რეინკარნაცია: სულის ევოლუციის 35 საფეხური

ავტორი: Admin
კატეგორია: ფსიქოლოგია
0
(0)

მთარგმნელი: ლილა

წყარო

ჰიპნოთერაპევტმა მაიკლ ნიუტონმა სულის ევოლუციის პატერნი აღმოაჩინა. მისი ნოვატორული კვლევა გამოქვეყნდა ერთ ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად სახელწოდებით ,,სულების მოგზაურობა: შემთხვევების შესწავლა ცხოვრებასა და ცხოვრებას შორის’’.ნიუტონისა და მისი სტუდენტების წიგნები ეყრდნობა იმ ათასობით ადამიანის ისტორიების ტრანსკრიპტებს, რომლებიც რეგრესული ჰიპნოზის ქვეშ ხელახლა გამოცდიან ცხოვრებებს შორის ყოფნის პერიოდს. ამ ადამიანებს თავიანთი სულის უმაღლესი პერსპექტივებიდან შეუძლიათ ახსნან რა ხდება სიკვდილის შემდეგ, სანამ ხელმეორედ დაიბადებიან. ეს მოიცავს ინფორმაციას ცნობიერების იმ შრეების შესახებ, რომელთა გავლითაც თავიდან დაბადებული სულები ვითარდებიან. 
 
მრავალი სულიერი მასწავლებლის აზრით, ყველა ადამიანი, სინამდვილეში, სულიერი არსებააადამიანურ მოგზაურობაში. ჩვენ ვიბადებით ადამიანურ არსებებად, რათა ჩვენი სული განვითარდეს. ჩვენი საბოლოო მიზანია გავხდეთ ბოლომდე ცნობიერები და ვიყოთ უნიკალური ინდივიდუალური გამოვლინებები ყველაფრისა, რაც არის.  ეს ხანგრძლივი მოგზაურობაა, მაგრამ იმის კვალობაზე, რომ სული უკვდავია, ეს კარგია. 
 
სულის ევოლუცია
 
სულის მოგზაურობა,სინამდვილეში,განვითარების პროცესია. ეს ცნობიერების ზრდას ნიშნავს, სტაბილურად პროგრესირებას ცნობიერების სხვადასხვა დონის ან სტადიის გავლით. როგორ ვიზრდებით ცნობიერად? ფიზიკურფორმაში რთული გამოცდილების მიღებით. ეს გვაიძულებს, გადავწყვიტოთ და გავეშუროთ"სულის საძიებლად", გვიბიძგებსჩვენი შინაგანირესურსების აღმოჩენისკენ. რატომმოვდივართ ფიზიკურ ფორმაში? რატომ გადაწყვიტა სრულყოფილადბედნიერმა სულიერმა არსებამმთელი რიგი შეზღუდვებითა და სირთულეებით სავსეფიზიკური სამყაროში დასახლება? 
 
ისე ხდება, რომ ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ რა შეგრძნებაა იყო სრულიად გამოყოფილი სხვებისგან და დანარჩენი რეალობისგან მხოლოდ ამ ფიზიკურად განცალკევებულ ადამიანურ ფორმაში შემოსვლით. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევიცნოთ საკუთარი თავები, როგორც დამოუკიდებელმა არსებებმა და არა როგორც... ენერგიის ერთგვაროვნმა ბურთებმა. 
 
ფიზიკურ ფორმაში ყოფნა გადაგვისვრის გამოცდილებებისა და არჩევანის უკიდურესად მკვეთრ თავისუფლებაში, რაც სხვაგვარად შეუძლებელია. ასე ვსწავლობთ ვინ ვართ და როგორ გავხვდეთ ყველაფერი რად გახდომაც შეგვიძლია. სხვა სიტყვებით: არჩევანი და შედეგები, რომლებიც მას მოყვება, აუცილებელ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვასწავლიან. რეალურად, თქვენ აქ ყოფნას ირჩევთ იმისთვის, რომ გქონდეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
 
35 ნაბიჯი
 
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი და ნაბიჯ-ნაბიჯ გავხვდეთ ყველაფერი, რად გახდომაც შეგვიძლია. ქვემოთ მოცემულია რეინკარნაციის პროცესის 35 საფეხური. სხეული და პიროვნება, რომელიც ახლა ხარ, მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომლებიც ამ მოგზაურობაში გადასადგმელი ამ უკანასკნელი ნაბიჯებისთვის აირჩიეთ. მაგრამ რატომ 35 ნაბიჯი? რატომ არა 36? 10 ან 100? უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ რეინკარნაციის წყალობით განვითარების ხუთ მთავარ საფეხურს გავდივართ. თითოეულ ეტაპზე უნდა დაასრულოთ შვიდი ნაბიჯი, ან დონე. (დიახ, ეს უფრო კომპიუტეროლ თამაშს ჰგავს). 5X7=35. თითოეული ნაბიჯის დარულებას მთელი სიცოცხლე სჭირდება. ფაქტობრივად, თითოეული ნაბიჯი ჩვეულებრივ ერთზე მეტ სიცოცხლეს მოითხოვს. როგორც წესი, მთელი 35 საფეხურიანი მოგზაურობა ასზე მეტ სიცოცხლეს მოითხოვს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს მოგზაურობა. დავიწყებთ რეინკარნაციის გზით სულის ევოლუციის ხუთი ძირითადი ეტაპიდან.
 
ხუთი საფეხური
 
მაიკლ ნიუტონი სულის ევოლუციის ხუთ ,,ციკლს’’ ან ეტაპს აღწერს. მათ სახელები ადამიანის განვითარების სტადიების მიხედვით აქვთ შერჩეული.
 
ეტაპი 1: ახალშობილი სული - ფოკუსი: სიცოცხლეზე, სწავლაზე, გადარჩენზე, ფიზიკურობაზე, ზნეობაზე, გარემოცვის შემეცნებაზე
 
ეტაპი 2: ბავშვი სული - ფოკუსი: წესებზე, ცხოვრებისეულ როლებზე, კანონსა და წესრიგზე, დანაშაულსა და სასჯელზე, სოციალურ შემეცნებაზე
 
ეტაპი 3: ახალგაზრდა სული - ფოკუსი: დამოუკიდებლობაზე, წინსვლაზე, პირად მიღწევებზე, თავისუფალ ნებაზე
 
ეტაპი4: ზრდასრული სული - ფოკუსი: ურთიერთდამოკიდებულებაზე, ურთიერთობებზე, თანაგრძნობზე, სიახლოვეზე, თვითშემეცნებაზე
 
ეტაპი 5: მოხუცი სული - ფოკუსი: ავტონომიაზე, განჯაჭვულობაზე, ბრძნულ რჩევა-დარიგებაზე, სულიერ ცოდნაზე.
 
სულების დონე ადამიანთა პოპულაციაში 
 
დედამიწაზე მცხოვრები ექსვი ან შვილი მილიარდი ადამიანი, სულების მთელს სპექტრს წარმოადგენენ, მაგრამ ამბობენ რომ საშუალოდ, ადამიანურ პოპულაციაში მყოფი სულები გაცდნენ განვითარების საშუალო დონეს, მესამე საფეხურს (იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროში ამჟამად ახალგაზრდა სულები დონომირებენ, რომელთა ძირითადი აქცენტი კონკურენტული თვითგანვითარებაა. 
 
ამ ხუთი ეტაპიდან თითოეული შეესაბამება ინდივიდუალურისულისშესაძლებლობებსდა თვითშემეცნების სპეციფიკურ დონეს. გაივლის რა სული თითოეულ ამ საფეხურს, მისი ფოკუსი იცვლება, იგი იღებს მეტ გამოცდილებას და ცნობიერება ფართოვდება. ნიუტონმა და სხვებმა აღმოაჩინეს, რომ სული ცხოვრებებს შორის იმყოფება სინათლის ფორმაში. თითეულ სულს გააჩნია სპექტრის კონკრეტული ფერი, რომელიც მის ამჟამინდელ ცნობიერებაზე მიუთითებს. სპექტრი იწყება თეთრი ფერით (ეს ყველა ფერს მოიცავს,) მაგრამ შემდეგ გაივლის წითელს, ყვითელს, მწვანეს, ლურჯს, მეწამულს და იისფერს დაბალიდან მაღალი სიხშირისკენ. ნაკლებ განვითარებულ სულებს - ,,ახალბედებს’’ აქვთ მოვარდისფრო შეფერილობა. ყველაზე მოხუც სულებს - რომლებიც ძალიან ახლოს არიან მთელი რეინკარნაციის ციკლის დასრულებასთან - აქვთ მოლურჯო ელფერი.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი სპექტრი დროში განგრძობითია, პროფესორმა ნიუტონმა აღმოაჩინა რომ იგი პირობითად შეიძლება დაიყოს განვითარების ხუთ ძირითად დონედ, პირველიდან მეხუთეს ჩათვლით. ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს მაიკლ ნიუტონის მიერ მოცემულ ხუთ ეტაპზე ახალშობილი სულიდან - მოხუც სულამდე. 

newton2
 
მაგალითად, სულებს რომლებიც იმყოფებიან რეინკარნაციის შუა (მესამე) საფეხურზე ეწოდებათ ,,ახალგაზრდა სულები’’. ამ საფეხურს ნიუტონი ,,მესამე დონეს’’ უწოდებდა. მათ აქვთ მოყვითალო, ან მოოქროსფრო შეფერილობა. (გარდა ამისა, ნიუტონი განსაზღვრავს სულის ევოლუციის უფრო მაღალ საფეხურებს, რომლებიც ხდებიან რეინკარნაციისგან დამოუკიდებლად) რეინკარნაციის საფეხურები (ან სულის ასაკი) ასევე შეიძლება შევადაროთ იმ მეტამორფოზის ეტაპებს, რომლებსაც ბუნებაში ვხედავთ, როგორიცაა კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი, პეპელა. რეინკარნაციის დროს არ იცვლება ფიზიკური ფორმა, არამედ ცნობიერების რეჟიმი, განსაკუთრებით თვითცნობიერების ფორმა - შედეგად - სხვებთან ურთიერთობის გზა. სულის ასაკი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს, აზროვნებს, მოქმედებს და ურთიერთობს სხვებთან ადამიანი. 
 
ეტაპი 1 - ახალშობილი სულები

nature
 
ახალშობილი სულები ყურადღებას ამახვილებენ თვითგადარჩენის პირველადსაჭიროებებზე. ისინი ვითარდებიანბუნებასთან ახლოს მყოფ მარტივ გარემოში, მაგალითად შორეულ ტომებში,ან სოფლად, პასტორალურ გარემოში. ამასთან, თანამედროვე საზოგადოების კონტექსტში, ისინი შეიძლება ჩაითვალონგულუბრყვილო,,ველურებად’’ ან ხეპრეებად.
 
არსებობს ალბათობა მიიჩნიონფსიქოპათებად ან ჰქონდეთ განვითარების რაიმე სახის შეფერხება. ფსიქოლოგიურად ახალშობილისულები გულუბრყვილოები, იმპულსურებიდა "გამოუსვლელები" არიან.მოქმედებენ იმპულსის,ან ჩვევის გამო შედეგებზე დაფიქრების გარეშე. იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ არც სოციალური გაგება, არც თავშეკავება, შეუძლიათ ჩაიდინონ ანტისოციალური ან ამორალური ქმედებები, ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. როგორც ასეთი, ისინი ვერ ჯდებიანთანამედროვე საზოგადოების წესებში და შეიძლება მოხვდნენციხეში ან ფსიქიატრიულ განყოფილებებში. 
 
მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება აკლდეთ მორალური პრინციპები, სოციალური მადლი და ძველი სულებისთვის დამახასიათებელიკულტურული გაგება, ახალშობილისულები გარკვეულწილად სრულიად უდანაშაულოები არიან, ფარისევლობისა და გათვლების გარეშე.
 
ეტაპი 2 - ბავშვი სულები

an overview of victorian morality 1
 
ახალშობილი სულების განგანსხვავებით, ბავშვისულები ბევრს ფიქრობენ თავიანთი ქმედებების ავკარგიანობაზე. მათი ცხოვრება მკაცრად ეფუძნებაუსაფრთხოებას, დაცულობას, სტრუქტურასა და წესრიგს - უყვართ ძალიან პრინციპულ და "ცივილიზებულ" თემებში ცხოვრება (გაიხსენეთ ამიშები). ბავშვისულები მოხუც სულებთან შედარებით ძალიან ,,კვადრატულებად’’ მოჩანან - მკაცრად ჩარჩოებში მოქცეულებიდა კონფორმისტულები არიან. როგორც მათი რწმენა, ასევე მოქმედება მეტწილად წესებს უკავშირდება, ამიტომ ისინი ხშირად ულტრა-კონსერვატიული, ტრადიციონალისტური, მართლმადიდებლური, ვერტიკალური, მორალისტური, რელიგიურად მორწმუნე და კანონისა და წესრიგის დამცველები არიან. ამბობენ, რომ  ზოგჯერ ცდუნებასაყვებიანდა თავად დაარღვევენ წესებს - მაგრამ შემდეგ  დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი დატანჯავთ. 
 
ისინი სკურპულოზურად აფასებენ ადამიანთა ქმედებების სისწორეს.  მათ შორის საკუთარსაც, ნაკლებად აცნობიერებენ მიზეზებს.  ცუდი საქციელი ცუდია, იმიტომ რომ ცოდვაადა ეგ არის.
 
ეტაპი 3 - ახალგაზრდა სულები

depositphotos_131849262 stock photo happy successful business man winning
 
ახალგაზრდა სულები არიან ექსტრავერტულები, გარეგან ღირებულებებზე დამოკიდებულები, ამქვეყნიურები, ენერგიულები, გამბედავები, კონკურენტუნარიანები, პოლიტიკურები, ამბიციურები და ინდივიდუალისტურები. 
 
ამ ეტაპზე ცხოვრება გულისხმობს საკუთარ თავზე ფიქრს და საკუთარითავის ინდივიდუალურ დამტკიცებას. ახალგაზრდა სულები უფრო ეგოცენტრულებიარიან, ვიდრე სხვები.სურთმსოფლიოშითავიანთი კვალი დატოვონ. როგორც წესი,იზიდავთამქვეყნიური წარმატების რაიმე ფორმა - დიდება, სიმდიდრე, ძალაუფლება, პატივი. სინამდვილეში, მათ სიკვდილის უფრო ეშინიათ, ვიდრე სხვა ეტაპებზე მყოფ სულებს.  როდესაც ასეთი სულებიარ არიან დარწმუნებულნი სიკვდილისშემდეგ სიცოცხლისშესაძლებლობაში, სურვილი უჩნდებათდიდი გავლენა მოახდინონ მსოფლიო ასპარეზზედა ამითმოიხვეჭონ ერთგვარი სიმბოლური უკვდავება. 
 
ახალგაზრდა სულები ებღაუჭებიან საკუთარ აზრებს, დარწმუნებულები არიან იმაში, რომმათიპერსპექტივა სწორია და მათი ცხოვრების სტილი - საუკეთესო. კარგად იციან საკუთარი გეგმების შესახებ, მაგრამ რეალურად არასოდეს ეჭვის ქვეშ არ აყენებენ მათ. 
 
ეტაპი 4 - ზრდასრული სულები

Empathy %C2%A9 Johannes Pantarei

ზრდასრულ სულებს ახალგაზრდა სულებზე გაცილებით მეტად ახასიათებთ  საკუთარი თავის გაგება, სხვებისადმი თანაგრძნობა დაავთენტურობისსურვილი. ცხოვრებაში ნაკლებად აინტერესებთსაკუთარი თავის დამტკიცება და უფრო მეტად "სწორი ურთიერთობის" შესწავლასურთ. მომწიფებული სულის ცნობიერება აღარ არის ეგოცენტრული, იმ გაგებით, რომ არ შემოიფარგლება საკუთარი პერსპექტივით და დღის წესრიგით,  შეუძლია გაიზიაროსმრავალიგანსხვავებულიპერსპექტივა და ცხოვრების სტილი.
 
ამ ეტაპზე იქმნება დაძაბულობაა "რაც მე მინდასა" და იმის დაფასებას შორის ,,რაც შენ გინდა", ან პირადულსა და ინტერპერსონალურს შორის. 

ეს ცხოვრებას ბევრად უფრო ართულებს. ერთისმხრივ, მომწიფებული სულები უარყოფენ ვიწრო მოსაზრებებს. მეორეს მხრივ,შეუძლიათ თანაგრძნობით მოეკიდონყველას, ვისაც მათი მსგავსიღირებულებები აქვთ. ფიქსირებულ მოსაზრებებს ანაცვლებს მუდმივად ცვალებადი პერსპექტივების განცდა - " ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეხედავ საკითხს’’.
 
მყარი ნიადაგის გაქრობა შეიძლება ძალზე სტრესული იყოს, მაგრამ სწორედ ეს განაპირობებსუფრო ღრმა აზრისა და თვითგაგების ძიების სურვილს, ინტერესსხელოვნების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის თუ სულიერების მიმართ. ზრდასრულსულებს ეჭვი შეაქვთყველაფერში, საკუთარი მოტივების ჩათვლით და მიდრეკილნი არიან მრავალისაშუალებითსულის ძიებისკენ.
 
ეტაპი 5 - მოხუცი სულები

5bc07f4d98ad4
 
მოხუც სულებს აქვთ გარკვეული სიღრმის, გრავიტაციის ან სიბრძნის გამოსხივება, რაც აშკარაა. ბავშვობის ასაკშიეს შეიძლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იყოს (ფიქრობთ: ამ ადამიანს მოხუცი თავიადგასახალგაზრდა მხრებზე). იმის გამო, რომ ზრდასრული სულის სტრესი და კონფლიქტი გადალახეს, მოხუცსულებს აქვთ შინაგანი სიმშვიდისა და თავისუფლების განცდა - თავისუფლებისა, რომ ისიამოვნონ ამ სამყაროში ყოფნით, მაგრამ არა მისით. ახალგაზრდებთან შედარებით ისინი შედარებით მშვიდები, გაწონასწორებულები, უპრობლემოებიდა სტაბილურები არიან. არ არიან დამოკიდებულებისოციალურ სტრუქტურებსადა კულტურულ მოლოდინებზე, დარწმუნებულნი არიან საკუთარ არსებობაში,შინაგან ძალებსა და მათ თანაგრძნობაში სხვებისადმი.
 
მეორეს მხრივ, იმსამყაროშიდაბადება, რომელიც ასე კონფლიქტური, ქაოტური, მრისხანე და ზედაპირულია, შეიძლება მათთვისდამთრგუნველი იყოს.მოხუცისულისთვის ცხოვრების მიზანია ნამდვილი თვითგამოხატვისა და სრულყოფის პოვნა. როგორცწესი, ისინი ცხოვრების თავისებურ გზებს ირჩევენ, არ არიან მესაკუთრეებიდა ცხოვრობენმოუჯაჭველიგზით, რომელიც ახალგაზრდა სულებსშეიძლება ძალიან უცნაურადდა ექსცენტრულადეჩვენებოდეთ. ამ ეტაპის ბოლო საფეხურზე მყოფი მოხუცი სულიშეგნებულად მონაწილეობს ევოლუციაში და ხშირად დიდი გულმოწყალებით გადასცემს სხვებს სულიერ სიბრძნეს. 
 
შენიშვნა: ამ აღწერილობებში ყურადღება ეთმობაეტაპებს შორისგანსხვავებას. სინამდვილეში, ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა თანდათანობით ხდება. ეტაპსა და ეტაპს შორის, არსებობს ერთგვარი ნაზავი. მაგალითად, ზრდასრული სულისეტაპის დასაწყისში ადამიანი იმოქმედებს ძირითადად ახალგაზრდა სულის მსგავსად, მაგრამამასთანავე გაუჩნდებაზრდასრული სულებისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
 
თითოეული ეტაპის გაკვეთილები
 
აქ მოცემულია სულის ევოლუციის ხუთი ეტაპი ადამიანის რეინკარნაციის საშუალებით, თითოეულ ეტაპთან დაკავშირებული დამახასიათებელი სასწავლო გამოცდილებებით.ასე რომ, ჩვენ ვიწყებთ რეინკარნაციას, როგორც ახალშობილისულები, სრულიად დამწყებები ვართ ფიზიკური არსებობის სფეროში. ამ პირველ ეტაპზე, მეტწილად, არაკომპეტენტურობისა და ტერორის მდგომარეობაში ვიმყოფებით. გამოცდილებისა და არჩევანის საშუალებით  ვსწავლობთ და ვიზრდებით. 
 
შემდეგ სტაბილურად ვვითარდებით ახალშობილისულებიდან,ბავშვთა სულებში, ახალგაზრდა სულებში, ზრდასრულ სულებში. დაბოლოს, მეხუთე ეტაპზე შევდივართ, როგორც შემდგარიმოხუცისულები -ადამიანურიარსებობის ექსპერტები.
 
როგორც ახალშობილისულები, ჩვენ გავეცანით გადარჩენის შესაძლებლობებს, როგორც ბავშვისულები- ზნეობრივ კოდექსებსდა ეთიკას, როგორც ახალგაზრდა სულები- მიღწევების ოსტატები გავხდით,როგორც ზრდასრული სულებიგავეცანითარჩევანს, რომელიც დაკავშირებულიაურთიერთობასთან, როგორცმოხუცისულებიარჩევანს, რომელიც დაკავშირებულიადაოსთან,ერთიანობის ბუნებასთან. 
 
ახალშობილ სულს არ ესმოდა მოხუცისულის არჩევანის.ხანდაზმულ სულს ახალგაზრდა სულის არჩევანის უფრო მეტი გაგება აქვს.
 
თითოეულ ეტაპზე გასავლელი შვიდი საფეხური

თითოეულ ეტაპზე შვიდი დისკრეტული საფეხურია გასავლელი. მათ "დონეებს" უწოდებენ. აქედან გამომდინარე თითოეულ ეტაპზე ჩვენ 1-ლი დონიდან მე -7 დონემდე მივდივართ. ამისთვის "დონის" დარქმევა შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს (ვინაიდან ნიუტონი ხუთ მთავარ ეტაპს ასევე "დონეს" უწოდებს), ამიტომ ზოგჯერ მე მათ "საფეხურებს" დავუძახებ. 

რეინკარნაციის თითოეულ ეტაპს აქვს შვიდი განსხვავებული სასწავლო საფეხური. მაგალითად, მთელ მოგზაურობას ვიწყებთ 1-ლი საფეხურით, როგორც ახალშობილი სულები, ვითვისებთ გაკვეთილს, შემდეგ ვდგამთ ნაბიჯ 2-ს, როგორც ახალშობილი სულები და ა.შ. ახალშობილი სულის ეტაპის მე -7 საფეხურის დასრულების შემდეგ, ვიწყებთ ბავშვის ეტაპის პირველ საფეხურს. ნებისმიერი ეტაპის ადრეული ნაბიჯები ეხება ევოლუციის ამ ახალ ეტაპზე ცხოვრების გამოცდილებას, შესაბამისი გამოცდილების საშუალებით არსებითი გაკვეთილების სწავლას. 

შემდგომი ნაბიჯები ეხება ამ ნასწავლი გაკვეთილების გამოყენებას, ცნობიერების ამ დონის დემონსტრირებას მოქმედებაში. მაგალითად, ახალგაზრდა სულის ეტაპზე პირველი სამი ნაბიჯი - პირველი დონის ახალგაზრდა სულიდან მე -3 დონის ახალგაზრდა სულამდე - თავისუფალი ნების მნიშვნელობის აღმოჩენასა და თვითგამორკვევას ეხება; ბოლო სამი ნაბიჯი - მე –5 დონის ახალგაზრდა სულიდან მე –7 დონის ახალგაზრდა სულამდე - ეხება თავისუფალი ნების მნიშვნელობის დემონსტრირებას მოქმედებაში. (შუა საფეხური - მე -4 დონის ახალგაზრდა სული - ეს არის მიღებული გაკვეთილების განმტკიცება.) ნებისმიერი ეტაპის პირველი საფეხური, ან დონე ჰგავს ფეხის წვერის წყალში ჩაყოფას; ბოლო ნაბიჯი კი სხვებისთვის ცურვის სწავლებას.

1-ლი დონე: ახალი ეტაპის დაწყება. "ფეხის წვერის წყალში ჩაყოფა". ახალი ცნობიერების პირველადი მიმოხილვა. ვაღიარებთ, რომ წინ  ახალი გზა გველის  და ვიღებთ გამოწვევას მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მასზე არაფერი ვიცით. 
 
მე -2 დონე: საფუძვლის ჩაყრა.წყალში შესვლა და გამოსვლა. ძველი და ახალი ცნობიერების შედარება და განსხვავებების დანახვა. ვაცნობიერებთარსებით განსხვავებებსამ უფრო მაღალ დონეზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენში კარგად გამჯდარი. 
 
მე-3 დონე: გამოწვევა. ჩაყვინთვა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მონდომებითმოვეკიდოთ და შევისწავლოთ ახალი ცნობიერება.
 
მე-4 დონე: ინტეგრაცია. დასვენება, "წყლით ტკბობა". ჩვენვიცნობთ საკუთარ თავს, ცხოვრებას და სხვების გაგებასვიწყებთ - ეს არის ჩვენი სიმართლე.  მეტად და მეტადვისისხლხორცებთახალ ცნობიერებას.
 
მე -5 დონე: გამოხატვა. წყლის აშხაპუნება- "შემომხედეთ!" ჩვენ ღიად ვაზიარებთდა ვსაუბრობთჩვენს ახალშეგრძნებებზესაკუთარი თავისა და ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ. გვსურს ჩვენი სიმართლის გაჟღერება და ,,საზოგადოებაში გამოსვლა’’
 
მე -6 დონე: დემონსტრაცია. სხვებისთვისსარგებლის მოტანა.,,მაშველობა”. აქ გამოიცდება ჩვენი ახალი ცნობიერება.  ამავე ეტაპზეიწვება კარმა, რომელიც ამ ეტაპის ადრეულ საფეხურებზე დავაგროვეთ. 
 
მე -7 დონე :ოსტატობა. იდეალურად ცურვა.  ამ დონეზე გვაქვს სრული ცოდნა დაცნობიერებისკონტროლი.  ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. შეიძლება თავს მისაბაძ მაგალითებად ვგრძნობდეთ. ჰმმ ...რა შეიძლება იყოს ამის მიღმა?
 
ეს შვიდი საფეხურის ეს თანმიმდევრობა მეორდება თითოეულ ეტაპზე, რეინკარნაციის დასაწყისიდან ბოლომდე 35 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.  თუ გაინტერესებთ, მე მე-5 დონეზე მყოფი ზრდასრულისულივარ. ახალი  ზრდასრული სულის ცნობიერების გარეგნულად გამოხატვის გაკვეთილს გავდივარ.
 
მრავალი სიცოცხლე
 
ასე რომ, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ევოლუციურ მოგზაურობას I ეტაპის I დონეზე (როგორც,,1-ლი დონის ახალშობილისულები") და ვამთავრებთ მე -5 ეტაპის მე -7 დონეზე (როგორც "მე -7 დონის მოხუცისულები"). სულ 35 საფეხურია. თითოეული ნაბიჯი მინიმუმ ერთ სიცოცხლეს მოითხოვს. ერთი ნაბიჯი შეიძლება ერთ სიცოცხლეშიგადაიდგას, მაგრამ ხშირად ეს ძალიან დიდ ნახტომს მოითხოვს, ასე რომ, დასაწყისში შეიძლება ერთი სიცოცხლე იყოს სატესტო, ხოლო შემდეგი რამდენიმე მასალის ასათვისებლად საჭირო.  
 
ზოგჯერ სიცოცხლე მოულოდნელად წყდება, რადგან საჭიროასულმა მომდევნო ცხოვრებადაიწყოს. ასევე, ზოგიერთი სიცოცხლეგრძელდება სხვა მიზეზების გამო, გარდა განვითარების კონკრეტული მიზნისა. მაგალითად, ერთი სიცოცხლეშეიძლებამიმდინარეობდესსხვა სულისდახმარების მიზნით. ზოგი სიცოცხლე, სიკვდილის გამოცდილებისთვისაამონიჭებული,კარმული მიზეზების გამო. 
 
ამ დროს სიცოცხლეშეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლედა გაგრძელდესდღის, კვირების ან თვეების განმავლობაში. გავითვალისწინებთ რა არა-ფიზიკურ პლანში, სიცოცხლესა და სიცოცხლეს შორის გატარებულ დროს, თითოეული ნაბიჯის დახურვას, დედამიწის დროით, დაახლოებით 100-300 წელი სჭირდება. 
 
35 ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვეულებრივ საჭიროა 100 სიცოცხლე. ამრიგად, სავარაუდოდ, მთელი მოგზაურობა 7000-8000 წელს გრძელდება, მაგრამ შეიძლება ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს, თუ მოსახლეობის რიცხვი შემცირდება და ხელახლა დაბადების შესაძლებლობები შემცირდება. 

თუ მოგეწონა, გააზიარე...

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ფსიქოლოგიური ეფექტები

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანის ცხოვრება ძალიან რთული და მრა...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია  (ინტერვიუ)

ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა...

იდი, ეგო, სუპერ-ეგო

იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყვე...

გაუცნობიერებელი

გაუცნობიერებელი რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში? -...

კარლ იუნგის კოგნიტური ფუნქციები

კარლ გუსტავ იუნგი იყო ადრეული 1900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფს...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი? ასეთად დ...