ალუმინის ჭურჭელი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი, როგორც ადრე ეგონათ. საკვებ პ...

Aluminium 3

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი, როგორც ადრე ეგონათ. საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისას ალუმინის მოლეკულები ძალიან ადვილად „ძვრება“ ჭურჭელს და გადადის საკვებში. საკვებ პროდუქტებში, როგორც ხილში, ასევე ბოსტნეულში საკმაოდ დიდი რაოდენობის ორგანული მჟავებია, ალუმინი ადვილად იხსნება მჟავებში.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადადის საჭმელში, როდესაც საკვები თერმულად მუშავდება. მაღალი ტემპერატურის პირობებში მეტალი კიდევ უფრო ადვილად იხსნება მჟავაში. წარმოიდგინეთ, ხარშვისას რამდენი ალუმინი გადადის ისეთ პროდუქტში, როგორიცაა ტყემალი, პომიდორი, ვაშლი ალუბალი, ქლიავი, ძმარი და სხვა დიდი რაოდენობით მჟავების შემცველი პროდუქტები. იშვიათია პროდუქტი, რომელიც მჟავას არ შეიცავს. საკვებში გახსნილი დიდი რაოდენობით ალუმინი ხვდება ადამიანის სხეულში და წამლავს მას. ალუმინი ადამიანის სხეულში ხვდება ალუმინის მარილების სახით და ისევე, როგორც სხვა მეტალების მარილებს, მასაც აქვს სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (მათ შორის ტვინის ქსოვილშიც!!!) და ქსოვილებში დაგროვების თვისება. ხშირად, სწორედ ამ მიზეზითაც ჩნდება ონკოლოგიური დაავადებები. 

მართალია, უშუალოდ საჭმლის მომზადების პროცესში, საკვებში არ გადადის ალუმინის მარილების ძალიან დიდი რაოდენობა, სამაგიეროდ თუ იმავე ალუმინის ჭურჭელში 4-12 საათით ჩატოვებული საჭმელი უკვე გაჟღენთილია ალუმინის მარილებით. იმ 4-12 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ალუმინისა და საკვებში შემავალ მჟავებს შორის ქიმიური რეაქცია და შხამის კონცენტრაცია ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ იზრდება. გამოდის, რომ, თუ მაინც ალუმინის ჭურჭელში მზადდება საჭმელი, მაშინ მომზადებისთანავე უნდა გადავიდეს სხვა ჭურჭელში. თუ სისტემატურად ალუმინის ჭურჭელში მზადდება საჭმელი და მომზადებისთანავე გადადის სხვა ჭურჭელში, სხეულში გაცილებით ნაკლები ალუმინი მოხვდება. მაგრამ თავი ამით არ უნდა დავიმშვიდოთ! ცოტ-ცოტა ალუმინი სხეულს ადვილად გამოაქვს, მაგრამ მაინც რჩება ორგანიზმში თუნდაც სულ მცირე ნაწილი, რაც წლების შემდეგ საკმაოდ „დიდ ეფექტს“ იძლევა. ასევე, გვახსოვდეს, რომ სწორედ ალუმინი ახდენს ალცჰაიმერის დაავადების პროვოცირებას. ამ ავადმყოფოფით დაავადებული ადამიანების ტვინის ქერქი დასაშვებ ნორმაზე რამოდენიმეჯერ მეტ ალუმინს შეიცავს!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი, 1998 წელს გამოქვეყნებულ პატაკში აღიარა, რომ ალუმინის დასაშვები დოზა, რომელიც შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს, არის 30-50 მილიგრამი. თუმცა, დღე-ღამეში სხეულში მოხვედრილი ალუმინის რაოდენობა გაცილებით მცირეა, მაგრამ მაინც შხამია. შედარებისათვის: თუ ადამიანს კლავს 30 მილიგრამი დარიშხანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე თუნდაც 10, 5, ან სულაც 3 მილიგრამი დარიშხანი დავლიოთ და მავნე არ იქნება?

თუ ეს ასეა, მაშინ რატომაა გაყიდვაში ამდენი ალუმინი? ალუმინის ჭურჭელი მსუბუქია. ალუმინი ადვილად მუშავდება და ადვილად ეძლევა ნებისმიერი ფორმა. ძველი დროისაგან განსხვავებით, დღეს ალუმინის მოპოვება ძალიან ადვილი და იაფია, ამიტომ, იაფია ალუმინის ჭურჭლის თვითღირებულება, შესაბამისად მის შესაძენად ხელი მიუწვდება საზოგადოების ყველა ფენას. სიმსუბუქის გამო ადვილია მისი წაღება ტურისტულ ლაშქრობებში. ალუმინი კარგი სითბოგამტარია და საჭმელი მასში ადვილად ცხელდება, რაც არ უნდა სქელკედლიანი იყოს ჭურჭელი. ალუმინის ჭურჭელი არ იჟანგება, არ იკრავს საჭმელს.

თუ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, და მაინც ალუმინის ჭურჭელში გვიწევს საკვების მომზადება, მაშინ, სანამ ალუმინის ჭურჭელს გამოვიყენებდეთ, მასში წინასწარ, ერთი საათით დავაყენოთ სუფთა წყალი, შემდეგ წყალი გადავღვაროთ, ჭურჭელი გავამშრალოთ და გავაჩეროთ ჰაერზე, რათა აღდგეს დაზიანებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოქსიდური ფენა და შემდეგ გამოვიყენოთ. მომზადების პროცესში მორევისას გამოვიყენოთ ხის კოვზი ან ჩოგანი, რათა არ დავკაწროთ ალუმინის ჭურჭლის ზედაპირი და ამით არ დავაზიანოთ ოქსიდური ფენა. გასათვალისწინებელია, რომ ოქსიდური ფენა მთლიანად არ იცავს საკვებს მასში ალუმინის მოხვედრისაგან. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ალუმინის ჭურჭელში ჩავასხამთ მჟავის შემცველ გამჭვირვალე პროდუქტს, მაგალითად ღვინოს, და რამოდენიმე საათი გავაჩერებთ. ამ წესის დაცვა არ ნიშნავს რომ მომზადების შემდეგ, შეიძლება მასში საჭმლის დატოვება. საჭმლის შენახვა ალუმინის ჭურჭელში გამორიცხულია!!! ამას ალუმინის ჭურჭლის გამოყენების მომხრეებიც აღიარებენ. თუ კარგად გავამშრალებთ ალუმინის ჭურჭელს და დავაკვირდებით ტილოს, მასზე შევამჩნევთ ალუმინის რუხ ლაქებს. თუ ტილო ასე ადვილად აცილებს ალუმინის ფენას ქვაბს, საჭმელში შემავალი მჟავა რაღას უზამს? ვინ იცის ალუმინის რამდენი ზოდი გვაქვს შეჭმული?!

განსაკუთრებით საშიშია ალუმინის ნაერთები ფტორთან და ქლორთან. ქალაქებში ონკანიდან სწორედ ასეთი წყალი მოდის. ალუმინი რეაქციაში შედის ფტორთან და ქლორთან (ფტორთან განსაკუთრებით) და მიღებული ალუმინის ფტორიდი პირდაპირ ტვინის ნეირონებზე ილექება, რაც სერიოზული წინაპირობაა ალცჰაიმერის წარმოქმნისა და პროგრესირებისათვის. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, თუ სასმელი წყლის მომზადების პროცესში ქალაქის მომსახურე წყლის კომპანიები იყენებენ ალუმინს: ალუმინის მოცულობებს, ალუმინის შემცველ კოაგულანტებსა და სხვა დეტალებს. ზემოთ აღნიშნული დასაშვები ნორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თუ 30-50 მგ გამოაქვეყნა, საბჭოთა კავშირის დროინდელი ГОСТ-ის ნორმა იყო 0,5 მგ ლიტრზე, დღეს უკვე 0,2 მგ-ია ლიტრზე.

მოკლედ, უნდა ვაღიაროთ რომ საქმე სერიოზულ მომწამლავ ნივთიერებასთან გვაქვს. რაც შეეხება ალუმინის შემცველობას, დეზედორებში, საპნებში, გელებში, კრემებში სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებში, ამ თემაზე ცალკე სტატიაა გამოქვეყნებული.

ალუმინი ადამიანის ორგანიზმში უამრავ პროცესში იღებს მონაწილეობას (აღარ ჩამოვთვლი), მაგრამ ის არის როგორც ორგანული, სხვა მოლეკულების გარემოცვაში მცხოვრები ალუმინი და არა როგორც შხამიანი მარილების შემცველი, რომელიც საჭმლის დამზადებისა და ალუმინის ჭურჭელში შენახვისას წარმოიშობა.

ალუმინის სიჭარბე დევნის სხეულიდან კალციუმს აფერხებს ფოსფორის გამოყენებას უჯრედებში, ამუხრუჭებს ჰემოგლობინის სინთეზს, შეიძლება გამოიწვიოს წანაზარდები ძვლებზე, ან დააჩქაროს მათი ზრდა, იწვევს თირკმლის ფუნქციის დარღვევას, ასტიმულირებს ოსტეოპოროზის მიმდინარეობას.

ალუმინის უარყოფით ზეგავლენას განსაკუთრებით ექვემდებარებიან ბავშვები და მოხუცები. ბავშვებში იწვევს ზედმეტ აღგზნებასა და ჰიპერაქტიურობას, ჰემოგლობინის ნაკლებობას, თავის ტკივილებს. მოხუცებში იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანებებს ვიდრე ალცჰაიმერის დაავადებამდე და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ალუმინის ჭურჭელს კაცობრიობა იყენებს სულ რაღაც 100 წელია.

რომელი ჭურჭელი გამოვიყენით? ყველაზე კარგია ცეცხლგამძლე მინისაგან დამზადებული, ან მომინანქრებული, ან ცეცხლგამძლე ჭიქურიანი ჭურჭელი. ან ოქროსა და პლატინის ჭურჭელი. შემდეგ მოდის მაღალი ხარისხის ნამდვილი უჟანგავი ფოლადი. შემდეგ მოდის თიხის მოუჭიქავი ჭურჭელი. დაუშვებელია თიხის მოუჭიქავ ჭურჭელში საჭმლის შეწვა ცხიმთან, რადგან ცხიმი ჯდება ფორებში და მრავალჯერადი გახურებისას კანცეროგენია. თიხის მოუჭიქავ ჭურჭელსში შეიძლება შეწვა უცხიმოდ (მჭადი, ხაჭაპური...). თუ რაიმეს ცხიმი გაუვიდა და შეიწოვა ჭურჭელმა, მაშინ თიხა კარგად უნდა გამოიწვას, რათა ბოლომდე ამოიწვას ფორებში შეწოვილი ცხიმი.

 

 

მსგავსი სტატიები

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #2)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ამ სტატიაში ვისაუბროთ 3-4 დღიანი ხანგრძლივობ...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

რა ვქნათ, როდესაც ბავშვებს ბაღებში რაფინირებულ ზეთზე დამზადებულ საკვებს აჭმევენ?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უკვე თემაა, რომელიც სხვა განზომილებაში გა...

კიტრი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 100 გრამი კიტრი 15 კკალორიაა. ეს იმას ნიშნ...

ალუბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუბალი ხილია, თუმცა ზოგიერთი მას კენკრას უწ...

ალუმინის ჭურჭელი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი...

რითი სჯობს თევზი ხორცს?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff