რეცენზია მარტინ სკორსეზეს ფილმზე "Silence"

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

მარტინ სკორსეზეს ფილმი „Silence“, ვფიქრობ, მის მიერ აქამდე გადაღებული ყველა კარგი ფილმის ერთგვარი შეჯამებაა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისი საუკეთესო ფილმია, უბრალოდ, ის თავისი განსხვავებული სტილით თითქოს ყველაზე უკეთ გამოხატავს შეხედულებებს. როგორც ცნობილია, სკორსეზე 23 წელი ფიქრობდა ამ ფილმის გადაღებას და თუ დავუფიქრდებით, ალბათ, მივხვდებით, რომ მან ამ პერიოდში უყურა ყველანაირ ფილმს, დაიმახსოვრა, გაფილტრა და აი აქ, ამ საოცარ ფილმ-სპექტაკლში მოაქცია. პირველ რიგში რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის ის, რომ ფილმს მუსიკა ფაქტობრივად არ აქვს - სიჩუმეა (Silence), მხოლოდ ტკივილის, ფიქრის, სინანულის, მწუხარების, სასოწარკვეთის და ტანჯვის ხმა ისმის. ქრისტიანულ და ბუდისტურ სიჩუმეთა ჭიდილი - სადაც ვერ გაიგებ, რომელი სიჩუმე უფრო მეტყველია. ღმერთი, რომელიც მუდმივად იცი რომ თან დაგყვება, მაგრამ, ჩუმადაა, თუ მედიტაცია, რომლის ფონზეც ზუსტად იგივე ხდება.

ფილმი ქრისტიან მისიონერებზეა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, არა თავიანთი სარწმუნოების გავრცელებას, არამედ, მის შენარჩუნებას ცდილობენ. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ სკორსეზე ფიზიკური ტანჯვისგან მთლიანად ათავისუფლებს გმირს და, სამაგიეროდ, ბოლომდე წირავს სულიერი ტანჯვისთვის. ანუ, რასაც Leonardo-ს გმირი ფილმში „The Revenant“ ფიზიკურად განიცდის, ზუსტად ის სჭირს Andrew-ს გმირის სულს. არსად მინახავს ასეთი დოზით გადმოცემული შინაგანი ტანჯვა, ძვლების ჭრიალამდე და ამავე ძვლების ნანგრევებში მომწყვდეული რწმენა-სინდისის ცოცხალი ჭიდილი.

სკორსეზე ბევრ გმირს გვიხატავს, მათ შორის "დაცემულ მღვდელს", "გამოსწორებულ პეტრეს" და ასე შემდეგ. თუმცა, მას არ სჯერა ერთხელ წაქცეული და შემდგომ გამოსწორებული გმირების. ასეთი გმირი უკვე ამოწურულია, რაც უნდა ეცადო, ბევრჯერ დამტვრეული ერთხელაც აღარ დაწებდება, რადგან თავის ჭეშმარიტ სახეს ვეღარასდროს დაიბრუნებს. ეს მოსაზრება სრულიად განსხვავებულია იაპონელებისთვის, მათსავე ენაზე რომ ვთქვათ “Wabi-sabi” (არაფერია მუდმივი, არაფერია დამთავრებული და არაფერია იდეალური). მათთვის ნებისმიერი ბზარიდან შეიძლება სწრაფვა გამთლიანებისკენ, თუმცა, დიდად ვერც ამ მისწრაფების საჭიროებას ხედავენ.

ფილმის ნარატივი გაგახსენებთ 1986 წლის ფილმს “The Mission”. მსგავსი ფილმები გვახსენებენ, რომ მისიონერული იდეა, როგორც ქრისტეს ერთგვარი „ჩანაცვლება“ წარუმატებელია, რადგან, ვერავის გადაარჩენ მანამ, სანამ თავად ხარ გადასარჩენი. ვერ გაუთბობ გულს იაპონელს ისტორიით, რომ ქრისტემ თავგანწირვის გზით ხალხი იხსნა განსაცდელისგან, რადგან, მათი აზრით, ამას ყოველი იაპონელი ყოველდღიურად აკეთებს.

საბოლოოდ, სკორსეზე ამ ფილმით ღმერთის დუმილზე ამახვილებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ გვახსენებს ჯვარზეგაკრული ქრისტეს რიტორიკულ კითხვას „Eli, Eli, Lama Sabachthani?"

მსგავსი სტატიები

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

ქართველი მასპინძელი


ტექსტის და ნახატის ავტორი: ქრისტინე ბებია ღარიბ ქართველს ეწვია ს...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff