა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური აგრესორისთვისაც და მსხვერპლისთვისაც, მათი ქარაქტეროლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე. (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე მერე გადამიარა წყენამ, მაგრამ ის აღარ მელაპარაკება, ნაწყენია) ან (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე, მერე ცუდად გავხდი, სასწრაფო მყავდა,ისიც თურმე ცუდად გამხდარა).

*მტრული აგრესია - სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას გულისხმობს. ეს ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ექსპრესული აგრესია. იგი მოიცავს უფრო დიდ მასშტაბებს. მაგალითად, მასათა ფსიქოლოგიაზე დესტრუქციული ზეგავლენას.
ამის მაგალითი უამრავია კაცობრიობის ისტორიაში.

ჰიტლერმა თავისი ქარიზმის საშუალებით, ზეგავლენის ქვეშ მოიქცია ბრბო, რომლის ქმედებებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

*ინსტრუმენტული აგრესია:

აქ, აგრესია ასევე, არის საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მიზნის ინსტრუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ:

1.ინდივიდუალურად მოტივირებული აგრესია.

ეს ემსახურება ერთი ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის განადურების მცდელობას:
მაგალითად (მეტი გზა არ მქონდა და მოვკალი). „ეს მეტი გზა“ ვისთვის როგორია. ზოგი საომარი მოქმედებისას ჰკლავს მოწინააღმდეგეს. ზოგს კი ვიღაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს და მას ფიქიკურად ანადგურებს.

2.სოციალურად მოტივირებული.

ეს აგრესიის ფორმა,ადამიანის ან ადამიანთა ფსიქოლოგიურად განადგურების მიზნისკენაა მიმართული. აგრესორი საკუთარი ინტერესებს ატარებს, მასაში ან კონკრეტულ ინდივიდებზე. ეს დამოკიდებულია აგრესორის ან აგრესორთა აგრესიის მასშტაბაბზე და დიაპაზონზე. ჩემი სუბიქეტური მოზაზრებიდან გამომდინარე აღვნიშნავ, რომ ეს საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი აგრესიაა, რადგან ამ აგრესიის ფორმამ შესაძლოა აგრესორთა თაობა წარმოშვას. ზემოქმედების მექამიზმებია, სოციალური ქსელი, მასმედია უამრავი სხვა.

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი აგრესია, რომელიც „კეთილ ზრახვებს“ ემსახურება.

დასჯა „ჭუის სწავლების მიზნით“. აქ ცოტა განვავრცობ:

დამსჯელ მასწავლებლად შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ზემოთ ვახენე, მშობელი, პედაგოგი, მოძღვარი. „მოძღვრის ფენომენი“ ასწლეულებს ითვლის.

აქაც დავაკონკრეტებ, აგრესიული სასულიერო პირი, თავს აძლევს უფლებას, რომ მრევლს რომელიც, სოციალურად მოტივირებული აგრესიის მსხვერპლია, მისცეს დირექტივა ილოცოს, როცა იგი ავადაა და სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. („მოძღვრის“ ბავშვობისდროინდელი აღზრდის დეფექტი-კომპლექსი.მაგ. დომინანტობის სურვილი), რადგან სულ მოუწოდებდნენ დამსგავსებიდა იმას, ვინც „კარგად იქცევა“. და ამ კონკეტულ შემთხვევაში ის ახდენს კომპლექსების პროექციას. პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე).

რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა გაჟღერდეს, ჩემს პრაქტიკაში, არაერთი მაგალითი მქონია,იმისა, რომ „მოძღვარი“ფსიქიკური პრობლემების, ქცევითი აშლილობების გამო, თვითონ ყოფილა სამკურნალო, იმ დროს, როცა პარალელურ რეჟიმში აქტიურად იყო ჩართული თავის მოღვაწეობაში.

სტატია შევადგინე, სხვადახვა ავტორთა ნაშრომებზე დაყრდობით.

თუკი გაგიჩნდებათ ინტერესი და სურვილი, გაგრძელება იქნება.

გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს


ავტორი: მარკ მენსონი (ავტორი. მოაზროვნე. ცხოვრების ენთუზიასტი) ი...

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში


ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფს...

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff