სიზმრები ფროიდის, იუნგის და ნიცშეს მიხედვით

ავტორი: Admin
0
(0)

ამონარიდი კარლ გუსტავ იუნგის წიგნიდან „არაცნობიერის ფსიქოლოგია“

მთარგმნელი: თამარ მელიქიძე

ინფანტილური ფაზა:

ბავშვისთვის მთვარე არის ადამიანი ან სახე ან ვარსკვლავების მწყემსი. ცაში ღრუბლები პატარა ცხვრებივითაა; თოჯინები სვამენ, ჭამენ და იძინებენ; ბავშვი განათავსებს წერილს ფანჯარაზე ქრისტე-ბავშვისთვის; იგი შესთხოვს წეროს რომ მოუყვანოს მას პატარა ძამიკო ან დაიკო; ძროხა ცხენის ცოლია, ხოლო ძაღლი კი კატის ქმარი. 
  
ფროიდის მიხედვით სიზმარიც მსგავსს ტიპს გვიჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ სიზმარს არ აინტერესებს საგანთა რეალური მდგომარეობა, ის ერთმანეთში აერთიანებს ყველაზე ჰეტეროგენულ მატერიას, და შესაძლებლობების სამყარო რეალობის ადგილს იკავებს. ფროიდი პროგრესირებას ახასიათებს როგორც აზრს/ფიქრს სიფხიზლის დროს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, აზრის/ფიქრის აღგზნების წინსვლა შინაგანი თუ გარეგანი აღქმის სისტემიდან ასოციაციის "ენდოფსიქიკური" მუშაობის საშუალებით - მოტორიკამდე, ანუ ინერვაციამდე.  სიზმარში ის პოულობს საპირისპიროს, კერძოდ, ფიქრების აღგზნების რეგრესიას  ცნობიერიდან ან არაცნობიერიდან აღქმის სისტემაში, რომლის მეშვეობით სიზმრებს მიეწოდება მისი ჩვეულებრივი შთაბეჭდილება მგრძნობიარე გამორჩეულობისადმი, რომელიც შეიძლება თითქმის ჰალუცინაციურ სიწმინდემდე გაიზარდოს. სიზმრისეული აზრები რეტროგრადულად მოძრაობენ მეხსიერების ნედლეულის მიმართულებით. „სიზმრების დროს გამოწვეული აზრთა სტრუქტურა იხსნება პროგრესირებისას და რეგრესირდება თავის ნედლეულ მასალად“. ორიგინალური აღქმის ანიმაცია რეგრესიის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარეა ინფანტილური მეხსიერების მასალის რეგრესია, რაც ასევე შეიძლება გაგებული იყოს როგორც ორიგინალური აღქმის რეგრესია, მაგრამ რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი დამოუკიდებელი მნიშვნელობის გათვალისწინებით. ეს რეგრესი შეიძლება მართლაც ჩაითვალოს "ისტორიულად". ამ კონცეფციის თანახმად, სიზმარი შესაძლოა იყოს აღწერილი, როგორც ინფანტილური სცენის შემცვლელი, ტრანსმისიის გზით შეცვლილი ბოლოდროინდელ სცენამდე. 

ინფანტილური სცენა ვერ გააგრძელებს აღორძინებას; იგი უნდა დაკმაყოფილდეს მისი სიზმრის სახით დაბრუნებით. რეგრესიის ისტორიული მხარის ამ კონცეფციიდან გამომდინარეობს, რომ სიზმრის დასკვნითმა რეჟიმებმა ერთდროულად უნდა აჩვენონ ანალოგური და ინფანტილური ხასიათი. 

დღეს, ყველა, ვინც იცნობს სიზმრების ანალიზის თემას, ადასტურებს ფროიდის წინადადებას: 
 
„სიზმრები ბავშვური  დაპყრობილი ცხოვრების სულის ნაწილია“ 

რამდენადაც ბავშვური ფსიქიკური ცხოვრება უდავოდ არქაული ტიპისაა, ეს მახასიათებლები სიზმარს საკმაოდ უჩვეულო ხარისხით ეკუთვნის. 

„ სიზმარი, რომელიც ავსებს მის სურვილებს მოკლე, რეგრესული გზით, მხოლოდ ფსიქიკური აპარატის მუშაობის ძირითადი მეთოდის მაგალითს გვაძლევს, რომელიც ჩვენს მიერ მიტოვებულია მისი „უვარგისობის“ გამო.  

ის, რაც ერთ დროს მართავდა გამოღვიძებულ მდგომარეობაში, როდესაც ფსიქიკური ცხოვრება ჯერ კიდევ ახალგაზრდა და იმპოტენციური იყო, როგორც ჩანს, განდევნილია სიზმრების ცხოვრებაში. გარკვეულწილად ისევე, როგორც მშვილდ-ისარი, ზრდასრული კაცობრიობის  პრიმიტიული იარაღები, რომლებიც ჩარჩენილია  ბაგა-ბაღში“. 

მთელი ეს გამოცდილება მიგვითითებს იმაზე, რომ პარალელი გავავლოთ  ფანტასტიკურ, ანტიკურ მითოლოგიურ აზროვნებასა და ბავშვების მსგავს აზროვნებას შორის, ადამიანის ქვედა რასებსა და სიზმრებს შორის. 

ეს აზრი არ არის ჩვენთვის უცნაური, მაგრამ საკმაოდ ნაცნობია შედარებითი ანატომიისა და განვითარების ისტორიის ცოდნის კუთხით, რომელიც გვაჩვენებს, რომ ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქცია ემბრიონის ცვლილებების სერიის შედეგია, რაც ასევე შეესაბამება რასის ისტორიის ანალოგიურ ცვლილებებს.

freuuuud
   
ამასთან დაკავშირებით ნიცშეს საკმაოდ ფართო და შესანიშნავი პოზიცია აქვს: 

„ჩვენს ძილში და სიზმრებში ჩვენ ვატარებთ ადრინდელი კაცობრიობის მთლიან აზრს. ვგულისხმობ, რომ როგორც ადამიანი აზროვნებს ძილის დროს სიზმარში, იგი იგივენაირად აზროვნებდა გამოღვიძებულ მდგომარეობაში ათასწლეულების მანძილზე. 

პირველი მიზეზი (causa), რომელიც მის გონებას გაუჩნდა ყველაფერ იმასთან მიმართებაში, რაც ახსნას საჭიროებდა, დააკმყოფილა და სიმართლის სახით გაატარა. სიზმარში კაცობრიობის ეს ატავისტური რელიქვია გამოხატავს ჩვენში არსებობას. ეს არის საფუძველი, რომელზეც განვითარდა უმაღლესი რაციონალური ფაკულტეტი, და რომელიც დღემდე ვითარდება ყველა ინდივიდში. 

სიზმარი გვაბრუნებს ადამიანის კულტურის ადრეულ მდგომარეობაში და გვთავაზობს მისი უკეთესად გაგების საშუალებას. სიზმრის აზრი ახლა ჩვენთვის ასეთი მარტივია, რადგან ჩვენ ზედმიწევნით გავიწვრთვენით ევოლუციის უწყვეტი ეტაპების მანძილზე, რომლის განმავლობაშიც თეორიზაციის ეს ფანტასტიკური და მარტივი ფორმა ჭარბობდა. 

გარკვეულწილად სიზმარი ტვინის აღმდგენია, რომელსაც დღის განმავლობაში მოუწოდებენ დააკმაყოფილოს უმაღლესი ცივილიზაციის პირობებში შექმნილი გაწვრთნილი აზრის მძიმე მოთხოვნები. 

„ამ ფაქტების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა ბოლო პერიოდში უფრო მწვავე ლოგიკური აზროვნება, მიზეზის და შედეგის უფრო სერიოზულად აღქმა; როდესაც ჩვენი გონიერება და ინტელექტი კვლავ უნებურად უბრუნდებიან დასკვნის იმ პრიმიტიულ ფორმებს, ჩვენ ამ დასკვნებში  ჩვენი ცხოვრების დაახლოებით ნახევარს ვცხოვრობთ“.

ფროიდმა, ნიცშესგან დამოუკიდებლად, ანალოგიურ თვალსაზრისს მიაღწია სიზმრის ანალიზის საფუძველზე:

„ამ ხალხურ-ფსიქოლოგიური ფორმირების, მითების და ა.შ. გამოკვლევა აწმყოში სულაც არ დასრულებულა. ამის მაგალითი რომ ავიღოთ, დასაშვებია, რომ მითები შეესაბამება მთლიანი ერების სურვილების ფანტაზიების დამახინჯებულ ნარჩენებს, ახალგაზრდა კაცობრიობის საკრალურ  ოცნებებს ”.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში

ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფსიქოლოგიის ...

თვითშემეცნება და თვითგანვითარება

ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუნქცია?" ან...

ტაბუ სექსუალობაზე

ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეობა, პირველ...

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენს ცხოვრებაში

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდეს. ჰქონდე...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)

ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი I  ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო

 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავს, რომელსა...

ფსიქოლოგიური ეფექტები

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანის ცხოვრება ძალიან რთული და მრა...